განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე N2ბ/5278-18 2 აპრილი, 2019 წელი
თბილისი
თავმჯდომარე - ლევან გვარამია
მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი
გელა ქირია
სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი
აპელანტები – ნ-----–--------ა, ქ------- ხ--------ი;
წარმომადგენელი – ვ-–-------- გ--------–-–---–ი (ნ-----–--------ას წარმომადგენელი);
მოწინააღმდეგე მხარეები – თ------- კ---–-------–---–ი, გ------ კ---–-------–---–ი, გ------- კ---–-------–---–ი, ნ---- კ---–-------–---–ი;
წარმომადგენელი - გ---–---- ზ------ა;
დავის საგანი - სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სამკვიდრო ქონების წილზე მესაკუთრედ ცნობა, თანხის დაკისრება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება;
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით ნ-----–--------ას (პირადი N0----------) და ქ------- ხ--------ის (პირადი N-----------) სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 აპრილის განჩინებით საქმეზე 2/19539-17 გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც აეკრძალა თ------- კ---–-------–---–ს (პ/№0----------) მის სახელზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების მდებარე ქ. კასპი, გ----------------- ქ. N-- (ს/კ 6-----------) - 1/3 ნაწილის გასხვისება, რაიმე სახის უფლებით დატვირთვა და განკარგვა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. დ----- კ---–-------–---–ი, ნ-----–--------ა (ქორწინებამდელი გვარი „კ---–-------–---–ი“) და ქ------- ხ--------ი წარმოადგენენ გ------ კ---–-------–---–ის და ც---–- ხ--------ის შვილებს;
ც---–- ხ--------ი და გ------ კ---–-------–---–ი ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1959 წლის 16 აპრილიდან. ისინი განქორწინდნენ 1977 წლის 29 დეკემბერს;
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
_ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N243 (ტომი 1, ს.ფ. 55);
_დ----- კ---–-------–---–ის, ქ------- ხ--------ის და ნატალია კ---–-------–---–ის დაბადების მოწმობები (ტომი 1, ს.ფ. 52-54);
_ქორწინების მოწმობა (ტომი 1, ს.ფ. 56);
_განქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N332 (ტომი 1, ს.ფ. 72);
2.2. თ------- კ---–-------–---–ი (ქორწინებამდელი გვარი ,,ტ-----–---–-“) და დ----- კ---–-------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1981 წლის 25 ივნისიდან. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი: 1982 წლის 24 აგვისტოს დაბადებული გ------ კ---–-------–---–ი, 1----–-–---------------ს დაბადებული გ------- კ---–-------–---–ი და 1----–-–---------–--- დაბადებული ნ---- კ---–-------–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N2664 (ტომი 1, ს.ფ. 57);
_გ------ კ---–-------–---–ის დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N1064 (ტომი 1, ს.ფ.
264);
_გ------- კ---–-------–---–ის დაბადების მოწმობა, აქტის ანაწერი N1393 (ტომი 1, ს.ფ.
166);
_ნ---- კ---–-------–---–ის დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N890 (ტომი 1, ს.ფ.
268).
2.3. გ------ კ---–-------–---–ი გარდაიცვალა 1-----–-–-----------------; 2000 წლის 08 სექტემბერს გ------ კ---–-------–---–ის დანაშთ ქონებაზე დ----- კ---–-------–---–ის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, სადაც მითითებულია, რომ მამკვიდრებელ გ------ კ---–-------–---–ის მემკვიდრედ ცნობილია შვილი დ----- კ---–-------–---–ი. სამკვიდრო მოწმობა გაიცა სამკვიდრო მასაში შემავალ ავტომანქანა ,,გაზ 24“-ზე (გამოშვებული 1980 წელს, სახელმწიფო ნომერი - A-----, ძარა 6-----).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გარდაცვალების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N9170 (ტომი 1, ს.ფ. 70);
- 2000 წლის 08 სექტემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, N---- (ტომი 1, ს.ფ. 58);
2.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა- დახასიათების მიხედვით, სადავო უძრავი ქონება, კასპის რაიონი, ს----–---- ქუჩა N--, მესაკუთრეთა, მოსარგებლეების გრაფაში მითითებულია გ------ კ---–-------–---–ი და ლიანა კ---–-------–---–ი-მ------–---–ი. აღნიშნული უძრავი ქონების 1/2 ნაწილი წარმოადგენდა გ------ კ---–-------–---–ის დანაშთ სამკვიდრო მასას;
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა-დახასიათება, შენობა-ნაგებობების ტექნიკური მაჩვენებლები (ტომი 1, ს.ფ. 79-81);
2.5. დ----- კ---–-------–---–ი გარდაიცვალა 2013 წლის 08 სექტემბერს; მას დარჩა პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეები: მეუღლე თ------- კ---–-------–---–ი, შვილები გ------ კ---–-------–---–ი, გ------- კ---–-------–---–ი და ნ---- კ---–-------–---–ი, დედა - ც---–- ხ--------ი;
დ----- კ---–-------–---–ი გარდაცვალებამდე რეგისტრირებული იყო საცხოვრებელ მისამართზე ქ. თბილისი, დ----------------------–------–-ს ქ. N3-, ბინა N--;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_დ----- კ---–-------–---–ის დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N634 (ტომი 1, ს.ფ.
52);
_გარდაცვალების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ტომი 1. ს.ფ. 71);
_2014 წლის 06 თებერვალს გაცემული საინფორმაციო ბარათი (ტომი 1, ს.ფ. 260);
2.6. 2014 წლის 20 მაისს გ------ კ---–-------–---–მა მიმართა ნოტარიუსს განცხადებით სამკვიდროს მიუღებლობის შესახებ, სადაც განაცხადა, რომ მას მამის, დ----- კ---–-------–---–ის დანაშთი სამკვიდრო ქონება არც განცხადების სანოტარო ბიუროში წარდგენით, არც სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლებით არ მიუღია და აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ გააჩნია და არც მომავალში ექნება თ------- კ---–-------–---–ის მიმართ.
სამკვიდროს მიუღებლობის შესახებ იმავე შინაარსის განცხადებით მიმართეს ასევე დ----- კ---–-------–---–ის პირველი რიგის სხვა მემკვიდრეებმაც, გ------- კ---–-------–---–მა - 2014 წლის 28 აპრილს, ხოლო ნ---- კ---–-------–---–მა - 2014 წლის 03 მაისს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_გ------ კ---–-------–---–ის 2014 წლის 20 მაისის განცხადება, რეგისტრაციის ნომერი N1-------- (ტომი 1, ს.ფ. 265);
_გ------- კ---–-------–---–ის 2014 წლის 28 აპრილის განცხადება, რეგისტრაციის ნომერი N1-------- (ტომი 1, ს.ფ. 267);
_ნ---- კ---–-------–---–ის 2014 წლის 03 მაისის განცხადება, რეგისტრაციის ნომერი N14043753-(ტომი 1, ს.ფ. 269);
2.7. 2014 წლის 28 მაისს თ------- კ---–-------–---–ის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვითაც, თ------- კ---–-------–---–მა, როგორც დ----- კ---–-------–---–ის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ - მეუღლემ, საკუთრებაში მიიღო მამკვიდრებლის კუთვნილი წილი უძრავი ქონებიდან, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, გ------- ბ--–------–-ს ქუჩა N3-, ბინა N--, ს/კ
0----------------------;
სამკვიდროს გახსნამდე, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ირიცხებოდა დ----- კ---–-------–---–ის და თ------- კ---–-------–---–ის თანასაკუთრების უფლება;
2014 წლის 28 მაისის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, უძრავი ქონების (მდებარე ქ. თბილისი, გ------- ბ--–------–-ს ქუჩა N3-, ბინა N--, ს/კ 0----------------------) დანარჩენ ნაწილზეც დარეგისტრირდა თ------- კ---–-------–---–ის საკუთრების უფლება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_2014 წლის 28 მაისს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რეგისტრაციის ნომერი 1-------- (ტომი 1, ს.ფ. 256-258).
_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 10.07.2017 (ტომი 1, ს.ფ. 270-
271);
_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 10.07.2017 (ტომი 1, ს.ფ. 7-8);
2.8. 2015 წლის 22 სექტემბერს თ------- კ---–-------–---–ის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვითაც, თ------- კ---–-------–---–მა, როგორც დ----- კ---–-------–---–ის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ - მეუღლემ, მიიღო სამკვიდრო ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი) და მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობა, უძრავი და მოძრავი ქონება, მოთხოვნის უფლება მიუღებელ პენსიაზე და ხელფასზე, მათი არსებობის შემთხვევაში და სხვა უფლებები, რომელიც ჰქონდა მამკვიდრებელს მესამე პირთა მიმართ და პასივებით მამკვიდრებლის შეუსრულებელი ვალდებულებები მიღებული სამკვიდროს ღირებულების ფარგლებში, და ასევე, დ----- კ---–-------–---–ის სამკვიდროში შემავალი მისი გარდაცვლილი მამის გ------ კ---–-------–---–ის (გარდაცვალების თარიღი 12.12.1997 წელს) დანაშთი ქონება, კერძოდ, ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი) და მოვალეოებების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობა;
22.09.2015 წელს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, უძრავი ქონების, მდებარე ქალაქი კასპი, გ------- ს------- N-- (ს/კ N6-----------), 1/2 ნაწილი საკუთრების უფლებით აღირიცხა თ------- კ---–-------–---–ის სახელზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_2015 წლის 22 სექტებერს გაცემული დამატებითი სამკვიდრო მოწმობა, რეგისტრაციის ნომერი N--------- (ტომი 1. ს.ფ. 272-274);
_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 06.07.2017 წელი (ტომი 1, ს.ფ.
5-6);
2.9. 2017 წლის 26 ივნისის დადგენილებით უარი ეთქვა ც---–- ხ--------ს სამკვიდრო მოწმობის სანოტარო წესით დადასტურებასა და გაცემაზე მისი აწ გარდაცვლილი შვილის დ----- კ---–-------–---–ის და სამკვიდროში შემავალი მისი გარდაცვლილი მამის გ------ კ---–-------–---–ის დანაშთ ქონებაზე, ვინაიდან ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 22 სექტემბერს უკვე გაცემული იყო სამკვიდრო მოწმობა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_2017 წლის 26 ივნისის დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ, რეგისტრაციის ნომერი N170709437 (ტომი 1, ს.ფ. 68-69);
2.10. 2017 წლის 13 ივლისს დადგენილებით უარი ეთქვას ქ------- ხ--------ს და ნ-----–--------ას სამკვიდრო მოწმობის ნოტარიული წესით დადასტურებასა და გაცემაზე აწ გარდაცვლილი მამის გ------ კ---–-------–---–ის დანაშთ ქონებაზე, ვინაიდან ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 22 სექტემბერს უკვე გაცემულია სამკვიდრო მოწმობა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_2017 წლის 13 ივლისის დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ, რეგისტრაციის ნომერი N170789215 (ტომი 1, ს.ფ. 94-95);
2.11. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ინფორმაციით, 2013 წლის 08 სექტემბერს გარდაცვლილი დ----- კ---–-------–---–ის დანაშთი სამკვიდრო ქონების თაობაზე რეესტრში მოიძებნა შემდეგი ჩანაწერი: 1. 2017 წლის 20 ივნისს ნოტარიუს თ, ბ-------- მიერ ც---–- ხ--------ის სახელით დამოწმებული განცხადება (რეგისტრაციის N170682746). 2. 2017 წლის 20 ივნისს ნოტარიუს თ. ბ-------- მიერ ც---–- ხ--------ის სახელით დამოწმებული სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება (რეგისტრაციის N170682650). 3. 2015 წლის 22 სექტემბერს ნოტარიუს თ. ბ-------- მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა; 4. 2015 წლის 19 აგვისტოს ნოტარიუს თ. ბ-------- მიერ დამოწმებული სამკვიდროს მიღების/სამკვიდროს მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება. 5. 2014 წლის 28 მაისს ნოტარიუს თ. ბ-------- მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა.
ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ მოიძებნა ჩანაწერი 2013 წლის 8 სექტემბერს გარდაცვლილი დ----- კ---–-------–---–ის სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 2017 წლის 23 ივნისს გაცემული ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან (ტომი 1, ს.ფ. 75);
_საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 2017 წლის 14 ივნისს გაცემული ინფორმაცია ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან (ტომი 1, ს.ფ. 77).
2.12. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ინფორმაციით, 1997 წლის 12 დეკემბერს გარდაცვლილი გ------ კ---–-------–---–ის დანაშთი სამკვიდრო ქონების თაობაზე რეესტრში მოიძებნა შემდეგი ჩანაწერი: 2017 წლის 20 ივნისს ნოტარიუსს თ. ბ-------- მიერ ც---–- ხ--------ის სახელით დამოწმებული განცხადება (რეგისტრაციის N170681746); 2. 2017 წლის 20 ივნისს ნოტარიუს თ. ბ-------- მიერ ც---–- ხ--------ის სახელით დამოწმებული სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ გაცხადება (რეგისტრაციის N170682650); 3. 2015 წლის 22 სექტემბერს ნოტარიუს თ. ბ-------- მიერ დამოწმებული სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება; 4. 2000 წლის 08 სექტემბერს ნოტარიუსს მ. წ---–------ს მიერ შესრულებული სამემკვიდრეო საქმის წარმოებასთან დაკავშირებული სხვა სანოტარო მოქმედება;
ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ მოიძებნა ჩანაწერი გ------ კ---–-------–---–ის სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 2017 წლის 23 ივნისს გაცემული ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან (ტომი 1, ს.ფ. 76);
- საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 2017 წლის 14 ივნისს გაცემული ინფორმაცია ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან (ტომი 1, ს.ფ. 78).
2.13. ინდივიდუალურმა აუდიტორმა თ----- კ-------მ შეაფასა სადავო უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე ქალაქი კასპი, გ----------------- ქ. N--. ს/კ N6-----------, მესაკუთრეები: ლ------------–---–ი, თ------- კ---–-------–---–ი. უძრავი ქონების მახასიათებლებია: მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი: 663.00 კვ.მ., შენობა-საცხოვერებელი სახლი - 416.03 კვ.მ., ძველი აშენებული, გაურომენტებელი. აღნიშნულის გათვალისწინებით, ქონება აუდიტორის მიერ შეფასდა 25 000 ლარად;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ინიდვიდუალური აუდიტორის 2017 წლის 17 ივლისის შეფასების ანგარიში (ტომი 1, ს.ფ. 86-87);
2.14. საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის რეკვიზიტებია სანომრე ნიშანი A-----, მარკა, მოდელი - „გაზ 24“, ფერი - თეთრი, გამოშვების წელი - 1980, შასის ნომერი - 661149, ძარის ნომერი - 653-11, ძრავის ნომერი - 1111100, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - AE0061821, გაცემული 08.11.2004წ, 13.05.2004წ ლიდან 08.11.2004 წლამდე რეგისტრირებული იყო თბილისი, დ--------------, გ------- ბ--–------–-ს ქ. 3-, ბინა 56-ში მცხოვრებ დ----- კ---–-------–---–ის სახელზე. 08.11.2004 წლიდან რეგისტრირებულია ახმეტა, ს. ქ---------ში მცხოვრებ ა------- ხ-----–---–-ს სახელზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ 2018 წლის 10 აპრილს გაცემული ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ (ტომი 2, ს.ფ. 9);
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.15. მოსარჩელეებს ქ------- ხ--------ს და ნ-----–--------ას მამის, გ------ კ---–-------–---–ის გარდაცვალების შემდეგ (1997 წლის 12 დეკემბერი) ექვსი თვის ვადაში დანაშთი ქონებიდან კუთვნილ წილზე სამკვიდრო მოწმობის მიღების მოთხოვნით ნოტარიუსისათვის არ მიუმართავთ.
მოსარჩელეებს ქ------- ხ--------ს და ნატალია ჯ---ას მამის გარდაცვალების შემდეგ კანონით დადგენილ 6 თვიან ვადაში არ უცხოვრიათ სადავო საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. კასპი, გ------- ს------- N---ში, აღნიშნულ მისამართზე მდებარე ქონების მართვა და სარგებლობა არ განუხორციელებიათ. მოსარჩელეებს მამის გარდაცვალების შემდეგ სადავო საცხოვრებელი სახლის კომუნალური გადასახადები არ გადაუხდიათ და ამ ქონებაზე მოვლა-პატრონობის კუთხით არ უზრუნიათ.
მოწმე ლ------------–---–ი წარმოადგენს მოსარჩელეების გარდაცვლილი მამის, გ------ კ---–-------–---–ის დას. მისი განმარტებით, სადავო საცხოვრებელი სახლის ნახევარი არის მისი კუთვნილება. სახლი გაყოფილი არ ყოფილა, თუმცა მოწმე მიუთითებს, რომ სახლის მარჯვენა ნაწილი მას ეკუთვნოდა, ხოლო მარცხენა მის ძმას გ------ კ---–-------–---–ს. საძინებელი ოთახები ჰქონდათ ცალ-ცალკე, თუმცა სამზარეულო, მისაღები, მარანი იყო საერთო სარგებლობაში.
ლ------------–---–ი მიუთითებს, რომ ქ------- ხ--------ს, ნ-----–--------ას მამამ გ------ კ---–-------–---–მა ხალიჩა, ლოგინი აჩუქა სიცოცხლეშივე. თავად გ------ კ---–-------–---–ს კი აღნიშნული ხალიჩა და საყოფაცხოვრებო ნივთები გადაცემული ჰქონდა დედისგან, ნატალია კ---–-------–---–ისაგან. მოწმეს ზუსტად არ ახსოვს როდის წაიღო აღნიშნული ნივთები ქ------- ხ--------მა და ნ-----–--------ამ. მოწმის მითითებით, შესაძლოა აღნიშნული ნივთები მოსარჩელეებს, თავისი ძმის სიცოცხლეში გაცემული ნებართვის შესაბამისად გადასცა მისი გარდაცვალების შემდეგ, დაახლოებით ერთი წლის მერე. რაც შეეხება გ------ კ---–-------–---–ის კუთვნილ ნივთს - ავტომანქანა (სუვენირის), რომელიც მას, როგორც ავტომრბოლელს, გადასცეს პრიზის სახით, მოწმე ლ------------–---–ის განმარტებით, გ------ კ---–-------–---–ის გარდაცვალების შემდეგ, წამოიღო მან (ლ------------–---–მა) და იგი ინახავდა რამდენიმე წელი და მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ გადასცა ეს ნივთი ძმისშვილებს ნ-----–--------ას და ქ------- ხ--------ს. ლ------------–---–ი ძირითადად ცხოვრობდა კასპის რაიონში, სადავო საცხოვრებელ სახლში და ასევე, იმყოფებოდა თბილისშიც. ასაკის გამო ამჟამად, ხშირად ვეღარ ახერხებს ჩასვლას. ლიანა მ------–---–ი აცხადებს, რომ მოსარჩელეები ქ------- ხ--------ი და ნატალია ჯ---ა ჩამოდიოდნენ სოფელში მამის გარდაცვალების შემდეგაც, მიდიოდნენ საფლავზე და იშვიათად რჩებოდნენ ხოლმე, რა დროსაც მამიდა, ლ------------–---–ი მასპინძლობდა მათ. სადავო საცხოვრებელ სახლში მცხოვრებმა მოწმემ ვერ მიუთითა იმ გარემოებაზე, რაც დაადასტურებდა მამკვიდრებელ გ------ კ---–-------–---–ის გარდაცვალების შემდეგ რაიმე სახით მამის დანაშთი ქონების დაუფლებას, უძრავ ქონებაში ცხოვრებისა და მოძრავი ნივთების განკარგვის, სარგებლობის და ფლობის ფაქტს. რაც შეეხება მოწმეებს ქ------- ც-----------ს და ლია შონიას, მათი ჩვენებები არ იყო საკმარისად სარწმუნო და დამაჯერებელი, მათი განმარტებით, პერიოდულად ჩადიოდნენ მოსარჩელეები ქ------- ხ--------ი და ნ-----–--------ა მამის დანაშთ სამკვიდრო სახლში, იცოდნენ სად იყო ეზოში და სახლში შესასვლელი გასაღები განთავსებული, ამასთან, მათ მიიღეს მონაწილეობა დაკრძალვის ხარჯებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
- მოწმეების ლ------------–---–ის, ქ------- ც----------ის და ლია შონიას ჩვენებები (იხ. სხდომის ოქმი);
2.16. მოსარჩელეების ქ------- ხ--------ის და ნ-----–--------ას მიერ არ მომხდარა სადავო სამკვიდრო ქონების დაუფლება, მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, მათ ამ საცხოვრებელ სახლში არ უცხოვრიათ. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებენ მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხული მოწმეები რ-------ან ტ-----, ე-- ხ----–---, მ--- ს-----ე, ლ--–- ბ---------–---–ი, ც----- მ------–---–ი და ლიანა გ--–-–---–ი. ნაწილი მოწმეებისა ცხოვრობენ ქალაქ კასპში, სადავო სამკვიდრო ქონების მეზობლად. ისინი განმარტავენ, რომ მოსარჩელეები იშვიათად ჩამოდიოდნენ სადავო სახლში და მათ მამკვიდრებლის დაკრძალვის ხარჯებში მონაწილეობა არ მიუღიათ. გ------ კ---–-------–---–ის დაკრძალვის ხარჯებსა და ცერემონიალთან დაკავშირებით ძირითადად მონაწილეობას ღებულობდნენ მეზობლები, ნათესავები და გ------ის შვილი, დ----- კ---–-------–---–ი ოჯახთან ერთად. მამკვიდრებლის დანაშთი მოძრავი ნივთი, ავტომანქანას ძირითადად მართავდა მისი შვილი დ----- კ---–-------–---–ი და ასევე, შვილიშვილი - გ------ კ---–-------–---–ი. ზემოთ დასახელებულ მოწმეები მიუთითებენ, რომ სამკვიდრო ქონებაში შემავალ ავტომანქანას დაეუფლა დ----- კ---–-------–---–ი და მოსარჩელეებს ამ ქონების მართვა, ფლობა და სარგებლობა არ განუხორციელებიათ. შესაბამისად, რ-------ან ტ-----, ე-- ხ--–---, მ--- ს-----ე, ლ--–- ბ---------–---–ი, ც----- მ------–---–ი და ლიანა გ--–-–---–ი ადასტურებენ, რომ სადავო საცხოვრებელ სახლზე მამკვიდრებლის გ------ კ---–-------–---–ის გარდაცვალების შემდეგ ზრუნავდა და მოვლა-პატრონობას ახორციელებდნენ მხოლოდ შვილი დ----- კ---–-------–---–ი და მისი ოჯახის წევრები, მეუღლე და შვილები. ამ საცხოვრებელ სახლში ხშირად ჩადიოდნენ და გარკვეული პერიოდი იქაც ცხოვრობდნენ აწ გარდაცვლილი დ----- კ---–-------–---–ი და მისი მეუღლე თ------- კ---–-------–---–ი. ხოლო მოსარჩელეების მხრიდან რაიმე სახით სადავო უძრავი ქონების დაუფლების, მართვის და ფლობის ფაქტი არ დადასტურდა, ასევე, მოწმეთა ჩვენებით არ მოხდა არც იმ გარემოების დადგენა, რომ მოსარჩელეები როგორც საკუთარ ქონებაზე, ისე ზრუნავდნენ სადავო საცხოვრებელ სახლზე და ისინი, როგორც მესაკუთრეები, ისე განკარგავდნენ და ფლობდნენ სადავო სახლში არსებულ იმ ნივთებს, რომელიც ეკუთვნოდა მამკვიდრებელ გ------ კ---–-------–---–ს.
მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილი იქნა მოძრავი ნივთები ავტომანქანა (სუვენირი), ანტიკვარული ნივთები, კოვზი, ჭიქა. თუმცა საქმეზე არ არის წარმოდგენილი იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ აღნიშნული მოძრავი ნივთები ეკუთვნოდა გ------ კ---–-------–---–ს და მისი გარდაცვალების შემდეგ დადგენილ ვადაში წამოიღეს მოსარჩელეებმა გარდაცვლილის საცხოვრებელი სახლიდან.
მოსარჩელეებს ქ------- ხ--------ს და ნატალია ქ-----ს მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ სადავო საცხოვრებელ სახლში არ უცხოვრია. ისინი ესწრებოდნენ დაკრძალვას, ორმოცს და მას შემდეგ, ამ სახლში არ უცხოვრიათ და არც მოვლა-პატრონობა გაუწევია სამკვიდრო ქონებისათვის;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
- მოწმეების რ-------ან ტ----ის, ე-- ხ--–--ის, მ--- ს-----ის, ლ--–- ბ---------–---–ის, ც----- მ------–---–ისა და ლიანა გ--–-–---–ის ჩვენებები (იხ. სხდომის ოქმი).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, მაგრამ ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამარლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი. მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.17. მოსარჩელეებმა ქ------- ხ--------მა და ნ-----–--------ამ მოითხოვეს 2000 წლის 08 სექტემბრის სამკვიდრო მოწმობის N----, 2014 წლის 28 მაისის სამკვიდრო მოწმობის N1-------- და 2015 წლის 22 სექტემბრის N--------- სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა (კერძოდ, დ----- კ---–-------–---–ის სამკვიდროში შემავალი მისი გარდაცვლილი მამის, გ------ კ---–-------–---–ის დანაშთი ქონების 1/3 ნაწილში ნ-----–--------ას წილის და 1/3 ნაწილში ქ------- ხ--------ის წილის მიხედვით), დ----- კ---–-------–---–ის სამკვიდროში შემავალი მისი გარდაცვლილი მამის გ------ კ---–-------–---–ის დანაშთი უძრავი ქონების, მდებარე ქ. კასპი, გ------- ს------- ქ. N--, ს/კ 6-----------, 1/2 ნაწილის 1/3 ის მესაკუთრედ ნ-----–--------ას, ხოლო 1/3 ნაწილის მესაკუთრედ ქ------- ხ--------ის აღიარება და ასევე, მოპასუხეებისათვის თ------- კ---–-------–---–ის, გ------ კ---–-------–---–ის, გ------- კ---–-------–---–ის და ნ---- კ---–-------–---–ისათვის მოსარჩელე ნ-----–--------ას სასარგებლოდ 166.66 ლარის, ხოლო ქ------- ხ--------ის სასარგებლოდ 166.66 ლარის დაკისრება.
დადგენილია, რომ დ----- კ---–-------–---–ი, ნატალია ჯ---ა (ქორწინებამდელი გვარი ,,კ---–-------–---–ი“) და ქ------- ხ--------ი წარმოადგენენ გ------ კ---–-------–---–ის და ც---–- ხ--------ის შვილებს. ც---–- ხ--------ი და გ------ კ---–-------–---–ი ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1959 წლის 16 აპრილიდან. ისინი განქორწინდნენ 1977 წლის 29 დეკემბერს.
საქმის მასალების მიხედვით, თ------- კ---–-------–---–ი (ქორწინებამდელი გვარი
,,ტ-----–---–-“) და დ----- კ---–-------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1-----–-–-------------დან. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი: 1982 წლის 24 აგვისტოს დაბადებული გ------ კ---–-------–---–ი, 1----–-–---------------ს დაბადებული გ------- კ---–-------–---–ი და 1----–-–---------–--- დაბადებული ნ---- კ---–-------–---–ი.
გ------ კ---–-------–---–ი გარდაიცვალა 1997 წლის 12 დეკემბერს. 2000 წლის 08 სექტემბერს გაიცა გ------ კ---–-------–---–ის დანაშთ ქონებაზე დ----- კ---–-------–---–ის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, სადაც მითითებულია, რომ მამკვიდრებელ გ------ კ---–-------–---–ის მემკვიდრედ ცნობილია შვილი დ----- კ---–-------–---–ი. სამკვიდრო მოწმობა გაიცა სამკვიდრო მასაში შემავალ ავტომანქანა
,,გაზ 24“-ზე (გამოშვებული 1980 წელს, სახელმწიფო ნომერი - A-----, ძარა 6-----).
სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე – მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. ამავე კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან.
სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე.
სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები. მამკვიდრებლის შვილები, როგორც კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრები სარგებლობენ თანასწორი წილის უფლებით. ამდენად, მოსარჩელეები ქ------- ხ--------ი და ნ-----–--------ა წარმოადგენენ გარდაცვლილი გ------ კ---–-------–---–ის პირველი რიგის კანონით მემკვიდრეს, მაგრამ კანონმდებლობა მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების წარმოშობას, უკავშირებს არა მხოლოდ ნათესაურ კავშირს, არამედ ადგენს
1336-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სამკვიდროს მიღების წესს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე და 1424-ე მუხლებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. საქმის მასალებით, უძრავი ქონება, მდებარე ქ. კასპი, გ. ს------- ქ. N-- და ავტომანქანა ,,გაზ 24“, წარმოდგენდა მამკვიდრებლის გ------ კ---–-------–---–ის დანაშთ ქონებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1499-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სანოტარო ორგანოსგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა. განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა გ------ კ---–-------–---–ის დანაშთ ქონებაზე (ავტომანქანა ,,გაზ 24“-ზე (გამოშვებული 1980 წელს, სახელმწიფო ნომერი - A-----, ძარა 6-----) მისი შვილის, დ----- კ---–-------–---–ის სახელზე 2000 წლის 08 სექტემბერს გაიცა სამკვიდრო მოწმობა. სხვა პირველი რიგის მემკვიდრეს მამკვიდრებლის გ------ კ---–-------–---–ის დანაშთი სამკვიდრო ქონებიდან წილის მიღების თაობაზე კანონით დადგენილ 6 თვიან ვადაში არ მიუმართავს, რასაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულება - ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან.
დ----- კ---–-------–---–ი გარდაიცვალა 2013 წლის 08 სექტემბერს. მას დარჩა პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეები: მეუღლე თ------- კ---–-------–---–ი, შვილები გ------ კ---–-------–---–ი, გ------- კ---–-------–---–ი და ნ---- კ---–-------–---–ი, დედა - ც---–- ხ--------ი. დ----- კ---–-------–---–ი გარდაცვალებამდე რეგისტრირებული იყო საცხოვრებელ მისამართზე ქ. თბილისი, დ---------------, გ. ბ--–------–-ს ქ. N3-, ბინა N--. მისმა პირველი რიგის მემკვიდრეებმა, შვილებმა გ------ კ---–-------–---–მა, გ------- კ---–-------–---–მა და ნ---- კ---–-------–---–მა მიმართეს ნოტარიუსს განცხადებით სამკვიდროს მიუღებლობის შესახებ. მათ აღნიშნეს, რომ დ----- კ---–-------–---–ის დანაშთი სამკვიდრო ქონება არც განცხადების სანოტარო ბიუროში წარდგენით, არც სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლებით არ მიუღიათ და აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ და არც მომავალში ექნებათ მემკვიდრის თ------- კ---–-------–---–ის მიმართ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1500-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ მემკვიდრეებს სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დროს. დადგენილია, რომ 2014 წლის 28 მაისს თ------- კ---–-------–---–ის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვითაც, თ------- კ---–-------–---–მა, როგორც დ----- კ---–-------–---–ი პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ - მეუღლემ, საკუთრებაში მიიღო მამკვიდრებლის კუთვნილი წილი უძრავი ქონებიდან, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, გ------- ბ--–------–-ს ქუჩა N3-, ბინა N--, ს/კ 0----------------------. სამკვიდროს გახსნამდე, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ირიცხებოდა დ----- კ---–-------–---–ის და თ------- კ---–-------–---–ის თანასაკუთრების უფლება. ხოლო 28.05.2014 წელს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, უძრავი ქონების (მდებარე ქ. თბილისი, გ------- ბ--–------–-ს ქუჩა N3-, ბინა N--, ს/კ 0----------------------) დანარჩენ ნაწილზეც დარეგისტრირდა თ------- კ---–-------–---–ის საკუთრების უფლება, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან.
გარდა აღნიშნულისა, მოპასუხე თ------- კ---–-------–---–ის სახელზე 2015 წლის 22 სექტემბერს გაიცა დამატებითი სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვითაც, თ------- კ---–-------–---–მა, როგორც დ----- კ---–-------–---–ის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ - მეუღლემ, მიიღო სამკვიდრო ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი) და მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობა და ასევე, დ----- კ---–-------–---–ის სამკვიდროში შემავალი მისი გარდაცვლილი მამის გ------ კ---–-------–---–ის (გარდაცვალების თარიღი 12.12.1997 წელს) დანაშთი ქონება, კერძოდ, ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი) და მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობა. 22.09.2015 წელს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, უძრავი ქონების, მდებარე ქალაქი კასპი, გ------- ს------- N-- (ს/კ N6-----------), 1/2 ნაწილი საკუთრების უფლებით აღირიცხა თ------- კ---–-------–---–ის სახელზე. ხოლო 1/2 ნაწილზე კი რეგისტრირებულია გარდაცვლილი გ------ კ---–-------–---–ის დის, ლ------------–---–ის საკუთრების უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულია მემკვიდრეობისა და საკუთრების უფლება და მსგავსად სხვა ძირითადი უფლებებისა, არ არის აბსოლიტური და ამავე ნორმის მე-2 პუნქტით ამ უფლებაში ჩარევა დაშვებულია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ ლეგიტიმური საფუძვლით. მემკვიდრეობის გზით ქონების მიღებისა და საკუთრების მოპოვების სპეციალურ წესს განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლი, კერძოდ, პირი, რომელიც კანონით დადგენილ მოთხოვნებს შეასრულებს, ხდება ქონების სრულუფლებიანი მესაკუთრე სამკვიდროს გახსნის მომენტიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
მოსარჩელეების განმარტებით, იგი მართალია არ ცხოვრობდა სადავო საცხოვრებელ სახლში, თუმცა ხშირად ჩადიოდნენ იქ, რჩებოდნენ და უვლიდნენ სახლს და ასევე, მამის, გ------ კ---–-------–---–ის გარდაცვალების შემდეგ, ფაქტობრივად დაეუფლნენ მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონებას, მოძრავ ნივთებს (ავტომანქანა (სუვენირი), კოვზი, ჭიქა, ხალიჩა ლოგინი, ბალიშები (მუთაქები). ამასთან, ვინაიდან, დღეის მდგომარეობით, სამკვიდრო მასაში შემავალი ავტომანქანა გასხვისებულია, მოსარჩელეები ითხოვენ კუთვნილი წილის შესაბამისად თანხის დაკისრებას მოპასუხეებზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენა სასამართლოს მიერ ხორციელდება საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერების გზით. სამართლებრივი ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა ან სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, ანდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და დაუფლება. იმპერატიული დანაწესის სახით დადგენილია დრო, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. ამდენად, იმისათვის, რომ აღნიშნული ნორმით (სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლი) დარეგულირდეს განსახილველი ურთიერთობა, სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში მემკვიდრე ფაქტობრივად უნდა დაეუფლოს ქონებას ან მართოს იგი. სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრს ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ. შესაბამისად, უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომელიც თავის მხრივ ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობას და მართვას. სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის ცნების განმარტების მიზნებისათვის, სასამართლო აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი ფლობით სამკვიდროს მიღება გულისხმობს აღნიშნულ სამკვიდროში შემავალი ქონების ან მისი ნაწილის პერიოდულად ფლობას, გამოყენებას. სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებულ მოქმედებად მიიჩნევა მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში ანდა გარკვეული პერიოდულობით ამ სახლის ფლობა და მართვა, როგორც საკუთარისა.
მემკვიდრემ უნდა განახორციელოს იმგვარი იურიდიულ მოქმედება, რაც მისი მხრიდან სამკვიდროს მიღებად განიხილება, სამკვიდროს მისაღებად საჭიროა, როგორც მოსარჩელეთა ცალმხრივი ნების არსებობა, ისე ამ ნების გარეგანი ფორმირება (თანხვედრა) კანონით დადგენილი წესით. ბუნებრივია, როგორც ერთი, ისე მეორე ქმედება სამართლებრივი ძალის მატარებელია მაშინ, თუ იგი ამავე კოდექსის 1424-ე მუხლით გათვალისწინებულ ექვს თვიან ვადაში განხორციელდა.
სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე. მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრიათ თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელი საპროცესო მოვალეოებები, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. შესაბამისად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი.
დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელეებმა უნდა დაადასტურონ გარემოებები, რომლებზედაც ისინი ამყარებენ სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელეებს ქ------- ხ--------ს და ნ-----–--------ას მამის, გ------ კ---–-------–---–ის გარდაცვალების შემდეგ (1997 წლის 12 დეკემბერი) ექვსი თვის ვადაში დანაშთი ქონებიდან კუთვნილ წილზე სამკვიდრო მოწმობის მიღების მოთხოვნით ნოტარიუსისათვის არ მიმართავთ და ასევე, მოსარჩელეებს მამის გარდაცვალების შემდეგ კანონით დადგენილ 6 თვიან ვადაში არ უცხოვრიათ სადავო საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. კასპი, გ------- ს------- N---ში და ამ ვადაში აღნიშნულ მისამართზე მდებარე ქონების მართვა, ფლობა და სარგებლობა არ განუხორციელებიათ. ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა მოწმემ, ლ------------–---–ი, რომელიც მამკვიდრებლის გ------ კ---–-------–---–ის გარდაცვალების შემდგომ, ფაქტობრივად ცხოვრობს აღნიშნულ სადავო სახლში, მიუთითებს, რომ მოსარჩელეებს მუდმივად იქ არ უცხოვრიათ, ჩადიოდნენ იშვიათად, გადიოდნენ მამის საფლავზე და მალევე ბრუნდებოდნენ თბილისში, ხოლო კასპში მდებარე საცხოვრებელი სახლში დარჩენის შემთხვევაში, თავად ლიანა მ------–---–- მასპინძლობდა მათ და მოსარჩელეები არ ფლობდნენ და სარგებლობდნენ იმ საყოფაცხოვრებო ნივთებით, რომელიც ეკუთვნოდა მამას, გ------ კ---–-------–---–ს. საქმეზე დაკითხული იყვნენ, როგორც მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოწვეული მოწმეები (ლ------------–---–ი, ქ------- ც----------- და ლია შონია), ასევე, მოპასუხის მოწმეები - რ-------ან ტ-----, ე-- ხ--–---, მ--- ს-----ე, ლ--–- ბ----------–---–ი, ც----- მ------–---–ი და ლიანა გ--–-–---–ი. მოსარჩელე მხარის მოწმეთა ჩვენებები არ იყო საკმარისად სარწმუნო და დამაჯერებელი, მათი განმარტებით, პერიოდულად ჩადიოდნენ მოსარჩელეები ქ------- ხ--------ი და ნატალია ჯ---ა მამის დანაშთ სამკვიდრო სახლში, იცოდნენ სად იყო ეზოში და სახლში შესასვლელი გასაღები განთავსებული, ამასთან, მათ მიიღეს მონაწილეობა დაკრძალვის ხარჯებში. თუმცა აღნიშნული გარემოებები მათი ჩვენებების შინაარსის მიხედვით, უტყუარად არ იქნა დადასტურებული. საწინააღმდეგო გარემოებებზე მიუთითეს მოპასუხე მხარის მოწმეება, რომელთაც განაცხადეს, რომ გ------ კ---–-------–---–ის დაკრძალვა მოხდა როგორც დ----- კ---–-------–---–ის ოჯახის, ასევე ქალაქ კასპში მცხოვრები ნათესავებისა და ახლობლების ურთიერთდახმარებით. საქმეში წარმოდგენილია გ------ კ---–-------–---–ისა და ასევე, დ----- კ---–-------–---–ის დაკრძალვის ხარჯების სია, სადაც არ ფიქსირდებიან მოსარჩელეები, როგორც მონაწილე პირები. ასევე, თავად მოსარჩელე მხარემ დაადასტურა, რომ გ------ კ---–-------–---–ის საფლავის ქვა გააკეთა მისმა შვილმა, დ----- კ---–-------–---–მა. ეს უკანასკნელი ფლობდა და მართავდა მამის დანაშთ ავტოსატრანსპორტო საშუალებას და ამ მანქანის მიმართაც, მოსარჩელეებს არანაირი ფლობა, სარგებლობა არ განუხორციელებიათ (იხ. 3.2.1., 3.2.2.).
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილ გარემოებად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებს ქ------- ხ--------ს და ნატალია ჯ---ას მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ სადავო საცხოვრებელ სახლში არ უცხოვრიათ. ისინი ესწრებოდნენ დაკრძალვას, ორმოცს და მას შემდეგ, ამ სახლში არ უცხოვრიათ, ჩადიოდნენ მხოლოდ სტუმრად მცირე პერიოდი და მათ არც მოვლა-პატრონობა გაუწევიათ სამკვიდრო ქონებისათვის. მოსარჩელეები ასევე არ დაუფლებიან მამკვიდრებლის კუთვნილ ნივთებს. ვინაიდან მოცემულ საქმეზე, მართალია მათ მიერ წარმოდგენილი იქნა გარკვეული სახის მოძრავი ნივთები, თუმცა საქმეში არსებული მასალებით, უტყუარად, სარწმუნო და ერთმნიშვნელოვნად არ დადასტურდა ის გარემოება, რომ აღნიშნულ ნივთებს მოსარჩელეები ნამდვილად დაეუფლნენ მამის გარდაცვალებიდან ექვსი თვის განმავლობაში, რომ ეს ნივთები წამოიღეს იმ საცხოვრებელი ახლიდან, სადაც გარდაცვალებამდე ცხოვრობდა გ------ კ---–-------–---–ი და აღნიშნული ნივთები წარმოადგენდა მამკვიდრებლის საკუთრებას. ამდენად, მოსარჩელეთა მიერ მხოლოდ სტუმრად მისვლა სადავო სახლში, სადაც ასევე ცხოვრობდა მათი მამიდა ლ------------–---–ი, ვერ მიიჩნევა მათ მიერ სადავო სამკვიდრო ქონების დაუფლების დამადასტურებელ გარემოებად. მით უფრო არ დასტურდება, რომ მოსარჩელეები კასპში მდებარე საცხოვრებელ სახლში მიდიოდნენ სამკვიდრო გახსნიდან 6 თვის განმავლობაში. ასევე, როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელეებს არ წარმოუდგენიათ რაიმე სახის მტკიცებულება, რაც მათ მიერ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო მასაში შემავალი მოძრავი ნივთების (მათ შორის ავტომანქანის) დაუფლების ფაქტს დაადასტურებდა. ასეთ ვითარებაში, როდესაც არ არსებობს სათანადო მტკიცებულება, მხოლოდ მოსარჩელეთა ახსნა-განმარტება სამკვიდრო ქონებიდან მოძრავი ნივთების დაუფლების შესახებ, სასამართლოსათვის სარწმუნო და საკმარისი არ არის. მოპასუხე კატეგორიულად უარყოფს როგორც მოსარჩელის მიერ მითითებული მოძრავი ნივთების სამკვიდრო მასაში არსებობას, ასევე, გარდაცვლილის საცხოვრებელი სახლიდან ამ ნივთების წაღების ფაქტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძვლად მითითებულ და წარმოდგენილ მტკიცებულებათა გაქარწყლება საწინააღმდეგო სახის მტკიცებულებით მოსარჩელე მხარემ ვერ შესძლო. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის დაცვით წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით სასამართლომ მიიჩნია, რომ გ------ კ---–-------–---–ის გარდაცვალების შემდეგ, მოსარჩელეები ქ------- ხ--------ი და ნ-----–--------ა არ დაუფლებიან სამკვიდრო ქონებაში შემავალ არც უძრავ და არც მოძრავ ნივთს. ქონების მფლობელობით მიღებაში იგულისხმება სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი მფლობელობა და პყრობა და ნივთების განკარგვა, რაც განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. შესაბამისად, ისინი არ წარმოადგენენ უფლებამოსილ პირებს მოითხოვონ სამკვიდრო მასაში შემავალი ნივთის გასხვისებით მიღებული ღირებულების ანაზღაურება.
ამდენად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილ გარემოებათა ურთიერთშეჯიბრებისა და შეფასების შედეგად, მემკვიდრეობითი-სამართლებრივი საფუძვლით მოსარჩელეების ქ------- ხ--------ის და ნ-----–--------ას მოთხოვნა სამკვიდრო მოწმობების ნაწილობრივ ბათილად ცნობის, მესაკუთრედ აღიარებისა და თანხის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელეებს კანონით დადგენილ 6 თვიან ვადაში არ უცხოვრიათ სადავო საცხოვრებელ ფართში. მოსარჩელეები ძირითადად ცხოვრობენ თბილისში, აქვთ ოჯახები და კანონიერი უფლება აქვთ თავისუფლად აირჩიონ საცხოვრებელი ადგილი. სასამართლო ძირითადად დაეყრდნო მოწმე ლიანა მ------–---–-ს ჩვენებას, რომელიც არის გარდაცვლილის და და მოსარჩელეების მამიდა. სასამართლომ საერთოდ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოწმე ლიანა მ------–---–-ს ჩვენება იყო არასარწმუნო და არადამაჯერებელი ვინაიდან, მან რამოდენიმეჯერ ერთიდაიგივე კითხვაზე სხვადასხვა პასუხი გასცა, მან ვერ გაიხსენა კონკრეტული ფაქტები.
აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად არ გაითვალისწინა ქ------- ც----------ისა და ლია შონიას ჩვენებები იმ კუთხით, რომელიც ადასტურებდა მოსარჩელეების მიერ მამის სამკვიდროს მიღების ფაქტს.
3.2. აპელანტის განმარტებით, თავად მოპასუხე მხარის მოწმეებმა მისცეს მოსარჩელის პოზიციის დამადასტურებელი ჩვენება, კერძოდ, რ-------ან ტ-----მ აღნიშნა, რომ ის დაეხმარა ნ------- მამის დაკრძალვაში და ასესხა 1200 აშშ დოლარი.
თითქმის ყველა მოწმემ მათ შორის მოპასუხე მხარის მოწმემ ე-- ხ----–---მ დაადასტურა, რომ კასპის სახლის გასაღები ინახეოდა ისეთ ადგილზე კასპში, რომ ის ყველასთვის იყო ხელმისაწვდომი. მოსარჩელეები, რომ გ------ის გარდაცვალების შემდეგ ჩადიოდნენ და ზოგჯერ რჩებოდნენ კასპში ეს ფაქტი არ ურყვია არცერთ მოწმეს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელ ად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4. ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უდავოდ დადგენილ გარემოებების, რომელიც მოცემულია გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.1.1.-3.1.14 პუნქტებში (წინამდებარე განჩინების 2.1.-2.14. პუნქტები) და დამათებით მიუთითებს შემდეგზე:
4.2. მამკვიდრებელი გ------ კ---–-------–---–ი გარდაიცვალა 1-----–-–----------------- (იხ. ტომი 1, ს.ფ. 70);.
გარდაცვალების მომენტისათვის სახეზე იყვნენ კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრეები შვილები: დ----- კ---–-------–---–ი, ნ-----–--------ა (ქორწინებამდელი გვარი „კ---–-------–---–ი“) და ქ------- ხ--------ი.
თ------- კ---–-------–---–ი (ქორწინებამდელი გვარი ,,ტ-----–---–-“) და დ----- კ---–-------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1981 წლის 25 ივნისიდან. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი: გ------ კ---–-------–---–ი, გ------- კ---–-------–---–ი და ნ---- კ---–-------–---–ი (იხ. ტ.1, ს.ფ. 57; 264-268).
2000 წლის 08 სექტემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობით, გ------ კ---–-------–---–ის მემკვიდრედ ცნობილი იქნა შვილი დ----- კ---–-------–---–ი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 58);
გ------ კ---–-------–---–ის დანაშთ სამკვიდრო ქონებას წარმოადგენს უძრავი ქონების მდებარე - კასპის რაიონი, ს----–---- ქუჩა N--, ½ ნაწილი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 79-81);
4.3. 2013 წლის 08 სექტემბერს გარდაცვლილი დ----- კ---–-------–---–ის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეები არიან - მეუღლე თ------- კ---–-------–---–ი, შვილები: გ------ კ---–-------–---–ი, გ------- კ---–-------–---–ი და ნ---- კ---–-------–---–ი, დედა - ც---–- ხ--------ი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 52; 71; 260)
2014 წლის 28 მაისს თ------- კ---–-------–---–ის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვითაც, თ------- კ---–-------–---–მა, როგორც დ----- კ---–-------–---–ის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ - მეუღლემ, საკუთრებაში მიიღო მამკვიდრებლის კუთვნილი წილი უძრავი ქონებიდან, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, გ------- ბ--–------–-ს ქუჩა N3-, ბინა N--, ს/კ 0----------------------;
2014 წლის 28 მაისის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, უძრავი ქონების (მდებარე ქ. თბილისი, გ------- ბ--–------–-ს ქუჩა N3-, ბინა N--, ს/კ 0----------------------) დარეგისტრირდა თ------- კ---–-------–---–ის საკუთრების უფლება (იხ. ტ.1, ს.ფ. 7-8; 256-258; 270-271)
2015 წლის 22 სექტემბერს თ------- კ---–-------–---–ის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვითაც, თ------- კ---–-------–---–მა, როგორც დ----- კ---–-------–---–ის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ - მეუღლემ, მიიღო სამკვიდრო ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი) და მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობა. ასევე, დ----- კ---–-------–---–ის სამკვიდროში შემავალი მისი გარდაცვლილი მამის გ------ კ---–-------–---–ის (გარდაცვალების თარიღი 12.12.1997 წელს) დანაშთი ქონება, კერძოდ, ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი) და მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობა;
22.09.2015 წელს გაცემული დამატებითი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, უძრავი ქონების, მდებარე ქალაქი კასპი, გ------- ს------- N-- (ს/კ N6-----------), 1/2 ნაწილი საკუთრების უფლებით აღირიცხა თ------- კ---–-------–---–ის სახელზე (იხ. ტ.1, ს.ფ. 5-6; 272-274)
4.4. 2017 წლის 13 ივლისს დადგენილებით ქ------- ხ--------ს და ნ-----–--------ას უარი ეთქვათ სამკვიდრო მოწმობის ნოტარიული წესით დადასტურებასა და გაცემაზე აწ გარდაცვლილი მამის გ------ კ---–-------–---–ის დანაშთ ქონებაზე, ვინაიდან ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 22 სექტემბერს უკვე გაცემული იყო სამკვიდრო მოწმობა (იხ. ტომი 1, ს. ფ. 94-95).
4.5. მოსარჩელეები სადავოდ ხდიან გ------ კ---–-------–---–ის სამკვიდროს მიღების შესახებ ფაქტობრივ გარემოებას და მიუთითებენ, რომ ისინი ფაქტობრივი ფლობით დაეუფლენ მამის - გ------ კ---–-------–---–ის სამკვიდროს. მითითებული სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების მიზნით, აპელანტები მიუთითებენ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში, რომლის მიხედვითაც, მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული კატეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებლი ეფუძნება.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებების შესწავლის შედეგად დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებმა ვერ დაადასტურეს ფაქტობრივი გარემოება, მამის - გ------ კ---–-------–---–ის სამკვიდროს, ფაქტობრივი ფლობით მიღების შესახებ. კერძოდ, მოსარჩელის მხარეზე დაკითხულმა მოწმეებმა: ლ------------–---–მა (მამკვიდრებლის და), მართალია მიუთითა მოსარჩელეთა მიერ გარკვეული ნივთების წაღების შესახებ, თუმცა მისივე განმარტებით, ეს ნივთხები მოსარჩელეებმა მამკვიდრებლის სიცოცხლეშივე წაიღეს (თბილისის საქალაქო სასამართლოს 07.06.2018წ. სხდომის ოქმი, 17.01.59სთ; 17.05.27სთ; 17.08.05სთ; 17.25.3-სთ). ქ------- ც----------- მიუთითებს (ნატალია ქაჯაიას ბავშვობის მეგობარი), მოძრავი ნივთების - „თასის“, „ავტომანქანის“ დაუფლებაზე, რომელიც მისი განმარტებით ჩამოტანილი ჰქონდა მოსარჩელეს კასპიდან, თუცმა აღსანიშნავია, რომ მოწმე სარწმუნოდ და ვერ უთითებს დროის პერიოდზე, მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან რა პერიოდში მოხდა ნივთების დაუფლება (თბილისის საქალაქო სასამართლოს 07.06.2018წ. სხდომის ოქმი). რაც შეეხება ლ---–-------- ჩვენებას (მამკვიდრებლის ნათლული), მისი განმარტებით, სადავო სახლის - ჭიშკრის გასაღები ეკიდა გარეთ.., მოსარჩელეებმა მოძრავი ნივთები წამოიღეს მაშინ როდესაც მამკვიდრებელი ახალი გარდაცვლილი იყო, მოწმემ აღნიშნული პერიოდი დაუკვაშვირა ნაახალწლევს, იანვრის თვეს, მისი განმარტებით იყო გარდაცვლილის დაბადების დღე და გასულები იყვნენ საფლავზე, რის შემდეგაც მამამისი დაეხმარათ გარკვეული ნივთების მანქანაში ჩალაგების პროცესში. მოწმე უთითებს ავტომანგანის მოდელზე, რომელიც მისი განმარტებით ხელში ეჭირა ნ-----–--------ა შვილს. (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 21.06.2018წ. სხდომის ოქმი 15.54.სთ.). ამასთან, ახსანიშნავია, რომ მოწმე ლ------------–---–ის ჩვენების მიხედვით, ძმის გარდაცვალების შემდგომ ავტომანგანის მოდელი მას ჰქონდა შენახული რამოდენიმე წელი, რომელიც მან გადასცა მოსარჩელეებს მამამისის სახსოვრად (თბილისის საქალაქო სასამართლოს 07.06.2018წ. სხდომის ოქმი 17.09.36 სთ). ამდენად, მოწმეები იძლევიან ურთიერთსაწინაარმდეგო ჩვენებას, რაც ბუნებრივია მითითებული ფაქტის არსებობიდან დროის ხანგრძლივი ინტერვალის გასვლის გამო. ამდენად, სააპელაციო პალატის შეფასებით, ზემოაღნიშნული მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე მოწმედ დაკითხული პირების ჩვენებები მათი არადამაჯერებელი შინაარსის გათვალისწინებით ვერ გახდება სადავო ფაქტობრივი გარემოების დადასტურებულად მიჩნევის საფუძველი. გარდა ამისა მოპასუხეთა შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხულ მოწმეებს, ასევე არ მიუთითებიათ ისეთი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, რომლებიც მოსარჩელეთა მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლების გზით მიღებას დაადასტურებდა ((იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 07.06.2018წ. და 06.07.2018წ. სხდომის ოქმები)
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით მხარეთა შორის დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან გარემოებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხთან დაკავშირებით სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, მასზედ, რომ მოსარჩელეები ნ-----–--------ა და ქ------- ხ--------ი ფაქტობრივი ფლობით არ დაუფლებიან მამის – გ------ კ---–-------–---–ის სამკვიდრო ქონებას.
4. სამართლებრივი დასაბუთება
4.6. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასებები გააკეთა საქმისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით და სწორად შეაფასა მხარეთა შორის არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მხარეთა უფლება-მოვალეობები, რის შედეგადაც სასამართლო მივიდა სწორ გადაწყვეტილებამდე.
4.2.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე, ხოლო 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.
ამავე კოდექსის 1336-ე მუხლის მიხედვით, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). მეორე რიგში – გარდაცვლილის დები და ძმები. მამკვიდრებლის დისწულები და ძმისწულები და მათი შვილები კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ იყო მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე იქნებოდა. ისინი თანასწორად იღებენ სამკვიდროს იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობლებს ერგებოდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. ამავე კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამ მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ გ------ კ---–-------–---–ი გარდაიცვალა 1997 წლის 12 დეკემბერს. 2000 წლის 08 სექტემბერს დ----- კ---–-------–---–ის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, სადაც მითითებულია, რომ მამკვიდრებელ გ------ კ---–-------–---–ის მემკვიდრედ ცნობილია შვილი დ----- კ---–-------–---–ი. სამკვიდრო მოწმობა გაიცა სამკვიდრო მასაში შემავალ ავტომანქანა ,,გაზ 24“-ზე (გამოშვებული 1980 წელს, სახელმწიფო ნომერი - A-----, ძარა 6-----).
დ----- კ---–-------–---–ი გარდაიცვალა 2013 წლის 08 სექტემბერს.
2014 წლის 28 მაისს თ------- კ---–-------–---–ის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვითაც, თ------- კ---–-------–---–მა, როგორც დ----- კ---–-------–---–ი პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ - მეუღლემ, საკუთრებაში მიიღო მამკვიდრებლის კუთვნილი წილი უძრავი ქონებიდან, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, გ------- ბ--–------–-ს ქუჩა N3-, ბინა N--, სამკვიდროს გახსნამდე, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ირიცხებოდა დ----- კ---–-------–---–ის და თ------- კ---–-------–---–ის თანასაკუთრების უფლება. ხოლო 28.05.2014 წელს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, უძრავი ქონების დანარჩენ ნაწილზეც დარეგისტრირდა თ------- კ---–-------–---–ის საკუთრების უფლება.
2015 წლის 22 სექტემბერს გაიცა დამატებითი სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვითაც, თ------- კ---–-------–---–მა, როგორც დ----- კ---–-------–---–ის პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ - მეუღლემ, მიიღო სამკვიდრო ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი) და მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობა. ასევე, დ----- კ---–-------–---–ის სამკვიდროში შემავალი მისი გარდაცვლილი მამის გ------ კ---–-------–---–ის დანაშთი ქონება (სამკვიდრო აქტივები და პასივები) 22.09.2015 წელს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, უძრავი ქონების, მდებარე ქალაქი კასპი, გ------- ს------- N-- (ს/კ N6-----------), ½ ნაწილი საკუთრების უფლებით აღირიცხა თ------- კ---–-------–---–ის სახელზე, ხოლო ½ ნაწილზე კი რეგისტრირებულია გარდაცვლილი გ------ კ---–-------–---–ის დის ლ------------–---–ის საკუთრების უფლება.
რაც შეეხება, მოსარჩელეებს დადგენილია, რომ ნ-----–--------ას და ქ------- ხ--------ს მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან კანონით დადგენილ 6 თვის ვადაში კუთვნილ წილზე სამკვიდრო მოწმობის მიღების მოთხოვნით ნოტარიუსისათვის არ მიუმართავთ, ხოლო სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით მიღების ფაქტი, მოპასუხეებმა ვერ დაადასტურეს, რის გამოც სწორად ეთქვათ უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
საბოლოოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა მიდის იმ დასკვნამდე, რომ აპელანტებმა ვერ უზრუნველყვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ შესაბამისი, მტკიცებულებებით გამყარებული დასაბუთებული პრეტენზიის წარმოდგენა. ის დასაბუთება, რაც აპელანტებმა შეთავაზეს სასამართლოს არ იძლევა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებისათვის საკმარის საფუძველს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო საჩივრების დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ-----–--------ას და ქ------- ხ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა);
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ლევან გვარამია
მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი
გელა ქირია