განაჩენი

სისხლის სამართლის 25.06.2019
საქმის ნომერი
110100118002435304
ინსტანცია
თარიღი
25.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 110100118002435304

№1/ბ-443-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

04 ოქტომბერი, 2018 წ. ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე

 

პროკურორის - ვ------- ნ------ის

მსჯავრდებულის - გ------ი ლ--------------ის

ადვოკატის - მ-----– ხ--------ის მონაწილეობით

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------ი ა------ის ძე ლ--------------ის მიმართ, დაბადებული: 1---------წ. პირადი №5----------, დაუოჯახებელი, არასრული საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები ხარაგაულის რაიონის სოფელ მ-----–--ში.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ------ი ლ--------------ემ ჩაიდინა ქურდობა ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით ნასამართლევი გ------ი ლ--------------ე, პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, 2018 წლის 11 მარტს, დაახლოებით 2200 საათზე, ხარაგაულის რაიონის სოფელ მ-----–--ში, კ--–----ე ხ------–--ის საცხოვრებელი სახლის წინამდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ,,K----------------’’-ის მარკის ტრაქტორიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 180 ლარად ღირებულ აკუმულატორს, რის შედეგადაც კ--–----ე ხ------–--ეს მიადგა 180 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 ივნისის განაჩენით გ------ი ლ--------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 დეკემბრის განაჩენით გ------ი ლ--------------ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი (თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით);

საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა, თავისუფლების აღკვეთამ 4 (ოთხი) წლის ვადით, შთანთქა წინა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით და საბოლოოდ გ------ი ლ--------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

გ------ი ლ--------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 26 მარტიდან.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის ვ------- ნ------ის მიერ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელთა მთლიანი შეკრების პრინციპის გამოყენებით.

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, პროკურორ ვ------- ნ------ეს რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.

– მოწინააღმდეგე მხარეს, მსჯავრდებულ გ------ი ლ--------------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს - მ-----– ხ--------ეს, რომლებიც არ დაეთანხმნენ სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ გ------ი ლ--------------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და ,,დ” ქვეპუნქტებით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ კ--–----ე ხ------–--ის გამოკითხვის ოქმებით; მოწმეების - ე--------------–----------------–------------------------–--–------------------–---–---–---------------------------–------------------------------–-----------------------------------------–-------- გამოკითხვის ოქმებით; ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 დეკემბერის განაჩენი გ------ი ლ--------------ის მიმართ; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოსურათებით; გ------ი ლ--------------ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ფოტოსურათებით; აკუმულატორის ამოცნობის ოქმებით; აკუმულატორის საგარანტიო ტალონისა და თანხის გადახდის ქვითარის ამოღების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ გ------ი ლ--------------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და ,,დ” ქვეპუნქტებით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ გ------ი ლ--------------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს. ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სასჯელის მიზნებიდან გამომდინარე, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს გ------ი ლ--------------ეს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელი განესაზღვრა სწორად, შთანთქმის წესის გამოყენებით, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანისა და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის ვ------- ნ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად:

გ------ი ლ--------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 დეკემბრის განაჩენით გ------ი ლ--------------ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი (თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით);

საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა, თავისუფლების აღკვეთამ 4 (ოთხი) წლის ვადით, შთანთქას წინა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი, თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით და საბოლოოდ გ------ი ლ--------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

გ------ი ლ--------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 26 მარტიდან;

გ------ი ლ--------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

საქმეზე დართული საგნები და ნივთები: გ------ი ლ--------------ის საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული „ESAN“-ის ფირმის აკუმულატორი, რომელიც ინახება ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს დაზარალებულ კ--–----ე ხ------–--ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

ე------ ხ------–--ისგან ამოღებული აკუმულატორის საგარანტიო ფურცელი და თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, რომელიც ინახება ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები „CD“ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე