განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 110100117002066210
საქმე №1/ბ-64-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 აპრილი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
სხდომის მდივნის – ლევან ტაბიძის
სახელმწიფო ბრალმდებლის _ ვ------- ნ------ის
ადვოკატის _ ნ---- ვ----–---–ის
გამართლებულის _ ი-----–- ყ------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ------- ნ------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ი-----–- ყ------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------–----------------–-, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 1----------), დაოჯახებულის, არასრული საშუალო განათლების მქონის, ნასამართლევის, მცხოვრების ქ-------------–-----------–----------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი-----–- ყ------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით ი-----–- ყ------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტითა და მესამე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 წლის და 06 თვის ვადით და ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელი. 2013 წლის 25 ოქტომბერს იგი გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პირობით ვადამდე ადრე. ი-----–- ყ-------ი ითვლებოდა რა ნასამართლევად, 2017 წლის 23 ივლისს, საღამოს საათებში, ზუსტი დრო დაუდგენელია, მივიდა ქ--–---------------–---------------------- მდებარე ყოფილი რ-----------------------ოს შენობაში მცხოვრებ თ------ კ--------ესთან, რომელსაც სესხის სახით მოსთხოვა ხუთი ლარი. თ------ კ--------ემ მას გადასცა ათ ლარიანი კუპიურა, რომლის დახურდავება და 5 ლარის უკან დაბრუნება სთხოვა. აღნიშნულზე განაწყენებულ ი-----–- ყ------ს სურდა რა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, აშკარად დაუფლებოდა თ------ კ--------ის კუთვნილ ფულად თანხას, სწრაფად გამოართვა მას ათ ლარიანი კუპიურა, რის შემდეგაც იქვე დადებული თ------ კ--------ის ხელჩანთიდან ამოიღო საფულე მასში მოთავსებული 500 ლარით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, რითაც თ------ კ--------ეს მიაყენა 510 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
ზემოაღნიშნულის გამო ი-----–- ყ------ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით.
2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენით:
ი-----–- ყ------ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ი-----–- ყ------ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
გამართლებულ ი-----–- ყ------ს განემარტა, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ:
● თ------ კ--------ისგან და ი-----–- ყ------ისგან აღებული ნერწყვის ნიმუშები, რომლებიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
● შემთხვევის ადგილის დათვალიერების და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი “CD“ დისკები, რომლებიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
● შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ზურგჩანთა, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
● მ------ რ-------სგან ამოღებული ფულადი თანხა _ სამი ცალი ოცლარიანი კუპიურა (ნომრებით - A---------; A---------; A---------) და სამი ცალი ხუთლარიანი კუპიურა (ნომრებით - C--------; C--------; C--------), რომლებიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მ------ რ-------ს.
● ი-----–- ყ------ისგან ამოღებული ერთი ხუთლარიანი კუპიურა (ნომრით C--------) და ერთი ორლარიანი მონეტა, რომლებიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს ი-----–- ყ------ს.
3.სააპელაციო საჩივრის არსი:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვ------- ნ------ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ი-----–- ყ------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
· დაზარალებულმა თ------ კევისტაძემ განმარტა, რომ როდესაც ი-----–- ყ------ი აშკარად დაეუფლა მის კუთვნილ ფულად თანხას, მან რამდენჯერმე დაიძახა მისი სახელი _ ი-----–-, რაც სრულად დადასტურდა მოწმე ლ--–- ჩ-------ის ჩვენებით. კერძოდ, ამ უკანასკნელმა განმარტა, რომ მან გაიგონა თ------ კ--------ის ხმა, რომელმაც რამდენჯერმე დაიძახა სახელი ი-----–- და ამის გამო შევიდა თ------ კ--------ის ოთახში, რა დროსაც იგი დახვდა აღელვებული და შეშინებული. აქედან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში მოწმე ლ--–- ჩ-------ის ჩვენება წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, სადაც გადმოცემულია მის მიერ ნანახი (აღელვებული და შეშინებული დაზარალებული) და გაგონილი (დაზარალებულის მიერ ბრალდებულის სახელის რამდენჯერმე დაძახება) ინფორმაცია, რაც სრულ თანხვედრაშია დანაშაულის გარემოებებთან და უტყუარად ადასტურებს ი-----–- ყ------ის ბრალეულობას. რაც შეეხება მისი ჩვენების იმ ნაწილს, რომელიც მოიცავს დაზარალებულის მიერ მისთვის მიწოდებულ ინფორმაციას მომხდარი დანაშაულის შესახებ, სასამართლომ არ შეიძლება ხელაღებით უარყოს აღნიშნული, ვინაიდან, ლ--–- ჩ-------ის მიერ მოწოდებული ინფორმაცია უტყუარად და ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომელიც ი-----–- ყ------ის ბრალეულობას ადასტურებს.
· დაზარალებულის მეზობლად მცხოვრებმა მოწმე ნ---- ო-----–--ემ, რომელიც შემთხვევის დროს სოფელში იმყოფებოდა, თ----- კ--------ის მონაყოლით გაიგო, რომ ი-----–- ყ------ს წაუღია ამ უკანასკნელის კუთვნილი 510 ლარი, ისე, რომ არაფერი უთქვამს. აპელანტის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ ლ--–- ჩ-------ე და ნ--- ო-----–--ე დანაშაულებრივი ფაქტის შემსწრეები არ არიან და მის თაობაზე მხოლოდ დაზარალებულისგან იციან, დაზარალებულ თ------ კ--------ის ჩვენების, როგორც პირდაპირი მტკიცებულების სანდოობისა და გულწრფელობის შესაფასებლად მნიშვნელოვანია ამ ჩვენებების თანმიმდევრულობა, რაც სახეზეა.
· მოწმე ზ---- ლ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ეს უკანასკნელი 2017 წლის 23 ივლისს, ღამის საათებში, ი-----–- ყ------თან ერთად იმყოფებოდა რესტორანში, სადაც თანხა ი-----–-მ გადაიხადა, რაც სახელმწიფო ბრალმდებლის აზრით, ზემოთ განხილულ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ადასტურებს ი-----–- ყ------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას, ვინაიდან, ეს გარემოება სრულად ჯდება დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების შემდეგ განვითარებულ მოვლენებში, კერძოდ, ი-----–- ყ------ს თ------ კ--------ის გაძარცვის შემდეგ გაუჩნდა რა ფულადი თანხა მოკლე დროში, მეგობარი დაპატიჟა რესტორანში და მომსახურების საფასურიც თავად გადაიხადა, მაშინ, როცა სასამართლოში გამოკვლეული არცერთი მტკიცებულებით არ არის დადასტურებული, რომ მას აქვს დამოუკიდებელი შემოსავალი.
· ი-----–- ყ------ის მეუღლის _ მ------ რ-------ს მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებით დადგინდა, რომ მას 2017 წლის 23 ივლისს, ღამის საათებში, ი-----–- ყ------მა მისცა ფულადი თანხა, რაც გაუკვირდა, თუ საიდან ჰქონდა ი-----–-ს ამდენი ფული.
· ბრალდების მხარე არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ი-----–- ყ------ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი არ არის დამოუკიდებელი ხასიათის პირდაპირი მტკიცებულება. სააპელაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ი-----–- ყ------მა მიუთითა ყოფილი რ-----------------------ოს შენობაში თ------ კ--------ის ოთახზე და განმარტა, რომ ამ ოთახიდან გაიტაცა საფულეში ჩადებული ფულადი თანხა, რის შემდეგაც მიუთითა რესტორან ”–-–----ზე”, საიდანაც ადგილის არყოფნის გამო გადავიდნენ რესტორან ”------–---–--–-”, სადაც იმყოფებოდა ზ---- ლ------ესთან ერთად; ი-----–- ყ------ს უარი არ უთქვამს საგამოძიებო საგამოძიებო ექსპერიმენტის და მასში ასახული ინფორმაციის, მათ შორის, მისი განმარტებების გამოქვეყნებაზე, რის გამოც, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ოქმი შეფასებული უნდა იქნეს ცალკე მტკიცებულებად, რაც, ასევე გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ი-----–- ყ------ის ბრალეულობას.
· საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წერილობითი მტკიცებულებების სახით წარმოდგენილია დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღების ჩატარების შესახებ და ამოღების ოქმი, რომლებშიც მითითებულია, რომ ი-----–- ყ------თან ინახებოდა თ------ კ--------ისგან გატაცებული ფულადი თანხის ნაწილი _ 1 ხუთ ლარიანი კუპიურა და 2 ერთლარიანი მონეტა. ხსენებული დოკუმენტების შინაარსი ხელმოწერით არის დადადასტურებული ი-----–- ყ------ის მიერ, თუმცა აღნიშნულზე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ი-----–- ყ------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
სააპელაციო პალატის სხდომაზე ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ვ------- ნ------ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო გამართლებულმა ი-----–- ყ------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ---- ვ----–---–მა ითხოვეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლომ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ------- ნ------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენი ი-----–- ყ------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს ი-----–- ყ------ის უდანაშაულობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ი-----–- ყ------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც მათი სანდოობისა და შესახებობის თვალსაზრისით, საკმარისი იქნებოდა დასკვნისათვის, რომ ი-----–- ყ------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული. კერძოდ:
დაზარალებულ თ------ კ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს ქ.ზესტაფონში, ყოფილი რ-----------------------ოს შენობაში. 2017 წლის 23 ივლისს იმყოფებოდა სახლში. საღამოს საათებში მასთან მივიდა ი-----–- ყ------ი, რომელიც რამდენჯერმე ჰყავდა ნანახი მის მეზობლად მცხოვრებ ნ--- ო-----–--ესთან. ი-----–-მ იკითხა ნ---, რომელიც იმ დროისათვის სოფელ ი-–--–- იყო წასული. ამის შემდეგ მან ხუთი ლარი სთხოვა. ვინაიდან, ჯიბეში ათ ლარიანი ჰქონდა, ამოიღო და მისცა ი-----–-ს, თან უთხრა, რომ ხუთი ლარი თვითონ დაეტოვებინა, ხოლო ხუთი ლარი მისთვის დაებრუნებინა, რადგან სხვა ფული არ ჰქონდა. ამ დროს ი-----–-მ აიღო მისი კუთვნილი ჩანთა, საიდანაც ამოიღო საფულე, ხოლო საფულედან _ თანხა 500 ლარის ოდენობით და წაიღო. როდესაც თანხას იღებდა, უთხრა, რომ ფულს ავადმყოფ შვილს უგროვებდა, თუმცა ი-----–-მ არ მოუსმინა და წავიდა, რის გამოც ორჯერ ხმამაღლა დაიყვირა მისი სახელი. ხმაურზე მასთან შევიდა პირველ სართულზე მცხოვრები მეზობელი ლ--–-, რომელსაც მოუყვა მომხდარის თაობაზე. ლ--–-მ ურჩია პოლიციისთვის მიემართა, რაც გააკეთა კიდეც. დაზარალებულის განმარტებით, მან ამოიცნო ი-----–- ყ------ი და, თავის მხრივ, მომხდარის თაობაზე მოუყვა ნ--- ო-----–--ეს.
მოწმე ლ--–- ჩ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს ქ.ზესტაფონში, ყოფილი რ-----------------------ოს შენობაში. 2017 წლის 23 ივლისს, საღამოს საათებში იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც გაიგონა მეზობლის – თ------ კ--------ის ხმა, რომელმაც რამდენჯერმე დაიძახა სახელი ი-----–-. ამის გამო ავიდა ზემოთ, რა დროსაც იქ არავინ დაუნახავს. როდესაც თ------სთან შევიდა ოთახში, ნახა, რომ იგი აფორიაქებული და შეშინებული იყო. ჰკითხა მას თუ რა მოხდა, რაზეც თ------მ უპასუხა, რომ ი-----–-მ სთხოვა ხუთი ლარი, მაგრამ სანამ ფულს ეძებდა, 500 ლარი წაართვა და გაიქცა. მოწმე ლ--–- ჩ-------ის განმარტებით, პირადად მას ი-----–- ყ------ი ადგილზე არ დაუნახავს და მომხდარის შესახებ დაზარალებულისგან შეიტყო.
მოწმე ნ--- ო-----–--ემ, რომელიც დაზარალებულ თ------ კ--------ის მეზობელია, აჩვენა, რომ ი-----–- ყ------ი და თ------ კ--------ე იცნობდნენ ერთმანეთს, რადგან ერთხელ ი-----–-მ წყალი აატანინა ბინაში, რა დროსაც თ------ც იქ იმყოფებოდა. 2017 წლის 23 ივლისს სოფელში იყო წასული. როდესაც შინ დაბრუნდა, თ------მ მოუყვა, რომ მასთან მისული ყოფილა ი-----–- ყ------ი, რომელსაც 5 ლარის სესხება უთხოვია და მასაც მიუცია თანხა. მერე კიდევ 5 ლარი უთხოვია და ისიც მიუცია. ამის შემდეგ ი-----–-ს ხელი დაუვლია მისი ხელჩანთისთვის, რომელშიც 500 ლარი ჰქონია, აღნიშნული თანხა უკითხავად წაუღია და ისე წასულა, რომ არაფერი არ უთქვამს. მოწმე ნ--- ო-----–--ემ ასევე განმარტა, რომ თ------ კ--------ე ალკოჰოლურ სასმელზე დამოკიდებული პირია და იმ დღესაც, როდესაც მომხდარის თაობაზე მოუყვა, არეულად საუბრობდა.
მოწმე ზ---- ლ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ი-----–- ყ------ი მისი მეგობარია. 2017 წლის 23 ივლისს, მასთან ერთად იმყოფებოდა რესტორან „------–---–--–-“, სადაც დალიეს ალკოჰოლური სასმელი და რესტორნის თანხა ი-----–- ყ------მა გადაიხადა. მისთვის არ უკითხავს თუ საიდან ჰქონდა აღნიშნული თანხა, რადგან იცის, რომ ი-----–-ს დედა და და საზღვარგარეთ იმყოფებიან, რომლებიც უგზავნიან მას ფულს.
მოწმე გ----–---–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 23 ივლისს, შესასრულებლად დაეწერა შეტყობინება, რომლის თანახმად, მოქ. თ------ კ--------ეს კონფლიქტი ჰქონდა მეზობლად მცხოვრებ ნ--- ო-----–--ესთან. გასაუბრებისას თ------ კ--------ემ განმარტა, რომ მისი მეზობლის _ ნ--- ო-----–--ის ნაცნობმა ი-----–- ყ------მა გასტაცა თანხა 510 ლარის ოდენობით, რის თაობაზეც მან პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას და დაიწყო გამოძიება.
პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ამოცნობის დაწყებამდე ამომცნობმა პირმა _ დაზარალებულმა თ------ კ--------ემ განმარტა, რომ ის პირი, რომელიც 2017 წლის 23 ივლისს მასთან ბინაში იყო შესული, მისგან ისესხა 10 ლარი და შემდეგ წაართვა საფულე მასში არსებული 500 ლარით, იყო მის წინაშე წარმოდგენილი სამი პირიდან მეორე ნომრით შუა ადგილზე მდგომი და მისი სახელი და გვარი იყო ი-----–- ყ------ი, რომელიც რამდენიმე ხნის წინ გააცნო მისმა მეზობელმა ნ--- ო-----–--ემ.
ი-----–- ყ------ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ექსპერიმენტში მონაწილე პირები ბრალდებულის ჩვენების მიხედვით გავიდნენ კ--------ს ქუჩის მიმართულებით, სადაც ი-----–- ყ------ის მითითებით მივიდნენ ყოფილი რ-----------------------ოს ეზოსთან. ი-----–- ყ------მა მიუთითა აღნიშნულ ეზოში მდებარე ორსართულიანი შენობის შესასვლელზე და განმარტა, რომ ამ შენობაში შევიდა, როდესაც მიდიოდა ნ---- ო-----–--ესთან. მანვე მიუთითა შენობის მეორე სართულზე, დერეფანში, მარჯვენა მხარეს არსებულ ხის კარებზე და განმარტა, რომ ამ კარებით შევიდა თ------ კ--------ესთან ოთახში, საიდანაც გაიტაცა საფულეში მოთავსებული ფულადი თანხა. ამის შემდეგ ი-----–- ყ------მა მიუთითა რკინიგზის ლიანდაგზე გადასასვლელ ხიდზე და განმარტა, რომ ამ ხიდით გადავიდა აღმაშენებლის ქუჩაზე, სადაც რკინიგზის სადგურის მოედანზე ზ---- ლ------ესთან ერთად ჩაჯდა ტაქსიში და ორივენი მივიდნენ რესტორან ”–-–----ში”, საიდანაც გადავიდნენ რესტორან ”------–---–--–-”.
ამოღების ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 24 ივლისს, ი-----–- ყ------ისგან ამოღებული იქნა მის მიერ შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან წარმოდგენილი ერთი ხუთ ლარიანი კუპიურა და ორი ერთ ლარიანი მონეტა.
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით არ დასტურდება ი-----–- ყ------ის მიერ დაზარალებულ თ------ კ--------ის კუთვნილი თანხის _ 510 ლარის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარა დაუფლების ფაქტი. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები არ იძლევა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ ი-----–- ყ------მა ნამდვილად ჩაიდინა აღნიშნული ქმედება.
პალატა მიუთითებს, რომ ი-----–- ყ------ისთვის წარდგენილი ბრალდება ძირითადად ემყარება ერთ პირდაპირ მტკიცებულებას _ დაზარალებულ თ------ კ--------ის ჩვენებას, ხოლო სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უტყურად დაადასტურებდა მის ბრალეულობას, საქმეში წარმოდგენილი არ არის. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა კი არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რომელიც გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
სახელმწიფო ბრალმდებელი აპელირებს მოწმეების _ ლ--–- ჩ-------ისა და ნ--- ო-----–--ის ჩვენებებზე და აღნიშნავს, რომ ისინი სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად, ადასტურებენ ი-----–- ყ------ის მიერ ძარცვის ჩადენის ფაქტს. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აღნიშნულ პოზიციას, რადგან ლ--–- ჩ-------ე და ნ--- ო-----–--ე არ არიან დანაშაულის ფაქტის შემსწრე პირები და მათი ჩვენებების ის ნაწილი, რომელშიც ისინი გადმოსცემენ მათთვის დაზარალებულ თ------ კ--------ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ი-----–- ყ------მა გასტაცა ფულადი თანხა 510 ლარის ოდენობით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, რომელიც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც ასეთი ჩვენება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
საქმეზე მოწმის სახით დაკითხული ზ---- ლ------ის ჩვენებით კი მხოლოდ ის გარემოებაა დადგენილი, რომ 2017 წლის 23 ივლისს, ღამის საათებში, ის და ი-----–- ყ------ი ერთად იმყოფებოდნენ რესტორანში, სადაც თანხა ი-----–-მ გადაიხადა. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულება ირიბადაც კი ვერ მიუთითებს ი-----–- ყ------ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე.
რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ შემთხვევიდან მეორე დღეს _ 2017 წლის 24 ივლისს, ი-----–- ყ------ისგან ამოღებული იქნა მის მიერ შარვლის ჯიბიდან წარმოდგენილი ერთი ცალი ხუთ ლარიანი და ორი ცალი ერთ ლარიანი მონეტა, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მის მიერ ძარცვის ჩადენის ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებად, ვინაიდან, დადგენილი არ არის აღნიშნული თანხის წარმომავლობა. საქმეში არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა, რომ ამოღებული თანხა ი-----–- ყ------ის მიერ დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული.
სახელმწიფო ბრალმდებლის კიდევ ერთ არგუმენტთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელიც, მისი მტკიცებით, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ი-----–- ყ------ის ბრალეულობას, სააპელაციო პალატა განმარტავს შემდეგს: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ბრალდებული წინააღმდეგია, სასამართლოში საქმის არსებით განხილვამდე მის მიერ გამოკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ინფორმაციის აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) და ზემოაღნიშნული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენება დაუშვებელია. მიწოდებული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვაზე ან ამ ინფორმაციის აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენაზე (დემონსტრირებაზე) ბრალდებულის უარი არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ვინაიდან, სასამართლოში ბრალდებულმა ი-----–- ყ------მა უარყო გამოძიების სტადიაზე მიცემული აღიარებითი ჩვენება და ითხოვა გამართლება, ამის გამო, ის ინფორმაცია, რომელიც საგამოძიებო ექსპერიმენტისას იქნა მისგან მიღებული ადგილზე შემოწმებული ჩვენების სახით, ვერ იქნება გამოყენებული მისი ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ი-----–- ყ------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია დაზარალებულის მიერ მისი ამოცნობის ოქმით. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ თ------ კ--------ის მიერ ი-----–- ყ------ის ამოცნობა წარმოადგენს მისი ჩვენების გაგრძელებას და მიჩნეული ვერ იქნება ცალკე მტკიცებულებად. ამასთან, პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, პიროვნული ამოცნობა ტარდება მაშინ, როცა გამოძიებისთვის უცნობია დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა (სახელი და გვარი) და პროცესის მონაწილეს შეუძლია ამ პირის იდენტიფიცირება ამოცნობის გზით. აღნიშნული მიზნიდან გამომდინარე, ამოცნობის ჩატარება აუცილებელი არ არის, თუ ამომცნობი ასახელებს ამოსაცნობი პირის პერსონალურ მონაცემებს, რომლებითაც შესაძლებელია მისი ზუსტი იდენტიფიცირება. მაგალითად, ამომცნობი ასახელებს დანაშაულის ჩამდენი პირის სახელსა და გვარს. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ დაზარალებულმა თ------ კ--------ემ, ჯერ კიდევ გამოძიების დაწყებამდე, გამომძიებლის მიერ მასთან გასაუბრებისას დაასახელა დანაშაულის ჩამდენი პირის სახელი და გვარი და პირდაპირ მიუთითა, რომ იგი გაძარცვა ი-----–- ყ------მა, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება. იგივე დაადასტურა მან ამოცნობის ჩატარებამდე, დაზარალებულის სახით დაკითხვისას. ამდენად, ამოცნობის ოქმი მიჩნეული ვერ იქნება ი-----–- ყ------ის ბრალეულობის დამადასტურებელ დამატებით მტკიცებულებად და, შესაბამისად, მტკიცებულებათა ერთობლიობად.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს _ ”ინ დუბიო პრო რეო”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.
საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით აღიარებული ზემოაღნიშნული სტანდარტები განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითაც. კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია მითითებული კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ი-----–- ყ------ის ბრალეულობის დასადგენად და, შესაბამისად, მისი დამნაშავედ ცნობისათვის. ამდენად, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენი ი-----–- ყ------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ------- ნ------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ------- ნ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენი ი-----–- ყ------ის მიმართ დარჩეს უცვლ--–-დ.
3.ი-----–- ყ------ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
4.გამართლებულ ი-----–- ყ------ს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
5.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
● თ------ კ--------ისგან და ი-----–- ყ------ისგან აღებული ნერწყვის ნიმუშები, რომლებიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
● შემთხვევის ადგილის დათვალიერების და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი CD დისკები, რომლებიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმესთან ერთად, მისი შენახვის ვადით.
● შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ზურგჩანთა, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
● მ------ რ-------სგან ამოღებული ფულადი თანხა _ სამი ცალი ოცლარიანი კუპიურა (ნომრებით - A---------; A---------; A---------) და სამი ცალი ხუთლარიანი კუპიურა (ნომრებით - C--------; C--------; C--------), რომლებიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მ------ რ-------ს.
● ი-----–- ყ------ისგან ამოღებული ერთი ცალი ხუთლარიანი კუპიურა (ნომრით C--------) და ორი ცალი ერთ ლარიანი მონეტა, რომლებიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ი-----–- ყ------ს.
6.განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/