განაჩენი

სისხლის სამართლის 11.07.2019
საქმის ნომერი
190100119002928076
ინსტანცია
თარიღი
11.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N190100119002928076, №1ბ/1022-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

ნინო სანდოძე

 

სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე;

 

მსჯავრდებული - ო-------------- ბ------ის ძე დ---------ი - დაბადებული 1----–-–---------------ს, თ-----------ის მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ-----------ი, ქ.ა–--------------–----–--------------; დროებით მცხოვრები: ქ. რ----------–------------------.

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა.

 

სასჯელი:

 

9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიციები:

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და ო-------------- დ---------ის მიმართ სასჯელის მინიმუმის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო: მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, დაკავებისთანავე თანამშრომლობდა გამოძიებასთან, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ჰყავს 5 მცირეწლოვანი შვილი და არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი).

 

ბრალდების მხარის მიერ შესაგებელი არ წარმოდგენილა.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ო-------------- დ---------მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 27 თებერვალს, 15:55 საათზე, ქ.რ-------–---–---------------------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ო-------------- დ---------ი პირადად, ქურთუკის ჯიბეში უკანონოდ ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალებებს ჰეროინს, მორფინს (ფუძე), კოდეინს (ფუძე), თებაინს, ასევე 2019 წლის 27 თებერვალს მას საცხოვრებელ სახლში ქ.რ-------–---–------------------ში უკანონოდ შენახული ჰქონდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეძენილი ნარკოტიკული საშუალებები ჰეროინი, მორფინი (ფუძე), კოდეინი (ფუძე), თებაინი.

 

საბოლოოდ, საერთო ჯამში ო-------------- დ---------მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალებები, საერთო ოდენობით 11.1531 გრამი ჰეროინი, 1.5909 გრამი მორფინი, 2.8408 გრამი კოდეინი, 1.4203 გრამი თებაინი.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 მაისის განაჩენით, ო-------------- დ---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

ო-------------- დ---------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2019 წლის 27 თებერვლიდან.

 

ო-------------- დ---------ს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ დაცვის მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ო-------------- დ---------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად.

 

ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებები (მოწმეების: მ-----– ჯ-------–---–ის, დ----- ი-------–---–ის, რ----- კ---------ის და ბ-–-- კ------ის გამოკითხვის ოქმები, ო-------------- დ---------ის პირადი ჩხრეკის ოქმი, ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, ო-------------- დ---------ის ბინის ჩხრეკის ოქმი და ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა) ადასტურებენ მსჯავრდებულ ო-------------- დ---------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემულ საქმეზე შემოტანილი სააპელაციო საჩივარი ეხება მხოლოდ სასჯელის შემცირებას, აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია მისი განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

სასჯელის დასაბუთება:

პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ო-------------- დ---------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოებს ავალდებულებს სასჯელის დანიშვნის დროს გაითვალისწინონ დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ნარკოტიკული საშუალების შეძენას და შენახვას, რომელშიც სამართლებრივად იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვება და ამ უკანონოდ მოპოვებულისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. ვინაიდან, აღნიშნული ნივთიერებები არ წარმოადგენს ლეგალური ბრუნვის საგანს, მისი ბრუნვაში მოქცევა ნებისმიერი გზითა და სახით, აკრძალულ და შესაბამისად დასჯად ქმედებადაა შერაცხული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის დისპოზიციით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული კი, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ო-------------- დ---------ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ დანაშაულის ხასიათი, რაც გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვას, წარმოადგენს საფრთხეს საზოგადოებისთვისაც. უნდა აღინიშნოს, რომ მოვალეობათა დარღვევის ხასიათი, ზომა და ქმედების განხორციელების სახე (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა), ნარკოტიკული საშუალების სახეობები (ნარკოტიკული საშუალებები „ჰეროინი“, „მორფინი“ (ფუძე), „კოდეინი“ (ფუძე), „თებაინი“), მათი ოდენობა (ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საწყისი ოდენობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილისთვის განსაზღვრულია 1 გრამიდან) და მართლსაწინააღმდეგო შედეგი არ იძლევა სასჯელის შემცირების საფუძველს.

 

სასჯელის დანიშვნისას პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება მიაქცია სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გაითვალისწინა ზოგადი პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

დაცვის მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე ახალი მტკიცებულება დამატებით არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის შემცირებაზე. მითითება იმ გარემოებაზე, რომ ო-------------- დ---------მა აღიარა ჩადენილი დანაშაული, თანამშრომლობდა გამოძიებასთან, სადავოდ არ გაუხდია მტკიცებულებები, ჰყავს შვილები, მხედველობაში იქნა მიღებული სასჯელის დანიშვნისას და გამოხატულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის სანქციის ფარგლებში დანიშნული მინიმუმთან მიახლოვებული სასჯელით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთით. პალატას მიაჩნია, რომ ო-------------- დ---------ის მიმართ დანიშნული სასჯელის კიდევ უფრო შემცირების საფუძველი არ არსებობს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 მაისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს უფლება არა აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი ან მიიღოს მსჯავრდებულისთვის არასასიკეთო სხვა გადაწყვეტილება, თუ საქმე განიხილება მსჯავრდებულის, მისი ადვოკატის საჩივრის საფუძველზე და ბრალდების მხარეს საჩივარი არ შეუტანია. მოცემულ შემთხვევაში, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ო-------------- დ---------ს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ნაცვლად 5 წლისა, ჩამორთმეული აქვს 3 წლით. ვინაიდან, სააპელაციო საჩივარი შემოტანილია მხოლოდ დაცვის მხარის მიერ, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას მიიღოს მსჯავრდებულის საუარესო გადაწყვეტილება.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ო-------------- დ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 16 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ო-------------- დ---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.

 

ო-------------- დ---------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 27 თებერვლიდან.

 

ო-------------- დ---------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის თაობაზე ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

ო-------------- დ---------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

- სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, პოლიეთილენის ცელოფნები და სუნის ნიმუში განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით;

- პასპორტი, ქურთუკი, 2 ცალი მობილური ტელეფონი, სიგარეტის კოლოფები (რომლებიც ინახება რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველ განყოფილებაში), დაუბრუნდეს მის მფლობელს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს, კანონით დადგენილი წესით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

 

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

 

ნინო სანდოძე