განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160100118002456722
საქმე №1ბ/739-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ
ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - ზ-----–---------ას,ადვოკატ - გ------------------–---–ის,მსჯავრდებულ - ლ----------------ნის მონაწილეობით,მსჯავრდებულ ლ----------------ნის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის გ------------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ლ-----------–------------------ის მიმართ - დაბადებული 1----–-–---------------რს, პირადი ნომერი: 3----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ზ------------------–-------–---–-----------–----–---–-------------------------–--------------------–----------–---–------------- დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 თებერვლის განაჩენით:
ლ----------------ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;
ლ----------------ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ----------------ნს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
ლ----------------ნს დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 18 მაისიდან.
ლ----------------ნს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა სრულწლოვანის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში;
მანვე ჩაიდინა გარყვნილი ქმედება, ესე იგი ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2017 წლის 1 დეკემბერს ქ----------––-------------------–- არსებულ ტყეში, რესტორნის ნანგრევებში, სრულწლოვანმა - 1----–-–---------------რს დაბადებულმა ლ---- დ---------ნმა განახორციელა სექსუალური ხასიათის შეღწევა მისთვის წინასწარი შეცნობით 12 წლის, 2005 წლის 2 აპრილს დაბადებულ ნ----------–--ას სხეულში. გარდა აღნიშნულისა, ლ----------------ნი ნ----------–--ას სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას ახორციელებდა სხვადასხვა დროს 2017 წლის 8 დეკემბრამდე.
2017 წლის 16 დეკემბერს, დაახლოებით 21:30 საათზე მარნეულის ჯანდარის მასივში, ნ-------------ნას საცხოვრებელ სახლში, სრულწლოვანი 1----–-–---------------რს დაბადებული ლ----------------ნი გარყვნილ ქმედებას ახორციელებდა 12 წლის, 2005 წლის 02 აპრილს დაბადებულ ნ----------–--ასთან. კერძოდ, მისი ქმედება გამოიხატა მასში, რომ ის ტუჩებში კოცნიდა ნ--- ქუხილვას, რა დროსაც მათ შეუსწრო ნ--- ქუხილვას დედამ ნ-------------ნამ.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ლ----------------ნმა და მისმა ადვოკატმა გ------------------–---–მა, რომლებმაც მოითხოვეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 თებერვლის განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ ლ----------------ნის უდანაშაულოდ ცნობას, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი; ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ლ----------------ნის მხრიდან დანაშაულის ჩადენას. აპელანტის განმარტებით, უპირველესად აღსანიშნავია, რომ არ არის დადგენილი დაზარალებულის ვინაობა და ასაკი, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბრალეულობის დასადგენად. ამასთან, სასამართლომ ბრალდება დადასტურებულად ჩათვალა მხოლოდ ვარაუდისა და მოწმე ნ----------–--ას ჩვენებების საფუძველზე. ამ უკანასკნელს მიცემული აქვს ოთხი ჩვენება - სამი გამოძიებაში და ერთი სასამართლოში და ოთხივე ჩვენება არსებითად განსხვავდება ერთმანეთისაგან ისეთ მნიშვნელოვან გარემოებებთან დაკავშირებით, თუ როდის მოხდა სქესობრივი კავშირი მასა და ლ----------------ნს შორის, სად მოხდა და რამდენ ფაქტს ჰქონდა ადგილი. აპელანტი უთითებს, რომ ნ----------–--ა რატომღაც უარყოფს თავის ურთიერთობას სხვა პირებთან, თუმცა მტკიცებულებები სხვას მიუთითებენ. ასევე, სასამართლომ ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად ჩათვალა მოწმეთა ჩვენებები, ფარული ვიდეო ჩანაწერები და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, თუმცა არცერთი მათგანი არ ადასტურებს ლ----------------ნის მიერ დანაშაულის ჩადენას. მოწმედ დაკითხული პირები: ნ-------------ნა, ლ-----------–---–---------–----–---–------------------------–-–---–ი არ არიან ფაქტის თვითმხილველები და გადმოსცემენ დაზარალებულის მონაყოლს, რომელიც არ შეესაბამება თვით დაზარალებულის ჩვენებებს. ფარული ვიდეო ჩანაწერებიდან კი დასტურდება, რომ ლ----------------ნს ნ----------–--ასთან არავითარი სქესობრივი კავშირი არ ჰქონია, თვითონ ნ----------–--ა ცდილობდა ლ----------------ნთან დაახლოებას და 2017 წლის 16 დეკემბერს მან თავად დაუწყო კოცნა ლ----------------ნს. ლ----------------ნი თავის ჩვენებაშიც და ფარული საგამოძიებო მოქმედებების დროსაც მიუთითებს, რომ დაზარალებულს ქონდა საეჭვო კავშირები სხვა პირებთან, თუმცა მიუხედავად ამისა, გამოძიებას საეჭვო პირების დადგენა არ უცდია, არ ჩაუტარებია ბიოლოგიური ექსპერტიზა ნ----------–--ას სხეულიდან აღებულ ნაცხზე, რომ დაედგინა - რეალურად ვისთანაც ქონდა სქესობრივი კავშირი დაზარალებულს. სასამართლო კი დაუსაბუთებლად იზიარებს ბრალდების მხარის ვერსიას და სრულიად უსაფუძვლოდ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარყოფს დაცვის მხარის არგუმენტებს.
სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა და მისმა ადვოკატმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
პროკურორმა მოითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენის უცვლელად დატოვება.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ნ----------–--ამ განმარტა, რომ დაიბადა 2005 წლის 2 აპრილს. დედასთან - ნ-------------ნასთან ერთად ცხოვრობს მარნეულში, სადაც ჩავიდნენ ზუგდიდიდან დაახლოებით ორი წლის წინ. თავდაპირველად მარნეულში არ ქონდათ საცხოვრებელი ბინა და დაახლოებით სამი თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ ლ----------------ნის სახლში, ვინაიდან დედამისთან მეგობრობდა ლ----------------ნის და. შემდეგ კი დასახლდნენ ჯანდარის მასივში. ლ----------------ნი ხშირად მოდიოდა და რჩებოდა მათთან. ერთხელ ლ--------ან ერთდ დედის თხოვნით წავიდა შეშაზე. ჯანდარის მასივში, ტყეში, დანგრეული რესტორნის ტერიტორიაზე ლ----------------ნმა უთხრა, რომ უყვარდა, მოწონდა და სურდა მისი ცოლად მოყვანა. აიყვანა ზემოთ კიბეებზე, ძირს დააფინა ქურთუკი, დააწვინა, ეფერებოდა მკერდზე და კოცნიდა ლოყაზე. ასევე გახადა ტანისამოსი, თვითონ ლ----ს კი შარვალი ჰქონდა გახდილი და მასთან დაამყარა სქესობრივი კავშირი. აღნიშნულ ადგილას დაახლოებით 2 საათი იმყოფებოდნენ, შემდეგ კი დაბრუნდნენ სახლში. იმ ღამით ლ----- დარჩა მათ სახლში. დაზარალებულის განმარტებით, აღნიშნულის შემდეგ ლ----მა მასთან კვლავ დაამყარა სქესობრივი კავშირი სახლში, როდესაც დედა სამსახურში იმყოფებოდა. ლ----- ეუბნებოდა, რომ ქალიშვილობას არ დააკარგვინებდა, რომ უყვარდა და ამის გამო თავადაც თანხმდებოდა მასთან ურთიერთობას. აღნიშნული ფაქტი დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად ხდებოდა. ექსპერტიზის შემდეგ გაიგო, რომ ქალიშვილი არ იყო. რაც შეეხება 2017 წლის 16 დეკემბრის ფაქტს, ნ----------–--ამ აღნიშნა, რომ ლ----------------ნი იმყოფებოდა მათთან სახლში, იგი დააწვინა საწოლზე, აკოცა ტუჩებში და ეფერებოდა მკერდზე, რა დროსაც ფანჯრიდან ისინი დაინახა დედამისმა ნ-------------ნამ, რომელიც ძალიან გაბრაზდა და დაურეკა ლ-----ს დას. მეორე დილას მათთან მივიდა დედამისის მეგობარი ნ-----–----–---–ი, რომელსაც მოუყვა ყველაფერი. ხოლო დედამ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გაიგო რაც მოხდა მასა და ლ----------------ნს შორის. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ იგი სისტემატიურად ეუბნებოდა ლ----ს მის ასაკს და მან ნამდვილად იცოდა, რომ იყო 12 წლის. ნ-----------–--ას განმარტებით, სხვა მეგობრები არ ყოლია, არც ტელეფონი ჰქონია, სარგებლობდა დედის ტელეფონით და ესაუბრებოდა მხოლოდ ლ----ს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-------------ნამ განმარტა, რომ ნ----------–--ა არის მისი შვილი, რომელიც დაიბადა 2005 წლის 2 აპრილს. იმშობიარა სახლში, მარნეულის რაიონის სოფელ ი----–ი. მშობიარობას ესწრებოდნენ მისი მეზობლები ვინმე მ-----------------------------–-–ვილი. ვინაიდან თვითონ არ ქონდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, შესაბმისად, დოკუმენტები არც ნ----------–--ასთვის არ გაუკეთებია. ქუხილავა არის მისი (ნ-------------ნას) გვარი, თუმცა თავად ატარებს მეორე მეუღლის - ვიაჩესლავ სარანჩინის გვარს. ნ-------------ნას განმარტებით, მუშაობდა ლ----------------ნის დასთან ერთად და დაახლოებით ორი წელია იცნობს ლ----საც. როდესაც ნ----------–--ა გახდა 11 წლის, დაუახლოვდნენ ლ-----ს ოჯახს. ენდობოდა მას და ნ-----ც კარგი ურთიერთობა ქონდა ლ----თან, თუმცა მათ შორის არსებული სქესობრივი ურთიერთობის შესახებ არაფერი იცოდა, რადგან ბავშვი შიშის გამო არ ეუბნებოდა. 2017 წლის 16 დეკემბერს იმყოფებოდა სამსახურში და სახლში დაბრუნდა გვიან საღამოს, დაახლოებით 9-10 საათზე. საცხოვრებელი კორპუსი არის ორსართულიანი და მათი ბინა მდებარეობს პირველ სართულზე. როდესაც შეაღო სახლის კარი, დაინახა, რომ ბავშვი იწვა შემოსასვლელში საწოლზე, ლ----- ზემოდან აწვა, ჩახუტებული ჰყავდა ნ--- და კოცნიდა ტუჩებში, ეფერებოდა მკერდზე. ნ-------------ნას განმარტებით, მან დაურეკა ლ-----ს დას და შეატყობინა ამის თაობაზე. ლ----- კი წავიდა და მოვიდა მეორე დღეს მეგობართან, თავის დასთან და დისშვილთან ერთად. ამ დღეს მათთან სახლში ასევე მისული იყო მეგობარი ნ-----–----–---–ი, რომელსაც ნ---მ უამბო ყველაფერი. თუმცა ექსპერტიზის დასკვნის შედეგად გაიგო, რომ ნ--- არ იყო ქალიშვილი და ამის შემდეგ ბავშვმაც უთხრა სიმართლე, რომ როდესაც ლ--------ან ერთად წავიდა შეშაზე, რესტორნის ნანგრევებში ლ----მა მასთან დაამყარა სქესობრივი კავშირი. ბავშვის გადმოცემით, ლ----- მას ეუბნებოდა, რომ უყვარდა და ქალიშვილობას არ დააკარგვინებდა, პირდებოდა ცოლად მოყვანას. ნ---მ ასევე უთხრა, რომ უყვარდა ლ-----. ნ-------------ნამ დაადასტურა, რომ ნ----------–--ა სკოლაში არ დადიოდა და იყო სულ სახლში, არ გადიოდა მეზობლებთანაც კი. სარგებლობდა მისი (ნ-------------ნას) ტელეფონით.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-----–----–---–მა განმარტა, რომ ნ-------------ნასთან ერთად მუშაობდა რესტორან „თეთრ სახლში“ მიმტანად და იცნობს მის შვილს - ნ-----ც. ასევე მათგან გაიცნო ლ----------------ნი, რომელთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა დაზარალებულის ოჯახს და ენდობოდნენ. ნ-------------ნას ოჯახში მიდიოდა ხშირად, სადაც ასევე ხვდებოდა ლ-----. შემთხვევის დღეს ნ-------------ნამ დაურეკა და სთხოვა მასთან ასვლა. ნ-------------ნა მოუყვა, რომ წინა ღამეს ფანჯრიდან დაუნახავს ლ----------------ნი როგორ კოცნიდა ნ----------–--ას. მოწმე ნ-----–----–---–ის განმარტებით, მოგვიანებით ნ----------–--ასთან ერთად გავიდა მაღაზიაში, რა დროსაც ნ---მ უთხრა, რომ დაახლოებით 1 დეკემბერს ლ----მა დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი. მოწმემ დაადასტურა, რომ ნ---ს სხვა მამაკაცებთან ურთიერთობა არ ჰქონია, მისი ასაკი კი იცოდა ყველამ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე რ----------------–-–---–მა განმარტა, რომ ცხოვრობს მარნეულის რაიონის სოფელ ი----–ი, სადაც გაიცნო ნ-------------ნა და მისი ყოფილი მეუღლე. მოგვიანებით გაიგო, რომ ნ-------------ნას შეეძინა შვილი - ნ----------–--ა. მოწმის განმარტებით, გარკევული პერიოდი ის და ნ-------------ნა ერთად მუშაობდნენ და ქონდათ ჩვეულებრივი ურთიერთობა. მეუღლესთან გაშორების შემდეგ, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, ნ---- და მისი შვილი ცხოვრობდნენ მასთან. მოწმემ ნათლად განმარტა, რომ ნ----------–--ა არის 12 ან 13 წლის. შემთხვევიდან მეორე დღეს ნ-------------ნამ დაიბარა თავისთან სახლში და უამბო რაც ნახა. ნ----------–--ამ ერთ-ერთ მათ ნაცნობ გოგოს ასევე მოუყვა ყველაფერი მომხდარის თაობაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ-–-----------------–---–მა განმარტა, რომ ნ-------------ნა და ნ----------–--ა იყვნენ მისი დედის მეზობლები. მათთან შედიოდა ჩაიზე და ყავაზე. ასევე, როდესაც ჭირდებოდათ ეხმარებოდა საოჯახო საქმეებში, უჭრიდა შეშას და სხვა. მოწმის განმარტებით, მათთან სახლში ნანახი ყავს ეკა და ნ-----–----–---–ები. ნ----------–--ა ძირითადად იყო სახლში, ზოგჯერ დაუნახავს მაღაზიაში მიმავალიც. ლ----------------ნს არ იცნობს და არც მათ ოჯახში უნახავს როდისმე.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მოწმე ლ-----------–---–ის ჩვენება, საიდანაც ირკვევა, რომ მუშაობს ნ-------------ნასთან ერთად და არის მისი მეგობარი. 2017 წლის 17 დეკემბერს, დილის საათებში სახლში მიაკითხა ნ-------------ნას, რომელსაც ეტყობოდა, რომ იყო აღელვებული. კითხვაზე - თუ რა ხდებოდა, ნ----მ უამბო, რომ წინა საღამოს დაინახა როგორ კოცნიდა ლ----------------ნი მის შვილს. ამის შემდეგ შევიდა ნ-------------ნას სახლში, სადაც დახვდა ნ-----–----–---–ი და მოგვიანებით მივიდა რ----------------–-–---–ი. როგორც ნ----------–--ამ დედის მეგობრებს უამბო, ლ----------------ნი მასთან ამყარებდა სქესობრივ კავშირს, შემდეგ კი გარბოდა საპირფარეშოში. ლ-----------–---–მა დაადასტურა, რომ ნ--- იყო 12 წლის.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე შსს მარნეულის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა მ-------------–---–მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე. მოწმის განმარტებით, ნ----------–--ას რაიმე ოფიციალური დოკუმენტი არ გააჩნდა და მისი ასაკი დადგინდა მოწმეთა გამოკითხვის გზით.
სასამართლო სხდომაზე მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეულ იქნა ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერი, რომელიც სასამართლოს ნებართვით განხორციელდა ლ----------------ნსა და ნ-------------ნას შორის 2017 წლის 29 დეკემბერს, 17:47:07 საათიდან, 2017 წლის 29 დეკემბრის 18:34:29 საათამდე. მათ შორის საუბარი მიმდინარეობს ნ-------------ნას შვილის ნ----------–--ასთან დაკავშირებით. საუბრისას ლ----------------ნი ნ----------–--ას მოიხსენიებს, როგორც ბავშვს და მისი ასაკის შესახებაც ინფორმირებულია. საუბარში ლ----------------ნი უარყოფს ნ----------–--სთან სქესობრივ კავშირს, თუმცა აღიარებს ნ----------–--ასათვის ტუჩებში კოცნის ფაქტს. კერძოდ, აცხადებს - „ბაზარი არ არის მე კოცნაზე არ ვიყავი მართალი, ვაღიარე, ნ----, ბავშვებს ვფიცავარ და ჩვენებაც დავწერე“, ასევე ნ-------------ნას შეკითხვაზე - „ბიჭო, რად გინდოდა რატომ კოცნიდი? მითხარი, რატომ კოცნიდი, რატომ? პასუხობს „- არ გამოწეულიყო, ბავშვებს ვფიცავარ... კი მე დამნაშავე ვარ, მაშინაც გითხარი და ანალოგიურს კიდევ ვამბობ. შენ როგორც თქვი, მართლაც მასეთნაირად, მე მაშინ მაგისთვის მართლდა უნდა გამელაწუნებინა კარგად, გემრიელი, მაგრამ...“, ნ-------------ნა კი აწყვეტინებს სიტყვებით „მაგრამ შენ გადააწვინე და აკოცე, ლ----“. დ---------ნი პასუხობს -„კი, მართალია“.
2018 წლის 15 იანვრის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ნ----------–--ას სხეულზე რაიმე მექანიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. ნ----------–--ას საქალწულე აპკის მთლიანობა დარღვეულია - არ არის მთელი. ხანდაზმულობით უნდა შეესაბამებოდეს 7-14 დღის ინტერვალს. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს ექსპერტებმა გ---–--------------–---–--------------------–---–--------------------–-------
ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებები გახლავთ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული და გამოკვლეული მტკიცებულებები, რომელთა შეფასების საფუძველზე სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ლ----------------ნის ბრალეულობასთან დაკავშირებით. განაჩენის გამოტანისას სასამართლო ხელმძღვანელობს და ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში მკაცრად გაწერილ კრიტერიუმებს და მოთხოვნებს, რომლებიც იცავენ პიროვნებას უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდების შემთხვევაში დამნაშავედ გამოცხადებისაგან. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლში მითითებულია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.
რაც შეეხება მტკიცებულებების შეფასებას, აღნიშნულთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია შემდეგი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებები უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით; ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამასთან, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი კი უნდა იყოს საკმაოდ მაღალი და ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს.
მოცემულ შემთხვევაში, პალატა აფასებს რა ზემოთ მოყვანილ მტკიცებულებებს მათი უტყუარობის, რელ----ტურობისა და საკმარისობის თვალსაზრისით; ასევე ითვალისწინებს, თუ რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს წარდგენილ ბრალდებებთან მიმართებით და მიდის დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა ადასტურებს ლ----------------ნის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.
პალატა უპირველეს ყოვლისა აღნიშნავს, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით საეჭვრო გარემოებას არ წარმოადგენს დაზარალებულ ნ----------–--ას ვინაობა და ასაკი. როგორც თავად დაზარალებულმა და მისმა დედამ - ნ-------------ნამ განაცხადეს, ნ----------–--ა დაბადებულია 2005 წლის 2 აპრილს. ნ-------------ნამ ნათლად განმარტა, რომ ქუხილავა არის მისი გვარი, რომელსაც ატარებს მისი შვილი, ხოლო ამ უკანასკნელს არ აქვს პიროვნების მაიდენტიფიცირებელი საბუთები მხოლოდ იმის გამო, რომ მისი დაბადების დროს თავად დედას არ ჰქონდა პირადობის დამდასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი. რაც შეეხება ნ----------–--ას ასაკს, გარდა მისი და ნ-------------ნას ჩვენებებისა, ადასტურებენ მოწმეები - რ----------------–-–---–ი, ნ-----–----–---–ი და ლ-----------–---–ი. რ----------------–-–---–ის განმარტებით, იგი დაბადებიდან იცნობს ნ----------–--ას და იცი, რომ არის 12, მაქსიმუმ 13 წლის. ასევე, ნ-----–----–---–ი და ლ-----------–---–ი ადასტურებენ, რომ შემთხვევის დროს ნ--- 11-12 წლის იყო. გარდა აღნიშნულისა, საქმეზე წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალებით დასტურდება, რომ ნ-------------ნა არაერთხელ აპელირებს ლ----------------ნის წინაშე მისი შვილის ასაკზე და განმარტავს, რომ ნ--- არის 12 წლის, რასაც ლ----------------ნი არ უარყოფს და საუბარში თვითონაც იმეორებს, რომ ის 12 წლის ბავშვია.
რაც შეეხება უშუალოდ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობას, მოცემულ შეთხვევაში პალატა განსაკუთრებული ყურადღებას მიაქცევს დაზარალებულის ჩვენებას, მის თანმიმდევრულობასა და შესაბამისობას საქმეზე დადგენილ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან. ნ----------–--ამ მისი ასაკის გათვალისწინებით, დამაჯერებლად და თანმიმდევრულად აღწერა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, მან სრულყოფილად და გასაგებად ჩამოაყალიბა ლ----------------ნის მიერ მის მიმართ განხორციელებული ქმედების სხვადასხვა ეპიზოდები. კერძოდ განმარტა, რომ პირველად ლ----------------ნმა მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა ტყეში არსებული შენობის ნანგრევებში და ამის შემდეგ აღნიშნული გრძელდებოდა ერთი კვირის განმავლობაში, როდესაც ლ----------------ნი მიდიოდა მათთან სახლში, ნ-------------ნას სამსახურში ყოფნის პერიოდში და ამყარებდა მასთან სქესობრივ კავშირს. 2017 წლის 16 დეკემბრს კი, როდესაც ლ----------------ნი იმყოფებოდა მათთან სახლში, იგი დააწვინა საწოლზე, აკოცა ტუჩებში და ეფერებოდა მკერდზე, რა დროსაც ფანჯრიდან ისინი დაინახა დედამისმა ნ-------------ნამ. ნ----------–--ამ სასამართლოს წინაშე დაადასტურა ისიც, რომ ყოველივე აღნიშნული ხდებოდა მისი თანხმობით, ლ----------------ნი ეუბნებოდა რომ უყვარდა და ამის გამო თვითონაც არ უწევდა წინააღმდეგობას. დაზარალებული სასამართლო სხდომაზე კითხვებს პასუხობდა დამაჯერებელი სიზუსტით. მისი მხრიდან არ ქონია ადგილი ფაქტების იმგვარ ინტერპრეტაციას, რაც დაუჯერებელი იქნებოდა მისი ასაკის განვითარების დონიდან გამომდინარე. ასევე, მისი პასუხები იყო იმდენად გულწრფელი, რომ პალატას მისი ჩვენების რეალურობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია. მისი დაკითხვის ვითარების და მხარეთა მიერ დასმულ კთხვებზე დამაჯერებელი ხასიათის პასუხების გათვალისწინებით, პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია დაცვის მხარის პოზიცია, რომ დაზარალებული არის ვინმეს მხრიდან დარიგებული ან ვინმეს ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ.
პალატა ვერ დაეთანხმება ადვოკატის აპელირებას, რომ არსებითი წინააღმდეგობები იკვეთება ნ----------–--ას მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებებსა და მის მიერ სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებას შორის. იმისათვის, რომ წარმოჩინდეს - მართლაც არსებითი და მნიშვნელოვანია თუ არა დაცვის მხარის მიერ მითითებული წინააღმდეგობები და საფუძვლიანია თუ არა მისი ეჭვები და ვარაუდები ბრალდების მხარის მოწმის არასანდოობის თაობაზე, ობიექტურად უნდა გაანალიზდეს და შეფასდეს სადავო მომენტები. ამასთან, ბუნებრივია, რომ მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება განაჩენი, უნდა იყოს ურთიერთშესაბამისი, ისინი ძირითად და არსებით გარემოებებთან დაკავშირებით, უნდა ემთხვეოდნენ ერთმანეთს.
პალატას არ გააჩნია საფუძველი, არადამაჯერებლად მიიჩნიოს ნ----------–--ას მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება, იმ მიზეზით, რომ მან გამოძიებაში თავდაპირველად მიცმეული ჩვენების დროს არ დაადასტურა ლ----------------ნის მიერ მასთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტი. აღნიშნული შეუსაბამობა დაზარალებულმა თავადვე ახსნა და როგორც 2017 წლის 19 დეკემბრის გამოკითხვის ოქმში მიუთითა, ასევე სასამართლოს წინაშეც განმარტა, რომ ვინაიდან დედის ეშინოდა, იგი ექსპერტიზის დასკვნის პასუხებამდე არ ამხელდა მასა და ლ----------------ნს შორის სქესობრივი კავშირის არსებობას, ხოლო ექსპერტიზის დაკვნის შემდეგ განაცხადა ყოველივე აღნიშნულის შესახებ. რაც შეეხება იმ გარემოებებს, თუ სად მოხდა პირველად სქესობრივი კავშირის დამყარება და როდის აკოცა ბრალდებულმა დაზარალებულს, აღნიშნულის შეფასებისას პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე (საქმე №626აპ-17), სადაც მითითებულია შემდეგი: „შეუძლებელია მტკიცებულებების ურთიერთშესაბამისობის კატეგორიაში ვიგულისხმოთ აბსოლუტური თანხვედრა და იდენტურობა, რადგან ასეთი რამ მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, როდესაც საქმეში არსებობს ობიექტური მტკიცებულებები, მაგალითად ნივთმტკიცებების ან ფოტოდოკუმენტების სახით“. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულის ჩვენების შეფასებისას გასათვალისწინებელია მისი ასაკი, მისი ემოციური მდგომარეობა, ის რომ ეშინოდა დედის რეაქციის, რაც სრულიად ლოგიკურია და თავდაპირველად სრულყოფილად ვერ ამხელდა მომხდარი ფაქტის დეტალებს. პალატა მხედველობაში იღებს რა ყოველივე აღნიშნულს, ასევე აანალიზებს დაზარალებულის ჩვენებას, საქმეზე წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებს და ფარულ ჩანაწერებს, მიიჩნევს, რომ ნ----------–--ას ჩვენების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობს. ამასთან, საქმის არსებითი განხილვისას არ ყოფილა გამოკვლეული არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ნ----------–--ას რაიმე სახის ინტერესი გააჩნდა მსჯავრდებულის მიმართ, რის გამოც მან იცრუა სასამართლოს წინაშე და ამოძრავებდა ლ----------------ნის უმიზეზოდ დასჯის სურვილი.
ლ----------------ნის, როგორც სრულწლოვანის მიერ დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილი ქმედების ჩადენა დასტურდება მოწმე ნ-------------ნას ჩვენებითაც, რომელმაც 2017 წლის 16 დეკემბერს საღამოს სახლში მისულმა უშუალოდ დაინახა, რომ ნ----------–--ა იწვა შესასვლელ ოთახში საწოლზე, ლ----- ზემოდან აწვა, ჩახუტებული ჰყავდა ნ--- და კოცნიდა ტუჩებში, ასევე ეფერებოდა მკერდზე. გარდა აღნიშნულისა, სასამართლოს წინაშე წარმოდეგნილი ფარული ჩანაწერებითაც დასტურდება, რომ ლ----------------ნი არ უარყოფს ნ----------–--ასათვის ტუჩებში კოცნის ფაქტს.
რაც შეეხება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ნ----------–--ას სხეულში სრულწლოვანი ლ----------------ნის სექსუალური ხასიათის შეღწევას, მოცემულ ნაწილში ნ----------–--ას ჩვენება გამყარებულია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტების ჩვენებებით, რომელთა თანახმადაც, ნ----------–--ას საქალწულე აპკის მთლიანობა არის დარღვეული და იგი ხნადაზმულობით არ ეწინააღმდეგება ნ----------–--ას მიერ მითითებულ ლ----------------ნსა და მას შორის სქესობრივი კავშირის დამყარების თარიღებს. ამასთან, დაზარალებულის ჩვენება სრულ შესაბამისობაშია მისი დედის - ნ-------------ნას, ასევე მოწმეების - ნ-----–----–---–ის, რ----------------–-–---–ის და ლ-----------–---–ის ჩვენებებთან. ისინი იმავე შინაარსით აღწერენ ნ----------–--ასგან მათთვის ცნობილ ლ----------------ნის დანაშაულებრივი ქმედებების დეტალებს, როგორც თავად დაზარალებული. მართალია აღნიშნული პირები არ წარმოადგენენ ფაქტის თვითმხილველ მოწმეებს და ჩვენებას იძლევიან ნ--- ქუხლივას მონაყოლის შესაბამისად, თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მათი ჩვენებები არის ურთიერთშესაბამისი, არ იკვეთება რაიმე სახის წინააღმდეგობები ნ----------–--ას და მათ მიერ სასამართლოსათვის მიწოდებულ ინფორმაციას შორის, ისინი კიდევ უფრო განამტკიცებენ და მეტ დამაჯერებლობას სძენენ დაზარალებულის მიერ სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებას.
დაცვის მხარე ასევე არასწორად ასახავს ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს; ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ნ----------–--ას ურთიერთობა ქონდა სხვა პირებთან და არა ლ----------------ნთან, სწორედ სხვას შეიძლება დაემყარებინა მასთან სქესობრივი კავშირი. პალატა მიუთითებს, რომ როგორც ჩანაწერებიდან ირკვევა, ლ----------------ნი ნ-------------ნას ესაუბრება მისი შვილი სხვა პირებთან შეხვედრის და სატელეფონო კომუნიკაციის შესახებ. ლ----------------ნის საუბრიდან გამომდინარე, შეუძლებელია ამ პირთა სქესის და ვინაობის იდენტიფიცირება, თუმცა ნ-------------ნა თითოეული შემთხვევაში განმარტავს, რომ მან კარგად იცის ყველა ის პიროვნება, ვისთანაც შეიძლება სატელეფონო კომუნიკაცია ქონდეს მის შვილს და საუბარის დროს იგი ასახელებს კიდეც მათ ვინაობებს. ამასთან, ნ----------–--ამ და ნ-------------ნამ ნათლად დაადასტურეს, რომ ნ---ს საკუთარი მობილური ტელეფონი არ ქონია და სარგებლობდა დედის ტელეფონით. ასევე, ნ----------–--ას განმარტებით, სხვა არცერთ მამაკაცთან მას სექსობრივი კავშირი არ ქონია. გამომდინარე იქიდან, რომ ნ----------–--ას ჩვენება სრულიად თანმიმდევრული, ლოგიკური და დამაჯერებელია, ასევე სხვადასხვა გარემოებებთან დაკავშირებით, გამყარებულია არაერთი მოწმის ჩვენებით, პალატას არც ამ ნაწილში გააჩნია საფუძველი, რომ ეჭვი შეიტანოს დაზარალებულის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობაში. ამასთან, ნ----------–--ას სხვა პირებთან კომუნიკაციის ფაქტს გამორიცხავენ მეზობლები და მისი დედის მეგობრები, რომლებიც ხშირად იმყოფებოდნენ მათთან სახლში და კარგად იცნობენ ნ----------–--ას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის განმარტებებს ლ----------------ნის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ისინი აშკარად წინააღმდეგობაშია საქმეზე შეკრებილ და გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებთან, რომელთა საერთო ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ ლ----------------ნის მიერ ნამდვილად იქნა ჩადენილი ბრალად წარდგენილი დანაშაულები და მის მიერ განხორციელებულ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია, კერძოდ:
პალატა ყურადღებას გაამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებაზეც (საქმე „გარდელი საფრანგეთის წინააღმდეგ“ Gardel v. France, №-----------------), სადაც სასამართლომ განმარტა, რომ სექსუალური ძალადობა, უდავოდ საზარელი ტიპის დანაშაულია, რომელსაც დამანგრეველი ეფექტი აქვს მსხვერპლზე. ბავშვებს და სხვა დაუცველ პირებს უფლება აქვთ, სახელმწიფოს მიერ იყონ დაცულნი, რომ მათი პირადი ცხოვრების მნიშვნელოვან ასპექტებში ასეთი უხეში ტიპის ჩარევა ეფექტიანად იყოს აღკვეთილი.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე აშკარაა, რომ წარმოდგენილი იქნა ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც ადასტურებენ საქმესთან დაკავშირებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას და სახეზეა იმ დანაშაულებრივი ქმედებებისათვის მახასიათებელი ყველა ნიშანი, რისთვისაც ლ----------------ნს წარედგინა ბრალი. პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულის მიერ განხორციელებულ ინკრიმინირებულ ქმედებებს; ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად პასუხობენ მტკიცებულებათა უტყუარობის იმ სტანდარტს, რაც საკმარისია დასკვნისათვის, რომ ლ----------------ნმა ჩაიდინა სრულწლოვანის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში და გარყვნილი ქმედება, ესე იგი ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით.
რაც შეეხება სასჯელის სახეს და ზომას, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა აღნიშნულ გარემოებებს და დანიშნა სამართლიანი სასჯელი. პალატა თვლის, რომ ლ----------------ნის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის სახე და ზომა სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 თებერვლის განაჩენი ლ----------------ნის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლის საფუძველზე, სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე არასრულწლოვან დაზარალებულს ნ----------–--ას და მის კანონიერ წარმომადგენელს პალატა აცნობებს აღნიშნული საქმის სასამართლო განხილვის შედეგებს და განუმარტავს მათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ლ----------------ნის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 8 თებერვლის განაჩენი.
ლ----------------ნი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
ლ----------------ნი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრის სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ----------------ნს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
ლ----------------ნს დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 18 მაისიდან.
ლ----------------ნის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულებები:
- ლ----------------ნის ტანსაცმელი დაუბრუნდეს მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
- ნ----------–--ას ტანსაცმელი დაუბრუნდეს მის კანონიერ წარმომადგენელს.
- DVD დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე