განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117001675178
საქმე №1ბ/246-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
7 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მ------ ნანეიშვილის, სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ნ-------------ის
ადვოკატის: გ--------------ის
მსჯავრდებულის: ვ-–----------------–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-------------ის და მსჯავრდებულ ვ-–----------------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ--------------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) მსჯავრდებულ ვ-–----------------–---–ის, დაბადებულის 1----–-–---------------–ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ.------–------------–-------------------–-----–-------------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’ და „გ“ ქვეპუნქტებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ვ-–----------------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ორი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 5 დეკემბერს, საღამოს საათებში, ქ-------–--–----------–---------–---–----------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ-–----------------–---–მა თავის მეუღლეს მ--------------ეს მათივე შვილის, 15 წლის ხ-------------–---–ის თანდასწრებით თმების მოქაჩვით და თავის არეში დარტყმებით განზრახ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო თავის 15 წლის შვილს, ხ-------------–---–ს ასევე თმების მოქაჩვითა და თავის არეში დარტყმებით განზრახ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც მათი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. აგრეთვე, 2016 წლის 5 დეკემბრამდე სისტემატურად შეურაცხყოფდა ამ უკანასკნელებს, რამაც მათი ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენით:
ვ-–----------------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
ვ-–----------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 350 (სამას ორმოცდაათი) საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ვ-–----------------–---–ს პატიმრობაში ყოფნის ვადის (2016 წლის 9 დეკემბრიდან 2017 წლის 18 იანვრის ჩათვლით) გათვალისწინებით, შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 145 (ასორმოცდახუთი) საათის ვადით.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ-–----------------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 5 დეკემბერს, საღამოს საათებში, ქ-------–--–----------–---------–---–----------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ვ-–----------------–---–მა თავის არასრულწლოვან შვილს - ხ-------------–---–ს თმების მოქაჩვითა და თავის არეში დარტყმებით განზრახ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ-------------ემ და მსჯავრდებულ ვ-–----------------–---–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ--------------ემ.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს ვ-–----------------–---–ის მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენის გაუქმებას, ვ-–----------------–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას და მის დამნაშავედ ცნობას ბრალად წარდგენილი კვალიფიკაციით - საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
მსჯავრდებულ ვ-–----------------–---–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ--------------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ვ-–----------------–---–ის მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მის ნაცვლად სრულად გმამართლებელი განაჩენის დადგენას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-------------ისა და მსჯავრდებულ ვ-–----------------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ--------------ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენი ვ-–----------------–---–ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო საჩივარში სახელმწიფო ბრალმდებელი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ვ-–----------------–---–ის მიმართ გამოტანილ, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამამართლებელ განაჩენს. სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე აპელირებს იმ გარემოებებზე, რომ მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლო არ დაეყრდნო გამოძიების პროცესში შეკრებილ მტკიცებულებებს საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
სასამართლო პალატა აანალიზებს რა საქმეში არსებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს, კერძოდ, მოწმეების - მ---------------ის, გ---------------–---–ის ჩვენებებს, ასევე სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნას, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, დაზარალებულ მ--------------ის განცხადებას, რაც საფუძვლად დაედო გამოძიების დაწყებას და რომლებზეც აპელირებს სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით (მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და „გ“ ქვეპუნქტები) ვ-–----------------–---–ის მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი. დაზარალებულებმა - მ--------------ემ და ხ-------------–---–მა ასევე მოწმე ლ--–---------–---–მა სასამართლო სხდომაზე გამოიყენეს მათთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელდა მათ ახლო ნათესავს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარში აღნიშნულ მოსაზრებებს არ იზიარებს და აცხადებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის (ძირითად ტერმინთა განმარტება) მე-20 და 24-ე მუხლების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ოჯახში ძალადობის საქმეზე მოწმედ შესაძლოა გამოვიდნენ ოჯახის წევრები, რომლებიც ფაქტის უშუალო თვითმხილველები შეიძლება ყოფილიყვნენ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე კი დაზარალებულად ცნობილმა მ--------------ემ (მსჯავრდებულის მეუღლე) და ხ-------------–---–მა (მსჯავრდებულის შვილი) ასევე მოწმე ლ--–---------–---–მა (მსჯავრდებულის შვილი) გამოიყენეს მათთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ასევე, საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომ ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული იყოს მოწმე. „ახლო ნათესავის“ დეფინიციას კი განსაზღვრავს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ჩამონათვალშიც მითითებულია მეუღლე და შვილი. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სწორედ იმ გარემოებაზე, რომ ბრალდებულ ვ-–----------------–---–ის მეუღლემ და შვილებმა ისარგებლეს საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება საქმის გარემოებათა დასადგენად. ამრიგად, ზემოთ აღნიშნული დაზარალებულები და მოწმე არიან მოცემულ საქმეზე სწორედ ის პირები, რომლებსაც, შესაძლოა, სცოდნოდათ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა, არ არსებობს მათ მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა, კონკრეტულად კი ვ-–----------------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ.
სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ მოცემული კატეგორიის საქმეებზე, რომელიც ეხება ოჯახის წევრებს შორის ძალადობას, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ოჯახის წევრების მიერ ახლო ნათესავის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის თქმის ფაქტს, ვინაიდან ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა და დანაშაულის მსხვერპლი, შესაძლოა, გარკვეული მიზეზების გამო მისი ოჯახის წევრისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ცდილობდეს. ამდენად, სასამართლომ ქმედება საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეაფასოს. აღნიშნულ კონტექსტში სააპელაციო პალატა, ყურადღებას მიაპყრობს „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ სტამბოლის 2011 წლის 11 მაისის ევროპის საბჭოს კონვენციას, რომლის 55-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებულია, რომ ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს, თუმცა სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში საქმეში უნდა არსებობდეს სხვა უტყუარი, ნათელი და დამაჯერებელი მტკიცებულებები დამნაშავე პირის ბრალეულობის დასადასტურებლად, რაც მოცემულ საქმეში ვერ იქნა წარმოდგენილი ბრალდების მხარის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს პირის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები მიუხედავად იმისა, თუ რა კატეგორიისა და ბრალდების საქმე განიხილება. საკითხის იმგვარად განმარტება, რომ ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეთა სპეციფიკიდან გამომდინარე, დადგინდეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაბალი სტანდარტი (ანუ გამამტყუნებელი განაჩენი არ ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს), ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტს, რითიც ირღვევა ადამიანის ერთ-ერთი მთავარი და ფუნდამენტური უფლება - სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება.
რაც შეეხება მოწმეების - გ---------------–---–ისა და მ---------------ის პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მიცემულ ჩვენებებს, რომელზეც სახელმწიფო ბრალმდებელი აპელირებს, აღნიშნული მოწმეების მიერ გადმოცემული ინფორმაციის შეფასებისას სააპელაციო პალატა, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, მიიჩნევს, რომ მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია ირიბ ჩვენებას წარმოადგენს, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და არ დასტურდება ვ-–----------------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მამხილებელი სხვა რაიმე პირდაპირი, უტყუარი და დამაჯერებლი მტკიცებულებით. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. ამრიგად, ზემოხსენებულ მოწმეთა ირიბი ჩვენებები კონსტიტუციით გარანტირებულ მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტს მოკლებულია და ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუენებელ განაჩენს ვ-–----------------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ნაწილში.
სახელმწიფო ბრალმდებელი ასევე აპელირებს დაზარალებულ მ--------------ის განცხადებაზე, რაც საფუძვლად დაედო გამოძიების დაწყებას და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე, რომელშიც ხ-------------–---–ი აღწერს ინციდენტს, კერძოდ, 5 დეკემბერს სახლში მისვლისას, შესასვლელ ოთახში დაინახა, როგორ ჰქონდა ტანსაცმელი შემოხეული დედამისს და ტიროდა, ხოლო მამა, ვ-–----------------–---–ი თმებში ექაჩებოდა დედას (მ--------------ეს). ხ-------------–---–მა ასევე მიუთითა მეორე ოთახზე, სადაც 5 დეკემბერს, საღამოს საათებში, მამამისმა მიაყენა მას (ხ-------------–---–ს) ფიზიკური შეურაცხყოფა და თავში ჩაარტყა რამდენჯერმე ხელი. სააპელაციო პალატა მიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ვერ დაედება საფუძვლად ვ-–----------------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, რადგან არ არსებობს პირველწყაროს - დაზარალებულების - მ--------------ისა და ხ-------------–---–ის კანონით დადგენილი წესით სასამართლოში მიცემული ჩვენება საქმის გარემოებათა შესახებ. შესაბამისად, აღნიშნული განცხადებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მტკიცებულებად გამოყენების სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს.
რაც შეეხება მოწმე ქ----------------–---–ის ჩვენებას, რომელზეც აპელირებს სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის არგუმენტირებულ მსჯელობას, რომ მოცემული მოწმის ჩვენება ვ-–----------------–---–ის მიერ მეუღლის მიმართ სავარაუდოდ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტის დამადასტურებელი ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულებაა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მხოლოდ ერთი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას (საქმე №291აპ-17, 9 ნოემბერი, 2017 წელი). აგრეთვე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენში (საქმე №561აპ-15, 28 აპრილი, 2016 წელი) განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა იმგვარი ერთობლიობა, როდესაც მათგან მხოლოდ ერთი წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, ხოლო დანარჩენი მოწმეთა ირიბი ჩვენებებია, არ შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობად, რომელიც საკმარისი იქნება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა, ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების ერთობლიობის არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს უქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ბრალდებასთან დაკავშირებით, ვინაიდან სახელმწიფო ბრალმდებელმა ვერ წარმოადგინა ვ-–----------------–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა პირდაპირი მტკიცებულება არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის დასადასტურებლად - სააპელაციო პალატა მხოლოდ მოწმე ქ----------------–---–ის ჩვენებას ვერ დაუდებს საფუძვლად ვ-–----------------–---–ისთვის ბრალდების ამ ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
რაც შეეხება მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივარს, სააპელაციო საჩივარში დაცვის მხარე არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ვ-–----------------–---–ის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რადგან დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ საქმეში არ არსებობს არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, გარდა ქ----------------–---–ის ჩვენებისა, რომელიც საკმარისი იქნებოდა ვ-–----------------–---–ის დამნაშავედ ცნობისთვის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. მსჯავრდებულ ვ-–----------------–---–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ--------------ემ სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე აღნიშნა, რომ ის ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სახელმწიფო ბრალმდებელმა წარმოადგინა (ქ----------------–---–ის ჩვენება) მოკლებულია სანდოობას, რაც არ შეიძლება გახდეს ვ-–----------------–---–ის მიმართ გამამტყუენებლი განაჩენის გამოტანის საფუძველი. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულ ვ-–----------------–---–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ--------------ე მოითხოვს მსჯავრდებულის სრულად გამართლებას.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ მოწმე ქ----------------–---–ის ჩვენება არ არის სანდო, რადგან მოწმემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს დეტალურად და თანმიმდევრულად აღწერა 2016 წლის 5 დეკემბერს მომხდარი ინციდენტი, კერძოდ, მოწმე ქ----------------–---–მა აჩვენა, რომ 2016 წლის 5 დეკემბერს იყო მეგობრებთან - ხ----- და ლ--–---------–---–ებთან ერთად ამ უკანასკნელების სახლთან. საღამოს სახლში მანქანით მოვიდა ნასვამი ვ-–----------------–---–ი. 15 წუთში ხ-----ს დაურეკა დედამისმა მ--------------ემ და უთხრა, რომ სახლში დაბრუნებულიყვნენ, რადგან ვლადიმერმა გაამწარა. დაახლოებით 5 წუთში სახლში შევიდნენ და დაინახეს, რომ ვ-–----------------–---–ს მ------ის თმაში ეკიდა ხელი და ქაჩავდა. ეს უკანასკნელი კი ტიროდა და წინააღმდეგობას უწევდა. ამის შემდეგ იგი (მოწმე) ლ--–---------–---–თან ერთად სახლის უკანა მხარეს გადავიდა. სახლის უკანა მხარეს ფანჯარა იყო ჩამტვრეული, ფარდა გადაწიეს ხელით და დაინახეს, როგორ ურტყამდა თავში ვ-–----------------–---–ი ხელს მის შვილს, ხ-------------–---–ს. რამდენიმე დღეში მას (ქ----------------–---–ს) ხ-------------–---–მა დაურეკა და უთხრა, რომ საავადმყოფში იწვა ტვინის შერყევით.
მოწმე ქ----------------–---–ის ჩვენების სისწორე შესაბამისობაშია და დასტურდება სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნითაც, რომელშიც აღნიშნულია, რომ ხ-------------–---–ს, რომელიც კლინიკაში მოთავსდა 07.12.2016 წელს და გაეწერა 08.12.2016 წელს, დაუდგინდა თავის ტვინის შერყევა. მწვავე სტრესული რეაქცია. დაზიანება თავის ტვინის შერყევის სახით, განვითარებულია რაიმე მკვირი-ბლაგვი საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მუსბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხულმა ექსპერტმა ზ---------------–-–---–მა დაადასტურა მოცემული ექსპერტიზის ჩატარების ფაქტი და გაცემული დასკვნის სისწორე. რაც შეეხება საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციით გათვალისწინებული ტკივილის განცდას, რომლის დადგომაც ძალადობის შედეგად უნდა იყოს გამოწვეული და რომლის გარეშეც მოცემული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაული სახეზე არ გვაქვს, სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ, მართალია, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს დაზარალებულ ხ-------------–---–ის ჩვენება მამის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად გამოწვეულ ტკივილთან დაკავშირებით (სუბიექტური კრიტერიუმი), თუმცა სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს და სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის დასკვნას, რომ დაზარალებულ ხ-------------–---–ის მიმართ ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულმა დიაგნოზმა - თავის ტვინის შერყევამ და მწვავე სტრესულმა რეაქციამ, რაც გამოწვეულია მოძალადე ვ-–----------------–---–ის მხრიდან ხ-------------–---–ის მიმართ თავში ხელების დარტყმების შედეგად (მოწმე ქ----------------–---–ის ჩვენება), უცილობლად გამოიწვია დაზარალებულ ხ-------------–---–ის ფიზიკური ტკივილი (ობიექტური კრიტერიუმი). აღნიშნულ კონტექსტში, დაზარალებულ ხ-------------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ასევე ყურადსაღებია მოწმე მ---------------ის სასამართლოზე მიცემული განმარტება, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ კლინიკაში შემოყვანილ პაციენტ ხ-------------–---–ს აღენიშნებოდა თავბრუსხვევა, წონასწორობის დაკარგვა, ღებინება, ზოგადი სისუსტე, ანუ ყველა ის სიმპტომი, რაც თან ახლავს თავის ტვინის შერყევას.
ამრიგად, სასამართლო პალატა აანალიზებს რა საქმეში არსებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ვ-–----------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,ა’’ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული. უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა ვ-–----------------–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს ვ-–----------------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით (მხედველობაშია საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,ა’’ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული) დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.
რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ვ-–----------------–---–ისთვის დანიშნულს სასჯელს, მოცემულ შემთხვევაში პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს ვ-–----------------–---–ის მიმართ სასჯელის სახედ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრის შესახებ. პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზნების რეალურად შესრულება უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი სასამართლოს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღოს სხვადასხვა გარემოებები, მათ შორის დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ვ-–----------------–---–ისთვის დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ვ-–----------------–---–ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. პალატას მიაჩნია, რომ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-------------ისა და მსჯავრდებულ ვ-–----------------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ--------------ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ვ-–----------------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-------------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
მსჯავრდებულ ვ-–----------------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ--------------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის განაჩენი ვ-–----------------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ვ-–----------------–---–ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;
ვ-–----------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 350 (სამას ორმოცდაათი) საათის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ვ-–----------------–---–ს პატიმრობაში ყოფნის ვადის (2016 წლის 9 დეკემბრიდან 2017 წლის 18 იანვრის ჩათვლით) გათვალისწინებით, შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 145 (ას ორმოცდახუთი) საათის ვადით;
ცნობად იქნას მიღებული, რომ ვ-–----------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა;
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახის განსაზღვრა, აღსრულება და კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
ნივთიერი მტკიცებულებები:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
დისკი - შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე