განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002882478
საქმე №1ბ/826-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ლ-------------ის
ადვოკატის: დ--------–---ის
მსჯავრდებულის: გ-----------–-–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ გ-----------–-–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ--------–---ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), გ-----------–-–---–ის, დაბადებულის 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), დაოჯახებულის, ნასამართლობის მქონის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–-------------–------------–--------------------------------------ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ-----------–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა (2019 წლის 7 თებერვლის და 14 თებერვლის ეპიზოდები), რაც გამოიხატა შემდეგში:
მ------------–---–ი და გ-----------–-–---–ი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2019 წლის 6 თებერვალს, ქ-------–--–-------------–-----------------------------------------ში გ-----------–-–---–მა მეუღლეს - მ------------–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულ ფაქტზე 2019 წლის 6 თებერვალს საპატრულო პოლიციის მიერ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი. შემაკავებელი ორდერის თანახმად, გ-----------–-–---–ს აეკრძალა 30 დღის ვადით იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, ასევე აეკრძალა მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ გ-----------–-–---–ი გაფრთხილებული იქნა შემაკავებელი ორდერის შინაარსისა და მისი დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ, მან მაინც დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და 2019 წლის 7 თებერვალს, ღამის 00:30 საათზე, მივიდა მ------------–---–ის საცხოვრებელ ბინაში და კვლავ დაუწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება.
გ-----------–-–---–მა 2019 წლის 14 თებერვალსაც დაარღვია ზემოხსენებული შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ღამით, დაახლოებით 02:00 საათზე, მივიდა მეუღლის ბინაში, მდებარე: ქ-------–--–-------------–-----------------------------------------ში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და საქმის არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 აპრილის განაჩენით:
გ-----------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლი 7 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
გ-----------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 14 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 14 თებერვლის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 1 (ერთი) წლის ვადით სრულად შთანთქა საქართველოს სსკ-ს 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 7 თებერვლის ეპიზოდი) დანიშნული თანაბარი სასჯელი და გ-----------–-–---–ს, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 იანვრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის - ჯარიმის მოუხდელი ნაწილი - 3 000 (სამი ათასი) ლარი და საბოლოოდ, გ-----------–-–---–ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
გაუქმდა გ-----------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 18 თებერვლიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა - 2019 წლის 7 თებერვლიდან 2019 წლის 9 თებერვლის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ-----------–-–---–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ--------–---მა.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სააპელაციო პალატის სხდომაზე აპელანტმა დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა გ-----------–-–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით, კერძოდ, სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ს 3811 მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთის სახით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმის - 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაზუსტებულ მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ გ-----------–-–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ-----------–-–---–ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულ მ------------–---–ისა და მოწმეების - ლ---–----–---ის, ნ---------------ის გამოკითხვის ოქმების, ბრალდებულ გ-----------–-–---–ის მიერ სასამართლოში დანაშაულის აღიარების, შემაკავებელი ორდერის, ალკოტესტით შემოწმების ოქმის და სხვა მტკიცებულებების შეფასების და გააანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ-----------–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ-----------–-–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით, კერძოდ, სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ს 3811 მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთის სახით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმის - 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის შესახებ. პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მოტივაციას და მსჯელობას მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის სახისა და ზომის შესახებ. გ-----------–-–---–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 იანვრის განაჩენით ნასამართლევია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით) ჩადენისათვის, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3000 ლარის ოდენობით ჯარიმა, რაც თბილისის აღსრულების ბიუროდან მიღებული წერილის თანახმად, არ არის გადახდილი. გ-----------–-–---–ს მოცემული დანაშაულის (მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი) ჩადენის დროისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია (თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულს ნასამართლობა გაუქარწყლდება სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ).
ამდენად, მსჯავრდებულ გ-----------–-–---–ის ქმედებაში სახეზეა საქართველოს სსკ–ის მე–17 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის რეციდივი, ანუ წინათ განზრახი დანაშაულისათვის (საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის პირველი ნაწილით) ნასამართლევმა გ-----------–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ–ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული განზრახი დანაშაული, ხოლო, როგორც ზემოთ აღინიშნა, მას ნასამართლობა კანონით გათვალისწინებული წესით, მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა აცხადებს, რომ მსჯავრდებულ გ-----------–-–---–ისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ–ის 58–ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით სასჯელის დანიშვნა (სასჯელის ზომა) სრულიად კანონიერია იმ თვალსაზრისით, რომ დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე ერთი წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას, ხოლო საქართველოს სსკ–ის 111,3811-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილით, რაშიც მსჯავრი დაედო გ-----------–-–---–ს, თავისუფლების აღკვეთის სახით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადა ექვსი თვეა.
გარდა აღნიშნულისა, პალატა აცხადებს, რომ საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, ცალსახად წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა დანაშაულის ჩადენის დროს. სააპელაციო პალატა ასევე აცხადებს, რომ 2018 წლის 30 ნოემბრის საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელიც ამოქმედდა 2018 წლის 28 დეკემბრიდან, საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლს დაემატა მე-3 და მე-4 ნაწილები. საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „ამ მუხლის (მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლი) პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას“. მოცემულ შემთხვევაში გ-----------–-–---–მა საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებები ჩაიდინა 2019 წლის 7 თებერვალს და 14 თებერვალს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის გ-----------–-–---–ისთვის სასჯელის სახედ და ზომად სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მაქსიმუმის - 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის შესახებ.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ, მართალია, გ-----------–-–---–ის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, რასაც იგი აღიარებს და ინანიებს, დაზარალებულს მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია, მტკიცებულებები არ გახადა სადავოდ, მიუხედავად ამისა, სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, დანაშაულის ორი ეპიზოდის ჩადენა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, წინა განაჩენით ნასამართლობის გაქარწყლების ვადის გასვლამდე, შემაკავებელი ორდერის გამოცემიდან უმოკლეს პერიოდში, აგრეთვე, დანაშაულის მეორე ეპიზოდის ჩადენა დანაშაულის პირველი ეპიზოდისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს ქვეშ - არ იძლევა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ გ-----------–-–---–ისთვის დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით რაიმე სახის შეღავათების გამოყენების საფუძველს. გ-----------–-–---–ისთვის დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა არ წარმოადგენს მკაცრ სასჯელს. მსჯავრდებულისთვის სასჯელის შემსუბუქება (არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნა, დანიშნული სასჯელის ან მისი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა) იქნება არასამართლიანი და პალატის მოსაზრებით, თავიდან ვერ იქნება აცილებული ახალი დანაშაულის ჩადენა. პალატას მიაჩნია, რომ გ-----------–-–---–ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას, ამასთან გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს მეუღლის მიმართ ჩადენილი ქმედებების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 აპრილის განაჩენი გ-----------–-–---–ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ-----------–-–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ-----------–-–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ--------–---ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 აპრილის განაჩენი გ-----------–-–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
გ-----------–-–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 7 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
გ-----------–-–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 14 თებერვლის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქოს მეორე თანაბარი სასჯელი დს გ-----------–-–---–ს, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 იანვრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის - ჯარიმის მოუხდელი ნაწილი - 3 000 (სამი ათასი) ლარი და საბოლოოდ, გ-----------–-–---–ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
გაუქმდეს გ-----------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 18 თებერვლიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს - 2019 წლის 7 თებერვლიდან 2019 წლის 9 თებერვლის ჩათვლით - პატიმრობაში ყოფნის პერიოდი;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. კახეთელიძე