განაჩენი

სისხლის სამართლის 26.06.2019
საქმის ნომერი
110100118002551701
ინსტანცია
თარიღი
26.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 110100118002551701

№1/ბ-244-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

12 ივნისი, 2019 წ. ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

სხდომის მდი---ი მარინა მაკარიძე

 

პროკურორის - კ---- ს-----ის

ადვოკატის - თ----- ო-----------ის

მსჯავრდებულის - ბ--- გ--–-–---–ის მონაწილეობით

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბ--- გ--–-–---–ის მიმართ, დაბადებული: 1---------წ. პირადი №1----------, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ზესტაფონი, რ---------–---------ში.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ბ--- გ--–-–---–მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 7 ივნისს, დაახლოებით 18:20 საათზე, დანით შეიარაღებული ბ--- გ--–-–---–ი, შევიდა ქ.ზესტაფონში, აღმაშენებლის ქუჩა N17-ში მდებარე სუპერმარკეტ „ჰ---–------ში“, სადაც მოლარე-ოპერატორ ნ----ა პ-------ეს მოსთხოვა 9 ლარად ღირებული, ორი კოლოფი სიგარეტის, წითელი ,,მარლბოროს’’ გადაცემა, ამავდროულად, სიგარეტის გადაუცემლობის შემთხვევაში, დანის დემონსტრირებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით, დაემუქრა მარკეტში მყოფ - ნ----ა პ-------ეს, მ-----ი შ-------–---–ს, მ-----მ კ-------–--ეს და ი---ე შ-------–---–ს. აღნიშნულში ჩაერთო სუპერმარკეტ „ჰ---–------ის“ კონსულტანტი მ--–----ი მ------–-–---–ი, რომელმაც შეძლო ბ--- გ--–-–---–ის დანაშაულებრივი ქმედების აღკვეთა და მისი გაყვანა მარკეტიდან.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენით ბ--- გ--–-–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და სსკ-ის 151-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია).

ბ--- გ--–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქციით), სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის და 18 (თვრამეტი) დღის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ბ--- გ--–-–---–ს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის და 18 (თვრამეტი) დღის ვადით, რომლის ვადის ათვლაც დაეწყო - 2018 წლის 7 ივნისიდან.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის კ---- ს-----ის მიერ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ბ--- გ--–-–--–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველ ნაწილით დაკვალიფიცირებას. ბრალდების მხარე თვლის, რომ მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებული იქნა ბ--- გ--–-–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ მოწმეებისა და დაზარალებულის ჩვენებები, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ყაჩაღობის, (თავდასხმას სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) ჩადენას. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბ--- გ--–-–---–ი თავს დაესხა დაზარალებულს ქონების დაუფლების მიზნით და თავდასხმისას ადგილი ჰქონდა დაზარალებულების მიმართ სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარას.

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, პროკურორ კ---- ს-----ეს რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.

– მოწინააღმდეგე მხარეს, მსჯავრდებულ ბ--- გ--–-–---–ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს - თ----- ო-----------ეს, რომლებიც არ დაეთანხმნენ სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის ნ----ა პ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს სუპერმარკეტ „ჰ---–------ში“, მოლარე ოპერატორად. 2018 წლის 7 ივნისს, იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მაღაზიაში შევიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბ--- გ--–-–---–ი, რომელმაც მოსთხოვა ორი კოლოფი წითელი “მალბორო”. ვინაიდან გაარკვია, რომ ბ--- მას სიგარეტში ფულს არ უხდიდა, უარი განუცხადა სიგარეტის გადაცემაზე, რადგან გაფრთხილებული იყო, არ მიეცა სიგარეტი. ბ---, მას სთხოვდა და აძალებდა სიგარეტის გადაცემას. საუბრის დროს, ბ---მ სამჯერ აიწია მაისური, რა დროსაც ჯიბეში დაუნახა დანა. აღნიშნულის დანახვაზე, ძალიან შეშინდა. ბ--- სთხოვდა სიგარეტის გადაცემას, ის კი არ ემორჩილებოდა და არ აძლევდა სიგარეტს. შესაბამისად, აღნიშნულ სიტუაციაში, აღიქვა, რომ ბ--- მას ემუქრებოდა და მუქარით სთხოვდა სიგარეტს. საუბრის დროს, გაიღვიძა ვ---- შ-------–---–მა, რომელმაც დაუძახა ბ---ს და შემდეგ ბ--- მისკენ წავიდა, სასაუბროდ. ი---ესა და ბ---ს შორის საუბარი არ გაუგია, ვინაიდან სალაროსთან „კლიენტები“ ჰყავდა და ემსახურებოდა. ბ---ს მაღაზიიდან გაყვანა შეძლო მ.მ------–-–---–მა და მაღაზიაში მყოფმა უცნობმა პირმა. მათ აქედან და იქიდან მოკიდეს ხელი ბ---ს და გაიყვანეს გარეთ. პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნებული იქნა გამოძიებაში, მიცემული ჩვენების ნაწილი, სადაც მითითებულია „ბ--- გ--–-–---–ი დანის დანახვებით, საუბრით და ჟესტიკულაციით ახორციელებდა ჩემზე ფიზიკური ანგარიშსწორებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარას თუ არ მივცემდი ორ კოლოფ სიგარეტს. მე შემეშინდა მისი ძალადობრივი მოქმედების მოკვლის მუქარის, რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნე, ბ--- გ--–-–---–ს ვიცნობ ქალაქიდან, როგორც კრიმინალს და დანაშაულისაკენ მიდრეკილ პიროვნებას და დანის გამოყენება მისგან არ არის გამორიცხული. მესმოდა ი---ეს ხმა, რომელიც ეუბნებოდა არ გაგატან სიგარეტსო, რის გამოც ბ--- გ--–-–---–ი ანალოგიური მეთოდით ემუქრებოდა მასაც, მე ძალიან შემეშინდა და მისი მოქმედება აღვიქვი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშ მუქარად“. გამოქვეყნების შემდეგ, დაზარალებულმა დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოებები.

 

მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის მ-----ი შ-------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს სუპერმარკეტ „ჰ---–------ში“. 2018 წლის 7 ივნისს, იმყოფებოდა სამსახურში, მასთან მივიდა თანამშრომელი, მ-----მ კ-------–--ე და უთხრა, სასწრაფოდ დაერეკა პატრულში. სიტუაციაში გარკვევის მიზნით ჰკითხა თუ რა ხდებოდა, რაზეც მ-----მმა უპასუხა, რომ მაღაზიაში შესული იყო ბ--- გ--–-–---–ი, რომელიც ესაუბრებოდა ვ----ს, ჯიბეში ედო დიდი დანა და რაიმე, რომ არ მომხდარიყო, დარეკა პატრულში. აღნიშნულზე, იგი, მივიდა ბ---სთან, რა დროსაც გაიგო ვ----ს სიტყვები, რომელიც ბ---ს ეუბნებოდა „რა გინდა ბიძია, ვეღარ გაგატან, რამდენჯერ გაგატანო სიგარეტი ნისიადო“. როდესაც ვ---- და ბ--- საუბრობდნენ მაღაზიაში, იქ იმყოფებოდა ნ----ა პ-------ე, მ-----მ კ-------–--ე, მ--–---- მ------–-–---–ი და მაღაზიაში მყოფი ხალხი, რომლებიც დადიოდნენ მაღაზიაში და აგროვებდნენ სხვადასხვა პროდუქტს. ბ--- გ--–-–---–ი, როდესაც ესაუბრებოდა ვ---- შ-------–---–ს, ბ---ს ჯიბეში დაინახა დანა, რომელიც იყო ვერცხლისფერი და დაკბილული. მან მოუწოდა ბ---ს დაეტოვებინა ტერიტორია, თორემ დაურეკავდა პატრულს. საუბრის დროს, ბ---ს, მ.მ------–-–---–მა და უცხო პირმა მოკიდეს ხელი და გაიყვანეს მაღაზიიდან. დაზარალებულის განმარტებით, ვ----სთან საუბრის დროს, ხმამაღალი საუბრითა და ჟესტიკულაციით, ბ--- იყო ძალიან აგრესიული. პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნებული იქნა გამოძიებაში მიცემული ჩვენების ნაწილი, სადაც მითითებულია „აქვე მოგახსენებთ, რომ როდესაც ახდენდა დანის დემონსტრირებას და შარვლის სათავედან სწევდა დანას, დანის პირი ჩანდა დაახლოებით ათ სანტიმეტრზე, ხოლო სიფართე ჰქონდა დაახლოებით 5 სმ-ი“. გამოქვეყნების შემდეგ, დაზარალებულმა დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოებები.

 

მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის მ-----მ კ-------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს სუპერმარკეტში კონსულტანტად. 2018 წლის 7 ივნისს, იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც მაღაზიაში შევიდა ბ--- გ--–-–---–ი, რომელმაც კონსულტანტ ნ----ა პ-------ეს მოსთხოვა ორი კოლოფი სიგარეტის, „მალბოროს“ გადაცემა. ვინაიდან ფულს არ იხდიდა, ნ----ამ უარი განუცხადა სიგარეტის გადაცემაზე. ბ--- ითხოვდა სიგარეტის გადაცემას, რა დროსაც, რამდენჯერმე აიწია მაისური და ჯიბეში დაუნახა დანა. აღნიშნული აღიქვა მუქარად და შეეშინდა. ნ----ასა და ბ---ს საუბრის დროს გაიღვიძა ი---ე შ-------–---–მაც, რომელიც ჩაერთო ბ---სთან საუბარში და უთხრა, რომ აღარ შეეძლო, ვეღარ მისცემდა სიგარეტს. საუბარში, ასევე, ჩაერთო მ-----ი შ-------–---–ი, რომელსაც მოუწოდა ბ---ს დაეტოვებინა ტერიტორია. საუბრის დროს, მ.მ------–-–---–მა და მისთვის უცნობმა პირმა, ბ---ს ხელი მოჰკიდეს იღლიებში და გაიყვანეს მაღაზიიდან, გარეთ.

 

მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის ი---ე შ-------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 7 ივნისს, იმყოფებოდა მაღაზიაში. დაახლოებით 17:00 საათიდან, 18:00 საათამდე იჯდა სავარძელში, რა დროსაც ჩაეძინა და ბ--- გ--–-–---–ის მაღაზიაში შესვლა არ გაუგია. გააღვიძა მოლარის ხმამ, რომელიც იძახდა „ვეღარ მოგცემ სიგარეტს, ბევრი ვალი გაქვს და ვეღარ მოგცემ“. როდესაც გაიხედა, დაინახა, რომ ერთი ან ორი კაცი იდგა რიგში და ელოდებოდა მოლარეს. სიტუაციის განმუხტვის მიზნით დაუძახა ბ---ს, მისულიყო მასთან. ბ--- ორივე ხელით დაეყრდნო სკამს, რაზეც ი.შ-------–---–ი იჯდა და თავი ახლოს მიუწია. აღნიშნულზე, უთხრა, ნუ გახდიდა იძულებულს დაერეკა პოლიციაში. ბ--- გახდა აგრესიული. საუბრის დროს, მ.მ------–-–---–მა, მაღაზიაში მყოფი უცხო პირის დახმარებით, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, შეძლო ბ---ს გაყვანა გარეთ. დაზარალებულის განმარტებით, მაღაზიაში იმყოფებოდა ნ----ა პ-------ე, მ----- შ-------–---–ი, მ-----მ კ-------–--ე, მ--–---- მ------–-–---–ი, თვითონ, ბ--- გ--–-–---–ი და კლიენტები, რომლებიც მოძრაობდნენ მაღაზიაში. მას, ბ--- გ--–-–---–ისთვის დანა არ შეუმჩნევია, შემდეგ გაიგო, რომ ბ---ს ჯიბეში დანა ედო. მისივე განმარტებით, ნ----ა პ-------ეს ორი კოლოფი სიგარეტი ან ხელში ეჭირა, ან წინ, ე.წ. „დახლზე“ ედო და ბ--- გ--–-–---–ი თავისუფლად შეძლებდა გატაცებას რომ ნდომოდა. ბ---ს სიგარეტი ალბათ ნისიაზე სურდა, ვიანიდან ნ----ა ეუბნებოდა, რომ ბევრი ვალი ჰქონდა და ვეღარ მისცემდა.

 

მოწმის სახით დაკითხული მ--–---- მ------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ქ.ზესტაფონში, აღმაშენებლის ქუჩა N17-ში მდებარე სუპერმარკეტ „ჰ---–------ში“, კონსულტანტად. 2018 წლის 7 ივნისს, იმყოფებოდა სამსახურში. დაახლოებით 18:00 საათისათვის, იყო უკან მდებარე ოთახში, რა დროსაც მასთან მივიდა მ.შ-------–---–ი და უთხრა, რომ მაღაზიაში შესული იყო ბ--- გ--–-–---–ი, ითხოვდა სიგარეტს, არ აძლევდნენ, დანა ჰქონდა, მისგან მოდიოდა აგრესიული ფონი და მუქარა. როდესაც გავიდა მაღაზიაში, დაინახა, რომ ბ--- და ი---ე საუბრობდნენ. გაიგონა, ი---ეს და ბ---ს შორის არსებული საუბარი, ი---ე ეუბნებოდა „უფულოდ სიგარეტს არ გაგატანო“, ბ--- ეუბნებოდა „ხო მიცნობ, გამატანეო“, ი---ე კი უარს ეუბნებოდა. საუბრის დროს, მანაც უთხრა ბ---ს გასულიყო გარეთ, თუმცა ის აგრძელებდა საუბარს. ბ---ს ჯიბეში ედო დანა, რომელიც ჯიბიდან არ ამოუღია. მხოლოდ მაისურის აწევის დროს გამოუჩნდა. როდესაც გამოვიდა მაღაზიაში, დაინახა, რომ მ----- შ-------–---–ს, ნ----ა პ-------ეს და მ-----მ კ-------–--ეს შეშინებული სახეები ჰქონდათ, ხოლო ი---ე და ბ--- საუბრობდნენ ერთმანეთში. საუბრის დროს, მაღაზიაში მყოფი კლიენტის დახმარებით, ბ--- გ--–-–---–ი გაიყვანა გარეთ. მოწმის განმარტებით, ადგილზე ყოფნის დროს, ბ--- გ--–-–---–ს დანის გამოყენება არ შეეძლო და ვერც შეძლებდა.

მოწმის სახით დაკითხული ზესტაფონის რაიონულ სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის - ა--------ლ ვ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 7 ივნისს, ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში შესული შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ლ---- ნ-------სთან ერთად, ხელმძღვანელობის დავალებით, რომ დანაშაული შესაძლოა ჩადენილი ყოფილიყო ბ.გ--–-–---–ის მიერ, დააკავეს ბ--- გ--–-–---–ი, საცხოვრებელ სახლში, რომელიც იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და ადგილზევე, ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა.

მოწმის სახით დაკითხული ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ლ---- ნ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 7 ივნისს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც, დაახლოებით 21:00 საათიდან, 22:00 საათამდე პერიოდში მიიღო დავალება ხელმძღვანელობისგან ბ--- გ--–-–---–ის დაკავების შესახებ. მეწყვილე ა.ვ-------ესთან ერთად, გამოცხადდა ბ.გ--–-–---–ის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც იგი იმყოფებოდა ეზოში, ნასვამ მდგომარეობაში. მოახდინეს ბ.გ--–-–---–ის დაკავება და პირადი ჩხრეკა.

მოწმის სახით დაკითხული ზესტაფონის რაიონულ სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის ე-–--ე გ--–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 7 ივნისს, სამმართველოში დაიწყო გამოძიება სუპერმარკეტ „ჰ---–------ზე“ ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე. აღნიშნულ საქმეზე, გამოკითხა დაზარალებული მ-----მ კ-------–--ე, რომელმაც დაადასტურა ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი.

მოწმის სახით დაკითხული ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორის ნ-----–---- ნ-------ძის ჩვენებით დადგენილია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, გამომძიებელ ლაშა პირველაშვილთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ბ--- გ--–-–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში, რომელშიც, ასევე, მონაწილეობა ბ.გ--–-–---–ის მამა დავით გ--–-–---–ი. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, საცხოვრებელ სახლში მდებარე მაგიდიდან, ამოღებული იქნა დანა, ბუდის გარეშე.

მოწმის სახით დაკითხული ზესტაფონის რაიონულ სამმართველოს დეტექტივ- გამომძიებლის ა-----– ა---–------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 7 ივნისს, ქ.ზესტაფონში, აღმაშენებლის ქუჩა N17-ში მდებარე ი---ე შ-------–---–ის კუთვნილ მაღაზიაში, მისივე თანხმობით, ჩაატარა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა დროსაც ამოღებული იქნა სხვადასხვა ნივთები, ხელის კვლები, ანაწმენდები სახელურებიდან და სკამიდან. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შესახებ შეადგინა ოქმი, რაც დაადასტურა ხელის მოწერით. ასევე, ხელის მოწერით დაადასტურა დალუქული პაკეტები.

მოწმის სახით დაკითხული საქართველოს შსს საექპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენის ექსპერტის - ზ-----ბ გ--–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 7 ივნისს, სამმართველოში მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გამომძიებელ ა.ა---–------თან ერთად მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც ამოღებული იქნა სხვადასხვა ნივთები. საგამოძიებო მოქმედების ოქმი და დალუქული პაკეტები, დაადასტურა ხელის მოწერით.

2018 წლის 7 ივნისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ზესტაფონში, აღმაშენებლის ქუჩა N17-ში მდებარე ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე და წარმოადგენს ი---ე შ-------–---–ის კუთვნილ სუპერმარკეტ ,,ჰ---–------ს“..... სუპერმარკეტ „ჰ---–------ს“ სამხრეთის მხრიდან ესაზღვრება ქვეითთა სავალი ბილიკი და აღმაშენებლის ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზა....... სუპერმარკეტ ,,ჰ---–------ის“ მეპატრონემ, ი---ე შ-------–---–მა, წერილობით განაცხადა თანხმობა, მის კუთვნილ სუპერმარკეტში, შემთხვევის ადგილის დათვალიერებაზე...... შენობის შესასვლელი მინებიანი კარის შიდა სახელურებიდან, მარჯვენა და მარცხენა მხრიდან აღებული იქნა ანაწმენდი, რომელიც დაილუქა შსს პაკეტში ნომრით F--------- ერთ პაკეტად. ასევე, ექსპერტის მიერ სპეციალური ფხვნილით დამუშავებული იქნა კარის მარჯვენა და მარცხენა მხარის მინების შიდა ზედაპირი, საიდანაც მარჯვენა მხარეს მდებარე კარის მინის შიდა ზედაპირიდან ამოღებული იქნა ხელის ერთი კვალი და მარცხენა კარის მინის შიდა ზედაპირიდან ამოღებული იქნა ხელის ერთი კვალი, რომელიც დაილუქა შსს პაკეტში ნომრით F--------- ერთ პაკეტად...... მარკეტში, კარიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ხის კონსტრუქციის დახლის წინ დგას მოყვითალო ფერის, პლასტმასის კონსტრუქციის სავარძელი, რომლის სახელურებიდანაც ექსპერტის მიერ აღებული იქნა ანაწმენდი: 1) მარჯვენა მხრის სახელურიდან და 2) მარცხენა მხრის სახელურიდან, რომელიც დაილუქა ერთ პაკეტად შსს პაკეტში ნომრით F--------- ერთ პაკეტად.

2018 წლის 7 ივნისის საცხოვრებელი სახლისა და ეზოს ჩხრეკის ოქმით, დასტურდება, რომ გამომძიებელ ლაშა პირველაშვილის მიერ, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ნ-----–---- ნ-------ძის და ბ.გ--–-–---–ის მამის, დავით გ--–-–---–ის მონაწილოებით, ჩატარებული იქნა ბ--- გ--–-–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც ჩხრეკის შედეგად, საცხოვრებელი სახლის აივანზე, პირველ სართულზე ხის მაგიდიდან ამოღებული იქნა 18 სმ სიგრძის, დაკბილული მხარის მქონე, პირიანი დანა, რომელსაც აქვს ლითონისა და რეზინის ტარი, დანის პირი ჩაწებებულია კუსტარულად, წებოთი.

2018 წლის 8 ივნისის ნივთის ამოცნობის ოქმით და თანდართული ფოტოსურათებით დასტურდება, რომ წარდგენილი სამი ნივთიდან - დანიდან, მ--–---- მ------–-–---–ის მიერ ამოცნობილი იქნა ნომრით მეორე დანა, რომელიც თან ჰქონდა ბ--- გ--–-–---–ს ძალადობის დროს.

2018 წლის 8 ივნისის ნივთის ამოცნობის ოქმით და თანდართული ფოტოსურათებით დასტურდება, რომ წარდგენილი სამი ნივთიდან - დანიდან, ნ----ა პ-------ის მიერ ამოცნობილი იქნა ნომრით პირველი დანა, რომელიც თან ჰქონდა ბ--- გ--–-–---–ს ძალადობის დროს.

2018 წლის 8 ივნისის ნივთის ამოცნობის ოქმით და თანდართული ფოტოსურათებით დასტურდება, რომ წარდგენილი სამი ნივთიდან - დანიდან, მ-----მ კ-------–--ის მიერ ამოცნობილი იქნა ნომრით მესამე დანა, რომელიც თან ჰქონდა ბ--- გ--–-–---–ს ძალადობის დროს.

2018 წლის 8 ივნისის ნივთის ამოცნობის ოქმით და თანდართული ფოტოსურათებით დასტურდება, რომ წარდგენილი სამი ნივთიდან - დანიდან, მ-----ი შ-------–---–ის მიერ ამოცნობილი იქნა ნომრით მეორე დანა, რომელიც თან ჰქონდა ბ--- გ--–-–---–ს ძალადობის დროს.

2018 წლის 9 ივნისის ამოღების ოქმის თანახმად, ბ--- გ--–-–---–ისგან ამოღებული იქნა „ტანთცმული მონაცრისფრო, მოკლე მკლავიანი მაისური და შავი ფერის ჯინსის შარვალი“.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 მარტის განაჩენით, ბ--- გ--–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით; საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 25 ივნისის N43254 მიმართვის თანახმად, ბ--- გ--–-–---–ს (პ/ნ 1----------), ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ 2009 წლის 6 მარტის განაჩენით დაკისრებული სისხლის ჯარიმა 1000 ლარი გადახდილი არ აქვს და ერიცხება დავალიანება, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

2018 წლის 18 ივლისის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ გამომძიებელ ლაშა პირველაშვილის მიერ დათვალიერებული იქნა შსს სსიპ 112-ის სამსახურიდან გადაგზავნილი N1------ შეტყობინების აუდიო ჩანაწერი, რომელიც დაფიქსირდა 2018 წლის 7 ივნისს, 18:23 საათზე და რომელშიც ასახულია ოპერატორისა და მ-----ი შ-------–---–ის სატელეფონო საუბარი, კერძოდ: „მ.შ-------–---–ი: გამარჯობათ ქალბატონო ზესტაფონიდან გირეკავთ. მაღაზია ჰ---–------ზე არის ზეწოლა, გარეშე პირებთან და აღმაშენებლის ჩვიდმეტია. ძალიან გთხოვთ პატრული მოვიდეს ჩვენამდე. ოპერატორი: ზესტაფონია ქალბატონო? მ.შ-------–---–ი: ზესტაფონია კი, აღმაშენებლის ჩვიდმეტი. ჰ---–------ი უთხარით და ... ოპერატორი: სახელი, გვარი თქვენი? მ.შ-------–---–ი: შ-------–---–ი მ-----ი. ოპერატორი: და ვის მიერ არის ზეწოლა? ზეწოლაში რას გულისხმობთ?. მ.შ-------–---–ი: რას ვგულისხმობ და დანით გვადგანან თავზე. ოპერატორი: ვინ არიან ქალბატონო?. მ.შ-------–---–ი: არ ვიცი სახელით და გვარებით. ოპერატორი: რას ითხოვენ?. მ.შ-------–---–ი: მაღაზიიდან უნდათ წაღება რაღაცეების უფულოდ. ოპერატორი: იარაღით გემუქრებიან ქალბატონო?. მ.შ-------–---–ი: დიახ, დანა აქ ჯიბეში. ოპერატორი: ჯიბეში გასაგებია, მაგრამ მუქარა არის დანით ქალბატონო?. მ.შ-------–---–ი: დიახ მუქარა არის, მეუბნება, რომ შენ სიცოცხლე გინდაო? და ამოიღებს დანას და იდებს ჯიბეში და ძალიან გთხოვთ გამოუშვით. ოპერატორი ზესტაფონი, აღმაშენებლის ქუჩა ჩვიდმეტი მაღაზია ჰ---–------ში, დაელოდეთ“ (აღნიშნული აუდიო ჩანაწერი დათვალიერებულ იქნა სასამართლოს მიერ, მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესში).

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ გენეტიკური კვლევის შედეგად და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით ,,...ქ.ზესტაფონში აღმაშენებლის ქუჩა N17 სუპერმარკეტ ჰ---–------ში ყაჩაღობის ფაქტზე პოლიეთილენის სკამის სახელურებიდან აღებული ანაწმენდი...’’ მოთავსებულ კონტეინერში, წარწერით: ,,...მარცხენა სახელურის ანაწმენდი’’ მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირის ბამბიან ბოლოზე არსებული ბიომასალის (ობ.N1) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება ბ--- გ--–-–---–ის (ობ. N7; პაკეტი, წარწერით: ,,...ბრალდებულ ბ--- გ--–-–---–ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში...’’) გენეტიკური პროფილისაგან, ხოლო ამავე პაკეტში მოთავსებულ კონტეინერში, წარწერით: ,,...მარჯვენა სახელურის ანაწმენდი’’ მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირის ბამბიან ბოლოზე არსებული ბიომასალის (ობ.N2) შერეული გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია.

- პაკეტში, წარწერით: ,,... ქ.ზესტაფონში დ. აღმაშენებლის N17-ში სუპერ მარკეტ „ჰ---–------ში“ ყაჩაღობის ფაქტზე შესასვლელი კარების სახელურებიდან აღებული ანაწმენდი...’’ მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირის ბამბიან ბოლოებზე (ობ. N3,4) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

- პაკეტში, წარწერით: ,,...ბ. გ--–-–---–ის საც. სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული დანა.’’ მოთავსებულ დანაზე არსებული ბიომასალის (ობ. N5,6) გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N5-ის მაჟორული წილი ეკუთვნის ბ--- გ--–-–---–ს, ობ. N5-ში არ ვლინდება ობ. N1-ის გენეტიკური პროფილის ალელები.

ობ.N6-ის გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ტრასოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ გამოსაკვლევად წარმოდგენილი დანა მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

დაცვის მახრის მიერ წარმოდგენილი და უდავოდ მიჩნეული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 31 დეკემბრის განაჩენით, ბ--- გ--–-–---–ი გათავისუფლდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 13 მაისის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული, მოუხდელი სასჯელის ჯარიმის 1000 ლარის გადახდისაგან.

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილმა მტკიცერბულებებმა ვერ დაადასტურეს ბ--- გ--–-–---–ის მიერ ქ.ზესტაფონში, აღმაშენებლის ქუჩა N17-ში მდებარე სუპერმარკეტ „ჰ---–------ში“, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ყაჩაღური თავდასხმის ჩადენის ფაქტი, რის გამოც პალატა შეუძლებლად მიიჩნევს ბ--- გ--–-–---–ის წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობას.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყაჩაღობა დამთავრებულად ითვლება ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან, იმისდა მიუხედავად, დაეუფლა თუ არა დამნაშავე სხვის ქონებას. ხსენებული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად, რასაც თან ახლავს სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის მუქარა. იმისთვის, რომ პირს ბრალად შეერაცხოს ყაჩაღობა, საჭიროა დადგინდეს, რომ იგი თავს დაესხა დაზარალებულს ქონების დაუფლების მიზნით და თავდასხმისას ადგილი ჰქონდა დაზარალებულის მიმართ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიშ ძალადობას ან ასეთი ძალადობის მუქარას. თავდასხმის ცნებაში უნდა ვიგულისხმოთ დაზარალებულისათვის დამნაშავის უეცარი, აგრესიული მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია ძალადობასთან. თუმცა მოულოდნელობის მიუხედავად, როგორც წესი თავდასხმის ფაქტი, რომელსაც თან ერთვის ფიზიკური ძალადობა, კარგად არის გაცნობიერებული დაზარალებულის მიერ, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება თავდასხმის ფაქტი მის მიერ არც იყოს გააზრებული. თავდასხმა და მის შედეგად უშუალოდ განხორციელებული ძალადობა ორი განუყოფელი აგრესიული აქტის ერთიანობაა. თავდასხმა არის ყაჩაღობის პირველი ეტაპი, რომელიც წინ უსწრებს ძალადობას და გულისხმობს, სწრაფ და აგრესიულ მოქმედებას, მიმართულს დაზარალებულის წინააღმდეგ, ხოლო მეორე ეტაპია ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, სადაც თავდასხმა ორგანულად არის გაერთიანებული ძალადობასთან.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით დამნაშავეს ქონების მართლსაწინააღდეგო დაუფლების მიზანი თუ არ ამოძრავებს, ეს ქმედება არ შეიძლება ყაჩაღობად ჩაითვალოს. მოცემულ შემთხვევაში არ დადასტურდა თავდასხმის ფაქტი - სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ როდესაც ბ--- გ--–-–---–ი მაღაზიაში ითხოვდა ორი კოლოფი სიგარეტის მისთვის გადაცემას, კონსულტანტს თავს არ დასხმია სიგარეტის წართმევის მიზნით. იგი სიგარეტს ითხოვდა შემდგომი გადახდის სანაცვლოდ. ის გარემოება, რომ ბ--- გ--–-–---–ს არ განუხორციელებია ყაჩაღური თავდასხმა, მაშინ როდესაც შეეძლო დახლიდან აეღო ხსენებული სიგარეტი, დასტურდება ი.შ-------–---–ის, მ.მ------–-–---–ის, გ.კ-------–--ის და ნ.პ-------ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებით.

ამდენად, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ კი მოწმეებისა და დაზარალებულების ჩვენებები, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ ადასტურებენ ბ--- გ--–-–---–ის მიერ საქართველოს სსკ 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა დაფუძნებულია მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე. აღნიშნული ვლინდება მხარეთა მიერ მოპოვებულ მტკიცებულებათა გამოკვლევის წესშიც, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, წარადგინონ და გამოიკვლიონ მტკიცებულებები. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 (d) პუნქტით, რომლის თანახმად, ყოველ პირს, ვისაც ბრალი ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, უფლება აქვს, დაკითხოს ან დააკითხინოს ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხიოს დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში.

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland).

