განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-505-2018წ.
(100100118002452441)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 სექტემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ---–- პ-–------ის ძე შ-----–--ის მიმართ, დაბადებული: 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 3----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: საჩხერის რაიონი, სოფელი ი--------.
აღწერილობითი ნაწილი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ გ---–- შ-----–--ემ ჩაიდინა: ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
ოჯახის ერთი წევრის მიმართ სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
საჩხერის რაიონის სოფელ ი---------–ი მცხოვრები გ---–- შ-----–--ე 2018 წლის 22 აპრილამდე, საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნისას, სრულიად უმიზეზოდ, მეუღლეს - მ------ შ-----–--ეს სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას, რამაც მ------ შ-----–--ის ტანჯვა გამოიწვია;
საჩხერის რაიონის სოფელ ი---------–ი მცხოვრები გ---–- შ-----–--ე 2018 წლის 22 აპრილამდე, საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ყოფნისას, სრულიად უმიზეზოდ, მეუღლის - მ------ შ-----–--ის მიმართ სისტემატურად ძალადობდა, კერძოდ 2018 წლის იანვარში, მარტსა და აპრილში სხეულის სხვადასხვა ადგილზე სცემა მას ხელ-ფეხის და სხვა ბლაგვი საგნის გამოყენებით, რამაც მ------ შ-----–--ის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის განაჩენით გ---–- შ-----–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111-1261-ე მუხლის 12 ნაწილით (2018 წლის 30 მაისამდე რედაქციით) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სსკ-ის 111-1261-ე მუხლის 12 ნაწილით (2018 წლის 30 მაისამდე რედაქციით) თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 01 (ერთი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად (სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით) გ---–- შ-----–--ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 01 (ერთი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით, 01 (ერთი) წლისა და 01 (ერთი) თვის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ გ---–- შ-----–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 22 აპრილიდან 2018 წლის 16 მაისის ჩათვლით.
გ---–- შ-----–--ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორი ფ-------- ს-----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ გ---–- შ-----–--ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას პატიმრობის სახით, შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღო ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების ხასითი და საშიშროება, ის გარემოება, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია განზრახი დანაშაული - ოჯახური ძალადობა და არსებობს მის მიერ მომავალში ახალი კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის საშიშროება. გ.შ-----–--ის მიმართ დანიშნული სასჯელი ვერ შეამცირებს მისი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ვერ უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილ სასჯელის მიზნებს.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ---–- შ-----–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ გ---–- შ-----–--ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111-1261-ე მუხლის 12 ნაწილით (2018 წლის 30 მაისამდე რედაქციით), გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ მ------ შ-----–--ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების - ფ------ შ-----–--ის, თ-------ე ც---–---ის, მ----- შ-----–--ის, ა------- შ-----–--ის და ბ---- მ---------ის გამოკითხვებით, ნიმუშის აღების ოქმით, ექსპერტიზის დასკვნებით ბრალდებულის დაკავების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ გ---–- შ-----–--ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111-1261-ე მუხლის 12 ნაწილით (2018 წლის 30 მაისამდე რედაქციით), განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ გ---–- შ-----–--ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორის ფ-------- ს-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
გ---–- შ-----–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-1261-ე მუხლის 12 ნაწილით (2018 წლის 30 მაისამდე რედაქციით) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისამდე რედაქციით) - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით;
-საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-1261-ე მუხლის 12 ნაწილით (2018 წლის 30 მაისამდე რედაქციით) თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 01 (ერთი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად (სასჯელთა ერთობლიობისას შთანთქმის პრინციპის გამოყენებით) გ---–- შ-----–--ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 01 (ერთი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით, 01 (ერთი) წლისა და 01 (ერთი) თვის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ გ---–- შ-----–--ეს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მსჯავრდებულ გ---–- შ-----–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 22 აპრილიდან 2018 წლის 16 მაისის ჩათვლით.
მსჯავრდებულ გ---–- შ-----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გათავისუფლდეს ყადაღისგან ა------- შ-----–--ის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომლის საკადასტრო მონაცემებია: ს------------–----------------------------------------------------------–---------------------------------------------------------------------------------–------------–--------------------------------–---------------------------------, მესაკუთრე: ა------- შ-----–--ე (პ/ნ 3----------) მისამართი: რაიონი საჩხერე, სოფელი ი----------
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე