განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100117001990370
საქმე №1/ბ-481-2017წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 ნოემბერი, 2017 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ-------- ო------ს ასული ჯ-----ის მიმართ, დაბადებული: 198- წლის 23 ი-----, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, პირადი ნომერი: 6----------, რეგისტრირებული ქ.ბათუმი, ა---–--- მე-3 ჩიხი, სახლი N33, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.ბათუმი, 2-------- ქუჩა N70,თ------ ი--------–-ს ძე ს---------ის მიმართ, დაბადებული: 196- წლის 10 მ-----ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, პირადი ნომერი: 6----------, რეგისტრირებული ქ.ბათუმი, ა---–--- მე-3 ჩიხი, სახლი N33, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.ბათუმი, 2-------- ქუჩა N70,აღწერილობითი ნაწილი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული გა--ჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ მ-------- ჯ-----ემ ჩაიდინა: ოჯახში ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი და ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; თ------ ს---------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი. რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 12 მაისს, დღის საათებში, ქ.ბათუმში, ა---–--- მე-3 ჩიხი, N33-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, მ-------- ჯ-----ემ, ჯოხის რამოდენიმე დარტყმით, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიაყენა თავის დედამთილს - ჰ----- ს---------ეს, რამაც ამ უკა--სკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
2017 წლის 12 მაისს, დღის საათებში, ქ.ბათუმში, ა---–--- მე-3 ჩიხი, N33-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, მ-------- ჯ-----ემ, თმების მოქაჩვის შედეგად, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიაყენა ა-- ს---------ეს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2017 წლის 12 მაისს, დღის საათებში, ქ.ბათუმში, ა---–--- მე-3 ჩიხი, N33-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, თ------ ს---------ემ, ჯოხის რამოდენიმე დარტყმით, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მიაყენა თავის დედას - ჰ----- ს---------ეს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის გა--ჩენით:
მ-------- ჯ-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.
მ-------- ჯ-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა სასჯელმა სრულად შთანთქა მეორე სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, მ-------- ჯ-----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ მ-------- ჯ-----ი ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება- გირაო გაუქმდა.
თ------ ს---------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით;
მსჯავრდებულ თ------ ს---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ლ---- მ---------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულების თ------ ს---------ის და მ-------- ჯ-----ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას. შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ მსჯავრდებულების მიმართ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღო ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, არ გაითვალისწინა პასუხისმგებლობის, როგორც შემამსუბუქებელი, ისე დამამძიმებელი გარემოებები და აღნიშნული პირობების გაუთვალისწინებლად დაუნიშნათ ისეთი ზომის სასჯელი, რითაც ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები. სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მსუბუქი, რაც იქნება მაპროვოცირებელი მსჯავრდებულებისათვის ანალოგიური დანაშაულის ჩადენაზე. მ-------- ჯ-----ისა და თ------ ს---------ის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა იყოს ისეთი სახის, რაც დაკავშირებული იქნება მათი თავისუფლების ნების მაქსიმალურ შეზღუდვასთან, რათა მოხდეს შემდგომი რესოციალიზაცია.
მსჯავრდებულების მ-------- ჯ-----ის და თ------ ს---------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ----- ს--------ემ პროკურორის სააპელაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი და მოითხოვა მსჯავრდებულების მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი მ-------- ჯ-----ის და თ------ ს---------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ მ-------- ჯ-----ის და თ------ ს---------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულების აღიარებითი ჩვენებებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ჰ----- ს---------ის და ა-- ს---------ის ჩვენებებით, მოწმეების - ი-------------------------------------------------------------------------–----------------------–-------------------------------- ჩვენებებით, ჰ----- ს---------ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ა-- ს---------ის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ნივთმტკიცებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულების მ-------- ჯ-----ის და თ------ ს---------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულებს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულებს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მათ მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულების პიროვნება, მათ მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებენ ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულების მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მათი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულებს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ მ-------- ჯ-----ის და თ------ ს---------ის მიმართ დანიშნული სასჯელების გამკაცრების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მ--- ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის ლ---- მ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
მ-------- ჯ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.
მ-------- ჯ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა სასჯელმა სრულად შთანთქოს მეორე სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, მ-------- ჯ-----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ მ-------- ჯ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
თ------ ს---------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით;
მსჯავრდებულ თ------ ს---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული დანა, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ---განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - ა-- ს---------ისგან ამოღებული თმები, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მაკა გორგოძე