განაჩენი

სისხლის სამართლის 26.06.2019
საქმის ნომერი
080100118002595730
ინსტანცია
თარიღი
26.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100118002595730

№1/ბ-365-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

21 ივნისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბ---- ბ-----–ას ძე ო----ის მიმართ, დაბადებული: 1--------- წელი, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული ქ.ქუთაისი, რ----------; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.ქუთაისი, ვ.ბ-----------ის ქ.N11-ში.

აღწერილობით ნაწილი:

წარდგენილი ბრალდების მიხედვით ბ---- ო----მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არაერთგზის და სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ასევე ოჯახის წევრის ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

- 2018 წლის 20 ივლისს დაახლოებით 0400 საათზე, ბ-----------ის ქუჩა N 11-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა, ბ---- ო----მა შვილს - ე-----ი ო----ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში. ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

- 2018 წლის 20 ივლისს, ქუთაისში, ბ-----------ის ქუჩა N11-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ბ---- ო----მა დააზიანა თ----ა ო----ის hp მოდელის ნოუთბუქი, ხოლო დაზიანებით მიყენებული ზარალი შეადგენს 280 ლარს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლო 2019 წლის 28 მარტის განაჩენით ბ---- ო----ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით და 111 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის 04 (ოთხი) თვის და 16 (თექვსმეტი) დღის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 8 (რვა) თვე და 8 (რვა) დღე თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 8 (რვა) თვით და 8 (რვა) დღით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

სსკ-ის 111 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 01 (ერთი) წლის ვადით შინაპატიმრობა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ბ----ი ო----ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის 04 (ოთხი) თვის და 16 (თექვსმეტი) დღის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 8 (რვა) თვე და 8 (რვა) დღე თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 8 (რვა) თვით და 8 (რვა) დღით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობითი მსჯავრით, 01 (ერთი) წლით გამოსაცდელი ვადით.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლო 2019 წლის 28 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის - გ--------------–--ის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა. სააპელაციო საჩივარი ასევე წარმოდგენილ იქნა მსჯავრდებულ ბ---- ო----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ე--- ნ--------ს მიერ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით ბ.ო----ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება მოითხოვა.

მხარეებს სააპელაციო საჩივრებზე შესაგებლები არ წარმოუდგენიათ.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ბ---- ო----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 111-187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ე-----ი ო----ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმე ვასილ გაბუნიას გამოკითხვის ოქმით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ბ----ი ო----ის მიმართ, შემაკავებელი ორდერის მასალებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმით, hp მოდელის ნოუთბუქით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ ბ---- ო----ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 111-187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას, აპელანტი (დაცვის მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.

მსჯავრდებულ ბ---- ო----ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანისა და ბრალდებისა და დაცვის მხარეთას სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის - მ-----ა ჩ------ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

მსჯავრდებულ ბ---- ო----ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ე--- ნ--------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლო 2019 წლის 28 მარტის განაჩენი ბ---- ო----ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

ბ----ი ო----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით და 111 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის 04 (ოთხი) თვის და 16 (თექვსმეტი) დღის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 8 (რვა) თვე და 8 (რვა) დღე თავისუფლების აღკვეთა მან მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 8 (რვა) თვით და 8 (რვა) დღით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით, 01 (ერთი) წლით გამოსაცდელი ვადით.

სსკ-ის 111 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 01 (ერთი) წლის ვადით შინაპატიმრობა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ბ----ი ო----ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის, 04 (ოთხი) თვის და 16 (თექვსმეტი) დღის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 8 (რვა) თვე და 8 (რვა) დღე თავისუფლების აღკვეთა მან მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 8 (რვა) თვით და 8 (რვა) დღით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე ბ----ი ო----ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 20 ივლისიდან, 2019 წლის 28 მარტის ჩათვლით.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები ,,1’’ ცალ დისკად - რაც თან ერთვის საქმეს - დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

ტელევიზორი, ლეპტოპი, რაც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილებაში - დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

საპატრულო პოლიციიდან ამოღებული ვიდეოკამერის ჩანაწერი ,,1’’ ცალ დისკად - რაც თან ერთვის საქმეს - დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე