განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 080100118002344126
საქმე №1/ბ-262-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 მაისი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ-–---- ზ-------ს ძე მ--–--------ის მიმართ, დაბადებული: 0---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქუთაისი, რ-------ს ქ. №30;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ რ-–---- მ--–--------მა ჩაიდინა:
- ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
- სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 07 თებერვალს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. ქუთაისში, რ-------ს ქ. №30-ში თავის საცხოვრებელ სახლში რ-–---- მ--–--------მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს - ს-----–--- ჯ------ეს, კერძოდ, მუშტი დაარტყა თავის არეში, რამდენჯერმე დაარტყა ხელი ტანის არეში, რის შედეგადაც ს-----–--- ჯ------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2018 წლის 07 თებერვალს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. ქუთაისში, რ-------ს ქ. №30-ში თავის საცხოვრებელ სახლში რ-–---- მ--–--------ი თავის მეუღლეს, ს-----–--- ჯ------ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის განაჩენით რ-–---- მ--–--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათის ვადით; საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 საათის ვადით; სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათის ვადით, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდა პატიმრობაში ყოფნის ვადის (2018 წლის 07 თებერვლიდან 2018 წლის 23 მარტამდე) გათვალისწინებით.
2. სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნ---- ზ-------–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის განაჩენში და მსჯავრდებულ რ-–---- მ--–--------ს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი; ბრალდების მხარის მიაჩნია, რომ სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას არ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 531 მუხლით, რომლის მიხედვითაც დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ არის სასჯელის დამამძიმებელი გარემოება და მსჯავრდებულს განუსაზღვრა სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალური ოდენობა. რ. მ--–--------ის მიმართ დანიშნული სასჯელი შეუსაბამოა მის მიერ ჩადენილ ქმედებასთან. ასეთი მსუბუქი სასჯელით ვერ იქნება უზრუნველყოფილი სასჯელის მიზანი - ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი რ-–---- მ--–--------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ რ-–---- მ--–--------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ს-----–--- ჯ------ის ჩვენებით, მოწმე გ---- მ----–----–--ის ჩვენებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ რ-–---- მ--–--------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სახის სასჯელი.
რ-–---- მ--–--------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილის სანქცია ითვალისწინებს საზოგადეობისათვის სასარგებლო შრომას ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქცია კი - ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ას ოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.
პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ რ-–---- მ--–--------ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულ აღიარება და გულწრფელი მოინანიება, მისი ოჯახური, ქონებრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად დაუნიშნა სასჯელი, სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით - 140 საათის ვადით, ხოლო სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათის ვადით; აქვე, პალატას ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ დახასიათებას, რომლის მიხედვითაც რ-–---- მ--–--------ს მეზობლები ახასიათებენ დადებითად.
სააპელაციო პალატას ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი სამართლიანად მიაჩნია, რის გამოც პროკურორის სააპელაციო საჩივარი რ-–---- მ--–--------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის და შესაბამისად, გასაჩივრებულ განაჩენში საუარესო ცვლილების შეტანის შესახებ ვერ იქნება გაზიარებული .
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---- ზ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
რ-–---- მ--–--------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 140 (ას ორმოცი) საათის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, რ-–---- მ--–--------ს განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით.
მსჯავრდებული რ-–---- მ--–--------ი, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2018 წლის 07 თებერვლიდან 2018 წლის 23 მარტამდე - გათვალისწინებით, მთლიანად გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
მსჯავრდებულ რ-–---- მ--–--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე