განაჩენი

სისხლის სამართლის 04.07.2019
საქმის ნომერი
330100118002456131
ინსტანცია
თარიღი
04.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002456131

საქმე №1ბ/296-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

02 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

თავმჯდომარე: მურმან ისაევი

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

ვეფხია ლომიძე

 

ნანა გიგიტაშვილის მდივნობით,პროკურორის - თ-- გ--------ის

ადვოკატის - ი--- ჩ--–-----ის

მსჯავრდებულ - ი-----–- მ--------–---–ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულ ი-----–- მ--------–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ------ ქ-----ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (--------------- ი-----–- დ-----ის ძე მ--------–---–ის მიმართ (პ/ნ 0----------- დაბადებული 1----–-–---------–---, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული მისამართზე: ქ---------------------------------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–---, გა----------------------------- დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი

 

ი-----–- მ--------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ი-----–- მ--------–---–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შემცველი 150 ცალი აბი და აბის ერთი ნატეხი, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ ბინაში - მდებარე ქ------–------------------------------------–-- თავისსავე საძინებელ ოთახში. 2018 წლის 19 აპრილს, საქართველოს შსს ც--------–---------------–----------–-–---------------ენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული იქნა ი-----–- მ--------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა ამ უკანასკნელის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული - 150 ცალი აბი და აბის ერთი ნატეხი, რომლებშიც ნარკოტიკულ საშუალება - მდმა-ს (3,4- მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) საერთო წონა შეადგენს - 16,2127 გრამს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 იანვრის განაჩენით:

 

ი-----–- მ--------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ი-----–- მ--------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და მსჯავრდებულ ი-----–- მ--------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 20 აპრილიდან.

 

მსჯავრდებულ ი-----–- მ--------–---–ს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი-----–- მ--------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ------ ქ-----მ, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვეს მსჯავრდებულმა ი-----–- მ--------–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

 

საქმის სააპელაციო წესით განხილვისას საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორმა თ-- გ--------ემ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და მსჯავრდებულ ი-----–- მ--------–---–ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე;

 

კერძოდ, იშუამდგომლა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა, ი-----–- მ--------–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით 6 (ექვსი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის გამოყენებით 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით მოხდით, ხოლო 5 (ხუთი) წელი 63-64-ე მულების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით, მასვე საქართველის სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ი-----–- მ--------–---–ს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პრიმა ნაწილის საფუძველზე:

2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ)იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

 

საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობას მხარი დაუჭირა საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორმა თ-- გ--------ემ, მსჯავრდებულმა ი-----–- მ--------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი--- ჩ--–-----მა;

 

სააპელაციო პალატამ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა პროკურორსა და მსჯავრდებულს შორის საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე, მოუსმინა მხარეებს, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის თანახმად დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება მხარეთა შორის დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან სხვა რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; შეთანხმება დადებულია ნებაყოფლობით და მსჯავრდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; მსჯავრდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. ის სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომელსაც ის აღიარებს. მსჯავრდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნას ინფორმაცია, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ აქვს დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება, სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება; მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს; საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული; მსჯავრდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს. მსჯავრდებული ი-----–- მ--------–---–ი სრულად აღიარებს და ინანებს ჩადენილ დანაშაულს, მან ითანამშრომლა გამოძიებასთან და მისი ინტერსების დამცველ ადვოკატთან იურიდიული კონსულტაციის შემდეგ თანხმობა განაცხადა საპროცესო შეთანხმების დადებაზე, შესაბამისად უარი თქვა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარზე.

 

საქმის მასალების შესწავლის შედეგად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ი-----–- მ--------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. ამასთან, პალატა თვლის, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მიზანშეწონილად მიიჩნევს საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 იანვრის განაჩენში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება;

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, სსსკ 209-215-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორის თ-- გ--------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

 

დამტკიცდეს საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ თ-- გ--------ესა და მსჯავრდებულ ი-----–- მ--------–---–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 იანვრის განაჩენში მსჯავრდებულ ი-----–- მ--------–---–ის მიმართ შეტანილ იქნეს ცვლილება:

 

ი-----–- მ--------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლითა და 6 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლისამართლის კოდექსის 50-ე მუხლის გამოყენებით 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვროს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით მოხდით, ხოლო 5 (ხუთი) წელი 63-64-ე მულების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ი-----–- მ--------–---–ს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პრიმა ნაწილის საფუძველზე:

 

2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვას: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;

 

10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

 

5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: გ)საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ)იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

მსჯავრდებულ ი-----–- მ--------–---–ს ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

 

მსჯავრდებულ ი-----–- მ--------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 20 აპრილიდან.

 

მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

 

ი-----–- მ--------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები და ორი ცალი პოლიეთილენის პარკი, ასევე, ნერწყვის ნიმუში, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ც--------–---------------–----------–-–---------------ენტში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

ი-----–- მ--------–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათი და მობილური ტელეფონი, ასევე, ი-----–- მ--------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ე.წ. ბარსეტკა, ორი ცალი ნაბეჭდი ფურცელი და პლასტიკური ბარათი, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ც--------–---------------–----------–-–---------------ენტში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - დაუბრუნდეს მსჯავრდებულ ი-----–- მ--------–---–ს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

 

ი-----–- მ--------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას გადაღებული ფოტოსურათები და საქართველოს ბანკიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, განთავსებული 2 (ორი) ცალ DVD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენის გასაჩივრება შეუძლია მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საქართველოს სსსკ–ის 215–ე მუხლის მე–3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში.

 

თავმჯდომარე: მურმან ისაევი

 

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

 

ვეფხია ლომიძე