განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN 330100118002470767
საქმე №1/ბ 79-19
g ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 ივნისი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: კახაბერ მაჭავარიანი
მოსამართლეები: ლევან თევზაძე
მანუჩარ კაპანაძე
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორების:და----------------------–-–--–----------ს
ადვოკატების: კა-------–--------–-------------–--------ს
მსჯავრდებულების: ნი----–-----–---ს და თა-------------–---–-ს
მონაწილეობით,მსჯავრდებულ თა-------------–---–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის კა-------–--------–-ს, მსჯავრდებულ ნი----–-----–---ს, ასევე საქართველოს გ-------–----- პროკურატურის პროკურორის ლა–--–----------ს სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე : ნი--------------------–-----–---ს მიმართ, დაბადებული 1-------–-–--------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------- ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–-----------------------–-----------------------------------------ში; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით;
თა-----------------------–---–-ს მიმართ, დაბადებული 1----–-–----------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------- ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული: ქ------–------–-------------------–----------------–----------------------ში, დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–--–---------–--------------------------ში; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 დეკემბრის განაჩენით, თა-------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი)წლის ვადით.
თა-------------–---–ს, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 6(ექვსი)თვის ვადით.
მსჯავრდებულ თა-------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 12 მარტიდან.
ნი----–-----–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წლის ვადით.
ნი----–-----–---ს, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 6 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ნი----–-----–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 12 მარტიდან.
თა-------------–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როცა ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ გამგებლობაში, ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ნი----–-----–---ს - მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში დახმარება, როცა ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ გამგებლობაში, ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით.
თა-------------–---–-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2009 წლიდან, თა--------------–---–ს ეკავა საქართველოს თ-----–--- სამინისტროს გ-------–----- შტაბის სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთის ს------–----------------------–- ბრიგადის ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის უფროსის თანამდებობა და საქართველოს თ-----–--- სამინისტროს გ-------–----- შტაბის სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთის სარდლობის სარდლის ბრძანებით დამტკიცებული ფუნქციების სიის მიხედვით, მის ძირითად სამსახურებრივ მოვალეობას წარმოადგენდა I---------------–------------ ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის ხელმძღვანელობა, ბრიგადისთვის განკუთვნილი სახსრების კანონიერი განკარგვის, ბრიგადის შემადგენლობაში შემავალი სამხედრო მოსამსახურეების და სამოქალაქო პირების შრომითი ანაზღაურების გაცემის და შესყიდვებისთვის გამიზნული გადარიცხვების უზრუნველყოფა.
2016 წლის თებერვლიდან, თა-------------–---–მა განიზრახა, საკუთარი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და მეგობარ ნი-----–-----–---ს დახმარებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიეთვისებინა მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული, თ-----–--- სამინისტროსთვის გამოყოფილი, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი სახსრები.
აღნიშნული თანხების მითვისების მიზნით, თა-------------–---–-, 2016 წლის თებერვლიდან- 2018 წლის თებერვლის ჩათვლით, I---------------–- ბრიგადიდან, საქართველოს თ-----–--- სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტში წარადგენდა სახელფასო გაანგარიშების ამსახველ, თანამშრომელთა სახელფასო უწყისებს, სადაც გასაცემს დაქვემდებარებულ პირებად მითითებული იყვნენ ბრიგადის ის სამხედრო მოსამსახურეებიც, რომლებსაც უკვე დატოვებული ჰქონდათ თ-----–--- სამინისტროს რიგები და არ ექვემდებარებოდნენ შრომით ანაზღაურებას, ხოლო მიმღებ პირთა ანგარიშებად კი მითითებული ჰქონდა მეგობრის - ნ--------–-----–---ს საბანკო ანგარიშის ნომრები.
მითითებული სქემის შესაბამისად, თა-------------–---–-ს მეგობრის - ნი----–-----–---ს კუთვნილ, სს ,,ს----------–---------–-“, სს ,,ვ------------------------–ი“, სს ,,ტ--------–-“, სს ,,-–-------------–-“, სს ,,თ-----------ა“ და ყოფილ სს ,,ბ-------------–---ში“ არსებულ საბანკო ანგარიშებზე, 2016 წლის 24 თებერვლიდან - 2018 წლის 21 თებერვლის ჩათვლით დროის პერიოდში, 115 ყოფილი სამხედრო პირის სახელზე, სამსახურებრივი სარგოს, წოდებრივი სარგოს, დანამატის, სოციალური დახმარების და კომპენსაციის სახით, საერთო ჯამში, თა-------------–---–-ს მიერ მიწოდებული მონაცემების საფუძველზე, ,,ერთ. ანგ. თ-----–--- სამინისტროდან“ ჩარიცხულ იქნა 200 703,53 ლარი, მათ შორის: სს „,ვ----------------------–-“ არსებულ №G------------------------- საბანკო ანგარიშზე, 21.06.2017-21.02.2018 წლებში, საერთო ჯამში ჩარიცხულ იქნა 20 116,28 ლარი; სს ,,-–-------------–- არსებულ №G---------------------------- საბანკო ანგარიშზე, 21.09.2016-22.11.2016 წლებში, საერთო ჯამში 12 123,08 ლარი; სს ,,-–-------------–-“ არსებულ №G--------------------- (GEL)საბანკო ანგარიშზე, 09.12.2016-21.02.2018 წლებში, საერთო ჯამში 52.659,09 ლარი; სს,,ტ--------–-“ არსებულ №G------------------------- საბანკო ანგარიშზე, 21.06.2017-20.10.2017 წლებში, საერთო ჯამში - 13 352,56 ლარი; სს ,,ს----------–-----------–-“ არსებულ №G------------------------ საბანკო ანგარიშზე, 24.02.2016-21.02.2018 წლებში, საერთო ჯამში - 54 623,56 ლარი; სს ,,თ------------–-“ არსებულ №G------------------------- საბანკო ანგარიშზე, 24.02.2016-23.01.2018 წლებში, საერთო ჯამში - 17 349,80 ლარი; სს ,,თ----------–ი“ არსებულ №G------------------------- საბანკო ანგარიშზე, 22.08.2016-22.11.2016 წლებში, საერთო ჯამში 8 346,64 ლარი, ხოლო სს ,,თ-----------–ი“ არსებულ №G------------------------- საბანკო ანგარიშზე (ყოფილი სს ,,ბ-----------------–---“), 21.03.2016-21.12.2016 წლებში, საერთო ჯამში - 22 132,52 ლარი.
ნი----–-----–---ს კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხების განაღდება თა-------------–---–მა და ნი----–-----–---მ განახორციელეს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლივად.
გაწეული დახმარებისთვის თა--------------–---–ი ნი-----–-----–---ს მითვისებული თანხებიდან ყოველთვიურად უხდიდა თანხას 300-400 ლარის ოდენობით.
გარდა ამისა, ანალოგიური სქემის შესაბამისად, თა--------------–---–ის მიერ, ზუ-----–--–----------------------------–---–-ს კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე, 2017 წლის 23 იანვრიდან - იმავე წლის 21 მარტის ჩათვლით პერიოდში, ოთხი ყოფილი სამხედრო პირის სახელზე, ,,ერთ. ანგ. თ-----–--- სამინისტროდან“ ჩარიცხულ იქნა 5 505,28 ლარი, მათ შორის: სს „სა---------–--------ში“, ზუ-----–--–-----ს სახელზე არსებულ, NG--------------------- საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულ იქნა 2 699,20 ლარი, ხოლო სს „თ-----------–ი“, ზუ--------------–---–-ს სახელზე არსებულ NG--------------------- საბანკო ანგარიშზე - 2 806,08 ლარი.
თა-------------–---–-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, სახელმწიფოს მიადგა 206 208,81 ლარის დიდი ოდენობით ზიანი.
ნი----–-----–---ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2009 წლიდან, თა--------------–---–ს ეკავა საქართველოს თ-----–--- სამინისტროს გ-------–----- შტაბის სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთის ს------–----------------------–- ბრიგადის ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის უფროსის თანამდებობა და საქართველოს თ-----–--- სამინისტროს გ-------–----- შტაბის სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთის სარდლობის სარდლის ბრძანებით დამტკიცებული ფუნქციების სიის მიხედვით, მის ძირითად სამსახურებრივ მოვალეობას წარმოადგენდა I---------------–------------ ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის ხელმძღვანელობა, ბრიგადისთვის განკუთვნილი სახსრების კანონიერი განკარგვის, ბრიგადის შემადგენლობაში შემავალი სამხედრო მოსამსახურეების და სამოქალაქო პირების შრომითი ანაზღაურების გაცემის და შესყიდვებისთვის გამიზნული გადარიცხვების უზრუნველყოფა.
2016 წლის თებერვლიდან, თა-------------–---–მა განიზრახა, საკუთარი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და მეგობარ ნი-----–-----–---ს დახმარებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიეთვისებინა მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული, თ-----–--- სამინისტროსთვის გამოყოფილი, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი სახსრები.
აღნიშნული თანხების მითვისების მიზნით, თა-------------–---–-, 2016 წლის თებერვლიდან
- 2018 წლის თებერვლის ჩათვლით, I---------------–- ბრიგადიდან, საქართველოს თ-----–--- სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტში წარადგენდა სახელფასო გაანგარიშების ამსახველ, თანამშრომელთა სახელფასო უწყისებს, სადაც გასაცემს დაქვემდებარებულ პირებად მითითებული იყვნენ ბრიგადის ის სამხედრო მოსამსახურეებიც, რომლებსაც უკვე დატოვებული ჰქონდათ თ-----–--- სამინისტროს რიგები და არ ექვემდებარებოდნენ შრომით ანაზღაურებას, ხოლო მიმღებ პირთა ანგარიშებად კი მითითებული ჰქონდა მეგობრის - ნი-----–-----–---ს საბანკო ანგარიშის ნომრები.
მითითებული სქემის შესაბამისად, თა-------------–---–-ს მეგობრის - ნი----–-----–---ს კუთვნილ, სს ,,ს----------–---------–-“, სს ,,ვ------------------------–ი“, სს ,,ტ--------–-“, სს ,,-–-------------–-“, სს ,,თ-----------ა“ და ყოფილ სს ,,ბ-------------–---ში“ არსებულ საბანკო ანგარიშებზე, 2016 წლის 24 თებერვლიდან - 2018 წლის 21 თებერვლის ჩათვლით დროის პერიოდში, 115 ყოფილი სამხედრო პირის სახელზე, სამსახურებრივი სარგოს, წოდებრივი სარგოს, დანამატის, სოციალური დახმარების და კომპენსაციის სახით, საერთო ჯამში, თა-------------–---–-ს მიერ მიწოდებული მონაცემების საფუძველზე, ,,ერთ. ანგ. თ-----–--- სამინისტროდან“ ჩარიცხული იქნა 200 703.53 ლარი, მათ შორის: სს ,,ვ----------------------–-“ არსებულ №G------------------------- საბანკო ანგარიშზე, 21.06.2017-21.02.2018 წლებში, საერთო ჯამში ჩარიცხულ იქნა 20 116,28 ლარი; სს ,,ლიბერთი ბანკში“ არსებულ №G---------------------------- საბანკო ანგარიშზე, 21.09.2016-22.11.2016 წლებში, საერთო ჯამში 12 123,08 ლარი; სს ,,-–-------------–-“არსებულ №G--------------------- (GEL) საბანკო ანგარიშზე, 09.12.2016-21.02.2018 წლებში, საერთო ჯამში - 52 659,09 ლარი; სს ,,ტ--------–-“ არსებულ №G------------------------- საბანკო ანგარიშზე, 21.06.2017-20.10.2017 წლებში, საერთო ჯამში - 13 352,56 ლარი; სს ,,ს----------–-----------–-“ არსებულ№G------------------------ საბანკო ანგარიშზე, 24.02.2016-21.02.2018 წლებში, საერთო ჯამში - 4 623,56 ლარი; სს ,,თ----------–ი“ არსებულ №G------------------------- საბანკო ანგარიშზე, 24.02.2016-23.01.2018 წლებში, საერთო ჯამში - 17 349,80 ლარი; სს ,,თ----------–ი“ არსებულ №G------------------------- საბანკო ანგარიშზე, 22.08.2016-22.11.2016 წლებში, საერთო ჯამში 8 346,64 ლარი, ხოლო სს ,,თ------------–-“ არსებულ №G------------------------- საბანკო ანგარიშზე (ყოფილი სს ,,ბ--------------–---“), 21.03.2016-21.12.2016 წლებში, საერთო ჯამში - 22 132,52 ლარი.
ნი----–-----–---ს კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხების განაღდება თა-------------–---–მა და ნი----–-----–---მ განახორციელეს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლივად.
თა--------------–---–ი გაწეული დახმარებისთვის ნი-----–-----–---ს მითვისებული თანხებიდან ყოველთვიურად უხდიდა თანხას 300-400 ლარის ოდენობით.
თა-------------–---–-ს მიერ, ნი----–-----–---ს დახმარებით ჩადენილი ქმედების შედეგად, სახელმწიფოს მიადგა 200 703.53 ლარის დიდი ოდენობით ზიანი.
2019 წლის 18 ივნისს, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, საქართველოს გ-------–----- პროკურატურის პროკურორმა ლა–--–----------მ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, მსჯავრდებულებთან: თა-------------–---–-სა და ნი----–-----–---ს მიერ ბრალის აღიარებისა და სასჯელზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების და მათ მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. კერძოდ, პროკურორმა იშუამდგომლა, რომ თა-------------–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი 2(ორი)წელი და 6(ექვსი)თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 4(ოთხი)წელი და 6(ექვსი)თვე ჩაეთვალოს პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 4(ოთხი)წელი და 6(ექვსი)თვე.
საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, თა-------------–---–ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარი;
მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 2(ორი) წლის ვადით.
ნი----–-----–--- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 2 (ორი) წელი და 6(ექვსი)თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 3(სამი)წელი და 6(ექვსი)თვე, ჩაეთვალოს პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3(სამი)წელი და 6(ექვსი)თვე.
საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, ნი----–-----–---ს, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარი;
მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 6(ექვსი)თვის ვადით.
საპროცესო შეთანხმების პირობებს მხარი დაუჭირეს მსჯავრდებულებმა თა-------------–---–მა და ნი----–-----–---მ, ასევე მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ი-----–-----------------------–--------–---
სააპელაციო პალატამ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მოუსმინა მხარეებს, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება მხარეთა შორის დადებულია ნებაყოფლობით, ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან სხვა რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, რომ მსჯავრდებულებს: თა-------------–---–ს და ნი----–-----–---ს ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეღოთ კვალიფიციური იურიდიული დახმარება, ისინი სრულად აცნობიერებენ და აღიარებენ იმ დანაშაულს, რომლის ჩადენაშიც მათ ედებათ ბრალი და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომელსაც ისინი ეთანხმებიან. მსჯავრდებულებისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების და სასჯელზე შეთანხმების შესახებ. ისინი აცნობიერებენ, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მათ წინააღმდეგ გამოყენებული იქნას ინფორმაცია, რომელსაც ისინი მიაწვდიან სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. მსჯავრდებულები ეთანხმებიან ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, სრულად ცნობენ თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აღიარებენ დანაშაულს, შეთანხმების ყველა პირობა ასახულია წერილობით საპროცესო შეთანხმებაში. ამასთან, მსჯავრდებულებს განემარტათ, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებთ მათ სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულების თა-------------–---–-ს და ნი----–-----–---ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა მათი აღიარებისა, დადასტურებულია პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურიდან გადმოგზავნილი მასალებით, საქართველოს მოქმედი საბანკო დაწესებულებებიდან გამოთხოვილი დოკუმენტაციით, შემავალ-გამავალი სატელეფონო ზარების დეტალური ინფორმაციით; ფარული საგამოძიებო მოქმედებების - ,,სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის“ და ,,ფარული ვიდეოჩაწერის, აუდიოჩაწერის და ფოტოგადაღების“ შედეგად მოპოვებული ინფორმაციით; ფოტოსურათებისა და ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმებით; ჩხრეკის შედეგად ამოღებული დოკუმენტაციით და ნივთიერი მასალებით; საქართველოს თ-----–--- სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციით; საქართველოს თ-----–--- სამინისტროს გ-------–----- შტაბის სახმელეთო ჯარების ა---------–-------------–------------------------–- ბრიგადიდან გამოთხოვილი ინფორმაციით; საქმეზე დართული ელექტრონული ინფორმაციის, წერილობითი დოკუმენტაციისა და ნივთიერი მასალების დათვალიერების შედეგად მოპოვებული ინფორმაციით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 209-212-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც, საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ პროკურორს და მსჯავრდებულებს: თა-------------–---–სა და ნი----–-----–---ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს და ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 209-213-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. პროკურორ ლა–--–----------სა და მსჯავრდებულ თა-------------–---–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდეს;
2. პროკურორ ლა–--–----------სა და მსჯავრდებულ ნი----–-----–---ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდეს;
3.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება;
4. თა-------------–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი)წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი 2(ორი)წელი და 6(ექვსი)თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 4(ოთხი)წელი და 6(ექვსი)თვე ჩაეთვალოს პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 4(ოთხი)წელი და 6(ექვსი)თვე.
საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, თა-------------–---–ს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარი;
მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 2(ორი)წლის ვადით.
5.თა-------------–---–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან -2018 წლის 12 მარტიდან;
6.პირობითი მსჯავრის მოხდის განმავლობაში მსჯავრდებულ თა-------------–---–-ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
7. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ თა-------------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა- გაუქმებულია;
8.ნი----–-----–--- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 2(ორი)წელი და 6(ექვსი)თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 3(სამი)წელი და 6(ექვსი)თვე, ჩაეთვალოს პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3(სამი)წელი და 6(ექვსი) თვე.
საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, ნი----–-----–---ს, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარი;
მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 6(ექვსი)თვის ვადით.
9.ნი----–-----–---ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან -2018 წლის 12 მარტიდან;
10. პირობითი მსჯავრის მოხდის განმავლობაში მსჯავრდებულ ნი----–-----–---ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
11. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ ნი----–-----–---ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა- გაუქმებულია;
12. სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნების და ნივთების ბედი გადაწყდეს მოცემული საქმიდან გამოყოფილ, საქართველოს მთავარი პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს;
13. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
14. პალატის განაჩენის გასაჩივრება მხარეებს შეუძლიათ საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
თავმჯდომარე: კ. მაჭავარიანი
მოსამართლეები: მ. კაპანაძე
ლ. თევზაძე