განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118-02702079
საქმე №1/ბ-334-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 ივნისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ-----– ვ-–---------ს ძე კ------------ის მიმართ, დაბადებული: 198- წლის 03 ი--–---, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 6----------- ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქ.ბათუმი, ზ---------–---- ქუჩა #37, ბინა #1-.
აღწერილობითი ნაწილი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ მ-----– კ------------ემ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, არაერთგზის, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117- ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
ასევე, ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 17 სექტემბერს, დაახლოებით 17:30 საათზე, ქ. ბათუმში, დ-------–-----–-ს ქუჩა N36, ბინა N2--ში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 29 ნოემბრის განაჩენით, ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა მ-----– კ------------ემ, ხელის კვრის შედეგად თავის კარის ჩარჩოზე მირტყმით, სახის არეში ფეხის დარტყმით, თმების მოქაჩვით და ტუჩებზე ხელის დარტყმით, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - მ------ რ----------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც მ------ რ----------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი, თუმცა არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
2018 წლის 17 სექტემბერს, დაახლოებით 17:30 საათზე, ქ. ბათუმში, დ-------–-----–-ს ქუჩა N36, ბინა N2--ში, მ-----– კ------------ემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ხელების სახის და სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ა---- ა-–---------ს, რამაც ა---- ა-–---------ს ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 მარტის განაჩენით მ-----– კ------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა - 01 (ერთი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, მ-----– კ------------ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ მ-----– კ------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 17 სექტემბრიდან.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი პ----- ც-–--–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 მარტის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას, კერძოდ მსჯავრდებულ მ-----– კ------------ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვროს მუხლის სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა უმკაცრესი ზომით, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უსამართლო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ის რომ სახელმწიფო მას ედავება ძალადობრივ და ძალადობრივ ოჯახურ დანაშაულთა ჩადენას, რაც წარმოადგენს საკმაოდ რთულ და კომპლექსურ დანაშაულთა კატეგორიას და თითოეულ მათგანს ყოველთვის ახასიათებს გაგრძელების საფრთხე, რასაც ადასტურებს მის მიმართ არსებული სხვა განაჩენი, ანალოგიური ხასიათის დანაშაულის ჩადენისათვის, იმავე დაზარალებული პირის მიმართ. მ. კ------------ე აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისას იყო ნასამართლევი პირი და შესაბამისად სახეზეა რეციდივი, ამდენად პირველი ინსტანციის სასამართლომ მას დაუნიშნა პრაქტიკულად მინიმალური სასჯელი, რითაც მიღწეული ვერ იქნება საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები.
მსჯავრდებულ მ-----– კ------------ის ინტერესებების დამცველი ადვოკატი ჯ--–--- ა-------–--ე წარმოდგენილი შესაგებელით ითხოვს ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის პ----- ც-–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი მ-----– კ------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ მ-----– კ------------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების: რ----------------------------------------------------------–------------------–---------------------------–----------------–-–---–------- ჩვენებებით, 2018 წლის 17 სექტემბერს შედგენილი შემაკავებელი ორდერით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენებით, სასამართლო -სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ მ-----– კ------------ეს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი, თავისუფლების აღკვეთის სახით.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ მ-----– კ------------ეს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პ----- ც-–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
მ-----– კ------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126- ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
- საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა - 01 (ერთი) წლის ვადით;
- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, მ-----– კ------------ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 17 სექტემბრიდან.
ნივთიერი მტკიცებულება - შსს სსიპ 112-დან მიღებული აუდიო ჩანაწერი ერთ ცალ დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე