განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.04.2019
საქმის ნომერი
330310016001349648
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
15.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310016001349648 (საქმე №3ბ/767-18)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

15 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი მოსამართლე) - გიორგი გოგიაშილი

მოსამართლეები - ილონა თოდუა, შოთა გეწაძე

 

სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ლ------ ღ----ა;

წარმომადგენელი - შ--–-- კ-–--–---–ი;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

წარმომადგენელი - ნ---- ხ----------ე;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;

წარმომადგენელი - ს--–---- ა--–--ე;

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება;

 

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. აპელანტის მოთხოვნა:

 

1.1. ლ------ ღ----ა ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით, ლ------ ღ----ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

2.2. დასკვნები დადგენილ უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სახელმწიფო ქონებისა და პრივატიზაციის სამეგრელო - გურია - სვანეთის სამხარეო სამმართველოს სააუქციონო კომისიის მიერ 2007 წლის 16 ნოემბერს ჩატარებული აუქციონის შედეგად: რ---–--- ჯ--–-------ამ შეიძინა საკუთრების უფლება ზუგდიდის რაიონის სოფელ გ----------ში მდებარე N4-----------, N4-----------, N4-----------, N4-----------, N4------------ N43------------------------------------------------------------------------ და N4----------- საკადასტრო კოდებით დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე (საკუთრების აქტები N8-----------------);

 

რ----– კ-----–---–-ამ შეიძინა საკუთრების უფლება ზუგდიდის რაიონის სოფელ დ------–ში მდებარე N4------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- და N4----------- საკადასტრო კოდებით დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთებზე (საკუთრების აქტები N8------დან 9-------------);

 

გ--------------–-ამ შეიძინა საკუთრების უფლება ზუგდიდის რაიონის სოფელ ა----–-აში მდებარე N4----------- საკადასტრო კოდით დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (საკუთრების აქტი N9-----);

 

ჯ------– ბ--------ამ შეიძინა საკუთრების უფლება ზუგდიდის რაიონის სოფელ ა----–-აში მდებარე N4----------- საკადასტრო კოდით დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (საკუთრების აქტი N9-----);

 

კ-–------- გ---------მა შეიძინა საკუთრების უფლება ზუგდიდის რაიონის სოფელ დ------–ში მდებარე N4----------- საკადასტრო კოდით დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთი (საკუთრების აქტი N9-----);

 

ბ------ ო------------ამ შეიძინა საკუთრების უფლება ზუგდიდის რაიონის სოფელ დ------–ში მდებარე N4----------- და N4----------- საკადასტრო კოდით დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე (საკუთრების აქტები N9----- და 9-----).

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმები (ტომი 1, ს.ფ. 87-130).

 

სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო - გურია - სვანეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 13 დეკემბრის N1------ ბრძანებით, ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონებისა და პრივატიზაციის სამეგრელო - გურია - სვანეთის სამხარეო სამმართველოს სააუქციონო კომისიის 2007 წლის 6 და 16 ნოემბრის აუქციონის შედეგები.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 13 დეკემბრის N1------ ბრძანება (ტომი 1, ს.ფ. 86).

 

სახელმწიფო ქონებისა და პრივატიზაციის სამეგრელო - გურია - სვანეთის სამხარეო სამმართველოს სააუქციონო კომისიის მიერ, 2007 წლის 16 ნოემბერს ჩატარებულ აუქციონზე შეძენილი, ზუგდიდის რაიონის სოფელ გ----------სა და დ------–ში მდებარე მიწის ნაკვეთები რ---–--- ჯ--–-------ამ და რ----– კ-----–---–-ამ 2008 წლის ივნისში გაასხვისა ლ------ ღ----აზე.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის განმარტება - სარჩელი (ტომი 1, ს.ფ. 1-12);

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ტომი 1, ს.ფ. 210-358).

 

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, 2014 წლის აგვისტოს განცხადებით მიმართა ლ------ ღ----ამ და მოითხოვა 2008 წლის ივნისში შეძენილ, ზუგდიდის რაიონში მდებარე მიწის ნაკვეთებზე რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების განხორციელება, რის საფუძველზე სარეგისტრაციო წარმოების შედეგად ლ------ ღ----ას საკუთრებად დარეგისტრირებული ნაკვეთების სახელმწიფოს კუთვნილ ნაკვეთებთან დაფიქსირდა ზედდება. ზედდების გამო, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ნაკვეთების საზღვრების კორექტირების მოთხოვნით ლ------ ღ----ამ მიმართა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო - გურია - სვანეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 13 დეკემბრის N1------ ბრძანებით, სახელმწიფო ქონებისა და პრივატიზაციის სამეგრელო - გურია - სვანეთის სამხარეო სამმართველოს სააუქციონო კომისიის მიერ 2007 წლის 6 და 16 ნოემბრის აუქციონის შედეგები ბათილად იყო ცნობილი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის განმარტება - სარჩელი (ტომი 1, ს.ფ. 1-12);

- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 6 აგვისტოს N1------- ბრძანება (ტომი 1, ს.ფ. 16-17);

- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 16 ოქტომბრის N1----- ბრძანებით შექმნილი კომისიის 2015 წლის 23 ივლისის N40 სხდომის ოქმიდან ამონაწერი (ტომი 1, ს.ფ. 18-20);

- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 3 სექტემბრის N1------- წერილი (ტომი 1, ს.ფ. 15).

 

ლ------ ღ----ამ 2015 წლის 17 ნოემბერს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და მოითხოვა სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო - გურია - სვანეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 13 დეკემბრის N1------ ბრძანების ბათილად ცნობა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ადმინისტრაციული საჩივარი (ტომი1, ს.ფ. 131-133);

- განცხადებები (ტომი 1, ს.ფ. 154, 174);

- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2015 წლის 28 ნოემბრის N0------ წერილი (ტომი 1, ს.ფ. 84-85);

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2015 წლის 17 ნოემბრის ადმინისტრაციული საჩივარზე გადაწყვეტილება არ მიუღია.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2016 წლის 23 მაისის N0------ წერილი (ტომი 1, ს.ფ. 150).

 

2008 წლის 31 ივლისს სამეგრელო -ზემო სვანეთის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსმა გამომძიებელმა, სახელმწიფო აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო - გურია - სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის - ე-–------ თ------საგან 2007-2008 წლებში ზუგდიდის რაიონის სოფელ გ----------ში, ა----–-აში, ც--–სა და დ-------ში მდებარე მიწის ნაკვეთების პრივატიზაციასთან დაკავშირებული ყველა სახის დოკუმენტის ამოღება განახორციელა.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 2008 წლის 31 ივლისის ამოღების ოქმი (ტომი 1, ს.ფ. 134 149).

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 24 აპრილის განაჩენით დადგენილ იქნა შემდეგი: პ-----------ამ ჩაიდინა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ხოლო ე-–------ თ------მ ჩაიდინა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, რამაც სახელმწიფო ინტერესის არსებითი შელახვა გამოიწვია, კერძოდ: ლ------ ღ----ამ ხობის რაიონის სოფელ ხ---------ის და ზუგდიდის რაიონის სოფელ ა----–-ის, გ----------ის, დ------–ის და სხვა მიმდებარე სოფლების ტერიტორიებზე რკინიგზის გასაყვანად და პორტის მშენებლობისათვის დაახლოებით 1500 ჰა მიწის ნაკვეთის შეძენა განიზრახა, რისთვისაც დახმარების თხოვნით 2007 წლის დასაწყისში ზუგდიდის რაიონის საკრებულოს იმჟამინდელ თავმჯდომარეს - ვ------- ც-----ას დაუკავშირდა. მიწის ნაკვეთების პრივატიზებისათვის უნდა ჩატარებულიყო სპეციალური აუქციონი, რომელშიც მონაწილეობის მიღების უფლება მხოლოდ კონკრეტული ადმინისტრაციული ერთეულის დასახლების საზღვრებში მოქცეულ მოქალაქეებს ჰქონდათ და ლ------ ღ----ა აუქციონში მონაწილეობას ვერ მიიღებდა. ამ ბარიერის გადალახვის მიზნით, ლ------ ღ----ა პირადი ნაცნობობიდან გამომდინარე და ნაწილობრივ ვ------- ც------ას მეშვეობით ზუგდიდისა და ხობის რაიონის დასახლებული სოფლების მაცხოვრებლებს დაუკავშირდა და მათ მომავალ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად და მიწის ნაკვეთების შესაძენად წარმომადგენლობაზე მინდობილობა მისთვის სასურველ პირებთან - ზ----- ქ-----სთან, ლ------ სა-------–-ასთან, ნ-----–- ფ---–----ასთან და თ---------- ლ-----–---სთან გააფორმებინა ნავსადგურის გაშენების შემდეგ მაღალანაზღაურებადი მუდმივი სამუშაო ადგილისა და სააქციო საზოგადოებაში აქციონერად გაწევრების დაპირებით. 2007 წლის 13 აგვისტოს ჩატარდა ზუგდიდის საკრებულოს ბიუროს სხდომა, რომელსაც საკრებულოს ეკონომიკური განვითარებისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე პ-----------ამ ვ------- ც-----ასთან შეთანხმებით დასამტკიცებლად საკრებულოს მომავალი სხდომის დღის წესრიგი წარუდგინა, რომელიც ა----–-ის, გ----------ისა და დ------–ის ტერიტორიაზე მოქცეული სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწების საპრივატიზებო პროექტების გეგმის შეთანხმებას შეეხებოდა, თუმცა ამ დროისთვის საპრივატიზებო გეგმის დამტკიცებისათვის აუცილებელი მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზები მომზადებული არ იყო.

 

ბიუროს სხდომაზე განსახილველ საკითხს პ-----------ას მოხსენებითი ბარათი და ვ------- ც------ასთან შეთანხმებული საპრივატიზებო გეგმის პროექტი ერთვოდა. აღნიშნულით, პ------------ამ გადაამეტა თავის უფლებამოსილებას, შეცდომაში შეიყვანა ბიუროს წევრები და მიაღწია, რომ ხსენებული დოკუმენტები განსახილველად და დასამტკიცებლად საკრებულოს სხდომაზე გასულიყო იმ პირობებში, როცა არ არსებობდა საპრივატიზაციო მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზები, რომელთა გარეშეც საპრივატიზებო გეგმის შედგენა და რეალიზება ვერანაირად ვერ განხორციელდებოდა. პ-----------ამ, რომელიც ვალდებული იყო საკრებულოს სხდომაზე გასატანი დოკუმენტაციის და საკითხის ობიექტურობაზე, 2007 წლის 15 აგვისტოს საკითხი განსახილველად და დასამტკიცებლად საკრებულოს სხდომაზე გაიტანა, რომელსაც ვ------- ც------ა თავმჯდომარეობდა. პ-----------ამ საკრებულოს შემადგენლობა შეიყვანა შეცდომაში, რამეთუ მოახსენა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო მიწების საკადასტრო რუკების დაზუსტებასთან დაკავშირებით შექმნილი დროებითი ჯგუფისა და ეკონომიკური განვითარებისა და სოციალურ საკითხთა კომისიის მიერ შესწავლილი და მომზადებული იყო სოფელ ა----–-ის, გ--------ის , მ-------ის და დ------–ის ტერიტორიაზე მოქცეული საპრივატიზებო მიწების საკადასტრო რუკები და საპრივატიზებო გეგმის პროექტები. პ-----------ამ და ვ------- ც------ამ საკრებულოს მიაღებინეს დადგენილება ხსენებული მიწის ნაკვეთების საპრივატიზებო გეგმის დამტკიცების შესახებ. 2007 წლის 15 აგვისტოს საკრებულოს თავმჯდომარე ვ------- ც------ას წერილით სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო - გურიისა და ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსს ე-–------ თ------ს დასამტკიცებლად გადაეგზავნა მიწის ნაკვეთების საპრივატიზებო გეგმის პროექტი. წერილში ვ------- ც------ამ ე-–------ თ------სთან შეთანხმებით მიუთითა, რომ წერილს საპრივატიზებო გეგმის პროექტის მიხედვით საკადასტრო აზომვითი ნახაზები ერთვოდა, რაც სინამდვილეში არ არსებობდა, მაგრამ ე-–------ თ------მ აღნიშნული წერილი მიიღო ვითომ თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზებით და 2007 წლის 17 სექტემბერს კანონმდებლობის დარღვევით დაამტკიცა ა----–-ის, გ----------ისა და დ------–ის მიწის ნაკვეთების სპეციალურ აუქციონზე გატანის გეგმა - გრაფიკი. აუქციონის დანიშვნის თაობაზე ინფორმაცია 2007 წლის 25 სექტემბერს გაზეთ „მ----------ეში“ გამოქვეყნდა და აუქციონის ჩატარების თარიღად 2007 წლის 25 ოქტომბერი განისაზღვრა. განცხადებების მიღება წარმოებდა 2007 წლის 25 სექტემბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით. საპრივატიზებო მიწის ნაკვეთებში ცვლილების შეტანის მიზეზით 22 ოქტომბერს ე-–------ თ------მ აუქციონი 2007 წლის 6 ნოემბერს გადადო და შეადგინა საპრივატიზებო მიწის ნაკვეთების ახალი გეგმა-გრაფიკი. აღნიშნულზე გაზეთ „მ----------ის“ 25 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში შეტანილ იქნა ცვლილებები - სპეციალურ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განცხადებების მიღება 5 ნოემბრამდე გაგრძელდა. 2007 წლის 6 ნოემბერს აუქციონი ვერ ჩატარდა, რის გამოც ე-–------ თ------მ 2007 წლის 12 ნოემბრის ბრძანებით აუქციონი 2007 წლის 16 ნოემბერს გადაიტანა. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აუქციონის გადადების თაობაზე აუქციონის დანიშვნის დროის, ადგილისა და პირობების შესახებ ინფორმაცია გაზეთ „მ----------ეში“ აუქციონის ჩატარებამდე ერთი თვით ადრე უნდა გამოქვეყნებულიყო და უნდა გაგრძელებულიყო განცხადებების მიღების ვადა, რაც ე-–------ თ------მ შეგნებულად არ გააკეთა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით იმ მიზნით, რომ საბოლოოდ მეტი უპირატესობა და შანსი მიეცა აუქციონში გასამარჯვებლად ლ------ ღ----ას ნდობით აღჭურვილი პირებისათვის. 2007 წლის 16 ნოემბერს აუქციონი ჩატარდა სოფელ გ--------ისა და დ------–ის ტერიტორიაზე განთავსებულ საპრივატიზებო მიწის ნაკვეთებთან მიმართებით, ხოლო ა----–-ის მიწის ნაკვეთებზე აუქციონი არ ჩატარებულა. 2007 წლის 6 და 16 ნოემბერს პასუხისგებაში მიცემული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ დებულების წესების დარღვევით უპირატესობა მიენიჭა მხოლოდ ლ------ ღ----ას ნდობით აღჭურვილი პირების წარმომადგენლებს, სპეციალურ აუქციონში მონაწილეობის მსურველებს მოესპოთ აუქციონში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, სახელმწიფოს კი - მაღალი კონკურენციის შემთხვევაში მიწის ნაკვეთების მაღალ ფასად პრივატიზების შესაძლებლობა, რამაც ფიზიკური პირებისა და სახელმწიფო კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია. ასეთ სიტუაციაში, საპრივატიზაციოდ მიწის ნაკვეთებზე მინიმალური ფასების დაფიქსირებით აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდნენ ლ------ ღ----ას ნდობით აღჭურვილი პირები.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 24 აპრილის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება სამეგრელო - ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსს - გ--------------–---–--ს, ბრალდებულ პ-----------ასა და მის ადვოკატს - დ------ ს-------–--ას შორის და პ-----------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 24 აპრილის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება სამეგრელო - ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსს - გ--------------–---–--ს, ბრალდებულ ე-–------ თ------სა და მის ადვოკატს - ვ------ გ-------ას შორის და ე-–------ თ------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით.

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო - გურია - სვანეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 13 დეკემბრის N3---- ბრძანება მოსარჩელეს არ აყენებს პირდაპირ და უშუალო ზიანს. დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 13 დეკემბრის N3---- ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო - გურია -სვანეთის სამხარეო სამმართველოს სააუქციონო კომისიის 2007 წლის 6 ნოემბერისა და 16 ნოემბრის აუქციონის შედეგები. კერძოდ, რ---–--- ჯ--–-------ას, რ----– კ-----–---–-ას, გ-------------–-ასა, ჯ------– ბ--------ას, ბ------ ო------------ასა და კ-–------- გ---------ის საკუთრების აქტები. ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ლ------ ღ----ას 2007 წლის 16 ნოემბრის აუქციონზე განკარგულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლება რ---–--- ჯ--–--------ასა და რ----– კ-----–---–-ასთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე გადაეცა, აღნიშნული ხელშეკრულების ბათილად ცნობას კი რ---–--- ჯ--–-------ასა და რ----–ი კ-----–---–-ას უფლების დამდგენი დოკუმენტების გაბათილება პირდაპირ არ განაპირობებს, არამედ, აღნიშნული შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი სამოქალაქო სარჩელის აღძვრის შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ნორმებით, რომლებიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა უტყუარობის პრეზუმფციით იცავს უძრავი ქონების შემძენის ინტერესებს რეესტრის ჩანაწერის მიმართ პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში (სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლები). რაც შეეხება უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრის მონაცემების დაზუსტებას, პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ იგი სცდება მოცემული დავის ფარგლებს და წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების კანონიერებასთან დაკავშირებული დავის საგანს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო - გურია - სვანეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 13 დეკემბრის N3---- ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს, რამეთუ დადასტურებულია ამ ბრძანების გამოცემის კანონით განსაზღვრული საფუძვლის არსებობა. კერძოდ, დადგენილად მიიჩნია, რომ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო - გურია - სვანეთის სამხარეო სამმართველოს სააუქციონო კომისიის 2007 წლის 16 ნოემბრის აუქციონის შედეგები ზუგდიდის საკრებულოსა და სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო - გურია - სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამდებობის პირების დანაშაულებრივმა ქმედებებმა განაპირობა და ადგილი ჰქონდა აუქციონის ჩატარების პროცედურების არსებით დარღვევას, რაც სასამართლოს მოსაზრებით ქმნიდა შესაბამისი შედეგების გაბათილების ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის გათვალისწინებულ საფუძველს. საქმის განმხილველმა სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულ საჩივრის განხილვისას მოწმდება გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლომ მიუთითა, რომ მართალია, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ლ------ ღ----ას ადმინისტრაციულ საჩივარი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ კანონმდებლობის დაცვით არ დააკმაყოფილა, ვინაიდან გამოცემული არ არის დასაბუთებული აქტი, თუმცა, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო - გურია - სვანეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 13 დეკემბრის N3---- ბრძანების შეფასებიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ საამისოდ საჩივრის ავტორის მოთხოვნა იყო უსაფუძვლო და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ სასარჩელო მოთხოვნის დაუსაბუთებლობაზე სამეგრელო - გურია - სვანეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 13 დეკემბრის N3---- ბრძანებასთან დაკავშირებული დასკვნები მიუთითებს.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

3.1. ლ------ ღ----ას სააპელაციო საჩივარი:

აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგს, ასევე არ ეთანხმება გადაწყვეტილებაში მითითებულ იმ მოსაზრებას, რომ 2007 წლის 13 დეკემბრის N3---- ბრძანება მოსარჩელეს არ აყენებს ზიანს და არ შეიძლება ჩაითვალოს დაინტერესებულ პირად, რომელსაც შეუძლია აღნიშნული აქტის გასაჩივრება, რადგან 2007 წლის 13 დეკემბრის N3---- ბრძანება არ შეიძლება გახდეს იმ ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი, რომელიც დაიდო ლ------ ღ----ასა და მესამე პირებს შორის, რომლებმაც სადაო აქტით მიიღეს საკუთრების უფლება.

საჩივრის ავტორი აპელირებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლზე და განმარტავს, რომ თუ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ არასწორად განმარტა მუხლი და საერთოდ არ შევიდა სადაო ადმინისტრაციული აქტის კანონიერების განხილვაში. მიუთითებს, რომ ეკონომიკის სამინისტროსაგან, მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირებაზე უარი მიიღო სწორედ 2007 წლის 13 დეკემბრის N3---- ბრძანების არსებობის გამო. შესაბამისად, მის ინტერესს წარმოადგენს აღნიშნული აქტის ბათილობა.

 

წარმომადგენელი ასევე ყურადღებას ამახვილებს სასამართლოს იმ არგუმენტზე, რომ ვინაიდან, სადავო აქტის უკანონობა დადგენილია პ-----------ას მიმართ 2013 წლის 24 აპრილს გამოტანილი განაჩენით, არ არსებობს სადაო აქტის ბათილობის საფუძველი.

 

აღნიშნულზე აპელანტი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლზე და განმარტავს, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, რაც უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. მიუთითებს, რომ თავისთავად სასამართლოს გადაწყვეტილება, განაჩენი და განჩინება მტკიცებულება არ არის და არ ხდება მათი ყოველმხრივ გამოკვლევა. სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ შეიძლება გახდეს გარკვეული გარემოებების დამდგენ დოკუმენტად. განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 108-ე მუხლის შესაბამისად, აუცილებელია ასეთი გადაწყვეტილება აკმაყოფილებდეს რამდენიმე გარემოებას. კერძოდ, ფაქტები დადგენილი უნდა იყოს სამოქალაქო საქმეზე, რომელზე მიღებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და ამ სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობდნენ. წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ სრულიად უკანონოდ ცნო დადგენილ გარემოებად ისეთი გარემოებები, რომელიც სასამართლოს არ გამოუკვლევია, მაგრამ დადგენილი იყო 2013 წლის 24 აპრილის განაჩენით, რომელიც გამოტანილი პ-----------ას მიმართ. მიუთითებს, რომ პ-----------ასთან პროკურატურამ გააფორმა საპროცესო შეთანხმება რომელშიც არის მხოლოდ პ-----------ამ აღიარებითი ჩვენება და შედეგი არის პირობითი სასჯელი. მიუთითებს, რომ ლ------ ღ----ა საქმეში არ ყოფილა დაკითხული მოწმის სახითაც კი და მას არ ჰქონია იმ განაჩენში მოხსენიებული გარემოებების საწინააღმდეგო გარემოებების დამტკიცების შესაძლებლობა, შესაბამისად წარმომადგენელს უსაფუძვლოდ მიაჩნია, აღნიშნული განაჩენის უტყუარად გამოყენება.

 

აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ 2013 წელს მიღებული განაჩენი მიუთითა 2007 წელს მიღებული აქტის ბათილად ცნობის საფუძვლად. აპელირებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლზე და განმარტავს, რომ ადმინისტრაციული აქტის ბათილობის საფუძველი შესაძლებელია გახდეს არა მარტო მისი უკანონობა, არამედ თუ დარღვეულია მისი გამოცემისათვის კანონით დადგენილი მოთხოვნები.

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა - განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა - კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, გადაწყვეტილების დასაბუთების თვალსაზრისით შემოიფარგლება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე მითითებით და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო - გურია - სვანეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 13 დეკემბრის N3---- ბრძანებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ 2007 წლის 13 დეკემბრის N3---- ბრძანებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უმოქმედობით ნათქვამი უარის ბათილად ცნობა.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველ ნაწილზე რომლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

პალატა აქვე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ პუნქტზე რომლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული - სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია - სვანეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 13 დეკემბრის N3---- ბრძანება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

განსახილველ შემთხვევაში პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ სადავო სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო - გურია - სვანეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 13 დეკემბრის N3---- ბრძანებით, ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო - გურია - სვანეთის სამხარეო სამმართველოს სააუქციონო კომისიის 2007 წლის 6 ნოემბერისა და 16 ნოემბრის აუქციონის შედეგები. კერძოდ, რ---–--- ჯ--–-------ას საკუთრების აქტი N8-----------------; რ----– კ-----–---–-ას საკუთრების აქტი N8------დან 9-------------; გ-------------–-ას საკუთრების აქტი N9-----; ჯ------– ბ--------ას საკუთრების აქტი N9-----; ბ------ ო------------ას საკუთრების აქტი N9------9----- და კ-–------- გ---------ის საკუთრების აქტი N9----- (ტომი 1, ს.ფ 14).

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო - გურია - სვანეთის სამხარეო სამმართველოს სააუქციონო კომისიის 2007 წლის 16 ნოემბრის აუქციონის შედეგები, ზუგდიდის საკრებულოსა და სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო - გურია - სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამდებობის პირების დანაშაულებრივმა ქმედებებმა განაპირობა და ადგილი ჰქონდა აუქციონის ჩატარების პროცედურების არსებით დარღვევას. აღნიშნული გარემოებები დადგენილი და დადასტურებული იქნა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 24 აპრილის განაჩენით, რომლითაც დადგინდა პ-----------ას მიერ ჩადენილი მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ხოლო ე-–------ თ------ს მიმართ დადგინდა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, რამაც სახელმწიფო ინტერესის არსებითი შელახვა გამოიწვია.

 

საქმის მასალებით პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ 2007 წლის 16 ნოემბრის აუქციონზე განკარგულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლება ლ------ ღ----ას სწორედ, რომ რ---–--- ჯ--–-------ასა და რ----– კ-----–---–-ასთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე გადაეცა.

 

პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ არსებობს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო - გურია - სვანეთის სამხარეო სამმართველოს სააუქციონო კომისიის 2007 წლის 16 ნოემბრის აუქციონის შედეგები გაბათილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ვინაიდან, 2013 წლის 24 აპრილის განაჩენით ცალსახად დადგინდა, რომ ზუგდიდის საკრებულოსა და სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო - გურია - სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამდებობის პირების დანაშაულებრივმა ქმედებებმა განაპირობა კომისიის 2007 წლის 16 ნოემბრის აუქციონის შედეგები.

 

პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე, 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილზე რომლის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებითა და სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მხარეების მოსმენით პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი - სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო - გურია - სვანეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 13 დეკემბრის N3---- ბრძანება არ ეწინააღმდეგება კანონს, გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობების დაცვით და არ გამოვლენილა გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევის ფაქტი, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არსებითად შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, ხოლო მხარის მიერ ვერც პირველი ინსტანციის და ვერც საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე ვერ იქნა წარმოდგენილი სადავო აქტის - სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო - გურია - სვანეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 13 დეკემბრის N3---- ბრძანების უკანონობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ხოლო რაც შეეხევა სადავო 2007 წლის 13 დეკემბრის N3---- ბრძანებით გაბათილებულ კომისიის 2007 წლის 6 ნოემბერისა და 16 ნოემბრის აუქციონის შედეგებს, აღნიშნულის უკანონობა ცალსახად დადგენილი და დადასტურებულია ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე 2013 წლის 24 აპრილს მიღებული განაჩენით. კერძოდ, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 24 აპრილის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და პ-----------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო ე-–------ თ------ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით. პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის იმ მოსაზრებას, რომ ზემოთმითითებული გარემოებები ქმნიდა შესაბამისი შედეგების გაბათილების ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის გათვალისწინებულ საფუძველს, საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი კი მხარის მიერ ვერ იქნა წარდგენილი.

 

იმ მოცემულობაში, როდესაც სადავო საკითხის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო - გურია - სვანეთის სამხარეო სამმართველოს მიერ საკითხის გადაწყვეტას სააპელაციო სასამართლოც ეთანხმება, საპროცესო -სამართლებრივი/მტკიცებულებითი მნიშვნელობით, ანუ შინაგანი რწმენის საფუძველზე (სსსკ-ის 105-ე მუხლი), პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მიერ მოყვანილ შეფასებებს მოცემული სადავო საკითხის კანონშეუსაბამოდ გადაწყვეტასთან დაკავშირებით.

 

რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ 2007 წლის 13 დეკემბრის N3---- ბრძანებაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უმოქმედობით ნათქვამი უარის (ე.წ. ვირტუალური უარი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე) ბათილად ცნობის საკითხს, პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ საჩივრის განხილვისას ამოწმებს გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს კანონიერების და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალებით ცალსახად არ დასტურდება ის ფაქტი, რომ ლ------ ღ----ას ადმინისტრაციულ საჩივარი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ კანონმდებლობის დაცვით არ დააკმაყოფილა, ვინაიდან გამოცემული არ არის დასაბუთებული აქტი, თუმცა, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო - გურია - სვანეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 13 დეკემბრის N3---- ბრძანების შეფასებიდან გამომდინარე, ცხადია, რომ საამისოდ საჩივრის ავტორის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო. შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ სასარჩელო მოთხოვნის დაუსაბუთებლობაზე სამეგრელო - გურია - სვანეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 13 დეკემბრის N3---- ბრძანებასთან დაკავშირებული დასკვნები მიუთითებს.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარდა სრულყოფილად და საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შედეგად მიღებული იქნა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ არ დგინდება გასაჩივრებული აქტების ბათილობის სამართლებრივი წინაპირობები, ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები შეესაბამება კანონმდებლობას, ხოლო საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი არგუმენტი და მტკიცებულება მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ვერც პირველი ინსტანციის და ვერც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს, შესაბამისად არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები. თუ მხარეებმა ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლეს მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და სასამართლოში წარდგენა, მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, ვისთანაც უნდა იყოს ისინი.

 

საქმეში წარმოდგენილ სადავო გარემოებასთან დაკავშირებით პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს, მიუთითოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლზე, რომლის თანახმადაც, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ - სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. განსახილველ შემთხვევაში კი, ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოში და ვერც საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს მხარის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა.

 

პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ დაცული არ არის საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმები, კერძოდ სააპელაციო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილია დაუსაბუთებელი საპელაციო საჩივარი, არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულებები, ან დამაჯერებელი ინფორმაცია, რაც სასამართლოს მისცემდა სააპელაციო საჩივრის ავტორის მხრიდან მითითებული გარემოებების შეფასების შესაძლებლობას. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე დაუსაბუთებლობის მოტივითაც.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება.

 

6. სასამართლო ხარჯები:

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

 

აპელანტის ლ------ ღ----ას მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ------ ღ----ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე : გიორგი გოგიაშვილი

 

მოსამართლეები: ილონა თოდუა

 

შოთა გეწაძე