განაჩენი

სისხლის სამართლის 27.06.2019
საქმის ნომერი
060100118002420070
ინსტანცია
თარიღი
27.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 060100118002420070

საქმე №1/ბ-374-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

13 ივლისი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ------ ნ---------ს ძე მ------–ის მიმართ, დაბადებული: 198- წლის 07 მარტს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 4----------, რეგისტრირებული: ქ. ტყიბული, პ-----–-–---–-- ქ. N1-ში. ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, მ------- მეორე მიკრორაიონი კორპუსი N--, ბინა N9-ში.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ მ------ მ------–მა ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ასევე ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის თებერვლის შუა რიცხვებში (ზუსტი თარიღი უცნობია) მ------ მ------–ი სტუმრად იმყოფებოდა ყოფილი მეუღლის ქ------- ა--------ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. სამტრედია ჩ--------- ქუჩა N2-ში, რა დროსაც ის სიცელქის გამო გაუბრაზდა თავის არასრულწლოვან შვილს, 2009 წლის 07 ოქტომბერს დაბადებულ ლ---- მ------–ს და ფიზიკურად იძალადა მასზე. კერძოდ, რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი თავისა და კისრის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2018 წლის 27 თებერვალს, დაახლოებით 19:00 საათზე მ------ მ------–ი სტუმრად იმყოფებოდა ყოფილი მეუღლის ქ------- ა--------ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქალაქი სამტრედია, ჩ--------- ქუჩა N2-ში, რა დროსაც ის სიცელქისა და ხმაურის გამო გაუბრაზდა თავის არასრულწლოვან შვილს, 2009 წლის 07 ოქტომბერს დაბადებულ ლ---- მ------–ს და ფიზიკურად იძალადა მასზე. კერძოდ, რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი თავისა და ზურგის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამასთან, აღნიშნულ ფაქტს ესწრებოდა მ------ მ------–ის მეორე არასრულწლოვანი შვილი 2008 წლის 03 ა--------- დაბადებული მ------ მ------–ი.

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენით მ------ მ------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის თებერვლის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ოდენობით.

 

მ------ მ------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 27 თებერვლის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 (ორი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მ------ მ------–ს სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.

 

მ------ მ------–ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორი მ------ მ--–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ მ------ მ-----–-ს მიმართ საპატიმრო სასჯელის დანიშვნას. შემდეგ გარემოებათა გამო: მსჯავრდებულმა მ------–მა თავის არასრულწლოვან შვილზე ორჯერ, დროსი სხვადასხვა პერიოდში იძალადა ფიზიკურად. გარდა ამისა, მან დანაშაული ჩაიდინა არამხოლოდ არასრულწლოვანის მიმართ, არამედ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, რაც რა თქმა უნდა უარყოფით ზეგავლენას ახდენს, როგორც დაზარალებულზე, ასევე ფაქტის შემსწრე არასრულწლოვნის ფსიქიკასა თუ განვითარებაზე. აღნიშნული გარდა, მოცემული დანაშაული არის გავრცელებული ხასიათის და არის მომეტებული საფრთხის შემცველი, არსებობს მისი განმეორების მაღალი ალბათობა. შესაბამისად დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლით ვერ იქნება მიღწეული სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი მ------ მ------–ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ მ------ მ------–ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ლ---- მ------–ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების მ--------------–--------------------------------------------------–------------ გამოკითხვის ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ მ------ მ------–ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ მ------ მ------–ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ------ მ--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

მ------ მ------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის თებერვლის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათის ოდენობით.

 

მ------ მ------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 27 თებერვლის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მ------ მ------–ს სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების შესაბამისად, მ------ მ------–ის ზედამხედველობა და კონტროლი განახორციელოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სამსახურმა მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, დაევალოს მ------ მ------–ს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

მ------ მ------–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდა და მ------ მ------–ს დაუბრუნდეს საგამოძიებო ორგანოსათვის ჩაბარებული საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაკა გორგოძე