განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 180100118002790035
საქმე №1 ბ/976-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 ივნისი, 2019 წ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ვ------- მრელაშვილმა
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ------ პ----–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
დ----- ა---–--–ის მიმართ, დაბადებული 1----–-–---------------, პირადი №3----------, საქართველოს მოქალაქე, დასაოჯახებელი, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლევი, მცხოვრები: მ–------------------------–---------------, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის განაჩენით დ----- ა---–--–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ და დ----- ა---–--–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ----- ა---–--–მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით.
ასევე მან ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 09:00 საათზე, მ–---------------–- მდებარე რესტორანი „ს--–------“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ზ-------–-----------------ს საავტომობილო გზის გვერდულზე, მ------ მ---------ემ და დ----- ა---–--–მა განიზრახეს რა ბ---- ე-----–---–-სთვის მიეყენებინათ ჯანმრთელობის დაზიანება, თუმცა არ გაითვალისწინეს მოსალოდნელი შედეგი - სიკვდილი და ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სხეულის სხვადასხვა ნაწილებში ფეხისა და ხელის დარტყმით მიაყენეს მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ბ---- ე-----–---–ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით.
2018 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 09:00 საათზე, მ–---------------–- მდებარე რესტორანი „ს--–------“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ზ-------–-----------------ს საავტომობილო გზის გვერდულზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დ----- ა---–--–მა, მ------ მ---------ემ და მისმა შვილებმა გ------- მ---------ემ, ზ-----ი მ---------ემ და დ----- მ---------ემ ხელისა და ფეხის სხეულის სხვადასხვა ნაწილებში დარტყმით, ჯგუფურად ცემეს ვ-------ი შ---------ი, რომელმაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ----- ა---–--–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ------ პ----–---–მა და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით. საჩივრის თანახმად დ----- ა---–--–ი აღიარებს და ინანიებს დანაშაულის ჩადენას, ხასიათდება დადებითად, დაპატიმრებამდე მუშაობდა, ბრალი ედება ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენაში. ამ გარემოებებზე მითითებით დამცველი აღნიშნავს, რომ დანიშნული სასჯელი მკაცრია და უნდა შემცირდეს.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ დ----- ა---–--–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ------ პ----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ დ----- ა---–--–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი. მნიშვნელოვანია, რომ საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც მხარეები ხდიან სადავოდ.
ამდენად საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების, კერძოდ: დ----- ა---–--–ის აღიარებითი ჩვენების; მოწმეების: ა-–---- ე-----–---–-ს, მა---------–---------------–---–-------------------------–--–---- ჩვენებების; შ------ა მ---------ის, ვ------- შ---------ის, გ------- მ---------ის, ზ-----ი მ---------ის, დ----- მ---------ის, ნ-------------------------------–---------------–--------–---–---------------------, გ------- დ------–-–---–----------------–-–---–----------------------------------–-–---–-- გამოკითხვის ოქმების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის, რესტორან ,,ს--–---------“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერის, ასევე შეტყობინებების, შემთხვევის ადგილზე ნანახი ბ---- ე-----–---–-ს გვამის, ავტომანქანის დათვალიერების ოქმის, დ----- ა---–--–ის ამოცნობის ოქმის, ნიმუშის აღების ოქმების, ამოღების ოქმების, ამოცნობის ოქმების, შპს ,,მაგთიკომიდან“, ,,ჯეოსელიდან“ და ,,მობიტელიდან“ გამოთხოვილი ინფორმაციის, სამედიცინო ბარათების, სახლის ჩხრეკის ოქმების, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების, ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნების და საქმეში არსებულ სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის შეფასების შემდეგ სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ----- ა---–--–მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით და ასევე ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ დ----- ა---–--–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ------ პ----–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულისთვის სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, აღნიშნულს პალატა ვერ გაიზიარებს.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
სასჯელის ადეკვატურობის და პერსონალურობის კონტექსტში, განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს ყურადღების გარეშე ვერ დარჩება ბრალდებულის პიროვნება, კერძოდ მისი არაერთი ნასამართლობა, კერძოდ:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ----- ა---–--–ი ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 19 თებერვლის განაჩენით ის ცნობილია დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისიდან მოქმედი რედაქციით) 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ი“ და ,,ლ“ ქვეპუნქტებით 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დ----- ა---–--–ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 17 (ჩვიდმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებით - 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივნისის განაჩენით - ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველზე დ----- ა---–--–ს არაერთხელ შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდელი დარჩა 11 (თერთმეტი) წლით და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2006 წლის 2 მარტიდან.
აღნიშნული შეღავათებიც ვერ აღმოჩნდა შემაკავებელი. ჯერ კიდევ ამ სასჯელის მოხდამდე და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნისას, დ----- ა---–--–მა კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული. 2014 წლის 19 აგვისტოს განაჩენით ის ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782 მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნულს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ მოსახდელი დარჩა 3 (სამი) წელი, 3 (სამი) თვე და 13 (ცამეტი) დღე.
დ----- ა---–--–მა ხსენებული სასჯელი მოიხადა 2017 წლის 1 დეკემბერს. შესაბამისად, განსახილველი დანაშაულის ჩადენისას ის ნასამართლევი იყო არაერთი განზრახი დანაშაულისათვის, მათ შორის ისეთი ქმედებებისათვის, როგორიცაა განზრახ მკვლელობა და განზრახი დანაშაულის ჩადენა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ბრალდებულის პიროვნების შეფასებისას, სასამართლოს ყურადღების გარეშე ვერ დარჩება ის გარემოებაც, რომ იყო რა ნასამართლევი ზემოთაღწერილი დანაშაულებისათვის დ----- ა---–--–მა ახალი განზრახი, ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, მიმართული ორი პირის მიმართ, ჩაიდინა სასჯელის მოხდიდან საკმაოდ მოკლე დროში, დაახლოებით 8-9 თვეში. ამავდროულად ის მისი ნებით და ფაქტიურად თავისივე ინიციატივით ჩაება კონფლიქტში, რომელიც მას საერთოდ არ ეხებოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნული დ----- ა---–--–ს ახასიათებს როგორც პიროვნებას, რომლის მიმართაც როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ისე ამავე კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასჯელის ერთადერთი ეფექტური სახე იქნება პატიმრობა.
პატიმრობის ვადასთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა დანაშაულის რეციდივი. საქართველოს სსკ-ის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. როგორც აღინიშნა დ----- ა---–--–ი ნასამართლევია განზრახი დანაშაულის, მათ შორის საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ი“ და ,,ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. ასეთმა პირმა კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. შესაბამისად, დ----- ა---–--–ს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და იმის გათვალისწინებით, რომ მის მიმართ სასჯელის სახედ პატიმრობის დანიშვნა გარდაუვალი იყო, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლიწ 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ფაქტიურად დანიშნული აქვს სასჯელის მინიმალური ვადა.
საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება განეკუთვნება გაუფრთხილებელ დანაშაულთა კატეგორიას. შესაბამისად ამ ნაწილში დანაშაულის რეციდივი არ არსებობს. მიუხედავად ამისა, ამ ნორმით დადგენილი სანქციის ზომის გათვალისწინებით, ამ ნაწილში დანიშნული სასჯელიც ადეკვატურია.
ამავდროულად, პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებასაც, რომ დ----- ა---–--–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის დროს დანაშაულთა ერთობლიობისას სასამართლომ გამოიყენა სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპი.
ამრიგად, სასჯელის დანიშვნის დროს პალატა ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას. მათ შორის პალატა ითვალისწინებს დ----- ა---–--–ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ იმას, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და ბრალი ედება ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენაში. ასევე - პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას, რომ არის ნასამართლევი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დ----- ა---–--–ს განესაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატა სრულიად ეთანხმება. ამავდროულად პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას - გამოყენებული სასჯელის სიმკაცრესთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ დ----- ა---–--–ს განესაზღვრა ადეკვატური, სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის განაჩენი დ----- ა---–--–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებული დ----- ა---–--–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მ------ პ----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის განაჩენი დ----- ა---–--–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
დ----- ა---–--–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბოს ნაწილობრივ და საბოლოოდ დ----- ა---–--–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
დ----- ა---–--–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2018 წლის 23 აგვისტოდან.
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ დ----- ა---–--–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულება:
ანაწმენდის ნიმუშები, მიკრონაწილაკები, მოწითალო ფერის ლაქები, წითელი და მწვანე ნაჭრები, ქსოვილის ამონაჭერი, 1 ცალი გუბკა, ფრჩხილის, სისხლის, ნერწყვის, თმის ნიმუშები, ხის ჯოხი, ხელის ანაბეჭდის ნიმუშები, დაქტილოფირები, ბასრ პირიანი საგანი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ განადგურდეს.
დ----- ა---–--–ის ,,ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, 8 ლარი, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს დ----- ა---–--–ის ოჯახის სრულწლოვან წევრს.
მ------ მ---------ის შარვალი, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს მ------ მ---------ის ოჯახის სრულწლოვან წევრს.
ვ------- შ---------ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ზ----- მ---------ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, გ------- მ---------ის ტანსაცმელი და მობილური ტელეფონი სიმ ბარათით, დ----- მ---------ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ,,მაზდას“ მარკის ავტომობილიდან ამოღებული ტანსაცმელი, ,,მერსედესის“ მარკის ავტომობილიდან ამოღებული მაისური, ავტომობილები ,,მერსედესი“ და ,,მაზდა“ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს.
ბ---- ე-----–---–-ს პირადი ნივთები და ტანსაცმელი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს.
3 (სამი) ცალი CD დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვ------- მრელაშვილი