განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100117002218907
საქმე №1/ბ-221-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
07 მაისი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე ვერა დოლიძემ
ზეპირი მოსმენის გარეშე, მსჯავრდებულ მ------ კ--------სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ---- შ------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) მ------ კ--------ს მიმართ (პირადი №6----------), დაბადებულის 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლების მქონის, დაუოჯახებლის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ---------–--------------–---------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;177-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” და ”ბ” ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განაჩენით:
მ------ კ-------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მ------ კ--------ს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან – 2017 წლის 09 ნოემბრიდან.
ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ:
● საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მ------ კ--------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული შავი ფერის ე.წ. ნიღაბი, ასევე, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ლითონის მილი და დაზიანებული ჩაქუჩი, რომლებიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა განადგურდეს.
● მ------ კ--------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მოყავისფრო ფერის საფულე, მასში მოთავსებული მ------ კ--------ს სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა, უნიქარდის ორი ცალი ბარათი, ”psp”-ს აფთიაქის ბარათი, სააფთიაქო მწვანე ბარათი, ლასვეგასის ბარათი; ოთხი ცალი ხატი, ასევე, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატის კუპიურების მიმღები ე.წ. ,,მეი“ და ჩარჩოს დეტალი, სწრაფი ჩარიცხვის აპარატი და ორი ცალი მოშავო ფერის წინდა, რომლებიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან კანონიერ მფლობელს.
● გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი 01 ცალ დისკად, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები 01 ცალ დისკად და ხელის ერთი კვალი, რომლებიც თან ერთვის საქმეს, უნდა დარჩეს საქმეში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ------ კ--------მ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 09 ნოემბერს, ქ---------–------------------------------ წინამდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით 05:15 საათზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მ------ კ-------- და გამოძიებით დაუდგენელი პირი შეეცადნენ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, უკანონო შეღწევის გზით, ფარულად დაუფლებოდნენ შპს ,------------------------------ს“ კუთვნილ სწრაფი ჩარიცხვის აპარატში ფულად თანხას 8367.50 ლარის ოდენობით. დანაშაულებრივი ქმედებით შპს ,------------------------------ს“ შესაძლოა მიდგომოდა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ---- შ------–--ემ, რომლებმაც ითხოვეს მ------ კ--------სათვის კანონით გათვალისწინებული შედარებით უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: მსჯავრდებული არის 21 წლამდე პირი, იგი სრულად აღიარებს დანაშაულს, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაცვის მხარეს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, მ------ კ-------- არ არის ნასამართლევი და არასოდეს ყოფილა ჩართული განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ მ------ კ--------სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ---- შ------–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი, მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: თავად მ------ კ--------ს, ასევე მოწმეების – გ--–- ჭ--–--ის, მ------ კ-----ის, დ----- პ-----ის და ლ---- ფ--------ის გამოკითხვის ოქმებით; ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გახსნა-დათვალიერების ოქმით; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალის დათვალიერების ოქმით; ვიდეო ჩანაწერის გახსნა-დათვალიერების ოქმით; დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის №3----- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მ------ კ--------მ ნამდვილად ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება _ ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ე.ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;177-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” და ”ბ” ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის კანონით გათვალისწინებული უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნის შესახებ, სააპელაციო პალატა მას არ იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის სანქციით სასჯელის სახით დაწესებულია მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე და სხვა ალტერნატიული სასჯელი გათვალისწინებული არ არის. პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში მიიღო რა ის გარემოებები, რომ მ------ კ--------მ სრულად აღიარა დანაშაული, ის არის ნასამართლობის არმქონე 20 წლის ახალგაზრდა, დანაშაული აღკვეთილი იქნა მცდელობის სტაციაზე, რის გამოც ბრალდებულმა სისრულეში ვერ მოიყვანა განზრახვა და აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულს სასჯელის სახით დაუნიშნა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, მსჯავრდებულ მ------ კ--------ს კიდევ უფრო შეუმსუბუქოს სასჯელი. შესაბამისად, აპელანტების მოთხოვნა არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.მსჯავრდებულ მ------ კ--------სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ---- შ------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განაჩენი მ------ კ--------ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.მ------ კ-------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19;177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
4.მსჯავრდებულ მ------ კ--------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების დღიდან – 2017 წლის 09 ნოემბრიდან.
5.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
● მ------ კ--------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული შავი ფერის ე.წ. ნიღაბი, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ლითონის მილი და დაზიანებული ჩაქუჩი, რომლებიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს.
● მ------ კ--------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მოყავისფრო საფულე, მასში მოთავსებული მ------ კ--------ს სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა, ”უნიქარდის” ორი ცალი ბარათი, ”psp”-ს აფთიაქის ბარათი, სააფთიაქო მწვანე ბარათი, ლასვეგასის ბარათი, ოთხი ცალი ხატი, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატის კუპიურების მიმღები ე.წ. ,,მეი“ და ჩარჩოს დეტალი, სწრაფი ჩარიცხვის აპარატი და ორი ცალი მოშავო ფერის წინდა, რომლებიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან კანონიერ მფლობელს.
● გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი 01 ცალ დისკად, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები 01 ცალ დისკად და ხელის ერთი კვალი, რომლებიც თან ერთვის საქმეს, დარჩეს საქმეში და შენახული იქნეს მისი შენახვის ვადით.
6.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე.
7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ვ.დოლიძე/