პალატა განმარტავს, რომ იძულება გამოიხატება მოქმედებაში - ადამიანის თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში, კერძოდ, პირის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებაში შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. რაც შეეხება მუქარას, იგი შეიძლება იყოს ნებისმიერი შინაარსის. კერძოდ: მოკვლის, ჯანმრთელობის დაზიანების, ქონების განადგურების ან დაზიანების და სხვა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურებულია ბ--- გ--–-–---–ის მიერ იძულების განახორციელება ე.ი. ფსიქიკური იძულება, მსხვერპლმა შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება და მუქარა - სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, კერძოდ: მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის-ნ----ა პ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მ-----ი შ-------–---–მა, როდესაც მიუთითა ბ.გ--–-–---–ს, რომ გასულიყო გარეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დარეკავდა პოლიციაში. აღნისნულზე ბ--- გ--–-–---–მა მათ უთხრა, რომ თუ დაიჭერდნენ, მას ორი ძმა ჰყავდა და ისინი მოუვლიდნენ; ასევე, დაზარალებულის განმარტებით, როდესაც ბ--- მაისურს იწევდა ზევით, მას ჯიბეში უჩანდა ვერცხლისფერი, ხრახნებიანი დანა; მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის-მ-----ი შ-------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მივიდა ბ---სთან და მოუწოდა მაღაზიიდან გასულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში დარეკავდა პოლიციაში, აღნიშნული სიტყვების თქმის შემდეგ, ბ--- გ--–-–---–ი შეტრიალდა მისკენ და უთხრა, რომ თუ ის პოლიციაში დარეკავდა და დაიჭერდნენ, მას გარეთ ორი ძმა რჩებოდა და ისინი მიხედავდნენ; ამასთან, ორ წუთში დაუმთავრდება სიცოცხლეს; დაზარალებულის განმარტებით ბ--- დანის დემონსტრირებას ახდენდა, კერძოდ იწევდა მაისურს ზევით, რა დროსაც ჯიბეში ჩანდა, რომ დანა ქონდა, ვერცხლისფერი, კბილებიანი; მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის მ-----მ კ-------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ როდესაც მ-----ი შ-------–---–მა ბ---ს მოუწოდა დაეტოვებინა ტერიტორია, წინააღმდეგ შემთხვევაში დაურეკავდა პოლიციას, ბ--- გ--–-–---–ი შეტრიალდა იქ მყოფების მიმართ და თქვა, რომ თუ დარეკავდნენ, ორ წუთში დაამთავრებდა ყველაფერს. ასევე, თუ დაიჭერდნენ, გარეთ ორი ძმა რჩებოდა და ისინი მიხედავდნენ; ბ--- ახდენდა დანის დემონსტრირებას, კერძოდ, მაისურს იწევდა ზევით, რა დროსაც უჩანდა ჯიბეში არსებული დანა; მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის-ი---ე შ-------–---–ის ჩვენებით დადგენიოლია, რომ გაესაუბრა ბ---ს და უარი უთხრა სიგარეტის მიცემაზე, ასევე, უთხრა ნუ აიძულებდა პოლიციაში დარეკვას, რის გამოც ბ--- გახდა აგრესიული და თქვა, რომ თუ დაიჭერდნენ მას ორი ძმა რჩებოდა გარეთ და ორ წუთში დაამთავრებდა ყველაფერს; მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის-მ--–---- მ------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ როდესაც გავიდა მაღაზიაში, დაინახა მ-----მ კ-------–--ე, ნ----ა პ-------ე და მ-----ი შ-------–---–ი შეშინებულები იყვნენ; რომლებმაც ბ---ს უთხრეს, რომ პატრულში დარეკავდნენ, ბ---მ უპასუხა „დარეკეთ, დამიჭირეთ, ორი ძმა მრჩება გარეთ“. საუბრის დროს, ბ---ს აეწია მაისური, რა დროსაც გამოუჩნდა ჯიბეში ჩადებული დანა. ხსენებულ მტკიცებულებებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად დასტურდება ბ--- გ--–-–---–ის ბრალეულობა, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, 1978 წლის 18 იანვარი, განაცხადი N 5310/71, § 161).

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანისა და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის კ---- ს-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად:

ბ--- გ--–-–---–ის მიმართ საქართველოს სსკის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) და სსკ-ის 151-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქცია).

 

ბ--- გ--–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქციით), სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის და 18 (თვრამეტი) დღის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 8 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ბ--- გ--–-–---–ს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის და 18 (თვრამეტი) დღის ვადით, რომლის ვადის ათვლა დაეწყოს - 2018 წლის 7 ივნისიდან.

 

აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ბ--- გ--–-–---–ის მიმართ გაუქმებულია.

 

საქმეზე დართული ნივთები და საგნები: შემთხვევის ადგილის (სუპერმარკეტ ,,ჰ---–------ის’’) დათვალიერების დროს ამოღებული - შენობის შესასვლელი კარების შიდა მხარის მარჯვენა და მარცხენა სახელურებიდან ამოღებული ანაწმენდები; შესასვლელი კარის მარჯვენა და მარცხენა მხარის მინებიდან ამოღებული ხელის ორი კვალი; პლასტმასის სავარძლის მარჯვენა და მარცხენა სახელურებიდან აღებული ანაწმენდები, ბ--- გ--–-–---–ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

ბ--- გ--–-–---–თან ჩატარებული ამოღების შედეგად ამოღებული მონაცრისფრო ფერის მაისური და შავი ფერის ჯინსის შარვალი, რომლებიც ინახება ზესტაფონის შს რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს ბ--- გ--–-–---–ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

სსიპ 112-იდან გადმოგზავნილი CD დისკი და ბ--- გ--–-–---–ისაგან ნერწყვის ნიმუშის აღების დროს გადაღებული ფოტოსურათები CD დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე