განაჩენი

სისხლის სამართლის 27.06.2019
საქმის ნომერი
100100118002532437
ინსტანცია
თარიღი
27.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-541-2018წ.

(100100118002532437)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

28 სექტემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ-------–-------–------------------ მიმართ, დაბადებული: 19---–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 3----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ს--------------–----–----------------–---------

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ გ-------– ჩ---------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი(პირველი ეპიზოდი); ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი(მეორე ეპიზოდი). რაც გამოიხატა შემდეგში:

 

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სპეთში მცხოვრები გ-------– ჩ---------ე, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნისას, 2----–-–----------------, რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - დ---- ლ-----ეს, სისტემატიურად აყენებდა შეურაცხყოფას, რამაც დ---- ლ-----ის ტანჯვა გამოიწვია;

 

2018 წლის 10 ივნისს, დაახლოებით 19:30 საათზე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სპეთში მცხოვრებმა, მთვრალ მდგომარეობაში, მყოფმა გ-------– ჩ---------ემ, საცხოვრებელ სახლში, რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - დ---- ლ-----ეს, როდესაც ეს უკანასკნელი მის დაწყნარებას ცდილობდა, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ პლასტმასის ვედრო დაარტყა თავის არეში, ხოლო შემდეგ მარცხენა მკლავზე ძლიერად ჩაავლო ხელი, თუმცა დ---- ლ-----ემ შეძლო მისგან გაეთავისუფლებინა ხელი და სწრაფად გავიდა ეზოში. ძალადობრივმა ქმედებებმა დ---- ლ-----ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 ივლისის განაჩენით გ-------– ჩ---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით(ორი ეპიზოდით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირველი ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე;

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (მეორე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით, იარაღთან დაკავშირებულიუფლებების შეზღუდვის გარეშე.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, გ-------– ჩ---------ეს საბოლოოდ სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-64 მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე;

 

მსჯავრდებულ გ-------– ჩ---------ეს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 10 ივნისიდან 2018 წლის 13 ივნისის ჩათვლით - 04 დღე;

გ-------– ჩ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორი ი-–-- გ--–------ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 ივლისის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ გ-------– ჩ---------ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას, რაც პირობით არ იქნება გამოყენებული. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მსჯავრდებული გ-------– ჩ---------ე მეუღლის - დ---- ლ-----ის მიმართ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნისას ახორციელებდა სისტემატურ შეურაცხყოფის მიყენებას, ხოლო 2018 წლის 10 ივნისს ფიზიკური ძალადობა განახორციელა, რაც მეტყველებს მსჯავრდებულის იმპულსუ-რობაზე და მის არაკონტროლირებად ქცევაზე. მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედებიდან და სიმძიმიდან გამომდინარე მის მიმართ დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზანს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ-------– ჩ---------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ გ-------– ჩ---------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით(ორი ეპიზოდი), გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ დ---- ლ-----ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების - გ------- გ-------–-–---–ის, ა-–---------- ც-–--–---–-ს; დ----- დ--------ის, გ---–----- ჩ---------ის, გ------- ჩ---------ს და ჯ----–- ჩ---------ის გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ფოტოტაბულით; დაკავების ოქმით, ნიმუშის აღების ოქმით; დათვალიერების ოქმით, ფოტოტაბულით; სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით; შემაკავებელი ორდერით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ გ-------– ჩ---------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით(ორი ეპიზოდი), განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ გ-------– ჩ---------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორის ი-–-- გ--–------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

გ-------– ჩ---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირველი ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე;

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (მეორე ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე .

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, გ-------– ჩ---------ეს საბოლოოდ სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-64 მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის გარეშე;

 

მსჯავრდებულ გ-------– ჩ---------ეს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 10 ივნისიდან 2018 წლის 13 ივნისის ჩათვლით - 04 დღე;

მსჯავრდებულ გ-------– ჩ---------ის მ--------–-------------–-------------------------------------------------------------------–--------------------------–-----------–-----------–-----------------------------------------------------------------–-------–-------–-----------------------------------–-------------------

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულს დაევალოს გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში და არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე.

 

ნივთმტკიცება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ,,ვედრო“, რაც დალუქული სახით ინახება შსს საჩხერის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე