განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 110100117002237854
№1/ბ-144-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
3 აპრილი , 2018 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------ი გ--–-ს ძე ზ-----ის მიმართ, დაბადებული: 2---------წ. პირადი №5----------, ნასამართლობის არ მქონე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, მცხოვრები: ხარაგაულის რაიონი, სოფელი ბ-------ი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:
გ------ი ზ-----ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და, ასევე, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2013 წლიდან ს------- კ-------ე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება გ------ი ზ-----ესთან. ისინი ერთად ცხოვრობენ ხარაგაულის რაიონის სოფელ ბ-------ში. მათ შეეძინათ და ყავთ ორი შვილი. თანაცხოვრების პერიოდში გ------ი ზ-----ე, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სისტემატურად, თითქმის ყოველდღე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა ს------- კ-------ეს, კერძოდ, აგინებდა დედის მისამართით და ეძახდა დებილს, რის შედეგადაც ს------- კ-------ე განიცდიდა ტანჯვას.
2017 წლის 19 ნოემბერს დაახლოებით 2100 საათზე, ხარაგაულის რაიონის სოფელ ბ-------ში, პ---–- ბ--------ის საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა გ------ი ზ-----ემ, განაწყენების ნიადაგზე დაამტვრია სახლში არსებული ჭურჭელი, რის გამოც მას უსაყვედურა მამამ (მამინაცვალმა) პ---–- ბ--------ემ. აღნიშნულზე გაბრაზებულმა გ------ი ზ-----ემ ხელი დაარტყა ბეჭის არეში პ---–- ბ--------ეს, რის შემდეგაც ადგილზევე მყოფი ს------- კ-------ე შეეცადა გ------ი ზ-----ის დაწყნარებას, თუმცა ამ უკანასკნელმა განაგრძო რა ძალადობა თავი ჩაარტყა სახეში ს------- კ-------ეს. აღნიშნული ქმედებით ს------- კ-------ემ და პ---–- ბ--------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 1 თებერვლის განაჩენით გ------ი ზ-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;
საქართველოს სსკ 44-ე მუხლის საფუძველზე, გ------ი ზ-----ეს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ გ------ი ზ-----ეს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, ხოლო სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი და დამატებითი სასჯელი, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათი;
სააპელაციო საჩივრის არსი:
ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის ვ-----გ ნ------ის მიერ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას რეალური თავისუფლების აღკვეთის სახით.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ გ------ი ზ-----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების ს------- კ-------ისა და პ---–- ბ--------ის ჩვენებებით; მოწმეების - ი------------------------------------------–------------------------------------------------–---–--------–----------–---–--------------------------------–----------------------------------------------– კ-------ის, გ------ი გ-------–-–---–-----------------------ის ჩვენებებით; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ს------- კ-------ის მიმართ; სამედიცინიო ექსპერტიზის დასკვნით პ---–- ბ--------ის მიმართ; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ფოტოსურათებით; ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით შემაკავებელი ორდერის დამტკიცების თაობაზე და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ გ------ი ზ-----ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
მსჯავრდებულ გ------ი ზ-----ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის ვ------გ ნ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელად:
გ------ი ზ-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ 44-ე მუხლის საფუძველზე, გ------ი ზ-----ეს დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ გ------ი ზ-----ეს (დანაშაულთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, ხოლო სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი და დამატებითი სასჯელი, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათი;
გ------ი ზ-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული თეფშისა და ფაიფურის ჭიქის ნამსხვრევები, რომლებიც ინახება ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
სსიპ 112-დან გადმოგზავნილი აუდიოჩანაწერი „DVD“ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე