განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 820100118002278587
საქმე №1/ბ-269-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
31 მაისი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ------ გ-------ს ძე ფ----------ის მიმართ, დაბადებული: 1---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქ. ბათუმი, ს. ხ--–--–---–-ს ქ. №25, ბინა №4;
აღწერილობითი ნაწილი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ მ------ ფ----------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მეორეს მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 30 დეკემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, შუახევის რაიონის სოფელ ი----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ------ ფ----------ემ, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრს, მეუღლეს, ხ------- ფ----------ეს, ოჯახური უთანხმოების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, ხელის სახის არეში დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ხ------- ფ----------ის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია.
2018 წლის 08 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე, შუახევის რაიონის სოფელ ი----------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ------ ფ----------ემ, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრს, მეუღლეს, ხ------- ფ----------ეს, ოჯახური უთანხმოების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, ხელის სახის არეში დარტყმით და თმების ხელის მოქაჩვით მიაყენა ფიზიკური შეუარცხყოფა, რამაც ხ------- ფ----------ის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის განაჩენით მ------ ფ----------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 30 დეკემბრის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით; საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 08 იანვრის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით; სსკ-ის 59-ე მუხლის თანხმად, დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 800 (რვასი) საათის ვადით; მ------ ფ----------ეს პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, საბოლოოდ, მოსახდელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით.
2. სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი რ----------–----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ცვლილება იქნეს შეტანილი გასაჩივრებულ განაჩენში და მსჯავრდებულ მ------ ფ----------ეს განესაზღვროს მუხლის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი, მაქსიმალური ვადის დანიშვნით. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღო მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული, არ გაითვალისწინა დანაშაულით გამოწვეული მძიმე შედეგები. მ------ ფ----------ის მიმართ დანიშნული სასჯელი არ არის პროპორციული და ადეკვატური და ვერ შეამცირებს მსჯავრდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს.
მსჯავრდებული მ------ ფ----------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
სამოტივაციო ნაწილი:
3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი მ------ ფ----------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ მ------ ფ----------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი), გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ხ------- ფ----------ის ჩვენებით, მოწმეების: ნ. ბ--–-----ის, გ. ფ----------ის, ზ. ბ-----ის, ლ. ფ----------ის, ს. ბ---–-----ს, ზ. დ-------ის ჩვენებით, არასრულწლოვანი მოწმის, ს. ფ----------ის ჩვენებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ მ------ ფ----------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი); განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სახის სასჯელი;
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
მ------ ფ----------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა გამოძიების დაწყებისთანავე აღიარა და გულწრფელად მოინანია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, დაზარალებული შეურიგდა მას და აპატია დანაშაულის ჩადენა და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და მსჯავრდებულ მ------ ფ----------ის მიმართ გასაჩივრებულ განაჩენში საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----------–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
მ------ ფ----------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2017 წლის 30 დეკემბრის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 08 იანვრის ეპიზოდი) - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბოს და დანაშაულთა ერთობლიობით მ------ ფ----------ეს განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 800 (რვაასი) საათის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, მ------ ფ----------ეს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში (პატიმრობის ერთი დღე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი) და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 (ოთხასი) საათის ვადით;
მსჯავრდებულ მ------ ფ----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე