განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002684912
საქმე №1ბ/468-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
05 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ანა გოცირიძის, გიორგი სვანიძის მდივნობით,პროკურორების - ნ--------------ს, ა----–----–---–ის,ადვოკატ - ა-–---------------------ის,მსჯავრდებულ - გ-----------–--ის მონაწილეობით,ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ს---------–-----–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გ-----------–--ის მიმართ - დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ--------–--------------------–--------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-------–---------------------------------–---–---------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბარლდების მიხედვით:
გ-----------–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მასვე, ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა გაუპატიურება, ესე იგი პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნაწილის გამოყენებით, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, დანაშაული გათვალიწინებული საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 9 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში, ქ-------–--–------–-------------------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ეჭვიანობის ნიადაგზე, გ-----------–--ემ მ---------------ს მუშტები და გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში, შემდეგ სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დაარტყა ფეხი, აგრეთვე ამ უკანასკნელს ყელის არეში უჭერდა ხელებს. გ-----------–--ის მიერ განხორციელებული ქმედებებით მ---------------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 10 აგვისტოს გამთენიისას, ქ------–--–-----–-------------------------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, გ-----------–--ემ მ---------------სთან იძულებით დაამყარა სქესობრივი კავშირი, ამ უკანასკნელის უმწეობის გამოყენებით. აღნიშნულის შემდგომ, რამდენიმე საათში, ამავე მისამართზე მდებარე ბინაში, გ-----------–--ემ მ--------------ის ნების საწინააღმდეგოდ და მისი უმწეობის გამოყენებით, მასთან მეორედ დაამყარა იძულებითი სქესობრივი კავშირი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 იანვრის განაჩენით:
გ-----------–--ე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა.
გ-----------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.
გ-----------–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 13 აგვისტოდან.
პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენით დაადგინა, რომ:
გ-----------–--ემ ჩაიდინა ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის სარწმუნო და საკმარისი გ-----------–--ის ბრალდების დასადასტურებლად მასში, რომ მან ჩაიდინა გაუპატიურება, ესე იგი პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნაწილის გამოყენებით, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურორის მოადგილემ ს---------–-----–-–---–მა და მსჯავრდებულ გ-----------–--ის ადვოკატმა ა-–---------------------მა.
ბრალდების მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და გ-----------–--ის დამნაშავედ ცნობა როგორც საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
აპელანტის მითითებით, განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები, მათ შორის, დაზარალებულის ჩვენება და ყურადღების მიღმა დატოვა ის მნიშვნელოვანი დეტალები, რაც იქნებოდა გადამწყვეტი ფაქტორი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. კერძოდ, დაზარალებულმა, რომელიც არის ექიმი, სასამართლოში განაცხადა, რომ იგი მიყენებული ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად თავს გრძნობდა სუსტად, არ შეეძლო დამოუკიდებლად გადაადგილება. ასევე, მომხდარის გამო იგი იყო შოკურ მდგომარეობაში, რის გამოც ვერ უწევდა გ-----------–--ეს წინააღმდეგობას. მანვე აღნიშნა, რომ იყო შეშინებული და ფსიქოლოგიურად დათრგუნული. მისი ჩვენებით ასევე, დადასტურდა, რომ სქესობრივი კავშირი მოხდა მისი ნების საწინააღმდეგოდ, რის შესახებ უთხრა კიდეც გ-----------–--ეს. მხარეთა შეკითხვებზე, დაზარალებულმა კატეგორიულად უპასუხა, რომ მისთვის მიყენებული დაზიანებების გამო არ უნდოდა და არც შეიძლებოდა ქონოდა სექსუალური კავშირის სურვილი. პროკურორის განმარტებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შედეგებიც ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ დაზარალებული იყო დაშინებული და ფაქტიურად მოკლებული იყო წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობას, იმყოფობოდა უმწეო მდგომარეობაში. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დაცვის მხარის მიერ უდავოდ იქნა ცნობილი დაზარალებულის შვილის – ნ-----–--------–---------------–-------------------ის ჩვენება, რომელთა თანახმადაც, მ---------------მ მათ უთხრა, რომ გ-----------–--ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც მისი ნების საწინააღმდეგოდ დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი. ანალოგიური გარემოებები დაადასტურა სასამართლოს სხდომაზე მოწმე გ----------–------აც. ამდენად, აპელანტი მიიჩნევს, რომ დაზარალებულის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია სრულ თანხვედრაშია სხვა მოწმეების ჩვენებებთან და მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებებთან და ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა გ-----------–--ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე პროკურორმა ნ--------------მ მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
მსჯავრდებულ გ-----------–--ისა და მისი ადვოკატის ა-–---------------------ის შუამდგომლობის საფუძველზე, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი, საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, დატოვებული იქნა განუხილველად.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას გ-----------–--ის ქმედების მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირების თაობაზე და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სრულყოფილად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება; განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა მ---------------მ განაცხადა, რომ დაახლოებით ორი წელია იცნობს გ-----------–--ეს. ისინი ერთად მუშაობდნენ რუსთავის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრ 112-ში, შემდეგ კატასტროფის ცენტრში. 2018 წლის 9 აგვისტოს იმყოფებოდა გ----------ან სახლში და ემზადებოდნენ გამოცდისთვის. შესვენებისას მოუვიდათ სიტყვიერი შელაპარაკება, რა დროსაც გიორგიმ ეჭვიანობის ნიადაგზე რამდენჯერმე დაარტყა სახეში ხელი. იგი წაიქცა და შესაძლებელია ფეხიც მოხვდა სხეულზე; განიცადა ტკივილი. როცა გ-----------–--ე დაწყნარდა, წავიდა აფთიაქში, მიუტანა მედიკამენტები, მობანა სახე, დააწვინა და გაუწია სამედიცინო დახმარება; ასევე, მისცა თავისი მაისური და დაეხმარა გამოცვლაში. ცემის შედეგად უჭირდა გადაადგილება, თავბრუ ეხვეოდა და თავიც სტკიოდა. დაზარალებულის განმარტებით, როცა გ-----------–--ე გავიდა წამლების საყიდლად, მას ჰქონდა ბინის გასაღები და შეეძლო წასულიყო, რაც არ გაუკეთებია, არც პოლიციაში დაურეკავს. მომხდარიდან გამომდინარე იყო შოკირებული, ვინაიდან უყვარდა გ-----------–--ე და ვერ წარმოიდგენდა, თუ ხელს დაარტყამდა. ამის შემდეგ მას და გ-----------–--ეს ქონდათ სქესობრივი კავშირი, რა დროსაც გიორგის მასზე არ უძალადია, უბრალოდ, სიტყვიერად ერთხელ უთხრა, რომ თავი დაენებებინა, ვინაიდან იყო ნაცემი და არაფერი არ უნდოდა. დაზარალებულის განმარტებით, სავარაუდოდ, გ-----------–--ემ ეს ვერ გაიგო, ან სიტყვები გაიგო, მაგრამ ჩათვალა, რომ სქესობრივი კავშირი იყო ნებაყოფლობითი, ვინაიდან მისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, არ უყვირია, არ უკივლია, ხელი არ დაურტყამს გ----------ვის, რაც მისი ვარაუდით, გახდა საფუძველი გ-----------–--ეს ეფიქრა, რომ ის თანახმა იყო. ამ დროს რაიმე უხეშ დამოკიდებულებას ადგილი არ ჰქონია. მათ ორჯერ ქონდათ სქესობრივი კავშირი, რამდენიმე საათის ინტერვალით, მეორე შემთხვევაში საერთოდ არ ამოუღია ხმა. მას მანამდეც ქონდა გ----------ან ნებაყოფლობითი ინტიმური ურთიერთობა.
მოწმე ნ-----–--------–-----ის ჩვენების თანახმად, რომელიც უდაოდ იქნა ცნობილი მხარეთა მიერ, 2018 წლის 10 აგვისტოს სომხეთიდან დაბრუნდა სახლში. დაახლოებით 21:00 საათზე სახლში ასევე მივიდა მისი ძმა გ----------–-----ი და დედამისი მ---------------. ამ უკანასკნელს სახეზე აღენიშნებოდა დაზიანებები, კერძოდ, სახისა და ყელის არეში ჰქონდა სილურჯეები და სისხლჩაქცევები. დედამ უთხრა, რომ მოყვა ავარიაში და თავი მიარტყა ავტომანქანის საქარე მინას. მათი არაერთგზისი მოთხოვნის შედეგად დედამ აუხსნა რაც მოხდა რეალურად. კერძოდ უთხრა, რომ სცემა გ-----------–--ემ, რომელთანაც, როგორც მოგვიანებით გაიგო, დედამისს გააჩნდა მეგობრული და პირადი ურთიერთობა. დედამ არ თქვა ცემის ფაქტის კონკრეტული მიზეზი, იყო ძალიან აღელვებული, ცდილობდა ემოციის დამალვას და ერიდებოდა სიმართლის თქმა. იგი (ნ-----–--------–-----ი) მიხვდა, რომ გ-----------–--ის მიერ ადგილი ქონდა ძალადობის ფაქტს, ვინაიდან, გარდა იმისა, რომ ორივე თვალზე აღენიშნებოდა სილურჯეები და გასიება, მ---------------ს ასევე ყელის არეში ეტყობოდა ისეთი ნაკვალევი, თითქოს ვიღაც ახრჩობდა. იმავე დღეს, ცოტა მოგვიანებით კიდევ ესაუბრა სამზარეულოში მარტო მყოფ დედას, რომელმაც უთხრა, რომ 2018 წლის 9 აგვისტოს გ-----------–--ემ თავის საცხოვრებლ ბინაში რამოდენიმეჯერ ჩაარტყა მუშტები სახის არეში, ასევე უჭერდა ხელებს ყელის არეში, რის შემდეგ გააუპატიურა, თუმცა რა იყო ამის მიზეზი და მოტივი, ასევე როგორ წამოვიდა დედა გ-----------–--ის ბინიდან, არ იცის.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ----------–------ა განმარტა, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს, დაახლოებით 6 საათისთვის დაურეკა დედას - მ---------------ს, რომელიც იყო აღელვებული, ამიტომ სამსახურის შემდეგ დაახლოებით 9 საათისთვის მეტროსადგურ „დელისის“ მიმდებარედ შეხვდა მას. შეხვედრისას შეამჩნია, რომ მ---------------ს სახეზე ჰქონდა ნაკაწრი, კისრის არე, შუბლი და ყბა ორივე მხარეს ჰქონდა დაზიანებული და ჩალურჯებული. სახლში მისვლისას დედამისისგან შეიტყო, რომ ცემა მისმა თანამშრომელმა გ-----------–--ემ. ცემის მიზეზი მისთვის უცნობია. ვინაიდან, მ---------------ს კისრის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები, ვარაუდობს, რომ დედამისის მიმართ გ-----------–--ის მხრიდან განხორციელდა სექსუალური ძალადობა, თუმცა გაუპატიურების შესახებ მისთვის ცნობილი არ არის.
მოწმე ქ---------------ის ჩვენებით, რომელიც უდავოდ იქნა ცნობილი მხარეთა მიერ, ირკვევა, რომ არის ქალთა ინიციატივების დახმარების ჯგუფის იურისტი. 2018 წლის 11 აგვისტოს დახმარებისათვის მიმართა ნაცნობმა ნ-----–--------–-----მა, რომელმაც განუმარტა, რომ დედამისი იყო ძალადობის მსხვერპლი და სურდა შეეხვედრებინა. 2018 წლის 12 აგვისტოს, დაახლოებით 18:00 საათზე მასთან სამსახურში მივიდა მ---------------, რომელსაც სახეზე თვალბუდის არეში ეტყობოდა სილურჯეები და დაზიანებები. მ--------------ის გადმოცემით, მას ყავდა მეგობარი მამაკაცი - გ-----------–--ე, რომელმაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და მისი ნების საწინააღმდეგოდ, დაამყარა სქესობრივი კონტაქტი. მ---------------ს უჭირდა გადაადგილება, დაათვალიერებინა სხეულის ადგილები, სადაც ეტყობოდა ზემოქმედების კვალი, ჰქონდა სილურჯეები და დაჟეჟილობები, თავს გრძნობდა ცუდად; დაზარალებულს სჭირდებოდა სამედიცინო დახმარება, რის გამოც წაიყვანა სამედიცინო დაწესებულებაში.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა ზ---–----–---–---–-ა და დ-----------–-–---–მა დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილოებით განხორცელებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და ავთენტურობა.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ-------–--------–-------------------------------ში. ბინა არის ერთოთახიანი, შესასვლელი კარიდან პირდაპირ 3 მეტრში დგას სამზარეულოს მაგიდა, მაგიდის პირდაპირ არის ერთსაწოლიანი ტახტი, რომელზეც დევს ერთი ცალი ფურცელი, რომელზეც იკითხება: - მე არ გღალატობ, ვიცი არც შენ, გთხოვ არ გამწირო, შენ მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის, ვიმედოვნებ მეც შენთვის, არ წავსულვარ.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ როგორც ქ. თბილისის „ნიუ-ჰოსპიტალსის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი 9140-დან ირკვევა, მ--------------- მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კლინიკაში შესულია 1--------------- საათზე, სადაც დაესვა დიაგნოზი: ქალა ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, ხერხემლის, კისრის ნაწილის დაძაბულობა-დაჭიმულობა, გულმკერდის ზედაპირული ტრავმა, რბილი ქსოვილების დაჟეჟილობით, ჰემატომები და რბილი ქსოვილების დაჟეჟილობები სახის მიდამოში. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი იქნა შპს „კლინიკა რუსთავის“ რენტგენოლოგის დასკვნა, რომლის ჩანაწერის მიხედვით აღინიშნება ცხვირის ძვლის მოტეხილობა მცირე ცდომით, (რაც არ დადასტურდა ექსპერტიზაზე წარმოდგენილი რენტგენოფირის შესწავლის შედეგად). 14.08.2018 წ. მოქ. მ------------------------ს პირადი შემოწმებისას აღინიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების, ნაჭდევის და სისხლჩაქცევის სახით (ზუსტი ლოკალიზაცია იხ. აღწერილობით ნაწილში) დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ცალკ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
გ-----------–--ემ როგორც პირველი ისნატანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ თავი დამნაშავედ ცნობს მ--------------ის მიმართ ცემის ჩადენაში და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ხოლო სექსუალური ძალადობა მ--------------ის მიმართ არ განუხორციელებია, სქესობრივი კავშირისას მ---------------ს წინააღმდეგობა არ გაუწევია და ყველაფერი მოხდა ნებაყოფლობით.
ამდენად, ზემოაღნიშნული ჩვენებებისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს მოცემულ საქმეზე სამართლებრივად სწორი და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. პალატა აღნიშნავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებები უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით; ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში; ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი უნდა იყოს საკმაოდ მაღალი და ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს. სასამართლო აქვე ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას და განმარტავს, რომ საქმეზე გამოკვლეული და გამოკველვის გარეშე უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად ვერ იქნა დადგენილი გ-----------–--ის მიერ მ---------------სთან იძულებით, მისი უმწეობის გამოყენებით სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტი. განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე უტყუარად დადგენილ გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს გ-----------–--ეს და მ---------------ს ორჯერ ჰქონდათ სქესობრივი კავშირი, რასაც ადასტურებს და სადავოდ არ ხდის თავად გ-----------–--ეც.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით კრიმინალიზებულია გაუპატიურება, ესე იგი პირის სხეულში ნებისმიერი ფორმით სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნებისმიერი ნაწილის ან ნებისმიერი საგნის გამოყენებით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. შესაბამისად, ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად მიჩნევისათვის აუცილებელია ადგილი ქონდეს ნების საწინააღმდეგო სქესობრივ კავშირს, რაც შესაძლოა გამოხატული იყოს: ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით. ამდენად, უმწეო მდგომარეობის გამოყენება გაუპატიურების ერთ-ერთ ხერხს წარმოადგენს და ასეთ მდგომარეობაში მყოფად მოიაზრება პირი, რომელსაც არ აქვს წინააღმდეგობის გაწევის უნარი; ან არ აქვს უნარი, მიხვდეს - რა ქმედებები ხორციელდება მასზე. მოცემულ შემთხვევაში, გ-----------–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება მოიცავს სწორედ დაზარალებულის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით გაუპატიურებას და უმწეო მდგომარეობაში მოაზრებულია მ--------------ისათვის ფიზიკური ძალადობის შედეგად სხეულზე მიყენებული დაზიანებები.
ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივარში აპელირებს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაზე და დაზარალებულის უმწეო მოდგომარეობაში ყოფნის დასადასტურებლად მიუთითებს, რომ მ---------------ს აღენიშნებოდა ქალა ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, ხერხემლის, კისრის ნაწილის დაძაბულობა-დაჭიმულობა, გულმკერდის ზედაპირული ტრავმა, რბილი ქსოვილების დაჟეჟილობით, ჰემატომები და რბილი ქსოვილების დაჟეჟილობები სახის მიდამოში. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ხსენებული დაზიანებები ექსპერტის მიერ შეფასებული იქნა როგორც ცალკ-ცალკე, ასევე ერთობლიობაში და აღინიშნა, რომ ისინი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ამდენად, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, არ დასტურდება დაზარალებულ მ--------------ის ყოფნა ისეთ მდგომარეობაში, როდესაც სხეულზე მიყენებული დაზიანებების და ჯანმრთელობის პრობლემების გამო იგი შეიძლება მიჩნეული ყოფილიყო უმწეო პირად.
რაც შეეხება უშუალოდ დაზარალებულის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებულ ინფორმაციას, მან სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ნათლად და არაერთხელ დააფიქსირა, რომ მასა და გ-----------–--ეს შორის ადგილი ჰქონდა ნებაყოფლობით სქესობრივ კავშირს. მეწმემ ცალსახად განმარტა, რომ ვინაიდან იყო ნაცემი, არ ჰქონდა სქესობრივი კავშირის დამყარების სურვილი, თუმცა წინააღმდეგობა არ გაუწევია და ეს სურვილი არ გამოუხატავს იმ ფორმით, რომ გ-----------–--ისათვის ყოფილიყო აღქმადი. კერძოდ, მ--------------- უთითებს, რომ გიორგის მასზე არ უძალადია, თვითონ მხოლოდ ერთხელ უთხრა, რომ თავი დაენებებინა, რაც სავარაუდოდ, გ-----------–--ემ ვერ გაიგო, ან სიტყვები გაიგო, მაგრამ ჩათვალა, რომ სქესობრივი კავშირი იყო ნებაყოფლობითი, ვინაიდან მას წინააღმდეგობა არ გაუწევია, არც უყვირია, არც ხელი დაურტყამს გ----------ვის და არც სხვა სახის წინააღმდეგობის გამომხატველი მოქმედება განუხორციელებია. მ---------------მ განაცხადა, რომ მას სქესობრივი კავშირის დამყარებაზე უარის გამოხატვის საშუალება ნამდვილად ჰქონდა. როგორც აღნიშნა, ცემის შემდეგ გ-----------–--ე წავიდა აფთიაქში, მიუტანა მედიკამენტები და გაუწია სამედიცინო დახმარება, მისი განმარტებით, უჭირდა გადაადგილება, თავბრუ ეხვეოდა და თავი სტკიოდა, თუმცა უმწეო მდგომარეობაში არ ყოფილა.
ბრალდების მხარე არსწორად წარმოაჩენს დაზარალებულის ჩვენებას, თითქოს ცემის გამო მას არ ქონდა უნარი წინააღმდეგობა გაეწია გ-----------–--ისათვის. მ--------------ის ჩვენებიდან გამომდინარე კი აშკარაა, რომ მას სხეულზე მიყენებული დაზიანებების გამო სურვილი არ სურდა სქესობრივი ურთიერთობა, მაგრამ ეს სურვილი მას ნათლად არ დაუფიქსირებია, რისი შესაძლებლობაც ჰქონდა როგორც სიტყვიერად, ისე მოქმედებით. რაც შეეხება აპელანტის მითითებას დაზარალებულის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, აღნიშნულთან დაკავშირებით მ---------------მ განმარტა, რომ იგი მისი სასიყვარულო გრძნობებიდან გამომდინარე, იყო შოკირებული - თუ რატომ იძალადა მასზე ფიზიკურად ადამიანმა, რომელიც უყვარდა. აღნიშნული განმარტება არ შეიძლება გაგებული იქნეს ისე, რომ მსგავსმა ემოციურმა მდგომარეობამ მას ხელი შეუშალა, გ-----------–--ისათვის კატეგორიული უარი განეცხადებინა სექსუალურ კავშირზე. განსახილველი კატეგორიის დანაშაულების შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დაზარალებულის ჩვენებას, მის თანმიმდევრულობასა და შესაბამისობას საქმეზე დადგენილ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან, რათა იგი აღქმული იქნეს როგორც დამაჯერებელი მტკიცებულება და არ აღძრას საფუძვლიანი ეჭვები. მოცემულ შემთხვევაშიც, პალატის მიერ ზედმიწევნით დეტალურად იქნა გაანალიზებული და შეფასებული დაზარალებულ მ--------------ის ჩვენება, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, არ იძლევა დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ მისი, როგორც უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, გ-----------–--ის მხრიდან განხორციელდა სექსუალური ძალადობა.
რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, რომელთა ნაწილიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, პალატა მიიჩნევს, რომ ვერც ისინი ქმნიან გაუპატიურების ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს; კერძოდ: დაზარალებულის შვილები - ნ-----–--------–-----ი და გ----------–-----ი, ასევე მოწმე ქ---------------ე და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები ინფორმაციას ფლობენ მხოლოდ დაზარალებულის გადმოცემით, ანუ იძლევიან ირიბ ჩვენებებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1------ გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების – ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობა. შესაბამისად, მოწმის ჩვენება, რომელიც ემყარება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, გამამტყუნებელ განაჩენს ძირითად საფუძვლად ვერ დაედება.
ამდენად, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას და მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი არათუ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გ-----------–--ის მიერ მ--------------ის გაუპატიურებას, რა დროსაც ეს უკანასკნელი იმყოფებოდა უმწეო მდგომარეობაში. ბრალდების მხარის მიერ წარმოდეგნილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებენ მტკიცებულებათა უტყუარობის მაღალ სტანდარტს და ვერ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ დამაჯერებელ ერთობლიობას იმის დადასტურებულად მიჩნევისათვის, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს გ-----------–--ემ მ---------------სთან იძულებით, ამ უკანასკნელის უმწეობის გამოყენებით ორჯერ დაამყარა სქესობრივი კავშირი. მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი კი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ გ-----------–--ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
რაც შეეხება გ-----------–--ის მსჯავრდებას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, აღნიშნული დადასტურებულია საქმეზე გამოკველული მტკიცებულებათა ერთობლიობით, მათ შორის დაზარალებულ მ--------------ის ჩვენებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, გ----------–-----ის და ნ-----–--------–-----ის ჩვენებებით, რომლებმაც უშუალოდ ნახეს მ--------------ის სახეზე მიყენებული დაზიანებები და თავად მსჯავრდებულ გ-----------–--ის ჩვენებით, რომელმაც აღიარა მარინე ბაქაძისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი და მოცემული კვალიფიკაცია დაცვის მხარის მიერ არ გამხდარა სადავო. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გ-----------–--ის ბრალეულობასთან დაკავშირებით, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი - სამართლიანი და ადეკვატური.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 იანვრის განაჩენი გ-----------–--ის მიმართ, როგორც კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული, უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორ სოსო სახლთხუციშვილის სააპელაციო საჩივარის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 30 იანვრის განაჩენი;
გ-----------–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.
გ-----------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.
გ-----------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
გ-----------–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 13 აგვისტოდან.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ დღეის მდგომარეობით გ-----------–--ეს მოხდილი აქვს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი.
ნივთიერი მტკიცებულებები:
- დაზარალებულ მ--------------ის ნაცხის ნიმუშები დალუქული სპეც. პაკეტში, გ-----------–--ის ნერწყვის ნიმუში დალუქული სპეც. პაკეტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ორი ცალი სამედიცინო შპრიცი დალუქულ მდგომარეობაში, სამი ცალი ამპულა მასში მოთავსებული სითხით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე