განაჩენი

სისხლის სამართლის 27.06.2019
საქმის ნომერი
080100118002253651
ინსტანცია
თარიღი
27.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100118002253651

№1/ბ-147-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

03 აპრილი, 2018 წ. ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე პ----- ო-----ის ძე ზ------ის მიმართ, დაბადებული: 2---------წ. პირადი №3---------- ნასამართლობის არ მქონე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული საჩხერის რაიონი სოფელი ს----------------------ში; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.ქუთაისი, ნ-------------ში.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:

პ----- ზ------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 08 დეკემბერს, დაახლოებით 2000 საათზე, პ----- ზ------ემ ბაღდათის რაიონის სოფელ წითელხევში სტუმრად ყოფნის დროს, მის მეუღლეზე დ---- ხ-------ზე არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით განახორციელა ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობა, კერძოდ: აყენებდა შეურაცხყოფას, რაც გამოიხატებოდა გინებაში, ასევე სწვდა თმებში და გაშლილი ხელით სცემა თავისა და სახის არეში, რის შედეგადაც დ---- ხ-------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ფიზიკური და მორალური ზიანი.

2017 წლის ნოემბრის ბოლო რიცხვებში, პ----- ზ------ემ ქ. ქუთაისში, ნ----ს ქუჩა №6ა-ში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში მის მეუღლეზე, დ---- ხ-------ზე, არასრულწლოვანი შვილის თანადსწრებით განახორციელა ფიზიკური ძალადობა, კერძოდ: მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგინა და მარჯვენა ხელით სცემა თავის არეში, რის შედეგადაც დ---- ხ-------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ფიზიკური და მორალური ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის განაჩენით პ----- ზ------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალიწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2017 წლის 08 დეკემბრის ეპიზოდი) - 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2017 წლის ნოემბრის თვის ეპიზოდი) - 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით პ----- ზ------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 01 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა

სააპელაციო საჩივრის არსი:

ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა პ----- ზ------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - რ--------ნ ხ----–--–---ს მიერ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, დანიშნული სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის პირობით გამოსაცდელი ვადით ჩათვლას.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ პ----- ზ------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ დ---- ხ-------------------------------------–---------------------------------------------–--------------------–----------------––-–--------–------------------ის გამოკითხვის ოქმებით, დაკავების ოქმით, შემაკავებელი ორდერის ოქმით, სამედიცინო და ფსოქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, შეტყობინებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ პ----- ზ------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (დაცვის მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ პ----- ზ------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედების საზოგადოებრივად საშიში ხასიათი, მასში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მისი პირადი და ეკონომიკური მდგომარეობა და წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მისი მისწრაფება აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და რესოციალიზაციის ობიექტური შესაძლებლობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ პ----- ზ------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - რ--------ნ ხ----–--–---ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად:

პ----- ზ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალიწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2017 წლის 08 დეკემბრის ეპიზოდი) - 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (2017 წლის ნოემბრის თვის ეპიზოდი) - 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქას მეორე სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით პ----- ზ------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 01 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

პ----- ზ------ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 12 თებერვლიდან

 

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად პ----- ზ------ეს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის ვადა (2017 წლის 16 დეკემბრიდან 2017 წლის 18 დეკემბრის ჩათვლით) სულ 3 დღე, ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე - თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.

 

პ----- ზ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს (დ---- ხ-------ს) განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თნხა 3000 (სამი ათასი) ლარი.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე