განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210118001392079
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-1288-18 29 მაისი 2019 წელი
ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ლაურა მიქავა
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - - ნ----- ჯ------ გ------- წ----- ქ. ბ--------------–----–--------------ა მ------- ჯ----------
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილება
1. აპელანტის დაზუსტებული მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, 2011 წლის 26 სექტემბერს, თვითმმართველ ქ. ბათუმსა და მ----- შ---–---- შორის, გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც თვითმმართველ ქ. ბათუმს, საკუთრების უფლებით გადაეცა მ----- შ---–---- საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დ-----–------------–- მდებარე 1626,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ №------------). სანაცვლოდ, თვითმმართველი ქ. ბათუმის მერიამ, მ----- შ---–---- ნასყიდობის ფასის სახით გადაუხადა 32 926,50 ლარი.
თვითმმართველ ქ. ბათუმზე ქონების საკუთრებაში გადაცემის დროისათვის, ნასყიდობის საგანი, ნ----- ჯ------- სესხის უზრუნველსაყოფად, სს ,---------------" სასარგებლოდ დატვირთული იყო იპოთეკით.
2016 წლის ივნისის თვეში ქ. ბათუმის მერიას აცნობეს, რომ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დ-----–-------------–- მდებარე 1626,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ №------------) იყიდებოდა აუქციონის წესით, რადგან არ დაიფარა ის მოთხოვნა, რომლის უზრუნველსაყოფადაც ქონება იპოთეკით იყო დატვირთული.
მოპასუხეს სესხის სახით მიღებული თანხა ბანკისათვის არ დაუბრუნებია, ბანკმა სესხი დაიბრუნა მოსარჩელის ქონების რეალიზაციის ხარჯზე, შესაბამისად, მოპასუხემ მიიღო სარგებელი, ვინაიდან გაიყიდა მოსარჩელის ქონება, რაშიც გადახდილი იყო ნასყიდობის საფასური 32 926,5 ლარი.
ამდენად, მოპასუხე უსაფუძვლოდ გამდიდრდა 32 926,5 ლარით, ხოლო მოსარჩელემ განიცადა ზიანი.
მოპასუხის პოზიცია: მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მართალია, 2011 წლის 26 სექტემბერს თვითმმართველ ქ. ბათუმსა და მ----- შ---–---- შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, თვითმმართველი ქ. ბათუმის მერიას საკუთრებაში გადაეცა ქ. ბათუმში, დ-----–------------–- მდებარე 1626,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ №------------), თუმცა ეს ხელშეკრულება გაფორმდა იძულებით.
გარდა ამისა, ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროისათვის ქონება იპოთეკით იყო დატვირთული. შესაბამისად, მოსარჩელისთვის ცნობილი იყო იმ საფრთხის თაობაზეც, რომ ქონება შეიძლება გასხვისებულიყო. მას შეეძლო დაეკმაყოფილებინა კრედიტორი და შემდეგ მოეთხოვა თანხა მოპასუხისა და თავდები პირისგან, რაც არ განუხორციელებია. შესაბამისად, მოპასუხის მიმართ მოთხოვნა არ წარმოშობია.
სარჩელის აღძვრისას ქონება გაყიდული არ ყოფილა და არც სარჩელის აღძვრის წინაპირობები არსებობდა. მოსარჩელის უმოქმედობის შედეგად, ქონება აუქციონზე გაიყიდა, მხოლოდ 18000 ლარად, ხოლო მოპასუხისაგან ითხოვს 32926,5 ლარს.
მოპასუხე მიიჩნევს, რომ ნ----- ჯ------ არასათანადო მოპასუხეა. ამასთან, სარგებელი თვითმმართველი ქ. ბ-------------------- არ მიუღია. აქედან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. ქ. ბ--------------–----–--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს; 2. დაეკისროს, მოპასუხე ნ----- ჯ------ს მოსარჩელის, ქ. ბ--------------–----–--------------ის სასარგებლოდ, 32 926,5 ლარის გადახდა; 3. დაეკისროს, მოპასუხე ნ----- ჯ------ს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 988 ლარის, ასევე უზრუნველყოფაზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა; 4. საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე ნ----- ჯ------ს (პ/ნ 6----------) აეკრძალა, საკუთრებაში არსებული ქონების - უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი) მდებარე მისამართზე: დ------------------------------------- და უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: ქ-------------------–--------------------------------------------------------------- - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, დარჩეს ძალაში უცვლელი. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 2011 წლის 26 სექტემბერს, თვითმმართველ ქ. ბათუმსა და მ----- შ---–---- შორის, გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც თვითმმართველ ქ. ბათუმს საკუთრების უფლებით გადაეცა მ----- შ---–---- საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დ-----–------------–- მდებარე 1626,00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ №------------). სანაცვლოდ, თვითმმართველი ქ. ბათუმის მერიამ, მ----- შ---–----, ნასყიდობის ფასის სახით გადაუხადა 32 926,50 ლარი. 2.2. თვითმმართველი ქ. ბ------------------ საკუთრებაში გადაცემის დროისათვის, ქონება, ნ----- ჯ------- სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით იყო დატვირთული სს ,---------------" სასარგებლოდ. 2.3. თბილისის სააუქციონო სახლის მიერ, თვითმმართველ ქ. ბათუმზე საკუთრებაში გადაცემული უძრავი ქონება (საკადასტრო კოდით №------------) 2016 წლის 01 ივნისს გატანილი იქნა აუქციონზე, რაც გაიყიდა და 2016 წლის 12 ივლისს აღირიცხა შემძენის - ს---–--- ზ--------- საკუთრებაში. მყიდველმა, თავის მხრივ, შეძენილი ქონება (მიწის ნაკვეთი) იმავე დღეს გაასხვისა მ------- ფ--–-------–---–-- და მ----- მ–----------. აუქციონის შედეგები მხარეთა მიერ გასაჩივრებული არ ყოფილა. 2.4. მოპასუხის მტკიცებით, ქონება აუქციონზე გაიყიდა, მხოლოდ 18 000 ლარად, თუმცა ამ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა და მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტება გაზიარებული არ იქნა. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.5. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის მე-8, 115-ე, 976-ე, 987-ე, 991-ე მუხლებზე და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარეობდა. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონება გაიყიდა მესამე პირის (ბანკის) წინაშე არსებული, მოპასუხის ვალდებულებების გამო, რითაც ფაქტიურად მოსარჩელემ განიცადა ზიანი, კერძოდ, დაკარგა ქონება, რომელშიც გადაიხადა 32 926,5 ლარი. მოპასუხემ, მოსარჩელის ქონების გასხვისებით მიიღო სარგებელი, გათავისუფლდა იმ ვალდებულების შესრულებისგან, რაც მას გააჩნდა მესამე პირის წინაშე. ამდენად, ადგილი ჰქონდა მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრებას, რაც თანხის დაკისრების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ ვინაიდან, მოპასუხეს არ წარმოუდგენია მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული ქონების აუქციონზე 18000 ლარად გაყიდვის დამადასტურებელი მტკიცებულება, მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტებით მისი დამტკიცება შეუძლებელი იყო. მართალია, ნ----- ჯ------მ ვერ შეძლო წერილობითი მტკიცებულების წარმოდგენა, მაგრამ მეორე მხარეს სადავო არ გაუხდია ეს ფაქტი, რაც წარმოადგენდა საკმარისს მისი დამტკიცებისათვის. 3.2. დავის გადაწყვეტისას, შეფასება არ მიეცა იმ ფაქტს, რომ მოსარჩელემ, 2016 წლის ივნისში მიიღო რა გაფრთხილება მისი ქონების აუქციონზე გატანის შესახებ, არ დააკმაყოფილა კრედიტორი, არ აიცილა თავიდან ქონების დაკარგვის საფრთხე და 2016 წლის 1 ივნისს, ქონების აუქციონზე გაყიდვამდე, აღძრა სარჩელი სასამართლოში ნ----- ჯ------- წინააღმდეგ. მოსარჩელემ, თავისი უმოქმედობით ხელოვნურად დააყენა მისთვის უარყოფითი შედეგი, რითაც დაკარგა ნ----- ჯ------- მიმართ მოთხოვნის უფლება. 3.3. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 292-ე მუხლი, რომელიც ქონების მესაკუთრეს აძლევდა შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა კრედიტორი და ამით მოეპოვებინა მოვალისადმი შესაბამისი მოთხოვნის წაყენების უფლება. ვინაიდან, მესაკუთრემ არ გამოიყენა ეს შესაძლებლობა, კანონის ამ ნორმით მან დაკარგა მოვალისადმი მოთხოვნის წაყენების უფლება. აქედან გამომდინარე, ნ----- ჯ------, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, არასათანადო მოპასუხეა, რაც ასევე გამორიცხავს მის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. ფაქტობრივი დასაბუთება 4.3. პალატა იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1.-2.3. პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და აპელანტის პრეტენზიის გათვალისწინებით დამატებით ადგენს: ქ.ბ--------------–----–--------------ისადმი, შპს ,,თ---–-----------–-----------–--“ 2019 წლის 16 აპრილის წერილით ირკვევა, რომ ,,2016 წლის 6 ივლისს, სპეციალისტმა-შპს ,,თ---–-----------–-----------–--“ კრედიტორის, სს ,---------------“ მიმართვის საფუძველზე, ჩაატარა მეორე ელექტრონული აუქციონი, ნ----- ჯ------- საკრედიტო დავალიანების უზრუნველსაყოფად. აუქციონზე გატანილი იქნა უძრავი ქონება, ს/კ 0------------ მესაკუთრე - ბ--------------–----–--------------ა. აღნიშნული ქონება აუქციონზე გაიყიდა 18133 ლარად, საიდანაც კრედიტორს, სს ,,-------------“ გადაერიცხა-16665,85 ლარი; სპეციალისტის ჰონორარმა შეადგინა-877,15 ლარი, ასევე, სპეციალისტს აუნაზღაურდა აუქციონის ორგანიზების ხარჯი-590 ლარი დღგ-ს ჩათვლით“. (იხ.ს/ფ.244) სამართლებრივი დასაბუთება 4.4. სარჩელში მითითებული და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა უნდა შეფასდეს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებიდან, ვინაიდან, სახეზეა კონდიქციური სარჩელი. ამ სარჩელის ფარგლებში დასადგენია, ადგილი აქვს თუ არა, ერთი პირის მიერ, მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე, რომელიც თავის მხრივ ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის მის დაბრუნებას. 4.5. პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. აღნიშნული ნორმის მიზნიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა იმის თაობაზე, რომ კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია დადგინდეს, მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ, მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. 4.6. სამოქალაქო კოდექსის 979.1 მუხლის თანახმად, უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით. 4.7. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ირკვევა, რომ ქ.ბ--------------–----–--------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, სწორედ, ნ----- ჯ------- ვალდებულებების გამო გაიყიდა 18133 ლარად და ამ ოდენობით მისი ვალდებულების შესრულებას მოხმარდა. ამდენად, ადგილი აქვს სკ-ის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გარემოებას, რაც სკ-ის 979.1 მუხლის შესაბამისად, მიღებული სარგებლის უკან დაბრუნების საფუძველია და ნ----- ჯ------ს ქ.ბ--------------–----–--------------ის მიმართ უნდა დაეკისროს 18133 ლარის ოდენობით თანხის ანაზღაურება. აღნიშნული მსჯელობები გამომდინარეობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკიდან (სუს 2012 წლის 4 აპრილის განჩინება №ას-1249-1269-2011; სუს 2015 წლის 27 აპრილის განჩინება №ას-653-621-2013; სუს 2015 წლის 3 ივნისის განჩინება №ას-360-342-2015). 4.8. პალატა არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომლითაც მიჩნეული იქნა, რომ მოპასუხემ მიიღო 32 926,5 ლარის ოდენობის სარგებელი და, რომ ამ თანხის ფარგლებში ჰქონდა ადგილი მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრებას. 32 926,5 ლარი, ეს არის მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი (ზიანი), რაც მოპასუხის გამდიდრების ტოლფასად ვერ მიიჩნევა, ვინაიდან, ნ----- ჯ------მ ამ ქონების გამოყენებით (აუქციონზე რეალიზაციით) შეასრულა 18133 ლარის ვალდებულება, რაც ადასტურებს, რომ მოსარჩელის ქონების გამოყენებით, მხოლოდ ამ ოდენობის თანხით (18133 ლარი) მიიღო სარგებელი და გამდიდრდა. 4.9. სააპელაციო პალატა არ იზიარებს ნ----- ჯ------- იმ მოსაზრებას, რომ თუკი უძრავი ქონების მესაკუთრე დააკმაყოფილებდა კრედიტორს, მხოლოდ მაშინ მოიპოვებდა მოვალისადმი (ნ----- ჯ-------ადმი) შესაბამისი მოთხოვნის წაყენების უფლებას. სამოქალაქო კოდექსის 292-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის მესაკუთრე უფლებამოსილია დააკმაყოფილოს კრედიტორი, როცა მოთხოვნის შესრულების ვადა უკვე დადგა, ან როცა პირადი მოვალე უფლებამოსილია შეასრულოს შესაბამისი მოქმედება. თუ მესაკუთრე არ არის პირადი მოვალე, მოთხოვნა გადადის მასზე მაშინ, როცა მესაკუთრე კრედიტორს დააკმაყოფილებს. ამდენად, მოცემული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, უძრავი ნივთის მესაკუთრე უფლებამოსილია და არა ვალდებული დააკმაყოფილოს კრედიტორი, რაც გამორიცხავს აპელანტის მოსაზრების გაზიარების შესაძლებლობას. 4.10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის გამოც ქ.ბ--------------–----–--------------ის სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 385-ე მუხლისა და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია და ამავე კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ ნ----- ჯ------- სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ქ. ბ--------------–----–--------------ის სასარჩელო მოთხოვნა ნ----- ჯ------- მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ნ----- ჯ------ს მოსარჩელის, ქ. ბ--------------–----–--------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 18 133 ლარის გადახდა.
6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი და სარჩელი, სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, ნ----- ჯ------ს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, დაკმაყოფილებული მოთხოვნის, 18133 ლარის პროპორციულად, ორივე ინსტანციის სასამართლო წარმოებისათვის გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის -1269,31 ლარის გადახდა.
7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. ვინაიდან, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ----- ჯ------- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ქ. ბ--------------–----–--------------ის სასარჩელო მოთხოვნა ნ----- ჯ------- მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ნ----- ჯ------ს მოსარჩელის, ქ. ბ--------------–----–--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 18 133 ლარის გადახდა;
5. ნ----- ჯ------ს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს, ორივე ინსტანციის სასამართლო წარმოებისათვის გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის 1269,31 ლარის გადახდა, რაც ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 183 150;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ლაურა მიქავა