განაჩენი

სისხლის სამართლის 25.06.2019
საქმის ნომერი
110100118002445048
ინსტანცია
თარიღი
25.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 110100118002445048

№1/ბ-444-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

04 ოქტომბერი, 2018 წ. ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე

 

პროკურორის - ვ------- ნ------ის

მსჯავრდებულის - მ--–---- მ----–----–--ის მონაწილეობით

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ--–---- ვ-----–ის ძე მ----–----–--ის მიმართ, დაბადებული: 1---------წ. პირადი №1----------, დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ზესტაფონის რაიონის სოფელ რ-----------ში.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მ--–---- მ----–----–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - 2018 წლის თებერვლის თვის ეპიზოდი; ასევე ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; ასევე ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია - 2018 წლის 10 აპრილის ეპიზოდი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2008 წლიდან ი----ა ფ–----–--ე ქორწინებაში იმყოფება მ--–---- მ----–----–--ესთან. ისინი ერთად ცხოვრობენ ზესტაფონის რაიონის სოფელ როდინაულში. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ და ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი. 2018 წლის თებერვლის შუა რიცხვებში (ზუსტი დრო დაუდგენელია), დაახლოებით 03:00 საათზე, ზესტაფონის რაიონის სოფელ როდინაულში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა მ--–---- მ----–----–--ემ, განაწყენების ნიადაგზე, რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახეში ი----ა ფ–----–--ეს, რის შედეგადაც ი----ა ფ–----–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2008 წლიდან ი----ა ფ–----–--ე ქორწინებაში იმყოფება მ--–---- მ----–----–--ესთან. ისინი ერთად ცხოვრობენ ზესტაფონის რაიონის სოფელ როდინაულში. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ და ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი. 2016 წლიდან, უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში, მ--–---- მ----–----–--ე სისტემატიურად - თითქმის ყოველდღე, ზესტაფონის რაიონის სოფელ როდინაულში, საკუთარ სახლში, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს - ი----ა ფ–----–--ეს, კერძოდ აგინებდა დედის მისამართით, რის შედეგადაც ი----ა ფ–----–--ე განიცდიდა ტანჯვას.

 

2008 წლიდან ი----ა ფ–----–--ე ქორწინებაში იმყოფება მ--–---- მ----–----–--ესთან. ისინი ერთად ცხოვრობენ ზესტაფონის რაიონის სოფელ როდინაულში. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ და ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი. 2018 წლის 10 აპრილს, დაახლოებით 00:10 საათზე, ზესტაფონის რაიონის სოფელ როდინაულში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა მ--–---- მ----–----–--ემ, განაწყენების ნიადაგზე, დაახლოებით 5-6 ჯერ დაარტყა მუშტი სახეში ი----ა ფ–----–--ეს, რის შედეგადაც წააქცია ეს უკანასკნელი და დაახლოებით 3-4 ჯერ დაარტყა ფეხი გვერდებში. აღნიშნულის შედეგად ი----ა ფ–----–--ემ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ივნისის განაჩენით მ--–---- მ----–----–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის თებერვლის თვის ეპიზოდი); საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით; საქართველოს სსკ 111.120-ე მუხლით (2018 წლის 10 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის თებერვლის თვის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით;

 

საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 90 (ოთხმოცდაათი) საათის ვადით;

 

საქართველოს სსკ 111.120-ე მუხლით (2018 წლის 10 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა, შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ მ--–---- მ----–----–--ეს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;

მსჯავრდებულ მ--–---- მ----–----–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაპატიმრების მომენტიდან და სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 10 აპრილიდან - 2018 წლის 22 მაისის ჩათვლით.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის ვ------- ნ------ის მიერ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, პროკურორ ვ------- ნ------ეს რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.

– მოწინააღმდეგე მხარეს, მსჯავრდებულ მ--–---- მ----–----–--ეს, რომელიც არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ მ--–---- მ----–----–--ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის თებერვლის ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით (2018 წლის 10 აპრილის ეპიზოდი), გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულის ი----ა ფ–----–--ის გამოკითხვის ოქმები; მოწმეების - ნ-----------------------------–----–---------------------------–---------------------------–---–---------------------–--------- გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; ი----ა ფ–----–--ის სამედიცინო დოკუმენტაციით; სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით ი----ა ფ–----–--ის მიმართ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ მ--–---- მ----–----–--ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის თებერვლის ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლით (2018 წლის 10 აპრილის ეპიზოდი), განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ მ--–---- მ----–----–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანისა და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის ვ------- ნ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად:

მ--–---- მ----–----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის თებერვლის თვის ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით; საქართველოს სსკ-ის 111.120-ე მუხლით (2018 წლის 10 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის თებერვლის თვის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80 (ოთხმოცი) საათის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 90 (ოთხმოცდაათი) საათის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 111.120-ე მუხლით (2018 წლის 10 აპრილის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა, შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ მ--–---- მ----–----–--ეს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

მსჯავრდებულ მ--–---- მ----–----–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით დაპატიმრების მომენტიდან და მოთავსებული იქნეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 10 აპრილიდან - 2018 წლის 22 მაისის ჩათვლით.

მ--–---- მ----–----–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს; შესაბამისად, გაუქმდეს მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილით გამოყენებული დამატებითი ვალდებულებები.

საქმეზე დართული საგნები და ნივთები: სსიპ 112-ის აუდიოჩანაწერი „CD“ დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე