განაჩენი

სისხლის სამართლის 26.06.2019
საქმის ნომერი
050100118002493835
ინსტანცია
თარიღი
26.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 050100118002493835

საქმე №1/ბ-603-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 ივნისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

მოსამართლე- მაკა გორგოძე

 

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

 

პროკურორის - შ----- ჩ----ის,ადვოკატის - მ------- ა----------ის,მსჯავრდებულის - გ--- ხ------–-–---–-ს მონაწილეობით

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ--- ო------ს ძე ხ------–-–---–-ს მიმართ, დაბადებული 195- წლის 14 ს----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 0----------, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ოზურგეთი, ჟ-------- ქუჩა N 4.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ გ--- ხ------–-–---–მა ჩაიდინა: სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ასევე, ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის და სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 11 მაისს დაახლოებით 13:00 საათზე გ--- ხ------–-–---–ს ოზურგეთში, ჟ-------- ქ. N4-ში მდებარე ყოფილი ფსიქონევროლოგიური დისპანსერის შენობაში განთავსებულ დროებით საცხოვრებელ ბინაში მიაკითხა მეზობლემა ე-–---- ხ------ემ და მოსთხოვა კუთვნილი რკინის საწოლის დაბრუნება, რაზეც გ--- ხ------–-–---–მა სთხოვა გარკვეული პერიოდით ისევ დაეტოვებინა საწოლი მისთვის, რის შემდეგაც ჩააცილა ე-–---- ხ------ე ეზოში, სადაც კვლავ გაგრძელდა საუბარი მათ შორის საწოლის დაბრუნების თაობაზე, რასაც მოჰყვა კამათი და განაწყენებულმა გ--- ხ------–-–---–მა ე-–---- ხ------ეს ხელი დაარტყა სახეში, რა დროსაც მას განუვითარდა სისხლნაჟღენთი მარცხენა თვალბუდის არეში, რასაც ჯანრმთელობის მოშლა არ მოჰყოლია, მაგრამ გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.

 

გ--- ხ------–-–---–- იყო რა ნასამართლევი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის განაჩენით და 2017 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის და არ ქონდა რა ნასამართლობა მოხსნილი და გაქარწყლებული, კვლავ ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული არაერთგზის. კერძოდ, გ--- ხ------–-–---–მა 2018 წლის 17 მაისს დაახლოებით 03:20 საათზე, ზ---- ვ------------ს კუთვნილი ოპელ ვექტრას მარკის ავტომანქანიდან, რომელიც იდგა ქ. ოზურგეთში, ი----- პ------–-- ქუჩაზე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ორ ცალ გვერდითა და უკანა ხედვის სარკეს, ღირებული 30 ლარი და იმ დროს, როდესაც ცდილობდა შემთხვევის ადგილიდან მიმალვას მისი დანაშაულებრივი ქმედება მხილებული იქნა შსს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს მუშაკების მიერ.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის განაჩენით გ--- ხ------–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ", ,,დ" ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

- საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" და ,,დ" ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 5--ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა საჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ--- ხ------–-–---–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს, 2017 წლის 29 ივნისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წელი, რაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შთანთქა ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და გ--- ხ------–-–---–ს, განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გ--- ხ------–-–---–-ს მიმართ დანიშნულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 5 (ხუთი) წლის ვადით მთლიანად დაემატოს წინა, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს, 2017 წლის 29 ივნისის განაჩენით დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული და ამავე სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით შეცვლილი დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა- 950 (ცხრაას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ--- ხ------–-–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით და დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა -950 (ცხრაას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტი სასარგებლოდ.

 

მსჯავრდებულ გ--- ხ------–-–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია და სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და მის მიმართ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 17 მაისიდან.

 

სააპელაციო საჩივრის მოტივები:

 

აპელანტი - მსჯავრდებული გ--- ხ------–-–---–- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანას და ღირსეული სასჯელის დანიშვნას, ასევე სურს საპროცესო შეთანხმებაზე აწარმოს მოლაპარაკება. შემდეგ მოტივებზე მითითებით: არის 60 წლის ასაკოვანი ადამიანი და ომის მონაწილე. მას დანაშაული ჩადენინეს პოლიციელებმა, აძალებდნენ სხვის სახლში შესვლას და ტელევიზორის მოპარვას, მერე მიყვანეს მანქანასთან, სადაც მოახსნევინეს სარკები, რომლებიც გადაცა იქვე მდგომ პოლიციელებს, ნამთვრალები და უძილო იყო, ამიტომ რასაც ეუბნებოდნენ ყველაფერზე ხელს აწერდა. პოლიციელები ეუბნებოდნენ რომ 2 წელზე მეტს არ მიცემდნენ.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

აპელანტს - მსჯავრდებულ გ--- ხ------–-–---–ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს მ------- ა----------ეს, რომლებმაც დააზუსტეს სააპელაციო საჩივარი და მოითხოვეს დანიშნული სასჯელის შემსუბუქება;

 

ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორს შ----- ჩ----ეს, რომელმაც არ დაუჭირა მხარი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ--- ხ------–-–---–-ს მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლოს მსჯავრდებულ გ--- ხ------–-–---–-ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულების - ე-–---- ხ------ის და ზ---- ვ------------ს დაკითხვის ოქმებით, მოწმეების - ნ------–--–-–---–----------------–---------------–--------------------–---–-----–-------------–------------------------------------ ჩვენებებით, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, მიღებული შეტყობინებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით და ფოტოილუსტრაცით, დაკავების ოქმით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, პირადი ჩხრეკის ოქმით, ავტომანქანის დათვალიერების ოქმით, ნივთიერ მტკიცებულების გახსნა დათვალიერების ოქმით ფოტოცხრილით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ გ--- ხ------–-–---–-ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 126–ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" და ,,დ" ქვეპუნქტებით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი.

 

მსჯავრდებულ გ--- ხ------–-–---–-ს მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე კანონით განსაზღვრული ნორმები ლეგიტიმურ მიზანს, გამოსადეგობას და პროპორციულობას უნდა ემსახურებოდეს. პროპორციულობა - კონსტიტუციურობის უნივერსალური კრიტერიუმია. სასჯელის მიზნები კი თავისებური ორიენტირია სასამართლოსათვის სასჯელის დანიშვნისას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი გარემოებები, კერძოდ, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება; სასამართლოს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში მიიღო სასჯელის მიზნები - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და პირის რესოციალიზაცია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ გ--- ხ------–-–---–-ს მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების საფუძველი. შესაბამისად გასაჩივრებული განაჩენი გ--- ხ------–-–---–-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ გ--- ხ------–-–---–-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ------- ა----------ის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

გ--- ხ------–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" და ,,დ" ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

- საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" და ,,დ" ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა საჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ--- ხ------–-–---–ს, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად შთანთქოს მოცემული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და გ--- ხ------–-–---–ს განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გ--- ხ------–-–---–-ს მიმართ დანიშნულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 5 (ხუთი) წლის ვადით მთლიანად დაემატოს წინა, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის განაჩენით დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული და ამავე სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით შეცვლილი დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა- 950 (ცხრაას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ--- ხ------–-–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით და დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა -950 (ცხრაას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტი სასარგებლოდ.

 

მსჯავრდებულ გ--- ხ------–-–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

გ--- ხ------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი დაკავების დღიდან - 2018 წლის 17 მაისიდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე