განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100109002567016
საქმე №1ბ/1168-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 ივნისი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძის
მაია თეთრაული
ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: ლ-–- ფ------–--ის
მსჯავრდებულის: ა---- ჭ------ის
ადვოკატის: გ-- ჯ----–--ის
დაზარალებულის უფლებამონაცვლის: დ----- ხაჟალიას
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულ ა---- ჭ------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ-- ჯ----–--ისა და თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორის ლ-–- ფ------–--ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0------) ა---- ჭ------ის მიმართ. ა---- რ--------ის ძე ჭ------ე დაბადებულია 1----–-–--------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქ. თ---–--–------------------------------------------------------–--
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საბრალდებო დასკვნის მიხედვით:
ა---- ჭ------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა მოხელის მიერ სამსახურებრივი
უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლებების, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი იარაღის გამოყენებით და განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში: 2004 წლის 10 მარტისათვის ა---- ჭ------ე მუშაობდა ქ.თბილისის დ--------ჩ-----------ის შს სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების ინსპექტორის თანამდებობაზე და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად წარმოადგენდა მოხელეს. 2004 წლის 10 მარტს, დაახლოებით 02:00 საათზე ქ. თბილისის დ--------ჩ-----------ის რაიონის შს სამმართველოს საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის ქვეგანყოფილების ინსპექტორები: ა---- ჭ------ე, ზ------ წ--------–ი, პ----- კ-----------ი, ამავე სამმართველოს ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის ქვეგანყოფილების ინსპექტორი გ------- კ-–-ა და საპატრულო-საგუშაგო სამსახურის ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნ------- ზ-----–---–ი პ. კ-----------ის კუთვნილი ავტომანქანა ”კ--–-----თი” იმყოფებოდნენ ოპერატიულ-პროფილაქტიკურ შემოვლაზე მეტრო მ--------–---–თან. მ--------–---–ის ქუჩა №-2-თან მათ შენიშნეს ა------ კ------–--- და კ----–-- ბ-------ე, რომლებიც ესაუბრებოდნენ ერთმანეთს. ვინაობის დადგენის მიზნით პოლიციელებმა მათთან ახლოს შეაჩერეს ა/მანქანა და მოსთხოვეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა. ა------ კ------–--- გაიქცა ჩ-----ას ქუჩის მიმართულებით. ა. ჭ------ემ, გ. კ-–-ამ, და ზ. წ--------–მა საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანეს თავიანთი ცეცხლსასროლი იარაღები და დაედევნენ გაქცეულს, ხოლო პ. კ-----------ი და ნ. ზ-----–---–ი დარჩნენ ნ. ბ-------ესთან. პოლიციელებმა გაქცეულის შეჩერების მიზნით განახორციელეს გამაფრთხილებელი გასროლა როგორც ჰაერში, ასევე გაქცეულის მიმართულებით, თუმცა არა დამიზნებით. ამის მიუხედავად, გაქცეული არ შეჩერებულა. ა. ჭ------ემ სწორად ვერ შეაფასა არსებული ვითარება და გაქცეულ ა. კ------–---ს მიმართულებით განახორციელა გასროლა. მართალია, ა---- ჭ------ეს არ სურდა გაქცეული ა------ კ------–---ს სიკვდილი, თუმცა მისი მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის განხორცილებისას უშვებდა ასეთი შედეგის დადგომის შესაძლებლობას - მოქმედებდა არაპირდაპირი განზრახვით. სროლის შედეგად ა------ კ------–---მ მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება. იგი გადაიყვანეს ქ. თბილისის №- კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც, მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 ივლისის განაჩენით:
ა---- ჭ------ის მიერ ა------ კ------–---ს სიცოცხლის მოსპობა დაკვალიფიცირებული იქნა, როგორც გაუფრთხილებელი მკვლელობა, ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ნაწილში წარდგენილი ბრალდების კვალიფიკაცია დარჩა უცვლელი. შესაბამისად,ა---- ჭ------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით - (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით. 2012 წლის 28 დეკემბრის ”ამნისტიის შსახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
ა---- ჭ------ეს ჩამოერთვა თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლება 3 (სამი) წლის ვადით. 2012 წლის 28 დეკემბრის ”ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად დანიშნული სასჯელი შემცირდა ¼-ით და თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლება ჩამოერთვა 2 (ორი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით. 2012 წლის 28 დეკემბრის ”ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელებიდან მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა---- ჭ------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
ა---- ჭ------ეს ჩამოერთვა თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლება 2 (ორი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით.
ა---- ჭ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატირობა გაუქმდა.
მსჯავრდებულ ა---- ჭ------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 10 ოქტომბრიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა---- ჭ------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ-- ჯ----–--ემ. აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან იგი არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან, არ აღმოფხვრილა მტკიცებულებებს შორის წინააღმდეგობა, რაც ეჭვქვეშ აყენებს სასამართლოს დასკვნებს. სასამართლოს არ გაუთვალისწინებია საქმის გადასაწყვეტად არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, დასკვნების დასასაბუთებლად სასამართლომ გამოიყენა მტკიცებულებები, რომლებიც დაუშვებელია. რაც შეეხება წინააღმდეგობრივ მტკიცებულებებს, სასამართლომ დაუსაბუთებლად უარყო ერთი და მიიღო მეორე, ეჭვი არ განმარტა მსჯავრდებულის სასარგებლოდ, რაც საქართველოს სსსკ-ის 539-ე მუხლის მოთხოვნების თანახმად, ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს ა---- ჭ------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენის დაუსაბუთებლობასა და უკანონობას. სისხლის სამართლის მოცემულ საქმეზე არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა არამც თუ უტყუარად, არამედ ალბათობის რაიმე ხარისხით მაინც დაადასტურებდა ა---- ჭ------ის მიერ დანაშაულის ჩადენას. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შემთხვევის დღეს თითქოს ა. კ------–---ს იარაღი არ ჰქონია და მისი მხრიდან არ არსებობდა ვინმეს სიცოცხლისა თუ ჯანმრთელობის დაზიანების საფრთზე, ხოლო მისი, როგორც გაქცეულის დასაკავებლად არ იქნა გამოყენებული პროპორციული ძალა, ამავდროულად ა---- ჭ------ის მიერ სწორად ვერ იქნა შეფასებული სიტუაცია. აღნიშნული დასკვნა ემყარება გარდაცვლილი ა------ კ------–---ს ოჯახის წევრების ჩვენებებს: გ--- კ------–---ს (ძმა, დაზარალებულის უფლებამონაცვლე), ე-------------ის (გარდაცვლილის დედა), მეგობრების: კ----–-- ბ-------ის, დ----- ტიალაძის, დ----- თ----------–--ის, ლ-–- თ-----------–---–ის, პოლიციელ ჯ----– ზ------–---–ის, მოწმეთა ც------ და ვ--–---- თ-------ის წინააღმდეგობით აღსავსე ჩვენებებს, რომლებიც ყოველგვარი ობიექტური შეფასების გარეშე მიიღო სასამართლომ. დაცვის მხარე ასევე მიიჩნევს, რომ სასამართლომ სრულიად უგულვებელყო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371-ე მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილი წესი, რომლის თანახმადაც გამოსაკვლევ გარემოებათა შესახებ ექსპერტის საალბათო დასკვნას მტკიცებულების მნიშვნელობა არ აქვს. დაცვას მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 536-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 ივლისის განაჩენი საქართველოს სსკ-ის 537-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტსა და საქართველოს სსკ-ის 539-ე მუხლში მითითებული საფუძვლებით, მის ნაცვლად კი დადგინდეს გამამართლებელი განაჩენი ა---- ჭ------ის მიმართ და იგი გათავისუფლებულ იქნას სასამართლოს სხდომის დარბაზიდან.
ბრალდების მხარემ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მხარი არ დაუჭირა და თავის სააპელაციო საჩივარში ითხოვა ა----ს ჭ------ის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენში ცვლილების შეტანა, ვინაიდან მიაჩნია, რომ ა---- ჭ------ის მიერ ჩადენილი ქმედება უნდა დაკვალიფიცირებლიყო საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და არა საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მსჯავრდებულის ჩვენებას. ბრალდების მხარეს საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა---- ჭ------ემ ჩაიდინა არა გაუფრთხილებელი მკვლელობა, არამედ მკველობა არაპირდაპირი განზრახვით. ბრალდების მხარემ ა---- ჭ------ის მიმართ ბრალად შერაცხულ დანაშაულთა ჩადენისათვის საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად მოითხოვა 13 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი დამოკიდებულების, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ დაცვის მხარისა და სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარები არ უნდა დაკმაყოფილდეს - გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე და სასამართლო მტკიცებულებებს აფასებენ თავიანთი შინაგანი რწმენით“. მე–3 ნაწილის თანახმად, „განაჩენი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას“. ამავე კოდექსის მე–20 მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს მხოლოდ ის მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეული იყო სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით“.
საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 132–ე მუხლის თანახმად, „თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით – დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით. გამომძიებელი, პროკურორი და მოსამართლე მტკიცებულებას აფასებენ თავისუფლად, შინაგანი რწმენით. ეჭვი დამნაშავეს პირის ცნობისათვის მტკიცებულების უტყუარობისა და მისი საკმარისობის თაობაზე უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, თუ ეჭვი არ შეიძლება გაბათილდეს დამატებით მტკიცებულებათა შეკრებით. არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ამავე კოდექსის 503–ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლოს განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე“.
პალატა განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სააპელაციო პალატა აანალიზებს რა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში არსებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოკვლეულ მტკიცებულებებს, მიიჩნევს: ბრალდების მხარისს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ა---- ჭ------ის მიერ ჩადენილი კონკრეტული ქმედება არის მკვლელობა არაპირდაპირი განზრახვით, უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული. ასევე ვერ იქნება გაზიარებული დაცვის მხარის პოზიცია მსჯავრდებულის უდანაშაულობასთან დაკავშირებით.
პალატა მხარეთა მიერ კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადგენის კუთხით წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/გაანალიზებამდე მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ამასთან, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება სასამართლო სხდომაზე, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით უშუალოდ და ზეპირად გამოკვლეული ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით. აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა კი სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით, რათა ეჭვგარეშე, დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზეც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოწმის სახით დაკითხულმა გ--- კ------–---მ (გარდაცვლილის უფლებამონაცვლე) მიუთითა შემდეგი: 2004 წლის 10 მარტს, დაახლოებით 22:00 საათიდან 23:00 საათამდე პერიოდში დაურეკა ძმამ ა. კ------–---მ და უთხრა, რომ მისი ერთ-ერთი მეგობრის გამოსამშვიდობებელ საღამოსთან დაკავშირებით მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა რესტორან ”ნ-----------”-ში და სთხოვა, რომ მეუღლესთან ერთად მისულიყო რესტორანში, მაგრამ გ--- კ------–---მ უთხრა უარი. დაახლოებით 03:30 საათზე დაურეკა ა------ კ------–---ს მეგობარმა და უთხრა, რომ რესტორნიდან წამოსვლის შემდეგ მისი ძმა თანმხლებ პირთან კ----–-- ბ-------ესთან ერთად გაუჩერებია პოლიციელებს, რომლებმაც მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. მის ძმას გაუცია ,,საკადრისი პასუხი“ და გაქცეულა. ამის გამო მას დახლოებით ხუთი შეიარაღებული პოლიციელი დადევნებია. ცოტა ხანში იგი კვლავ დაუკავშირდა და აცნობა, რომ მისი ძმა იყო დაჭრილი და იმყოფებოდა მ-----–---ის საავადმყოფოში. საავადმყოფოში მისვლისას ძმა გარდაცვლილი დახვდა. კ----–-- ბ-------ისგან გადმოცემით იცის, რომ რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ ისინი ერთად წასულან მ--------–---–ის მიმართულებით. ამ დროს ს---ოს მოედნიდან წამოსულა ა/მანქანა, რომელშიც ისხდნენ პოლიციის თანამშრომლები და განუხორციელებიათ ერთი გასროლა. მისი ძმა გადასულა გზის მეორე მხარეს და წასულა ჩქარი ნაბიჯით, რის გამოც მას დაედევნენ პოლიციელები. როგორც კ----–-- ბ-------ისგან იცის, მის ძმას პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.
მოწმის სახით დაკითხულმა კ----–-- ბ-------ემ აღნიშნა, რომ შემთხვევის დღეს მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა რესტორან ”ნ-----------”-ში. დაახლოებით 01:00 საათზე რესტორნიდან გამოვიდა ა. კ------–---სთან და რამდენიმე სხვა პირთან ერთად. როდესაც ს---ოს ქუჩას მიუახლოვდენენ, ა------ კ------–---ს მეგობრები ჩ------–---–ის ქუჩას ჩაუყვნენ. ჩ------–---–ისა და მ--------–---–ის ქუჩების კვეთაზე გაჩერდა უცნობი ა/მანქანა. ა------ კ------–---მ დაიძახა, გვესვრიანო და გაიქცა. მისი გაქცევისთანავე იყო გასროლის ხმა, რომელიც რამდენჯერმე განმეორდა. მასთან დარჩა ორი პოლიციელი, რომლებმაც მანქანაში ჩასვეს. დანარჩენები ა------ კ------–---ს დაედევნენ. გაიგონა დაახლოებით 6-7 გასროლის ხმა. შემდეგ უცნობმა პირებმა ა/მანქანა მოაბრუნეს და ს---ოს მოედნისკენ გაემართნენ. ე--------ის ქუჩაზე ასვლისას დაინახა ა------ კ------–---, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მას ხელი ასფალტზე ედო, მასთან ახლოს ტელეფონი ან რაიმე სხვა ნივთი არ დაუნახავს. ა------ კ------–--- ჩასვეს მანქანის წინა სავარძელზე, თვითონ იჯდა უკანა სავარძელზე ორ პიროვნებასთან ერთად. წავიდნენ მ-----–---ის საავადმყოფოში, სადაც ა------ი შეიყვანეს რეანიმაციულ განყოფილებაში, თვითონ კი წაიყვანეს პოლიციაში. მხოლოდ ამის შემდეგ მიხვდა, რომ ეს პირები იყვნენ პოლიციელები. მანამდე არც ერთ მათგანს არ წარუდგენია საკუთარი თავი და არც პოლიციის ფორმა სცმია რომელიმეს. იმ დღეს მისთვის არაფერი უკითხავთ. მეორე დღეს დაკითხეს. რაც შეეხება თითქოსდა მისი დაყაჩაღების ფაქტს ა------ კ------–---ს მხრიდან, მსგავსი არაფერი უთქვამს. ა------ კ------–---ს იცნობდა ბავშვობიდან. ის არ ყოფილა კინფლიქტური ადამიანი. მის ხელში არასოდეს უნახავს იარაღი.
მოწმე ლ-–- თ-----------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ ის არის ა------ კ------–---ს ბავშვობის მეგობარი და მისი შვილის ნათლია. 2004 წლის 09 მარტს, დაახლოებით 20:00 საათზე შეიტყო, რომ ა------ი რესტორან ”ნ-----------”-ში იმყოფებოდა მეგობრებთან ერთად და თითონაც წავიდა რესტორანში დ----- ტ---–---სთან და დ----- თ----------–--ესთან ერთად. რესტორანში ა------ კ------–--- რამდენიმე ადამიანთან ერთად იყო, რომელთაგან მხოლოდ დ-----აძე იცნო. ცოტა დალიეს და დაიშალნენ. ტაქსი ვერ გააჩერეს და გადაწყვიტეს, ფეხით წასულიყვნენ. კ. ბ-------ე და ა. კ------–--- ჩ------–---–ის ქუჩით წავიდნენ. თვითონ და დ----- ტ---–--- კი გაჩერდნენ სალაპარაკოდ. რამდენიმე წუთის შემდეგ გაიგონეს გასროლის ხმა და გაიქცნენ ა---––--ის ქუჩის კუთხესთან, სადაც 30-40 მეტრის სიშორიდან დაინახა, თუ როგორ ჩაურბინა მათ ა------ კ------–---მ. მას რამდენიმე ადამიანი მისდევდა. არ ახსოვს, ეძახდნენ თუ არა ა------ს, არც მათი სახეები დაუნახავს, თუმცა ხედავდა მათ გაწვდილ ხელებს, რომლებშიც იარაღი ეჭირათ. ა------მა აუხვია ე--------ის ქუჩისკენ. ა------ის დაჭრისა და მისი წაყვანის ფაქტს არ შესწრებია. დაახლოებით 03:00 საათზე წავიდა მ-----–---ის საავადმყოფოში, სადაც შეიტყო ა------ის გარდაცვალების შესახებ. საავადმოფოდან წავიდნენ ა------ის ოჯახში, რომ მომხდარი შეეტყობინებინათ. არ უფიქრია, რომ პირები, რომლებიც ა------ს მისდევდნენ, პოლიციის თანამშრომლები იყვნენ. ანალოგიური ჩვენება მისცა დ----- ტ---–---მ, რომელმაც აღნიშნა, რომ როდესაც ა------ს რამდენიმე პირი მისდევდა, ერთ-ერთის ხელში გარკვევით დაინახა იარაღი. დანარჩენებსაც ჰქონდათ თუ არა იარაღი, არ იცის. არ იცოდა, თუ ისინი პოლიციელები იყვნენ. ყველა მათგანი იყო სამოქალაქო ფორმაში. არც ის გაუგ--, რომელიმე მათგანს გაქცეულისთვის მოეთხოვოს შეჩერება.
მოწმე დ----- თ----------–--ის ჩვენება ემთხვევა სხვა მოწმეების ჩვენებებს. მისი განმარტებით რესტორნიდან წამოსვლის შემდეგ ტ---–---სთან და თ-----------–---–თან ერთად გაჩერდა ა-------ის ქუჩაზე. რადგან უკვე გვიანი იყო და ტაქსიც ვერ გააჩერეს, გადაწყვიტა ახლობელთან დარჩენა ს------ის ქუჩაზე. კ------–---სა და მის მეგობრებთან დაშორების შემდეგ იმყოფებოდა ა-------ის ქუჩაზე და საუბრობდა ტ---–---სთან და თ-----------–---–თან, რა დროსაც გაიგონა სროლის ხმა. დაინახა, როგორ გარბოდა ა------ კ------–--- და როგორ მისდევდა მას სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილი რამდენიმე პირი. ეს პირები ახორციელებდნენ გასროლებს. ქუჩა კარგად იყო განათებული და გარკვევით დაინახა, რომ კ------–---ს იარაღი არ ჰქონია. მისთვის არც სხვა დროს შეუმჩნევია იარაღი.
მოწმე ლ-----------–---ის ჩვენების მიხედვით: 2004 წლის 10 მარტს, დაახლოებით 03:00 საათზე ჩ-----ას ქუჩიდან გაიგონა ორი გასროლის ხმა, რამდენიმე წამში კი 5-6 გასროლის ხმა, თუმცა ამის მიუხედავად საწოლიდან არ ამდგარა. ხმაური არ ყოფილა, მხოლოდ საუბრის ხმა ისმოდა დაახლოებით 5 წუთის მანძილზე. ადგილზე მივიდა მანქანა, რომელიც დაახლოებით წუთის ან წუთნახევრის შემდეგ წავიდა და ხმაურიც შეწყდა.
მოწმე ვ--–---- თ----ის ჩვენებით: ა------ კ------–--- იყო მისი ძმის მეჯვარე და ბავშვის ნათლია. როდესაც აღნიშნული ფაქტი მოხდა, ის მუშაობდა რ--------ს განყოფილებაში სისხლის სამართლის სამძებროს ინსპექტორად. სამსახურიდან სახლში დაბრუნდა 2004 წლის 09 მარტს, დაახლოებით 22-23 საათზე, რადგან მორიგეობის მეორე დღე იყო და ისვენებდა. გვიან ღამით მეუღლემ გააღვიძა და უთხრა, რომ მას კითხულობდნენ. ფანჯრიდან დაინახა ა---- ჭ------ე, გ------- კ-–-ა და ერთი უცნობი პირი. მათთან ჩავიდა ძმასთან ც------ თ----ესთან ერთად. მათ აუხსნეს, რომ ერთი პირი იყო დაჭრილი, მეორე კი დაკავებული, რომელიც ჰყავდათ სამმართველოში მიყვანილი. მათი თქმით, დაკავებული პირი აყაჩაღებდა დაჭრილს, თუმცა ჩვენებას არ იძლეოდა. ამიტომ სთხოვეს დახმარება, რომ როგორმე დაეყოლიებინათ დაკავებული დაეწერა ჩვენება დაყაჩაღების თაობაზე. ისინი ჩასხდნენ ა/მანქანაში და წავიდნენ დაჭრილი პირის სანახავად. საავადმყოფოში მისვლისას შეიტყვეს, რომ იგი იყო გარდაცვლილი. იგი აღმოჩნდა ა------ კ------–---. ამის შემდგომ უნდოდა ა---- ჭ------ის და გ------- კ-–-ას ნახვა, მაგრამ მათი ა/მანქანა უკვე გადიოდა საავადმყოფოს ეზოდან, რის შემდეგაც ისინი აღარ უნახავას.
მოწმე ც------ თ----ის ჩვენებით: ა------ კ------–--- იყო მისი მეჯვარე და ბავშვის ნათლია, კ----–-- ბ-------ე არის მისი მეზობელი, ხოლო გ------- კ-–-ას და ა---- ჭ------ეს იცნობს პოლიციის აკადემიიდან. 2004 წლის 09 მარტს, საღამოს იმყოფებოდა სახლში და უყურებდა ტელევიზორს. ეზოდან დაუძახეს მის ძმას - ვ--–---- თ----ეს. ფანჯრიდან დაინახა, რომ იყვნენ გ------- კ-–-ა, ა---- ჭ------ე და კიდევ ერთი მისთვის უცნობი პიროვნება. არცერთ მათგანს პოლიციის ფორმა არ ეცვა. მათი თხოვნით ძმასთან ერთად ჩავიდა ეზოში, სადაც აუხსნეს, რომ დაკავებული ჰყავდათ კ----–-- ბ-------ე, რომელსაც აყაჩაღებდა უცხო პიროვნება, რომელიც მათ დაჭრეს, ხოლო კ. ბ-------ე ჩვენებას არ იძლეოდა მომხდარის შესახებ. ამიტომ ითხოვეს დახმარება - დაეწერა კ----–-- ბ-------ეს, რომ აყაჩაღებდნენ. მათ არ უთქვამთ, რომ იყო ორმხრივი სროლა და დაჭრილმა ისროლა მათი მიმართულებით. აღნიშნულის შემდეგ მათივე ა/მანქანით წავიდნენ საავადმყოფოში. იქიდან კი სამართველოში აპირებდნენ წასვლას. გ------- კ-–-ასათვის და ა---- ჭ------ისათვის არ იყო ცნობილი დაჭრილი პიროვნების ვინაობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ სთხოვდნენ დახმარებას.
მოწმე ე-------------ის ჩვენებით: გარდაცვლილი ა------ კ------–--- იყო მისი უმცროსი შვილი. 2004 წლის 09 მარტს, დაახლოებით 23:00 ან 23:30 საათზე ა------მა დაურეკა და უთხრა, რომ მისთვის ყველაფერი გაემზადებინა, რადგან მეორე დილით მონასტერში უნდა წასულიყო. ასევე უთხრა, რომ მეგობრებთან ერთად იყო რესტორანში და მალე დაბრუნდებოდა, თუმცა სახლში არ მისულა. დაახლოებით 01:30 საათიდან 02:00 საათამდე პერიოდში შორიდან მოესმა სროლების ხმა. გაიხედა ფანჯარაში, თუმცა ხალხი ვერ შენიშნა. ვინაიდან ა. კ------–--- კვლავ არ ჩანდა, დაახლოებით 03:00 საათზე ს---ოს მოედნის კუთხეში ჩავიდა, სადაც ნახა წითელი ა/მანქანა და მისი შვილის ასაკის სამი ახალგაზრდა ბიჭი, ორი - საშუალო ტანის ერთი კი - შედარებით მაღალი. ყურადღება მიაქცია ბიჭების ნერვიულ მოძრაობებს. ისინი იყურებოდნენ ძმები ვ--–---- და ც------ი თ-------ის აივნის მხარეს. როდესაც ძმებმა თ-------მა აივნიდან გადმოიხედეს, ჰკითხეს მას, ამ შუაღამეს რატომ იდგა ქუჩაში, რაზედაც უპასუხა, რომ ა------ს ელოდებოდა. შემდეგ დაინახა, რომ ისინი ქვემოთ ჩავიდნენ. მან გაიგონა, თუ როგორ თქვა სამი ბიჭიდან ერთ-ერთმა სიტყვა „დავჭერიო“, რის შემდეგაც წავიდა და მათი საუბარი აღარ გაუგონია. სახლში დაბრუნებულმა ვერ მოისვენა და დარეკა თ-------ის სახლის ტელეფონზე. უპასუხა ც------ თ----ის მეუღლემ, რომლისგანაც შეიტყო, რომ თ-------ის ამხანაგი იყო დაჭრილი და საავადმყოფოში წავიდნენ. მალე ა/მანქანით მივიდა ა------ კ------–---ს მეგობარი დ----- ტ---–---, რომელმაც უთხრა, რომ ა. კ------–--- დაჭრილი იყო. გააღვიძა მეუღლე და უთხრა მომხდარის შესახებ, თუმცა არ დალოდებია და წავიდა მ-----–---ის სახელობის საავადმყოფოში, სადაც შეიტყო, რომ ა------ კ------–--- უკვე გარდაცვლილი იყო. მოწმის განმარტებით, მის შვილს იარაღი არასოდეს ჰქონია.
მოწმე პ----- კ-----------იმ ჩვენებით: 2004 წელს მუშაობდა ქ.თბილისის ჩ-----------ის შინაგან საქმეთა სამმართველოს ოპერატიულ სამძებრო განყოფილებაში. 10 მარტს, მორიგე ჯგუფთან ერთად გავიდა შემოვლაზე კუთვნილი წითელი ფერის ,,ო---– კ--–-----ს“ მარკის ა/მანქანით. მასთან ერთად იყვნენ ა---- ჭ------ე, გ------- კ-–-ა, ზ------ წ--------–ი და ნ------- ზ-----–---–ი. ცეცხლსასროლი იარაღი მის გარდა ჰქონდა ყველას. როდესაც მივიდნენ ჩ------–---–ის და მ--------–---–ის ქუჩების კვეთასთან, შენიშნეს სამი ახალგაზრდა, რომლებიც დაძაბულად ხმამაღლა საუბრობდნენ. გაჩერდნენ და წარუდგნენ, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, ამასთან, ნ------- ზ-----–---–ს პოლიციის ფორმა ეცვა. როდესაც ა/მანქანიდან გადავიდა, ერთ-ერთმა უკუსვლით დაიწყო სიარული და დაახლოებით 7-8 მეტრის მანძილიდან მათი მიმართულებით აწარმოა 2-3 გასროლა. ტყვია მისი ა/მანქანის საბარგულს მოხვდა. შემდეგ აღნიშნული პიროვნება გაიქცა და ვინაიდან მისი ამგვარი ქმედებით მათ სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა, მისმა თანამშრომლებმაც განახორციელეს ჯერ ერთი, ხოლო შემდეგ რამდენიმე გამაფრთხილებელი გასროლა. გაქცეულებს დაედევნენ ა---- ჭ------ე, გ------- კ-–-ა და ზ------ წ--------–ი, ხოლო თვითონ და ნ------- ზ-----–---–თან დარჩნენ ადგილზე ერთ დაკავებულთან ერთად. მესამე პირმა კი გაქცევა მოახერხა და მისი დაკავება ვერ შეძლეს. დაკავებული აცხადებდა, რომ მას ხდიდნენ ქურთუკს და წარმოდგენა არ ჰქონდა, ვინ იყვნენ ისინი. აღნიშნულის შემდეგ გაიგონა სროლის ხმები და ავტომანქანით გაემართნენ სროლის ხმის მიმართულებით. ადგილზე მისვლისას ნახეს, რომ გაქცეული პიროვნება ძირს იჯდა, ხოლო ერთ-ერთმა თანამშრომელმა თქვა, მგონი დაიჭრაო. დაჭრილ პიროვნებასთან რაიმე სახის ნივთები არ შეუნიშნავს. ამის შემდეგ ნ------- ზ-----–---–მა და ა---- ჭ------ემ დაჭრილი პიროვნება ჩასვეს მის ა/მანქანაში და წაიყვანეს საავადმყოფოში, დაკავებული პიროვნებაც ა/მანქანაში იმყოფებოდა. საავადმყოფოდან დაკავებული გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. მოგვიანებით შეიტყვეს, რომ მათ მიერ საავადმყოფოში მიყვანილი პიროვნება გარდაიცვალა. სამმართველოში მისვლის შემდეგ არც მას და არც მის თანამშრომლებს სამმართველოს შენობა არ დაუტოვებიათ, ელოდებოდნენ გამომძიებლებს, რათა ა/მანქანის დათვალიერება მოეხდინათ. ა/მანქანის დაზიანებული ადგილი დათვალიერებისას პოლიციის განყოფილებაში ნახა. გამომძიებლის მიერ დათვალიერების დროს გადაღებული იქნა სურათები, მაგრამ ა/მანქანას ექსპერტიზა ჩაუტარდა თუ არა, არ იცის. შემდეგ შეჯახების გამო დაუზიანდა ა/მანქანა და იგი ხელოსანს შეაკეთებინა. როგორც მისთვის ცნობილია, შემთხვევის ადგილი შემდეგ დათვალიერდა. მან განყოფილებაში ნახა მოშავო ფერის უცხოური ფირმის ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები. ამოღებასთან დაკავშირებით გამომძიებელმა ხელი მოაწერინა თუ არა რაიმე დოკუმენტზე, არ ახსოვს. შემთხვევის ღამეს არც მას და არც მის თანამშრომლებს დამხმარე ჯგუფი არ გამოუძახებიათ.
მოწმე ნ------- ზ-----–---–მა აჩვენა, რომ 2004 წელს მუშაობდა ქ.თბილისის დ-------- ჩ-----------ის სამმართველოს საპატრულო სამსახურში. ამავე წლის 10 მარტს ოპერატიულმა მორიგემ დააკომპლექტა მორიგე ჯგუფი საღამოს შემოვლაზე გასასვლელად. ჯგუფში იყვნენ ა---- ჭ------ე, პ----- კ-----------ი, ზ------ წ--------–ი, გ------- კ-–-ა და თვითონ. დაახლოებით 02:00 საათზე შემოვლაზე გავიდნენ წითელი ფერის ავტომობილით. ჩ------–---–ის და მ--------–---–ის ქუჩების კვეთასთან შენიშნეს სამი მოქალაქე, რომლებიც რაღაცაზე კამათობდნენ. გააჩერეს ა/მანქანა, გადავიდნენ, წარუდგნენ და მოუწოდეს წესრიგისკენ. აღნიშნული პირები იმყოფებოდნენ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ. ერთ-ერთმა საუბრის დროს უკან გადადგა ნაბიჯი და გაიქცა, ამასთან, მათი მიმართულებით დაახლოებით 10-15 მეტრიდან აწარმოა გასროლა. მას გაეკიდნენ ა---- ჭ------ე, ზ------ წ--------–ი და გ------- კ-–-ა, ხოლო მას და პ----- კ-----------ის დაკავებული ჰყავდათ ერთი პირი. მესამე პირი გაიქცა ჩ------–---–ის ქუჩისკენ, მიიმალა და მისი დაკავება ვერ შეძლეს. გაქცეულს მისმა თანამშრომლებმა მოუწოდეს, რომ გაჩერებულიყო და ჰაერში აწარმოეს რამდენიმე გასროლა. კონკრეტულად ვინ ისროლა, არ ახსოვს. დაკავებულ მოქალაქესთან ერთად ჩაჯდა ა/მანქანაში უკანა სავარძელზე, ხოლო პ----- კ-----------ი დაჯდა საჭესთან. დაკავებულმა მათ კითხვაზე განაცხადა, რომ მას აყაჩაღებდნენ, რის შემდეგაც გაემართნენ ჩ------–---–ის ქუჩისკენ. ა/მანქანა მოატრიალეს და წავიდნენ მ--------–---–ის ქუჩიდან ს---ოს ქუჩის მიმართულებით. ადგილზე მისულებს დახვდათ დაჭრილი მოქალაქე, ის წაიყვანეს მ-----–---ის სახელობის საავადმყოფოში. იმ ადგილას, სადაც დაჭრილი იწვა, რაიმე სახის ნივთები არ შეუმჩნევია. ამასთან, ზემოაღნიშნული ფაქტი ღამის საათებში მოხდა, რა დროსაც არც ჩ------–---–ის და არც მ--------–---–ის ქუჩაზე განათება არ იყო. მ-----–---ის სახელობის საავადმყოფოში მისვლის შემდეგ დაჭრილი პირდაპირ აიყვანეს საოპერაციო ბლოკში. აღნიშნულის შემდეგ, როგორც ახსოვს, პ----- კ-----------ი და ა---- ჭ------ე წავიდნენ, ხოლო თავად წავიდა სამმართველოში. მოგვიანებით შეიტყო, რომ დაჭრილი პიროვნება იყო ა------ კ------–---, რომელიც გარდაიცვალა.
მოწმე ზ------ წერეთლმა აჩვენა, რომ 2004 წელს მუშაობდა ქ. თბილისის დ--------ჩ-----------ის სამმართველოში ოპერატიული თანამშრომლის თანამდებობაზე. 2004 წლის 10 მარტს პ----- კ-----------ისთან, გ------- კ-–-ასთან, ა---- ჭ------ესთან და ნ------- ზ-----–---–თან ერთად ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას და იყო მორიგე ჯგუფში. როგორც ახსოვს, პ----- კ-----------ის გარდა ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა ჯგუფის ყველა წევრს. მოძრაობდნენ პ.კ-----------ის კუთვნილი „ო---– კ--–-----ს“ მარკის ორკარიანი წითელი ფერის ა/მანქანით. დაახლოებით 03:00 საათზე ჩ------–---–ის ქუჩაზე შენიშნეს სამი ახალგაზრდა, რომლებიც იქცეოდნენ საეჭვოდ. მათი შემოწმების მიზნით გააჩერეს ა/მანქანა და გადავიდნენ. ერთი მათგანი, რომელსაც ჰქონდა წვერი, გაიქცა ზემოთ. მას დაედევნენ ა---- ჭ------ე და გ------- კ-–-ა. მეორე მათგანი გაიქცა ქვემოთა ქუჩის მხარეს, რომელსაც ასევე ორი თანამშრომელი - ნ------- ზ-----–---–ი და პ----- კ-----------ი დაედევნენ, თუმცა მან გაქცევა შეძლო და ვერ დააკავეს. რაც შეეხება მესამე პირს, იგი თვითონვე შეაჩერა ადგილზე. კითხვაზე - რა ხდებოდა, შეჩერებულმა პირმა უპასუხა, რომ გაქცეულები აყაჩაღებდნენ. რამდენიმე წამში, ზემო მხრიდან, საითაც წვერებიანი პირი გარბოდა, გაიგონა სროლის ხმები - დაინახა გაქცეულისგან მათი მიმართულებით ნაწარმოები გასროლა. იყო შეძახილები ,,გაჩერდი პოლიციაა’’, ჩ------–---–ის ქუჩის მოსახვევთან დაინახა, რომ უცნობმა პიროვნებამ განახორციელა რამდენიმე გასროლა და ამ მომენტში თვითონაც 2-ჯერ გაისროლა. მიუხედავად აღნიშნულისა, უცნობი მაინც არ შეჩერდა. იმავე ქუჩაზე ერთ-ერთ ჩიხში შევიდა, აღმართზე სვლა შეაჩერა და დაწვა. ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ სირბილით დაიღალა და იმიტომ დაწვა. როდესაც მიუახლოვდა, უცნობმა უთხრა, რომ იყო დაჭრილი და ხელით მიუთითა მარცხენა მხარეს, მკერდთან არსებულ ჭრილობაზე. თანამშრომლებს დაუძახა, რომ მანქანა მიეყვანათ. მაქსიმუმ ერთ წუთში მივიდა ა/მანქანა. დაჭრილი ჩასვეს და საავადმყოფოში წაიყვანეს. ვინაიდან ა/მანქანაში გ------- კ-–-ას და მისი ადგილი ფიზიკურად აღარ იყო, დარჩნენ ადგილზე. როგორც ახსოვს, შემთხვევის ადგილიდან აიღო მობილური ტელეფონი და იარაღი. სამმართველო ახლოს იყო და გაემართა ფეხით, რათა ხელმძღვანელობისთვის მომხდარი ფაქტის შესახებ ეცნობებინა. შემთხვევის ადგილზე იარაღისა და მობილური ტელეფონის გარდა, როგორც ახსოვს, იყო გაუსროლელი ვაზნებიც, მაგრამ ისინი უშუალოდ მან აიღო თუ სხვამ, არ ახსოვს. შემთხვევის დღეს არც მას და არც მის თანამშრომლებს რადიო გადამცემი არ ჰქონიათ. შემთხვევის ადგილის დაცვა ვერ მოახერხეს იმიტომ, რომ ძალიან გვიანი იყო. ამასთან, ვინაიდან ვერ უკავშირდებოდა ხელმძღვანელობას, საჭირო იყო მისვლა და მათი ინფორმირება. გარდა ამისა, იარაღისა და მობილური ტელეფონის დატოვება არ მიიჩნია მიზანშეწონილად შემდეგ შემთხვევის ადგილზე. ამიტომა ხსენებული ნივთები თან წაიღო სამმართველოში. სამმართველოში მორიგეს გადასცა წამოღებული ნივთები და უთხრა, რომ ოქმი შეედგინა. თან აცნობა, რომ შემთხვევის ადგილი ვერ დაიცვა. იარაღის წარდგენას დაასწრეს ტაქსის მძღოლები. მათ ოქმს ხელი მოაწერეს. როგორც ახსოვს, ოქმს ხელი მოაწერა ასევე მორიგემ, გ------- კ-–-ამ და თვითონ. იარაღი იყო შავი ფერის, პისტოლეტის ტიპის. უნდა ყოფილიყო ე.წ. ,,დ--------ი’’, რადგან საფანტის ტიპის იარაღს ჰგავდა. შემთხვევის ადგილის დათვალიერება მალევე მოხდა - თავად ჩაჰყვა პოლიციის თანამშრომლებს და დეტალურად უჩვენა შემთხვევის ადგილი. მოგვიანებით შეიტყო, რომ დაჭრილი იყო ა------ კ------–---, რომელიც გარდაიცვალა ა---- ჭ------ის მიერ ნასროლი ტყვიით მიყენებული ჭრილობით.
მოწმე გ------- კ-–-ამ აჩვენა, რომ 2004 წელს მუშაობდა ქ.თბილისის დ--------ჩ-----------ის შინაგან საქმეთა სამმართველოში ოპერატიული თანამშრომლის თანამდებობაზე. შემთხვევის დღეს თანამშრომლებთან ერთად ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას და ავტომანქანით მოძრაობდნენ სამოქმედო ტერიტორიაზე. მის გარდა მორიგე ჯგუფში იყვნენ ა---- ჭ------ე, ნ------- ზ-----–---–ი, პ----- კ-----------ი და ზ------ წ--------–ი. ახსოვს, რომ სამსახურეობრივი ფორმა ეცვა მხოლოდ ნ------- ზ-----–---–ს. მ--------–---–ისა და ჩ------–---–ის ქუჩების კვეთაზე შენიშნეს სამი ბიჭი, რომლებიც ერთმანეთში კამათობდნენ. მათთან მივიდნენ და ჰკითხეს, რა ხდებოდა. აღნიშნული პირებიდან ერთი მათგანი გაიქცა ჩ-----ას ქუჩის მიმართულებით და რამდენიმე მეტრის გარბენის შემდეგ მათი მიმართულებით იარაღიდან ცეცხლი გახსნა. ამიტომ მათაც აწარმოეს გამაფრთხილებელი გასროლა და დაედევნენ გაქცეულს. როდესაც გავიდა ს---ოს ქუჩაზე, მის შესაჩერებლად ჰაერში კვლავ რამდენიმე გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს. ამ მომენტში მასთან ერთად იყვნენ ა---- ჭ------ე და ზ------ წ--------–ი. მათი მიზანი იყო გაქცეულის განიარაღება და დაკავება. გაქცეულმა ერთ-ერთ ქუჩაზე აუხვია, სადაც შესაძლებელი იყო, თვალს მოფარებოდა. ამ დროს ისევ აგრძელებდნენ ჰაერში სროლას. უცებ იგი წაბორძიკდა და დაეცა. როდესაც ახლოს მივიდნენ, გაქცეულმა თქვა, რომ იყო დაჭრილი და აღარ ესროლათ. მას გვერდზე ედო მობილური ტელეფონი და პისტოლეტი. ნახევარ წუთში მათი ა/მანქანაც მოვიდა და დაჭრილი დაუყოვნებლივ წაიყვანეს საავადმყოფოში. თვითონ და ზ------ წ--------–ი დარჩნენ ადგილზე, აიღეს იარაღი, მობილური ტელეფონი და ფეხით წავიდნენ სამმართველოში, რათა მომხდარის შესახებ ხელმძღვანელობისათვის ეცნობებინათ. სამმართველოში იარაღი და მობილური ტელეფონი უფროსებს აჩვენეს და შემდეგ სამორიგეო ნაწილში ჩააბარეს მორიგეს. შედგა ოქმი, რომელსაც ხელი მოაწერა. ოქმის შედგენას გარეშე პირები ესწრებოდნენ თუ არა, არ ახსოვს. მათ მიერ განყოფილებაში მიყვანილი პიროვნება კ----–-- ბ-------ე ახსენებდა ძმებ ვ--–---- და ც------ თ-------ს, რომლებსაც იცნობდა პოლიციის აკადემიიდან. ამიტომ საკუთარი ინიციატივით წავიდა მათთან ა---- ჭ------ესთან ერთად, რათა მათ დაერწმუნებინათ კ.ბ-------ე, ეთქვა სიმართლე. მიუხედავად იმისა, რომ ევალებოდათ შემთხვევის ადგილის დაცვა, აღნიშნული ვერ შეძლეს, რადგანაც წავიდნენ პოლიციის განყოფილებაში ხელმძღვანელობის გასაფრთხილებლად.
მოწმე ჯ----– ზ------–---–მა აჩვენა, რომ 2004 წელს მუშაობდა დ--------ჩ-----------ის სამმართველოში უფროსი მორიგე-ინსპექტორის თანამდებობაზე. 2004 წლის 10 მარტს, დაახლოებით 03:00-04:00 საათებს შორის შუალედში მიიღო შეტყობინება ქალაქის მორიგისგან, რომ მ--------–---–ის ქუჩიდან დაჭრილი მოქალაქე, გვარად კ------–---, მიყვანილი იქნა მ-----–---ის სახელობის საავადმყოფოში. აღნიშნული აცნობა ხელმძღვანელობას. მორიგეობის დასრულების შემდეგ წავიდა სახლში, თუმცა სამორიგეო ნაწილიდან დაურეკეს და კვლავ გამოიძახეს. ვინ დაურეკა, არ ახსოვს. გამოცხადდა ქ.თბილისის დ--------ჩ-----------ის სამმართველოში, სადაც დახვდნენ სამძებროს თანამშრომლები ნ------- ზ-----–---–ი, ზ------ წ--------–ი, ა---- ჭ------ე, გ------- კ-–-ა და კიდევ ორი მათგანი, რომელთა გვარები არ ახსოვს. ერთ-ერთ მათგანს რუსული გვარი ჰქონდა. აღნიშნულმა პირებმა უთხრეს, რომ ვინაიდან წინა ღამით იყო მორიგე და პასუხისმგებელი პირი, მათ მიერ შედგენილ ოქმზე უნდა მოეწერა ხელი. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ნივთების წარმოდგენასთან დაკავშირებით მას, როგორც მორიგეს, არ ევალებოდა ოქმის შედგენა, ოქმს მაინც მოაწერა ხელი ისე, რომ მის შინაარსს არც გაცნობია. იარაღი და ტყვიები არ უნახავს.
მოწმე დ----- მ---------ემ აჩვენა, რომ 2004 წლის 10 მარტს, დაახლოებით 07:00 საათზე ტაქსაობდა და ა-------ის ქუჩიდან ჩადიოდა ქვემოთა მიმართულებით. გააჩერა ორმა პოლიციელმა, აუხსნეს საქმის ვითარება, მიიყვანეს გამომძიებელთან და განუმარტეს, რომ უნდა დასწრებოდა მათ მიერ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას - შემთხვევის ადგილის დათვალიერებას. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა მასრები, რომელიც დაილუქა. შედგა ოქმი, რომელსაც ხელი მოქწერა. ხელი მოქწერა ლუქზეც.
ექსპერტმა გ--------------–---–მა აჩვენა, რომ მის მიერ ჩატარებული იქნა ექსპერტიზა თეორიულ კითხვასთან დაკავშირებით და დაადგინა, რომ ცოცხალი ადამიანის სისხლში 3.3 პრომილე ეთილის სპირტის შემცველობა შეესაბამება ალკოჰოლური თრობის მძიმე ხარისხს. კლინიკურად მძიმე ხარისხის სიმთვრალის დროს ვინ რამდენად შეძლებს ყურადღების კონცენტრაციას, ამ კითხვაზე პასუხი უნდა გაიცეს კონკრეტულ შემთხვევაში კლინიკური გამოკვლევით. თუმცა სისხლში 3.3 პრომილე ეთილის სპირტის შემცველობა ნებისმიერი ადამიანის შემთხვევაში მაინც შეესაბამება მძიმე ხარისხის სიმთვრალეს მიუხედავად იმისა, რომ ქცევა სხვადასხვა ადამიანში შეიძლება იყოს მეტ-ნაკლებად ადეკვატური.
ექსპერტმა ე--------–--–---–მა აჩვენა, რომ ა---- ჭ------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და გასცა შესაბამისი დასკვნა, რომლის თანახმად, დაზიანების არხის ა.კ------–---ს სხეულში სწორხაზოვანია ანუ ყველა დაზიანება მდებარეობს ერთ ხაზზე ჭრილობის შემავალ და გამავალ ხვრელს შორის. ა.კ------–---ს სხეულში ტყვიის ფრაგმენტი არ აღმოჩნდა. რომ აღმოჩენილიყო, აუცილებლად იქნებოდა მითითებული დასკვნაში. სხეულის შინაგანი გამოკვლევისას ჭრილობის არხის სხვა განშტოება ნანახი არ ყოფილა.
ექსპერტმა ნ------------–-–---–მა აჩვენა, რომ 2004 წელს მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრში ბიოლოგიური განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარა ორი ექსპერტიზა, დაადასტურა გაცემული დასკვნების სისწორე. ერთი ექსპერტიზა ჩაატარა ტყვიის გულაზე, ხოლო მეორე - გარდაცვლილის ტანსაცმელზე. ექსპერტიზის წინაშე დასმული იყო კითხვა: ,,ტყვიის გულაზე არსებული სისხლის მაგვარი ნივთიერების კვალი მიეკუთვნება თუ არა ადამიანის სისხლს, დადებითის შემთხვევაში რომელი ჯგუფისაა იგი და ეკუთვნის თუ არა გარდაცვლილ კ------–---ს?’’ მის მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, ტყვიის გულაზე ა------ კ------–---ს ჯგუფური ანტიგენის გამოვლენა ვერ მოხერხდა სისხლის ლაქის სიმცირის გამო, ვინაიდან ვერ დადგინდა ტყვიაზე არსებული ადამიანის სისხლის ლაქის ჯგუფობრიობა. ამიტომ არ შეუძლია თქვას, რომ ის სისხლის ლაქა აუცილებლად ა------ კ------–---ს ეკუთვნოდა. კონკრეტულ შემთხვევაში სისხლის კვალი დატოვებული იყო ტყვიის გულაზე არა კოლტის, არამედ ლაქის სახით, რის გამოც ვერ მოახერხა ჯგუფის დადგენა.
ექსპერტმა თ------------–--ემ აჩვენა, რომ 1975 წლიდან მუშაობს ს----------–-----------------------------–----------–----------------------–------ თანამდებობაზე. ა---- ჭ------ის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მის მიერ ჩატარებული იქნა ქიმიური და მიკრონაწილაკების ექსპერტიზა, რისთვისაც წარდგენილი იყო ა------ კ------–---ს ტანსაცმელი და ,,ვ---–------ის’’ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი. ჩატარებული კვლევის საფუძველზე მივიდა შემდეგ დასკვნამდე: 1. ა------ კ------–---ს ტანსაცმელზე დენთის კვალი არ აღინიშნება. 2. გამოსაკვლევად წარმოდგენილ ,,ვ---–------ის’’ სისტემის ცეცხლსასროლ იარაღზე საფეიქრო ბოჭკოების მიკრონაწილაკები არ აღმოჩნდა. ბალისტიკა-ტრასოლოგიურ განყოფილებაში ,,ვ---–------ის’’ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის მიმართ რაიმე კვლევის ჩატარების შემთხვევაში შესაძლებელი იყო მომხდარიყო საფეიქრო ბოჭკოების მიკრონაწილაკების ჩამოცვენა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შემთხვევაში მსროლელის ხელზე ან მის ტანსაცმელზე დენთის დამწვარი და დაუმწვარი ნაწილაკების მოხვედრა შესაძლებელია როგორც ცალკეული ნაწილაკების, ისე დანაშრევების სახითაც. გასროლის პროცესში დენთის დამწვარი და დაუმწვარი ნაწილაკები ხვდება სხეულის შემთხვევაში ტანსაცმლით დაუფარავ ადგილზე, კონკრეტულ შემთხვევაში ხელზე და ტანსაცმლის გარეთა შრეზე. მათ განყოფილებაში ტანსაცმლის წარდგენამდე შესაძლებელია, რომ ტანსაცმელზე სხვადასხვა გამოკვლევების ჩატარების პროცესში არსებული დენთის ნაწილაკების კვალი დაკარგულიყო, თუმცა აღნიშნულის კატეგორიული მტკიცება არ შეუძლია. მიუხედავად ექსპერტიზის ჩატარებისა, შესაძლებელია, იარაღის ჭრილებში დარჩენილიყო საფეიქრო ბოჭკოები. ცეცხლსასროლ იარაღზე მიკრონაწილაკი შეიძლება ისეთ ჭრილში მოხვდეს, რომ მასზე ქარმა ან წვიმამ ვერ იმოქმედოს, მაგრამ თუ იგი სპეციალურად ვინმემ გარეცხა, მასზე მიკრონაწილაკი აღარ დარჩება.
ექსპერტმა ა-–---------- ა-----------ემ აჩვენა, რომ მუშაობს ს----------–----------------------------–----------–----------------------–----ად. ა.ჭ------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მონაწილეობას იღებდა კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარებაში ბალისტიკური განხრით. ექსპერტიზის შედეგად დაადგინა, რომ გამოსაკვლევი ტყვიის ზედაპირზე აღინიშნებოდა ნარჩენი დეფორმაციის კვალი, რაც განვითარებული უნდა ყოფილიყო გარეშე მექანიკური ძალის მოქმედებით მისი რაიმე მყარ, მკვრივ საგანთან კონტაქტირების შედეგად. გამოსაკვლევ ტყვიაზე არსებული დეფორმაცია მაინცდამაინც არ არის დამახასიათებელი რიკოშეტისთვის. ხსენებული კვალი, მორფოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, არ მოიცავს ასხლეტვისათვის დამახასიათებელ ნიშანთა სრულ კომპლექსს, რაც მისცემდა საკითხის კატეგორიულად გადაწყვეტის საშუალებას, თუმცა დეფორმაციის ხასიათიდან გამომდინარე, ასეთი გამორიცხული არ არის. მოცემულ შემთხვევაში ტყვია მცირე გრადუსით არის შეხებული რაღაც მყარ საგანთან, რის გამოც მიმართულება შეიცვალა.
ექსპერტმა ნ-----–------–----მა აჩვენა, რომ მუშაობს ს----------–----------------------------–---------–---------------------–----ად ბალისტიკის განხრით. ა---- ჭ------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე კოლეგასთან - ა-–---------- ა-----------ესთან ერთად ჩაატარა ბალისტიკური და კრიმინალისტიკური ექსპერტიზა, ხოლო შემდეგ მონაწილეობა მიიღო კომისიური კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარებაში. კვლევის ობიექტი იყო იარაღები, ვაზნები, ტყვია, მასრები და ტანსაცმელი. პირველი ექსპერტიზის ჩატარების დროს მივიდა დასკვნამდე, რომ ტყვიის გარსს აკლდა ფრაგმენტი. აღნიშნული კი განვითარებული იყო რაიმე მკვრივი საგნის ზემოქმედებით, რაც თავისი მხრივ არ გამორიცხავს სხეულში გავლისას ძვალთან კონტაქტირებით მისი წარმოშობის შესაძლებლობას. ვარაუდის და მოსაზრების საფუძველს აძლევდა ის, რომ ძვალი არის მკვრივი საგანი. რაც შეეხება ძვლის სიმტკიცის ხარისხის განსაზღვრას, ეს მის კომპეტენციაში არ შედის. მის მიერ გამოკვლეული მოვერცხლისფრო რბილი ლითონის ორი ფრაგმენტის იდენტიფიცირება რაიმე საგანთან ვერ მოხერხდა. მის მიერ გამოკვლეული იქნა ასევე ვაზნა, რომელიც დამუხტული იყო 6,6 მმ დიამეტრის ერთი ლითონის რბილი რუხი ფერის ბურთულის ფინდიხით. მასრებზე არსებული დაზიანებები იყო გარეშე მექანიკური ზემოქმედების შედეგად მიყენებული, რაც მიუთითებს მათ რაიმე მყარ ობიექტთან კონტაქტირებაზე, როგორიც შეიძლება იყოს მასრაზე ფეხის დადგმა, ა/მანქანის გადავლა და ა.შ. მის მიერ აღწერილი 7,5X9 მმ-ზე დაზიანების ზომა და ფორმა მიუთითებს, რომ აღნიშნული დაზიანება განვითარებულია გარკვეული კუთხით. მისთვის საკვლევად წარმოდგენილ მაისურზე მარცხენა იღლიის მიდამოში სისხლის მაგვარი დანაშრევის ფონზე გარკვეულ ლოკალურ ფართზე აღინიშნებოდა რამდენიმე მომცრო წერტილოვანი სახის დაზიანება, რაც არ არის დამახასიათებელი სხეულიდან ჭურვის სრული გასვლისთვის და შეიძლება, განვითარებული იყოს სროლის თანმდევი პროცესებით, კერძოდ ძვლის ფრაგმენტის გატანით. მაისურის გარდა ტანსაცმელზე გამავალი სხვა დაზიანებები არ აღინიშნებოდა, გარდა მცირე წერტილოვანი სახის დაზიანებისა. მოწმის განმარტებით, თუ აღნიშნული დაზიანება ტყვიაზე ძვალთან კონტაქტირებით არ არის გამოწვეული, მაშინ ის მიყენებული უნდა იყოს სხეულში შეღწევამდე, რადგან, ძალადაკარგული ტყვია სხეულში გავლის შემდეგ ასეთ დაზიანებას ვერ მიიღებდა. ტყვიის რიკოშეტირებისას ტყვიის ენერგ-- იკარგება. მის მიერ გაცემული პირველი ექსპერტიზის დასკვნა არის სავარაუდო. მანვე, მონაწილეობა მიიღო კომისიურ ექსპერტიზაში, როგორც ბალისტიკოსმა და მის მიერ ექსპერტიზის წინაშე დასმულ კითხვებზე გაცემული იქნა შემდეგი პასუხები: გამოსაკვლევი ტყვიის ზედაპირზე აღინიშნება ნარჩენი დეფორმაციის კვალი, რაც განვითარებული უნდა იყოს გარეშე მექანიკური ძალის მოქმედების მისი რაიმე მყარ, მკვრივ საგანთან კონტაქტირების შედეგად. გამოსაკვლევ ტყვიაზე არსებული დეფორმაცია მაინცდამაინც არ არის დამახასიათებელი რიკოშეტისთვის. ხსენებული კვალი, მორფოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, არ მოიცავს ასხლეტვისათვის დამახასიათებელ ნიშანთა სრულ კომპლექსს, რაც მოგვცემდა საკითხის კატეგორიულად გადაწყვეტის საშუალებას, თუმცა დეფორმაციის ხასიათიდან გამომდინარე, ასეთი გამორიცხული არ არის. მხოლოდ ტყვიის დაზიანებიდან გამომდინარე, ზუსტი კუთხის დადგენა შეუძლებელია და ამ მიმართულებით კვლევა არ ჩაუტარებია. მოცემულ შემთხვევაში რიკოშეტის კლასიკური კვალი არ იყო სახეზე, თუმცა ტყვიას ისეთი დაზიანება და იმხელა დეფორმაცია ჰქონდა, რომ შესაძლებელია, მიმართულებაც შეეცვალა. ზოგადად შუალედური წინაღობისას ტყვიის ენერგ-- გარკვეულწილად იკარგება. ობიექტს, რამაც ტყვიას მიაყენა დაზიანება, იმაზე მეტი სიმკვრივე და სიმტკიცე უნდა ჰქონდეს, ვიდრე თვითონ ტყვიას.
ექსპერტ ზ------ გ-------–-–---–ის ჩვენებით, გამოსაკვლევად წარდგენილ ტყვიაზე არსებული დაზიანების ხასიათისა და მოცულობის და ნეკნის ანატომიური შენების გათვალისწინებით, ტყვიაზე არსებული დაზიანება ვერ განვითარდებოდა ა------ კ------–---ს ძვალზე - ნეკნზე შეხების (გვამის გამოკვლევის მონაცემებით მარცხენა მე-9 ნეკნი მოტეხილია) შედეგად და, აღნიშნულიდან გამომდინარე, დაზიანება ტყვიაზე განვითარებული უნდა იყოს ა------ კ------–---ს სხეულის გარეთ. ნეკნი მართალია, მკვრივი ბლაგვი საგანია, მაგრამ იმ დაზიანებას, რაც ტყვიაზეა, ვერ დატოვებდა. ექსპერტიზის დასკვნა N1---ის მონაცემების თანახმად, ა------ კ------–---ს სხეულზე აღინიშნებოდა ცეცხლნასროლი დაზიანებები: ჭრილობა N1 - მარცხნივ, ზურგის მიდამოში ტერფის ძირიდან 122 სმ-ზე, ხერხემლის გვერდით ხაზსა და ბეჭის ხაზს შორის მე-9 ნეკნის დონეზე ოვალური ფორმის ჭრილობა დიამეტრით 1 სმ, არასწორი კიდეებით, ქვეშ არსებული სისხლჩაქცევით, ჭრილობის ირგვლივ ნაჭდევის რგოლით. ჭრილობის კიდეები ჩაბრუნებულია, მათი ერთმანეთთან მიტანით აღინიშნება ქსოვილოვანი დეფექტი, ჭრილობის ირგვლივ დამატებითი ფაქტორების კვალი არ აღინიშნება /ცეცხლნასროლი ჭრილობის შესავალი ხვრელი/; ჭრილობა N2 - გულმკერდის წინა ზედაპირზე მარცხნივ, ტერფის ძირიდან 124 სმ-ის სიმაღლეზე, ლავიწის წინა ხაზზე მე-5-6 ნეკნებს შორის ოვალური ფორმის ჭრილობა დიამეტრით 1.1 სმ. კიდეებამობრუნებული, ირგვლივ ნაჭდევის რგოლით, ჭრილობის კიდეების ერთმანეთთან მიტანით ისინი ერთდებიან /ცეცხლნასროლი ჭრილობის გამოსავალი ხვრელი/, ჭრილობის არხი მიემართება უკნიდან წინ, რამდენადმე ქვემოდან ზემოთ, რამდენადმე მარჯვნიდან მარცხნივ, მარცხენა მე-9 ნეკნის მოტეხილობით. დაზიანების მიყენების მომენტში ცეცხლსასროლი იარაღის ლულის სიგრძივი ღერძი და სხეულზე არსებული ჭრილობის არხი ერთ სიგრძივ ირიბ ხაზზე უნდა ყოფილიყო, სხვანაირ შემთხვევაში ეს დაზიანება ვერ განვითარდებოდა თუ ეს მოხდებოდა სხეულის მიმართ პირდაპირი გასროლის შემთხვევაში. რაც შეეხება დაზიანების ზომას, შეიძლება იყოს ჭურვის ზომაზე დიდიც, ნაკლებიც და ტოლიც. გამორიცხული არ არის, რომ ა------ კ------–---ს სხეულზე არსებული ცეცხლნასროლი, შემავალი, 1.0 სმ-ის დიამეტრის მქონე ჭრილობა განვითარებულიყო 9მმ კალიბრის მქონე როგორც აუსხლეტავი, ისე ასხლეტილი ჭურვის ზემოქმედების შედეგად. შინაარსობრივად მისი დასკვნა არ არის წინააღმდეგობაში სხვა დასკვნასთან. დასკვნა იმის შესახებ, რომ ნეკნი ტყვიაზე არსებულ დაზიანებას ვერ გამოიწვევდა, არის კატეგორიული. მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ გამომავალ ჭრილობაზე დეფექტი არ აღინიშნება, ამასთან არ არის დაზიანებული ტანსაცმელი, მიუთითებს იმაზე, რომ ტყვიას ენერგ-- უკვე დაქვეითებული აქვს იმისთვის, რომ რაიმე დაეზიანებინა, თუმცა ეყო ენერგ--, რომ სხეულიდან გამოეღწია. გამოსვლის შემდეგ ამ ენერგიის მქონე ტყვიას შეეძლო თუ არა მიეღო ის დაზიანება, რაც აქვს მიღებული, ვერ გასცემს პასუხს, რადგან არ იცის, რა მოხდა ტყვიის გარეთ გამოსვლის შემდეგ. თუ ჩათვლის, რომ ტყვია გამოვიდა სხეულიდან და ჩამოვარდა, ამ შემთხვევაში მსგავს დაზიანებას ვერ მიიღებდა, რადგან გამოსავალი ხვრელი მდებარეობს 124 სმ-ზე და ამ სიმაღლიდან თუნდაც ყველაზე მყარ საგანზე დაცემისას ტყვია იმგვარ დაზიანებას, რომელიც აქვს, ვერ მიიღებდა. ასეთ შემთხვევაში მას დაზიანება უნდა მიეღო სხეულში შესვლამდე.
ექსპერტ გ------- ც--–--ის ჩვენებით, ვინაიდან ნეკნი ძალიან ადვილად მტვრევადი ძვალია, მასში ტყვიას რომც გაევლო, ის დეფორმაცია, რაც მოცემულ შემთხვევაში აქვს მას, ვერ მიიღებდა. მოწმის განმარტებით, ცეცხლნასროლი ჭრილობის შესავალი ხვრელის ზომები დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე - ტყვიის ენერგ--ზე, ტანსაცმლის რამდენ ფენას გაივლის, სხეულის რა მიდამოა დაზიანებული და ა.შ. მოცემულ შემთხვევაში ტყვია გავლილია ტანსაცმელში. დაბალი კინეტიკური ენერგიის დროს ტყვიის კონტაქტი სხეულთან არის უფრო მეტ ხანს, ვიდრე დიდი სიჩქარის დროს, ამ შემთხვევაში 9 მმ ტყვიამ შეიძლება დატოვოს 1.0 სმ დიამეტრის კვალი. ანუ როცა ტყვია დაბალი სიჩქარით ხვდება სხეულს, შეიძლება დატოვოს თავის კალიბრზე უფრო დიდი დიამეტრის კვალი. კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტია, რომ დაზიანებულია ტანსაცმელი და 1 სმ დიამეტრის დაზიანება ტყვიის დაბალი სიჩქარის გამოა თუ იმიტომ, რომ ჯერ ტანსაცმელი გაიარა ტყვიამ, ცალსახად ვერ იტყვის. ყველა შემთხვევაში შესავალ და გამოსავალ ჭრილობასთან ტყვიის კინეტიკური ენერგ-- სხვადასხვაა. თუ გამოსვლის დროს ტყვიამ მაისურიც ვერ დააზიანა, გამოდის, რომ ფაქტობრივად ძალიან მცირე კინეტიკური ენერგ-- აქვს. კითხვაზე, სხეულში შესვლამდე მიიღო დაზიანება ტყვიამ, თუ სხეულიდან გამოსვლის შემდეგ, ვერ უპასუხებს. ა------ კ------–---ს სხეულზე არსებული ცეცხლნასროლი შემავალი 1.0 სმ-ის დიამეტრის მქონე ჭრილობა შესაძლებელია, განვითარებულიყო 9მმ კალიბრის მქონე როგორც აუსხლეტავი, ისე ასხლეტილი ჭურვის ზემოქმედების შედეგად - აღნიშნული არის მის მიერ გაცემული ზოგადი ხასიათის პასუხი, რადგან 9მმ კალიბრის ტყვიას შეეძლო დაეტოვებინა 1.0 სმ-ის დიამეტრის მქონე ჭრილობა.
ექსპერტმა ზ------ ბ-----–---–მა აჩვენა, რომ მუშაობს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ვ--------ში“. ა.ჭ------ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მონაწილეობა მიიღო კომპლექსური ბალისტიკური და სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაში. შედეგად დაადგინა, რომ ტყვიაზე აღწერილი დაზიანების მორფოლოგიური ნიშან-თვისებები, მათი განვითარების მექანიზმი დამახასიათებელია რიკოშეტისთვის. გამოსაკვლევად წარდგენილ 9 მმ კალიბრის ტყვიაზე აღინიშნება დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებული უხეში მექანიკური დაზიანების კვლები, რაც განვითარებულია გასროლილი ტყვიის კონტაქტირების შედეგად უხეში ზედაპირის მქონე მყარ წინაღობასთან. იმდენად მკვრივი იყო საგანი, რომ ტყვიამ ასეთი დეფორმაცია მიიღო ქანობის წინა მხარეს, შემდეგ შეიცვალა კუთხე და იმდენად მკვრივი იყო ის საგანი, რომელთანაც ჰქონდა კონტაქტირება, რომ მოხდა მასალის ამოგლეჯვა და გულისა და პერანგის შემადგენელი ნაწილების უკან 1.3 მმ-ით დეფორმაცია. დეფორმაციის მიხედვით კუთხის დადგენა ძალიან ბევრ მონაცემთანაა დაკავშირებული. როგორც იცის, ამის მეთოდიკაც არ არსებობს, რომ რიკოშეტირებისას დაცემისა და ასხლეტვის კუთხე ვინმემ განსაზღვროს.
ექსპერტ ა-–---------- გ------მ აჩვენა, რომ დადგენილების საფუძველზე ჩაატარა კომპლექსური ბალისტიკური და სამედიცინო ექსპერტიზა დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ვ--------ის“ ექსპერტ ზ------ ბ-----–---–თან ერთად მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით. ექსპერტიზის შედეგების მიხედვით ზოგიერთ კითხვაზე ზ.ბ-----–---–თან ერთად გასცა ერთობლივი პასუხი კომპეტენციის ფარგლებში, არსებული მონაცემების ტექნიკური და სამედიცინო მონაცემების ერთობლივი ანალიზის და სინთეზის საფუძველზე. ექსპერტიზის შედეგად დადგინეს შემდეგი: გამოსაკვლევ ტყვიაზე არსებული დაზიანების მორფოლოგიური სურათისა და ადამიანის ნეკნის ანატომიური შენების გათვალისწინებით შეუძლებელია აღნიშნული დაზიანება განვითარებულიყო ა------ კ------–---ს სხეულში ტყვიის გავლისას ნეკნთან კონტაქტირებით. გამოსაკვლევად წარმოდგენილ ტყვიაზე არსებული დაზიანება განვითარებულია არა ა.კ------–---ს სხეულში გავლისას ნეკნთან შეხებით, არამედ ამ უკანასკნელის სხეულზე მოხვედრამდე რაიმე მყარი ზედაპირის მქონე საგნიდან ასხლეტვისას ე.ი. რიკოშეტირების შედეგად. ნეკნთან მიმართებით რიკოშეტს რომ ადგილი არ ჰქონდა, ამას ცალსახად მოწმობს საქმის მასალები - ექსპერტ ჩავლეიშვილის დაკითხვის ოქმი და გვამის გამოკვლევის მონაცემები, კერძოდ: მეტალის უცხო სხეულის (ტყვიის) ნაწილაკები სხეულში არ იყო. თუ ნეკნზე მოხდა ასხლეტვა, ფრაგმენტი სხეულში უნდა ყოფილიყო. ამავდროულად, ჩვენების თანახმად და გვამის გამოკვლევის შესახებ ინფორმაციით, ჭრილობის არხი სწორხაზოვანია ანუ სხეულის მოძრაობისას მიმართულების შეცვლას ადგილი არ ჰქონია. ჭრილობის შესავალი ხვრელის დიამეტრია 1.0 სმ, ხოლო ტყვიის დიამეტრია 0.9 სმ. დასკვნა იმ ნაწილში, რომ კ------–---ს სხეულზე არსებული დაზიანება განვითარებულია სხეულზე მოხვედრამდე ასხლეტილი ტყვიის მოქმედებით, კატეგორიულია - დეფორმაცია ტყვიამ მიიღო კ------–---ს სხეულში მოხვედრამდე. აღნიშნული დასტურდება კრიმინალისტის პოზიციით და მედიკური კონტექსტით. მანვე ექსპერტ ზ------ ბ-----–---–თან ერთად ჩაატარა კრიმინალისტიკური ალტერნატიული ექსპერტიზა და დაადგინა შემდეგი: არა ახლო მანძილიდან ნაწარმოები გასროლისას, შუალედურ წინაღობასთან ტყვიის კონტაქტირების გარეშე ადამიანის სხეულის მიმართ გასროლილი ტყვიის მართი (ან მასთან მიახლოებული) კუთხით მოხვედრისას ვითარდება მომრგვალო (ან უმნიშვნელოდ ოვალური) ფორმის ცეცხლნასროლი ჭრილობის შესავალი ხვრელი, რომლის ზომები ყოველთვის ნაკლებია ტყვიის დიამეტრზე (კალიბრზე). ზემოაღნიშნულ პირობებში 9 მმ კალიბრის ტყვიებით განვითარებული დაზიანებების შესავალი ხვრელის ზომები მერყეობს დაახლოებით 5-7 მმ-ის ფარგლებში. ნეკნის მორფოლოგიური შენების გათვალისწინებით, მე-9 ნეკნის მოტეხილობის პირობებში, ტყვია ამ ხარისხის დაზიანებას, რაც აქვს, ცალსახად ვერ მიიღებდა. გამოსაკვლევად წარდგენილ ტყვიაზე არსებული დაზიანება განვითარებულია არა ა.კ------–---ს სხეულში გავლისას ნეკნთან შეხებით, არამედ ამ უკანასკნელის სხეულთან კონტაქტირებამდე, რაიმე მყარი ზედაპირის მქონე საგნიდან ასხლეტვისას (რიკოშეტირებისას).
შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2004 წლის 10 მარტის ოქმის თანახმად 07:00 საათიდან 11:15 საათებს შორის შუალედში, დამსწრე პირების - დ----- მ---------ის და მ---------------–---–ის მონაწილეობით დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი, მდებარე ქ.თბილისი, კ.მ--------–---–ის ქუჩა N42, საცხოვრებელ სახლთან. კ.მ--------–---–ის ქუჩა N42 საცხოვრებელ სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული იქნა: სპილენძისფერი მასრა წარწერით „1----“, რაც დაილუქა ქ.თბილისის დ-------- ჩ-----------ის რაიონული პროკურატურის ბეჭდით პაკეტებისათვის. /პაკეტი N1/; ოქროსფერი მასრა “C---------”, რაც დაილუქა ქ.თბილისის დ--------ჩ-----------ის რაიონული პროკურატურის ბეჭდით პაკეტებისათვის. /პაკეტი N2/; კ.მ--------–---–ისა და გ.ჩ-----ას ქუჩების გადაკვეთაზე ამოღებული იქნა დაზიანებული სპილენძისფერი მასრა, წარწერით „3------ რაც დაილუქა ქ.თბილისის დ--------ჩ-----------ის რაიონული პროკურატურის ბეჭდით პაკეტებისათვის. /პაკეტი N3/; ჩ-----ას ქუჩაზე ნანახი იქნა დაზიანებული სპილენძისფერი მასრა წარწერით „9-“, რაც დაილუქა ქ.თბილისის დ-------- ჩ-----------ის რაიონული პროკურატურის ბეჭდით პაკეტებისათვის. /პაკეტი N4/; ჩ-----ას ქუჩაზე, გზის მეორე მხარეს, მოსიარულეთა სავალი ნაწილიდან ამოღებული იქნა მუქი მწვანე ფერის მასრა წარწერით „-----------------”, რაც დაილუქა ქ.თბილისის დ-------- ჩ-----------ის რაიონული პროკურატურის ბეჭდით პაკეტებისათვის. /პაკეტი N5/; გ.ე--------ის ქუჩა N1-ის სახლის კუთხიდან ამოღებული იქნა მასრა წარწერით “C----------”, რაც დაილუქა ქ.თბილისის დ--------ჩ-----------ის რაიონული პროკურატურის ბეჭდით პაკეტებისათვის /პაკეტი N6/; გ.ე--------ის ქუჩა N1-ის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული იქნა მასრა წარწერით “0-----”, რაც დაილუქა ქ.თბილისის დ--------ჩ-----------ის რაიონული პროკურატურის ბეჭდით პაკეტებისათვის. /პაკეტი N7/; გ.ე--------ის ქუჩა N1-ის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული იქნა მუქი მწვანე ფერის მასრა წარწერით „-----------------”, რაც დაილუქა ქ.თბილისის დ-------- ჩ-----------ის რაიონული პროკურატურის ბეჭდით პაკეტებისათვის. /პაკეტი N8/; გ.ე--------ის ქუჩა N5-ის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული იქნა ტყვიის გულა, რაც დაილუქა ქ.თბილისის დ--------ჩ-----------ის რაიონული პროკურატურის ბეჭდით პაკეტებისათვის /პაკეტი N9/.
საგნის დათვალიერების 2004 წლის 10 მარტის ოქმის თანახმად გამომძიებლის მიერ დამსწრეების - ე.მ---------–ის და თ.ა-----–---–ის მონაწილეობით დათვალიერებული იქნა ავტომანქანა „ო---–-კ--–-----“ სახ. N0-------. დათვალიერებით დადგინდა შემდეგი: ავტომანქანა „ო---–-კ--–-----“ სახ. N0------- არის წითელი ფერის, რომელსაც საბარგულის უკანა მხარეს, მარჯვენა ფარიდან 28 სმ-ში და სანომრე ნიშნიდან 5 სმ-ის კვეთაზე აღენიშნება დაზიანება და ვერცხლისფერი ორი მეტალის ნაწილაკი, რომლებიც დასურათებული და ამოღებული იქნა და დაილუქა ქ.თბილისის დ--------ჩ-----------ის რაიონული პროკურატურის ბეჭდით პაკეტებისათვის. ავტომობილის უკანა მარჯვენა დაბალ მხარეს ბუფერზე, ფარიდან 15სმ-ის და ბუფერის მარჯვენა კუთხიდან 5 სმ-ის კვეთაზე აღინიშნება დაზიანება ანასხლეტის სახით, კერძოდ აცლილია საღებავი და არის შეჭყლეტილი.
ნ.ზ-----–---–ის 2004 წლის 10 მარტის პატაკის თანახმად: მიმდინარე წლის 9 მარტს გ. კ-–-ასთან, ა. ჭ------ესთან, პ. კ-----------თან და ზ. წ--------–თან ერთად აწარმოებდა შემოვლას. დაახლოებით 03:00 საათზე მ--------–---–ის და ჩ------–---–ის ქუჩების კვეთაზე შენიშნეს სამი საეჭვო პიროვნება, რომლებიც ერთმანეთში კამათობდნენ. მიუახლოვდნენ, გადავიდნენ მანქანიდან და განუმარტეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები. ამ დროს ორი მათგანი გაიქცა ქუჩის სხვადასხვა მხარეს, რომელთაგან ერთ-ერთმა ისროლა მათი მიმართულებით. ა/მანქანას უკანა მხარეს შეეყარა რაღაც წვრილი საგნები. მესამე პიროვნება დარჩა ადგილზე და პ. კ-----------ისთან ერთად ჩასვა ა/მანქანაში, შემდეგ კი გაეკიდნენ იმ პიროვნებას, რომელიც გაიქცა ჩ------–---–ის ქუჩის მიმართულებით, მაგრამ ვერ დააკავეს. დაკავებულმა პირმა განმარტა, რომ გაქცეულები მას აყაჩაღებდნენ. ყოველივე ამის შემდეგ გაემართნენ იმ მიმართულებით, საიდანაც სროლის ხმა ისმოდა. დაინახეს, რომ ა. ჭ------ე, ზ. წ--------–ი და გ. კ-–-ას დაკავებული ჰყავდათ პიროვნება, რომელიც იყო დაჭრილი და ყველამ ერთად გადაიყვანეს მ-----–---ის კლინიკ-–-.
