განაჩენი

სისხლის სამართლის 28.06.2019
საქმის ნომერი
820100118002340699
ინსტანცია
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 820100118002340699

საქმე №1/ბ-270-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

31 მაისი, 2018 წ. ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, რ----- მ---–--ის მიმართ, დაბადებული: 2---------წ. პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქ. ბათუმი, გ----------------–-ს მე-3 ჩიხი, №16ა;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

1.1. გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ რ----- მ---–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორის მიმართ სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

1.2. ადევნება, ესე იგი პირადად, სისტემატურად არასასურველი კომუნიკაციის დამყარება, რაც იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 30 აპრილს, დაახლოებით 00:39 საათზე, ქ. ბათუმში, ფ------------–--–ის გამზირი N188-ში არსებულ ე.წ. ,,ო–---------–--ში’’ ნასვამ მდგო----ეობაში მყოფმა რ----- მ---–--ემ ეჭვიანობის ნიადაგზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ყოფილ მეუღლეს მ----------–----ეს, აღნიშნული ფაქტის შემდეგ 2017 წლის 27 სექტემბერს, დაახლოებით 03:00 საათზე, ქ. ბათუმში, ფ-------------–--–--------------------ში არსებულ ე.წ. ,,ო–----------–--ში’’ ნასვამ მდგო----ეობაში მყოფმა რ----- მ---–--ემ კვლავ ეჭვიანობის ნიადაგზე არასრულწლოვანი შვილის ნ---- გ--–--ის თანდასწრებით სიტყვიერი შეურაცყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ყოფილ მეუღლეს მ----------–----ეს, აღნიშნული შემდეგ 2018 წლის 21 იანვარს, კვლავ ნასვამ მდგო----ეობაში მყოფმა რ----- მ---–--ემ არასრულწლოვანი შვილების ნ--–- მ---–--ისა და ს-------- მ---–--ის თანდასწრებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ყოფილ მეუღლეს მ----------–----ეს, კერძოდ: არასრულწლოვანი შვილების თვალწინ ეძახდა მეძავს და აგინებდა დედის მისამართით, განხორციელებულმა სისტემატიურმა შეურაცხყოფამ გამოიწვია მ----- ვ---–----ის ფსიქოლოგიური ტანჯვა.

 

2017 წლის 27 სექტემბრიდან, 2018 წლის 26 იანვრამდე პერიოდში რ----- მ---–--ე მისი ყოფილი მეუღლის მ----------–----ის მიმართ სისტემატიურად ახორციელებდა ადევნებას, აკითხავდა საცხოვრებელ სახლში, ფ------------–--–ის გამზირი N188-ში, ე.წ. ოცნების დასახლებაში და ნასვამ მდგო----ეობაში მყოფი საკუთარი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ეჭვიანობის ნიადაგზე აყენებდა შეურაცხყოფას, პარალელურად ახორციელებდა თვალთვალს, სისტემატური არასასურველი კომუნიკაციის შედეგად მ----------–----ეს ჩამოუყალიბდა შიში, ყოველივე ზემოაღნიშნულმა გამოიწვია მ----------–----ის ფსიქიკური ტანჯვა და ამ უკანასკნელს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებდა.

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განაჩენით რ----- მ---–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით 01 წლის გამოსაცდელი ვადით; სსკ-ის 111-1511-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით 01 წლის გამოსაცდელი ვადით; სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ. მ---–--ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით 01 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 4 თებერვლიდან 2018 წლის 8 თებერვლის ჩათვლით.

 

2. სააპელაციო საჩივრის მოტივები:

 

აპელანტი - ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი რ----- ბ---–----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განაჩენში და რ----- მ---–--ეს განესაზღვროს მუხლის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელი; ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი შეუსაბამოა მსჯავრდებულის პიროვნებასთან, მის მიერ ჩადენილ ქმედებებთან და აღნიშნული სასჯელით ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები, სასამართლომ არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულით გამოწვეული მძიმე შედეგები.

 

მსჯავრდებულ რ----- მ---–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატი ა---------– ა---–---ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს უცვლელი დარჩეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განაჩენი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. გასაჩივრებულ განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ რ----- მ---–--ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111-1511-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: მ----------–----ის, ნ---- მ---–--ის, ნ--–- მ---–--ის, ს-------- მ---–--ის, ა------ მ---–--ის, ლ------ ხ--–--–ის, ი----- ხ--–--–ის, შ----- თ------ის, ო---- ქამაშიძის, მ------ ჯ--------ის ჩვენებებით, შემაკავებელი ორდერებით და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით. შესაბამისად, მსჯავრდებულ რ----- მ---–--ის ქმედებებს მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი.

აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას დანიშნული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, ასევე იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ იგი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება სადაოდ არ გაუხდია, დაზარალებული არ არის დაინტერესებული მსჯავრდებულის მკაცრი დასჯით, რ----- მ---–--ე წარსულში არ არის ნასამართლევი, სააპელაციო პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება და მსჯავრდებულ რ----- მ---–--ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის რ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

რ----- მ---–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნტით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-1511-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

- საქართველოს სსკ-ის 111-151 მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ რ----- მ---–--ეს დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

რ----- მ---–--ეს დანიშნულ სასჯელში ჩაეთვალოს დაკავების და პატიმრობის დრო, 2018 წლის 04 თებერვლიდან 2018 წლის 08 თებერვლის ჩათვლით.

 

რ----- მ---–--ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

რ----- მ---–--ის მიმართ აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და შესაბამისად გაუქმდეს რ----- მ---–--ის მიმართ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 თებერვლის (N--------) განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს უზრუნველსაყოფად ჯ------- მ---–--ის (პ/ნ 6----------) უძრავ ქონებაზე ყადაღა, მდებარე ქალაქი ბათუმი, გ----------------–-ს ქ. #29 (საკადასტრო კოდი 0-----------) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე