განაჩენი

სისხლის სამართლის 30.06.2019
საქმის ნომერი
010100117002119648
ინსტანცია
თარიღი
30.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100117002119648

№1/ბ-472-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

07 დეკემბერი, 2018 წ. ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ შემადგენლობით

 

თავმჯდომარე - თეიმურაზ სვანიძე

მოსამართლეები: ვერა დ---–--ე

მ-----ა სირაძე

სხდომის მდივანი მ-----ა მაკარიძე

 

პროკურორის - ზ------ კ---–--–--ის

ადვოკატის - პ----- შ----ის მონაწილეობით

მსჯავრდებულის - ი-----–- ჩ----–-–---–ის მონაწილეობის გარეშე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი-----–- თ------ის ძე ჩ----–-–---–ის მიმართ, დაბადებული: 1---------წ. პირადი №6----------, დასაოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქ. ბათუმი, პ--–---ის ქ.N133-ში.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი-----–- ჩ----–-–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ე. ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 25 აგვისტოს, ქ. ბათუმში, ილ-- ჭ-------ის ქ. N9-ში მდებარე მისო ,,ბ------–იში“ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით ნასამართლევი ი-----–- ჩ----–-–---–ი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მ-----ა შ-----ის კუთვნილ ფულად თანხას 100 ლარის ოდენობით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 ივნისის განაჩენით ი-----–- ჩ----–-–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

ი-----–- ჩ----–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ი-----–- ჩ----–-–---–ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით და განაჩენთა ერთობლიობით ი-----–- ჩ----–-–---–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით და ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ი-----–- ჩ----–-–---–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 08 სექტემბრიდან.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის ზ------ კ---–--–--ის მიერ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას, ი-----–- ჩ----–-–---–ის საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობას და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით, სრული შეკრების პრინციპი საფუძველზე სამართლ--ნი და კანონიერი სასჯელის დანიშვნას შემდეგ გარემოებათა გამო:

ბრალდების მხარის მოსაზრებით უტყუარადაა დადგენილ--, რომ 2017 წლის 25 აგვისტოს, ქ. ბათუმში, ილ-- ჭ-------ის ქ. N9-ში მდებარე მისო „ბ------–ი“-ში, თავისი კუთვნილი ოქროს ნივთის დასალომბარდებლად მივიდა დაზარალებული მ-----ა შ-----ე. სალომბარდე პროცედურების გავლის დროს, როდესაც მ-----ა შ-----ე „ბ------–ი“-ს მოლარესთან გადიოდა საჭირო პროცედურას, შენობაში შევიდა ი-----–- ჩ----–-–---–ი, რომელსაც ასევე გამოთქვა სურვილი მის ხელთარსებული საგნის დალომბარდებასთან დაკავშირებით (ახდენდა ოქროს ნივთის ჩაბარებას ფულადი თანხის ასაღებად), თუმცა რადგანაც მის წინ დაზარალებულთან ხდებოდა სალომბარდე მოქმედებები, ის დადგა დაზარალებულის გვერდით და ელოდებოდა რიგს.

ამდენად, ი-----–- ჩ----–-–---–ისთვის კარგად იყო ცნობილი თუ რა მოქმედება ხდებოდა მის წინ მყოფ ქალბატონსა და „ბ------–ი“-ს შორის, რადგანაც სწორედ ანალოგიურ საკითხთან დაკავშირებით მივიდა თავადაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში.

მ-----ა შ-----ის მიერ, თავისი კუთვნილი ოქროს ნივთის საფუძველზე, სალომბარდე წესით სესხის ვალდებულების აღების შემდეგ, მას „ბ------–ი“-ს მიერ გადაეცა სესხის თანხა 250 ლარი (ორი ცალი ასლარიანი და ერთი ცალი ორმოცდაათლარიანი კუპიურა), რომელიც მოლარემ დაუდო მომსახურებისთვის განკუთვნილ დახლზე. ფულადი თანხის აღებისას, მ-----ა შ-----ემ დახლიდან აიღო მხოლოდ ერთი ცალი ასლარიანი და ერთი ცალი ორმოცდაათლარიანი კუპიურა, ხოლო ერთი ცალი ასლარიანი დარჩა დახლზე, რაც შეამჩნია ი-----–- ჩ----–-–---–მა, რომელმაც დაზარალებულის „ბ------–ი“-დან გასვლის შემდეგ, როდესაც მოლარე-ოპერატორი სამსახურეობრივი კომპიუტერზე მუშაობდა, ფარულად აიღო მ-----ა შ-----ის კუთვნილი ასლარიანი და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა.

ამდენად, მსჯავრდებულისათვის ცნობილი იყო, რომ მის მიერ აღებული ფულადი თანხა (მოძრავი ნივთი) წარმოადგენდა კონკრეტული პირის (მ-----ა შ-----ის) საკუთრებას და მას რაიმე სახის სამართლებრივი კავშირი ამ თანხასთან არ ჰქონია.

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, პროკურორ ზ------ კ---–--–--ეს რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.

– მოწინააღმდეგე მხარეს, მსჯავრდებულ ი-----–- ჩ----–-–---–ის ინტერესების დამცველ ადვოკატს - პ----- შ----ეს, რომელიც არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული იქნა ვიდეო ჩანაწერი, სადაც ასახულ-- 2017 წლის 25 აგვისტოს, ქ. ბათუმში, ი. ჭ-------ის ქ. N9-ში მდებარე შპს მისო ,,ბ------–ის“ ლომბარდში განვითარებული მოვლენები. ვიდეო ჩანაწერში ჩანს მოლარე-ოპერატორის სამუშაო მაგიდა და მის წინ განთავსებული დახლი, ხოლო მის პირდაპირ არის ლომბარდში შესასვლელი კარი. 10:42:31 საათზე ლომბარდში შემოდის ქალბატონი, რომელიც ლომბარდის სალაროსთან იკავებს ადგილს. მას ლომბარდში მყოფი მ-----ა შ-----ე აწვდის ორ ცალ რგოლის ბეჭედს, რის შედეგადაც ერთ ბეჭედს სალაროსთან მჯდომი მანდილოსანი უკან უბრუნებს და იწყებს მუშაობას კომპიუტერთან. 10:49:12 საათზე ლომბარდში შემოდის ი-----–- ჩ----–-–---–ი და მისი თანმხლები პირი. ი-----–- ჩ----–-–---–ი დგება სალაროს დახლთან მ-----ა შ-----ის მარცხენა მხარეს, ხოლო მასთან ერთად შესული მამაკაცი კი მარჯვენა მხარეს. ი-----–- ჩ----–-–---–ი 10:49:20 საათზე სალაროს დახლზე დებს ბეჭედს, რომელსაც ხელში იღებს ლომბარდის მოლარე და მალევე უკან აბრუნებს და აგრძელებს დოკუმენტების მოწესრიგებას. 10:52:00 საათზე ლომბარდის მოლარე სალაროს დახლთან მყოფ მ-----ა შ-----ეს აწვდის ფულს, რომელიც იღებს აღნიშნულ თანხას და გადის ლომბარდის გასასვლელისაკენ. ამ დროს სალაროს დახლზე მ-----ა შ-----ეს რჩება ფული - 100 ლარიანი კუპიურა. აღნიშნულ ფულის კუპიურას იღებს ი-----–- ჩ----–-–---–ი. 10:52:16 საათზე ლომბარდში მყოფი მამაკაცი გადის ლომბარდიდან და რჩებიან მხოლოდ მოლარე და ი-----–- ჩ----–-–---–ი. 10:53:16 ი-----–- ჩ----–-–---–ი გადის ლომბარდიდან.

მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის - მ-----ა შ-----ის ჩვენების თანახმად, ჰყავს პატიმარი შვილი, რომლისთვისაც უნდა ჩაერიცხა თანხა. აღნიშნულის გამო, გადაწყვიტა ლომბარდში ოქროს რგოლის ჩაბარება. მისო ,,ბ------–ის“ ლომბარდში ყოფნისას შემოვიდა ახალგაზრდა ბიჭი და დადგა მის გვერდზე მარცხენა მხარეს, ხოლო მარჯვენა მხარეს - მელოტთავიანი მამაკაცი, დაახლოებით 40-45 წლის ასაკამდე. ლომბარდში ჩააბარა რგოლის ბეჭედი და აიღო 250 ლარი. ფული ისე აიღო, რომ არ დაუთვლ--. სახლში დაბრუნების შემდეგ ნახა, რომ ლომბარდში აღებულ ფულს აკლდა ასი ლარი. დაურეკა მოლარეს, ქალბატონ ლ--ს და უთხრა აღნიშნულის თაობაზე. შემდეგ დაბრუნდა ლომბარდში, სადაც ნახეს ვიდეო, რომ ახალგაზრდა ბიჭი იღებდა დახლზე დატოვებულ მის ფულს, რის გამოც გამოიძახა პოლიცია. ოქტომბრის 10-15 რიცხვისათვის ბათუმის ცირკთან შეხვდნენ ი-----–- ჩ----–-–---–ი და მისი ოჯახის წევრები და შეპირდნენ თანხის დაბრუნებას. გარკვეული ხნის შემდეგ თანხა დაუბრუნეს.

მოწმის სახით დაკითხული ი-----–- ჩ----–-–---–ის (ბრალდებული) ჩვენებით, 2017 წლის 25 აგვისტოს იმყოფებოდა ქ. ბათუმში, ჭ-------ის ქ.N9-ში მდებარე მისო ,,ბ------–ის“ ლომბარდში, სადაც მოლარემ იქ მყოფ მანდილოსანს დახლზე დაუდო გარკვეული თანხა. მანდილოსანმა დახლიდან აიღო თავისი ფული და გავიდა ლომბარდიდან. ამ დროს სალაროს დახლზე დაინახა 100 (ასი) ლარიანი კუპიურა. ნაპოვნი ფული აიღო, ხოლო მოლარეს მიაწოდა თავისი ოქროს ბეჭედი, მაგრამ ლომბარდის თანამშრომელმა ბეჭედი არ დაიტოვა და უკან დაუბრუნა, რის შემდეგ დატოვა ლომბარდი. ლ-–- დ---–--ეს, რომელიც ლომბარდიდან გამოსული იყო და მას გარეთ ელოდებოდა ჰკითხა - ,,ლომბარდიდან გამოსული მანდილოსანი საით წავიდა ხომ არ დაგინახავსო.“ მანდილოსანი ეძება, მაგრამ ვერ იპოვა. შემდგომში გაირკვა, რომ ლომბარდში მყოფი მანდილოსანი იყო მ-----ა შ-----ე, რომელსაც დაუბრუნა თანხა.

მოწმის სახით დაკითხული, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ------–ი“ს თანამშრომლის - ლ-- ბ---–----ის ჩვენებით დადგენილ--, რომ 2017 წლის 25 აგვისტოს დამურეკა მომხმარებელმა მ-----ა შ-----ემ, რომელსაც უნდოდა ნივთის ჩაბარება. მოწმე ამ დროს არ იმყოფებოდა სამსახურში და შვიდის ნახევარზე დაიბარა მომხმარებელი. მ-----ამ მისცა ორი ბეჭედი, უნდოდა 250 ლარი, რისთვისაც ერთი ბეჭედიც საკმარისი იყო,ხოლო მეორე ნივთი დაუბრუნა. ამ დროს ასევე მივიდა ახალგაზრდა 27 წლამდე ასაკის მამაკაცი, მასაც უნდოდა ნივთის დატოვება, რომელსაც უთხარა, რომ დალოდებოდა. მ-----ა შ-----ის ნივთი დაიტოვა და მიაწოდა 250 ლარი, ორი 100 ლარიანი და ერთი 50 ლარიანი. ამის შემდეგ არ დავკირვებია თუ დარჩა ფული დახლზე, რადგან ხელშეკრულებას აფორმებდა და თავი ჩაწეული ჰქონდა ქვემოთ. როცა მორჩა ხელშეკრულების გაფორმებას ამის შემდეგ მოემსახურა ამ ახალგაზრდა ბიჭს, რომელმაც მიაწოდა რგოლის ბეჭედი, უნდოდა 120 ლარის აღება მასში. მოწმის განმარტებით მას არ მოეწონა ეს ნივთი, არ იყო ორგანიზაციისთვის მიზანშეწონილი და დაუბრუნა უკან. რამოდენიმე საათში დაურეკა მ-----ა შ-----ემ, რომელმაც უთხრა რომ 250 ლარი არ წამიღია თქვენგან, მხოლოდ 150 ლარი მაქვსო. მ-----ას მოსვლამდე ვიდეოჩანაწერი გადაახვია უკან და ნახა, რომ მ-----ას სიჩქარეში დარჩა 100 ლარი, რომელიც ამ ახალგაზრდა ბიჭმა აიღო. შემდეგ მ-----ა მივიდა და მასაც აყურებია ამ ჩანაწერზე.

პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულ ი-----–- ჩ----–-–---–ის მიერ ჩადენილ-- ქურდობა, მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში, გამოკვლეული მტკიცებულებებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა არ დასტურდება. პალატა, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა თვითნებობა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლით, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 360-ე მუხლით (თვითნებობა) დაცვის ობიექტია - სადავო უფლების განხორციელების დადგენილი წესი. მოქალაქე კი, რომელიც მოქმედებს დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, შეიძლება ახორციელებდეს თავის ნამდვილ და თავისად დაგულებულ უფლებას. ნამდვილი უფლება - ეს ის უფლებაა, რომელიც პირს შეიძლება მინიჭებული ჰქონდეს კანონის ან კანონქვემდებარე აქტის საფუძველზე, თავისად დაგულებული უფლება - კი ისეთი უფლებაა, როცა პირი შეცდომით ფიქრობს, რომ მას ესა თუ ის უფლება აქვს, თუმცა სინამდვილეში მას ასეთი უფლება არა აქვს ანდა ეს უფლება შეიძლება შეიძინოს მხოლოდ დადგენილი წესით.

თვითნებობა, ობიექტური შემადგენლობის ნიშნებით ზოგჯერ ძალიან ჰგავს გარეგნულად საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შემადგენლობას, მაგრამ ყველა ცალკეულ შემთხვევაში, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლივი სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე და დანაშაულის სუბიექტის ქცევის მხედველობაში მიღებით დანაშაულის ჩადენამდე და დანაშაულის შემდეგ, უნდა მოხდეს პირის მიერ ჩადენილი ქმედების გამიჯვნა და იმის განსაზღვრა თუ რასთან გვაქვს საქმე - საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან, თუ თვითნებობასთან.

სააპელაციო სასამართლო განსაკუთრებით ყურადღებას მიაქცევს იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რასაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ დაზარალებულ მ-----ა შ-----ეს ქ. ბათუმში, ილ-- ჭ-------ის ქ.N9-ში მდებარე მისო ,,ბ------–ის“ ლომბარდის დახლზე დარჩა 100 ლარიანი კუპიურა, რომელიც იპოვა ი-----–- ჩ----–-–---–მა, თუმცა მან ამის თაობაზე არ განუცხადა ლომბარდის თანამშრომელს და თან წაიღო 100 ლარიანი კუპიურა.

სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ი-----–- ჩ----–-–---–ს ნაპოვარ ნივთზე წარმოეშვა უფლება, მაგრამ მეორე მხრივ, მას ნივთის პოვნისთანავე დაეკისრა ვალდებულება, ემოქმედა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძოდ, დაკარგული ნივთის მპოვნელმა დაუყოვნებლივ უნდა განუცხადოს ამის შესახებ ნივთის დამკარგავს, მესაკუთრეს, უფლებამოსილ პირს, ან თუ მათი ვინაობა უცნობია, პოლიციას ან სხვა ადგილობრივ ორგანოს და გადასცეს ეს ნივთი.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ განცხადების გაკეთებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ მპოვნელი იძენს საკუთრებას ნაპოვარზე, გარდა იმ შემთხვევებისა , როცა მისთვის ცნობილი გახდა მესაკუთრე, ან მესაკუთრის უფლება ნივთზე პოლიციაში უკვე გაცხადებული იყო. შესაბამისად, ი-----–- ჩ----–-–---–ს უნდა განეცხადებინა ნაპოვარი ნივთის არსებობის შესახებ ლომბარდის თანამშრომლისათვის, რაც მას არ გაუკეთებია, ე.ი. მან იმოქმედა კანონით დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ და შეუდგა თავისად დაგულებული უფლების განხორციელებას. სწორედ აღნიშნული გარემოება ადასტურებს, რომ ი-----–- ჩ----–-–---–ის მიერ ჩადენილია დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, 1978 წლის 18 იანვარი, განაცხადი N 5310/71, § 161).

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

მსჯავრდებულ ი-----–- ჩ----–-–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანისა და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის ზ------ კ---–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად:

ი-----–- ჩ----–-–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

ი-----–- ჩ----–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ი-----–- ჩ----–-–---–ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით და განაჩენთა ერთობლიობით ი-----–- ჩ----–-–---–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით და ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ი-----–- ჩ----–-–---–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 08 სექტემბრიდან.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 08 სექტემბრის განჩინებით, ი-----–- ჩ----–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულ--.

ნივთმტკიცებები - შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოების ერთი ცალი დისკი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოების ერთი ცალი დისკი, მისო ,,ბ------–ის“ ვიდეოჩანაწერი ერთი ცალ დისკზე და ნივთიერი მტკიცებულებების (ვიდეოჩანაწერის) გახსნისა და დათვალიერებისას გაკეთებული ფოტოცხრილი ე. წ. ,,სქრინშოტები“ ერთ ცალ დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე თეიმურაზ სვანიძე

 

მოსამართლეები: ვერა დოლიძე

 

მარინა სირაძე