განაჩენი

სისხლის სამართლის 27.06.2019
საქმის ნომერი
110100117002192042
ინსტანცია
თარიღი
27.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110100117002192042

საქმე №1/ბ-63-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

16 თებერვალი, 2018 წ. ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი-----–- მ-------ის ძე წ----–----ას მიმართ, დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომ---- 2----------), საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: თერჯოლის რაიონის, სოფელი კ-------ი;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება;

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადინა, რომ ი-----–- წ----–----ამ ჩაიდინა:

 

1.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

1.2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2017 წლის მაისის ეპიზოდი);

1.3. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ (2017 წლის ოქტომბრის ეპიზოდი);

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2017 წლის 18 ოქტომბრის ეპიზოდი);

1.1 2009 წლიდან, ს-------- ჩ----ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ი-----–- წ----–----ასთან. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ და ჰყავთ ორი შვილი - 7 წლის ბ-------- წ----–----ა და 5 წლის ს-------ე წ----–----ა. 2012 წლიდან, უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში, ი-----–- წ----–----ა სისტემატიურად, თითქმის ყოველდღე, თერჯოლის რაიონის სოფელ კ-------ში, საკუთარ სახლში, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ეჭვიანობის ნიადაგზე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს, ს-------- ჩ----ეს. კერძოდ, აგინებდა დედის მისამართით, ეძახდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალს და სხვადასხვა უწმაწურ სიტყვებს, რა დროსაც მ---- წ----–----ა ცდილობდა ი-----–- წ----–----ას დაწყნარებას, რის გამოც განაწყენებული ი-----–- წ----–----ა შურისძიების ნიადაგზე დედას, მ---- წ----–----ას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას - აგინებდა დედის მისამართით, ეძახდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალს და სხვადასხვა უწმაწურ სიტყვებს, რის შედეგადაც მ---- წ----–----ა და ს-------- ჩ----ე განიცდიდნენ ტანჯვას.

 

1.2. 2009 წლიდან, ს-------- ჩ----ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ი-----–- წ----–----ასთან. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ და ჰყავთ ორი შვილი - 7 წლის ბ-------- წ----–----ა და 5 წლის ს-------ე წ----–----ა. 2017 წლის მაისში, თერჯოლის რაიონის სოფელ კ-------ში, საკუთარ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხზე - სარეცხი მანქანის გამართულად მუშაობასთან დაკავშირებით წარმოშობილ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ი-----–- წ----–----ამ, არასრულწლოვანი შვილის, ბ-------- წ----–----ას თანდასწრებით, ხელი დაარტყა მარჯვენა ხელზე, მკლავის არეში, საკუთარ მეუღლეს, ს-------- ჩ----ეს, რომელსაც ასევე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა - შეაგინა დედის მისამართით, რის შედეგადაც ს-------- ჩ----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

1.3. 2009 წლიდან, ს-------- ჩ----ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ი-----–- წ----–----ასთან. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ და ჰყავთ ორი შვილი - 7 წლის ბ-------- წ----–----ა და 5 წლის ს-------ე წ----–----ა. 2017 წლის სექტემბერში, ი-----–- წ----–----ამ, მეუღლეს, ს-------- ჩ----ეს გამოართვა მობილური ტელეფონი, დაათვალიერა მასში არსებული ინფორმაცია, რის შემდეგაც ტელეფონი აღარ დაუბრუნა. ამის შემდგომ, 2017 წლის ოქტომბრის დასაწყისში, ს-------- ჩ----ემ სახლში იპოვა თავისი ტელეფონი და შეინახა პირადად. აღნიშნულზე განაწყენებულმა ი-----–- წ----–----ამ, იმავე დღეს, დაახლოებით 23:00 საათზე, თერჯოლის რაიონის, სოფელ კ-------ში, საკუთარი სახლის მისაღებ ოთახში ყოფნისას, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ს-------- ჩ----ეს, შეაგინა დედის მისამართით და რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავის არეში ამ უკანასკნელს, რის შემდეგაც ადგილზე მყოფი მ---- წ----–----ა და მ---- წ----–----ა შეეცადნენ ი-----–- წ----–----ას დაწყნარებას, თუმცა ამ უკანასკნელმა განაგრძო რა ძალადობა, წყლით სავსე პოლიეთილენის ბოთლი ესროლა ბეჭის არეში საკუთარ დედას, მ---- წ----–----ას, რის შემდეგაც ი-----–- წ----–----ამ ს-------- ჩ----ეს იდაყვი ჩაარტყა ბეჭში, წააქცია ძირს და ფეხი დაარტყა მარცხენა გვერდის არეში. ამის შემდეგ ი-----–- წ----–----ამ ხელი მოკიდა თმაში და რამდენჯერმე დაარტყმევინა თავი სავარძლის ხის კიდეზე ს-------- ჩ----ეს. აღნიშნული ქმედებით, მ---- წ----–----ამ და ს-------- ჩ----ემ განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

 

1.4. 2017 წლის 18 ოქტომბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, თერჯოლის რაიონის სოფელ კ-------ში, საკუთარ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხზე, სახლის დალაგებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ი-----–- წ----–----ამ, არასრულწლოვანი შვილების, ბ-------- წ----–----ასა და ს-------ე წ----–----ას თანდასწრებით, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ს-------- ჩ----ეს და დედას - მ---- წ----–----ას, კერძოდ, შეაგინა მათ დედის მისამართით და უწოდებდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს, რის შემდეგაც ი-----–- წ----–----ამ ფეხი დაარტყა მარცხენა ფეხზე - კოჭის არეში, საკუთარ დედას, მ---- წ----–----ას. ამის შემდეგ მ---- წ----–----ა შეეცადა გარიდებოდა ი-----–- წ----–----ას და შევიდა ამავე სახლში მცხოვრები მ---- წ----–----ას ოთახში. მიუხედავად ამისა, ი-----–- წ----–----ა უკან გაყვა მ---- წ----–----ას და განაგრძო რა ძალადობა რამდენჯერმე დაარტყა ფეხი მუცლისა და ფეხის არეში მ---- წ----–----ას. აღნიშნული ქმედებებით მ---- წ----–----ამ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენით ი-----–- წ----–----ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის მაისის თვის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად; საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის ოქტომბრის თვის დასაწყისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად; საქართველოს სსკ 44-ე მუხლის საფუძველზე, ი-----–- წ----–----ას დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით; საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 18 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა, საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის ოქტომბრის თვის დასაწყისის ეპიზოდით) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და საბოლოოდ ი-----–- წ----–----ას (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 (ერთი) წელი, და დამატებითი სასჯელი, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით; ი-----–- წ----–----ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 18 ოქტომბრიდან, 2017 წლის 7 დეკემბრის ჩათვლით.

 

2. სააპელაციო საჩივრის მოტივები:

 

აპელანტი - ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორი ვ------- ნ------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენში სასჯელის ნაწილში და ი-----–- წ----–----ას განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით, შემდეგ მოტივებზე მითითებით: სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ ჯეროვნად არ გაითვასწინა ი. წ----–----ას მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მისგან გამოწვეული შედეგი, კერძოდ, მსჯავრდებულმა არასრუწლოვანი შვილების თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს და დედას. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ი. წ----–----ას მიმართ დანიშნული სასჯელი არ არის სამართლიანი, არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს.

 

მსჯავრდებული ი. წ----–----ა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი ზ. დ-------ა წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვენ არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. გასაჩივრებულ განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ი-----–- წ----–----ას მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით; სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის მაისის თვის ეპიზოდი); სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის ოქტომბრის თვის დასაწყისის ეპიზოდი); სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულების ს-------- ჩ----ისა და მ---- წ----–----ას ჩვენებებით; მოწმეების - მ---- წ----–----ას, კ------------ე ჭ------ის, დ----- ჭ------ის, ნ------ ჩ------ის, ბ------ ს---–------ის, მ------ წ----–----ას ჩვენებებით; ბრალდებულ ი-----–- წ----–----ას დაკავების ოქმით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ფოტოსურათებით; დათვალიერების ოქმით; სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით ს-------- ჩ----ის მიმართ; სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით მ---- წ----–----ას მიმართ; ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების დასკვნით ი-----–- წ----–----ას მიმართ და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ი-----–- წ----–----ას ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით; სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის მაისის თვის ეპიზოდი); სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის ოქტომბრის თვის დასაწყისის ეპიზოდი); სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით; განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი. აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას დანიშნული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხის-მგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა გამოძიების დაწყებისთანავე აღიარა და გულწრფელად მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, არ არის ნასამართლევი, დაზარალებულებთან შერიგებულია და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ, რომ ი-----–- წ----–----ა არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი და მის კმაყოფაზეა ასევე აუტიზმით დაავადებული ოთხი წლის შვილი, რომელიც საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას. ყოველივეს მხედველობაში მიღებით, ასევე, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად სასამართლომ ი-----–- წ----–----ას დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების, მსჯავრდებულ ი-----–- წ----–----ას მიმართ გასაჩივრებულ განაჩენში საუარესო ცვლილების შეტანის და მის მიმართ საპატიმრო სასჯელის დანიშვნის საფუძველი არ არსებობს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის ვ------- ნ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ი-----–- წ----–----ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით, სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის მაისის თვის ეპიზოდი), სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის ოქტომბრის თვის დასაწყისის ეპიზოდი), სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 18 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

- საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;

 

- საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის მაისის თვის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;

 

- საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის ოქტომბრის თვის დასაწყისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;

 

საქართველოს სსკ 44-ე მუხლის საფუძველზე, ი-----–- წ----–----ას დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით;

 

- საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 18 ოქტომბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთმა, საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის ოქტომბრის თვის დასაწყისის ეპიზოდით) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ ი-----–- წ----–----ას, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი და დამატებითი სასჯელი, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.

 

ი-----–- წ----–----ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 18 ოქტომბრიდან, 2017 წლის 7 დეკემბრის ჩათვლით;

 

ი-----–- წ----–----ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, ი-----–- წ----–----ას დაეკისროს მოვალეობა პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობითი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს ასევე პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქმეზე დართული ნივთები და საგნები: სსიპ 112-დან გადმოგზავნილი შეტყობინების აუდიო ჩანაწერი ,,CD’’ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე