განაჩენი

სისხლის სამართლის 29.06.2019
საქმის ნომერი
050100117002033763
ინსტანცია
თარიღი
29.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-466-2017წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

31 ოქტომბერი, 2017 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ------ ნ---------ს ძე დ--------------ის მიმართ, დაბადებული: 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 2----------- ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ლანჩხუთი, სოფელი ს-------

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ზ------ დ--------------ემ ჩაიდინა: ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 28 იანვარს, დაახლოებით 15:00 საათზე ზ------ დ--------------ემ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ს------–-, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, უკანონოდ გაჩეხა 20 ძირი თხმელას ჯიშის ხე, რითაც გარემოზე მიყენებულმა მნიშვნელოვანმა ზიანმა შეადგინა 1940 ლარი.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 04 სექტემბრის განაჩენით ზ------ დ--------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მსჯავრდებულ ზ------ დ--------------ეს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდა.

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი მ------ ნ--------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 04 სექტემბრის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ზ------ დ--------------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას. შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლოს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში უნდა მიეღო ის გარემოება, რომ ზ------ დ--------------ემ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, უკანონოდ გაჩეხა რა 20 ძირი თხმელას ჯიშის ხე, მისი მხრიდან განხორციელებული აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით გარემოზე მიყენებული იქნა 1940 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი, რაც მას არ აქვს ანაზღაურებული. მოცემულ შემთხვევაში ზ------ დ--------------ის მიმართ ჯარიმის დანიშვნა არ შეესაბამება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, მი პიროვნებას, ზედმეტად ლმობიერია და არ არის სამართლიანი. ჯარიმის დანიშვნა ვერ შემცირებს მისი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს, ვერ იქნება დამაფიქრებელი, მსჯავრდებულისათვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე, შესაბამისად ვერ შეუწყობს ხელს სამართლიანობის აღდგენას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ზ------ დ--------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ზ------ დ--------------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულის წარმომადგენლის გ---- ჩ-----ს ჩვენებებით, მოწმეების: ა-----------–-----------------–---------------------–----------------------–---–-------–--------------------------------------–-------- ჩვენებებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოდან მიღებული მასალებით, 2017 წლის 21 და 29 მარტის გარემოსთვის მიყენებული ზიანის განსაზღვრით (გამოანგარიშება), ლანჩხუთის მაგისტრატი სასამართლოს 2017 წლის 21 თებერვლის ზ------ დ--------------ისთვის სიტყვიერი შენიშვნის გამოცხადების შესახებ დადგენილებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ნივთიერი მტკიცებულებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ზ------ დ--------------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

საქმეში Soering v. United Kingdom სასამართლომ განაცხადა: ,,ის, რაც კონვეციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის ”.

იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად მსჯავრდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ზ------ დ--------------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ------ ნ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 04 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ზ------ დ--------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

გაუქმდეს მსჯავრდებულ ზ------ დ--------------ეს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო.

 

ნივთმტკიცება - ზ------ დ--------------ის მიერ უკანონოდ გაჩეხილი, 20 (ოცი) ძირი თხმელას ჯიშის ხის მორები, რომლებიც ინახება ზ------ დ--------------ესთან, გადაეცეს დაზარალებულს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია- ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრს.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე