განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100119002825731
საქმე №1/ბ-360-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 ივნისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- გ----------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გ--------- გ---------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), საშუალო განათლების მქონის, დაუოჯახებელის, მცხოვრების ბ----------------------------–----------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ--------- გ---------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 15 დეკემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, ბ----------------------------–----------ში მდებარე სახლში, გ--------- გ---------ემ იძალადა მამაზე _ რ---- გ---------ეზე, კერძოდ, ესროლა აგური, რომელიც რ---- გ---------ეს მოხვდა მარცხენა ფეხზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 17 დეკემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, ბ----------------------------–----------ში მდებარე სახლში, გ--------- გ---------ემ იძალადა მამაზე _ რ---- გ---------ეზე, კერძოდ, რამდენჯერმე გაარტყა ხელი სახეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ზემოაღნიშნულის გამო გ--------- გ---------ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 აპრილის განაჩენით:
გ--------- გ---------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 15 დეკემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
გ--------- გ---------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 17 დეკემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
გ--------- გ---------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და გადახდილი გირაოს თანხა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
გამართლებულ გ--------- გ---------ეს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
ნივთიერი მტკიცებულება _ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული აგურის ფრაგმენტი, რომელიც ინახება ბაღდათის რაიონულ სამმართველოში, უნდა განადგურდეს.
3.სააპელაციო საჩივრის არსი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ------- გ----------ემ, რომელმაც ითხოვა გ--------- გ---------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
სასამართლოში საქმის განხილვისას დაიკითხნენ ბრალდების მხარის მოწმეები _ მ----- მ–---–----- და ე------ ჩ-----, რომელთა ჩვენებებითაც ირკვევა, რომ 2018 წლის 17 დეკემბერს ბაღდათის რაიონულ სამმართველოში გამოცხადდა დაზარალებული რ---- გ---------ე, რომელმაც პოლიციის თანამშრომლებს მოუყვა, თუ როგორ იძალადა მასზე შვილმა, გ--------- გ---------ემ 2018 წლის 15 დეკემბერს და 2018 წლის 17 დეკემბერს. ორივე შემთხვევაში დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული ინფორმაციის მიღების შემდეგ შედგა ზეპირი შეტყობინების ოქმი, რომელსაც ხელი მოაწერა დაზარალებულმა რ---- გ---------ემ. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რ---- გ---------ეს სხეულზე აღენიშნებოდა მსუბუქი დაზიანებები, რომელთა ნაწილი მას მიყენებული ჰქონდა 2018 წლის 15 დეკემბერს, ნაწილი კი _ 2018 წლის 17 დეკემბერს. რ---- გ---------ემ ექსპერტს განუმარტა, რომ მასზე ძალადობდა შვილი, გ--------- გ---------ე, მისი მონაყოლი ექსპერტთან სრულად შეესაბამება დაზიანებების მიყენების დროს და ლოკალიზაციას. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ რ---- გ---------ის მითითებით ამოღებული იქნა ნივთმტკიცება _ აგურის ფრაგმენტი, რომლის გამოყენებით მასზე იძალადა შვილმა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ საქმეში არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება რ---- გ---------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორი ეპიზოდის ჩადენა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- გ----------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს გ--------- გ---------ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ--------- გ---------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. კერძოდ:
მოწმის სახით დაკითხული დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის, მ----- მ–---–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ შსს ბაღდათის რაიონულ სამმართველოში გამოცხადდა რ---- გ---------ე, რომელმაც განაცხადა, რომ მის მიმართ ძალადობას ახორციელებდა მისი შვილი გ--------- გ---------ე. მანვე მიუთითა, რომ შვილმა ესროლა აგურის ნატეხი. აღნიშნულის საფუძველზე, ოპერატიულ ჯგუფთან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე და მოახდინა მისი დათვალიერება, რა დროსაც ამოღებული იქნა აგურის ნატეხი, რომელზედაც დაზარალებულმა მიუთითა, რომ აღნიშნული აგური ესროლა შვილმა, გ--------- გ---------ემ. ამის შემდეგ მოწმის სახით გამოიკითხა ბრალდებულის დედა _ ლ------ გ---------ე, რომელმაც დაადასტურა მამა-შვილს შორის არსებული კონფლიქტი და განმარტა, რომ მას უშუალოდ არ დაუნახავს ჩხუბის მომენტი, მაგრამ ესმოდა ჩხუბის ხმა. ასევე დაადასტურა მამა-შვილს შორის წინა დღით მომხდარი ფაქტიც.
მოწმის სახით დაკითხული უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ე------ ჩ----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 17 დეკემბერს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც შსს ბაღდათის რაიონულ სამმართველოში მივიდა პიროვნება, რომელმაც განაცხადა, რომ მის მიმართ შვილმა განახორციელა ძალადობა, კერძოდ, ორჯერ დაარტყა ხელი და ესროლა აგური, რის გამოც ითხოვა დახმარება. აღნიშნულ პიროვნებას აღენიშნებოდა დაზიანებები. მოწმის განმარტებით, მან მონაწილეობა მიიღო ბრალდებულ გ--------- გ---------ის დაკავებაში, რომელსაც დაკავების დროს წინააღმდეგობა არ გაუწევია.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ რ---- გ---------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევისა და სისხლნაჟღენთის სახით, რომლებიც განვითარებულნი იყვნენ რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებოდნენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ამავე დასკვნის თანახმად, დაზიანება კისრის მარჯვენა გვერდითა ზედაპირზე ზედა მესამედში არსებული ნაჭდევის სახით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა დადგენილებაში მითითებულ თარიღს (15.12.18წ), ხოლო დაზიანება მარცხენა კოჭ-წვივის სახსრის გარეთა ზედაპირზე არსებული სისხლნაჟღენთის სახით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა დადგენილებაში მითითებულ თარიღს (17.12.18წ.).
დაზარალებულმა რ---- გ---------ემ და მოწმე ლ------ გ---------ემ, რომელიც ბრალდებულ გ--------- გ---------ის დედაა, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით _ არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს და უარი განაცხადეს საკუთარი შვილის, გ--------- გ---------ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
თავად ბრალდებულმა გ--------- გ---------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას თავი დამნაშავედ არ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და ითხოვა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დასტურდება ის ფაქტი, რომ გ--------- გ---------ემ იძალადა მამაზე _ რ---- გ---------ეზე, კერძოდ:
დაზარალებულმა რ---- გ---------ემ და მოწმე ლ------ გ---------ემ, რომლებიც ძალადობის ჩადენაში ამხელდნენ გ--------- გ---------ეს, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე, რის გამოც სასამართლო კანონისმიერად არის მოკლებული შესაძლებლობას, გაიზიაროს მათ მიერ გამოძიების სტადიაზე მიცემული ჩვენებები, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა ეყრდნობოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს. სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება კი, რომელიც დაადასტურებდა გ--------- გ---------ის მიერ 2018 წლის 15 დეკემბერს და 2018 წლის 17 დეკემბერს, მამის _ რ---- გ---------ის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტებს, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.
რაც შეეხება მოწმეების _ მ----- მ–---–----ის და ე------ ჩ----ის ჩვენებებს, რომლებზეც აპელირებს სახელმწიფო ბრალმდებელი, ისინი არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრე პირები და გადმოსცემენ მათთვის დაზარალებულ რ---- გ---------ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, შესაბამისად, მათი ჩვენებები თავიანთი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გაზიარებული ვერ იქნება სასამართლოს მიერ, ვინაიდან, ისინი არ დასტურდება სხვა რაიმე მტკიცებულებით. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (გამონაკლისი შემთხვევების გარდა), არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.
საქმეზე ჩატარებულ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით კი სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული დასკვნა იძლევა ინფორმაციას მხოლოდ დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებების შესახებ და ეს მტკიცებულება ვერ ადასტურებს მისთვის ამ დაზიანებების გ--------- გ---------ის მიერ მიყენების ფაქტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გ--------- გ---------ის ბრალეულობის დასადგენად და, შესაბამისად, მისი დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან, არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. ამდენად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გ--------- გ---------ის მიმართ 2019 წლის 16 აპრილს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის კანონიერი და იგი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- გ----------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ------- გ----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 აპრილის განაჩენი გ--------- გ---------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.გ--------- გ---------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 15 დეკემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
4.გ--------- გ---------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 17 დეკემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
5.ცნობად იქნას მიღებული, რომ გ--------- გ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
6.ნივთიერი მტკიცებულება _ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული აგურის ფრაგმენტი, რომელიც ინახება შსს ბაღდათის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს.
7.გამართლებულ გ--------- გ---------ეს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/