განაჩენი

სისხლის სამართლის 02.07.2019
საქმის ნომერი
050100119002892913
ინსტანცია
თარიღი
02.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 050100119002892913

საქმე №1/ბ-374-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

24 ივნისი, 2019 წ. ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი----- გ-------ს ძე კ------ის მიმართ, დაბადებული: 1---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ოზურგეთ, სოფელი ჭ------ი.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ი----- კ------ემ ჩაიდინა:

 

- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ორი პირის მიმართ;

 

- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

- 2002 წლიდან ი----- კ------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მ------ ლ------თან და მასთან ერთად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, რომელსაც ქორწინების შემდეგ, 2018-2019 წლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ------ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უკმაყოფილების ნიადაგზე, მისი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სიტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა, მიმართავდა უწმაწური სიტყვებით. ი----- კ------ეს არ სჭირდებოდა სერიოზული მიზეზი, რათა დაემცირებინა მეუღლე და ეგინებინა მისთვის დედისა და სხვა ნათესავების მისამართით. ყოველივე აღნიშნულის გამო, მ------ ლ------ი თავს გრძნობდა დამცირებულად და განიცდიდა ტანჯვას. ხსენებული ქმედებებისათვის ი----- კ------ეს შენიშვნას აძლევდა მისი არასრულწლოვანი შვილი - 2003 წლის 05 ივნისს დაბადებული გ------- კ------ე, რაზეც განაწყენებული ი----- კ------ე მას, მისი არასრულწლოვანი დის და ძმების თანდასწრებით, ასევე სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა, მიმართავდა უწმაწური სიტყვებით და აგინებდა დედის მისამართით, რითაც გ------- კ------ე თავს გრძნობდა დამცირებულად და განიცდიდა ტანჯვას.

 

- 2002 წლიდან ი----- კ------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მ------ ლ------თან და მასთან ერთად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2019 წლის 17 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ------ში მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უკმაყოფილების ნიადაგზე, მისი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ი----- კ------ემ მეუღლეს-მ------ ლ------ს მიაყენა ფიზიკური შეუარცხყოფა, კერძოდ სახის არეში ერთხელ ძლიერად დაარტყა ხელი, რის შედეგადაც მ------ ლ------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის განაჩენით ი----- კ------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ , ,,ბ’’ ,,გ’’ ქვეპუნქტებით - 01 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 01 წლის გამოსაცდელი ვადით; საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - 01 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 01 წლის გამოსაცდელი ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საბოლოოდ, ი----- კ------ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 01 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 02 წლის გამოსაცდელი ვადით; მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 04 თებერვლიდან 2019 წლის 18 აპრილამდე.

 

2. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნ--- მ-------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება იქნეს შეტანილი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის განაჩენში და მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასჯელის შეფარდებისას სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, ხასიათი.

 

მსჯავრდებულ ი----- კ------ეს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ი----- კ------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ი----- კ------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მ------ ლ------ის, გ------- კ------ის, ზ----- გ--------ის, გ-- ხ-----------ის, გ------- ღ---–--ის გამოკითხვის ოქმებით, ი----- კ------ის დაკავების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ი----- კ------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

ი----- კ------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ ი----- კ------ეს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ გაუხდია სადაოდ, წარსულში არ არის ნასამართლევი, ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, დაზარალებულს მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, შეგირებულია მასთან და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, პალატას მიაჩნია, რომ ი----- კ------ის მიმართ დანაშაულათა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი სამართლიანია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება და მსჯავრდებულ ი----- კ------ის მიმართ გასაჩივრებულ განაჩენში საუარესო ცვლილების შეტანა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ--- მ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ი----- კ------ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", ,,ბ’’ ,,გ’’ ქვეპუნქტებით; სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითგათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" , ,,ბ’’ ,,გ’’ ქვეპუნქტებით - 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალოს პირობით;

 

- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ ი----- კ------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ი----- კ------ეს დანიშნულ სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავების და პატიმრობის დრო, 2019 წლის 04 თებერვლიდან 2019 წლის 18 აპრილამდე.

 

ი----- კ------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე