განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.06.2019
საქმის ნომერი
330210017001786849
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
იჯარა, სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა
თარიღი
27.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017001786849

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/2022-18 18 სექტემბერი, 2018 წელი

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე ქეთევან დუგლაძე

 

სხდომის მდივანი - ლევან სანამაშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით, ერთპიროვნულად

 

აპელანტები – ს----- გ------–---–ი, შ-- „ქ--------–-პ---–-------ი ს-----------–--------ი კ-–----ა“

წარმომადგენელი – დ-------ი ღ-------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე – გ------ი ჩ--------ე

 

წარმომადგენელი – თ---------- ჯ-----ე

 

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 2018 წლის 7 თებერვლის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად

2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

2.1. გ------ი ჩ--------ის სარჩელი მოპასუხეების - შ-- „ქ--------– პ---–-------ი ს-----------–--------ი კ-–----ისა“ და ს----- გ------–---–ის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს - შ-- „ქ--------– პ---–------- ს-----------–-------- კ-–----ასა“ და ს----- გ------–---–ს მოსარჩელე გ------ი ჩ--------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ - 10 000 აშშ დოლარის გადახდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, მხარეებს ან მის წარმომადგენელებს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში – მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებიდან ან გაზეთში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოპასუხეებს - შ-- „ქ--------– პ---–------- ს-----------–-------- კ-–----ასა“ და ს----- გ------–---–ს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდათ 2----–-–---------------ერს შესაბამისად, მათთვის შესაგებლის წარმოსადგენად სასამართლოს მიერ დანიშნული 10 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო სარჩელის ჩაბარების მომდევნო დღიდან, ე.ი. 2017 წლის 13 ოქტომბრიდან და ამოიწურა 2017 წლის 23 ოქტომბერს. როგორც საქმის მასალებით დგინდება, მოპასუხეებს სასამართლოში წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენიათ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს მთავარ სხდომას, რის შესახებაც ეცნობება მხარეებს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დამტკიცებულად ჩათვალა მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2----–-–-------------რამდე საქვეიჯარო ფართის ფაქტობრივი მესაკუთრე იყო ს----- გოგინაშვლი. აღნიშნული ფართი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა მოსარჩელის მეგობარმა ვ-–-------- ნ-------–---–მა, რომლის მიზანი იყო შეეძინა ისეთი ფართი, რომელიც იქნებოდა გაცემული იჯარით და ყიდვის მომენტიდან მოუტანდა ყოველთვიურ შემოსავალს. 2----–-–------------ბერს ვ-–-------- ნ-------–---–მა გააფორმა იჯარის ხელშეკრულება გ------ი ჩ--------ესთან, ხოლო თავის მხრივ გ------ი ჩ--------ემ 2----–-–------------ბერს გააფორმა ქვეიჯარის ხელშეკრულება შ-- „ქ--------– პ---–------- ს-----------–-------- კ-–----ასთან“, რომლითაც განისაზღვრა ქვეიჯარის საფასური 1 800 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულებით, ასევე განისაზღვრა ხელშეკრულების ვადამდე დარღვევისათვის დამრღვევი მხარის მიერ 10 000 აშშ დოლარის ანაზღაურების ვალდებულება. ხელშეკრულების გაფორმებისთანავე ქვემოიჯარე ვალდებული იყო გადაეხადა ბოლო თვის ქვეიჯარის გადასახადი, მაგრამ ეს ვალდებულება მან მხოლოდ 2016 წლის იანვრის ბოლოს განახორციელა. საიჯარო თანხის გადახდის ვალდებულება ქვემოიჯარეს ყოველი თვის 10 რიცხვამდე ჰქონდა განსაზღვრული.

 

2----–-–------------ბერს, ასევე გაფორმდა სოლიდარული პასუხიმგებლობის ხელშეკრულება, რომლითაც შ-- „ქ--------– პ---–-------ი ს-----------–--------ი კ-–----ის" მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებზე პირადად იკისრა პასუხისმგებლობა მისმა დირექტორმა ს----- გ------–---–მა - 10 000 აშშ დოლარის ფარგლებში

მოსარჩელემ 2016 წლის 26 თებერვალს საქვეიჯარო თანხის მიღების მიზნით, მიაკითხა მოპასუხე კომპანიის დირექტორს - ს----- გ------–---–ს, რა დროსაც აღმოაჩინა, რომ მას ქვეიჯარის საგანი დაეცალა ს-----------–--------ი ინვენტარისაგან. მოპასუხეები თავს არიდებენ მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებას.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

ამასთან, არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 თებერვლის განჩინებით, ს----- გ------–---–ისა და შ-- „ქ--------–-პ---–-------ი ს-----------–--------ი კ-–----ის“ წარმომადგენლის დ-------ი ღ-------ის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.2.1. საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელემ რამდენჯერმე სცადა ს----- გ------–---–ისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება. მხარის განმარტებით, საქართველოს ფ-----ის კურიერის მიერ მოპასუხის საცხოვრებელ მისამართზე - თბილისი, მ--------ს გ-----------, კ--------, ბ------, დატოვებული შეტყობინება, რომლითაც ეცნობა მის სახელზე არსებული საფ-----ო გზავნილის არსებობის შესახებ, განმეორებით ვიზიტის დროს აღარ დახვდათ კარზე. გარდა ამისა, მათთვის ცნობილი იყო, რომ ს----- გ------–---–ი ნამდვილად ცხოვრობდა აღნიშნულ მისამართზე. მოსარჩელემ ვერც სატელეფონო გზით შეძლო მოპასუხესთან დაკავშირება, მიუხედავად იმისა, რომ მას უგზავნიდა შეტყობინებებს. რაც შეეხება შ-- „ქ--------–-პ---–------- ს-----------–-------- კ-–----ასთან“ გაგზავნილ სარჩელს თანდართული მასალებით, მხარისთვის საიჯარო ფართი დატოვების შემდეგ საწარმოს ახალი მისამართი უცნობი იყო. სასამართლო კურიერის მიერ შედგენილ აქტში მითითებულია, რომ 2017 წლის 14 მარტს იგი მივიდა მისამართზე თბილისი, მ--------ს გ-----------, კ-------- , ბ-------, თუმცა ადრესატის არ ყოფნის გამო ვერ მოახერხა გზავნილის ჩაბარება. ამასთან, მეზობლის განმარტებით, ს----- გ------–---–ის ნამდვილად ამ მისამართზე ცხოვრობს, თუმცა 1 თვეა არ უნახავს. 2017 წლის 28 აპრილის განჩინებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს კვლავ დაევალა მოპასუხისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება, რაც ვერც ამ შემთხვევაში მოხერხდა N1------ ოქმში მითითებულია, რომ საცხოვრებელი ბინის კარები დაკეტილია და მეზობლებისთვის უცნობია, თუ ვის ეკუთვნის აღნიშნული მისამართი. ზემოთქმულიდან გამომდინარე, სარჩელი თანდართული მასალებით მოპასუხეებს ჩაბარდათ საჯარო შეტყობინების გზით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს სარჩელი თანდართული მასალებით ჩაბარდათ კანონით დადგენილი წესით. ვინაიდან, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შემოიტანეს შესაგებელი, საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

 

სასამართლო გააუქმებს მიღებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას და განაახლებს საქმის წარმოებას, თუ ჩათვლის, რომ შესაგებლის წარმოუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი თანდართული მასალებით მოპასუხეებს ჩაბარდათ კანონით დადგენილი წესით.

 

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მიხედვით არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, მითითებულ დროში შესაგებლის წარმოუდგენლობა უკავშირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგებს. კერძოდ, შესაძლებელია სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა. ამდენად, სახეზე არ არის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, უკანონოა პირველი ინსტანციის სასამართლოს შემაჯამებელი დაუსწრებელი გადაწყვეტილების წინმსწრები განჩინება - „სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ“, რომელმაც შემდგომ განაპირობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობა. მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელი და თანდართული დოკუმენტები არ იქნა გაგზავნილი მოპასუხისათვის კანონით დადგენილი წესით, სასამართლომ არ იხმარა ყველა ღონე რათა მოპასუხეებისათვის ეცნობებინა სარჩელისა და თანდართული მასალების შესახებ. გარდა ამისა პოლიციის ინსპექტორის მიერ არაჯეროვნად იქნა შესრულებული სასამართლო დავალება მოეძებნა და ჩაებარებინა სარჩელი და თანდართული ასლები მოპასუხეებისათვის.

 

3.2. შ-- „ქ--------– პ---–------- ს-----------–-------- კ-–----ას“ერთხელ გაეგზავნა სარჩელი და თანდართული მასალები, მის რეგისტრაციის მისამართზე შ---ს მისამართი არის მისი რეგისტრაციის მისამართი და არა მისი დირექტორის მისამართი. ამდენად, ამ ნაწილში დარღვეული იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლები, ვინაიდან, ერთ-ერთ მოპასუხეს შეტყობინება გაეგზავნა მხოლოდ ერთხელ და გარდა ამისა სასამართლომ როდესაც მიიღო განჩინება შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ, პოლიციას დაევალა სარჩელის და თანდართული მასალების ჩაბარება არა შ---ს რეგისტრაციის მისართზე, არამედ დირექტორის მისამართზე, რაც კანონის დარღვევას წარმოადგენს.

 

რაც შეეხება ს----- გ------–---–ის ნაწილში გზავნილის ჩაბარებას საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ კურიერი გამოცხადდა გზავნილის ჩასაბარებლად ს----- გ------–---–ის მისამართზე მაგრამ იგი სახლში არ დახვდა მეზობლის განმარტებით კი იგი ნამდვილად ცხოვრობს მისამართზე. საქმეში ასევე დაცულია პოლიციის ბინაზე გამოცხადების ოქმი, რომელზეც მითითებული არ არის თარიღი და არ დგინდება თუ როდის მოხდა ეს ფაქტი, რაზეც სასამართლოს არ გაუმახვილებია ყურადღება. აღნიშნული ოქმით დგინდება, რომ პოლიციელი გამოცხადდა მისამართზე სადაც არავინ დახვდა და მეზობლის განმარტებით მისთვის უცნობია ცხოვრობს თუ არ ბინაში ვინმე. ამდენად ზემოაღნიშნულ ოქმებში გადმოცემული შინაარსი ურთიერთსაწინააღმდეგოა და არ დგინდება, რომ ს----- გ------–---–ის მისამართი უცნობია და მისთვის გზავნილის ჩაბარება ვერ ხერხდებოდა. კონკრეტულ შემთხვევაში პოლიციას გააჩნდა უფრო მეტი ბერკეტი მოეძიებინა მოქალაქე და ჩაებარებინა გზავნილი.

 

3.3. სამართლიანი სამართალწარმოება მოითხოვს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების ყველა მხარე ინფორმირებული იყოს და შესაძლებლობა ჰქონდეს გამოთქვას მოსაზრება წარდგენილ დასკვნებსა და მტკიცებულებებზე, რათა გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე უპირველეს ყოვლისა, აღნიშნული საკითხი გულისხმობს იმას, რომ პირი ინფორმირებული უნდა იყოს მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ თუ სასამართლო დოკუმენტები მათ შორის სასამართლო სხდომის უწყება არ ჩაბარდა მხარეს პირადად, მაშინ განმცხადებელს შეიძლება ხელი შეეშალოს საკუთარი თავის დაცვის განხორციელებაში სამართალწარმოების პროცესში.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

 

იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

ფაქტობრივი და დასაბუთება

 

4.1. გ------ი ჩ--------ემ 2017 წლის 01 თებერვალს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - შ-- „ქ--------– პ---–-------ი ს-----------–--------ი კ-–----ისა“ და ს----- გ------–---–ის მიმართ და პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვა.

 

4.2. მოსარჩელეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის თანახმად, გადაეცა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები მოპასუხისათვის ჩასაბარებლად.

 

2017 წლის 31 მარტს, მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით დასტურდება, რომ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტები გაეგზავნა მოპასუხეებს სარჩელში მითითებულ მისამართებზე, თუმცა მათთვის გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა.

 

4.3. საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის განჩინებით, მოპასუხეებისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარება დაევალა შსს ი-----ს-------ის სამმართველოს.

 

2017 წლის 14 აგვისტოს პასუხით დგინდება, რომ მოპასუხეებისათვის გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა.

 

4.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 02 ოქტომბრის განჩინებით, მოპასუხეებს შ-- „ქ--------– პ---–------- ს-----------–-------- კ-–----ასა“ და ს----- გ----–---–ს გ------ი ჩ--------ის სარჩელისა და თანდართული მასალების შესახებ ეცნობათ შეტყობინების საჯარო შეტყობინებით 2----–-–---------------ერს.

 

მოპასუხეებს პასუხის (შესაგებელი) წარმოსადგენად განესაზღვრა 10 დღის ვადა. მოპასუხეები ასევე გაფრთხილებულ იქნენ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არასაპატიო მიზეზით შესაგებლის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.

 

4.5. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს, ხოლო რთული კატეგორიის საქმეებზე – 21 დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით კი, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით.

 

ამავე კოდექსის 232I-ე მუხლით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. მითითებული 233-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა მოპასუხისათვის სარჩელის და თანდართული დოკუმენტების საჯარო პუბლიკაციის გამოქვეყნების გზით ჩაბარების წინაპირობები, კერძოდ:

 

დადგენილია, რომ მოპასუხეებს შ-- „ქ--------–-პ---–------- ს-----------–--------ი კ-–----ის“ და ს----- გ------–---–ს სარჩელი და თანდართული დოკუმენტები გაეგზავნათ სარჩელში მითითებულ მისამართებზე, თუმცა საფ-----ო გზავნილებში გაკეთებულია აღნიშვნა, რომ მისამართზე არავინ დახვდა, ასევე წარმოდგენილია კურიერის მიერ შედგენილი აქტი, რომელშიც მითითებულია, რომ ბინაზე არავინ დახვდა, თუმცა მეზობლის მითითებით ადრესატი ნამდვილად ცხოვრობს გზავნილში მითითებულ მისამართზე (იხ. ტ.1, ს.ფ. 41-51) შესაბამისად, საფ-----ო გზავნილებით დასტურდება, რომ მოპასუხეებისათვის გზავნილის ჩაბარება სარჩელში მითითებულ მისამართებზე ვერ მოხერხდა.

 

დადგენილია, რომ საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 აპრილის განჩინებით, მოპასუხეებისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარება დაევალა შსს ი-----ს-------ის სამმართველოს. სასამართლოში წარმოდგენილი პასუხით ირკვევა, რომ მოპასუხეებისათვის გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა.

 

2017 წლის 02 ოქტომბრის განჩინებით, მოპასუხეებს სარჩელისა და თანდართული მასალების შესახებ ეცნობათ საჯარო შეტყობინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფ-----ით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 184-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ მოპასუხის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანოს განჩინება სასამართლო გზავნილის საჯაროდ გავრცელების შესახებ. ამ კანონის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ.

 

ზემოაღნიშნული ნორმების მიხედვით, სასამართლო საჯარო შეტყობინებას მიმართავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საშუალებებით მხარეს გზავნილი ვერ ბარდება, ამასთან, ფ-----ით გაგზავნის შემთხვევაში, შესრულებული უნდა იყოს იმავე ნორმით განსაზღვრული სავალდებულო პირობა: გზავნილი ადრესატს ორჯერ მაინც უნდა გაეგზავნოს სასამართლოსათვის ცნობილ ძირითად ან ალტერნატიულ მისამართზე.

 

პალატა მიუთითებს, რომ საჯარო შეტყობინება ესაა საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული უკიდურესი საშუალება, რომელსაც სასამართლომ მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მიმართოს, თუ ამოწურულია მხარის ინფორმირების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ყველა რესურსი, მათ შორის ის ვალდებულებაც, რომ დოკუმენტები მხარეს ეგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ იმავე ან სხვა მისამართზე ორჯერ მაინც.

 

მოცემულ შემთხვევაში, კი დგინდება, რომ მოპასუხეს სარჩელი და თანდართული დოკუმენტები გაეგზავნა მხოლოდ კომპანიის იურიდიულ მისამართზე და მხარისთვის გზავნილის ჩასაბარებლად სხვა ალტერნატიული საშუალებები გამოყენებული არ ყოფილა (ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფ-----ის მისამართი), ასევე ს----- გ------–---–ისათვის გზავნილის გაგზავნა განხორციელდა მხოლოდ რეგისტაციის მისამართზე.

 

4.6. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება არის ერთგვარი სანქცია მხარის მიმართ, რომელმაც სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულება არ შეასრულა ამასთან, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მხარემ დავის მიმართ ინტერესი დაკარგა. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებები გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე კი არ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ სარჩელში მითითებულ ფაქტებს უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევს და თუ მათი ერთობლიობა, თეორიულად, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა, გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

საჯარო პუბლიკაცია წარმოადგენს სასამართლო უწყების ჩაბარების სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ერთ-ერთ წესს და სასამართლოს მიერ სასამართლო უწყების ამგვარი ფორმის გამოყენება უნდა განხორციელდეს საპროცესო ნორმების სრული დაცვით, ვინაიდან სხვა საშუალებით მოპასუხეს სასამართლო უწყება ვერ ჩაბარდა. საჯარო შეტყობინება წარმოადგენს მხარის ინფორმირებულობის უკიდურეს ღონისძიებას. დაუშვებელია საპროცესო სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება იმგვარად, რომ ერთი მხარის უფლების დასაცავად დაუშვებლად იქნეს ხელყოფილი მეორე მხარის უფლებები. ეს კი ნიშნავს იმას, რომ დაცული იყოს სამართლიანი ბალანსი მოსარჩელის უფლებას, განიხილოს მისი საქმე სასამართლომ და მოპასუხის უფლებას შორის, ჯეროვნად იყოს ინფორმირებული მის წინააღმდეგ გამართულ სასამართლო სამართალწარმოების თაობაზე.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჯარო შეტყობინების განხორციელების გზით პირისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება არ შეიძლება მიჩნეული იყოს მხარის ჯეროვან ინფორმირებად, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების და მისი უცვლელად დატოვების შესახებ იმავე სასამართლოს განჩინების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ სარჩელი და თანდართული დოკუმენტები მოპასუხეებს არ ჩაბარებიათ კანონით დადგენილი წესით.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. შესაბამისად, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მხარეთა მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება საქმის არსებითად განხილვის შედეგად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ს----- გ------–---–ის და შ-- „ქ--------–-პ---–-------ი ს-----------–--------ი კ-–----ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და იმავე სასამართლოს 2018 წლის 7 თებერვლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ; საქმე დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას არსებითად განსახილველად;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა N32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს (თბილისი გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) მეშვეობით დასაბუთებული განჩინების მხარისათვის გადაცემის დღიდან 21 დღის ვადაში;

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ქეთევან დუგლაძე