განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210117002130926
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 ივნისი, 2019 წელი თბილისი
საქმე №2ბ/7977-18
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - დიანა ბერეკაშვილი
მოსამართლეები - ქეთევან დუგლაძე, მიხეილ გოგიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი _ ლ--–- ზ-----–-–---–ი
წარმომადგენელი - ლ----–------ე
აპელანტი - მ----- დ------–-–---–ი
წარმომადგენელი - ქ--------------–----ა
მოწინააღმდეგე მხარე _ ზ------ მ-------–-–---–ი
წარმომადგენელი - თ---------–----ა
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა
აღწერილობითი ნაწილი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მომართა ზ------ მ-------–-–--–მა მოპასუხეების ლ--–- ზ-----–-–---–ის და მ--- ბ-----------ას მიმართ. 2017 წლის 16 ნოემბერს ზ------ მ-------–-–---–ის წარმომადგენელმა ზ------ მ-------–-–--–მა წარმოადგინა დაზუსტებული სარჩელი მოპასუხეების: ლ--–- ზ-----–-–---–ის, მ----- დ------–-–---–ის და მ--- ბ-----------ას მიმართ.
2. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2--- წლის 3 დეკემბერს სანოტარო წესით დადასტურებული იქნა ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ, რომლის მიხედვითაც ლ--–- ზ-----–-–---–მა და მ--- ბ-----------ამ აღიარეს, რომ მათ ნამდვილად აქვთ ზ------ მ-------–-–---–ის ვალი 30 000 აშშ დოლარის ოდენობით. მოვალეებმა იკისრეს სოლიდარული ვალდებულება, რომ ისინი ვალს დააბრუნებდნენ 2017 წლის 03 ივნისის ჩათვლით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ დადგა მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადა და მოვალე ნებაყოფლობით არ ასრულებს კრედიტორის მოთხოვნას, კრედიტორი უფლებამოსილია მოთხოვნის დაკმაყოფილება უზრუნველყოს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. 2017 წლის 05 ივნისს ნოტარიუს თ---------- ბ--------–--ის მიერ გაცემულია სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც უნდა მომხდარიყო მოვალეების სახელზე არსებული უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაცია, მაგრამ ამ სააღსრულებო ფურცლის აღსრულება ვერ მოხდებოდა, ვინაიდან ვალი არ იყო უზრუნველყოფილი, ხოლო მოვალეების სახელზე ქონება არ ირიცხებოდა. ლ--–- ზ-----–-–---–ი და მ--- ბ-----------ა იყვნენ 03.11.2--- წელს გარდაცვლილი გ------- ბ-----------ას პირველი რიგის მემკვიდრეები, ლ--–- ზ-----–-–---–ი არის მისი მეუღლე, ხოლო მ--- ბ-----------ა მისი შვილი. ისინი სამკვიდროს გახსნის მომენტიდან რეგისტრირებულნი იყვნენ და ცხოვრობდნენ გ------- ბ-----------ას საკუთრების უფლებით აღრიცხულ სამკვიდრო ბინაში, თ---–--------–------------------------------------ ს.კ 0----------------------, რაც გულისხმობს, რომ მათ სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობის წესით მიღებული ჰქონდათ. ლ--–- ზ-----–-–---–მა სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ერთ დღეში 08.11.2017 წ. 13:16 საათზე ბინა აღირიცხა თავის სახელზე, ხოლო იმავე დღეს 16:24 საათზე აღირიცხა ვითომ მყიდველ მ----- დ------–-–---–ის სახელზე.
3. 2017 წლის 13 ნოემბერს ლ--–- ზ-----–-–---–მა და მ--- ბ-----------ამ წარმოადგინეს შესაგებელი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, რომლითაც სარჩელი არ ცნეს. მათ მიერ 2017 წლის 29 დეკემებრს ასევე დაზუსტებულ სარჩელთან დაკავშირებით წარმოდგენილი იქნა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნეს. 2018 წლის 02 თებერვალს მ----- დ------–-–---–მა წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც არ სცნო სარჩელი.
4. 2018 წლის 21 ივნისს 14:00 საათზე სარჩელის განხილვის მიზნით დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა, რომელზეც არ გამოცხადდნენ მოპასუხეები ლ--–- ზ-----–-–---–ი და მ----- დ------–-–---–ი, მათ არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებიათ სასამართლოსათვის. მოსარჩელის წარმომადგენელმა თ---------–----ამ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე ლ--–- ზ-----–-–---–ის და მ----- დ------–-–---–ის ნაწილში.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ზ------ მ-------–-–---–ის სარჩელი ლ--–- ზ-----–-–---–ის და მ----- დ------–-–--–ის მიმართ დაკმაყოფილდა: ბათილად იქნას ცნობილი ლ--–- ზ-----–-–---–სა და მ----- დ------–-–---–ს შორის, თბილისში, ნ--–---------------------------------------ზე, ს/კ 0----------------------, გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. ლ--–- ზ-----–-–---–ი ცნობილი იქნეს უძრავი ქონების, მდებარე თბილისში, ნ--–---------------------------------------ზე, ს/კ 0----------------------, მესაკუთრედ. ლ--–- ზ-----–-–---–ის და მ----- დ------–-–--–ის ზ------ მ-------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისრათ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2 236 ლარის გადახდა.
6. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებები:
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპოროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, მხარეებს ან მის წარმომადგენელებს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი წარმომადგენლისათვის უწყების ჩაბარებით მხარის სათანადო წესით მოწვევას უკავშირებს. ამავე მუხლის, მე-3 ნაწილის მიხედვით, მხარეების, მათი წარმომადგენელები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, დეპეშით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა ტექნიკური საშუალებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში.
საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ 2018 წლის 10 ამისს მხარეებს ეცნობათ სასამართლო სხდომის დროისა და თარიღის თაობაზე, რაც მხარეთა მიერ სასამართლო უწყებაზე ხელმოწერით. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეები გამართულ სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე მოწვეული იყვნენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით.
დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მეორე მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა არასაპატიო მიზეზით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მოიცავს ამომწურავ ჩამონათვალს, თუ როდის არის დაუშვებელი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა. მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ სასამართლოსათვის არანაირი ინფორმაცია მათი გამოუცხადებლობის თაობაზე, შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს იყო თუ არა მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული კანონით დადგენილი საპატიო მიზეზით.
6.2. ზემოთ მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ლ--–- ზ-----–-–---–ი და მ--- ბ-----------ა იყვნენ 03.11.2--- წელს გარდაცვლილი გ------- ბ-----------ას პირველი რიგის მემკვიდრეები, ლ--–- ზ-----–-–---–ი არის მისი მეუღლე, ხოლო მ--- ბ-----------ა მისი შვილი. ისინი სამკვიდროს გახსნის მომენტიდან რეგისტრირებულნი იყვნენ და ცხოვრობდნენ გ------- ბ-----------ას საკუთრების უფლებით აღრიცხულ სამკვიდრო ბინაში, თ---–--------–------------------------------------ ს.კ 0----------------------.
ლ--–- ზ-----–-–---–მა და მ--- ბ-----------ამ სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობის წესით მიიღეს. ლ--–- ზ-----–-–---–მა სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ერთ დღეში 08.11.2017 წ. 13:16 საათზე ბინა აღირიცხა თავის სახელზე, ხოლო იმავე დღეს 16:24 საათზე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა მყიდველ მ----- დ------–-–---–ის სახელზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2 236 ლარი, გადასახდელად უნდა დაეკისროთ მოპასუხე მხარეებს.
7. დაუსწრებელი გადაწყვეტილება 2018 წლის 08 აგვისტოს საჩივრებით გაასაჩივრეს მ----- დ------–-–---–მა და ლ--–- ზ-----–-–---–მა. სასამართლოს 2018 წლის 13 აგვისტოს განჩინებით საჩივრები ცნობილი იქნა დასაშვებად და მათი განხილვის მიზნით დაინიშნა სხდომა 2018 წლის 25 ოქტომბერს.
მ----- დ------–-–---–ის საჩივარში აღნიშნულია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, ვინაიდან ის მიღებულია სასარჩელო მოთხოვნების სამართლებრივი საფუძვლების კვლევის გარეშე. სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობა არ ნიშნავს დავის მიმართ ინტერესის დაკარგვას და მითუმეტეს ის არ ყოფილა გამოწვეული მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობით.
ლ--–- ზ-----–-–---–ის საჩივარში აღნიშნულია, რომ სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობა იყო საპატიო, ვინაიდან ლ--–- ზ-----–-–---–ს ჰქონდა სახსრების ანთება, რის გამოც ვერ გადაადგილდებოდა. შესაბამისად, ვერც სასამართლოსთვის შეტყობინება მოახერხა. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა უნდა განახლდეს.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით მ----- დ------–-–---–ის და ლ--–- ზ-----–-–---–ის საჩივრები არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
9. ლ--–- ზ-----–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
9.1. აპელანტის განმარტებით, მოსარჩელის მიერ არ ყოფილა სასამართლოში წარდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გარიგების მოჩვენების, თვალთმაქცურ ხასიათს. მოსარჩელის მითითება მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ ლ--–- ზ-----–-–---–მა სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ერთ დღეში ბინა აღრიცხა თავის სახელზე, ხოლო იმავე დღეს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ბინა გაასხვისა მ----- დ------–-–---–ის სახელზე, არ ადასტურებს ამ გარიგების მოჩვენებით ხასიათს, რადგან ამის უფლებას აძლევდა კანონი, შესაბამისად არ არსებობს სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძველი. მოპასუხე მ--- ბ-----------ა, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულების საბადრაგო სამსახურის მიერ მიყვანილი იქნა სასამართლო შენობაში, თუმცა დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ შეძლებდა, ხოლო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებული იქნა 2 წუთში სხდომის გახსნიდან ისე, რომ სასამართლომ მოპასუხე არც იკითხა, წარდგენილი იყო თუ არა სასამართლოში. ვინაიდან მთავარ სხდომაზე გამოცხადებული იყო ერთ-ერთი მოპასუხე არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო. ამასთან, გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული მ--- ბ-----------აზე. 2018 წლის 21 ივნისიდან დღემდე არ ჩაბარებია სასამართლოს განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ მ--- ბ-----------ას დღემდე ჰგონია, რომ წარმოადგენს მოპასუხეს.
10. მ----- დ------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
10.1. აპელანტის განმარტებით, სარჩელში არაფერია ნათქვამი მ----- დ------–-–---–ზე, როგორც შემძენზე და მთელი აქცენტი გაკეთებულია გამსხვისებელზე, მემკვიდრეობაზე და სამკვიდროს მიღებაზე. მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო ისეთი ფაქტობრივი გარემოებების დასახელება და დასაბუთება, რომელთა არსებობაც შეიძლება მიუთითებდეს ნების ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ შეთანხმებაზე ან მხარეთა საერთო მიზანზე. თვალთმაქცური გარიგების დროს ნების გამოვლენის სუბიექტის ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღება, თუმცა შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. დადებული გარიგებით ისინი ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადების ნებაც რეალურად გააჩნიათ. თვალთმაქცური გარიგების დროს განხილვის საგანია გარიგების მხარეთა მიერ შინაგანი და გამოვლენილი ნების ურთიერთმიმართება. საქმეში ვარაუდის გარდა არ მოიპოვება მტკიცებულება იმისა, რომ ბინის მესაკუთრე და მ----- დ------–-–---–ი გარიგების სხვა შინაარსზე იყვნენ შეთანხმებული. მან კეთილსინდისიერად შეიძინა უძრავი ქონება, გადაიხადა თანხა და აღრიცხა უძრავი ქონება თავის საკუთრებაში. მოსარჩელე ვერ ასაბუთებს და ვერ განმარტავს გარიგების ბათილობას სამოქალაქო კოდექსის 54-ე თუ 56-ე მუხლით ითხოვს და გადაწყვეტილებაც არ შეიცავს მოტივაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხში გადამწყვეტი ფაქტორი იყო მოსარჩელისათვის მისი კუთვნილი თანხის მიღება, რაშიც მას ხელი ეშლებოდა იმ გარემოების გამო, რომ მოპასუხეთა სახელზე ქონება არ აღმოჩნდა. სასამართლომ უგულებლყო სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლით დაცული შემძენის უფლება. სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული არ ყოფილა მისი უპასუხისმგებლობით და გაკეთებული იქნა საფუძვლიანი მითითება საქმის იურიდიულ ინტერესთან მიმართებაში.
სამოტივაციო ნაწილი
11. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 241-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მხარის გამოუცხადებლობის გამო გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
13. აპელანტების განმარტებით, მოსარჩელის მიერ არ ყოფილა სასამართლოში წარდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გარიგების მოჩვენების, თვალთმაქცურ ხასიათს. მოსარჩელის მითითება მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ ლ--–- ზ-----–-–---–მა სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ერთ დღეში ბინა აღრიცხა თავის სახელზე, ხოლო იმავე დღეს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ბინა გაასხვისა მ----- დ------–-–---–ის სახელზე, არ ადასტურებს ამ გარიგების მოჩვენებით ხასიათს. ამასთან, მოსარჩელე ვერ ასაბუთებს გარიგების ბათილობას სამოქალაქო კოდექსის 54-ე თუ 56-ე მუხლიდან გამომდინარე ითხოვს და გადაწყვეტილებაც არ შეიცავს მოტივაციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
მოთხოვნის იურიდიული მართებულობის თაობაზე, პალატა აღნიშნავს, რომ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება იურიდიულად დასაბუთებულია. პალატა უპირველესად ხაზს გაუსვამს იმ გარემოებას, რომ სარჩელის იურიდიული საფუძვლიანობის გამორკვევა სამართლის საკითხს წარმოადგენს და მიუხედავად მხარის მოთხოვნისა, სასამართლო ყოველთვის ვალდებულია ამ კუთხით წარმართოს შესაბამისი კვლევა, თუმცა პალატა დამატებით მიუთითებს, რომ აღნიშნულ დავასთან დაკავშირებით სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ:
- ლ--–- ზ-----–-–---–ი და მ--- ბ-----------ა იყვნენ 03.11.2--- წელს გარდაცვლილი გ------- ბ-----------ას პირველი რიგის მემკვიდრეები, ლ--–- ზ-----–-–---–ი არის მისი მეუღლე, ხოლო მ--- ბ-----------ა მისი შვილი. ისინი სამკვიდროს გახსნის მომენტიდან რეგისტრირებულნი იყვნენ და ცხოვრობდნენ გ------- ბ-----------ას საკუთრების უფლებით აღრიცხულ სამკვიდრო ბინაში, თ---–--------–------------------------------------ ს.კ 0----------------------.
- ლ--–- ზ-----–-–---–მა და მ--- ბ-----------ამ სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობის წესით მიიღეს. ლ--–- ზ-----–-–---–მა სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ერთ დღეში 08.11.2017 წ. 13:16 საათზე ბინა აღირიცხა თავის სახელზე, ხოლო იმავე დღეს 16:24 საათზე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა მყიდველ მ----- დ------–-–---–ის სახელზე.
ამასთან, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,რომლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).
ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის საფუძველზე სასამართლომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად მიიჩნია და ჩათვალა, რომ აღნიშნული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა აპელანტის მოთხოვნას.
აღნიშნულის შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტების მოსაზრება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ ამართლებს მოთხოვნას იურიდიულად დაუსაბუთებელია.
14. გარდა აღნიშნულისა პალატა მოიხმობს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას საქმეზე ას-373-373-2018, სადაც აღნიშნულია, რომ კასატორის იმ პრეტენზიებთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდნენ სასარჩელო მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო, დიდი პალატის ზემოხსენებული გადაწყვეტილების მოხმობით დამატებით განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნას ისახავს სასამართლოს ეფექტიან საქმიანობას, სასამართლო დავების სწორად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე, ან არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს, რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს. ასეთ შემთხვევაში, საქმის განხილვის დროს მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა ქმნის იმ სამართლებრივი შედეგის დადგომის შესაძლებლობას, რომლის მიღებაც მოსარჩელეს სურს, საქმის განმხილველი სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.
ამდენად, უსაფუძვლოა საჩივრის ავტორების განმარტება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების შეფასებასთან დაკავშირებით, რადგან როგორც ზემოთ აღინიშნა, სარჩელში მითითებული გარემოებები დადასტურებულად მიიჩნევა და ისინი იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, ვინაიდან სახეზეა ყველა ის მოცემულობა, რაც განსახილველ დავაში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო.
15. რაც შეეხება აპელანტ ლ--–- ზ-----–-–---–ის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხე მ--- ბ-----------ა სასჯელაღსრულების დაწესებულების საბადრაგო სამსახურის მიერ მიყვანილი იქნა სასამართლო შენობაში, თუმცა სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილება ისე იქნა მიღებული, რომ მას საქმის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია. ამასთან, მთავარ სხდომაზე გამოცხადებული იყო ერთ-ერთი მოპასუხე და არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, აღნიშნულს პალატა ვერ გაზიაირებს, რადგან როგორც საქმის მასალებით დგინდება 2018 წლის 21 ივნისის განჩინებით ზ------ მ-------–-–---–ის სარჩელზე მოპასუხე მ--- ბ-----------ას მიმართ შეწყდა საქმის წარმოება და მოცემულ საქმეზე მ--- ბ-----------ა მხარეს აღარ წარმოადგენს. შესაბამისად, სახეზეა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და განჩინებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
16. საპროცესო ხარჯები:
აპელანტ მ----- დ------–-–---–ის მიერ ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურებას არ ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, ხოლო აპელანტი ლ--–- ზ-----–-–---–ი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ--–- ზ-----–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მ----- დ------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: დიანა ბერეკაშვილი
მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე
მიხეილ გოგიშვილი