პ.კ-----------ის 2004 წლის 10 მარტის პატაკის თანახმად: მიმდინარე წლის 9 მარტს გ. კ-–-ასთან, ა. ჭ------ესთან, ნ. ზ-----–---–თან და ზ. წ--------–თან ერთად აწარმოებდა შემოვლას. ნ.ზ-----–---–ი იმყოფებოდა პოლიციის ფორმით. დაახლოებით 03:00 საათზე მ--------–---–ის და ჩ------–---–ის ქუჩის კვეთაზე შენიშნეს სამი საეჭვო პიროვნება, რომლებიც ერთმანეთში კამათობდნენ. მიუახლოვდნენ, გადავიდნენ მანქანიდან და განუმარტეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები. უეცრად ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც ჰქონდა შავი წვერი და ეცვა შავი ტყავის ქურთუკი, გაიქცა ჩ-----ას ქუჩის მიმართულებით, შემდეგ შემოტრიალდა მათი მიმართულებით და ორჯერ ისროლა, რის შემდეგაც ა/მანქანას უკანა მხარეს შეეყარა რაღაც წვრილი საგნები. სამი პიროვნებიდან ორი გაიქცა ქუჩის სხვადასხვა მიმართულებით, ხოლო მესამე პიროვნება დარჩა ადგილზე და ნ.ზ-----–---–თან ერთად ჩასვა ა/მანქანაში, შემდეგ კი გაეკიდნენ იმ პიროვნებას, რომელიც გაიქცა ჩ------–---–ის ქუჩის მიმართულებით, მაგრამ ვერ დააკავეს. დაკავებულმა პირმა განმარტა, რომ გაქცეულები მას აყაჩაღებდნენ. ყოველივე ამის შემდეგ გაემართნენ იმ მიმართულებით, საიდანაც სროლის ხმა ისმოდა. დაინახეს, რომ ა. ჭ------ე, ზ. წ--------–ი და გ. კ-–-ას დაკავებული ჰყავდათ პიროვნება, რომელიც იყო დაჭრილი და ყველამ ერთად გადაიყვანეს მ-----–---ის კლინიკ-–-.
ა.ჭ------ის 2004 წლის 10 მარტის პატაკის თანახმად: მიმდინარე წლის 9 მარტს გ. კ-–-ასთან, ა. ჭ------ესთან, ნ. ზ-----–---–თან და ზ. წ--------–თან ერთად აწარმოებდა შემოვლას. ნ.ზ-----–---–ი იმყოფებოდა პოლიციის ფორმით. დაახლოებით 02:00 საათზე პ.კ-----------ის ა/მანქანით გავიდნენ შემოვლაზე, რა დროსაც მ--------–---–ის და ჩ------–---–ის ქუჩების კვეთაზე შენიშნეს სამი საეჭვო პიროვნება, რომლებიც კამათობდნენ და თითქოს ერთმანეთს ეჯაჯგურებოდნენ. მიუახლოვდნენ, გადავიდნენ მანქანიდან და განუმარტეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები. ერთ-ერთი მათგანი დარჩა ადგილზე, ხოლო ორნი გაიქცნენ სხვადასხვა მიმართულებით. ერთ-ერთი, რომელსაც ჰქონდა შავი წვერი და ეცვა შავი ტყავის ქურთუკი, გაიქცა და ორჯერ ისროლა მათი მიმართულებით. ამიტომ საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა თავისი იარაღი და მოახდინა გამაფრთხილებელი გასროლა ჰაერში. მიუხედავად იმისა, რომ მოუწოდა გაჩერებულიყო და დაეგდო იარაღი, გაქცეული არ დაემორჩილა და კვლავ გარბოდა. ა---––--ის ქუჩის კუთხეში იგი ამოეფარა კედელს და კვლავ მოახდინა გასროლა მათი მიმართულებით, რის შემდეგაც ისევ გაისროლა ჰაერში. გაქცეულმა ქუჩის შუა ადგილიდან ისევ ისროლა და ამჯერად თვითონაც გაისროლა მისი მიმართულებით, მაგრამ არა მიზანში ამოღებით. გაქცეულმა გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და ჩაიკეცა. მიუახლოვდა მას გ.კ-–-ასთან და ზ. წ--------–თან ერთად, ნახა, რომ ხელში ეჭირა იარაღი, გვერდზე კი იდო მობილური ტელეფონი და რამდენიმე ვაზნა. ამის შემდეგ მივიდნენ პ. კ-----------იც და ნ.ზ-----–---–იც, რომლებსაც თან ჰყავდათ დაკავებული. დაჭრილი ჩასვეს ა/მანქანაში და პ.კ-----------ისთან და ნ.ზ-----–---–თან ერთად გადაიყვანეს მ-----–---ის კლინიკ-–-. საავადმყოფოდან დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე, რომელსაც იცავდა ოპერატიული ჯგუფი.
ზ.წ--------–ის 2004 წლის 10 მარტის პატაკის თანახმად: მიმდინარე წლის 9 მარტს გ.კ-–-ასთან, ა.ჭ------ესთან, ნ.ზ-----–---–თან და პ.კ-----------ისთან ერთად აწარმოებდა შემოვლას. ნ.ზ-----–---–ი იმყოფებოდა პოლიციის ფორმით. დაახლოებით 02:00 საათზე პ.კ-----------ის კუთვნილი ა/მანქანით გავიდნენ შემოვლაზე, რა დროსაც, მ--------–---–ის და ჩ------–---–ის ქუჩის კვეთაზე შენიშნეს სამი საეჭვო პიროვნება, რომლებიც ერთმანეთში კამათობდნენ და თითქოს ჩხუბობდნენ. მიუახლოვდნენ, გადავიდნენ მანქანიდან და განუმარტეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები. უეცრად ორი მათგანი გაიქცა სხვადასხვა მიმართულებით. ერთ-ერთი, რომელსაც ჰქონდა შავი წვერი და ეცვა შავი ტყავის ქურთუკი, გაიქცა და ორჯერ ისროლა მათი მიმართულებით. ამის შემდეგ საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა თავისი იარაღი, დაუძახა, რომ გაჩერებულიყო და დაეგდო იარაღი და განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა ჰაერში. გააგრძელეს მისი დევნა, ხოლო ა---––--ის ქუჩის კუთხეში აღნიშნული პიროვნება ამოეფარა კედელს და კვლავ მოახდინა გასროლა მათი მიმართულებით, რის შემდეგაც თვითონაც განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა. გაქცეულმა ქუჩის შუა ადგილიდან ისევ ისროლა და ამჯერად, თვითონაც გაისროლა მისი მიმართულებით, მაგრამ არა მიზანში ამოღებით. გაქცეულმა გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და ჩაიკეცა. მიუახლოვდა მას გ.კ-–-ასთან და ზ.წ--------–თან ერთად და ნახა, რომ მას ხელში ეჭირა იარაღი, გვერდზე კი იდო მობილური ტელეფონი და რამდენიმე ვაზნა. ამის შემდეგ მივიდნენ პ.კ-----------იც და ნ.ზ-----–---–იც, რომლებსაც თან ჰყავდათ დაკავებული. დაჭრილი ჩასვეს ა/მანქანაში და ა.ჭ------ემ, პ.კ-----------იმ და ნ.ზ-----–---–მა გადაიყვანეს მ-----–---ის კლინიკ-–-. თვითონ კი აიღო იარაღი, ვაზნები და მობილური ტელეფონი და გ.კ-–-ასთან ერთად წავიდა სამმართველოში.
გ.კ-–-ას 2004 წლის 10 მარტის პატაკის თანახმად: მიმდინარე წლის 9 მარტს ზ. წ--------–თან, ა. ჭ------ესთან, ნ. ზ-----–---–თან და პ. კ-----------ისთან ერთად აწარმოებდა შემოვლას, რა დროსაც ნ.ზ-----–---–ი იმყოფებოდა პოლიციის ფორმით. დაახლოებით 02:00 საათზე პ. კ-----------ის კუთვნილი ა/მანქანით გავიდნენ შემოვლაზე. მ--------–---–ის და ჩ------–---–ის ქუჩების კვეთაზე შენიშნეს სამი საეჭვო პიროვნება, რომლებიც ერთმანეთში კამათობდნენ. მიუახლოვდნენ, გადავიდნენ მანქანიდან და განუმარტეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები. უეცრად ორი მათგანი გაიქცა სხვადასხვა მიმართულებით, ხოლო მესამე ადგილზე დარჩა. ერთ-ერთი, რომელსაც ჰქონდა მოშვებული წვერი და ეცვა შავი ტყავის ქურთუკი, გაიქცა ჩ-----ას ქუჩის მიმართულებით და ორჯერ ისროლა მათი მიმართულებით. ამის შემდეგ საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა თავისი იარაღი, მოუწოდა, რომ გაჩერებულიყო, დაეგდო იარაღი და განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა ჰაერში. მიუხედავად მოწოდებისა, რომ გაჩერებულიყო, გაქცეულმა გააგრძელა სირბილი, ამოეფარა ა---––--ის ქუჩის კუთხეში კედელს და კვლავ მოახდინა გასროლა მათი მიმართულებით, რის შემდეგაც თვითონაც განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა. გაქცეულმა ქუჩის შუა ადგილიდან ისევ ისროლა, რის შემდეგაც იძულებული გახდა, თვითონაც ესროლა მისი მიმართულებით, მაგრამ არა მიზანში ამოღებით. გაქცეულმა გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და ჩაიკეცა. მიუახლოვდა მას ა.ჭ------ესთან და ზ.წ--------–თან ერთად და ნახა, რომ ხელში ეჭირა იარაღი, გვერდზე კი იდო მობილური ტელეფონი და რამდენიმე ვაზნა. მან თქვა, რომ იყო დაჭრილი. მალევე მივიდნენ პ.კ-----------ი და ნ.ზ-----–---–იც, რომლებსაც თან ჰყავდათ დაკავებული. დაჭრილი ჩასვეს ა/მანქანაში და პ.კ-----------იმ, ა.ჭ------ემ და ნ.ზ-----–---–მა გადაიყვანეს მ-----–---ის საავადმყოფოში. თვითონ კი ზ.წ--------–თან ერთად იარაღი, ვაზნები და მობილური ტელეფონი წარადგინა სამორიგეო ნაწილში და მომხდართან დაკავშირებით აცნობა ხელმძღვანელობას.
წარმოდგენის შესახებ 2004 წლის 10 მარტის ოქმით: ქ.თბილისის დ-------- ჩ-----------ის შ.ს. სამმართველოს სამორიგეო ნაწილის უფროსმა ინსპექტორმა, ჯ----– ზ------–---–მა შეადგინა ოქმი მასზედ, რომ ღამის 04:00 საათზე სამორიგეო ნაწილში გამოცხადდნენ ზ.წ--------–ი და გ.კ-–-ა, რომლებმაც მოწმეების - მ-----ა ნ-----–----ის ძე ჩ----–---–ის და ვ-–- გ-------ს ძე ს----–---–ის თანდასწრებით წარადგინეს შავი ფერის საფანტის სისტემის „ვ---–------ის“ ფირმის ცეცხლსასროლი იარაღი NB----- ერთი მჭიდით და ერთი ვაზნით, ოთხი ცალი „ლუგერის“ სისტემის ვაზნა და „ალკატელის“ ფირმის მობილური ტელეფონის აპარატი სიმბარათით. აღნიშნული ნივთები დალუქული იქნა იასამნისფერ პოლიეთილენის პაკეტში N8 საკანცელარიო ლუქით. ოქმზე მონაწილეების მიერ გაკეთდა ხელმოწერები.
2004 წლის 10 მარტის ამოღების ოქმის თანახმად: 10:20 საათიდან 10:35 საათის შუალედში გამომძიებელ ბ.ბ-–---–---–ის მიერ თსუ კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების საოპერაციოდან ამოღებული იქნა ა.კ------–---ს ტანსაცმელი და პირადი ნივთები, კერძოდ: შავი ფერის ტყავის ქურთუკი, შავი ფერის ველვეტის შარვალი, ნაჭრის ქამარი, რუხი ფერის ჯემპრი შავი სახელოებით, თეთრი ლურჯზოლიანი მაისური, თეთრი მაისური, რომელსაც აღენიშნება სისხლისმაგვარი ლაქები და შავი ფერის ფეხსაცმელი. ნივთები მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა დ-------- ჩ-----------ის რაიონული პროკურატურის ბეჭდით „პაკეტებისათვის“. ასევე ამოღებული იქნა ერთი კოლოფი სიგარეტი „კენტი“, შავი ფერის საფულე, ა.კ------–---ს სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მძღოლის მოწმობა, სადაზღვევო ფირმა „ა-–-----ს“ ბარათი, სავიზიტო ბარათი, ხუთ თეთრიანი მონეტა, რაც მოთავსდა თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკში და დაილუქა დ--------ჩ-----------ის რაიონული პროკურატურის ბეჭდით „პაკეტებისათვის“.
ამოღების 2004 წლის 10 მარტის ოქმის თანახმად: 11:35 საათიდან 11:55 საათებს შორის შუალედში გამომძიებელ ბ.ბ-–---–---–ის მიერ დ--------ჩ-----------ის რაიონის შს სამმართველოს სამორიგეო ნაწილიდან ამოღებული იქნა „მ--------ის“ სისტემის № и--------- ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი მჭიდი და ხუთი ცალი ვაზნა. ამოღებული ნივთები მოთავსდა თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკში და დაილუქა დ--------ჩ-----------ის რაიონული პროკურატურის ბეჭდით „პაკეტებისათვის“.
ამოღების 2004 წლის 10 მარტის ოქმის თანახმად: 12:05 საათიდან 12:15 საათებს შორის შუალედში გამომძიებელ ბ.ბ-–---–---–ის მიერ დ--------ჩ-----------ის რაიონის შს სამმართველოს სამორიგეო ნაწილიდან ამოღებული იქნა „მ--------ის“ სისტემის №M------- ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი მჭიდი და რვა ცალი ვაზნა. ამოღებული ნივთები მოთავსდა თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკში და დაილუქა დ--------ჩ-----------ის რაიონული პროკურატურის ბეჭდით „პაკეტებისათვის“.
ამოღების 2004 წლის 10 მარტის ოქმის თანახმად: 11:15 საათიდან 11:30 საათებს შორის შუალედში გამომძიებელ ბ.ბ-–---–---–ის მიერ დ--------ჩ-----------ის რაიონის შს სამმართველოს სამორიგეო ნაწილიდან ამოღებული იქნა შავი ფერის „ვ---–------ის“ ფირმის №B----- იარაღი, მისი ერთი მჭიდი, ერთი ვაზნა, „ლუგერის“ სისტემის ოთხი ცალი ვაზნა და „ალკატელის“ ფირმის მობილური ტელეფონი. ამოღებული ნივთები მოთავსდა გამჭვირვალე თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკში და დაილუქა დ--------ჩ-----------ის რაიონული პროკურატურის ბეჭდით „პაკეტებისათვის“.
ამოღების 2004 წლის 10 მარტის ოქმის თანახმად: 12:25 საათიდან 12:40 საათებს შორის შუალედში გამომძიებელ ბ.ბ-–---–---–ის მიერ დ--------ჩ-----------ის რაიონის შს სამმართველოს სამორიგეო ნაწილიდან ამოღებული იქნა „მ--------ის“ სისტემის №M--------- ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი მჭიდი და ხუთი ცალი ვაზნა. ამოღებული ნივთები მოთავსდა თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკში და დაილუქა დ--------ჩ-----------ის რაიონული პროკურატურის ბეჭდით „პაკეტებისათვის“.
ამოღების 2004 წლის 10 მარტის ოქმის თანახმად: 12:45 საათიდან 13:30 საათებს შორის შუალედში გამომძიებელ ბ. ბ-–---–---–ის მიერ დ--------ჩ-----------ის რაიონის შს სამმართველოს სამორიგეო ნაწილიდან ამოღებული იქნა „მ--------ის“ სისტემის №M----- ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი მჭიდი და ხუთი ცალი ვაზნა. ამოღებული ნივთები მოთავსდა თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკში და დაილუქა დ--------ჩ-----------ის რაიონული პროკურატურის ბეჭდით „პაკეტებისათვის“.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N1-- დასკვნის თანახმად: ა.კ------–---ს სიკვდილის უშუალო მიზეზია მწვავე ზოგადი სისხლნაკლებლობა, განვითარებული გულ- მკერდის ერთი გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად მარცხენა ფილტვის დაზიანებით. აღნიშნული დაზიანება სიცოცხლის დროინდელია, ე.ი. განვითარებულია სიკვდილამდე უახლოეს დროის შუალედში. სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით სიკვდილი დადგა 10.03.2004 წლის 03:30 საათზე. სროლის მანძილის დასადგენად საჭიროა, ჩატარდეს ტანსაცმლის ფიზიკო-ტექნიკური გამოკვლევა. ა.კ------–---ს გვამზე მარცხნივ მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე აღენიშნება მოშავო ფერის ფუფხით დაფარული ნაჭდევი. აღნიშნული დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ატარებს მსუბუქი ხარისხის ნიშნებს. მისი ხანდაზმულობა განისაზღვრება 6-8 დღით და დამდგარ სიკვდილთან კავშირში არ იმყოფება. ა.კ------–---ს გვამზე აღენიშნება ერთი გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა. ჭრილობის არხი მიემართება უკანიდან წინ, რამდენადმე ქვემოდან ზემოთ, რამდენადმე მარჯვნიდან მარცხნივ, აზიანებს კანს, კანქვეშა ქსოვილს, მე-9 ნეკნს მარცხნივ, პლევრის ფურცელს, შედის პლევრის ღრუში, აზიანებს მარცხენა ფილტვს გამჭოლად და გამოდის მე-5-6 ნეკნთა შუა სივრცეში გულ-მკერდის წინა ზედაპირზე. ა.კ------–---ს გვამიდან ამოღებული სისხლის ქიმიური გამოკვლევით მასში აღმოჩნდა 3.3 პრომილე ეთილის სპირტი. ნარკოტიკულ ნივთიერებებზე გამოკვლევა ვერ ჩატარდა რეაქტივების უქონლობის გამო. ა.კ------–---ს გვამიდან აღებულ იქნა სისხლი ჯგუფის დასადგენად და გაგზავნილი იქნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრის ჰემატობიოლოგიურ განყოფილებაში გამოსაკვლევად.
2004 წლის 01 აპრილის N4----- დასკვნის თანახმად: ა------ კ------–---ს სისხლი მიეკუთვნება Ba(III) ჯგუფს. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ტყვიაზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, ტყვიაზე არსებული სისხლის მცირე მოცულობის გამო მასში ჯგუფური ანტიგენის გამოვლენა ვერ მოხერხდა, ლაქა საკმარისი აღმოჩნდა მხოლოდ სისხლის არსებობისა და სახეობის დასადგენად.
ქ.თბილისის დ--------ჩ-----------ის შს სამმართველოს სამორიგეო ნაწილის უფროსის თ.დ---–----–-ას მიერ გაცემული ცნობის თანახმად, 2004 წლის 09 მარტის დილის 10:00 საათიდან 10 მარტის 10:00 საათამდე გრაფიკის მიხედვით ოპერატიულ მორიგედ იმყოფებოდნენ: სსს ინსპექტორი, პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი გ------- ნ------ის ძე კ-–-ა; სსს ინსპექტორი, პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი ა---- რ--------ის ძე ჭ------ე, სსს ინსპექტორი, პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი ზ------ ო-----ს ძე წ--------–ი; სსს ინსპექტორი, პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი პ----- თ----------ის ძე კ-----------ი და საპატრულო-საგუშაგო სამსახურის პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის ზემდეგი ნ------- ვ--------ის ძე ზ-----–---–ი. აქედან ცეცხლსასროლი იარაღი არ არიცხია პ.კ-----------ის, ხოლო დანარჩენ პირებს მიმაგრებული ჰქონდა ცეცხლსასროლი „მ--------ის“ სისტემის ტაბელური იარაღი: ზ.წ--------–ს - и-------, გამოწერილი აქვს ა/წლის 6 მარტს, ჩააბარა ა/წლის 10 მარტს; ა.ჭ------ეს - м------ გამოწერილი აქვს ა/წლის 6 მარტს, ჩააბარა ა/წლის 9 მარტს 5 ვაზნით; გ.კ-–-ას - м------, გამოწერილი აქვს ა/წლის 8 მარტს, ჩააბარა ა/წლის 10 მარტს 5 ვაზნით; ნ.ზ-----–---–ს - м-----, გამოწერილი აქვს ა/წლის 9 მარტს, ჩააბარა ა/წლის 10 მარტს 8 ვაზნით;
სამსახურებრივი დახასიათების თანახმად, პოლიციის უმცროსმა ლეიტენანტმა ა.ჭ------ემ შს ორგანოებში მუშაობის პერიოდში თავი გამოიჩინა როგორც ენერგიულმა, კეთილსინდისიერმა პიროვნებამ. ხელმძღვანელობასთან ურთიერთობისას იცავს სუბორდინაციას. ცდილობს, კარგად შეისწავლოს კანონი პოლიციის შესახებ და თავისი საქმიანობის მარეგლამენტირებელი ბრძანებები, რასაც სწორად იყენებს პრაქტიკულ საქმიანობაში. პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი ა.ჭ------ე აქტიურ მონაწილეობას ღებულობს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საქმიანობაში და ოპერატიულ- პროფილაქტიკურ ღონისძიებებში. პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი ა.ჭ------ე არის განათლებული, მოქალაქეებთან ურთიერთობაში ტაქტიანი და გულისხმიერი პიროვნება.
2004 წლის 11 მაისის N4----- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: ა------ კ------–---ს სისხლი მიეკუთვნება Ba(III) ჯგუფს. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ ა.კ------–---ს ტანსაცმელზე: შავი ფერის ტყავის ქურთუკზე, მრგვალყელიან პულოვერზე, გრძელ მკლავებიან ზოლიან მაისურზე და თეთრი ფერი უსახელო მაისურზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Ba(III) ჯგუფს. შავი ფერის ველვეტის ქსოვილის შარვალზე და ერთ წყვილ შავი ფერის ყელიან ფეხსაცმელზე ვიზუალურად და ლუპით დათვალიერებისას სისხლზე საეჭვო ლაქები არ აღინიშნება.
ჩვენების ადგილზე შემოწმების 2004 წლის 20 მაისის ოქმის თანახმად: 11:00 საათიდან 12:00 საათებს შორის შუალედში ადგილზე შემოწმდა ზ------ წ--------–ის მიერ გამომძიებლისთვის 2004 წლის 10 მარტს მიცემული ჩვენება, რომელიც მან სრულიად დაადასტურა და მიუთითა იმ ადგილებზე, სადაც განვითარდა ჩვენებაში მითითებული მოვლენები.
ჩვენების ადგილზე შემოწმების 2004 წლის 20 მაისის ოქმის თანახმად: 13:10 საათიდან 14:45 საათებს შორის შუალედში ადგილზე შემოწმდა ა---- ჭ------ის მიერ გამომძიებლისთვის 2004 წლის 10 მარტს მიცემული ჩვენება, რომელიც მან დაადასტურა და მიუთითა იმ ადგილებზე, სადაც განვითარდა ჩვენებაში მითითებული მოვლენები.
2004 წლის 04 ივნისის N4------------, 4------------ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, (ექსპერტები ნ.მ---–-----, ა.ა-----------ე), 1 (ბ). გამოსაკვლევი M-----; и---------------------------- ოთხი ერთეული იარაღი წარმოადგენს სტანდარტულ, ქარხნული წესით დამზადებულ 9მმ კალიბრის ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიაში შემავალ 1951 წლის ნიმუშის „მ--------ის“ კონსტრუქციის პისტოლეტებს, ისინი ვარგისია სროლისათვის. ნომერი „-------- იარაღი წარმოადგენს სტანდარტულ, საზღვარგარეთული წარმოების, 9 მმ კალიბრის სპეციალური (თავდაცვითი) დანიშნულების, საფანტის, აირის ვაზნებისა და სასიგნალო მაშხალებისათვის განკუთვნილ „--------------------------------” მოდელის პისტოლეტს, იგი ვარგისია დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად. 2(გ).3(დ). გამოსაკვლევი ტყვია წარმოადგენს სტანდარტულ, ქარხნული წესით დამზადებულ 9 მმ კალიბრის „მ--------ის“ კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის განკუთვნილი, მოდერნიზირებული - მაღალიმპულსური საბრძოლო ვაზნის, ინდექსით 5----------- შემადგენელ კომპონენტს. იგი გასროლილია კალიბრით და კონსტრუქციით შესაბამის იარაღში. 4(ე). გამოსაკვლევი ტყვიის კორპუსზე, დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ მონაკვეთზე არსებული დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივ საგანთან შეხებით, რაც თავის მხრივ არ გამორიცხავს სხეულში გავლისას ძვალთან კონტაქტირებით მისი წარმოშობის შესაძლებლობას. კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრა - ასხლეტვის შედეგადაა თუ არა ტყვიაზე არსებული დაზიანება განპირობებული - შეუძლებელია დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებული მიზეზების გამო. 5(ვ). გამოსაკვლევი ტყვია გასროლილია ერთ-ერთი წარმოდგენილი იარაღიდან, კერძოდ M----- პისტოლეტიდან. 6(ზ).7(თ).8(ი). პაკეტებში N1, N3, N4, N5, N7 და N8 არსებული მასრები წარმოადგენს სტანდარტულ 9 მმ კალიბრის „მ--------ის“ კონსტრუქციის 1951 წლის ნიმუშის პისტოლეტებისათვის განკუთვნილ ვაზნების შემადგენელ კომპონენტებს, რომელთაგან სამი მასრა (N1, N3 და N4) ნასროლია M------ იარაღში, ერთი მასრა (N5) - M----- იარაღში, ხოლო ორი (N7 და N8) კი - и------ იარაღში. პაკეტებში N2 და N6 არსებული მასრები წარმოადგენს 9მმ კალიბრის სპეციალური (თავდაცვითი) დანიშნულების, საფანტის და აირის პისტოლეტებისათვის განკუთვნილი ვაზნის კომპონენტებს. ისინი ნასროლია კონსტრუქციით შესაბამის იარაღში, კერძოდ წარმოდგენილ B------ პისტოლეტში. 9(კ). ვინაიდან როგორც გამოსაკვლევი ტყვია, ასევე N5 პაკეტში მოთავსებული მასრაც ნასროლია M----- იარაღიდან და ტიპობრივად ერთი და იგივე ნიმუშის ვაზნათა ნაწილებს განეკუთვნება, გამორიცხული არ არის, რომ გასროლამდე ისინი წარმოადგენდა ერთი ვაზნის შემადგენელ ნაწილებს. 10(ლ).11(მ).15(ჟ). ორი დეფორმირებული ნაწილაკის რაიმე კონკრეტული საგნისადმი კუთვნილების საკითხის დადგენა შეუძლებელია დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებული მიზეზების გამო. 12(ნ).12(ო).14(პ). საფანტის იარაღის მჭიდში არსებული ვაზნა წარმოადგენს 9 მმ კალიბრის სპეციალური (თავდაცვითი) დანიშნულების, პისტოლეტებისათვის განკუთვნილ, ხელოვნურად გადაკეთებულ ვაზნას რომელიც ფაქტიურ მდგომარეობაში უვარგისია სროლისათვის და არ წარმოადგენს საბრძოლო მასალას. 16(რ). ოთხი ცალი ვაზნა წარმოადგენს სტანდარტული, ქარხნული წესით დამზადებული, 9 მმ კალიბრის რიგი საზღვარგარეთული წარმოების ცეცხლსასროლი იარაღებისათვის საბრძოლო მასალად განკუთვნილი, 1908 წლის ნიმუშის „ბ-------------–----------------–----ს“ (ე.წ. P 08) ვაზნებს. ისინი ვარგისი იყო სროლისთვის. ხსენებული ვაზნები არ არის განკუთვნილი არც გამოსაკვლევი მ--------ის პისტოლეტებისა და მითუმეტეს არც საფანტის იარაღისთვის, რომელთა საფანტის პისტოლეტებში გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ამ უკანასკნელის ლულის გახეთქვა. 17(1). გამოსაკვლევი ტანსაცმელიდან შარვალზე, ქამარზე, ჯემპრსა და ქურთუკის შიდა ჯიბეზე (დადგენილებაში მითითებულ მონაკვეთებზე) მეტალიზაციისთვის დამახასიათებელი კვალი არ აღინიშნებოდა, ხოლო ქურთუკის გვერდითა ჯიბეზე გამოვლენილი უმნიშვნელო კვალი არ იძლევა კვალდამტოვებელი ობიექტის განსაზღვრის საშუალებას და შესაძლოა, განვითარებული იყოს ქურთუკის ექსპლოატაციის რაიმე საყოფაცხოვრებო ნივთთან კონტაქტით. 18(3). გამოსაკვლევ ტანსაცმელზე - ქურთუკზე, ჯემპრსა და მაისურებზე, დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ მონაკვეთებზე არსებული დაზიანება ცეცხლსასროლი წარმოშობისაა, შემსვლელია და განვითარებულია სპილენძის შემცველი ჭურვის ზემოქმედებით არაახლო (1მ-ზე ზემოთ) მანძილიდან სროლისას. ტანსაცმელსა და სხეულზე არსებულ დაზიანებათა შესაბამისობის განსაზღვრა შეუძლებელია.
2004 წლის 04 ივნისის N5----- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: ა.კ------–---ს ტანსაცმელზე დენთის კვალი არ აღინიშნება. გამოსაკვლევად წარმოდგენილ „ვ---–------ის“ სისტემის იარაღზე საფეიქრო ბოჭკოების მიკრონაწილაკები არ აღმოჩნდა.
2012 წლის 24 აპრილის N0-------------- დასკვნის თანახმად: ცოცხალი ადამიანის სისხლში 3.3 პრომილე ეთილის სპირტის შემცველობა შეესაბამება ალკოჰოლური თრობის მძიმე ხარისხს.
2013 წლის 06 თებერვლის N0----- დასკვნის თანახმად (ექსპერტები ა.გ------ და ზ.ბ-----–---–ი), გამოსაკვლევი ტყვია წარმოადგენს „მ--------ის“ კონსტრუქციის მოდერნიზებული პისტოლეტებისათვის განკუთვნილი საშტატო საბრძოლო მასალის - სტანდარტული, ქარხნული წესით დამზადებული 9 მმ კალიბრის მაღალიმპულსური, 7---------------- ინდექსის საბრძოლო ვაზნის შემადგენელ ნაწილს - ტყვიას, რომელზეც აღინიშნება დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებული დაზიანებები. რაიმე ზედაპირიდან ტყვიის ასხლეტვისას (რიკოშეტირებისას) შეუძლებელია ტყვიის ასხლეტვის კუთხის ცალსახად პროგნოზირება ანუ ასხლეტვის (რიკოშეტირების) შემდეგ შეუძლებელია ტყვიის მოძრაობის მიმართულების (ტრაექტორიის) წინასწარ განსაზღვრა. არა ახლო მანძილიდან ნაწარმოები გასროლისას, შუალედურ წინაღობასთან ტყვიის კონტაქტირების გარეშე ადამიანის სხეულის მიმართ გასროლილი ტყვიის მართი (ან მასთან მიახლოვებული) კუთხით მოხვედრისას ვითარდება მომრგვალო (ანუ უმნიშვნელოდ ოვალური) ფორმის ცეცხლნასროლი ჭრილობის შესავალი ხვრელი, რომლის ზომები ყოველთვის ნაკლებია ტყვიის დიამეტრზე (კალიბრზე). ზემოაღწერილ პირობებში 9 მმ კალიბრის ტყვიებით განვითარებული დაზიანებების შესავალი ხვრელის ზომები მერყეობს დაახლოებით 5-7 მმ- ის ფარგლებში. გამოსაკვლევად წარმოდგენილ ტყვიაზე არსებული დაზიანება განვითარებულია არა ა.კ------–---ს სხეულში გავლისას ნეკნთან შეხებით, არამედ ამ უკანასკნელის სხეულთან კონტაქტირებამდე რაიმე მყარი ზედაპირის მქონე საგნიდან ასხლეტვისას (რიკოშეტირებისას). ა.კ------–---ს სხეულზე არსებული 1 სმ დიამეტრის ოვალური ფორმის ცეცხლსასროლი დაზიანების შესავალი ხვრელი განვითარებული უნდა იყოს რაიმე შუალედური წინაღობიდან ასხლეტვის შემდგომ, ყირა-ტრიალით მოძრავი, 9 მმ კალიბრის დაზიანებული ტყვიის სხეულის მიმართ არა მართი კუთხით მოხვედრის შედეგად.
2018 წლის 17 მაისის N0-------- დასკვნის თანახმად: (ექსპერტები გ.ც--–--ე, ნ.მ---–-----, ზ.გ-------–-–---–ი, ა.ა-----------ე), გამოსაკვლევად წარმოდგენილ ტყვიაზე არსებული დაზიანების ხასიათისა და მოცულობის და ნეკნის ანატომიური შენების გათვალისწინებით, ტყვიაზე არსებული დაზიანება ვერ განვითარდებოდა ა.კ------–--ს ძვალზე - ნეკნზე შეხების (გვამის გამოკვლევის მონაცემებით მარცხენა მე-9 ნეკნი მოტეხილია) შედეგად და, აღნიშნულიდან გამომდინარე, დაზიანება ტყვიაზე განვითარებული უნდა იყოს ა.კ------–---ს სხეულის გარეთ. ექსპერტიზის დასკვნა N1---ის მონაცემების თანახმად, ა------ კ------–---ს სხეულზე აღინიშნებოდა ცეცხლნასროლი დაზიანებები: „ჭრილობა N1 - მარცხნივ, ზურგის მიდამოში ტერფის ძირიდან 122 სმ-ზე, ხერხემლის გვერდით ხაზსა და ბეჭის ხაზს შორის მე-9 ნეკნის დონეზე ოვალური ფორმის ჭრილობა დიამეტრით 1 სმ, არასწორი კიდეებით. ქვეშ არსებული სისხლჩაქცევით, ჭრილობის ირგვლივ ნაჭდევის რგოლით. ჭრილობის კიდეები ჩაბრუნებულია, მათი ერთმანეთთან მიტანით აღინიშნება ქსოვილოვანი დეფექტი, ჭრილობის ირგვლივ დამატებითი ფაქტორების კვალი არ აღინიშნება /ცეცხლნასროლი ჭრილობის შესავალი ხვრელი/; ჭრილობა N2 - გულმკერდის წინა ზედაპირზე მარცხნივ, ტერფის ძირიდან 124 სმ-ის სიმაღლეზე, ლავიწის წინა ხაზზე მე-5-6 ნეკნებს შორის აღენიშნება ოვალური ფორმის ჭრილობა დიამეტრით 1.1სმ. კიდეებამობრუნებული, ირგვლივ ნაჭდევის რგოლით, ჭრილობის კიდეების ერთმანეთთან მიტანით ისინი ერთდებიან /ცეცხლნასროლი ჭრილობის გამოსავალი ხვრელი/, ჭრილობის არხი მიემართება უკნიდან წინ, რამდენადმე ქვემოდან ზემოთ, რამდენადმე მარჯვნიდან მარცხნივ, მარცხენა მე-9 ნეკნის მოტეხილობით. ცეცხლნასროლი ჭრილობის შესავალი ხვრელის ზომები შესაძლებელია, იყოს ტყვიის დიამეტრის ტოლი, რამდენადმე აღემატებოდეს მას, ან იყოს რამდენადმე ნაკლები. ა------ კ------–---ს სხეულზე არსებული ცეცხლნასროლი შემავალი 1. სმ-ის დიამეტრის მქონე ჭრილობა შესაძლებელია, განვითარებული იყოს 9 მმ კალიბრის მქონე როგორც აუსხლეტავი, ასევე ასხლეტილი ჭურვის ზემოქმედების შედეგად. გამოსაკვლევი ტყვიის ზედაპირზე აღინიშნება ნარჩენი დეფორმაციის დინამიკური კვალი, რაც განვითარებული უნდა იყოს გარეშე მექანიკური ძალის მოქმედებით მისი რაიმე მყარ, მკვრივ საგანთან კონტაქტის შედეგად. ხსენებული კვალი, მორფოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, არ მოიცავს ასხლეტვისათვის დამახასიათებელ ნიშანთა სრულ კომპლექსს, რაც მოგვცემდა საკითხის კატეგორიულად გადაწყვეტის საშუალებას, თუმცა დეფორმაციის ხასიათიდან გამომდინარე, ასეთი გამორიცხული არ არის.
2018 წლის 18 მაისის N0---- დასკვნის თანახმად (ექსპერტები ა.გ------ და ზ.ბ-----–---–ი) გამოსაკვლევად წარმოდგენილ 9 მმ კალიბრის ტყვიაზე აღინიშნება დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებული უხეში მექანიკური დაზიანების კვლები, რაც განვითარებულია გასროლილი ტყვიის კონტაქტირების შედეგად უხეში ზედაპირის მქონე მყარ წინაღობასთან. გამოსაკვლევ ტყვიაზე არსებული დაზიანების მორფოლოგიური სურათისა და ადამიანის ნეკნის ანატომიური შენების გათვალისწინებით შეუძლებელია, აღნიშნული დაზიანება განვითარებულიყო ა------ კ------–---ს სხეულში ტყვიის გავლისას ნეკნთან კონტაქტირებით. გამოსაკვლევად წარდგენილ ტყვიაზე არსებული დაზიანება განვითარებულია არა ა.კ------–---ს სხეულში გავლისას ნეკნთან შეხებით, არამედ ამ უკანასკნელის სხეულთან კონტაქტირებამდე რაიმე მყარი ზედაპირის მოქონე საგნიდან ასხლეტვისას (რიკოშეტირებისას). ექსპერტიზის წინაშე გადასაწყვეტად დასმულ მე-5 კითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემა შეუძლებელია დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ მიზეზთა გამო, კერძოდ: გასროლილი ტყვიის ადამიანის სხეულზე მოხვედრისას ტყვიის შესავალი ხვრელის ზომა დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, კერძოდ, სხეულზე დაზიანების ლოკალიზაციაზე, სროლის მანძილზე, ტყვიის სიჩქარეზე სხეულზე მოხვედრის მომენტში, ტყვიის სხეულთან კონტაქტირების კუთხეზე, შუალედური წინაღობის არსებობა-არარსებობაზე, შუალედური წინაღობის არსებობის შემთხვევაში ამ წინაღობასთან ტყვიის კონტაქტის ხასიათზე და სხვა. ამდენად, ცალსახად გადაწყვეტა საკითხისა, თუ რა ზომის შემავალ დაზიანებას დატოვებს 9 მმ კალიბრის ტყვია ადამიანის სხეულზე, შეუძლებელია, თუ არ არის ცნობილი დაზიანების განვითარების მომენტისათვის ზემოთხსენებული გარემოებები.
მსჯჯავრდებულმა ა---- ჭ------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო. საბოლოო სიტყვაში განაცხადა, რომ მას არ განუზრახავს ა------ კ------–---ს მოკვლა. მისი მიზანი იყო მხოლოდ გაქცეულის შეჩერება. იმის მიუხედავად, რომ ა------ კ------–---ს ესროდა, ის სროლას არ ახორციელებდა დამიზნებით. მსჯავრდებულმა ასევე აღნიშნა, რომ სროლის მომენტში ა------ კ------–---ს ადგილმდებარეობისა და მის მიერ ნასროლი ტყვიის ტრაექტორიის გათვალისწინებით ტყვია ა------ კ------–---ს არ უნდა მოხვედროდა.
ბრალდებისა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრებში ჩამოყალიბებული მოთხოვნების საფუძვლიანობის შემოწმებისას პალატამ უნდა შეაფასოს, ა---- ჭ------ე ა------ კ------–---ს მიმართ მოქმედებდა თუ არა მართლზომიერად სამსახურებრივად მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. იმ შემთხვევაში, თუკი დადგინდება, რომ ა---- ჭ------ემ გადაამეტა ასეთ უფლებამოსილებას, უნდა შეფასდეს, სისხლის სამართლის კანონით განსაზღვრული რომელი დანაშაულის შემადგენლობას გვაძლევს მის მიერ განხორცილებული ქმედება. ამისათვის კი საჭიროა, უტყუარად იქნას დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა ანალიზიც საშუალებას მოგვცემს, ზუსტად აღვადგინოთ მოვლენების განვითარების თანმიმდევრობა შემთხვევის ღამეს.
პალატა ითვალისწინებს, რომ საქმესთან დაკავშირებით დაკითხულ მოწმეთა უდიდესი ნაწილი (ექსპერტების და შემთხვევის ადგილის მახლობლად მცხოვრები პირების გარდა) სუბიექტურადაა განწყობილი საქმის შედეგისადმი - პოლიციის თანამშრომლებს გააჩნიათ მოტივაცია იმგვარი სურათის წარმოდგენისა, რომელიც გამორიცხავს მათ ქმედებაში (პირველ რიგში კი ა---- ჭ------ის ქმედებაში) რაიმე გადაცდომას, უფლება-მოვალეობების არაჯეროვან შესრულებას, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და, რაც მთავარია, ა------ კ------–---ს სიცოცხლის არამართლზომიერ ხელყოფას. ასეთი მოტივაცია განპირობებულია როგორც შესაძლო სისხლის სამართლებრივი, ისე ადმინისტრაციული თუ მორალური პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით. ა------ კ------–---ს მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის კი, ბუნებრივია, მიუღებელია გარდაცვლილის პიროვნების იმგვარად წარმოჩენა, რომ მან არასათანადო ქცევით გამოიწვია საზოგადოებრივი წესრიგის დამცველთა ადეკვატური რეაქცია, რასაც მისი სიცოცხლე შეეწირა. გარდაცვლილის ახლობლების განწყობა მიმართულია ა------ კ------–---ს სიცოცხლის მოსპობაში დამნაშავე პირის დადგენისა და სათანადოდ დასჯისაკენ.
აღნიშნულის გამო პალატა ზედმიწევნით კრიტიკულად აფასებს დასახელებულ მოწმეთა ჩვენებებს, მათი ასეთი მოტივაციის ფონზე ყურადღებას ამახვილებს ჩვენებების თანამიმდევრულობასა და წინააღმდეგობებზე და მიიჩნევს, რომ გარდაცვლილთან სიახლოვის მიუხედავად მისი მეგობრებისა და ოჯახის წევრების ჩვენებების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს და მათზე დაყრდნობით ზედმიწევნით უტყუარადაა შესაძლებელი ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. პალატა ითვალისწინებს მითითებულ მოწმეთა ჩვენებების თანმიმდევრულობას, ჩვენებების შინაარსის ბუნებრივობას და დამაჯერებლობას, შემთხვევის ღამეს განვითარებული მოვლენების ერთნაირად აღწერას.
რაც შეეხება მოწმე პოლიციელთა ჩვენებებს, გარდა იმისა, რომ მათი შინაარსი ეწინააღმდეგება გარდაცვლილის მეგობრების და ოჯახის წევრების ჩვენებებს, ისინი ერთმანეთისაგანაც განსხვავდება, არათანმიმდევრულია, სხვადასხვაგვარად აღწერენ ერთიდაიგივე მოვლენებს.
ევროპულ სასამართლოს თავის არაერთ საქმეში მოჰყავს მსჯელობა პოლიციელთა ჩვენებების სანდოობის ნაკლებ ხარისხთან დაკავშირებით, როდესაც დღის წესრიგში დგას მათივე ქმედების მართლზომიერების შეფასების საკითხი. საქმეზე „ო---–----ი რუსეთის წინააღმდეგ“ ევროპულმა სასამართლომ მიუთითა: დაკავების შემსწრე არცერთ თვითმხილველს არ განუცხადებია თავის ჩვენებაში, რომ ო---–----მა წინააღმდეგობა გაუწია პოლიციის თანამშრომლებს. ევროპულმა სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ,,ფაქტობრივად, პოლიციის თანამშრომლების ვერსია ეწინააღმდეგებოდა მოვლენათა იმ აღწერას, რომელიც ორი მოწმის... მიერ იქნა წარმოდგენილი. თუმცა სასამართლო არ ივიწყებს იმ სიახლოვეს, რომელიც ორ მოწმეს ჰქონდა განმცხადებელთან... მათი ჩვენებების დაწვრილებითი ხასიათი, აგრეთვე ის ფაქტი, რომ ისინი დარჩნენ თავიანთ ჩვენებაზე გამოძიების განმავლობაში, აძლევს სასამართლოს შესძლებლობას, რომ დაძლიოს მათი განაცხადების უტყუარობასთან დაკავშირებული გარკვეული ეჭვი“. (ო---–----ის საქმეზე გადაწყვეტილების პუნქტი 117).
მოცემულ საქმეზე პალატა ყურადღებას გაამახვილებს პოლიცილეთა ჩვენებების იმ ნაწილებზე, რომლებშიც ისინი განსხვავებულად აღწერენ განვითარებულ მოვლენებს და იმავდროულად ეწინააღმდეგებიან სხვა მოწმეთა ჩვენებებს, რის გამოც ფაქტობრივი გარემოებების დადგენის თვალსაზრისით პალატა მათ არადამაჯერებლად მიიჩნევს. კერძოდ: მოწმეებმა პ----- კ-----------იმ, გ------- კ-–-ამ და ნ------- ზ-----–---–მა (პოლიციელებმა) მიუთითეს, რომ გარდაცვლილ ა------ კ------–---სთან იმყოფებოდა კიდევ ორი პირი. გაქცეულ ა------ კ------–---ს გაეკიდნენ ა---- ჭ------ე, გ------- კ-–-ა და ზ------ წ--------–ი, ხოლო პ----- კვიატკოვსიმ და ნ------- ზ-----–---–მა დააკავეს ა------ კ------–---ს თანხმლები კ----–-- ბ-------ე და დარჩნენ ადგილზე. მესამე პირმა კი შეძლო გაქცევა. ამავე გარემოებასთან დაკავშირებით პოლიციელი ზ------ წ--------–ი უთითებს, რომ ა------ კ------–---ს დაედევნა მხოლოდ ორი (და არა სამი) პოლიციელი - ა---- ჭ------ე და გ------- კ-–-ა, თვითონ კ----–-- ბ-------ე დააკავა ადგილზე, კ-----------ი და ზ-----–---–ი კი გაეკიდნენ მესამე გაქცეულს, რომელმაც მიმალვა შეძლო.
კ----–-- ბ-------ე თავის ჩვენებაში უთითებს, რომ ჩ------–---–ისა და მ--------–---–ის ქუჩების გადაკვეთაზე პოლიცილთა ა/მანქანის მისვლის მომენტში იმყოფებოდნენ მხოლოდ ორნი - ის და ა------ კ------–---. მათთან კიდევ მესამე პირის ყოფნას ასევე არ ადასტურებენ ლ-–- თ-----------–---–ი, დ----- თ----------–--ე და დ----- ტ---–---, რომლებმაც მიუთითეს, რომ რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ დაიშალნენ და ა------ კ------–--- კ----–-- ბ-------ესთან ერთად ფეხით წავიდა ჩ------–---–ის ქუჩით. პალატა ხაზს უსვამს, რომ დასახელებულ მოწმეებს არ ჰქონდათ რაიმე საფუძველი, შეგნებულად დაემალათ ა------ კ------–---სთან და კ----–-- ბ-------ესთან მესამე პირის ყოფნა, თუკი იგი მართლაც იქნებოდა შემთხვევის ადგილზე. ამ ფაქტობრივი გარემოების არსებობაზე პოლიციელები განგებ იმიტომ უთითებენ, რომ მათი მოსაზრებით იგი უფრო დამაჯერებელს გახდის მათივე ჩვენებების იმ ნაწილს, რომელშიც აღნიშნავენ, რომ თითქოს კ----–-- ბ-------ემ მათ განუცხადა მის მიმართ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის შესახებ - რომ თითქოს თავდამსხმელები სწორედ პოლიციელთა გამოჩენის გამო გაიქცნენ. გასათვალისწინებელია, რომ კ----–-- ბ-------ემ თავის ჩვენებაში ეს ფაქტი არ დაადასტურა. ა------ კ------–---ს მეგობრების ჩვენებებიდანაც არ გამომდინარეობს, რომ სუფრაზე ერთად მყოფ პირებს შორის რაიმე საფუძვლით კონფლიქტს ჰქონდა ადგილი. მოწმეებმა ვ--–---- თ----ემ და ც------ თ----ემ ცალსახად მიუთითეს, რომ მათთან ა---- ჭ------ე და გ------- კ-–-ა ერთ თანმხლებ პირთან ერთად სწორედ იმ თხოვნით მივიდნენ, რომ მათ კ----–-- ბ-------ე დაეყოლიებინათ, ჩვენებაში დაედასტურებინა მისი დაყაჩაღების ვერსია, თუმცა როცა საავადმყოფოში მივიდნენ, აღმოჩნდა, რომ დაჭრილი იყო თ-------ის მეგობარი და მათთან დანათესავებული პირი ა------ კ------–---, რომლის გარდაცვალებამ ძლიერი ემოცია გამოიწვია თ-------ში. ამიტომ მათთან მანამდე თხოვნით მისული ა---- ჭ------ე, გ------- კ-–-ა და მათი თანხმლები პირი შეუმჩნევლად გავიდნენ საავადმყოფოს ეზოდან.
თ-------თან აღნიშნული მიზეზით მისვლა თავის ჩვენებაში დაადასტურა გ------- კ-–-ამაც, რომელმაც განმარტა, რომ კ----–-- ბ-------ემ მოიხსენია ისინი თავის ახლობლებად. სწორედ ამიტომ ჩათვალეს, რომ თ-------ს შეეძლოთ კ----–-- ბ-------ის დაყოლიება პოლიციელთა სასარგებლო ჩვენების მიცემაზე.
აღნიშნული გარემოების მხედველობაში მიღებით ცალსახაა, რომ პოლიციელებმა შემთხვევის ღამესვე დაიწყეს იმაზე ზრუნვა, რომ ა------ კ------–---ს სიცოცხლის მოსპობა წარმოეჩინათ, როგორც მის არასათანადო ქცევაზე პოლიციელთა მართლზომიერი რეაგირების - ადეკვატური, პროპორციული ძალის გამოყენების შედეგი. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში ისინი ხელიდან არ გაუშვებდნენ შესაძლებლობას, თავიდანვე ეზრუნათ იმ მტკიცებულებათა დამაგრებაზე, რომლებიც დაადასტურებდნენ ა------ კ------–---ს მხრიდან პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღით განხორციელებული სროლის ფაქტს, თუმცა ვ--–---- და ც------ თ-------თან მისვლისას გ------- კ-–-ას და ა---- ჭ------ეს მსგავსი არაფერი უთქვამთ - არ უხსენებიათ პირის დაჭრა ორმხრივი სროლის დროს.
ა------ კ------–---სთან სუფრასთან მყოფი პირები, მისი მეგობრები, ასვე მისი ოჯახის წევრები კატეგორიულად გამორიცხავენ ა------ კ------–---ს მიერ ცეცხლასროლი იარაღის ტარების ფაქტს. ისინი ცალსახად უთითებენ, რომ არათუ შემთხვევის ღამეს, არამედ წარსულშიც არასოდეს უნახავთ ა------ კ------–---ს ხელში ცეცხლსასროლი იარაღი.
ა------ კ------–---ს მიერ შემთხვევის ღამეს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს იძლევიან პოლიციის თანამშრომლები. პ----- კ-----------ი და ნ------- ზ-----–---–ი უთითებენ, რომ ქუჩაში მწოლიარე დაჭრილ ა------ კ------–---სთან რაიმე ნივთი არ უნახავთ, ხოლო ზ------ წ--------–მა და გ------- კ-–-ამ კი მიუთითეს, რომ დაჭრილის გვერდით ნახეს პისტოლეტი და მობილური ტელეფონი, რომლებიც აიღეს და მიიტანეს სამმართველოში. მათი ჩვენებებიდან აუხსნელი რჩება, რამ აიძულა ორივე მათგანი შემთხვევის ადგილი დაუცველად დაეტოვებინათ. თუკი მართლა არ გააჩნდათ სატელეფონო ანდა რადიო კომუნიკაციის საშუალება შს სამმართველოსთან დასაკავშირებლად, სავსებით შესაძლებელი იყო ერთი მათგანის დარჩენა შემთხვევის ადგილზე. ასეთ შემთხვევაში აღარც თითქოსდა დაჭრილი ა------ კ------–---ს გვერდით აღმოჩენილი ტელეფონისა და ცეცხლსასროლი იარაღის თან წაღება გახდებოდა საჭირო შს სამმართველოში, არამედ მათი ამოღება და საქმეზე დამაგრება მოხდებოდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას. აღნიშნულის საპირისპიროდ ზ------ წ--------–ის და გ------- კ-–-ას განხორცილებული მოქმედება აჩენს ეჭვებს მათ კეთილსინდისიერებასთან მიმართებით - ისინი მოქმედებდნენ არა მათზე სამსახურებრივად დაკისრებული ვალდებულებების შესაბამისად, არამედ ა---- ჭ------ის ბრალის გამომრიცხავი მტკიცებულებების ,,შესაქმნელად“. სწორედ აღნიშნულზე მიუთითებს თითქოსდა ა------ კ------–---ს ცეცხლსასროლი იარაღის და მობილური ტელეფონის საქმეზე დამაგრების დამადასტურებელი დოკუმენტი - ხსენებული ნივთების წარმოდგენის ოქმი. გასათვალისწინებელია, რომ მოწმე ჯ----– ზ------–---–მა, რომლის სახელითაცაა შედგენილი ოქმი, არ დაადასტურა მასში მითითებული მოქმედებები. მან აჩვენა, რომ მორიგეობის დამთავრების შემდეგ დაურეკეს და სახლიდან მიიყვანეს, ოქმი კი უკვე შევსებული დაახვედრეს და მან წაუკითხავად მოაწერა მასზე ხელი. ამასთან, ოქმში მითითებული ნივთები - მობილური ტელეფონი და ცეცხლსასროლი იარაღი არ უნახავს. საგულისხმოა, რომ ოქმში მითითებული დამსწრე პირები ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა იმ მიზეზის გამო, რომ ოქმში დაფიქსირებულ მისამართებზე ასეთი გვარისა და სახელის პირები - მ-----ა ჩ----–---–ი და ვ-–- ს----–---–ი არ აღმოჩნდნენ და ბრალდებამ ვერ გააბათილა ობიექტური ეჭვი, რომ ოქმში მითითებული იქნა არარსებული - გამოგონილი პირები. ასევე ეჭვს იწვევს ის გარემოება, რომ ვერ მოხერხდა სათანადო საექსპერტო კვლევის ჩატარება პ----- კ-----------ის ა/მანქანაზე, რომელზედაც, მოწმე პოლიციელთა ჩვენებების თანახმად, აღინიშნებოდა ა------ კ------–---ს მიერ მათი მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის კვალი. ბუნებრივია, გამოძიებას უნდა ეზრუნა შესაძლო დანაშაულის კვალის აღმოჩენასა და ნივთმტკიცების ამოღებაზე, თუმცა პ----- კ-----------ის ჩვენების თანახმად მან განაგრძო ა/მანქანის ექსპლუატაცია, მოახდინა შეჯახება და ა/მანქანა შეაკეთებინა ხელოსანს, რის გამოც შეუძლებელი გახდა მასზე არსებული კვალის გამოკვლევა, რაც მოწმე პოლიციელთა ჩვენების სანდოობის შემოწმების შესაძლებლობას უზრუნველყოფდა.
ყოველივე აღნიშნული ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ ქ. თბილისის დ--------ჩ-----------ის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლები პ----- კ-----------ი, გ------- კ-–-ა, ზ------ წ--------–ი და ნ------- ზ-----–---–ი მოქმედებდნენ არა მათზე სამსახურებრივად დაკისრებული ვალდებულებების შესაბამისად, არამედ იმ განზრახვით, რომ თავიანთი თანამშრომლისთვის ა---- ჭ------ისთვის აეცილებინათ სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა ჩადენილი დანაშაულისათვის. მათ მიერ რეალურად განხორცილებული მოქმედებები ცალსახად მიუთითებენ, რომ მიზანმიმართულად ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ გამოძიებისათვის, გაეყალბებინათ მტკიცებულებები. დაკიხთვისას გამოძიებას და სასამართლოს მიაწოდეს შეთხზული ვერსია შემთხვევის ღამეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რათა გამოერიცხათ ა---- ჭ------ის ბრალი. შესაბამისად, პალატა ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას ვერ დაეყრდნობა მათ ჩვენებებს და ვერ მიიღებს სარწმუნოდ, რომ მათ მიერ შს სამმართველოში წარდგენილი ცეცხლსასროლი იარაღი ეკუთვნოდა ა------ კ------–---ს. პალატა ასევე არ მიიჩნევს დადასტურებულად, რომ შემთხვევამდე მ--------–---–ისა და ჩ------–---–ის ქუჩების კვეთაზე კ----–-- ბ-------ესთან და ა------ კ------–---სთან ერთად იმყოფებოდა მესამე პირიც, რომ თითქოს აღნიშნულ პირებს შორის იყო კონფლიქტი და კ----–-- ბ-------ემ პოლიციელებს თითქოს უთხრა, რომ მას აყაჩაღებდნენ. პალატა ასევე დაუდასტურებლად მიიჩნევს იმ გარემოებას, თითქოს ა------ კ------–--- იყო შეიარაღებული და მან ცეცხლი გაუხსნა პოლიციელებს. ამ გარემოებას ასევე გამორიცხავს ა------ კ------–---ს ტანსაცმელზე და ,,ვ---–------ის“ სისტემის პისტოლეტზე ჩატარებული ქიმიური და მიკრონაწილაკების ექსპერტიზის შედეგები. პალატა ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ ა. კ------–---ს მეგობრების ჩვენებებზე, რომლებიც ცალსახად უთითებენ, რომ არასოდეს, მათ შორის შემთხვევის დღესაც ა. კ------–---ს იარაღი არ ჰქონია, არამედ, 2004 წლის 04 ივნისის N4------------, 4------------ ექსპერტიზის დასკვნის იმ ნაწილზე, რომლის თანახმად, გამოსაკვლევი ტანსაცმლიდან შარვალზე, ქამარზე, ჯემპრსა და ქურთუკის შიდა ჯიბეზე (დადგენილებაში მითითებულ მონაკვეთებზე) მეტალიზაციისთვის დამახასიათებელი კვალი არ აღინიშნებოდა, ხოლო ქურთუკის გვერდითა ჯიბეზე გამოვლენილი უმნიშვნელო კვალი არ იძლევა კვალდამტოვებელი ობიექტის განსაზღვრის საშუალებას და შესაძლოა, განვითარებული იყოს ქურთუკის ექსპლოატაციის რაიმე საყოფაცხოვრებო ნივთთან კონტაქტით. პალატა ასევე მხედველობაში იღებს 2004 წლის 04 ივნისის N5----- ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმად, ა.კ------–---ს ტანსაცმელზე დენთის კვალი არ აღინიშნება. გამოსაკვლევად წარმოდგენილ „ვ---–------ის“ სისტემის იარაღზე საფეიქრო ბოჭკოების მიკრონაწილაკები არ აღმოჩნდა. მართალია, დადგინდა, რომ საკვლევ ობიექტზე ჩატარებული იქნა სხვა ტიპის კვლევებიც, ამასთან ექსპერტებს ისინი დაულუქავ მდგომარეობაში გადაეცა, რამაც შექმნა ტანსაცმელზე დენთის დამწვარი და დაუმწვარი ნაწილაკების, ხოლო ცეცხლსასროლ იარაღზე საფეიქრო ბოჭკოების კვალის წაშლის შესაძლებლობა, თუმცა აღნიშნული კვლევის ჩამტარებელმა ექსპერტმა თ------------–--ემ აჩვენა, რომ ცეცხლსასროლი იარაღის მცირე ჭრილებში მოხვედრილ საფეიქრო ბოჭკოების დაკარგვა შეუძლებელია ჰაერის ან წყლის ზემოქმედებით, თუ იგი საგულდაგულოდ არ გაირეცხა.
ამდენად, სახეზეა საფუძვლიანი ეჭვი, რომ სახელმწიფო მოხელეთა მხრიდან ადგილი ჰქონდა მინიმუმ შეცდომების დაშვებას (თუ თვითნებობასა და განხრახ გამოძიების ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებების ჩადენას არა). საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----ე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2.).
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით მთლიანად იქნა გაბათილებული მოწმე პოლიციელთა (პ----- კ-----------ის, ნ------- ზ-----–---–ის, გ------- კ-–-ას, ზ------ წ--------–ის) ჩვენებები ა------ კ------–---ს ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღების, მის მიერ კ----–-- ბ-------ეზე ყაჩაღური თავდასხმის განხორციელების, შემდეგ კი პოლიციელების მისამართით ცეცხლის გახსნის შესახებ. პალატა მათ ვერ მიიღებს მხედველობაში არასარწმუნობისა გამო. დანარჩენი მოწმეების ჩვენებების, ასევე სხვა ნივთიერი მტკიცებულებების შინაარსი კი თანხვედრაშია, ისინი ავსებენ ერთმანეთს და მათი საერთო ანალიზით დგინდება შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა:
სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით (ქ.თბილისის დ--------ჩ-----------ის შს სამმართველოს სამორიგეო ნაწილის ნაწილის უფროსის თ.დ---–----–-ას მიერ გაცემული ცნობით და მოწმეების - კ-----------ის, ზ-----–---–ის, კ-–-ას, წ--------–ის, ზ------–---–ის ჩვენებებით დადასტურებულია, რომ 2004 წლის 10 მარტს ა---- ჭ------ე იკავებდა ქ.თბილისის დ--------ჩ-----------ის შს სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების ინსპექტორის თანამდებობას და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად წარმოადგენდა მოხელეს. აღნიშნული ფაქტი არც დაცვის მხარის მიერ გამხდარა სადავოდ. 2004 წლის 10 მარტს, დაახლოებით 02:00 საათზე ქ. თბილისის დ--------ჩ-----------ის რაიონის შს სამმართველოს საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის ქვეგანყოფილების ინსპექტორები: ა---- ჭ------ე, ზ------ წ--------–ი, პ----- კ-----------ი, ამავე სამმართველოს ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის ქვეგანყოფილების ინსპექტორი გ------- კ-–-ა და საპატრულო-საგუშაგო სამსახურის ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნ------- ზ-----–---–ი პ. კ-----------ის კუთვნილი ავტომანქანა ”კ--–-----თი” იმყოფებოდნენ ოპერატიულ-პროფილაქტიკურ შემოვლაზე მეტრო მ--------–---–თან. მ--------–---–ის ქუჩა №-2-თან მათ შენიშნეს ა------ კ------–--- და კ----–-- ბ-------ე, რომლებიც ესაუბრებოდნენ ერთმანეთს. ვინაობის დადგენის მიზნით პოლიციელებმა მათთან ახლოს შეაჩერეს ა/მანქანა და მოსთხოვეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა. ა------ კ------–--- გაიქცა ჩ-----ას ქუჩის მიმართულებით. ა. ჭ------ემ, გ. კ-–-ამ, და ზ. წ--------–მა საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანეს თავიანთი ცეცხლსასროლი იარაღები და დაედევნენ გაქცეულს, ხოლო პ. კ-----------ი და ნ. ზ-----–---–ი დარჩნენ ნ. ბ-------ესთან. პოლიციელებმა გაქცეულის შეჩერების მიზნით განახორციელეს გამაფრთხილებელი გასროლა როგორც ჰაერში, ასევე გაქცეულის მიმართულებით, თუმცა არა დამიზნებით. ამის მიუხედავად გაქცეული არ შეჩერებულა. ა. ჭ------ემ სწორად ვერ შეაფასა არსებული ვითარება და გაქცეულ ა. კ------–---ს მიმართულებით განახორციელა გასროლა, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ა------ კ------–---ს სიკვდილი - სროლის შედეგად მან მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება. ა------ კ------–--- გადაიყვანეს ქ. თბილისის №- კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა.
ა---- ჭ------ის, როგორც პოლიციელის უფლება-მოვალეობები 2004 წლის 10 მარტის მდგომარეობით განისაზღვრებოდა 1993 წლის 27 ივლისის საქართველოს კანონით „პოლიციის შესახებ“, რომლის მე-13 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უფლება ჰქონდა მხოლოდ უკიდურესი ღონისძიების სახით გამოეყენებინა ცეცხლსასროლი იარაღი. საქმეზე წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ა---- ჭ------ე არ იყო უფლებამოსილი, მოეხდინა არათუ დამაზიანებელი, არამედ გამაფრთხილებელი გასროლაც კი, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ სროლის მომენტში არსებობდა ა. კ------–---ს მხრიდან ვინმეს სიცოცხლის ანდა ჯანმრთელობის ხელყოფის რეალური საფრთხე, ვინაიდან ა.კ------–---ს მხრიდან ადგილი არ ჰქონია იარაღის გამოყენებას და მისი ქმედებით ვინმეს სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნია. შესაბამისად, ა---- ჭ------ის მიერ გამოყენებული იქნა გადამეტებული ძალა. მან სწორად ვერ შეაფასა არსებული სიტუაცია და გაქცეულის დასაკავებლად გამოიყენა ცეცხლსასროლი იარაღი. მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ისეთ შემთხვევასთან, როდესაც ძალის გამოყენების აბსოლუტური აუცილებლობა მხოლოდ სუბიექტის (ა.ჭ------ის) წარმოდგენაში არსებობდა და არა რეალურად.
ევროპული სასამართლო მოითხოვს, რომ შემოწმებული იქნას, ამოიწურა თუ არა ძალის გამოყენებამდე ყველა სხვა საშუალება მიზნის მისაღწევად და მართლაც წარმოადგენდა თუ არა ძალის გამოყენება უკანასკნელ საშუალებას (ფინოგენოვი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (Finogenov and Others s. Russia), განაცხადი nos. 18299/03 27311/03, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის გადაწყვეტილება, პუნქტი 219). შესაბამისად, თუ დადგინდა, რომ დასახული კანონიერი მიზნის მიღწევა კონკრეტულ დროსა და ვითარებაში ძალის გამოყენების გარეშე სხვა საშუალებითაც შესაძლებელი იყო, ძალის გამოყენება ვერასოდეს იქნება „აუცილებელი“. ა---- ჭ------ის მიერ განხორციელებული ქმედების შეფასებისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მან ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე განახორციელა იარაღიდან გასროლა, რითიც მან, როგორც მოხელემ, გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და იარაღი გამოიყენა ისეთ პირობებში, რა დროსაც მისი გამოყენების არავითარი საჭიროება და საფუძველი არ არსებობდა, რითიც მან ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, ანუ მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის და სახელმწიფოს კანონიერი ინტერსების არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი იარაღის გამოყენებით. ფიზიკური პირისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა კი გამოიხატა იმაში, რომ ა. კ------–---ს მიმართ ისე გაიხსნა ცეცხლი, რომ საამისო საფუძველი არ არსებობდა, ხოლო, მეორეს მხრივ, სახელმწიფოს ინტერესია მისი სახელით მოქმედმა პოლიციელმა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა განახორციელოს იმგვარად, რომ უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა, ასევე ადამიანის უფლებების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისგან და არა პირიქით, თავად მოახდინოს ამ უფლებების მართლსაწინააღმდეგო და გაუმართლებელი ხელყოფა.
საბრალდებო დასკვნით და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრით ბრალდების მხარეს დადასტურებულად მიაჩნია ა---- ჭ------ის მიერ ა.კ------–---ს არაპირდაპირი განზრახვით მკვლელობა. პალატა განმარტავს, რომ განზრახ მკვლელობა არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირი თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობის შეგნებით, მიუხედავად იმისა, რომ არ სურს მავნე შედეგის დადგომა, რეალურად ითვალისწინებს და უშვებს ასეთ შესაძლებლობას.
პალატა ყურადღებას ამახვილებს თვით მსჯავრდებულ ა---- ჭ------ის ჩვენებაზე და დაცვის პოზიციაზე, რომლის მიხედვით, მსჯავრდებულს არ სურდა იმ პირის სიკვდილი, რომელსაც სროლით მისდევდა, მისი ერთადერთი მიზანი გაქცეულის დაკავება იყო, თუმცა ა.კ------–--- ნასროლი ტყვიის შედეგად გარდაიცვალა. ამ შემთხვევაში მსჯავრდებული უთითებდა, რომ დამიზნებით არ ახორციელებდა გასროლას და შესაბამისად, დაცვის მხარე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ ა.კ------–---ს მოხვედრილი ჰქონდა რიკოშეტირებული ანუ ასხლეტილი ტყვია და მიუთითებს 2018 წლის 18 მაისის N0---- ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმად გამოსაკვლევად წარმოდგენილ 9 მმ კალიბრის ტყვიაზე აღინიშნება უხეში მექანიკური დაზიანების კვლები, რაც განვითარებულია გასროლილი ტყვიის კონტაქტირების შედეგად უხეში ზედაპირის მქონე მყარ წინაღობასთან. გამოსაკვლევ ტყვიაზე არსებული დაზიანების მორფოლოგიური სურათისა და ადამიანის ნეკნის ანატომიური შენების გათვალისწინებით შეუძლებელია აღნიშნული დაზიანება განვითარებულიყო ა------ კ------–---ს სხეულში ტყვიის გავლისას ნეკნთან კონტაქტირებით. ტყვიაზე არსებული დაზიანება განვითარებულია არა ა.კ------–---ს სხეულში გავლისას ნეკნთან შეხებით, არამედ ამ უკანასკნელის სხეულთან კონტაქტირებამდე რაიმე მყარი ზედაპირის მოქონე საგნიდან ასხლეტვისას (რიკოშეტირებისას). საბოლოო ჯამში, კომისიური, კომპლექსური, ბალისტიკური და სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შედეგად, ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ იმ სახის დაზიანებას, რაც აქვს ტყვიას, ადამიანის სხეულში, ნეკნთან კონტაქტირებით ვერ მიიღებდა. რაც შეეხება „რეკოშეტს“, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა ექსპერტებმა მიუთითეს, რომ ტყვიაზე არსებული კვალი, მორფოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, არ მოიცავდა ასხლეტვისათვის დამახასიათებელ ნიშანთა სრულ კომპლექსს. ამიტომ კატეგორიულად ვერ დაადასტურეს რეკოშეტის ფაქტი, თუმცა არც გამოურიცხავთ. აღნიშნული და ასევე ა---- ჭ------ის პოზიცია, რომ მისი მიზანი იყო მხოლოდ გაქცეულის დაკავება, ცალსახად გამორიცხავს პირის განზრახვას, თუნდაც ევენტუალური ფორმით, დამდგარი შედეგის - ა.კ------–---ს გარდაცვალების მიმართ. პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა---- ჭ------ე ა.კ------–---ს მიმართულებით, მაგრამ არა დამიზნებით გასროლის განხორციელებისას იმედოვნებდა, რომ აღნიშნული არ გამოიწვევდა ა.კ------–---ს სიცოცხლის მოსპობას, მაგრამ მისი თვითიმედოვნება უსაფუძვლოდ უნდა იქნას მიჩნეული, რადგან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად არის დადგენილი, რომ ა------ კ------–---ს სიკვდილის უშუალო მიზეზია მწვავე ზოგადი სისხლნაკლებობა, განვითარებული გულმკერდის ერთი გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად მარცხენა ფილტვის დაზიანებით, ხოლო ბალისტიკური ექსპერტიზის თანახმად, ტყვია, რომელმაც გამოიწვია ა.კ------–---ს სიცოცხლის მოსპობა, გასროლილია ა. ჭ------ის კუთვნილი იარაღიდან. ამდენად, ა.ჭ------ე სროლისას მოქმედებდა გაუფრთხილებელი ბრალის ისეთი ფორმით, როგორიცაა თვითიმედოვნება.
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ანალიზი მიუთითებს, რომ გასროლა მოხდა რთულ პირობებში - მოძრაობდა როგორც გაქცეული, ასევე მდევარი, იყო სიბნელე, რაც აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინა და წინდახედულობის ნორმა დაეცვა ა---- ჭ------ეს, მას თავი უნდა შეეკავებინა ა------ კ------–---ს მიმართულებით სროლისგან, რათა ამას არ მოჰყოლოდა სავსებით შესაძლებელი მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა - ა------ კ------–---ს ჯანრთელობის დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა, რაც მოხდა კიდეც. საქმეში არ მოიპოვება სხვა მტკიცებულება, რომლითაც სარწმუნოდ დადასტურდებოდა, რომ ა---- ჭ------ეს სურდა ა------ კ------–---ს მოკვლა ანდა შეგნებულად უშვებდა მის სიკვდილს ან გულგრილად ეკიდებოდა ასეთ შედეგს. საქმში არსებულ მტკიცებულებათა ანალიზი იძლევა დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ა---- ჭ------ის მიზანი იყო არა ა------ კ------–---ს მოკვლა, არამედ - მისი შეჩერება. პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნული დასკვნა, რასაც ეთანხმება პალატა, წარმოადგენს ა. ჭ------ის ქმედებაში გაუფრთხილებელებლობის ნიშნების არსებობის დადასტურებას თვითიმედოვნების ფორმით, ვინაიდან მან არ გაითვალისწინა გაქცეულის მიმართულებით სროლის განხორცილების შემთხვევაში ტყვიის მოხვედრის რეალური შესაძლებლობა, რისი გათვალისწინებაც მას სამართლებრივად ეკისრებოდა და შეეძლო კიდეც თავისი საქმიანობის ხასიათიდან და იმ რთული პირობებიდან გამომდინარე, რომელშიც აწარმოა გასროლა.
კვალიფიკაციასთან დაკავშირებით ანალოგიური მსჯელობაა ჩამოყალიბებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მსგავსი კატეგორიის არაერთ საქმეზე (საქმე #690აპ-08;09.12.2008).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (განსასჯელის) სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილის, ბრალდებულის სასარგებლოდ.
ამასთან, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც უტყუარად ადასტურებს პირის ბრალეულობას. გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. მხოლოდ სახელმწიფო ბრალმდებელს ეკისრება ვალდებულება, ამტკიცოს და წარუდგინოს სასამართლოს განსასჯელის ბრალეულობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებანი.
პალატა ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებზე, რა დროსაც სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 199- წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43). აღნიშნულის გამო პალატა აღ თვლის საჭიროდ, პასუხი გასცეს მხარეთა ვრცელ სააპელაციო საჩივრებში ჩამოყალიბებულ ყველა არგუმენტსა და მოსაზრებას.
პალატამ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან მათი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის და ა---- ჭ------ის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დასტურდება ა---- ჭ------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რომლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ადამიანის სიცოცხლის მოსპობას, რონმელიც ჩადენილია გაუფრთხილებლობით.
პალატა განმარტავს, რომ ა---- ჭ------ის ქმედება შეიცავს მის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის - გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის შემადგენლობის ყველა ნიშანს, ბრალს - გაუფრთხილებლობის ფორმით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებას. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის არგუმენტები მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილ უტყუარ ფაქტობრივ გარემოებებს.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მის ქცევას, პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელზე, აგრეთვე იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ა---- ჭ------ისათვის დანიშნულ სასჯელს, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა აღნიშნული გარემოებანი და განსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რისი შეცვლის საფუძველიც არ არსებობს. პალატა თვლის, რომ მოცემული სასჯელის სახე და ზომა ჩადენილი დანაშაულების პროპორციულია და წარმოადგენს ოპტიმალურ ღონისძიებას სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მისაღწევად.
მხარეთა სააპელაციო საჩივრების საფუძველზე პალატამ შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები და დადასტურებულად მიიჩნია, რომ ა---- ჭ------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 ივლისის განაჩენი ა---- ჭ------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, რასაც პალატა ეთანხმება. შესაბამისად, დაცვის და ბრალდების მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს საქართველოს სსსკ-ის 495-498-ე, 503-ე, 506-509-ე, 512-ე, 517-, 523-ე მუხლებით, ’’ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა---- ჭ------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ-- ჯ----–--ისა და ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორის ლ-–- ფ------–--ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 4 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულ ა---- ჭ------ის მიმართ დარჩეს უცვლელი;
ა---- ჭ------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
მასვე ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების და საქმიანობის უფლება 3 (სამი) წლის ვადით. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ¼-ით და თანამდებობის დაკავების და საქმიანობის უფლება ჩამოერთვას 2 (ორი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელებიდან მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა---- ჭ------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
მასვე ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების და საქმიანობის უფლება 2 (ორი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით.
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ ა---- ჭ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - დაპატიმრება გაუქმებულია.
მსჯავრდებულ ა---- ჭ------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 10 ოქტომბრიდან.
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ ა---- ჭ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია
ნივთმტკიცება:
სამეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს ა---- ჭ------ის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოყოფილ სისხლის სამართლის №0-------- საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ვ. ლომიძე
მოსამართლეები: ნ. ბარბაქაძე
მ. თეთრაული