განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 060100118002495298
საქმე №1/ბ-591-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე ხ---- ა-–----------ს ძე რ-----ს მიმართ, დაბადებული: 196- წლის 10 ა---------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 3----------, მცხოვრები: სამტრედია, სოფელი გ----,აღწერილობითი ნაწილი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ხ---- რ-----მ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის და ორი პირის მიმართ; ასევე ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 05 მაისს, დაახლოებით 23 საათზე, ხ---- რ----- იმყოფებოდა სამტრედიის რაიონის, სოფელ გ---–- მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, რა დროსაც მეგობრის დაბადების დღიდან დაბრუნდნენ მისი არასრულწლოვანი შვილები-2--------- წელს დაბადებული გ------- რ----- და 2--------- წელს დაბადებული დ----- რ-----. სახლში დაგვიანებით მოსვლის გამო, მათ ხ---- რ----- გაუბრაზდა და იძალადა ფიზიკურად. კერძოდ, გ------- რ-----ს სახის არეში რამდენიმეჯერ დაარტყა მუშტი, ხოლო დ----- რ-----ს მარცხენა ფეხის არეში დაარტყა ცულის ხის ტარი. აღნიშნულის შედეგად, გ------- რ-----მ და დ----- რ-----მ განიცადეს ფიზიკური ტკივილი. ამასთან, ორივე არასრულწლოვანი შეესწრო ერთმანეთის მიმართ მამის მხრიდან განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის ფაქტს.
2018 წლის 06 მაისს, დაახლოებით 08 საათზე, ხ---- რ-----მ სამტრედიის რაიონის სოფელ გ---–- მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ბიძას - მ---- რ-----ს წინა დღით შვილების ცემის გამო მიცემული შენიშვნით გამოწვეული განაწყენების ნიადაგზე, დანის გულმკერდის არეში დარტყმის შედეგად მიაყენა დაზიანება წინა გულმკერდის არეში, რომელიც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განაჩენით ხ---- რ----- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისცვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 01 (ერთი) წელი;
ხ---- რ----- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 01 (ერთი) წელი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მსჯავრდებულ ხ---- რ-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 01 (ერთი) წელი.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორი მ------ მ--–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ხ---- რ-----ს მიმართ საპატიმრო სასჯელის დანიშვნას, შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მსჯავრდებული ხ---- რ----- წარსუში ნასამართლევია ძალადობრივი დანაშაულისათვის, კერძოდ სსკ-ის 117- მუხლისათვის, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მსჯავრდებული არის ფეთქებადი ხასიათის და მიდრეკილია დანაშაულის ჩადენისაკენ. ამასთან, მოცემული დანაშაული არის გავრცელებული ხასიათის და არის მომეტებული საფრთხის შემცველი, არსებობს მისი განმეორების მაღალი ალბათობა. შესაბამისად დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილ სასჯელის მიზნებს.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ხ---- რ-----ს მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ხ---- რ-----ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით და 120-ე მუხლით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების მ---- რ-----ს, გ------- რ-----სა და დ----- რ-----ს გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების გ---------------------------–-------------------------------------------------------–---–-----------------------------------–---–--------- გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებიო ექსპერიმენტის ოქმით და ამოღებული ნივთებით, ამოღების ოქმებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ხ---- რ-----ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით და 120-ე მუხლით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ხ---- რ-----ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ------ მ--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ხ---- რ----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 01 (ერთი) წელი;
ხ---- რ----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 01 (ერთი) წელი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მსჯავრდებულ ხ---- რ-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 01 (ერთი) წელი.
მსჯავრდებულ ხ---- რ-----ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-6--ე მუხლების საფუძველზე, დაევალოს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება იგი ჩააბას ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში ამასთან, მის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდული დახმარების საკითხთა სამინისტროს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ხ---- რ-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
მსჯავრდებულ ხ---- რ-----ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 06 მაისიდან - 2018 წლის 26 ივნისის ჩათვლით და იგი გათავისუფლდა პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულება - მ---- რ-----ს სისხლის ნიმუში განადგურდეს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მ---- რ-----ს კუთვნილი მაისური, ხ----- რ-----საგან ამოღებული შარვალი და მაისური, რაც დალუქულ მდგომარეობაში ინახება შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ცული და დანა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე