განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100118002706751- 1ბ-725-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
8 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: მაია თეთრაული
მურმან ისაევი
სხდომის მდივანი: გიორგი სვანიძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: თ------------ია
დაცვის მხარე:
გამართლებული: ა-–-----------------–---–-, დაბადებული 1----–-–---------–---- საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ქ------–--------------------------–------------------------–------------–------------------------–------------–-;
ადვოკატები: ზუ--------------–---–-----------------------–---
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლი;
დისპოზიცია: განზრახ მკვლელობის მცდელობა;
კვალიფიკაცია:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები.
დისპოზიცია: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი არაერთგზის და იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები.
დისპოზიცია: ცივი იარაღის ტარება განზრახი ნაკლებად მძიმე, განზრახი მძიმე დანაშაულებისა და ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წელი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 მარტის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ------------იამ და ითხოვა ცვლილების შეტანა განაჩენში. კერძოდ: ა-–-----------------–---–-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.108-ე მუხლით, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ქვეპუნქტებითა და 2381-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და დანაშაულის შესატყვისი, სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
დაცვის მხარემ მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენში ცვლილების შეტანა. კერძოდ: ა-–-----------------–---–-ს ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ეპიზოდში.
წარდგენილი ბრალდების არსი:
2018 წლის 12 აგვისტოს, დაახლოებით 19:20 საათზე, ქ-------–--–------------------–---------–--–------- მიმდებარე ტერიტორიაზე, ა-–-----------------–---–- იმყოფებოდა რა მისი მართვის ქვეშ მყოფი თეთრი ფერის, T------------ მოდელის, სახელმწიფო ნომრით F-------- ავტომანქანით, პირადი უთანხმოების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა რ-------------ს, მაგრამ განზრახვა ვერ მოიყვანა სისრულეში მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაუდგენელი ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მან რ-------------ს მიაყენა დაზიანება მარცხენა მხრის ზედა ძვლის ფოსოს მრავალფრაგმენტიანი ცეცხლნასროლი მოტეხილობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 იანვრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 273-ე მუხლით და ამავე კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევს და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ ალ-----------------–---–- 2018 წლის 13 აგვისტოს, ქ-------–--–--------–---------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე 21:25 საათიდან 21:35 საათამდე პერიოდში ჩატარებული პირადი ჩხრეკით აღმოაჩნდა უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალებები: 25--------------------- და ჰეროინი, წონით 0,000023 გრამი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 იანვრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 273-ე მუხლით და ამავე კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევს და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ ალ-----------------–---–- 2018 წლის 13 აგვისტოს, ქ-------–--–--------–---------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე 21:25 საათიდან 21:35 საათამდე პერიოდში ჩატარებული პირადი ჩხრეკით აღმოაჩნდა ცივი იარაღი - დანა.
სასამართლომ დაადგინა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 იანვრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 273-ე მუხლით და ამავე კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევ და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ ალ-----------------–---–- 2018 წლის 13 აგვისტოს, ქ-------–--–--------–---------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე 21:25 საათიდან 21:35 საათამდე პერიოდში ჩატარებული პირადი ჩხრეკით აღმოაჩნდა უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალებები: 25--------------------- და ჰეროინი, წონით 0,000023 გრამი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 იანვრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 273-ე მუხლით და ამავე კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევ და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ ალ-----------------–---–- 2018 წლის 13 აგვისტოს, ქ-------–--–--------–---------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე 21:25 საათიდან 21:35 საათამდე პერიოდში ჩატარებული პირადი ჩხრეკით აღმოაჩნდა ცივი იარაღი - დანა.
განზრახ მკვლელობის მცდელობა
დაზარალებულ რ-------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს დეიდასთან - ქ-------–--–------------------–---------–--–-----–-. 2018 წლის 12 აგვისტოს, საღამოს, იგი იმყოფებოდა ქუჩაში, რა დროსაც ღია ფერის - თეთრი ან ვერცხლისფერი, ოპელის ან ფორდის მოდელის, მარჯვენასაჭიანი ავტომანქანა მოტრიალდა ქუჩის ბოლოს და გაჩერდა მის წინ. მძღოლმა, რომელიც გაეცნო ალ------------, იყო დაახლოებით 23-27 წლის, მაღალი, გამხდარი, ტალღოვანი თმით, ეხურა კეპი, ჩაუწია ავტომანქანის მარცხენა მინა და გამოელაპარაკა, კერძოდ, ჰკითხა სახელი და გვარი და ასევე, იმ ჩიხში თუ ცხოვრობდა. მას შემდეგ, რაც უთხრა, რომ იგი იყო იმ ჩიხში მცხოვრები რემი, მძღოლმა მას ესროლა გადაჭრილი საფანტი იარაღიდან, რის შემდეგაც იგი სწრაფი სიჩქარით წავიდა გუნიას ქუჩისკენ. გასროლის ხმაზე გამოვიდნენ მეზობლები, რომელთაც გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, მათ მოსვლამდე კი აღმოუჩინეს დახმარება. რ-------------ის განმარტებით, იმ პიროვნებას ვინც მისი მიმართულებით გასროლა განახორციელა არ იცნობს, თუმცა, მისი სახე კარგად დაინახა და ამოცნობა შეუძლია. დაზარალებულმა ასევე აღნიშნა, რომ პიროვნება, რომელმაც მას ესროლა, სასამართლო სხდომის დარბაზში არ იმყოფება და წარმოდგენილ ბრალდებულს საერთოდ არ იცნობს. მისი განმარტებით, გამოძიებაში მას ჩაუტარდა ფოტოსურათით ამოცნობა, კერძოდ, გამომძიებელმა მას წარუდგინა ოთხი ფოტოსურათი, რომელთაგან ერთ-ერთზე, მართალია, აღნიშნა, რომ ჰგავდა იმ პიროვნებას, რომელმაც მას ესროლა, თუმცა, იქვე კატეგორიულად მიუთითა, რომ ფოტოსურათებში წარდგენილი პირებიდან არცერთი არ იყო ის პირი, რომელმაც მას ესროლა. რ-------------მა ასევე განმარტა, რომ მას დამთავრებული აქვს ქართული სკოლის რუსული სექტორი, რის გამოც მან კარგად არ იცის ქართული და გამოძიების ეტაპზე მის მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას საჭიროებდა თარჯიმნის მომსახურებას, რაც მოითხოვა კიდეც, თუმცა, პოლიციის თანამშრომლებმა თარჯიმნის მომსახურებაზე უარი უთხრეს შემდეგი მიზეზით: „ქართულად ნორმალურად საუბრობ და თარჯიმანი არ გჭირდებაო“. რ-------------მა ასევე აღნიშნა, რომ განსაკუთრებული უთანხმოება არავისთან ჰქონია, შესაბამისად, არ იცის ვინ ან რატომ ესროლა.
მოწმე კა--------–-------–---–-- ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ქ.------–--–------------------–---------–--–------–-. მასთან ცხოვრობს აგრეთვე მისი დისშვილი რ-------------ი. 2018 წლის 12 აგვისტოს, საღამოს, იგი იმყოფებოდა მეზობელთან - რ----------------- და ეხმარებოდა საბნის კერვაში, რა დროსაც გაიგეს სროლის ხმა და გამოვიდნენ გარეთ. მან დაინახა, რომ მის დისშვილს ხელი მარცხენა მხარზე ჰქონდა მიბჯენილი, საიდანაც სდიოდა სისხლი. მან აღმოუჩინა პირველადი დახმარება და გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ამასთან, მის კითხვაზე რ-------------მა უთხრა, რომ არ იცოდა ვინ და რატომ ესროლა. იგივე უპასუხა ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს. შემდეგ იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში.
მოწმე რ-----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ქ.------–--–------------------–---------–--–------–-. 2018 წლის 12 აგვისტოს, საღამოს, მასთან იმყოფებოდა მეზობელი კ---------–-------–---–ი, რომელიც საბნის კერვაში ეხმარებოდა. დაახლოებით 19:00 საათზე მათ გაიგეს სროლის ხმა და ხალხის ხმაური, რის გამოც გავიდნენ ქუჩაში და დაინახეს, რომ რ-------------ს მხარზე ხელი ჰქონდა მიბჯენილი და ამბობდა „მგონი დამჭრესო“, თუმცა, მას არ უთქვამს ვინ და რატომ დაჭრა, შესაბამისად, არ იცის ვინ ესროლა მას. მალე სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიციაც მოვიდა და რ-------------ი გადაიყვანეს საავადმყოფოში.
მოწმე ქ-------------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ქ-------–--–------------------–---------–--–-----–-. 2018 წლის 12 აგვისტოს, საღამოს დაახლოებით 18:00-19:00 საათზე, იგი იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლში და თავის მცირეწლოვან შვილს ოთახში აჭმევდა საჭმელს, რა დროსაც გაიგო ხმა, თუმცა, ყურადღება არ მიუქცევია, რადგან ეგონა, რომ ბავშვები თამაშობდნენ და იყო ე.წ საახალწლო პიროტექნიკის ხმა. შემდეგ ქუჩიდან შემოესმა ხალხის ხმაური და როდესაც გავიდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიციის თანამშრომლები უკვე მისულები იყვნენ და შეიტყო, რომ მისი მეუღლის დეიდაშვილი - რ-------------ი იყო დაჭრილი, თუმცა, არ იცის ვინ ან რატომ დაჭრა იგი.
მოწმე სტ-----–-----------ნის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ქ-------–--–------------------–---------–--–-------–-- 2018 წლის 12 აგვისტოს, საღამოს, სახლში ჰყავდა სტუმრები, კერძოდ: ბიძაშვილები - ს----------------------------------------------------–------------------–--------------ე და აივანზე თამაშობდნენ კარტს, რა დროსაც გაიგეს აფეთქების ძლიერი ხმა, რაც ეგონათ ე.წ. საახალწლო ასაფეთქებელი. მეზობელი - გ------------ გავიდა ქუჩაში, რათა გაერკვია რა ხმა იყო, როდესაც დაბრუნდა, უთხრა, რომ რ-------------ი იყო დაჭრილი, თუმცა, ვინ და რატომ დაჭრა, არ იცის. შემდეგ ყველანი გავიდნენ ქუჩაში, რა დროსაც სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია უკვე მოსულები იყვნენ. მოწმემ ასევე, განმარტა, რომ გასროლის შემდეგ მან დაინახა, თეთრი ფერის ავტომანქანა (მოდელი და ნომერი არ დაუნახავს), რომელმაც ზემოდან ქვემოთ სწრაფი სიჩქარით ჩაიარა.
მოწმე გ------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 12 აგვისტოს, საღამოს საათებში, იმყოფებოდა მეზობელთან სტ-----–-----------ნთან, სადაც მის სხვა სტუმრებთან ერთად კარტს თამაშობდა. მას შემდეგ რაც დაასრულა თავისი პარტია, სიგარეტის საშოვნელად გავიდა ქუჩაში. ქუჩაში მას დახვდა რ-------------ი, რომელსაც გამოართვა სიგარეტი და კვლავ შებრუნდა მეზობელთან კარტის სათამაშოდ. ამასთან, როდესაც იგი სიგარეტის საშოვნელად გამოვიდა ქუჩაში, მან შენიშნა თეთრი ფერის „ტოიოტა აქვას“ მოდელის, მარჯვენასაჭიანი ავტომანქანა, რომლის საჭესთან იჯდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ეფარა კეპი. სტ-----–-----------ნის სახლში შებრუნების შემდეგ, დაახლოებით 15 წუთში, შემოესმა გასროლის ხმა, როდესაც გავიდა ქუჩაში, დაინახა, რომ რ-------------ი იყო დაჭრილი. მან ასევე დაინახა, რომ ზემოაღნიშნული თეთრი ავტომანქანა სწრაფი სიჩქარით ჩავიდა ქვევით - გუნიას ქუჩის მიმართულებით. მოწმის განმარტებით, მას ავტომანქანის მძღოლის სახე და ავტომანქანის ნომერი არ დაუნახავს. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ კი, რ-------------თან ჰქონდა საუბარი მის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა, არ იცის ვინ და რატომ ესროლა დაზარალებულს.
მოწმეებმა - ს---------------------------------------------------------–----ა საქმის არსებით სხდომაზე დაადასტურეს, რომ 2018 წლის 12 აგვისტოს, საღამოს საათებში, იმყოფებოდნენ ბიძაშვილთან - სტ-----–-----------ნთან სახლში და თამაშობდნენ კარტს, რა დროსაც გაიგეს აფეთქების ხმა, რაც აღიქვეს, რომ იყო საახალწლო პიროტექნიკის ხმა და განაგრძეს თამაში. შემდეგ გაიგეს, რომ მისული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია, რის გამოც გავიდნენ ქუჩაში და შეიტყვეს, რომ დაჭრილი იყო სტ-----–-----------ნის მეზობელი რ-------------ი, თუმცა, ვინ დაჭრა, არცერთმა იცის. მოწმე ს-----------------ა ასევე აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც გაიგო აფეთქების ხმა, დაინახა თეთრი ფერის ავტომანქანა (მოდელი და ნომერი არ დაუნახავს), რომელმაც ზემოდან ქვემოთ სწრაფი სიჩქარით ჩაიარა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მ--------------–---- დეტექტივ-გამომძიებელმა მოწმე კ-----------ნიამ საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 13 აგვისტოს, დღის საათებში მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, რ-------------ის მკვლელობის მცდელობა ჩადენილი უნდა ჰქონოდა ალ------------------------------–---–-- რომელიც დანაშაულის ჩადენის ადგილზე უნდა ყოფილიყო მეუღლის ლ---------–--ლის მფლობელობაში და ფაქტობრივ საკუთრებაში არსებული T------------ მოდელის, სახელმწიფო ნომრით F-------- ავტომანქანით, რომელიც რეგისტრირებული იყო ი-----–-------–-–---–-ს სახელზე, ხოლო აღნიშული ავტომანქანა ინფორმაციის მიღების მომენტისათვის გაჩერებული უნდა ყოფილიყო ქ. თბილისში, დ----------–---------------- მიმდებარე ტერიტორიაზე. მიღებული ინფორმაციის შესახებ მან პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც დაიკითხა მოწმის სახით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.-----–---------–-–--------------------------–-------–-----------------–-------------------–-------------------------------------–------–-------------------------- საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, რ-------------ის მკვლელობის მცდელობა ჩადენილი უნდა ჰქონოდა ალ------------------------------–---–-- რომელიც იმყოფებოდა ქ. თბილისში, ჯ---–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე და რომელსაც უნდა სცმოდა გრძელსახელოებიანი პერანგი, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი და შავი ფერის თეთრ ძირიანი სპორტული ფეხსაცმელი (კეტები), ასევე, ალ-----------------–---–- თან უნდა ჰქონოდა დანაშაულის ჩადენის იარაღი. მიღებული ინფორმაციის შესახებ მან პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც დაიკითხა მოწმის სახით.
მოწმე მ-----------–---–-ა საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 12 აგვისტოს მდგომარეობით მუშაობდა ჰოტელ „---–--------–-- მენეჯერის პოზიციაზე. მისი განმარტებით, ჰოსტელზე დამონტაჟებულია შიდა და გარე პერიმეტრის სათვალთვალო ვიდეო კამერები, რომელთაგან ერთ-ერთი გარე პერიმეტრის კამერა აკონტროლებს ქ-------–--------------------–--------–-ლს. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით, თავდაპირველად პოლიციის თანამშრომლებმა გაარკვიეს ხდებოდა თუ არა ვიდეო ჩაწერა და რამდენი ხანი ინახებოდა ჩანაწერი, ხოლო შემდეგ სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მისი მონაწილეობით მოხდა აღნიშნული ვიდეოჩანაწერის დათვალიერება და ამოღება.
მოწმე ლ-------------–---–-ა საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ექსპერტ-კრიმინალისტის თანამდებობაზე. 2018 წლის 12 აგვისტოს, მეწყვილე - გ-----------------–-------ნ ერთად მონაწილეობა მიიღო გამომძიებელ ლ-–------------ მიერ ჩატარებულ შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რომელიც მდებარეობდა ქ-------–--–------------------–---------–--–------- მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რაიმე კვალი ან ნივთი არ ამოღებულა, გადაღებულ იქნა მხოლოდ ფოტოსურათები, რაც გადაეცა გამომძიებელს.
საქმის არსებით სხდომაზე გ------------------- მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს ქ------–----------------------------–---------------------------------------–---–-- უფროსი ექსპერტის თანამდებობაზე. 2018 წლის 13 აგვისტოს, მეწყვილე მ---------------------- ერთად მონაწილეობა მიიღო გამომძიებელ გ---------------–---–----------------–--–------–--------------- მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებულ ავტომანქანის დათვალიერებაში, რა დროსაც ავტომანქანის შიდა სალონიდან, კერძოდ: ავტომანქანის საჭის ზედაპირიდან, ავტომანქანის კარის გამღები მექანიზმიდან, სიჩქარის ბერკეტიდან და ხელის მუხრუჭის ბერკეტიდან აღებული იქნა გენეტიკური კვალის ნიმუშები, ხოლო ავტომანქანის მარჯვენა და მარცხენა კარის შიდა ზედაპირიდან აღებულ იქნა დენთის კვალის ნიმუშები. ამოღებული ნიმუშები დაილუქა სპეციალურ პაკეტებში, ხოლო ლუქზე გაკეთდა მონაწილეთა ხელმოწერები, თარიღი და საქმის ნომერი. ამასთან, ვინაიდან აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება დაიწყო 23:00 საათზე, ხოლო იმ ადგილას, სადაც დათვალიერება ხდებოდა გარე განათება არ აღწევდა, მის მიერ გამოყენებულ იქნა ხელოვნური განათება - ხელის ფარანი. საგამოძიებო მოქმედებისას დასურათდა ავტომანქანა, რომელსაც ვიზუალურად, მართალია, გარკვეული სახის დაზიანებები აღენიშნებოდა, თუმცა, აღნიშნულ დაზიანებებზე აქცენტი არ გაუკეთებია, რადგან როგორც დათვალიერების დაწყებამდე გამომძიებელმა განუმარტა, გამოძიების ინტერესს შეადგენდა ავტომანქანის სალონიდან გენეტიკური და დენთის კვალის ნიმუშის აღება. მისი განმარტებით, გამომძიებლის მიერ შედგენილ იქნა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ოქმი, რომელსაც გაეცნო როგორც თვითონ, ასევე ყველა მონაწილე, მათ შორის, ავტომანქანის მფლობელი - ლ---------–--ლი და ყველა მათგანმა ოქმის სისწორე დაადასტურეს ხელმოწერით.
მოწმე შ--–------------ემ საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ექსპერტ-კრიმინალისტის თანამდებობაზე. 2018 წლის 19 სექტემბერს, ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილებიდან შესული შეტყობინების საფუძველზე, მეწყვილესთან - ნ-------------------ნ ერთად, მონაწილეობა მიიღო გამომძიებელ ლ-–------------ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც მოხდა მოწმე რ-------------ის ჩვენების ადგილზე შემოწმება, კერძოდ, ქ-------–--–--------------------–--–------- მიმდებარე ტერიტორიაზე მან მიუთითა ადგილი, სადაც შემთხვევის დროს იდგა თავად, ასევე ადგილი სადაც გაჩერებული იყო ავტომანქანა, საიდანაც განხორციელდა მის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას გადაღებულ იქნა ფოტოსურათები, რაც გადაეცა გამომძიებელს.
მოწმე ი-–-------–---–---–-ა საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ-------–---------–-–--------------------------–-------–-----------------–-------------------–---ში გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 12 აგვისტოს, აღნიშნულ განყოფილებაში დაიწყო გამოძიება რ-------------ის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე სხვა გამომძიებლებთან ერთად ჩატარებული აქვს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, 2018 წლის 14 აგვისტოს გამოკითხა რ-------------ი, კერძოდ, მას შემდეგ, რაც 2018 წლის 14 აგვისტოს, დილის საათებში, მისმა თანამშრომელმა ალ----–---–ის სახელობის კლინიკაში გამოკითხა რ-------------ის მკურნალი ექიმი - თემურ წერეთელი, რომელმაც განმარტა, რომ შესაძლებელი იყო რ-------------ის გამოკითხვა, მან (ი-–-------–---–---–-ა) იმავე დღეს გამოკითხა რ-------------ი, რომელსაც მის მიერ გამოკითხვის წინ განემარტა ყველა უფლება, მათ შორის, ადვოკატის ყოლის უფლება, რაზეც განაცხადა უარი. მას ასევე, განემარტა, რომ გამოძიებისთვის უნდა მიეცა სწორი ინფორმაცია. მის მიერ, ასევე, შეთავაზებულ იქნა თარჯიმნის მომსახურება, რაზეც განაცხადა უარი, მისი თქმით, საქართველოში იყო დაბადებული და გაზრდილი და ქართული შესანიშნავად იცოდა. აღნიშნულის შემდეგ, მის მიერ გამოკითხულ იქნა რ-------------ი, რა დროსაც განაცხადა, რომ შეეძლო იმ პიროვნების ამოცნობა, რომელმაც მას ესროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან. აღნიშნულის გამო მის მიერ რ-------------თან ჩატარდა ფოტოსურათით ამოცნობა. ფოტოსურათით ამოცნობის დაწყებამდე მას კიდევ ერთხელ განემარტა უფლებები, რის შემდეგაც მან ოთხ ფოტოსურათს შორის ამოიცნო ა-–-----------------–---–-ს ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება. მოწმის განმარტებით, რ-------------მა თავად, ქართულ ენაზე, წაიკითხა როგორც გამოკითხვის ოქმი, ასევე ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი, რის შემდეგაც აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების ოქმების სისწორე დაადასტურა ხელმოწერით. ასევე, გამოკითხვის ოქმზე ქართულ ენაზე გაკეთებული მინაწერი „გამოკითხვის ოქმი შედგენილია ჩემი კარნახით, წავიკითხე, სწორია და ვაწერ ხელს“ - შესრულებულია თავად რ---------------ს მიერ. ამასთან, გამოკითხვის ან ფოტოსურათით ამოცნობის დროს რ-------------ის მიმართ ვინმეს მხრიდან რაიმე სახის ზემოქმედებას ადგილი არ ჰქონია. მას ასევე, რაიმე სახის პრეტენზია არ განუცხადებია. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებების ოქმების სისწორე.
მოწმე გ---------------–---–მა საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ-------–---------–-–--------------------------–-------–-----------------–-------------------–---ში გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 12 აგვისტოს, აღნიშნულ განყოფილებაში დაიწყო გამოძიება რ-------------ის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე. აღნიშნულ საქმეზე მის მიერ გამოკითხულ იქნენ გი-------------------ი და კ-----------ნია, ასევე მის მიერ დათვალიერებულ და ამოღებულ იქნა ავტომანქანა „ტოიოტა აქვა“. მოწმის განმარტებით, ავტომანქანის დათვალიერება და ამოღება მოხდა გვიან ღამით, მისი მფლობელის ლ---------–--ლის და ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით. დათვალიერებისას ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ავტომანქანის სალონის სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულ იქნა ანაწმენდები, რაც დაილუქა სპეციალურ პაკეტებში, ხოლო ლუქზე გაკეთდა მონაწილეთა ხელმოწერები, დაესვა თარიღი და მიეთითა საქმის ნომერი. დათვალიერების შემდეგ ავტომანქანა ამოღებულ და გადაყვანილ იქნა თ------–---–--------------–- მდებარე ძველი თბილისის სამმართველოს ავტოსადგომზე, სადაც მოხდა აღნიშნული ავტომანქანის დალუქვა. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებების ოქმების სისწორე და აღნიშნა, რომ ავტომანქანის დათვალიერება მიმდინარეობდა ღამის საათებში და არსებული სიბნელის გამო, ვიზუალური დათვალიერებისას შესაძლებელია მასზე არსებული რაიმე სახის დაზიანება ვერ შეემჩნიათ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბ--–-----------------–-------------------–----------------------------------- და მისმა მოადგილემ - გ----------------მ საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტეს, რომ 2018 წლის 12 აგვისტოს, ძველი თბილისის მე-3 განყოფილებაში დაიწყო გამოძიება რ-------------ის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე. აღნიშნულ საქმეზე, 2018 წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, მათი თანამშრომლის გი-------------------ის მიერ მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი - ა-–-----------------–---–- იმყოფებოდა ქ. თბილისში, ჯ---–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე და თან უნდა ჰქონოდა დანაშაულის ჩადენის იარაღი. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, ისინი, ამავე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ - ი--------–--------თან ერთად გავიდნენ ინფორმაციაში მითითებულ ტერიტორიაზე, რა დროსაც ქ.------–--–--------–--------------თან შენიშნეს ინფორმაციაში მითითებული პიროვნება, რომელიც შეაჩერეს, წარუდგინეს სამსახურებრივი მოწმობები, გამოკითხეს ვინაობა და მას შემდეგ, რაც დაუდასტურა, რომ იყო ა-–-----------------–---–-, განუმარტეს, რომ რ-------------ის მკვლელობის მცდელობის საქმესთან დაკავშირებით უნდა ჩატარებულიყო მისი პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მან სცადა გაქცევა და გაუწია წინააღმდეგობა, თუმცა, მათ არ მისცეს გაქცევის საშუალება, შებოჭეს და იქვე დააკავეს. აღნიშნულის შემდეგ, მათი მონაწილეობით ჩატარდა ა-–-----------------–---–-ს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ჯინსის შარვლის ჯიბეებიდან ამოღებულ იქნა მობილური ტელეფონი და დასაკეცი დანა, ხოლო ტანზე არსებული საფულიდან/პატარა ზომის ჩანთიდან ამოღებულ იქნა ერთჯერადი მოხმარების შპრიცი, მასში მოთავსებული სითხით, ასევე აბები და სხვა პირადი ნივთები, რაც დაილუქა ადგილზე. ამასთან, იმის გამო, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხევა და შეიკრიბა ხალხი, ვერ მოხდა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის ადგილზე შედგენა. დაკავებული გადაყვანილ იქნა ძველი თბილისის მ--------------–---- ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც მოხდა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის შედგენა, თუმცა, მსჯავრდებულმა, გაურკვეველი მიზეზით, უარი განაცხადა ოქმის ხელმოწერაზე, რასთან დაკავშირებითაც ოქმზე გაკეთდა შესაბამისი შენიშვნა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის სექტემბრის ქიმიური ექსპერტიზის №260/რან დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ ა-------–---–-ს კეპზე, ჩანთაზე და ტანსაცმელზე, აგრეთვე, ა/მანქანიდან, სახელმწიფო ნომრით „F--------“ აღებულ ანაწმენდებზე დენთის შემადგენელი კომპონენტის ფუნქციონალური ჯგუფის NO2-ის არსებობა დაფიქსირდა ა/მანქანის მარჯვენა კარის შიდა ზედაპირიდან აღებულ ანაწმენდზე მცირე ინტენსივობით. დანარჩენ ობიექტებზე NO2-ის არსებობა არ დაფიქსირდა; - ტყვიის კაფსულაში და კორპუსში შემავალი კომპონენტებიდან სტიბიუმის არსებობა დაფიქსირდა პერანგის მარჯვენა სახელოზე დიდი ინტენსივობით, ა/მანქანის მარცხენა კარის შიდა ზედაპირიდან და საჭიდან აღებულ ანაწმენდებზე დიდი ინტენსივობით. ბარიუმის არსებობა დაფიქსირდა ა/მანქანის მარჯვენა და მარცხენა კარების შიდა ზედაპირიდან აღებულ ანაწმენდებზე საშუალო ინტენსივობით, საჭიდან, მარჯვენა კარის სახელურიდან, მუხრუჭის ბერკეტიდან და სიჩქარის გადამრთავი ბერკეტიდან აღებულ ანაწმენდებზე დიდი ინტენსივობით; -სპილენძის არსებობა დაფიქსირდა პერანგის ორივე სახელოზე საშუალო ინტენსივობით, ა/მანქანის მარჯვენა და მარცხენა კარების შიდა ზედაპირიდან, საჭიდან, სიჩქარის გადამრთავი ბერკეტიდან აღებულ ანაწმენდებზე დიდი ინტენსივობით, მარჯვენა კარის სახელურიდან და მუხრუჭის ბერკეტიდან აღებულ ანაწმენდებზე საშუალო ინტენსივობით. - ტყვიის არსებობა დაფიქსირდა პერანგის ორივე სახელოზე საშუალო ინტენსივობით, ა/მანქანის მარჯვენა კარის შიდა მიდამოდან, მარჯვენა კარის სახელურიდან, სიჩქარის გადამრთავი ბერკეტიდან აღებულ ანაწმენდებზე საშუალო ინტენსივობით და მარცხენა კარის შიდა მიდამოდან, საჭიდან, მუხრუჭის ბერკეტიდან აღებულ ანაწმენდებზე დიდი ინტენსივობით.
ქიმიური ექსპერტიზის №260/რან დასკვნის ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა ლ-----–--–---–---
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 29 ნოემბრის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის №----- დასკვნის თანახმად, 1. სს №------------ საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარდგენილი მობილური ტელეფონიდან, ამოღებულ ფოტოსურათებზე დაფიქსირებული პიროვნების გამოსახულებები, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია; 2. სს №------------ საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარდგენილი მობილური ტელეფონიდან, ამოღებულ ფოტო-სურათებს მონტაჟის კვალი არ აღენიშნებათ; 3. სს №------------ საქმესთან დაკავშირებით, მათ ხელთ არსებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რიცხული 1--------- წელს დაბადებული ა-–------------------------------–---–-ს (პ/ნ 0----------) სახელზე შევსებული ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე დაფიქსირებული პირის იერსახის გამოსახულება იდენტიფიკაციისათვის ვარგისია; 4. სს №------------ საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარდგენილი მობილური ტელეფონიდან ამოღებული ფოტოსურათებიდან და მათ ხელთ არსებულ ჰაბიტოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში რიცხული 1--------- წელს დაბადებული ა-–------------------------------–---–-ს (პ/ნ 0----------) სახელზე შევსებული ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.
ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის №----- დასკვნის ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა ვა-------------------მ.
ავტომანქანის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 13 აგვისტოს 23:00 საათიდან 2018 წლის 14 აგვისტოს 01:35 საათამდე დროის შუალედში, უფროსი ექსპერტის გ------------------ს, ექსპერტის მ------------------ და ავტომანქანის მფლობელის ლ---------–--ლის მონაწილეობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მ--------------–---- დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის გ---------------–---–ის მიერ, ქ. თბილისში, დ----------–---------------- მიმდებარე ტერიტორიაზე დათვალიერებულ იქნა T------------ მოდელის, სახელმწიფო ნომრით F-------- ავტომანქანა. დათვალიერებისას ექსპერტების მიერ ამოღებულ იქნა 1. ავტომანქანის საჭის ზედაპირიდან ანაწმენდის 03 (სამი) ცალი ნიმუში, 06 (ექვსი) ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე, რაც მოთავსდა ქაღალდის კონვერტში და დაილუქა სპეციალურ პაკეტში; 2. ავტომანქანის კარის გამღები მექანიზმიდან, სიჩქარის ბერკეტიდან და ხელის მუხრუჭის ბერკეტიდან 03 (სამი) ცალი ნიმუში, 06 (ექვსი) ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე, რაც მოთავსდა ქაღალდის კონვერტში და დაილუქა სპეციალურ პაკეტში. 3. ავტომანქანის მარჯვენა და მარცხენა კარის შიდა ზედაპირიდან 02 (ორი) ცალი ანაწმენდი გამოხდილი წყლით დოლბანდზე, რაც მოთავსდა ქაღალდის კონვერტში და დაილუქა ცალ-ცალკე სპეციალურ პაკეტში.
ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 14 აგვისტოს 01:40 საათიდან 02:10 საათამდე დროის შუალედში, ძველი თბილისის სამმართველოს მ--------------–---- დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის გ---------------–---–ის მიერ, ქ. თბილისი, დ----------–---------------- მიმდებარე ტერიტორიიდან დათვალიერების შემდეგ ამოღებულ იქნა T------------ მოდელის, სახელმწიფო ნომრით F-------- ავტომანქანა და გადაყვანილ იქნა ძველი თბილისის სამმართველოს სპეციალურ ავტოსადგომზე, სადაც ავტომანქანა დაილუქა ძველი თბილისის სამმართველოს მ--------------–---- ლუქით.
ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ი-–-------–---–---–-ა ქ. თბ--–--–------------------------–- მდებარე ალ----–---–ის სახელობის კლინიკაში, 2018 წლის 14 აგვისტოს, 16:10 საათიდან 16:30 საათამდე დროის შუალედში, მოწმე რ-------------თან ჩაატარა ფოტოსურათით ამოცნობა, რადგან ამოსაცნობად წარსადგენმა პირმა განაცხადა უარი პირად ამოცნობაში მონაწილეობის მიღებაზე. ამოცნობის დაწყების წინ ამომცნობმა რ-------------მა აღნიშნა, რომ 2018 წლის 12 აგვისტოს, დაახლოებით 19:20 საათზე, მისი სახლის, მდებარე ქ. თ---–--–-------------–--------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, შეჩერდა თეთრი ფერის T------------ მოდელის, მარჯვენასაჭიანი ავტომანქანა, სადაც იჯდა მხოლოდ მძღოლი, რომელიც დაახლოებით 1 წუთი ესაუბრა და როდესაც დარწმუნდა, რომ ნამდვილად რ-------------ს ესაუბრებოდა, სავარძლის გვერდიდან ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და ესროლა რ-------------ს, რის შემდეგაც მიიმალა. რ-------------ი აღნიშნული სროლის შედეგად დაიჭრა მარცხენა მხარში ცეცხლნასროლი ჭრილობით. რ-------------ის განცხადებით აღნიშნულ მამაკაცს თავზე ეხურა კეპი, იყო დაახლოებით 38-40 წლის, ხორბლისფერი პირისახით, ოდნავ დიდი ცხვირით, თხელი ტუჩებით, სქელი წარბებით, მუქი ფერის თვალებით, საშუალო ზომის ყურებით, თხელი პირისახით. ამომცნობმა რ-------------მა ოთხ ფოტოსურათს შორის ამოიცნო მე-4 (№4) ფოტოსურათზე წარმოდგენილი პიროვნება - ა-–------------------------------–---–- და განმარტა, რომ სწორედ ა-–-----------------–---–-ა ის პიროვნება, რომელიც 2018 წლის 12 აგვისტოს, დაახლოებით 19:20 საათზე, თეთრი ფერის T------------ ფირმის ავტომანქანით მივიდა ქ. თ---–--–---------------------–-------------- მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გამოელაპარაკა მას და როდესაც დარწმუნდა მის ვინაობაში ესროლა და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. ამავე ოქმის თანახმად, რ-------------მა ა-–-----------------–---–- ამოიცნო სახის ნაკვთებით, კერძოდ: ხორბლისფერი პირისახით, ოდნავ დიდი ცხვირით, თხელი ტუჩებით, სქელი წარბებით, მუქი ფერის თვალებით, საშუალო ზომის ყურებით, თხელი პირისახით და იგი დარწმუნებულია მის მიერ ამოცნობილ პიროვნებაში.
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, 2018 წლის 19 სექტემბერს, 11:10 საათიდან 11:40 საათამდე დროის შუალედში, დაზარალებულ რ-------------ის, უფროსი ექსპერტის შ--–------------ის და ექსპერტის ნა------------ძის მონაწილეობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მ--------------–---- გამომძიებლის ლ-–------------ მიერ შემთხვევის ადგილის დაზუსტების მიზნით ჩატარებულ იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც რ-------------ი გაყვანილ იქნა ქ. თ---–--–------------------ე, სადაც მიუთითა აღნიშნული ქუჩის პირველი გასასვლელი №---- წინ არსებულ ჩიხზე და განმარტა, რომ აღნიშნული ჩიხიდან გამოვიდა თავად. დაზარალებულმა ასევე მიუთითა ადგილი, სადაც იდგა ავტომანქანა, რომლის მძღოლმაც ესროლა. ექსპერტების მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას გადაღებულ იქნა ფოტოსურათები. რაიმე ნივთი ან საგნები ამოღებული არ ყოფილა.
მსჯავრდებულმა ალ-----------------–-ილმა საქმის არსებითი განხილვის დროს, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას უარყო მის მიმართ წარდგენილი ბრალდება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტის შესახებ.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განაჩენის დადგენისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტია - სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში №1/1/548 - ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ‘‘ განმარტა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე, ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ასევე, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება.
სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებული და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ჯერ ფაქტის არსებობა და შემდეგ - ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება.
საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა, რომლის მცდელობაშიც ედება ბრალი ალ-----------------–---–- მატერიალური დანაშაულია და სავალდებულო ობიექტურ ნიშანს წარმოადგენს დანაშაულებრივი შედეგის დადგომა სიკვდილის სახით, რომელიც ჩადენილია მოქმედებით ან უმოქმედობით, რა დროსაც უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამნაშავის მიერ ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. თუ ეს შედეგი არ განხორციელდა, მაშინ შესაძლოა სახეზე იყოს მკვლელობის მცდელობა ან მკვლელობის მომზადება.
მოცემულ შემთხვევაში, ალ-----------------–---–- ბრალი ედება განზრახ მკვლელობის მცდელობაში, რაც წარმოადგენს დაუმთავრებელ დანაშაულს, რომლის ცნებასაც განსაზღვრავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლი, რომლის თანახმადაც, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. იგივე შინაარსს შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილი და 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომელთა თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.
აღსანიშნავია, ასევე, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთის პროკურორის მოვალეობად გამოცხადება, ისევე, როგორც ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტა, არის არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით აღიარებული დებულება, არამედ - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით აღიარებული პრინციპი, რომელსაც განუხრელად იცავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
განსახილველ შემთხვევასთან დაკავშირებით რელევანტური სამართლებრივი ნორმების მოყვანის შემდეგ უნდა მოხდეს მათი მისადაგება იმ მტკიცებულებებთან, რომლებიც პროკურორმა წარმოადგინა ა-–-----------------–---–-ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების დასადასტურებლად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე უტყუარად ვერ იქნა დადგენილი ა-–-----------------–---–-ს მიერ რ-------------ის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ განსახილველ საქმეში გამოძიების მიერ ყურადღების მიღმაა დატოვებული მკვლელობის მცდელობის ჩადენის მოტივი და მიზანი, რომელიც ქმედების შემადგენლობის სუბიექტური ელემენტებია და სავალდებულოდ დასადგენია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გადასაწყვეტად.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც მსჯავრდებულმა ასევე, დაზარალებულმა - რ-------------მა სასამართლო სხდომაზე უარყვეს ერთმანეთის ნაცნობობისა და ერთმანეთთან რაიმე სახის შემხებლობის ფაქტი. ასეთ ვითარებაში გაუგებარია, რაზე აფუძნებს ბრალდება თავის დასკვნას ა-–-----------------–---–-ს მხრიდან რ-------------ის მოკვლის განზრახვის დასადასტურებლად, როდესაც ბრალდების მხარემ სასამართლოში ვერ შეძლო (და არც უცდია) საწინააღმდეგოს დადასტურება მათ შორის კავშირის არსებობის შესახებ.
პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ალ-----------------–-ილმა ჩაიდინა რ-------------ის განზრახ მკვლელობის მცდელობა.
პალატა პირველ რიგში ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულის ჩვენებაზე, რომელმაც სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ მას შეუძლია ამოიცნოს ის პირი, რომელმაც განახორციალა მის მიმართ გასროლა, მაგრამ კატეგორიულად გამორიცხა ა-–-----------------–---–-ს მხრიდან გასროლის ფაქტი. ხოლო, რაც შეეხება ფოტოსურათით ამოცნობის ფაქტს, დაზარალებულმა აღნიშნა, რომ ფოტოსურათით ერთ-ერთი მართალია მიამსგავსა თავდამსმელს, მაგრამ გამომძიებელს უთხრა, რომ ფოტოსურათებში წარდგენილი პირებიდან არცერთი არ იყო ის პირი, რომელმაც მას ესროლა.
სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხნენ მოწმეები: კ---------–-------–---–ი, ქრისტინა ზვერევა, რ-----------ე, გ------------, სტ-----–-----------ნი, ს-------------------------------------------------------–----- რომლემბაც სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს, რომ გაიგონეს მხოლოდ გასროლის ხმა და როდესაც გარეთ გამოვიდნენ დაინახეს დაჭრილი რ-------------ი, თუმცა არ იციან ვინ და რატომ დაჭრა.
ხოლო, რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მ--------------–---- თანამშრომლების: გი-------------------ის, კ-----------ნიას, ი-–-------–---–---–ის და გ---------------–---–ის ჩვენებებს, სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე, ხოლო კონკრეტულად ა-–-----------------–---–-ს მიერ რ-------------ის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტის შემსწერე სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით, გამოკვლეული მტკიცებულებების სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-–-----------------–---–- უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ა-–-----------------–---–-ს მიმართ წარდგენილ ზემოაღნიშნულ ბრალდებებს.
სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მინიმუმ ორი მტკიცებულების არსებობას, რომლებიც ობიექტურ, ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენაში. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ, ზემოაღნიშნულ სტანდარტს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ა-–-----------------–---–- უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი არაერთგზის და იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 13 აგვისტოს, 21:22 საათზე, ქ-------–--–--------–---------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულ იქნა ა-–------------------------------–---–-. დაკავებისას ალ-----------------–---–- ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, ტანთ არსებული ტყავის საფულიდან ამოღებულ იქნა ინსულინის შპრიცი, მასში მოთავსებული უფერული სითხით. საფულიდან ასევე, ამოღებულ იქნა თეთრი პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მცირე პლასტმასის ყუთი, მასში მოთავსებული სხვადასხვა სახის აბებით.
აღნიშნული ოქმის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბ--–-----------------–-------------------–----------------------------------- და მისმა მოადგილემ - გ----------------მ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 14 აგვისტოს ქიმიური ექსპერტიზის №---------------- დასკვნის თანახმად, ა-–-----------------–---–-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული: 1/. ერთჯერადი გამოყენების 1,0 მლ. ტევადობის ინსულინის სამედიცინო შპრიცში მოთავსებული უფერო გამჭვირვალე სითხე, რაოდენობით - 0,22 მლ., შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, რაოდენობით - 0,000023 გრამს (№1 ობ); 2/. ერთი ცალი მოყავისფრო-თეთრი კაფსულა, წონით-0,35 გრამი, შეიცავს ფსიქოტროპულ ნივთიერება პრეგაბალინს, რაოდენობით-0,214 გრამს (№2 ობ); 3/. უჯრედიანი ფურცლის ნახევში გახვეული სამი ცალი თეთრი ფერის ქაღალდის ოთხკუთხედი ფორმის ფირფიტა, საერთო წონით - 0,0404 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება 25ი-ნბომე-ს (25I-NBOMe) (№3 ობ); 4/. უფერო გამჭვირვალე პოლიეთილენის მილღობილთავიან ნაჭერში ერთ ცალად დაფასოებული თეთრი ფერის მრგვალი ფორმის ტაბლეტი ჩამონატეხით თეთრი ფერის ფხვილთან ერთად, წონით-0,27გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, რაოდენობით-0,0108 გრამს (№4 ობ); 5/. ორი ცალი ერთნაირი ფიზიკური მახასიათებლების მქონე თეთრი ფერის მრგვალი ფორმის ტაბლეტი, თითოეული წონით-0,11გრამი, საერთო წონით-0,22გრამი, არ წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალებას, ფსიქოტროპულ ნივთიერებასა და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას (№5 ობ). 6/. ორი ცალი ერთნაირი ფიზიკური მახასიათებლების მქონე თეთრი ფერის მრგვალი ფორმის ტაბლეტი, წონებით-0,2 გრამი და 0,19გრამი, საერთო წონით-0,39გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს, საერთო რაოდენობით-0,0156 გრამს (№6 ობ). 7/. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო რაოდენობაა -0,0264 გრამი.
ქიმიური ექსპერტიზის №---------------- დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურეს ექსპერტებმა ინ-------------------–------------------------
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 06 ივნისის განაჩენის თანახმად, ა-–-----------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 იანვრის განაჩენის თანახმად, ა-–-----------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 273-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპით, საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 05 (ხუთი) წელი, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2016 წლის 26 ოქტომბრიდან 2016 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით - 4 (ოთხი) დღე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 დეკემბრის განჩინების თანახმად, ა-–-----------------–---–-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 იანვრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა გაგრძელდა 02 (ორი) თვით.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 15 აგვისტოს №58373 წერილის თანახმად, ა-–-----------------–---–-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 იანვრის განაჩენით დაკისრებული ჯარიმა - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით გადახდილია.
მსჯავრდებულმა ალ-----------------–-ილმა საქმის არსებითი განხილვის დროს, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას უარყო რაიმე სახის ნარკოტიკული საშუალების ქონის ფაქტი.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, არაერთგზის და იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული.
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში.
უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.
რაც შეეხება ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებებს - არაერთგზისობას და იმის მიერ ჩადენას, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, „არაერთგზისობა“ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ანდა მას წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა. რაც შეეხება მეორე მაკვალიფიცირებელ გარემოებას - „იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული“ - ამ შემთხვევაში სუბიექტია ის პირი, ვისაც წინათ ჩადენილი ჰქონდა ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული სხვა - 260-ე მუხლის გარდა - რომელიმე დანაშაული. ამასთან, წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ უნდა იყოს.
მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 იანვრის განაჩენი, რომლის თანახმადაც, ა-–-----------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 273-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპით, საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 05 (ხუთი) წელი, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2016 წლის 26 ოქტომბრიდან 2016 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით - 4 (ოთხი) დღე. შესაბამისად, ა-–-----------------–---–- დანაშაულის ჩადენის დროს (2018 წლის 13 აგვისტოს) იმყოფებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტით ნასამართლევი და მის მიერ ანალოგიური ქმედების ხელმეორედ ჩადენა იძლევა არაერთგზისობის შემადგენლობას. ამავე განაჩენით ა-–-----------------–---–- ასევე, იმყოფებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით ნასამართლევი პირი და მის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა აგრეთვე, იძლევა იმ პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის შემადგენლობას, ვისაც წინათ ჩადენილი ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აპელირებას, მოწმე პოლიციელების ჩვენებების არასანდოობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ი--------–-----ძის უდავოდ ცნობილი გამოკითხვის ოქმითა და საქმის არსებით სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა - მ--------------ს და გ----------------ს ჩვენებებით დადგენილია, რომ 2018 წლის 13 აგვისტოს, ქ-------–--–--------–---------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე ა-–-----------------–---–-ს მიმართ ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად, მათ მიერ სხვა ნივთებთან ერთად ამოღებულ იქნა ერთჯერადი მოხმარების შპრიცი, მასში მოთავსებული სითხით და აბები. მ--------------ს და გ----------------ს ჩვენებები სრულ თანხვედრაშია ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმთან, რომლის თანახმად, 2018 წლის 13 აგვისტოს, 21:22 საათზე, ქ-------–--–--------–---------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულ იქნა ა-–------------------------------–---–-. დაკავებისას ალ-----------------–---–- ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც .... ტანთ არსებული ტყავის საფულიდან/პატარა ზომის ჩანთიდან ამოღებულ იქნა ინსულინის შპრიცი, მასში მოთავსებული უფერული სითხით, ასევე, საფულიდან ამოღებულ იქნა თეთრი პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მცირე პლასტმასის ყუთი, მასში მოთავსებული სხვადასხვა სახის აბებით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 14 აგვისტოს ქიმიური ექსპერტიზის №---------------- დასკვნით დადგენილია, რომ ა-–-----------------–---–-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული: ერთჯერადი გამოყენების 1,0 მლ. ტევადობის ინსულინის სამედიცინო შპრიცში მოთავსებული უფერო გამჭვირვალე სითხე, რაოდენობით - 0,22 მლ., შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს, რაოდენობით - 0,000023 გრამს (№1 ობ); ხოლო უჯრედიანი ფურცლის ნახევში გახვეული სამი ცალი თეთრი ფერის ქაღალდის ოთხკუთხედი ფორმის ფირფიტა, საერთო წონით - 0,0404 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება 25ი-ნბომე-ს (25I-NBOMe) (N3 ობ).
პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობით სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ელემენტები.
ცივი იარაღის ტარება განზრახი ნაკლებად მძიმე, განზრახი მძიმე დანაშაულებისა და ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი პირის მიერ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 15 აგვისტოს ცივი იარაღის ექსპერტიზის №1852/ცი დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი დანა, დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი, მაფიქსირებელი მოწყობილობით და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
ექსპერტიზის №1852/ცი დასკვნის ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა ლე-------–------მ.
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 13 აგვისტოს, 21:22 საათზე, ქ-------–--–--------–---------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულ იქნა ა-–------------------------------–---–-. დაკავებისას ალ-----------------–---–- ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა შავი ფერის მეტალის ეგრეთწოდებული ფიქსატორიანი დანა.
აღნიშნული ოქმის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბ--–-----------------–-------------------–----------------------------------- და მისმა მოადგილემ - გ----------------მ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 06 ივნისის განაჩენის თანახმად, ა-–-----------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 იანვრის განაჩენის თანახმად, ა-–-----------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 273-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპით, საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 05 (ხუთი) წელი, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2016 წლის 26 ოქტომბრიდან 2016 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით - 4 (ოთხი) დღე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 დეკემბრის განჩინების თანახმად, ა-–-----------------–---–-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 იანვრის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა გაგრძელდა 02 (ორი) თვით.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 15 აგვისტოს №58373 წერილის თანახმად, ა-–-----------------–---–-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 იანვრის განაჩენით დაკისრებული ჯარიმა - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით გადახდილია.
მსჯავრდებულმა ალ-----------------–-ილმა საქმის არსებითი განხილვის დროს, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას დაადასტურა, რომ პირადი ჩხრეკის დროს მას ნამდვილად ჰქონდა დანა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ა) ცივი იარაღის ტარებისათვის განმეორებით ადმინისტრაციულსახდელდადებული, ბ) ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული ან გ) განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, ხოლო მე-2 ნაწილით - ცივი იარაღის ტარება ა) განზრახი მძიმე ან ბ)განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ანდა გ) ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი პირის მიერ. ამავე მუხლის შენიშვნის 1-ლი ნაწილის თანახმად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცივი იარაღის ტარება იწვევს საჯარო წესრიგის დარღვევას ან ქმნის ამის აშკარა საფრთხეს, ეს მუხლი არ ვრცელდება პირზე, რომელიც ცივ იარაღს ატარებს: ა) პირადი ჰიგიენის მოწესრიგების მიზნით; ბ) თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელების მიზნით; გ) ნადირობის, თევზაობის ან/და მცენარეული პროდუქტების შეგროვების მიზნით; დ) სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ან/და მესაქონლეობის განხორციელების მიზნით; ე) იმ დროს, როდესაც აცვია ეროვნული ტანსაცმელი და ცივი იარაღი (ხანჯალი, ხმალი და სხვ.) ამ ტანსაცმლის ნაწილია. ამავე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის თანახმად კი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის „ცივი იარაღის ტარება“ გულისხმობს ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც პირს თან აქვს ცივი იარაღი − უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში. საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის „იარაღის შესახებ“ კანონის შესაბამისად, ცივია იარაღი, რომლის მოქმედება ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით და რომელიც განკუთვნილია უშუალო შეხების საშუალებებით ობიექტის დაზიანებისაკენ. განსახილველი დანაშაული დამთავრებულია ზემოთ მითითებულ პირთა მიერ ცივი იარაღის ტარების დაწყების მომენტიდან. ეს დანაშაული დენადია. იგი ფორმალური შემადგენლობისაა და არაა აუცილებელი მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა (აბსტრაქტული საფრთხის დელიქტია).
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, ალ-----------------–---–- ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა შავი ფერის მეტალის, ე.წ. ფიქსატორიანი დანა.
აღნიშნული ფაქტი ასევე დადასტურებული იქნა ი--------–-----ძის გამოკითხვის ოქმითა და მ--------------ს და გ----------------ს ჩვენებებით, თუმცა თავად მსჯავრდებულს სადაოდ არ გაუხდია, რომ პირადი ჩხვრეკისას, მისგან ამოღებული იქნა დასაკეცი დანა, რომელიც ექსპერტიზის №1852/ცი დასკვნის თანახმად, დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი, მაფიქსირებელი მოწყობილობით და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 იანვრის განაჩენით დადგენილია, რომ ა-–-----------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 273-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპით, საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 05 (ხუთი) წელი, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2016 წლის 26 ოქტომბრიდან 2016 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით - 4 (ოთხი) დღე. შესაბამისად, მოცემული დანაშაულის ჩადენის დროს - 2018 წლის 13 აგვისტოს - ა-–-----------------–---–- იმყოფებოდა ნასამართლევი განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით, განზრახი მძიმე დანაშაულისათვის - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტით და ცივი იარაღის ტარებისათვის - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ამდენად როგორც უდაო მტკიცებულებებით ასევე, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ ალ-----------------–-ილმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე, განზრახი მძიმე დანაშაულებისა და ცივი იარაღის ტარებისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარების ფაქტი, და სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ელემენტები.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ა-–-----------------–---–-ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ალ-----------------–---–- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე, ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება გარკვეული საზოგადოებრივი საშიშროების შემცველია, როგორც ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვა, ასევე ცივი იარაღი წარმოადგენს ისეთ საშუალებას, რომლითაც შესაძლებელია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა, ან მისი გამოყენება სხვა დანაშაულის ჩადენის საშუალებად, რის გამოც შერჩეული სასჯელის მეშვეობით მსჯავრდებულსა და სხვა პირზე უნდა განხორციელდეს კანონიერი ზემოქმედება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომავალში, როგორც მსჯავრდებულის, ასევე, სხვა პირთა მიერ ანალოგიური დანაშაულის ჩადენა. სასჯელის პრევენციის მიზნების გარდა, სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების მიზანია საზოგადოების წევრებში დაცულობის განცდის უზრუნველყოფა ჩადენილი დანაშაულისთვის შესაბამისი და ადეკვატური სასჯელის დანიშვნის გზით, რომლითაც, ასევე, მიღწეულ უნდა იქნეს დამნაშავე პირის რესოციალიზაცია და მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად დაბრუნება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის სახის და ზომის შერჩევისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ ა-–-----------------–---–-ს მიმართ სასჯელის სახედ გამოყენებულ უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთა.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 იანვრის განაჩენით დგინდება, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაულების ჩადენის დროს - ქმედების ჩადენის დრო - ა-–-----------------–---–- ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულების - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტით, ამავე კოდექსის 273-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რომელთაგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლობა მოცემულ საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით სასჯელის დანიშვნისას იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლით გათვალისწინებული რეციდივის ისეთ შემთხვევას, რა დროსაც სასამართლო იყენებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ წესს, რომლის თანახმადაც, „დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას“. გამომდინარე აქედან, სასამართლო ა-–-----------------–---–-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასჯელის განსაზღვრისას გაავრცელებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლით კანონმდებლის მიერ იმპერატიულად გამოხატულ დანაწესს.
ამასთან, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. აღნიშნული წარმოადგენს იმპერატიულ მოთხოვნას, რომ პირობით მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში ახალი განზრახი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სავალდებულოდ გაუქმდეს მის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისისა, საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში.
ამდენად, სასამართლო, ხელმძღვანელობს რა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც ითვალისწინებს განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნას როგორც სასჯელთა ნაწილობრივ ან მთლიანად შეკრების, ასევე, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ა-–-----------------–---–-ს მიმართ განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას მიზანშეწონილად მიიჩნევს სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებას.
ამასთან, ალ-----------------–---–- როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის თანახმად, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, უნდა ჩამოერთვას ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები კანონით დადგენილი ვადით.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია. ამავე მუხლის ,,გ‘‘ ქვეპუნქტის მიხედვით, სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა – ნადგურდება. ამავე მუხლის ,,ე‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულებების სახით არსებული რ-------------ის ჯინსის შორტი, მაისური და ტრუსი (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ-------–---------–-–--------------------------–-------–-----------------–-------------------–---ში), სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს რ-------------ს, კანონით დადგენილი წესით;
- ა-–-----------------–---–-ს შავი ფერის ტყავის საფულე, პლასტიკური ბარათებით და ორი - 20 ლარიანი და ერთი - 5 ლარიანი კუპიურით; ასევე, აიფონის ფირმის მობილური ტელეფონი, კაბურით; ა-–-----------------–---–-ს პერანგი, ქამარი, შარვალი, ტყავის საფულე, მუქი ფერის კეპკა-ქუდი და შავი ფერის ტყავის ჩანთა, ნაჭრის ქამრით (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ-------–---------–-–--------------------------–-------–-----------------–-------------------–---ში); ასევე, ავტომანქანა „ტოიოტა აქვა“, სახელმწიფო ნომრით - F------ (განთავსებულია ძველი თბილისის სამმართველოს დაცულ ავტოსადგომზე), სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით;
- ცივი იარაღი - დანა; სითხე შპრიცით, რაოდენობით - 0,12 მლ.; კაფსულა, წონით -0,33 გრამი; ფირფიტები, საერთო წონით - 0,032 გრამი და გამოწვლილული ფირფიტები სინჯარით; ტაბლეტის ჩამონატეხები ფხვნილთან ერთად, წონით - 0,24 გრამი; ორი ცალი ტაბლეტი, საერთო წონით - 0,2 გრამი; ორი ცალი ტაბლეტი, საერთო წონით - 0,37 გრამი; ავტომანქანის საჭიდან აღებული 3 ცალი ანაწმენდი, 6 ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე; ავტომანქანის სხვადასხვა ნაწილიდან აღებული 3 ცალი ანაწმენდი, 6 ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე და კარებიდან აღებული 2 ცალი ანაწმენდი; 15 ცალი საფანტის მარცვალი, ტიზ-კონტეინირი და მისი ფრაგმენტები; ასევე, რ-------------ის სისხლის ნიმუში, შპრიცით; (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ-------–---------–-–--------------------------–-------–-----------------–-------------------–---ში), სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
- ჰოსტელო „ოლდ ვერას“ კამერების ჩანაწერი, განთავსებული ერთ ცალ ლაზერულ დისკზე; შპს „ნიკორას“ კამერების ჩანაწერი, განთავსებული ერთ ცალ ლაზერულ დისკზე; რ-------------ის რენდგენო-ფირები, განთავსებული ერთ ცალ ლაზერულ დისკზე; შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტოსურათები, განთავსებული ერთ ცალ ლაზერულ დისკზე; ავტომანქანა „ტოიოტა აქვას“ დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები, განთავსებული ერთ ცალ ლაზერულ დისკზე და საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები, განთავსებული ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ა-–-----------------–---–-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების ზ----------------–---–-------------------------–---ს ასევე, ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ------------იას სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 მარტის განაჩენი ა-–-----------------–---–-ს მიმართ დარჩეს უცვლელი.
ა-–-----------------–---–- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ა-–-----------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
ა-–-----------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ალ-----------------–---–- ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 იანვრის განაჩენით ა-–-----------------–---–-ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი - 05 (ხუთი) წელი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ალ-----------------–---–- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ა-–-----------------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია და მსჯავრდებულ ალ-----------------–---–- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 13 აგვისტოდან.
მსჯავრდებულ ალ-----------------–---–-, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
მსჯავრდებულ ალ-----------------–---–- ზემოაღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:
- რ-------------ის ჯინსის შორტი, მაისური და ტრუსი (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ-------–---------–-–--------------------------–-------–-----------------–-------------------–---ში), სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს რ-------------ს, კანონით დადგენილი წესით;
- ა-–-----------------–---–-ს შავი ფერის ტყავის საფულე, პლასტიკური ბარათებით და ორი - 20 ლარიანი და ერთი - 5 ლარიანი კუპიურით; ასევე, აიფონის ფირმის მობილური ტელეფონი, კაბურით; ა-–-----------------–---–-ს პერანგი, ქამარი, შარვალი, ტყავის საფულე, მუქი ფერის კეპკა-ქუდი და შავი ფერის ტყავის ჩანთა, ნაჭრის ქამრით (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ-------–---------–-–--------------------------–-------–-----------------–-------------------–---ში); ასევე, ავტომანქანა „ტოიოტა აქვა“, სახელმწიფო ნომრით - F------ (განთავსებულია ძველი თბილისის სამმართველოს დაცულ ავტოსადგომზე), სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით;
- ცივი იარაღი - დანა; სითხე შპრიცით, რაოდენობით - 0,12 მლ.; კაფსულა, წონით -0,33 გრამი; ფირფიტები, საერთო წონით - 0,032 გრამი და გამოწვლილული ფირფიტები სინჯარით; ტაბლეტის ჩამონატეხები ფხვნილთან ერთად, წონით - 0,24 გრამი; ორი ცალი ტაბლეტი, საერთო წონით - 0,2 გრამი; ორი ცალი ტაბლეტი, საერთო წონით - 0,37 გრამი; ავტომანქანის საჭიდან აღებული 3 ცალი ანაწმენდი, 6 ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე; ავტომანქანის სხვადასხვა ნაწილიდან აღებული 3 ცალი ანაწმენდი, 6 ცალ ბიოლოგიურ ჩხირზე და კარებიდან აღებული 2 ცალი ანაწმენდი; 15 ცალი საფანტის მარცვალი, ტიზ-კონტეინირი და მისი ფრაგმენტები; ასევე, რ-------------ის სისხლის ნიმუში, შპრიცით; (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ქ-------–---------–-–--------------------------–-------–-----------------–-------------------–---ში), სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
- ჰოსტელო „ოლდ ვერას“ კამერების ჩანაწერი, განთავსებული ერთ ცალ ლაზერულ დისკზე; შპს „ნიკორას“ კამერების ჩანაწერი, განთავსებული ერთ ცალ ლაზერულ დისკზე; რ-------------ის რენდგენო-ფირები, განთავსებული ერთ ცალ ლაზერულ დისკზე; შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტოსურათები, განთავსებული ერთ ცალ ლაზერულ დისკზე; ავტომანქანა „ტოიოტა აქვას“ დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები, განთავსებული ერთ ცალ ლაზერულ დისკზე და საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები, განთავსებული ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და მიექცევა აღსასრულებლად.
განაჩენი მისი გამოცხადებიდან 1 თვის ვადში შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: მაია თეთრაული
მურმან ისაევი