განაჩენი

სისხლის სამართლის 27.06.2019
საქმის ნომერი
820100117002030761
ინსტანცია
თარიღი
27.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 820100117002030761

საქმე №1/ბ-7-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

31 იანვარი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

1. დ----- დ------ის მიმართ, დაბადებული: 1--------- წელი, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ჭ------–ი.

 

2. მ-----–- ფ----------ის მიმართ, დაბადებული: 1--------- წელი, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ჭ------–ი.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1.ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ----- დ------ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ, არაერთგზის, არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და დამცირება, რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 31 მაისს, დაახლოებით 15:30 საათზე, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ჭ------–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, დ----- დ------ემ, ჯგუფურად მ-----–- ფ-----------ესთან ერთად, მეუღლეს მ----- ტ-------ეს, არაერთგზის, არასრულწლოვანის თანდასწრებით, სახის არეში ხელის, ხოლო თავის არეში მობილური ტელეფონის რამოდენიმეჯერ დარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი და სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

1.2. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ-----–- ფ----------ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და დამცირება, რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 31 მაისს, დაახლოებით 15:30 საათზე, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ჭ------–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, მ-----–- ფ----------ემ შვილთან დ----- დ------ესთან ერთად, ჯგუფურად, რძალ მ----- ტ-------ეს, არასრულწლოვანის თანდასწრებით, სახის არეში ხელისა და სხეულზე ჯოხის რამოდენიმეჯერ დარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი და სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

1.2.2. გასაჩივრებული განაჩენით მ-----–- ფ----------ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 31 მაისს, დაახლოებით 15:30 საათზე, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ჭ------–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, მ-----–- ფ----------ემ ნ---- ტ-------ეს სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში ხელისა და ჯოხის რამდენჯერმე დარტყმით მიაყენა ფიზიკური ტკივილი და სხეულის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

2.1.ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ნოემბრის განაჩენით დ----- დ------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’, ,,დ’’ და ,,ე“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ და ,,ე“ ქვეპუნქტებზე.

დ----- დ------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ და ,,ე“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 02 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით დ----- დ------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

 

დ----- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყო მისი ფაქტობრივი დაკავების დღიდან - 2017 წლის 30 ივნისიდან.

 

2.2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ნოემბრის განაჩენით მ-----–- ფ----------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ და ,,დ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტზე.

 

მ-----–- ფ----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 საათის ვადით;

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მ-----–- ფ----------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით.

 

3. სააპელაციო საჩივრების არსი:

 

3.1. აპელანტი - ხელვაჩურის რაიონული პროკურატურის პროკურორი დ----- ხ------–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ცვლილება იქნეს შეტანილი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ნოემბრის განაჩენში, კერძოდ: დ----- დ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126 1-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,დ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და განესაზღვროს მუხლის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელი, მ-----–- ფ----------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126 1-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და განესაზღვროს მუხლის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელი, შემდეგ გარემოებათა გამო: აღნიშნული განაჩენი ბრალდების გადაკვალიფიცირების ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ასევე მსჯავრდებულების მიმართ დანიშნული სასჯელები არის უსამართლო და მსუბუქი. მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ კანონიერად მოპოვებული მტკიცებულებები გამოკვლეული იქნა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, რომელთა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა წარდგენილი ბრალდებების სისწორე და უტყუარობა.

 

ბრალდების მხარე ყურადღებას ამახვილებს არასრულწლოვანი პირის თანდასწრებით ჩადენილ დანაშაულსა და წარდგენილ ბრალდებებზე, რაც არ იქნა სათანადოდ შეფასებული და გაზიარებული პირველი ინსტანციის მიერ და მსჯავრდებულებს წარდგენილი ბრალდებებიდან უსაფუძვლოდ ამორიცხა დანაშაულის ჩადენა არასრულწლოვანის თანდასწრებით, რასაც საფუძვლად დაუდო ის გარემოება, თითქოს ბრალდება ამ ნაწილში არ გამომდინარეობს მტკიცებულებათა ერთობლიობიდან. სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა დაზარალებულთა ჩვენებები, რითაც უტყუარად დასტურდებოდა, რომ ფიზიკურ შეურაცხყოფას ესწრებოდა მათი არასრულწლოვანი შვილები, უფრო მეტიც მ----- ტ-------ეს ხელში ეკავა ერთი წლის მათე, ხოლო ორი წლის მარიტა ოთახში იმყოფებოდა.

 

გარდა ამისა, სასამართლოს მიერ მსჯავრდებულთა მიმართ გამოყენებული იქნა ყველაზე მსუბუქი სასჯელი და მხედველობაში არ იქნა მიღებული ის გარემოება, რომ მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი ბრალეული ქმედება ხელყოფს ადამიანის ხელშეუხებლობას და საზოგადოებრივად საშიშ გავრცელებულ დანაშაულს წარმოადგენს და აღნიშნული დანაშაულის პრევენციის მიზნით საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული კონტროლი.

 

3.2 აპელანტი - მსჯავრდებულ დ----- დ------ის ინტერესების დამცველი ადვოკატი გ---- შ-----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ნოემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და დ----- დ------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

გასაჩივრებული განაჩენი დ----- დ------ის მიმართ არის უკანონო და დაუსაბუთებელი, მტკიცებულებები უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. სასამართლომ არაჯეროვნად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და დადგენილად მიიჩნია ისეთი სადავო ფაქტობრივი გარემოებები, რაც არ გამომდინარეობს გამოკვლეული მტკიცებულებებიდან. დაცვის მხარის თხოვნას დ----- დ------ის გამართლების შესახებ, საფუძვლად უდევს მოწმე ნ---- ტ-------ის, მ----- ტ-------ის, ლ---- ფ----------ის, მ-----–- ფ----------ის და დ----- დ------ის ჩვენებები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის დ----- ხ------–---–ის და მსჯავრდებულ დ----- დ------ის ადვოკატის გ---- შ-----ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

4.1. დ----- დ------ის მსჯავრდების ეპიზოდი (სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ,,ე’’ ქვეპუნქტებით და მ-----–- ფ----------ის მსჯავრდების ეპიზოდი (სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტი);

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა მ----- ტ-------ემ განმარტა, რომ მის დას ნ---- ტ-------ეს და დედამთილს მ-----–- ფ----------ეს შორის მოხდა შეხლა-შემოხლა, რა დროსაც მის დას მ-----–-მ ხელი უჯიკა, რომ ვერ მოერია და ვერ წააქცია, აკვნის ჯოხი აიღო და დაარტყა ორჯერ მის დას, რის გამოც გამოესარჩლა და მასაც მოხვდა ჯოხი ორჯერ, სწორედ ამ დროს მისმა ქმარმა სახეში დაარტყა ორჯერ გაშლილი ხელი, აღნიშნულის გამო ტუჩი ჰქონდა დაზიანებული და სისხლი მოსდიოდა, მისმა ქმარმა ასევე ორჯერ ჩაარტყა თავში მობილური ტელეფონი და ამ ყველაფრით იგრძნო ფიზიკური ტკივილი და იყო სულიერად განადგურებული.

დაზარალებულ ნ---- ტ-------ის განმარტებით, ის იმყოფებოდა მისი დის, მ----- ტ-------ის ოჯახში, რა დროსაც მის დას, მეუღლემ - დ----- დ------ემ სახეში დაარტყა ხელი და თავში ჩაარტყა ტელეფონი.

 

მოწმის სახით დაკითხვისას ჯ------- ტ-------ემ განმარტა, რომ არის დაზარალებულების მ----- და ნ---- ტ-------ეების მამა, მას დაურეკეს შვილებმა და უთხრეს, რომ დ----- დ------ემ და მ-----–- ფ----------ემ ისინი სახლიდან გამოყარეს და მ-----–-მ ჯოხით სცემა ისინი.

 

მოწმის სახით დაკითხვისას გ------–- ც-–-----ემ განმარტა, რომ იგი არის დაზარალებულების მ----- და ნ---- ტ-------ეების დედა, მას დაურეკეს მისმა შვილებმა, რომ დ----- დ------ემ ისინი სცემეს და სახლიდან გამოყარეს, რის შემდეგაც წავიდნენ პოლიციაში.

 

2017 წლის 01 ივნისის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერდა მ----- ტ-------ის მიერ წარდგენილი სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, რომელსაც ეკრანზე ეტყობა დაზიანების კვალი და არის გაბზარული. მ----- ტ-------ის განმარტებით აღნიშნული ტელეფონი თავში ჩაარტყა მეუღლემ დ----- დ------ემ და ამ დროს დაზიანდა. საგამოძიებო მოქმედებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს გონიოს პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიე-ბელმა ხ---ა ფ----------ემ.

 

სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად მ----- ტ-------ეს მარჯვენა მხრის ზედა მესამედში, გარეთა ზედაპირზე აღენიშნება განივი, ოვალური ფორმის ნაჭდევი, ასეთივე ხასიათის ნაჭდევი აღენიშნება მარცხენა ლავიწის ძვლის საპროექციო მიდამოში, შიგნითა კუთხეში, ასეთივე ხასიათის ოთხი ნაჭდევი აღენიშნება მარცხენა მხრის ზედა მესამედში, გარეთა ზედაპირზე. ქვედა ტუჩის არეში მარცხნივ, წინა ზედაპირზე აღენიშნება უსწორმასწორო კიდეებისა და ბლაგვი კუთხეების მქონე ოვალური ფორმის ნასკდომი. კეფის არეში მარცხნივ აღენიშნება მომრგვალო ფორმის სისხლნაჟღენთი, დაზიანებები არ ეწინააღმდეგებიან ხანდაზმულობით მითითებულ თარიღს.

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ---- ფ----------ემ.

 

მსჯავრდებულმა დ----- დ------ემ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მისი ცოლის მ----- ტ-------ის დამ ნ---- ტ-------ემ გაიწია დედამისისკენ, რა დროსაც დედამისი ოდნავ შეეხო ხელით მას, უთხრა, წადი, თავი დამანებეო, ამ დროს მ-----მაც წაიწია დედამისისკენ, რა დროსაც დედამისმა გამოიღო არტახის ჯოხი და იგერიებდა. გაშველების მიზნით მოხვია ხელები ორივეს და წაიქცნენ სამივე დივანზე, რა დროსაც შეიძლება მიიღეს დაზიანებები, რის შემდეგაც ორივეს მოკიდა ხელი მაჯაზე და გამოუშვა გარეთ. მ-----ს მობილურ ტელეფონს თვითონ არ შეხებია და არ ჩაურტყამს მისთვის.

 

მსჯავრდებულმა მ-----–- ფ----------ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მასსა და მის რძლის მ----- ტ-------ის დას ნ---- ტ-------ეს შორის მოხდა შელაპარაკება, რა დროსაც ნ---- მისკენ გაექანა, ხოლო მ-----მ ტელეფონი ესროლა და ხან ერთი ურტყამდა ხელს, ხან მეორე, რის გამოც გამოაძრო აკვნის ჯოხი, მობრუნდა, იქნევდა ჯოხს და იგერიებდა, ამ დროს წამოვარდა მისი შვილი დ----- დ------ე, მოკიდა ორივეს ხელი, ვერ დაიცვეს წონასწორობა და დაეცნენ დივანზე სამივე.

 

საქმეს თან ერთგვის ასევე მხარეთა შორის შეთახნმებული მტკიცებულებები, კერძოდ, 0---------წ. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შემაკავაბელი ორდერის დამტკიცების შესახებ, შემაკავებელი ორდერი და შემაკავებელი ორდერის ოქმი, ქორწინების მოწმობის ასლი, მობილური ტელეფონის ამოღების ოქმი, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 31 ოქტომბრის განაჩენის ასლი დ----- დ------ის მიმართ, დაკავების ოქმი, ნივთმტკიცებები.

 

4.2. მ-----–- ფ----------ის მსჯავრდების ეპიზოდი (სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი)

 

მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა ნ---- ტ-------ემ განმარტა, რომ მის დასთან მ----- ტ-------ესთან ყოფნისას მასსა და მისი დის დედამთილს მ-----–- ფ----------ეს შორის მოხდა ჩხუბი, მ-----–- თმებში წვდა და თავში დაარტყა ხელი. ძირს, რომ ვერ წააქცია და ვერ მოერია აიღო აკვნის ჯოხი და დაუწყო ჯოხით ცემა, რაც ძალიან ძლიერი იყო და განიცადა ძლიერი ტკივილი, ურტყამდა წელს ზემოთ, კისრის ქვემოთ, ჰქონდა დაზიანებები.

 

მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა მ----- ტ-------ემ განმარტა, რომ მის დას ნ---- ტ-------ეს და დედამთილს მ-----–- ფ----------ეს შორის მოხდა შეხლა-შემოხლა, რა დროსაც მის დას მ-----–-მ ხელი უჯიკა, რომ ვერ მოერია და ვერ წააქცია, აკვნის ჯოხი აიღო და დაარტყა ორჯერ მის დას.

 

მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულების მ----- და ნ---- ტ-------ეების მამამ ჯ------- ტ-------ემ განმარტა, რომ მას დაურეკეს მისმა შვილებმა და უთხრეს, რომ სახლიდან გამოყარეს და მ-----–-მ ჯოხით სცემა ისინი.

 

მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულების მ----- და ნ---- ტ-------ეების დედამ გ------–- ც-–-----ემ განმარტა, რომ მას დაურეკეს მისმა შვილებმა, რომ გალახეს და გამოყარეს სახლიდან, რის შემდეგაც წავიდნენ პოლიციაში, ნ----ს ხელი სტკიოდა და ზურგში დალურჯებები ჰქონდა.

 

2017 წლის 01 ივნისს, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ჭ------–ში მ-----–- ფ----------ის საცხოვრებელ სახლში შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საძინებელ ოთახში დევს აკვანი, რომლის მარჯვენა მხარეს ადეალაზე დევს დაახლოებით 30-35 სმ სიგრძის აკვნის არტაშანის დასამაგრებელი ჯოხი, რომელსაც ბოლოები შემოსალტული აქვს მეტალის რგოლებით.

 

საგამოძიებო მოქმედებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს გონიოს პოლიციის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ხ---ა ფ----------ემ.

 

მსჯავრდებულ დ----- დ------ის განმარტებით, მისი ცოლის მ----- ტ-------ის დამ ნ---- ტ-------ემ გაიწია დედამისისკენ, რა დროსაც დედამისი მ-----–- ფ----------ე ოდნავ შეეხო ხელით მას წადი, თავი დამანებეო, ამ დროს მ-----მაც წაიწია დედამისიკენ, რა დროსაც მ-----–- ფ----------ემ გამოიღო არტახის ჯოხი და იგერიებდა, გაშველების მიზნით მივიდა და მოხვია ხელები ორივეს და წაიქცნენ სამივე დივანზე, რა დროსაც შეიძლება მიიღეს დაზიანებები, რის შემდეგაც ორივეს მოკიდა ხელი მაჯაზე და გამოუშვა გარეთ.

 

მსჯავრდებულმა მ-----–- ფ----------ემ არ სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მასსა და მის რძლის მ----- ტ-------ის დას ნ---- ტ-------ეს შორის მოხდა შელაპარაკება, ნ---- მისკენ გაექანა, ხოლო მ-----მ ტელეფონი ესროლა, ხან ერთი ურტყამდა ხელს, ხან მეორე, რის გამოც გაიქცა უკან, გამოაძრო აკვნის ჯოხი მობრუნდა და იქნევდა ჯოხს და იგერიებდა, რომ არ დაერტყათ და ძირს არ დაეგდოთ, ამ დროს წამოვარდა მისი შვილი დ----- დ------ე, მოკიდა ორივეს ხელი, ვერ დაიკავეს წონასწორობა და სამივე დაეცნენ დივანზე.

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს და მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ უტყუარ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება მსჯავრდებულთა მიმართ გასაჩივრებული განაჩენით შერაცხული ქმედებების ჩადენა.

 

სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას მსჯავრდებულ დ----- დ------ის გამართლების შესახებ, აღნიშნულს სასამართლო არ იზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს დაზარალებულების მ----- ტ-------ის და ნ---- ტ-------ის ჩვენებებს, რომლებიც დეტალურად აღწერენ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, მოწმეების ჩვენებით დასტურდება, რომ მ.ტ-------ეს დ. დ------ემ სახეში დაარტყა ორჯერ გაშლილი ხელი, ასევე ორჯერ ჩაარტყა თავში მობილური ტელეფონი და ამ ყველაფრით იგრძნო ფიზიკური ტკივილი;

 

საქმეში წარმოდგენილი სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რომელიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ, მ----- ტ-------ეს აღენიშნებოდა: განივი, ოვალური ფორმის ნაჭდევი მარჯვენა მხრის ზედა მესამედში, მარცხენა ლავიწის ძვლის საპროექციო მიდამოში, შიგნითა კუთხეში, მარცხენა მხრის ზედა მესამედში, გარეთა ზედაპირზე. ქვედა ტუჩის არეში მარცხნივ, წინა ზედაპირზე აღენიშნებოდა უსწორმასწორო კიდეებისა და ბლაგვი კუთხეების მქონე ოვალური ფორმის ნასკდომი. კეფის არეში მომრგვალო ფორმის სისხლნაჟღენთი, დაზიანებები არ ეწინააღმდეგებიან ხანდაზმულობით მითითებულ თარიღს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულება ან არგუმენტი, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მსჯავრდებულ დ----- დ------ის მიმართ შერაცხული დანაშაულის ჩადენას.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე სააპელაციო სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ----- დ------ის მიმართ შერაცხული ბრალდება, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ და ,,ე“ ქვეპუნქტებით, კანონიერი და დასაბუთებულია.

 

სააპელაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას მსჯავრდებულების დ----- დ------ის და მ-----–- ფ----------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდების ნაწილში დამნაშავედ ცნობის შესახებ და სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს ამ ნაწილში, კერძოდ, პალატა ყურადღებას მიაპყრობს დაზარალებულების მ----- და ნ---- ტ-------ეების ჩვენებებს, რომლითაც ირკვევა, რომ ფიზიკურ ძალადობას ესწრებოდნენ მ----- ტ-------ის არასრულწლოვანი შვილები, ასევე დ----- დ------ის და მ-----–- ფ----------ის ჩვენებებს, რომლითაც ირკვევა, რომ ბავშვებს ამ დროს ეძინათ. მოცემული ურთიერთსაპირისპირო მტკიცებულებების გარდა, სხვა რაიმე პირდაპირი ან ირიბი მტკიცებულება ბრალდების ამ ნაწილის დასადასტურებლად წარმოდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლისა და მე-3 მუხლის მე-13 ნაწილისა, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად ამოურიცხა მსჯავრდებულებს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტი.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულების, დ----- დ------ის და მ-----–- ფ----------ის მიმართ დანიშნულ სასჯელებს, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულებს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მათ მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულების პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები; დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულების მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულების რესოციალიზაციის განსახორციელებლად მათ დაუნიშნა სამართლიანი სასჯელის სახე და ზომა, რის გამოც არ არსებობს მსჯავრდებულების მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის საფუძველი.

 

ყოველივე ზემოაღიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი დ----- დ------ის და მ-----–- ფ----------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ დ----- ხ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულ დ----- დ------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ---- შ-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

1. დ----- დ------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’, ,,დ’’ და ,,ე“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ და ,,ე“ ქვეპუნქტებზე.

 

დ----- დ------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ და ,,ე“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 02 (ორი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით დ----- დ------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

 

დ----- დ------ეს დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალოს დაკავების და პატიმრობის დრო და დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 30 ივნისიდან.

 

დ----- დ------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, გაუქმებულია.

 

2. მ-----–- ფ----------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ და ,,დ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტზე.

 

მ-----–- ფ----------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორას ორმოცდაათი) საათის ვადით;

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მ-----–- ფ----------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მ-----–- ფ----------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო, გაუქმებულია.

 

ნივთიერი მტკიცებულება: მობილური ტელეფონი და ხის ჯოხი დაუბრუნდეს მათ მესაკუთრეებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე