განაჩენი

სისხლის სამართლის 25.06.2019
საქმის ნომერი
080100118002436138
ინსტანცია
თარიღი
25.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100118002436138

№1/ბ-451-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

14 ნოემბერი, 2018 წ. ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ შემადგენლობით

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე

სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე

 

პროკურორის - ი----- მ–---ას

მსჯავრდებულის - გ------ი კ---------–--ის

ადვოკატის - თ------ ჟ-----ს მონაწილეობით

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------ი ლ-----ს ძე კ---------–--ის მიმართ, დაბადებული: 0---------წ. პირადი №5----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: წყალტუბო, სოფ. ჭ-–-–---ი, ფაქტობრივად მცხოვრები: წყალტუბოს რაიონი, სოფ. გ------ი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ------ი კ----------–--ემ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში, ასევე დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და შესაძლებლობა არ ჰქონდა მიეღო ზომები თავის დასაცავად, მაშინ როცა მიმტოვებელს ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო მისი დახმარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 10 თებერვალს, დაახლოებით 2000 საათზე, წყალტუბოს რაიონის სოფელ გ------ში, ქუთაისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე არსებულ გზაგამტარ ხიდზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გ------ი კ---------–--ემ მისი მართვის ქვეშ არსებული ,,ვაზ-2106“-ის მარკის, სახელმწიფო ნომრით C-------- ავტომანქანით მოძრაობისას, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33.11 მუხლის მოთხოვნები და შეეჯახა სავალი ნაწილის მარჯვენა ზოლში გაჩერებულ ,,ოპელ-ვექტრას“ მარკის, სახელმწიფო ნომრით R------ ავტომობილის უკანა მარცხენა კარებთან მდგარ ს----- შ---–--ეს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

 

2018 წლის 10 თებერვალს, დაახლოებით 2000 საათზე, წყალტუბოს რაიონის სოფელ გ------ში, ქუთაისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე არსებულ გზაგამტარ ხიდზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გ------ი კ---------–--ემ მისი მართვის ქვეშ არსებული ,,ვაზ-2106“-ის მარკის, სახელმწიფო ნომრით C-------- ავტომანქანით მოძრაობისას, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33.11 მუხლის მოთხოვნები და შეეჯახა სავალი ნაწილის მარჯვენა ზოლში გაჩერებულ ,,ოპელ-ვექტრას“ მარკის, სახელმწიფო ნომრით R------ ავტომობილის უკანა მარცხენა კარებთან მდგარ ს----- შ---–--ეს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ჩავარდა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში და შესაძლებლობა არ ჰქონდა მიეღო ზომები თავის დასაცავად, მაშინ როცა გ------ი კ---------–--ეს წარმოეშვა ქვეითზე ზრუნვის სპეციალური ვალდებულება და შეეძლო მისი დახმარება, მან განსაცდელში დაუხმარებლად მიატოვა ს----- შ---–--ე, არ შეაჩერა ავტომანქანა და დანაშაულის ჩადენის ადგილიდან მიიმალა. ხოლო ს----- შ---–--ე მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განაჩენით გ------ი კ---------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 2 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა, თავისუფლების აღკვეთამ - 7 (შვიდი) წლის ვადით, შთანთქა საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ------ი კ---------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 2 (ორი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ გ------ი კ---------–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 30 მარტიდან.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა მსჯავრდებულ გ------ი კ---------–--ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - თ.ჟ-----ს მიერ, რომლებიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვენ გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და გ.კ---------–--ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთის 6 წლის ვადით დანიშვნას, სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით 4 (ოთხი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის რეალური სასჯელის სახით განსაზღვრას, ხოლო დარჩენილი 2 (ორი) წლის პირობითად ჩათვლას, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტ მხარეს, მსჯავრდებულ გ------ი კ---------–--ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს - თ------ ჟ-----ს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს.

– მოწინააღმდეგე მხარეს, პროკურორ ი----- მ–---ას, რომელიც არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და მის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ გ------ი კ---------–--ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულის უფლებამონაცვლის ნ------–------------------------------------–---------------------–------------------------------–---–--–---–----------------------------------–--------------------------–---- გამოკითხვის ოქმებით, ბრალდებულ გ------ი კ---------–--ის დაკითხვის ოქმებით, ამოღების ოქმებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალის დისკების დათვალიერების ოქმებით, ავტოტექნიკური ექსპერტიზის N1---- დასკვნიტ, ალკოჰოლური თრობის N0-------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ გ------ი კ---------–--ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით. განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (დაცვის მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.

მსჯავრდებულ გ------ი კ---------–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ------ი კ---------–--ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - თ------ ჟ-----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად:

გ------ი კ---------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128- ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 2 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა, თავისუფლების აღკვეთამ - 7 (შვიდი) წლის ვადით, შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ------ი კ---------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 2 (ორი) წლის ვადით.

მსჯავრდებულ გ------ი კ---------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

მსჯავრდებულ გ------ი კ---------–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 30 მარტიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტომასალის დისკი და ავტომანქანის ამოღების ამსახველი ფოტომასალის დისკი (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს) - შენახული იქნეს სისხლის სამართლის შენახვის ვადით.

- ,,ვაზ-2106“-ის მარკის, სახელმწიფო ნომრით C-------- ავტომანქანა, რომელიც განთავსებულია საჯარიმო ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

- ,,ოპელ-ვექტრა“-ს მარკის, სახელმწიფო ნომრით R------ ავტომანქანა, რომელიც განთავსებულია საჯარიმო ავტოსადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

- ს----- შ---–--ის ტანსაცმელი, რაც ინახება გ------ის პოლიციის განყოფილებაში - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

- გ------ი კ---------–--ის ტანსაცმელი, ,,ვაზ-2106“-ის მარკის ავტომანქანიდან ამოღებული ქვედა საფენი, საზურგის შალითა (გადაგზავნილია ექსპერტიზაზე) დაუბრუნდეს გ------ი კ---------–--ეს ან მის ნდობით აღჭურვილ პირს.

 

- სამი ცალი მოშავო ფერის პლასტმასის დეტალი, მოყვითალო ფერის დეტალი, ერთი ცალი გამჭირვალე პოლიეთილენის ჭურჭელი, რაც ინახება გ------ის პოლიციის განყოფილებაში - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე