განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #180100117003036119
საქმე №1ბ/1018-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილმა
მსჯავრდებულ ბ----------------–---–-ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ--–------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების № 092170817001), ბ----------------–---–-ს, დაბადებულის 1965 წლის 25 ივლისს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №-----------), დაოჯახებულის, საშუალო სპეციალური განათლების მქონის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: მ–------------------------–------------–ი მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ------ი ბ-------–---–მა ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, ასევე, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
ზ---–-------–--–---–მა და ბ------ი ბ-------–---–მა განიზრახეს თაღლითურად მიეღოთ ქონებრივი უფლება მ–------------------------–------------–ი მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთებზე. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ზ---–-------–--–---–მა და ბ------ი ბ-------–---–მა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, შემდგომი გამოყენების მიზნით დაამზადეს 1----–-–------------თ დათარიღებული მიწის ნაკვეთის ყალბი მიღება-ჩაბარების N--- აქტი. მიწის ნაკვეთზე ქონებრივი უფლების მიღების მიზნით, ზ---–--------–--–---–ის მითითებით ბ------ი ბ-------–---–მა მინდობილობა გაუფორმა ნ---------------ეს, რომელსაც მიანიჭა უფლებამოსილება მარწმუნებლის სახელითა და მისი ინტერესების შესაბამისად, განეხორციელებინა უძრავი ქონების რეგისტრაციისათვის საჭირო ქმედებები. მინდობილობის ფარგლებში, ბ----------------–---–-ს წარმომადგენელმა - ნ---------------ემ 2----–-–------------ს ორი განცხადებით მიმართა სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“, რასაც ერთვოდა 1997 წლის 12 ივნისით დათარიღებული მიწის ნაკვეთის ყალბი მიღება-ჩაბარების N--- აქტი და სხვა დოკუმენტები, რაც წინასწარ მოპოვებული იქნა ზ---–--------–--–---–ის, ნ---------------ის და ბ----------------–---–-ს მიერ. აღნიშნულით ზ---–-------–--–---–ისა და ბ----------------–---–-ს დავალებით, ნ---------------ე ითხოვდა ბ----------------–---–-ს სახელზე მომხდარიყო საკუთრების უფლების რეგისტრაცია თითქოსდა მიწის რეფორმით მიღებულ, მ–------------------------–------------–ი მდებარე, სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების 1200 (ათას ორასი) და 4500 (ოთხი ათას ხუთასი) კვადრატული მეტრი ფართობის მქონე მიწის ნაკვეთებზე. ხსენებული განცხადებებით, 2015 წლის 04 და 05 მაისს, 1----–-–------------თ დათარიღებული მიწის ნაკვეთის ყალბი მიღება-ჩაბარების N--- აქტის საფუძველზე, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მეშვეობით, ბ----------------–---–-ს, მისი მეუღლე - ბ--–--–---–-----ის, შვილის ნ---- ბ-------–---–ის სახელზე, თანასაკუთრების უფლებით დარეგისტრირებული იქნა სახელმწიფოს კუთვნილი, საერთო ჯამში 94 081 (ოთხმოცდათოთხმეტი ათას ოთხმოცდაერთი) ლარის ღირებულების, 5 700 (ხუთი ათას შვიდასი) კვადრატული მეტრი ფართობის მქონე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები (საკ. კოდებით: 7-----------; 7-----------). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზ---–--------–--–---–ისა და ბ------ი ბ-------–---–ის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით - 94 081 ლარის ქონებრივი ზიანი.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 აპრილის განაჩენით:
ბ----------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით მსჯავრად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ბ------ი ბ-------–---–ს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული და ფიქტიურად სხვა პირებზე რეგისტრირებული შემდეგი უძრავი ქონება: დ-----------–--–---–--ე (პ/ნ-------------) რეგისტრირებული 2250 მ2 ფართის მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 7-----------, რ----------–-----------ე (პ/ნ-------------) რეგისტრირებული 1200 მ2 ფართის მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 7----------- და თ----–------------ე (პ/ნ-------------) რეგისტრირებული 2250 მ2 ფართის მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით N------------.
ბ----------------–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით მსჯავრად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით ბ----------------–---–-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბ------ი ბ-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილი (ორი მესამედი) - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი (ერთი მესამედი) - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 (ორი) წელი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ბ------ი ბ-------–---–ს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული და ფიქტიურად სხვა პირებზე რეგისტრირებული შემდეგი უძრავი ქონება:
დ-----------–--–---–--ე (პ/ნ-------------) რეგისტრირებული 2250 მ2 ფართის მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 7-----------, რ----------–-----------ე (პ/ნ-------------) რეგისტრირებული 1200 მ2 ფართის მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 7----------- და თ----–------------ე (პ/ნ-------------) რეგისტრირებული 2250 მ2 ფართის მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით N------------.
ბ------ი ბ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 19 აპრილიდან.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ბ------ი ბ-------–---–მა და მისი ინტერესების დაცველმა ადვოკატმა, ლ--–------------ემ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, მსჯავრდებულ ბ----------------–---–-სთვის დანიშნული სასჯელის შემცირების თვალსაზრისით, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნტებით სასჯელის სახედ - ჯარიმის, ხოლო საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, საიდანაც დანიშნული სასჯელის ნაწილი, თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციულ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი, თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით ჩაეთვალოს პირობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, ბ------ი ბ-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც დანიშნული სასჯელის ნაწილი, თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციულ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი, თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა მსჯავრდებულ ბ----------------–---–-ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ--–------------ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ბ----------------–---–-ს მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ბ----------------–---–-ს დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულის წარმომადგენლის, გ------------–---–-ს და მოწმეების: გ--–-------–---–---------------–---–-----–------------–---–-----–---–----------–-–---–--, ნ---- ზ--------–---–-------------------–--------------------–--–-–---–-----------------–---, ნ---------------ის, გი----------–-–---–---------------------–---–--------------------–---–-------------–-----------------–------------------------------------------------–---–--, გ----------–----–---–------------------------------------–-----------------------–-----------------------–---–-------------------------------- ბ-------–---–ის, დ--------------–-–---–---------------------–---–--, ნ---- ჩ---–---–--, ნ---- ს----–---–----–--------------------------------------------------------------------–-–---–---------------–---–-----------------------–---–-ს გამოკითხვის ოქმების, სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული, აწ გარდაცვლილი ზ---–------–--–---–-ს 2017 წლის 17 იანვრით დათარიღებული გამოკითხვის ოქმის, ბ--–--–---–-----ის, ნ---- ბ-------–---–ის, ტ------–-------------------------–--–---–----------------–------------------–-----------------------------–---–-ს, გამოკითხვის ოქმების, ბრალდებულ ბ----------------–---–-ს გამოკითხვის ოქმის და მის მიერ დანაშაულის აღიარების, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიწის ნაკვეთების საკადასტრო-აზომვითი ნახაზების, 1----–-–------------თ დათარიღებული მიწის ნაკვეთის ყალბი მიღება-ჩაბარების N--- აქტის, ბ----------------–---–-ს წარმომადგენლის ნ---------------ის N-------- განცხადების ასლის (31.03.2015 წ.), ბ--–--–---–-----ის წარმომადგენლის, ნ---------------ის განცხადების ასლის (29.09.2015 წ.), ნ---- ბ-------–---–ის მიერ მიცემული განმარტების, კომპლექსური გრაფიკული დოკუმენტის ექსპერტიზის N------------------ დასკვნის, კომპლექსური გრაფიკული დოკუმენტის ექსპერტიზის N----------------- დასკვნის, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ბიუროს“ N--------- დასკვნის, 2016 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან შემოსული წერილის, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 21 ოქტომბრის წერილის, 2016 წლის 24 ოქტომბერს სსიპ შემოსავლების სამსახურიდან მიღებული წერილის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გაანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბ------ი ბ-------–---–მა ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ,დიდი ოდენობით, ასევე, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის, დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ბ------ ბ-------–---–ის მიმართ სასჯელის შემსუბუქების თაობაზე.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ - დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ამასთან, სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა ბ----------------–---–-ს მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის აღიარება და მოინანიება, ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, მსჯავრდებულის პიროვნება, წარსული ცხოვრება, დაზარალებულისთვის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანის მიყენების ფაქტი, რომელიც არ არის ანაზღაურებული და დაზარალებულის პრეტენზია ბ----------------–---–-ს მიმართ, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება, ხასიათი, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დანაშაულის ჩადენის მოტივი, მიზანი; პალატა მიიჩნევს, რომ ზემოთაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ მსჯავრდებულ ბ------ი ბ-------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ განუსაზღვრა სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, რომლის შემსუბუქების საფუძველიც არ არსებობს.
რაც შეეხება დამატებითი სასჯელის სახეს, სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ დანაშაულებრივი გზით, თაღლითობის შედეგად მოპოვებული ქონების, მიწის ნაკვეთების გადაფორმება დ-----------–--–---–--ე, რ----------–----------ა და თ----–------------ე მოხდა ფიქტიურად, მიწის დაუფლებისათვის კანონიერი სახის მისაცემად, შესაბამისად, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება უნდა ჩამოერთვას ფაქტობრივ მესაკუთრეს - ბ------ი ბ-------–---–ს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 აპრილის განაჩენი ბ----------------–---–-ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ბ----------------–---–-ს მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ბ----------------–---–-ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ--–------------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 აპრილის განაჩენი ბ----------------–---–-ს მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ბ----------------–---–- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ბ------ი ბ-------–---–ს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას დანაშაულებრივი გზით მოპოვებული და ფიქტიურად სხვა პირებზე რეგისტრირებული შემდეგი უძრავი ქონება: დ-----------–--–---–--ე (პ/ნ-------------) რეგისტრირებული 2250 მ2 ფართის მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 7-----------, რ----------–-----------ე (პ/ნ-------------) რეგისტრირებული 1200 მ2 ფართის მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 7----------- და თ----–------------ე (პ/ნ-------------) რეგისტრირებული 2250 მ2 ფართის მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით N------------.;
ბ----------------–---–- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით, ბ----------------–---–-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბ------ი ბ-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილი (ორი მესამედი) - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი (ერთი მესამედი) - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ბ------ი ბ-------–---–ს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას დანაშაულებრივი გზით მოპოვებული და ფიქტიურად სხვა პირებზე რეგისტრირებული შემდეგი უძრავი ქონება:
დ-----------–--–---–--ე (პ/ნ-------------) რეგისტრირებული 2250 მ2 ფართის მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 7-----------, რ----------–-----------ე (პ/ნ-------------) რეგისტრირებული 1200 მ2 ფართის მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 7----------- და თ----–------------ე (პ/ნ-------------) რეგისტრირებული 2250 მ2 ფართის მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით N------------.;
ბ------ი ბ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 19 აპრილიდან.
ცნობად იქნას მიღებული, რომ ბ----------------–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს, ბ----------------–---–-ს (პ/ნ------------) ნდობით აღჭურვილ პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს 2017 წლის 2 ოქტომბერს სს „საქართველოს ბანკში“ გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა, 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.
პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, მსჯავრდებულ ბ----------------–---–-ს ყოფა-ქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევამდე - სახელმწიფოს სასარგებლოდ აღრიცხვამდე შენარჩუნდეს ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 იანვრის განჩინებით დადებული ყადაღა დ-----------–--–---–-ს (პ/ნ-------------) სახელზე რეგისტრირებულ 2250 მ2 ფართის მიწის ნაკვეთზე - საკადასტრო კოდით 7-----------, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 01 თებერვლის განჩინებით დადებული ყადაღა თ----–----------ს (პ/ნ-------------) სახელზე რეგისტრირებულ 2250 მ2 ფართის მიწის ნაკვეთზე - საკადასტრო კოდით N------------ და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 02 მარტის განჩინებით დადებული ყადაღა რ----------–---------- (პ/ნ-------------) სახელზე რეგისტრირებულ 1200 მ2 ფართის მიწის ნაკვეთზე - საკადასტრო კოდით 7-----------;
ნივთიერი მტკიცებულებები:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ
სსიპ ,, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან“ 2016 წლის 27 ოქტომბერს ამოღებული 04 (ოთხი) ერთეული დისკი, რომელიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან“ 2017 წლის 12 აპრილს ამოღებული 01 (ერთი) ერთეული დისკი, რომელიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან“ 2017 წლის 03 მაისს ამოღებული 07 (შვიდი) ერთეული დისკი, რომელიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან“ 2017 წლის 26 ივლისის წერილით გამოძიებისთვის გადაგზავნილი 01 (ერთი) ერთეული დისკი, რომელიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი