განაჩენი

სისხლის სამართლის 19.06.2019
საქმის ნომერი
330100118002697868
ინსტანცია
თარიღი
19.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002697868

საქმე №1ბ/493-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

06 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - ლ-------------–--ის,ადვოკატ - თ-----------–--ის,მსჯავრდებულ - ნ-----–--------------იას მონაწილეობით,ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლ-------------–--ის და მსჯავრდებულ ნ-----–--------------იას ადვოკატ თ-----------–--ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ნ-----–-------------------------ას მიმართ - დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------------------------------------------------; დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბარლდების მიხედვით ნ-----–--------------იას ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა:

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ხუთი ეპიზოდი);

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ გაუპატიურების მცდელობა, ე.ი. პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევის მცდელობა სხეულის ნაწილის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,137-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის დეკემბერში, ღამის საათებში, ქ.თ---–--–------------------------------------------------------- ბინაში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ნ-----–--------------იამ მეუღლეს - ე-–--------------–---ას, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, იმის გამო, რომ ე-–--------------–---ა არ ადგა საწოლიდან და არ დახვდა მას, საწოლში მრავალჯერ დაარტყა მუშტები და წიხლები სხეულზე, რითაც ე-–--------------–---ამ ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის იანვრის დასაწყისში, ღამის საათებში, ქ.თ---–--–------------------------------------------------------- ბინაში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ნ-----–--------------იამ მეუღლეს - ე-–--------------–---ას, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, იმის გამო, რომ ე-–--------------–---ა არ ადგა საწოლიდან და არ დახვდა მას, საწოლში მრავალჯერ დაარტყა წიხლები სხეულზე, რითაც ე-–--------------–---ამ ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 10 იანვარს, ღამის საათებში, ქ.თ---–--–------------------------------------------------------- ბინაში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ნ-----–--------------იამ მეუღლეს - ე-–--------------–---ას, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, სახეში გაარტყა ხელი, დაემუქრა მოკვლით და აიძულა, რომ ე-–--------------–---ას დაერეკა დედასთან - ი--------------------ან და ეთქვა, რომ არ იყო კარგი მეუღლე, იყო მსუბუქი ყოფაქცევის ქალი და მეუღლემ აპატია ყველაფერი.

 

2018 წლის მარტის ბოლოს ქ.-----–--–-------------------------------------------------ის წინ ნ-----–--------------იამ ყოფილ მეუღლეს - ე-–--------------–---ას, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, იმის გამო, რომ ე-–--------------–---ა არ ურიგდებოდა, სახეზე ბასრი საგნით მიაყენა დაზიანება, რითაც ე-–--------------–---ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის სექტემბრის დასაწყისში ქ------–--–---------–--------------------------------------------–----------------------------ში მდებარე გ--------------–---–ის საცხობში ნ-----–--------------იამ ყოფილ მეუღლეს - ე-–--------------–---ას, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, იმის გამო, რომ ე-–--- კარაგაპოლოვამ დაიწყო მუშაობა მის დაუკითხავად, სახეში გაარტყა ხელი, რითაც ე-–--------------–---ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 9 ან 10 სექტემბერს, ზუსტი რიცხვი უცნობია, ქ------–--–--------–-------------–---–-------------ში მდებარე ი----------------ას ბინაში ნ-----–--------------იამ სცადა ყოფილი მეუღლის - ე-–--------------–---ას გაუპატიურება, კერძოდ, ნ-----–--------------ია შევარდა ე-–--------------–---ას ოთახში, ძალის გამოყენებით გახადა კაბა, პირზე აფარებდა ხელს, რომ არ ეყვირა, მუხლებით ათრია იატაკზე და სქესობრივი კავშირის დამყარების მიზნით მიაგდო საწოლზე, თუმცა მისი გაუპატიურება ვერ მოახერხა, ვინაიდან ხელი შეუშალეს მათმა შვილებმა, რომლებიც ხმაურით შევიდნენ ბინაში.

 

2018 წლის 14 სექტემბერს, შუადღის საათებში, ქ.თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე რიყის პარკში ნ-----–--------------იამ ყოფილ მეუღლეს - ე-–--------------–---ას, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, უმიზეზოდ, პლასტმასის გაყინული წყლით სავსე ბოთლი ჩაარტყა სახეში, რითაც ე-–--------------–---ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, 2018 წლის სექტემბრის შუა რიცხვების ჩათვლით პერიოდში, ქ.თ---–--–--------------------------------------------------------ე ბინაში, ქ.თბილისი, მ----------------------------------------------------–------------------------------–----------–-------------–---–-------------ში მდებარე ბინაში ნ-----–--------------ია მეუღლეს - ე-–--------------–---ას, რომელთანაც ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, სისტემატურად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, კონკრეტულად, 2017 წლის შემოდგომაზე, თბილისობის დღესასწაულზე, ქ.-----–--–-------------------------------------------------ის სადარბაზოში, ნ-----–--------------ია ე-–--------------–---ას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ ბინიდან გამოიტანდა იარაღს და მოკლავდა. 2017 წლის დეკემბერში, ღამის საათებში და 2018 წლის იანვარში ქ.თ---–--–------------------------------------------------------- ბინაში დაემუქრა მოკვლით, თუ ე-–--------------–---ა მას გაეყრებოდა. 2018 წლის მარტის ბოლოს ქ.-----–--–-------------------------------------------------ის წინ დაემუქრა ბასრი საგნის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით, თუ არ შეურიგდებოდა. მას შემდეგ, რაც ე-–--------------–---ა გაეყარა ნ-----–--------------იას, ეს უკანასკნელი სისტემატურად აკითხავდა საცხოვრებელ მისამართზე - ქ------–----------–-------------–---–-------------ში და ემუქრებოდა მოკვლით, თუ არ შეურიგდებოდა ან ვინმეს ეტყოდა მის მიმართ განხორცილებული ფიზიკური და სექსუალური ძალადობის შესახებ. ნ-----–--------------იას მუქარა ე-–--------------–---ამ ყველა შემთხვევაში აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში.

 

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 2018 წლის სექტემბრის შუა რიცხვების ჩათვლით პერიოდში, ქ.თ---–--–--------------------------------------------------------ე ბინაში, ქ------–----------------------------------------------------------ში მდებარე ბინაში, ქ------–----------–-------------–---–-------------ში მდებარე ბინაში და ასევე სხვა ადგილებშიც ნ-----–--------------ია, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, მეუღლეს - ე-–--------------–---ას, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობით, თითქმის ყოველდღიურად ლანძღავდა და აგინებდა სხვადასხვა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, ეძახდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალს, მის მიმართ სისტემატურად ეჭვიანობდა, მიიჩნევდა თავის საკუთრებად და მიუთითებდა, გაეკეთებინა რასაც თვითონ ეტყოდა, მრავალჯერ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, თუ დაშორდებოდა და მისი ცემის შესახებ ეტყოდა ვინმეს, ხოლო დაშორების შემდეგ, ემუქრებოდა მოკვლით თუ არ შეურიგდებოდა. აშანტაჟებდა ბავშვების წართმევით. ძალადობდა მასზე სექსუალურად - მის ნების საწინააღმდეგოდ ამყარებდა მასთან სქესობრივ კავშირს, აიძულებდა სხვადასხვა დამამცირებელი ქმედებების შესრულებას, ეუბნებოდა, რომ იყო ქალი და უნდა მჯდარიყო ბავშვებთან სახლში, უკონტროლებდა და არ აძლევდა სახლიდან თავისუფლად გასვლის უფლებას, უკრძალავდა მუშაობის დაწყებას და მაშინაც კი, როდესაც გაეყარნენ, მიუვარდა სამუშაო ადგილას და მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მუშაობის დაწყების გამო. ართმევდა ტელეფონს და არ აძლევდა დედასთან და სხვა პირებთან თავისუფალი კომუნიკაციის დამყარების საშუალებას. ნ-----–--------------იას ქმედებებით ე-–--------------–---ა განიცდიდა ტანჯვას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 თებერვლის განაჩენით:

 

ნ-----–--------------ია ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (მე-4 ეპიზოდი, 2018 წლის მარტის ბოლოს); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (მე-5 ეპიზოდი, 2018 წლის სექტემბრის დასაწყისი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,137-ე მუხლის პირველი ნაწილით (მე-6 ეპიზოდი, 2018 წლის 9 ან 10 სექტემბერი); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მე-8 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდა.

 

ნ-----–--------------ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირველი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (მე-2 ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით (მე-3 ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (მე-7 ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (მე-9 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირველი ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (მე-2 ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით (მე-3 ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (მე-7 ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის საფუძველზე, 1 (ერთი) წლის ვადით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (მე-9 ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (მე-7 ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი ეპიზოდებისათვის დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ-----–--------------იას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის საფუძველზე, 1(ერთი) წლის ვადით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება.

 

ნ-----–--------------იას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 19 სექტემბრიდან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენით დაადგინა, რომ:

 

ნ-----–--------------იამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, (სამი ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის დეკემბერში, ღამის საათებში, ქ.თ---–--–------------------------------------------------------- ბინაში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ნ-----–--------------იამ მეუღლეს - ე-–--------------–---ას, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, იმის გამო, რომ ე-–--------------–---ა არ ადგა საწოლიდან და არ დახვდა მას, საწოლში მრავალჯერ დაარტყა მუშტები და წიხლები სხეულზე, რითაც ე-–--------------–---ამ ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის იანვრის დასაწყისში, ღამის საათებში, ქ.თ---–--–------------------------------------------------------- ბინაში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ნ-----–--------------იამ მეუღლეს - ე-–--------------–---ას, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, იმის გამო, რომ ე-–--------------–---ა არ ადგა საწოლიდან და არ დახვდა მას, საწოლში მრავალჯერ დაარტყა წიხლები სხეულზე, რითაც ე-–--------------–---ამ ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 10 იანვარს, ღამის საათებში, ქ.თ---–--–------------------------------------------------------- ბინაში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ნ-----–--------------იამ მეუღლეს - ე-–--------------–---ას, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, სახეში გაარტყა ხელი, დაემუქრა მოკვლით და აიძულა, რომ ე-–--------------–---ას დაერეკა დედასთან - ი--------------------ან და ეთქვა, რომ არ იყო კარგი მეუღლე, იყო მსუბუქი ყოფაქცევის ქალი და მეუღლემ აპატია ყველაფერი.

 

2018 წლის 14 სექტემბერს, შუადღის საათებში, ქ.თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე რიყის პარკში ნ-----–--------------იამ ყოფილ მეუღლეს - ე-–--------------–---ას, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, უმიზეზოდ, პლასტმასის გაყინული წყლით სავსე ბოთლი ჩაარტყა სახეში, რითაც ე-–--------------–---ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 2018 წლის სექტემბრის შუა რიცხვების ჩათვლით პერიოდში, ქ.თ---–--–--------------------------------------------------------ე ბინაში, ქ------–----------------------------------------------------------ში მდებარე ბინაში, ქ------–----------–-------------–---–-------------ში მდებარე ბინაში და ასევე სხვა ადგილებშიც ნ-----–--------------ია, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, მეუღლეს - ე-–--------------–---ას, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობით, თითქმის ყოველდღიურად ლანძღავდა და აგინებდა სხვადასხვა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, ეძახდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალს, მის მიმართ სისტემატურად ეჭვიანობდა, მიიჩნევდა თავის საკუთრებად და მიუთითებდა გაეკეთებინა, რასაც თვითონ ეტყოდა, მრავალჯერ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, თუ დაშორდებოდა და მისი ცემის შესახებ ეტყოდა ვინმეს, ხოლო დაშორების შემდეგ ემუქრებოდა მოკვლით, თუ არ შეურიგდებოდა. აშანტაჟებდა ბავშვების წართმევით. ძალადობდა მასზე სექსუალურად - მის ნების საწინააღმდეგოდ ამყარებდა მასთან სქესობრივ კავშირს, აიძულებდა სხვადასხვა დამამცირებელი ქმედებების შესრულებას, ეუბნებოდა, რომ იყო ქალი და უნდა მჯდარიყო ბავშვებთან სახლში, უკონტროლებდა და არ აძლევდა სახლიდან თავისუფლად გასვლის უფლებას, უკრძალავდა მუშაობის დაწყებას და მაშინაც კი, როდესაც გაეყარნენ, მიუვარდა სამუშაო ადგილას და მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მუშაობის დაწყების გამო. ართმევდა ტელეფონს და არ აძლევდა დედასთან და სხვა პირებთან თავისუფალი კომუნიკაციის დამყარების საშუალებას. ნ-----–--------------იას ქმედებებით ე-–--------------–---ა განიცდიდა ტანჯვას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლ-------------–--ემ და მსჯავრდებულ ნ-----–--------------იას ადვოკატმა თ-----------–--მა.

 

ბრალდების მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და ნ-----–--------------იას დამნაშავედ ცნობა ყველა ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში.

 

აპელანტის მითითებით, სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას აღნიშნა, რომ საქმეში არ არსებობდა პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელსაც წარდგენილი ბრალდების ზოგიერთ ნაწილში გამამტყუნებელ განაჩენს დაუდებდა საფუძვლად და აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, თუმცა მან გვერდი აუარა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში განვითარებულ მსჯელობას, რომლის თანახმადაც -საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას - პირდაპირი მტკიცებულების თანაბარმნიშვნელოვნად. გადაწყვეტილების 36 პუნქტში პირდაპირ არის მითითებული, რომ „ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე“. სასამართლოს განმარტებით, მოკლებულია შესაძლებლობას მოწმე ი----------------ას ირიბი ჩვენების საფუძველზე დაადგინოს ის ფაქტი, რომ ე-–--------------–---ას მიმართ ნ-----–--------------იამ განახორციელა ძალადობა, გაუპატიურების მცდელობა და მუქარა. თუმცა ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლოს ამ საკითხების შეფასებისას მხედველობაში უნდა მიეღო საქმის ფაქტობირვი გარემობები, დაზარალებულის და მისი დედის ჩვენება, ის ფაქტი, რომ წარდგენილი ბრალდების 9 ეპიზოდიდან ბრალდების მხარემ 5 ეპიზოდში შეძლო სასამართლოს დარწმუნება, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა და იძულება, რაც ერთობლიობაში არწმუნებს ობიექტურ პირს, რომ ნ-----–--------------იამ ჩაიდინა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ყველა ქმედება. რაც შეეხება ლეგიტიმურ მიზანს, რისი შემოწმების ვალდებულებაც საკონსტიტუციო სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დაავალა გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს ირიბი ჩვენების პირდაპირი ჩვენების თანაბარმნიშვნელოვნად განხილვისას, პროკურორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლის კანონიერი ინტერესების, სიცოცხლის უფლებისა და უსაფრთხოების დაცვა.

 

დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 თებერვლის განაჩენის გაუქმება და ნ-----–--------------იას მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ნ-----–---------------ას დამნაშავედ ცნობისა ნაწილში არის უკანონო; აპელანტის განმარტებით, აშკარაა, რომ სახეზე არ გვაქვს ერთმანეთთან შეთანხმებულ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც მიუთითებდნენ ჭ---------ას მიერ მის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენას. განაჩენი ემყარება მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას. რაც შეეხება მოწმე ი----------------ას, აღსანიშნავია, რომ მან ყველაფერი საკუთარი შვილის განმარტებებით იცის. მოწმეები გ-----------------–---–-------–---------------–--ლი ინფორმაციას იძლევიან საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ, გ--------------–---–ი კი უთითებს მხოლოდ 2018 წლის სექტემბრის დასაწყისში მსჯავრდებულის მხრიდან ე-–--------------–---ასადმი სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს. ამდენად, საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე ობიექტურად და მიუკერძოებლად ვლინდება, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ კანონმდებლის მიერ გამატყუნებელი განაჩენისათვის დაწესებულ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, არ არის აღმოფხვრილი მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობები და მათი უმრავლესობა ვერ მიუთითებს წარმოდგენილ მსჯავრდებულზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე.

 

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ლ-------------–--ემ მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

მსჯავრდებულმა ნ-----–--------------იამ და მისმა ადვოკატმა თ-----------–--მა მოითხოვეს გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ე-–--------------–---ამ განაცხადა, რომ ცხოვრობს ქ.თბილისში, ა----–-–-----------–---–-------------ში, დედასთან და სამ არასრუწლოვან შვილთან: გ-------------------------------------ან ერთად. 11 წლის წინ შექმნა ოჯახი ნ-----–--------------იასთან ერთად და თავდაპირველად ცხოვრობდნენ დაზარალებულის დედასთან, ხოლო მეორე შვილის შეძენის შემდეგ საცხოვრებლად გადავიდნენ მ---------------------------–-----------------------ში, სადაც ცხოვრობდა დედამთილთან, მეუღლესთან - ნ-----–--------------იასთან და შვილებთან ერთად. მეუღლე - ნ-----–--------------ია მუშაობდა, ხოლო თავად არ აძლევდა მუშაობის საშულებას, თუკი დაიწყებდა სამსახურს, აკონტროლებდა და სთხოვდა, რომ სახლში მალე დაბრუნებულიყო. მეუღლე სვამდა და ვერ აკონტროლებდა ქცევებს, უმიზეზოდ ეჭვიანობდა. ამ პერიოდის განმავლობაში მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. იგი ცდილობდა ამ ყველაფრის ატანას, თუმცა 2017 წელს წამოვიდა სახლიდან. 2017 წლის სექტემბერ-ოქტომბრის თვეში ბავშვები მის დედასთან იყვნენ და თავადაც აპირებდა მათთან წასვლას, მაგრამ ნ-----–----- არ უშვებდა. ნ-----–----ს უთხრა, რომ მაინც წავიდოდა ბავშვებთან. უკვე სადარბაზოში იყო გასული, რა დროსაც ნ-----–--------------იამ უთხრა, რომ ვერსად ვერ წავიდოდა, გამოიტანდა იარაღს და იქვე მოკლავდა. როდესაც შევიდა იარაღის გამოსატანად, იგი გაიქცა დედასთან. ნ-----–-----ს მუქარა აღიქვა რეალურად და ძალიან შეეშინდა. მივიდა დედამისთან სახლში და მთელი დღე სარდაფში იჯდა, რადგან ნ-----–-----ს ეშინოდა. ნ-----–----- მივიდა შუაღამისას, მთელი ღამე ნასვამ მდგომარეობაში იჯდა დედამისთან ერთად და იმუქრებოდა მისი მისამართით. მისი შვილი მ------ი ძალიან განიცდიდა მათ დაშორებას, ამიტომ 2017 წლის დეკემბრის თვეში იქირავეს ბინა და გადავიდნენ ცალკე საცხოვრებლად მუხიანის მე-2 მ/რ-ში. ამ პერიოდში, ერთ-ერთ დღეს, მისი მეუღლე მიირთმევდა ალკოჰოლურ სასმელს, ხოლო თავად დაიძინა. ძილში მეუღლემ გადმოათრია საწოლიდან, დააგდო იატაკზე და ურტყამდა მუშტებს და ფეხებს სახის და სხეულის არეში, რის გამოც ყბის არეში ჰქონდა დალურჯებები. მოგვიანებით, იანვრის დასაწყისში ნ-----–--------------ია კვლავ გამუდმებით სვავდა, ყოველ ღამეს აღვიძებდა, უყვიროდა. ერთ-ერთ დღეს კვლავ მივიდა ნასვამ მდგომარეობაში და ფეხებით სცემა საწოლში, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. 2017 წლის დეკემბრის, ან 2018 წლის იანვრის თვეში ასევე ნ-----–----მა აიძულა დედასთან შუაღამისას დარეკვა და იმის თქმა, რომ იყო ცუდი ცოლი და მსუბუქი ყოფაქცევის ქალი. აღნიშნული ქმედება მისთვის ძალიან მტკივნეული იყო. იმ დღეს ვერ წამოვიდა სახლიდან, რადგან ნ-----–----- სულ ემუქრებოდა და ეშინოდა მისი. 2018 წლის 11 იანვარს მათთან სტუმრად მივიდა ნ-----–-----ს ბებია და ვინაიდან ივარაუდა, რომ ბავშვებს ბებია მიხედავდა, იმ ღამეს წამოვიდა სახლიდან. შვილები ვერ წაიყვანა, რადგან ნ-----–-----ს ეშინოდა. იმალებოდა კვლავ დედასთან სახლის სარდაფში, მაგრამ იმ ღამეს ნ-----–----- აღარ მისულა. 2018 წლის მარტის თვეში მ------ი ყავდა კლინიკაში და მიყავდა დედამთილის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც ნ-----–----- დახვდა ქუჩაში, რაღაც წვეტიანი ბასრი საგანი დაადო ყელთან, რის გამოც ძალიან შეეშინდა, უნდოდა წასვლა, მაგრამ ნ-----–----- წასვლის საშუალებას არ აძლევდა. მ------ი ავიდა ბებიასთან სახლში. კონფლიქტის დროს ვიღაც ქალბატონმა გასწია ნ-----–-----, რა დროსაც სახეზე მიიღო განაკაწრი, მაგრამ შიშისგან ვერ მიხვდა; როცა გაიქცა, გზად დაინახა, რომ სისხლი მოსდიოდა. მოგვიანებით დაეწვა სახლი და არ ქონდა პირობები, რომ წამოეყვანა შვილები. თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ნ-----–----მა მიუყვანა ბავშვები და ცხოვრობდა მათთან ერთად. მთელი ზაფხულის განმავლობაში ნ-----–----ს არ შეუწუხებია, არ ურეკავდა, მხოლოდ შვილებთან ქონდა ურთიერთობა. სექტემბრის თვეში კი კვლავ დაიწყო მასთან ურთიერთობა, უნდოდა შერიგება. ვინაიდან შვილების სურვილი იყო შერიგებულიყვნენ, ცდილობდა მეტი დრო გაეტარებინა ნ-----–----თან ერთად, რათა შვილებს ეფიქრათ, რომ ერთად იყვნენ. ამ ყველაფრის გამო ნ-----–----- აწუხებდა და უთვალთვალებდა. როდესაც სამსახურიდან ბრუნდებოდა, მანქანით ელოდებოდა მის სახლთან მდებარე ჩიხში. როდესაც დაინახავდა, გადმოხტებოდა მანქანიდან და დაედევნებოდა. მუშაობა დაიწყო დადიანის გამზირზე მდებარე საცხობში, თუმცა ნ-----–----ს არ უნდოდა, რომ ემუშავა. მუშაობის პირველ დღესვე ბავშვები არ გაჩერდნენ ბებოსთან და მოუწია მ------ის და გოგას სამსახურში წაყვანა. მოგვიანებით მივიდა ნ-----–----- და დაუძახა. გაიხედა საცხობში არსებულ პატარა ფანჯარაში, სადაც ნ-----–----მა ხელი შეყო, შემოარტყა სახეში და თავისი უფროსის თანდასწრებით მიაყენა შეურაცხყოფა. შემდეგ წავიდა, მესამე შვილიც წამოიყვანა და მთელი ღამე ბავშვებს სამსახურთან მანქანაში ეძინათ. ამის შემდეგ შერცხვა თანამშრომლების და აღარ წავიდა სამსახურში. რამდენიმე დღე სიმშვიდე იყო. 2018 წლის 9 სექტემბერს დილით, ბავშვები ეზოში თამაშობდნენ, როდესაც ნ-----–--------------ია მივიდა მასთან სახლში. ბავშვებმა გაუღეს კარი და შეუშვეს შიგნით. ახალი გაღვიძებული იყო, მოკლე კაბა ეცვა, ნ-----–----- მივიდა მასთან, მთელი ძალით დააგდო იატაკზე, გაათრია და ხელი შეუყო კაბის ქვეშ, თუმცა შემდეგ ბავშვების ხმა გაიგო, შეჩერდა და წავიდა. ნ-----–--------------იას მხრიდან იმ დღეს მისი გაუპატიურების მცდელობას ჰქონდა ადგილი. რამდენიმე დღეში მან და ნ-----–----მა ბავშვები წაიყვანეს რიყეზე სასეირნოდ. თუმცა რადგან არ უნდოდა ნ-----–----თან ერთად ყოფნა, უხასიათოდ იყო. ნ-----–----- გაბრაზდა მის უხასიათობაზე, რაზეც მან უთხრა, რომ წავიდოდა, მაგრამ ნ-----–----მა უპასუხა, რომ თავად წავიდოდა. გაიქცა გასასვლელისკენ და იყიდა გაყინული წყალი. ამ დროს ხელში ეჭირა ბავშვი, ნ-----–----მა კი ბოთლი ესროლა სახის არეში, რის გამოც სტკიოდა ცხვირი, ჰქონდა თავის ტკივილი და შუბლზე ჰქონდა კოპი. ნ-----–--------------იას ქმედებების გამო ერთხელ მიმართა პოლიციას, თუმცა როდესაც განყოფილებიდან დაუკავშირდნენ, რათა შემაკავებელი ორდერის გაცემაზე მოეწერა ხელი, იმ პერიოდში ნ-----–----- კარგად იქცეოდა და აღარ მივიდა პოლიციაში ორდერზე ხელის მოსაწერად. ბოლო ინციდენტის შემდეგ კი მიმართა პოლიციას. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ მისი მეუღლე გამუდმებით ამცირებდა, რაც მასში იწვევდა ფსიქოლოგიურ სტრესს. მისი დღემდე ეშინია, რადგან აქვს არაადეკვატური ქცევები და ექცევა როგორც ნივთს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ი----------------ამ განაცხადა, რომ ე-–--------------–---ა არის მისი ქალიშვილი, ხოლო ნ-----–--------------ია - სიძე. თავდაპირველად, ქორწინების შემდეგ მათ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ხოლო მოგვიანებით დაეძაბათ ურთიერთობა. 2017 წელს თბილისობის დღესასწაულზე, როდესაც შვილიშვილები ყავდა წაყვანილი, ე-–--------------–---ამ და ნ-----–--------------იამ იჩხუბეს. ნ-----–----მა სთხოვა, რომ დახმარებოდა მეუღლესთან შერიგებაში. იგი დაეხმარა და შეარიგა. აღნიშნულის შემდეგ ე-–--- და ნ-----–----- საცხოვრებლად გადავიდნენ მუხიანში, სადაც დადიოდა სტუმრად, თუმცა მისი შვილი სულ ცუდ ხასიათზე იყო და ტიროდა, ამბობდა - დავიღალე მაგისი ეჭვიანობითო. ნ-----–----ს ნათესავები მიყავდა ხოლმე სახლში და ე-–---ს აკონტროლებდნენ, რომ არსად წასულიყო. 2017 წლის 25 დეკემბერს მივიდა მათთან სტუმრად. ე-–--- დახვდა ნამტირალევი, ჩაწითლებული თვალებით და დალურჯებული სახით, თვალი და ყბა ჰქონდა ჩალურჯებული. მის კითხვაზე - თუ რა მოხდა, ე-–--------------–---ამ უთხრა, რომ ნ-----–--------------იამ სცემა. ამის შესახებ ნ-----–----საც ესაუბრა, რომელმაც უთხრა, რომ ჩემი ბრალია და მაპატიე, ამას აღარ გავიმეორებო. 2018 წლის 7 იანვარს კვლავ მივიდა მათთან სტუმრად. მისი ქალიშვილი ისევ დახვდა ნამტირალევი, ნაცემი, ყბა ქონდა გალურჯებული და უთხრა, რომ აღარ შეეძლო მეტი. მისი მეუღლე არსად არ უშვებდა, აკონტროლებდა, არ აძლევდა მეგობრებთან კომუნიკაციის საშუალებას. დედასთანაც კი არ უშვებდა თავისი სურვილისამებრ, ტელეფონიც წაართვა და ბავშვების ტელეფონით უკავშირდებოდა ხოლმე მისი ქალიშვილი. 2018 წლის 10 იანვარს ე-–--------------–---ა შუაღამეს დაუკავშირდა და ტირილით უთხრა, რომ „დედა მე ცუდი გოგო ვარ, მე ჩემი ქმრის ღირსი არ ვარ, მე მსუბუქი ყოფაქცევის ქალი ვარ, სულ ვიტყუები, ვღალატობ ჩემს ქმარს, ჩემი ქმარი კარგი კაციაო“. ამის შემდეგ გაიგონა მისი ქალიშვილის ხმა „კმაყოფილი ხარო?“ და სატელეფონო კომუნიკაცია შეწყდა. 2018 წლის 12 იანვარს გვიან ღამით დაუკავშირდა ნ-----–--------------ია, რომელმაც ჰკითხა - სად იმყოფებოდა მისი მეუღლე, რაზეც უპასუხა, რომ თვითონ უნდა სცოდნოდა სად იყო მისი მეუღლე. ნ-----–----მა უთხრა, რომ ე-–--- სახლიდან გაიქცა. როგორც გაარკვია, ე-–--- ღამე ფეხით წასულა მასთან სახლში, თუმცა სახლში შესვლა შეეშინდა და მეზობელს დაარეკინა, რომ იქ იყო და ელოდებოდა. მან (ი----------------ამ) ე-–--- მიიყვანა სახლში, თუმცა ამ უკანასკნელს ეშინოდა და დაიმალა სარდაფში. შემდეგ წავიდნენ პოლიციაში და დაწერეს განცხადება, უნდოდათ ბავშვების წამოყვანა, მაგრამ ნ-----–----მა უთხრა, რომ ერჩივნა ბავშვები წასულიყვნენ ბავშვთა თავშესაფარში, ვიდრე მათთან გაეშვა, რის გამოც მისი შვილი დათანხმდა ბავშვების მამასთან ცხოვრებას. გარკვეული პერიოდი ბავშვები ცხოვრობდნენ ნ-----–----თან ერთად, ხოლო მოგვიანებით ე-–--------------–---ამ წამოიყვანა ისინი. სექტემბრის თვეში ნ-----–----მა კვლავ სცადა დაზარალებულთან შერიგება. 2018 წლის 10 სექტემბერს, როდესაც სახლში მივიდა, ელენა კარგაპოლოვა დახვდა ატირებული და მუხლებდალურჯებული, რომელმაც უთხრა, რომ ნ-----–----მა სცადა მისი გაუპატიურება. ამის შემდეგ 2018 წლის 14 სექტემბერს ე-–---მ და ნ-----–----მა ბავშვები წაიყვანეს რიყის პარკში სასეირნოდ, სადაც თურმე ნ-----–----მა ისევ კამათი დაიწყო მათ შერიგებასთან დაკავშირებით და ე-–---ს წყლის ბოთლი დაარტყა თავში, რის გამოც ე-–---ს ჰქონდა დაზიანება. როგორც მოწმისათვის ცნობილია, იყო კიდევ ერთი შემთხვევა, მისმა შვილმა მუშაობა დაიწყო საცხობში, თუმცა მიაკითხა ნ-----–----მა ბავშვებთან ერთად და ე-–---ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებამ ლ---------------–---–მა და ს---–---–---------–---მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონიერება.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გიორგი სტეფანიშვილის გამოკითხვის ოქმი, მოწმე გ--------------–---–ის გამოკითხვის ოქმი, ნ-----–--------------იას ბინის ჩხრეკის ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული ჩვენებებისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს მოცემულ საქმეზე სამართლებრივად სწორი და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. პალატა აღნიშნავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ხოლო 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.“

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი და უმაღლესი საფეხურია. მოცემულ შემთხვევაში მთავარი აქცენტი ეჭვის ხარისხზეა გადატანილი და არა ვარაუდზე. თუმცა, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას. იგი ობიექტურად დამკვირვებელ პირს (ამ შემთხვევაში მოსამართლეს) ბრალდებულისთვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში და ამ უკანასკნელის ბრალეულობაში გონივრული ეჭვის შეტანის საფუძველს არ უნდა უტოვებდეს. ასევე, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმადაც თუ მტკიცებულება ძალიან მყარია და არ არსებობს მის სანდოობაში დაეჭვების რისკი, შესაბამისად, მცირდება დამხმარე მტკიცებულებათა წარმოდგენის საჭიროება (Jalloh v. Germany, №54810/00 11/07/2006; § 96;).

 

პალატა უპირველეს ყოვლისა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს დაზარალებულ ე-–--------------–---ას ჩვენებას, მის თანმიმდევრულობასა და შესაბამისობას საქმეზე დადგენილ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან. პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდების იმ ნაწილში, რომელზეც პირველი ინსტანციის სასამართლომ ნ-----–--------------იას მიმართ დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი, დაზარალებულის გულწრფელობაში ეჭვის შეტანისა და დაცვის მხარის არგუმენტების გაზიარების საფუძველი არ არსებობს. ე-–--------------–---ამ სასამართლოს მისცა საკმაოდ დამაჯერებელი და სარწმუნო ჩვენება, სრულყოფილად გადმოსცა მისი და ნ-----–--------------იას თანაცხოვრების დეტალები და ამომწურავად ისაუბრა ნ-----–--------------იასათვის ბრალად წარდეგნილი დანაშაულებრივი ქმედების თითოეულ ეპიზოდზე. მართალია ჩვენების მიცემისას ე-–--------------–---ა იმყოფებოდა გარკვეულ ემოციურ მდგომარეობაში, რაც ხელს უშლიდა მის თანმიმდევრულობას, თუმცა მთლიანობაში საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები ასახა სრულყოფილად და ზედმიწევნით; არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც მისი ჩვენების გაუზიარებლობის საფუძველს შექმნიდა, არ არის გამოვლენილი; საქმის არსებითი განხილვისას არ ყოფილა გამოკვლეული არცერთი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა, რომ დაზარალებული ცრუობს სასამართლოს წინაშე და მას მსჯავრდებულების მიმართ ამოძრავებს რაიმე პირადი ინტერესი. მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ როგორც მან განაცხადა, მისი ერთადერთი სურვილია თავს დაცულად გრძნობდეს ნ-----–--------------იასგან, სხვა შემთხვევაში მისი დასჯის მიზანი არ ამოძრავებს, ვინაიდან მის შვილებს სურთ მამის გვერდით ყოფნა.

 

დაზარალებულ ე-–--------------–---ას ჩვენება სრულ შესაბამისობაშია მისი დედის - ი----------------ას ჩვენებასთან, რომელიც დაზარალებულის ჩვენების იდენტურად აღწერს მისი და ნ-----–---- ჭ--------ას ურთიერთობის დეტალებს და საუბრობს ამ უკანასკნელის მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის სხვადასხვა ეპიზოდებზე. გარდა იმისა, რომ მოწმემ დაადასტურა, მის შვილსა და ნ-----–--------------იას შორის თანაცხოვრების ბოლო პერიოდში განვითარებრული მოვლენები და ისაუბრა ბრალდებულის მხირდან ე-–--------------–---ას სისტემეტიური შეურაცხყოფის, დამცირებისა და შანტაჟის დეტალებზე, ასევე მან სასამართლოს მოახსენა ნ-----–--------------იას მიერ განხორციელებული კონკრეტული ძალადობრივი ქმედებების შესახებაც. კერძოდ, 2017 წლის დეკემბრის თევში და 2018 წლის იანვრის დასაწყისში ნ-----–--------------იას მიერ ე-–--------------–---ას ცემის ფაქტებზე ამ უკანასკნელმა და მოწმე ი----------------ამ სასამართლოს მისცეს სრულიად ურთიერთთანხვედრილი და დამაჯერებელი ჩვენებები. მოწმის განმარტებით, ორივე შემთხვევაში მის ქალიშვილთან სტუმრად მისვლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ დაზარალებული იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში, განერვიულებული, ცუდ ხასიათზე, ნამტირალევი და სახე ჰქონდა დალურჯებული. აღნიშნული გარემოებები სრულ შესაბამისობაშია ე-–--------------–---ას ჩვენებასთან, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მისმა მეუღლემ ორივე ჯერზე სცემა საწოლში და ფეხებით და ხელებით სახის არეში მიაყენა დაზიანებები. ანალოგიურად 2018 წლის სექტემბრის თვეში რიყის პარკში განვითარებული მოვლენების შემდეგ, კერძოდ როდესაც ნ-----–--------------იამ ე-–---ს წყლის ბოთლი დაარტყა თავში, ი----------------ამ ნახა, რომ სახლში დაბრუნებულ ე-–--------------–---ას დაზიანება ჰქონდა სახეზე.

 

ასევე, სრულიად ინდეტურია და ერთმანეთს ამყარებს დაზარალებულისა და მისი დედის ჩვენებები ნ-----–--------------იას მხრიდან იძულების განხორციელების ეპიზოდთან დაკავშირებით. როგორც ე-–--------------–---ა აცხადებს, 2017 წლის დეკემბრის ან 2018 წლის იანვრის თვეში ნ-----–----მა აიძულა დედასთან შუაღამისას დარეკვა და იმის თქმა, რომ იყო ცუდი ცოლი და მსუბუქი ყოფაქცევის ქალი. ხოლო თავის მხრივ ი----------------ამ დაადასტურა, რომ 2018 წლის 10 იანვარს, გვიან ღამით დაურეკა ე-–--------------–---ამ და ტირილით უთხრა, რომ იყო ცუდი გოგო, მისი ქმრის ღირსი არ იყო, სულ ატყუებდა ქმარს და იყო მსუბუქი ყოფაქცევის ქალი. მოწმემ განმარტა, რომ სატელეფონო კავშირის გაწყვეტამდე ასევე გაიგო მისი ქალიშვილის სიტყვები - „აჰა, კმაყოფილი ხარო?“, რასაც ეუბნებოდა ნ-----–--------------იას.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები, რომ გაგამტყუნებელი განაჩენი არ ემყარება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა ერთობლიობას. ნ-----–--------------იას მიერ 2017 წლის დეკემბრის თვეში, 2018 წლის იანვრის დასაწყისში და 2018 წლის 14 სექტემბერს ე-–--------------–---ას მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ასევე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაზრალებულის სისტემტიური შეურაცხყოფა შანტაჟი და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და 2018 წლის იანვარში ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულის იძულება, დასტურდება დაზარალებულ ე-–--------------–---ასა და მოწმე ი----------------ას ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელი ჩვენებებით, ასევე საქმეზე უდავოდ მიჩნეული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2018 წლის 26 ოქტომბრის N2------- გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ „სასამართლოები ზოგჯერ საკითხს იმის შესახებ, წარმოადგენს თუ არა ესა თუ ის ინფორმაცია ან საქმეში არსებული რაიმე ფაქტობრივი მონაცემი პირდაპირ თუ ირიბ ჩვენებას, ან სხვა პირდაპირ, თუ არაპირდაპირ მტკიცებულებას, წყვეტენ ამ მტკიცებულების წარმოშობის წყაროს, მისი ფორმირების პირობების, მომხდარი შემთხვევის განვითარებისა და დანაშაულის ჩადენის ვითარების თავისებურებებისა და სპეციფიკის გაუთვალისწინებლად. მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ არ არსებობს უნივერსალური კრიტერიუმების საფუძველზე ჩამოყალიბებული სტანდარტი, რომელთან მისადაგებითაც განვსაზღვრავთ – საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულება, მათ შორის - მოწმის ჩვენება, პირდაპირია თუ ირიბი. ცალკეულ შემთხვევაში საამისოდ შესაძლოა, საჭირო გახდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრული ანალიზი მცდარი სამართლებრივი დასკვნების თავიდან ასაცილებლად“. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, დაზრალებულისა და მისი დედის ჩვენების საერთო ანალიზისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შემთხვევიდან ძალიან მოკლე დროში საკუთარი თვალით ნახა მოწმე ი----------------ამ ნ-----–--------------იას მიერ ე-–--------------–---ას მიმათ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგები და მისი მორალური მდგომარეობა, მოწმე ი----------------ა ჩვენებას პალატა უპირობოდ, ირიბი ხასითის მტკიცებულებად ვერ მიიჩნევს. დაზარალებულისა და ი----------------ას მიერ სასამართლოსათვის მოწოდებული ინფორმაცია ავსებს ერთმანეთს და ქმნის ურთიერთშეთანხმებულ, აშკარა და სარწმუნო მტკციებულებათა ერთობლიობას ნ-----–--------------იას მიერ იმ ქმედებების ჩადენის დადასტურებულად მიჩნევისათვის, რისთვისაც იგი დამნაშავედ ცნო პირველი ინსტანციის სასამართლომ; სახეზეა ყველა ის ნიშანი, რაც ახასიათებს აღნიშნულ დანაშაულებს და რაც აუცილებელია მათ ჩადენაში პირის მსჯავრდებისათვის.

 

რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ამ ნაწილშიც პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებულ მსჯელობას და ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტაციას, რომ საქმეზე წარმოდგენილია საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ ნ-----–--------------იას მიერ 2018 წლის მარტის ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში ე-–--------------–---ას მიმართ ძალადობის, ასევე სექტემბრის თვეში გაუპატიურების მცდელობისა და თანაცხოვრების ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში - მუქარის ჩადენის ფაქტებს.

 

პალატა სრულად იზიარებს დაზარალებულ ე-–--------------–---ას ჩვენებას, როგორც სარწმუნოს და დამაჯერებელს, თუმცა, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციის უალტერნატივო მოთხოვნაა, რომ გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ შემთხვევაში, ნ-----–--------------იასათვის წარდგენილი ბრალდების იმ ეპიზოდებთან დაკავშირებით, რომლებშიც პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა გამამართლებელი განაჩენი, წარმოდეგნილია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება. მოწმე ი----------------ა ხსენებული ოთხი ეპიზოდიდან არცერთ შემთხვევაში არ ფლობს კონკრეტულ ინფორმაციას საქმის ფატობრივი გარემოებების შესახებ. მოწმისათვის 2018 წლის მარტის ბოლოს განვითარებული მოვლენები საერთოდ არაა ცნობილი. 2018 წლის სექტემბრის თვის დასაწყისში ნ-----–--------------იას მიერ დაზარალებულისათვის ხელის გარტყმის შესახებ მას ინფორმაცია აქვს მხოლოდ თავად დაზარალებულისგან და დანაშაულის ჩადენის დადგენილად მიჩნევისათვის სხვა საკმარის გარემოებაზე მას არ მიუთითებია. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ განსახილველ ფაქტს ესწრებოდა ე-–--------------–---ას უფროსი გ--------------–---–ი, რომელიც მხოლოდ დაზარალებულის სიტყვიერ შეურაცხყოფას ადასტურებს ნ-----–--------------იას მხრიდან.

 

ასევე, ერთადერთ პირდაპირ მტკიცებულებას წარმოაგდენს დაზარალებულის ჩვენება ნოკოლოზ ჭ---------ას მიერ მისი გაუპატიურების მცელობის და მის მიმართ განხორციელებული მუქარის ეპიზოდებში. გაუპატიურების ფარქტთან დაკავშირებითაც ი----------------ა ინფორმაციას ფლობს მისი ქალიშვილის გადმოცემით, ხოლო ამ უკანასკნელის სხეულზე განვითარებული დაზიანებების მიღების თარიღი, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს გაუპატიურების ფაქტს, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ეწინააღმდეგება ქმედების ჩადენის სავარაუდო თარიღს. რაც შეეხება მუქარის ეპიზოდს, მოწმე ი----------------ა საუბრობს, რომ ნ-----–--------------იას სახლში მიყავდა ნათესავები და აკონტროლებდნენ მის ქალიშვილს, რომ არსად წასულიყო; არ აძლევდა მუშაობის საშუალებას, აკონტროლებდა, უშლიდა მეგობრებთან კომუნიკაციას; დედასთანაც კი არ უშვებდა თავისი სურვილისამებრ; წაართვა ტელეფონი და ბავშვების ტელეფონით უკავშირდებოდა ხოლმე მისი ქალიშვილი; ე-–---ს ეშინოდა თავისი მეუღლის. თუმცა ყოველივე აღნიშნულთან ერთად ადგილი ჰქონდა თუ არა ნ-----–-----ს მხრიდან დაზარალებულისადმი სიცოცხლის მოსპობის მუქარას, მოწმე ი----------------ას ჩვენებითა და საქმეზე წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით, ვერ დასტურდება.

 

ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივარში უთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გვერდი აუარა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში განვითარებულ მსჯელობას, რომლის თანახმადაც საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას, კერძოდ, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, რა თქმაუნდა, ადგილი არ აქვს მსგავს ვითარებას. სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი იქნა ის პირიც, რომელიც არის ირიბი მოწმის ჩვენების პირდაპირი წყარო და სრულყოფილად დაიკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ. თუმცა ბრალდებულის მხრიდან მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ორ ეპიზოდთან, ასევე მუქარისა და გაუპატიურების მცდელობის ეპიზოდებთან დაკავშირებით მისი ჩვენება ვერ იქნა გამყარებული მოწმე ი----------------ას ჩვენებით. რათქმაუნდა, მართლმსაჯულების იტრესებიდან გამომდინარეობს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა, თუმცა როგორც უკვე აღინიშნა, კანონმდებლის სავალდებულო მოთხოვნაა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ემყარებოდეს მინიმუმ ორ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებას. წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთანალიზიდან გამომდინარე, კი ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ისინი იმ ეპიზოდებთან დაკავშირებით, რომლებშიც ნ-----–--------------ია უდანაშაულოდ ცნო სასამართლომ, ერთობლიობაში ვერ ქმნიან პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ მაღალ სტანდარტს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის გამოტანისათვის უალტერნატივო საშუალებას, რომლითაც უნდა დადასტურდეს სისხლის სამართლის საქმისათვის რელევანტური ფაქტობრივი გარემოებების არსებობა. ამასთან, მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. სასამართლო აქვე ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომლის მიხედვითაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა მხოლოდ იმ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ ნ-----–--------------იამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფიზიკური და ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება მისი უფლებაა და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით. რაც შეეხება ბრალდების სხვა ეპიზოდებს, პალატა მიიჩნევს, რომ მათთან დაკავშირებით სახეზეა მხოლოდ ეჭვი, რომელიც უნდა გადაწყდეს მსჯავრდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის თანახმადაც სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ნ-----–--------------იას არ გააჩნია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, ასევე, მისი რესოცილიზაციისათვის, სასჯელის ინდივიდუალიზაციის და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, პირველი ინსტანციის სასამართლომ დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნა სამართლიანი ძირითადი და დამატებითი სასჯელები, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 თებერვლის განაჩენი ნ-----–--------------იას მიმართ, როგორც კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

პროკურორ ლ-------------–--ის სააპელაციო საჩივარის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებულ ნ-----–--------------იას და მისი ადვოკატის თ-----------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 თებერვლის განაჩენი;

 

ნ-----–--------------ია ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (მე-4, 2018 წლის მარტის ბოლოს ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (მე-5, 2018 წლის სექტემბრის დასაწყისის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,137-ე მუხლის პირველი ნაწილით (მე-6, 2018 წლის 9 ან 10 სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მე-8 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდეს.

 

ნ-----–--------------ია ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (პირველი - 2017 წლის დეკემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (მე-2 - 2018 წლის იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით (მე-3 - 2018 წლის 10 იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (მე-7 - 2018 წლის 14 სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (მე-9 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (პირველი - 2017 წლის დეკემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (მე-2 - 2018 წლის იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით (მე-3 - 2018 წლის 10 იანვრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (მე-7 - 2018 წლის 14 სექტემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის საფუძველზე, 1 (ერთი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (მე-9 ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (მე-7 - 2018 წლის 14 სექტემბრის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი ეპიზოდებისათვის დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ-----–--------------იას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 521 მუხლის საფუძველზე, 1 (ერთი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები და აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის, ტარების და გამოყენების უფლება.

 

ნ-----–--------------იას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 19 სექტემბრიდან.

 

ნ-----–--------------იას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

ნივთიერი მტკიცებულებები: 1 დისკი, მასზე არსებული ჩანაწერით, 1 დისკი 112-დან გადმოგზავნილი მასზე არსებული აუდიოფაილებით, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე