განაჩენი

სისხლის სამართლის 27.06.2019
საქმის ნომერი
080100118002413389
ინსტანცია
თარიღი
27.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100118002413389

საქმე №1/ბ-509-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

28 სექტემბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ჯ----– ნ--------ს ძე კ-–--ს მიმართ, დაბადებული: 198- წლის 31 ა---------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 6----------, მცხოვრები: ქ. ქუთაისი, რ. თ------–---–-- ქუჩა №30/42.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ჯ----– კ-–--მ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 23 თებერვლიდან 2018 წლის 27 მარტის ჩათვლით, ჯ----– კ-–-- თითქმის ყოველდღიურად ტელეფონის მეშვეობით და პირადად არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ახორციელებდა სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლის ფ------ გ-----------ს მიმართ, კერძოდ აგინებდა და ამცირებდა მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რის შედეგადაც ფ------ გ----------- განიცდიდა ტანჯვას. ჯ----– კ-–--მ 2018 წლის 27 მარტს ქალაქ ქუთაისში, მ------–-–---–-- ქუჩა N11-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის განაჩენით ჯ----– კ-–-- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზაოგადორბისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად გაუქმდა ჯ----– კ-–--ს მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 01(ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ჯ----– კ-–--ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.

 

ჯ----– კ-–--ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან -2018 წლის 31 მარტიდან.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი დ------- ვ-----------ა წარმოდგენილი დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ჯ----– კ-–--ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, შემდეგ გარემოებათა გამო: პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში უსამართლოა, მხედველობაში არ იქნა მიღებული ის გარემოება, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ძალადობრივი ხასიათის დანაშაული მეუღლის მიმართ, მაშინ როდესაც იგი ნასამართლევი იყო ანალოგიური დანაშაულისათვის და იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ. მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის შეუძლებელია მიღწეული იქნას სასჯელის მიზნები, უფრო მეტიც ის შესაძლოა წახალისდეს დაუსჯელობით, ვინაიდან სასამართლომ მის მიმართ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული ყველა შეღავათი, რაც უსამართლო და მიზანშეუწონელია.

 

მსჯავრდებული ჯ----– კ-–-- წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ჯ----– კ-–--ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და ,,ე’’ ქვეპუნქტებით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების ფ------ გ-----------ს, მ--------–------------ გამოკითხვის ოქმებით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, 2018 წლის 23 თებერვალის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ჯ----–ი კ-–--ს მიმართ, აგრეთვე საქმის არსებითი განხილვის დროს პროცესზე დაკითხული მოწმეების ო-----------------------–-----------------–------------------–------------- ჩვენებებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ჯ----– კ-–--ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” და ,,ე’’ ქვეპუნქტებით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ჯ----– კ-–--ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის დ------- ვ-----------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ქუთაისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ჯ----– კ-–-- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზაოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 400 (ოთხასი) საათის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად გაუქმდეს ჯ----– კ-–--ს მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ჯ----– კ-–--ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.

 

ჯ----– კ-–--ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 31 მარტიდან.

 

პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულ ჯ----– კ-–--ს მიმართ დაკისრებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს შესაბამის პრობაციის ბიუროს.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაკა გორგოძე