განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 060100118002277558
საქმე №1/ბ-364-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 ს----------ი, 2018 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე- მ--- გორგოძე
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
პროკურორ _ მ------ მ--–--ის,გამართლებულ - ნ------- ყ-----–---–-ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ------- ვ--------ს ძე ყ-----–---–-ს მიმართ, დაბადებული 198- წლის 20 ს----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, მცხოვრები: ხონი, კ-------- ქუჩა #3,აღწერილობითი ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
ნ------- ყ-----–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანსდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ. რაც გამოიხატა შემდეგში:
ნ------- ყ-----–---–- ერთად თანაცხოვრების პერიოდში სისტემატურად ძალადობდა დედის - ც---–- ტ------–---–ის მიმართ, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს. სისტემატური ძალადობა გამოიხატებოდა ნ------- ყ-----–---–-ს მიერ ც---–- ტ------–---–ის მიმართ არაერთგზის განხორციელებულ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში. კერძოდ, 2017 წლის ნომებრის დასაწყისში, ამ უკანასკნელმა თავისივე საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქალაქი ხონი, კ-------- ქუჩის N3-ში, დედას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ასევე სახის არეში რამდენიმეჯერ დაარტყა ხელი. მათ საცხოვრებელ სახლში ანალოგიურ ძალადობას ჰქონდა ადგილი 2017 წლის 22 ნოებერსაც, კერძოდ, ც---–- ტ------–---–ს ზურგისა და კისრის არეში რამდენიმეჯერ დაარტყა სკამი. 2017 წლის 29 ნოემბერს კი, დაახლოებით 22 საათზე, ისევ თავისივე საცხოვრებელ სახლში, სცემა ც---–- ტ------–---–ი სკამისა და ხელის გამოყენებით. ხოლო 2017 წლის 30 ნოემბერს, დაახლოებით 09 საათზე, კვლავ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შურაცხყოფა, კერძოდ ძლიერად რამდენიმეჯერ მოქაჩა თმებში. ყველა ზემო აღნიშნულ ქმედებას, კი ნ------- ყ-----–---–- ჩადიოდა, თავისი არასრუწლოვანი შვილის, ბ-------- ყ-----–---–-ს თანდასწრებით.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 მაისის განაჩენით ნ------- ყ-----–---–- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ნ------- ყ-----–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მ------ მ--–--ემ, რომელიც ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი და ნ------- ყ-----–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში, შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. მიუხედავად იმისა, რომ საქმის არსებითი განხილვისას კონფლიქტში მონაწილე მხარეებმა და კონფლიქტის თვითმხილველმა მოწმეებმა გამოიყენეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილება და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალდებამ ნ------- ყ-----–---–-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, დოკუმენტების სახით შეკრიბა და სასამართლოს წარუდგინა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისი მტკიცებულებათა ერთობლიობა. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი იქნა დაზარალებულ ზ---–- ტ------–---–ის მონაწილეობით შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ფოტოცხრილით, სადაც დაზარალებული დეტალურად უთითებდა იმ ადგილს თუ როდის, რა ვითარებაში და რისი გამოყენებით განახორციელა მასზე ფიზიკური ძალადობა ნ------- ყ-----–---–მა. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო და სათანადო სამართლებრივი შეფასება არ მისცა მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებებით დადგენილ გარემოებებს, კერძოდ:შემ---ვებელ ორდერს და სამედიციონო ექსპერტიზის დასკვნას.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორს მ------ მ--–--ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
გამართლებულ ნ------- ყ-----–---–ს, რომელიც არ დაეთანხმა პროკურორის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი ნ------- ყ-----–---–-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის სასამართლო განხილვის დროს ნ------- ყ-----–---–-ს ახლო ნათესავებმა, კერძოდ: დედამ - დაზარალებულმა ც---–- ტ------–---–მა, მამამ- მოწმე ვ------- ყ-----–---–მა და დამ- მოწმე მ--- ყ-----–---–მა, ისარგებლეს მათთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება მათი ახლო ნათესავის, ბრალდებულ ნ------- ყ-----–---–-ს წინააღმდეგ.
მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ შ----- თ------ის ჩვენების და მის მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქალაქე ც---–- ტ------–---–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლჩაქცევისა და სისხლნაჟღენთების სახით, კერძოდ, 3--------- წ. 18:52-19:10 სთ უჩიოდა ტკივილს თავის, სახისა და მარჯვენა ზედა კიდურის მიდამოებში: ზედა ტუჩის მიდამოში ცენტრალურად და მარჯვნივ შიგნითა ზედაპირზე, ლორწოვანზე აღენიშნებოდა უსწორო ფორმის არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევა ზომით 0,5X0,4 სმ. ქვედა ტუჩის მიდამოში მარჯვნივ შიგნითა ზედაპირზე, ლორწოვანზე აღენიშნებოდა ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლჩაქცევა ზომით: 0,3 X 0,2 სმ. კეფის მიდამოში ცენტრალურად აღენიშნებოდა უსწორო ფორმის არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოწითალო-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით: 0,8 X0,6 სმ. მარჯვენა მხარის შიგნითა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნებოდა უსწორო ფორმის არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოყვითალო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით: 2,5 X1,3 სმ (მისივე გადმოცემით მარჯვენა მხარის შიგნითა ზედაპირზე ზედა მესამედში არსებული დაზიანება მიაყენა შვილმა დაახლოებით 1 კვირის წინ) სხეულზე გარეგნულად სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშანი არ აღენიშნებოდა.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის10 აგვისტოს განაჩენით დადგენილია, რომ ნ------- ყ-----–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობით, მას, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც, სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 2 (ორი) წელი; მასვე დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. მასვე ამავე განაჩენით დანიშნული და შეუსრულებელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 150 საათი, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 ნოემბრის განჩინებით, შეეცვალა ჯარიმით 1875 ლარის ოდენობით.
სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის წარდგენილი ბრალდებით ნ------- ყ-----–---–-ს დამნაშავედ ცნობისათვის.
სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ დაზარალებულ ც---–- ტ------–---–ს სასამართლოსათვის არ მიუცია ჩვენება, ასევე აღსანიშნავია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ ვერც სხვა პირებმა მისცეს სასამართლოს ისეთი ჩვენებები, რომლებიც სარწმუნო იქნებოდა და დადგებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. რაც შეეხება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც დასტურდება ც---–- ტ------–---–ის დაზიანებების არსებობა, არ არის საკმარის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ვინაიდან არ არსებობს იმის შესახებ სხვა რაიმე მტკიცებულება კონკრეტულად თუ ვინ და რა ვითარებაში მიაყენა აღნიშნული დაზიანება ც---–- ტ------–---–ს.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილ საქმეში არ არსებობს, არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც სხვა რელევანტურ მტკიცებულებებთან ერთად შექმნიდა მტკიცებულებათა ერთობლიობას, ნ------- ყ-----–---–-ს დამნაშავედ ცნობისათვის. მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ და შესაბამისად სასამართლო სწორედ ამ მტკიცებულბას შეაფასებს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას. მართალია კანონით გათვალისწინებული წესით დასაშვებია გამოძიების პროცესში მიცემული ჩვენებების გამოქვეყნებაც, თუმცა ასეთი მტკიცებულებები თავისი სარწმუნოობის ხარისხით და სხვა შემავსებელი მტკიცებულებების გარეშე ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. კონკრეტულ შემთხვევაში კი გამოძიებაში მიცემული ჩვენების გამოქვეყნების სამართლებრივი საფუძვლებიც არ არსებობდა.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით, არ გამორიცხა გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერება. სასამართლომ განმარტა, რომ ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ირიბი ჩვენების დასაშვებად ცნობის და მისი გამოყენების საკითხის გადაწყვეტა მკაფიოდ ფორმულირებული მარეგულირებელი ნორმებისა და სათანადო პროცესუალური გარანტიების პირობებში უნდა მოხდეს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს გარემოებები, რომლებიც ირიბი ჩვენების წარდგენის გასამართლებლად არის დასახელებული სისხლისსამართლებრივ დევნაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ. იმის გათვალისწინებით, რომ თვითმხილველი მოწმეები გამოძიების ეტაპზე აძლევდნენ ჩვენებას და შესაბამისად ამ ჩვენებების შემავსებელ მტკიცებულებებად გამოძიების მიერ გამოყენებული იქნა არათვითმხილველი მოწმეების ჩვენებებიც, ეს სრულ შესაბამისობაშია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან, მაგრამ როცა თვითმხილველი მოწმეები ჩვენებას აღარ აძლევენ სასამართლოში კანონით გათვალისწინებული უფლების გამოყენებით, ასეთ შემთხვევაში სასამართლოსთვის შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ არაპირდაპირი მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებებზე დაყრდნობით.
როცა ასეთი გარემოებებია და პრაქტიკაც აჩვენებს, რომ დანაშაულის ჩამდენი პირის ოჯახის წევრები ხშირად ამბობენ ჩვენების მიცემაზე უარს, ბრალდების მხარე ვალდებულია კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით შეკრიბოს ის მტკიცებულებები, რომლებიც პირის მიმართ წარდგენილ ბრალდებას უტყუარად დაადასტურებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ხდება ისე, რომ სახელმწიფო, საგამოძიებო და სასამართლო რესურსების ფუჭი ხარჯვის შემდეგ შესაძლებელია ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაუსჯელი დარჩეს, ხოლო მისი განმეორებით ჩადენის რისკის გათვალისწინებით კი უგულველყოფილია სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის პოზიტიური ვალდებულება!
შესაბამისად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშვებული ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივეს გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შეუძლებელია წარდგენილი ბრალდებით ნ------- ყ-----–---–-ს მსჯავრდება, რის გამოც სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ------ მ--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ნ------- ყ-----–---–- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
ნ------- ყ-----–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით მურთაზ მელქაძის (პ/ნ. 5----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - მდებარე ხონი ,,ბ--------ში’’ (ზონა ხ-------- სექტორი- ქ. ხონი- 0-, კვარტალი 4-- ნაკვეთი-0-- ს----------------) და ქ. ხონში, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 3--------- მიწის ნაკვეთს (ზონა ხ-------- სექტორი- ქ. ხონი- 0-, კვარტალი 42, ნაკვეთი-0-7 ს----------------) – 8 000 ( რვა ათასი) ლარის ეკვივალენტურ ნაწილს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნას ხონის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინებით დადებული ყადაღა;
გამართლებულ ნ------- ყ-----–---–ს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მაკა გორგოძე