განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.06.2019
საქმის ნომერი
330210017001863176
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
25.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/1191-18 24 ივლისი, 2018 წელი

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - ლევან გვარამია

 

სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი

 

აპელანტი – რ---------------

წარმომადგენელი – გ--------–-------–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარეები – მ-----------------, ლ--–-------------ა, ი-----------

წარმომადგენელი – ლ------------–-–---–-

 

თავდაპირველი მოპასუხე - ლ----------–--ე

 

დავის საგანი _ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილება.

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილებით მ-----------------ს, ი----------ისა და ლ--–-------------ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ყადაღისაგან გათავისუფლდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს, თბილისის სააღსრულებო ბიუროს 25.03.2016 წლის ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ N92746 აქტში მითითებული მოძრავი ნივთები:

1. N54547 - მაგიდა ექვსი სკამით (ხის ოვალური მაგიდა, ხის სკამებით რბილი დასაჯდომით);

2. N54548 - საათი (კედლის თევზების ორნამენტებით);

3. N54549 - კარადა ( ე.წ. სტენკა) (ხის, მინებიანი, ხისფერი);

4. N54550 - კარადა (ხის კარადა, ხისფერი, უჯრებიანი, ჩუქურთმებიანი);

5. N54551 - 3 სავარძელი (ნაჭრის, ერთი დიდი და ორი პატარა, ხის სახელურებით, ნაც. ნაჭრით);

6. N54552 - ტელევიზორი („SAMSUNG“-ის ფირმის, შავი ბრტყელი);

7. N54553 - პიანინო („ბელარუსის“, შავი);

8. N54556 - საწოლი (ხის ორსაწოლიანი);

9. N54557 – 2 დინამიკი („ინტექსის“ ფირმის, შავი);

10. N54558 - ლეპტოპი („დელის“ ფირმის, წითელი,);

11. N54560 - დუშკაბინა (შავი ოთკუთხას ტიპის, მინებიანი);

12. N54561 - სარეცხის მანქანა(„ბეკოს“ ფირმის, მეორადი, მუშა მდგომარეობა დაუდგენელია);

13. N54562 - მაცივარი (ორკარიანი, ზედა საყინულით, ვერცხლისფერი);

14. N54563 - წყლის გამაცხელებელი (ტეცჰნო-ს ფირმის, თეთრი, გაზზე მომუშავე);

15. N54564 - გაზქურა („ბეკოს“ ფირმის, ვერცხლისფერი);

16. N54565 - საჭმლის გამაცხელებელი („ბეკოს“ ფირმის, ვერცხლისფერი, დენზე მომუშავე);

17. - კონდიციონერი („სამსუნგის“ ფირმის, თეთრი, ე.წ. ზიმალეტა).

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო სააღსრულებო წარმოებას ახორციელებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ

03.11.2015 წელს გაცემულ N2ბ/3335 -14 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას :

- ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი (ტ.2, ს.ფ. 20-21);

2.2. სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მოვალე არის მოპასუხე ლ----------–--ე, ხოლო კრედიტორი რ---------------.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას :

- ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი (ტ.2, ს.ფ. 20-21);

 

2.3. 2017 წლის 30 იანვრის აქტით (N92746) დაყადაღდა შემდეგი მოძრავი ნივთები:

 

- N54547 - მაგიდა ექვსი სკამით (ხის ოვალური მაგიდა, ხის სკამებით რბილი დასაჯდომით);

- N54548 - საათი (კედლის თევზების ორნამენტებით);

- N54549 - კარადა ( ე.წ. სტენკა) (ხის, მინებიანი, ხისფერი);

- N54550 - კარადა (ხის კარადა, ხისფერი, უჯრებიანი, ჩუქურთმებიანი);

- N54551 - 3 სავარძელი (ნაჭრის, ერთი დიდი და ორი პატარა, ხის სახელურებით, ნაც. ნაჭრით);

- N54552 - ტელევიზორი („SAMSUNG“-ის ფირმის, შავი ბრტყელი);

- N54553 - პიანინო („ბელარუსის“, შავი);

- მტვერსასრუტი („ელექტროლუქსის“ ფირმის, მეორადი, ცისფერი შავში, მუშა მდგომარეობა დაუდგენელია);

- გამათბობელი („ნიკალას“ გაზის გამათბობელი, შავი)

- N54556 - საწოლი (ხის ორსაწოლიანი);

- N54557 – 2 დინამიკი („ინტექსის“ ფირმის, შავი);

- N54558 - ლეპტოპი („დელის“ ფირმის, წითელი,);

- გამათბობელი (ელექტრო, ძველებური, კარმის ფირმის, თეთრი);

- N54560 - დუშკაბინა (შავი ოთკუთხას ტიპის, მინებიანი);

- N54561 - სარეცხის მანქანა („ბეკოს“ ფირმის, მეორადი, მუშა მდგომარეობა დაუდგენელია);

- N54562 - მაცივარი (ორკარიანი, ზედა საყინულით, ვერცხლისფერი);

- N54563 - წყლის გამაცხელებელი (ტეცჰნო-ს ფირმის, თეთრი, გაზზე მომუშავე);

- N54564 - გაზქურა („ბეკოს“ ფირმის, ვერცხლისფერი);

- N54565 - საჭმლის გამაცხელებელი („ბეკოს“ ფირმის, ვერცხლისფერი, დენზე მომუშავე);

- კონდიციონერი („სამსუნგის“ ფირმის, თეთრი, ე.წ. ზიმალეტა,).

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი (ტ.2, ს.ფ. 20-21);

 

2.4. არსებული მდგომარეობით სადავო ნივთები არ არის რეალიზებული და თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ არ არის დანიშნული აუქციონი დაყადაღებულ მოძრავ ნივთებზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის სააღსრულებო ბიუროს წერილობითი პასუხი (ტ. 1, ს.ფ. 22);

 

2.5. 2016 წლის 25 მარტის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით (N92746) დაყადაღდა ქ. თბილისი, ბ------–--–-------------------------ში მდებარე ნივთები.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს :

- ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტი (ს.ფ. 18-19);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 08.01.2018 წლის სხდომის ოქმი).

 

2.6. მითითებულ მისამართი წარმოადგენს მოსარჩელეთა და მოპასუხე ლ----------–--ის საერთო ძირითად მისამართს (ფაქტობრივ ადგილსამყოფელს).

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას :

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი/შესაგებელი/ სხდომის ოქმები);

 

2.7. მოვალე ლ----------–--ე არის მოსარჩელეების მ----- ფ---------ისა და ლ--–-------------ას დედა, ხოლო მოსარჩელე ი----------ის დედამთილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას :

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი/შესაგებელი/ სხდომის ოქმები);

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.8. N92746 ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღდა მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული ნივთები, კერძოდ:

 

დაყადაღებულ ნივთთა ნაწილი საქორწინო საჩუქრის სახით მიიღეს მ----- ფ--------მა და ი-----------მ, მათ შორის:

 

- N54547 - ხის მაგიდა (ოვალური) 6 ხის სკამით, რბილი დასაჯდომებით;

- N54548 - კედლის საათი, თევზების ორნამენტებით;

- N54549 - კარადა მინებიანი (ხისფერი ე.წ. სტენკა);

- N54550 – ხის კარადა, უჯრებიანი, ჩუქურთმებიანი;

- N54551 - სავარძლები, 1 დიდი და 2 პატარა ხოს სახელურებით, ნაცრისფერი ნაჭრით.

- N54556 - ხის საწოლი 2 ადგილიანი;

 

ლ--–-------------მა ბებიისაგან საჩუქრად მიიღო დაყადაღებული (N54553) - პიანინო

”ბელარუსის” შავი ფერის;

 

მ-----------------ს მიერ არის შეძენილი:

- N54557 - დინამიკები, შავი ინტექსის ფირმის;

- N54558 - ლეპტოპი წითელი, დელის ფირმის;

- N54563 - წყლის გამაცხელებელი, თეთრი ტეცჰნო ფირმის გაზზე მომუშავე;

- N54564 - გაზქურა, ვერცხლისფერი, ბეკოს ფირმის;

- N54565 - საჭმლის გამაცხელებელი, ვერცხლისფერი, ბეკოს ფირმის;

- N54566 - კონდიციონერი (ზიმალეტა) თეთრი, სამსუნგის ფირმის;

- N54552 - ტელევიზორი ბრტყელი, შავი ფერის, სამსუნგის ფირმის.

მ----- ფ--------ს მამისგან საჩუქრად აქვს მიღებული (N54560) - დუშკაბინა, შავი, ოთხკუთხა ტიპის, მინებიანი;

ი-----------ს საჩუქრად აქვს მიღებული:

- 54561 - ბეკოს ფირმის სარეცხი მანქანა;

- 54562 - მაცივარი, ვერცხლისფერი, ზედა საყინულით, ორკარიანი; არის ი----------ის საკუთრებაში

 

ხსენებული დასკვნის საფუძველს იძლევა მხარის ახსნა -განმარტება, მოწმეთა ჩვენება და საქმეში არსებული მასალები (საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, გამარტივებული დეკლარაციის მონაცემი). ამასთან, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს დაყადაღებული ნივთების მოსარჩელეთა მიერ ფლობის ფაქტს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით ........ საქმეზე სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლების გაქარწყლების მტკიცება მოდის მოპასუხეებზე რ---------------, ლ----------–--ე), რომლებსაც შედავება ამ ფაქტობრივ გარემოებებზე არ წარმოუდგენიათ. საწინააღმდეგო არ უდასტურებიათ. მოპასუხე რ---- დ-------მა მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტების საფუძველზე გახადა სადავო ნივთების მ-----------------ს, ი----------ისა და ლ--–-------------ასადმი კუთვნილების ფაქტი, რაც ვერ მიიჩნევა დასაბუთებულ შედავებად და ვერ გააბათილებს მოსარჩელეთა მესაკუთრეობას დაყადაღებული ნივთების მიმართ.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ტ.2, ს.ფ. 25-30);

- სესხის ხელშეკრულება (ტ.2, ს.ფ.31-33);

- საგარანტიო ტალონი (ტ.2. ს.ფ. 34);

- მოწმეთა ჩვენება (იხ. 04.12.2017წ./08.01.2018წ. სხდომის ოქმები)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 04.12.2017წ.-08.01.2018წ. სხდომის ოქმები);

 

2.9. N92746 აღწერა-დაყადაღების აქტში მითითებული - 1) N54554 - მტვერსასრუტი („ელექტროლუქსის“ ფირმის, მეორადი, ცისფერი შავში); 2) N54555 - გამათბობელი („ნიკალას“ გაზის გამათბობელი, შავი) და 3) N54559 გამათბობელი („კარმას“ ფირმის ელექტრო, ძველებური) ნივთების კუთვნილების მიმართ მოსარჩელეებს პრეტენზია არ გამოუთქვამთ და განმარტეს, რომ მათი სასარჩელო მოთხოვნა ზემოხსენებული ნივთების მიმართ არ ვრცელდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 04.12.2017წ.-08.01.2018წ. სხდომის ოქმები)

 

2.10. სასამართლოს ნივთების კუთვნილების ფაქტის დადგენისათვის მიზანშეწონილად მიაჩნია შეაფასოს მოწმეთა ჩვენებები, კერძოდ:

 

- მოწმე კუ------------------ა, რომელიც არის მოპასუხე მ----- ფ--------ის მეჯვარე აჩვენა, რომ დაყადაღებული ნივთების ნაწილი მის მიერ არის ჩამოტანილი გერმანიიდან, რომელიც აჩუქა ახალ შეუღლებულ მ----- ფ--------სა და ი-----------ს, კერძოდ: 1. კარადა, 2. მაგიდა 6 სკამით, 3. კარადა (ე.წ „სერვანდი“), 4. ჟურნალის მაგიდა მარმარილოს ზედაპირით, 5. საათი საქორწინო საჩუქარის სახით გადასცა მოსარჩელეებს. მოწმის განმარტებით, მოგვიანებით საწოლიც აჩუქა მ----- ფ--------ს.

 

კ------------------მა განმარტა, რომ 2012 წლის იანვარ-თებერვალში იყო საქმიდან გამომდინარე წასული გერმანიაში და ხარჯების დაფარვის მიზნით წამოიღო ავეჯი საქართველოში გასაყიდად. ნაწილი საქონლისა მის მიერ იქნა გაყიდული, ხოლო დარჩენილი ნაწილი აჩუქა მ----- ფ--------ს. კ------------------ის მიერ ავეჯის ჩამოტანა დასტურდება ასევე საქმეში წარმოდგენილი გამარტივებული დეკლარაციითაც.

 

- მოწმე ხ-----------------ემ განმარტა, რომ დაახლოებით 2013 წლის ნოემბერში ი-----------სა და მ----- ფ--------ს ჰქონდათ ქორწილი და მაგ პერიოდში იას დედამ აჩუქა მაცივარი, რომელიც იყო შავი ორკარიანი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოწმეთა ჩვენება (იხ. 04.12.2017წ./08.01.2018წ. სხდომის ოქმები);

- გამარტივებული დეკლარაცია.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.11. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დავის სამართლებრივ მხარეზე და შეფასებას მისცემს ლ----------–--ის პოზიციას სარჩელთან მიმართებაში, რომელმაც წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი ცნო სრულად.

 

ერთ-ერთი მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ შეიძლება გახდეს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი მიმართული იყო ორი მოპასუხის წინააღმდეგ - რ---------------ს და ლ----------–--ის მიმართ. კრედიტორი და მოვალე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად, სავალდებულო თანამოპასუხეებს წარმოადგენენ და მათ მიმართ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების მიღებაა შესაძლებელი. შესაბამისად, ერთ-ერთი მათგანის, განსახილველ შემთხვევაში, ლ----------–--ის პოზიციას, სასამართლო სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძვლად ვერ მიიჩნევს. ამასთან, სარჩელში მითითებული ფაქტები (გარემოებები) დამტკიცებულად ვერ ჩაითვლება, რადგან როგორც უკვე აღინიშნა სახეზეა

 

სავალდებულო თანამონაწილეობა, რის გამოც მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს არსებითი განხილვის შედეგს და სამართლებრივი თვალსაზრისით იმის მტკიცებულებათა შეფასებას, იძლევა თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას.

 

2.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით). ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება, დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოვალე ლ-----------–--ეა, რის გამოც ყადაღა უნდა დადებოდა მხოლოდ მის კუთვნილ ნივთებს.

 

2.13. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. ნორმის ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისთვის, რომ კანონმდებლის ნება, რაც დეკლარირებულია ზემოაღნიშნული მუხლით, გულისხმობს იმ პირთა უფლებების დაცვას, რომელთა საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება გარკვეული წინაპირობების თანხვედრის შედეგად (მაგ. მესაკუთრესთან ერთად მოვალის დროებითი ცხოვრება და აშ.) მიიჩნევა მოვალის ქონებად. ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე, საკუთრების უფლებით აღჭურვილი მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს მისი კუთვნილი ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება. შესაბამისად, იმისათვის რომ სასამართლომ დააკმაყოფილოს სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ, უნდა დადგინდეს, რომ მოსარჩელე არ წამოადგენს მოვალეს და ამასთან, აღმასრულებლის მიერ ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში შეტანილი ქონება არის მისი საკუთრება.

 

დადგენილია, რომ ქონება სადაც აღიწერა მოძრავი ნივთები მოსარჩელეთა საერთო სარგებლობასა და მფლობელობაში არსებულ ადგილსამყოფელს, მათ ფაქტობრივ მისამართს წარმოადგენს, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, ბ. ხმელნიცკის ქუჩა N3ა, ბინა N30 არის ლ----------–--ის საკუთრება, მით უფრო იმ პირობებში, როცა აღსრულება მიმართულია მოძრავ ქონებაზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ამავე კოდექსის მე-4 მუხლით უზრუნველყოფილია მხარეთა თანაბარი შესაძლებლობები, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები, მტკიცებულებები. საპროცესო კანონმდებლობით დამკვიდრებული მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, ფაქტობრივი გარემოებების მითითება, მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტებთან შედავება და პოზიციების შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარება, მხარის პროცესუალურ ვალდებულებას წარმოადგენს და მისი ჯეროვნად განუხორციელებლობა იწვევს მოწინააღმდეგე მხარისათვის საპროცესო ვალდებულების შესრულების გამარტივებას. ამასთან, როგორც მოსარჩელეა შეზღუდული სარჩელში მითითებული გარემოებებით და ეკისრება მათი მტკიცების ვალდებულება, მოპასუხეც თავის მხრივ, ვალდებულია შესაგებლით და მტკიცებულებებით საცილოდ გახადოს მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გააქარწყლოს მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შეფასებით ჩათვალა, რომ მოსარჩელეებმა დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენით შეძლეს დაედასტურებინათ თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 25 მარტის აქტით დაყადაღებულ მოძრავ ნივთებზე მათი საკუთრების უფლების არსებობა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ N92746 ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღდა მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული ნივთები, კერძოდ: დაყადაღებულ ნივთთა ნაწილი საქორწინო საჩუქრის სახით მიიღეს მ----- ფ--------მა და ი-----------მ, მათ შორის: N54547 - ხის მაგიდა (ოვალური) 6 ხის სკამით, რბილი დასაჯდომებით; N54548 - კედლის საათი, თევზების ორნამენტებით; N54549 - კარადა მინებიანი (ხისფერი ე.წ. სტენკა); N54550 – ხის კარადა, უჯრებიანი, ჩუქურთმებიანი; N54551 - სავარძლები, 1 დიდი და 2 პატარა ხოს სახელურებით, ნაცრისფერი ნაჭრით. N54556 - ხის საწოლი 2 ადგილიანი;

 

ლ--–-------------მა ბებიისაგან საჩუქრად მიიღო დაყადაღებული (N54553) - პიანინო ”ბელარუსის” შავი ფერის;

 

მ-----------------ს მიერ არის შეძენილი: N54557 - დინამიკები, შავი ინტექსის ფირმის; N54558 - ლეპტოპი წითელი, დელის ფირმის; N54563 - წყლის გამაცხელებელი, თეთრი techno ფირმის გაზზე მომუშავე; N54564 - გაზქურა, ვერცხლისფერი, ბეკოს ფირმის; N54565 - საჭმლის გამაცხელებელი, ვერცხლისფერი, ბეკოს ფირმის; N54566 - კონდიციონერი (ზიმალეტა) თეთრი, სამსუნგის ფირმის; N54552 - ტელევიზორი ბრტყელი, შავი ფერის, სამსუნგის ფირმის. მ----- ფ--------ს მამისგან საჩუქრად აქვს მიღებული (N54560) - დუშკაბინა, შავი, ოთხკუთხა ტიპის, მინებიანი;

 

ი-----------ს საჩუქრად აქვს მიღებული: 54561 - ბეკოს ფირმის სარეცხი მანქანა; 54562 - მაცივარი, ვერცხლისფერი, ზედა საყინულით, ორკარიანი; არის ი----------ის საკუთრებაში.

 

აპელანტის მითითებით, სასამართლომ ზემოაღნიშნული არასწორად მიიჩნია დადგენილად, ვინაიდან, მოსარჩელეებმა ვერ წარმოადგინეს ვერანაირი მტკიცებულება, რომ ზ/აღნიშნული მოძრავი ქონებები იყო მათი საკუთრება. სასამართლო ამ შემთხვევაში დაეყრდნო მხოლოდ და მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც წარმოადგენენ მოსარჩელეების ახლობლებს, ნათესავებს და მეგობრებს (აღსანიშნავია, რომ მოწმეების ჩვენებებიც იყო არასწორი და არაზუსტი). სასამართლომ ასევე არასწორად გადაანაწილა მტკციების ტვირთი და მოპასუხეს მოსთხოვა იმ ფაქტების მტკიცება და დადასტურება, რომლებიც პირიქით მოსარჩელეებს უნდა დამეტკიცებინათ. ამასთან ზ/აღნიშნული ქონებები წარმოადგენს მოპასუხე ლ----------–--ეს საკუთრებას. ლ----------–--ეს უფრო დიდ თანხაზე აქვს რამოდენიმე სესხი აღებული ვიდრე მოსარჩელეებს, შესაბამისად სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, გაურკვეველია როგორ მიიჩნია სასამართლომ, რომ მ-----------------ს სესხით იყო გარკვეული ქონებები შეძენილი.

 

3.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 102-ე, 104-ე, 105-ე და 107-ე მუხლის მოთხოვნები, არასრულყოფილად შეაფასა არსებითი სახის სხვა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, არ გამომდინარეობს საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებებიდან და მათ ეწინააღმდეგება (ახსნა-განმარტებებს, წერილობით მტკიცებულებებს და მოწმეთა ჩვენებებს), აპელანტს მიაჩნია, რომ არსებითი სახის ფაქტობრივი გარემოებების არასწორად ან არასრულყოფილად დადგენა გარდაუვალ შედეგად იწვევს დავის საგნის მიმართ არასწორი სამართლებრივი შეფასების მიცემას, რაც თავის მხრივ უკანონოდ აქცევს სასამართლოს გადაწყვეტილებას მისი იურიდიულად დაუსაბუთებლობის გამო

 

აპელანტმა მიუთითა ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე, 158-ე მუხლებზე და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. დადგენილია, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ თ---------------ის მიერ, 2016 წლის 25 მარტს აღიწერა და დაყადაღდა თბილისში, ბ------–--–-------------------------ში განთავსებული შემდეგი ნივთები: N54547 - მაგიდა ექვსი სკამით (ხის ოვალური მაგიდა, ხის სკამებით რბილი დასაჯდომით); N54548 - საათი (კედლის თევზების ორნამენტებით); N54549 - კარადა ( ე.წ. სტენკა) (ხის, მინებიანი, ხისფერი); N54550 - კარადა (ხის კარადა, ხისფერი, უჯრებიანი, ჩუქურთმებიანი); N54551 - 3 სავარძელი (ნაჭრის, ერთი დიდი და ორი პატარა, ხის სახელურებით, ნაც. ნაჭრით); N54552 - ტელევიზორი („SAMSUNG“-ის ფირმის, შავი ბრტყელი); N54553 - პიანინო („ბელარუსის“, შავი); მტვერსასრუტი („ელექტროლუქსის“ ფირმის, მეორადი, ცისფერი შავში, მუშა მდგომარეობა დაუდგენელია); გამათბობელი („ნიკალას“ გაზის გამათბობელი, შავი); N54556 - საწოლი (ხის ორსაწოლიანი); N54557 – 2 დინამიკი („ინტექსის“ ფირმის, შავი); N54558 - ლეპტოპი („დელის“ ფირმის, წითელი,); გამათბობელი (ელექტრო, ძველებური, კარმის ფირმის, თეთრი); N54560 - დუშკაბინა (შავი ოთკუთხას ტიპის, მინებიანი); N54561 - სარეცხის მანქანა („ბეკოს“ ფირმის, მეორადი, მუშა მდგომარეობა დაუდგენელია); N54562 - მაცივარი (ორკარიანი, ზედა საყინულით, ვერცხლისფერი); N54563 - წყლის გამაცხელებელი (techno-ს ფირმის, თეთრი, გაზზე მომუშავე); N54564 - გაზქურა („ბეკოს“ ფირმის, ვერცხლისფერი); N54565 - საჭმლის გამაცხელებელი („ბეკოს“ ფირმის, ვერცხლისფერი, დენზე მომუშავე); კონდიციონერი („სამსუნგის“ ფირმის, თეთრი, ე.წ. ზიმალეტა,).

 

4.2. ნივთები აღიწერა და დაყადაღდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2015 წლის 3 ნოემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარე №A15100653-005/001 სააღსრულებო წარმოების პროცესში. გადაწყვეტილების შესრულების შესახებ წინადადების თანახმად, აღსრულების ქვემდებარე აქტისა და კრედიტორის განცხადები ლ----------–--ეს რ---- დ-------ის სასარგებლოდ დაეკისრა 900 აშშ დოლარის და 150 ლარის გადახდა (იხ. 1, ს.ფ. 16-19).

 

4.3. დადგენილია და სადავოდ არ ხდება, რომ მოპასუხე ლ----------–--ე, რომელიც წარმოადგენს რ---- დ-------ის მოვალეს, არის მოსარჩელეების მ-----------------სა და ლ--–-------------ას დედა, ხოლო ი----------ის დედამთილი. მხარეები ცხოვრობენ ერთად მისამართზე - თბილისი, ბ------–--–------------------------, სადაც დაყადაღებული იქნა სადავო ნივთები.

 

ამასთან, პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ უძრავი ქონება, კერძოდ - თბილისი, ბ------–--–------------------------, სადაც მოხდა იქ განთავსებული მოძრავი ნივთების დაყადაღება, წარმოადგენს ლ----------–--ის საკუთრებას.

 

4.4. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ შედგენილ ნივთის აღწერისა და დაყადაღების შესახებ №92746 აქტში მითითებული ნივთების ნაწილი: N54547 - ხის მაგიდა (ოვალური) 6 ხის სკამით, რბილი დასაჯდომებით; N54548 - კედლის საათი, თევზების ორნამენტებით; N54549 - კარადა მინებიანი (ხისფერი ე.წ. სტენკა); N54550 – ხის კარადა, უჯრებიანი, ჩუქურთმებიანი; N54551 - სავარძლები, 1 დიდი და 2 პატარა ხოს სახელურებით, ნაცრისფერი ნაჭრით; N54556 - ხის საწოლი 2 ადგილიანი, - საქორწინო საჩუქრის სახით მიღებული აქვთ მ----- ფ--------ს და ი-----------ს, მათ შორის:

 

დაყადაღებული ნივთი - შავი ფერის „ბელარუსის“ პიანინო ლ--–-------------მა მიიღო საჩუქრად ბებიისაგან.

 

ასევე დგინდება, რომ N54557 - დინამიკები, შავი ინტექსის ფირმის; N54558 - ლეპტოპი წითელი, დელის ფირმის; N54563 - წყლის გამაცხელებელი, თეთრი ტეცჰნო ფირმის გაზზე მომუშავე; N54564 - გაზქურა, ვერცხლისფერი, ბეკოს ფირმის; N54565 - საჭმლის გამაცხელებელი, ვერცხლისფერი, ბეკოს ფირმის; N54566 - კონდიციონერი (ზიმალეტა) თეთრი, სამსუნგის ფირმის; N54552 - ტელევიზორი ბრტყელი, შავი ფერის, სამსუნგის ფირმის, შეძენილია მოსარჩელე მ-----------------ს მიერ. ასევე მის მიერ მამისგან საჩუქრად არის მიღებული (N54560) - დუშკაბინა, შავი, ოთხკუთხა ტიპის, მინებიანი, ხოლო ი-----------ს საჩუქრად აქვს მიღებული: 54561 - ბეკოს ფირმის სარეცხი მანქანა; - 54562 - მაცივარი, ვერცხლისფერი, ზედა საყინულით, ორკარიანი;

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო გარემოებები დადასტურებულად მიიჩნია საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებების, კერძოდ, საბანკო კრედიტის ხელშეკრულების, შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის, გამარტივებული დეკლარაციის მონაცემის შეფასების შედეგად.

 

გარდა აღნიშნულისა პალატა შენიშნავს, რომ მოსარჩელეებმა ყადაღადადებულ ნივთებზე მათი საკუთრების უფლების არსებობის შესახებ გარემოების დადასტურება მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებების საფუძველზე განახორციელეს. კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სტატუსით დაკითხულმა მოწმე კუ------------------ა დაადასტურა, რომ დაყადაღებული ნივთების ნაწილი მის მიერ არის ჩამოტანილი გერმანიიდან, რომელიც აჩუქა ახალ შეუღლებულ მ----- ფ--------სა და ი-----------ს. რაც ასევე დასტურდება საქმეში წარმოდგენილი გამარტივებული დეკლარაციით. მოწმე ხ-----------------ემ განმარტა, რომ დაახლოებით 2013 წლის ნოემბერში ი-----------სა და მ----- ფ--------ს ჰქონდათ ქორწილი და მაგ პერიოდში იას დედამ აჩუქა მაცივარი, რომელიც იყო შავი ორკარიანი.

 

დადგენილია, რომ N92746 აღწერა-დაყადაღების აქტში მითითებული N54554 - მტვერსასრუტი („ელექტროლუქსის“ ფირმის, მეორადი, ცისფერი შავში); N54555 - გამათბობელი („ნიკალას“ გაზის გამათბობელი, შავი) და N54559 გამათბობელი („კარმას“ ფირმის ელექტრო, ძველებური) ნივთების კუთვნილების მიმართ მოსარჩელეებს პრეტენზია არ გამოუთქვამთ და განმარტეს, რომ მათი სასარჩელო მოთხოვნა ზემოხსენებული ნივთების მიმართ არ ვრცელდება (იხ. 04.12.2017წ.-08.01.2018წ. სხდომის ოქმები)

 

4.5. პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოვალე ცხოვრობს შვილებთან და რძალთან ბინაში, რომელიც აღჭურვილია ოჯახის ყოველდღიური ცხოვრებისათვის აუცილებელი ყოფითი/საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საჭირო ნივთებით და არც რაიმე გარემოებები არ მიუთითებს, რომ სწორედ მან იზრუნა ოჯახის ბინის ცხოვრებისათვის აუცილებელი ყოველდღიური ყოფითი/საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, აუცილებელი ნივთებით აღჭურვაზე, მითითებულით გამოირიცხება სადავო ნივთების მიმართ მოვალის - ლ----------–--ის მფლობელობის და აქედან გამომდინარე მისი მესაკუთრის შესახებ პრეზუმფციის დაშვების ფაქტობრივი საფუძველი.

 

4.6. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, მოძრავ ნივთებზე მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია იცავს ფაქტობრივ მფლობელობას იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს აღნიშნულ ნივთებზე საკუთრების ვარაუდი. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ყადაღადადებული ნივთები წარმოადგენს საოჯახო მოხმარების საყოფაცხოვრებო საგნებს. უძრავი ქონება, სადაც განლაგებულია მოძრავი ნივთები, არ დასტურდება, რომ წარმოადგენს მოვალე ლ----------–--ის საკუთრებას. მოპასუხე ცხოვრობს მოსარჩელეებთან მ----- ფ--------თან, ლ--–-------------ასთან (შვილები), ი-----------სთან (რძალი) ერთად.

 

4.7. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის - ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების -აკრძალვის გამოცხადებას, ანდა ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას.

 

4.8. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 32-ე მუხლის (მესამე პირის სარჩელი სხვისი ვალების გამო აღწერილი ქონების საკუთრების უფლების შესახებ) თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. თუ ყადაღადადებული ქონება უკვე რეალიზებულია, მესამე პირი უფლებამოსილია მოვალეს, რომლის ვალდებულების გამოც მოხდა მესამე პირის ქონების გასხვისება, მოსთხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

მსგავსი კატეგორიის დავების განხილვისას, მართალია, როგორც საპროცესო-სამართლებრივი, ასევე, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტით, მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარეზეა, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ ყადაღადადებული ნივთები არ იმყოფება მოვალის საკუთრებაში არსებულ ბინაში, ასევე ყადაღადადებული ნივთების დანიშნულებიდან და ფუნქციური დატვირთულობიდან გამომდინარე, რომლებიც აშკარაა, რომ სავალდებულოა ყოველდღიური ყოფითი/საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ამასთან, მოსარჩელეებთან მისი ნათესაური კავშირის გათვალისწინებით (დედა შვილი; დედამთილი), სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ არსებობს მოვალის ამ ყადაღადადებული ნივთების მფლობელად მიჩნევის ფაქტობრივ–სამართლებრივი საფუძველი და ლ----------–--ის მესაკუთრედ მიჩნევისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე პრეზუმფციის დაშვების საფუძველი.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, ვინაიდან, მოვალე ცხოვრობს შვილებთან და რძალთან ბინაში, რომელიც აღჭურვილია ოჯახის ყოველდღიური ცხოვრებისათვის აუცილებელი ყოფითი/საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საჭირო ნივთებით და არც რაიმე გარემოებები არ მიუთითებს, რომ სწორედ მან იზრუნა ოჯახის ბინის ცხოვრებისათვის აუცილებელი ყოველდღიური ყოფითი/საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, აუცილებელი ნივთებით აღჭურვაზე, პალატის მოსაზრებით, გამოირიცხება სადავო ნივთების მიმართ მოვალის - ლ----------–--ის მფლობელობის და აქედან გამომდინარე მისი მესაკუთრის შესახებ პრეზუმფციის დაშვების ფაქტობრივი საფუძველი.

 

შესაბამისად, მოსარჩელის სასარგებლოდ არსებული სამართლებრივი პრეზუმფციის პირობებში, დაუშვებელია კვლავ მოსარჩელის მხარეზე დარჩეს მტკიცების ტვირთი. მოსარჩელის სასარგებლოდ არსებული სამართლებრივი პრეზუმფციის საპირისპიროდ, სადავო მოძრავი ნივთების მიმართ მოვალის მესაკუთრედ ყოფნის მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა კრედიტორს, რომელმაც, როგორც საქმის მასალებიდან დადგინდა, ვერ უზრუნველყო სადავო ნივთების მოვალისადმი კუთვნილების დადასტურება.

 

საბოლოოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა მიდის იმ დასკვნამდე, რომ აპელანტმა ვერ უზრუნველყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ შესაბამისი, მტკიცებულებებით გამყარებული დასაბუთებული პრეტენზიის წარმოდგენა. ის დასაბუთება, რაც აპელანტმა შეთავაზა სასამართლოს არ იძლევა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებისათვის საკმარის საფუძველს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სააპელაციო საჩივრების დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. რ---------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ლევან გვარამია