განაჩენი

სისხლის სამართლის 19.07.2019
საქმის ნომერი
090100119002887845
ინსტანცია
თარიღი
19.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 090100119002887845

საქმე №1/ბ-381-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

27 ივნისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბ---- ჯ--------ს ძე მ----–---–-ს მიმართ, დაბადებული: 197- წლის 5 ა-----–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 0----------, მცხოვრები: ამბროლაურის რაიონი სოფელი წ---, მ---- ქუჩა #1.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ბ---- მ----–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვანის თანდასწრებით(ორი ეპიზოდი). რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ბ----ი ჯ--------ს ძე მ----–---–მა, 2019 წლის 11 თებერვალს, დაახლოებით 22 საათზე, ამბროლაურის რაიონის სოფელ წ--ში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი შეკამათებისას,, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მარცხენა მკლავზე მუშტის რამდენჯერმე დარტყმით, სცემა მეუღლე, ნ--- ს----------ძე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ბ----ი ჯ--------ს ძე მ----–---–მა, 2019 წლის 12 თებერვალს, დაახლოებით 14 საათზე, ამბროლაურის რაიონის სოფელ წ--ში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი შეკამათებისას, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელისა და ფეხის რამდენჯერმე დარტყმით, სცემა მეუღლე, ნ--- ს----------ძე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 ა-----–ის განაჩენით ბ----ი მ----–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 11 თებერვლის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 12 თებერვლის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 11 თებერვლის ეპიზოდი) – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ერთ წლის ვადით.

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’ ქვეპუნქტით (2019 წლის 12 თებერვლის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–64ე მუხლის შესაბამისად ჩაეთავალა პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ბ----ი მ----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–64ე მუხლის შესაბამისად ჩაეთავალა პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1 (ერთი) წლის ვადით.

 

ბ----ი მ----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 12 თებერვლიდან და 2019 წლის 18 ა-----–ამდე.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი ზ----- შ--–-------ძე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 ა-----–ის განაჩენში, სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ბ---- მ----–---–-ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი, სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებელი და უსამართლო. დანიშნული სასჯელი ნაკლებად მკაცრია, არ შეესაბამება ჩადენილ ქმედებას და მსჯავრდებულის პიროვნებას. ბ. მ----–---–-ს მიერ ჩადენილი დანაშაული მეტყველებს მის იმპულსურობაზე და მის არაკონტროლირებად ქცევაზე, რომლის ქმედებას შესაძლოა უფრო მძიმე შედეგი მოჰყოლოდა. დანიშნული სასჯელი ვერ იქნება შემაკავებელი ბერკეტი მსჯავრდებულისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ახალი დანაშაულის ჩადენა. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიერ დანიშნული სასჯელით, ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ბ---- მ----–---–-ს მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ბ---- მ----–---–-ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების ნ--- ს----------ძის ჩვენებით, მოწმეების - გ----------–---–----------------------–---–-- ჩვენებებით, შემაკავებელი ორდერით, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ბ---- მ----–---–-ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებს ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ბ---- მ----–---–-ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ამბროლაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის ზ----- შ--–-------ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ბ----ი მ----–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 11 თებერვლის ეპიზოდი), 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 12 თებერვლის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 11 თებერვლის ეპიზოდი) – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ოდენობით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ერთ წლის ვადით.

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’ ქვეპუნქტით (2019 წლის 12 თებერვლის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით, 01 წლის გამოსაცდელი ვადით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ბ----ი მ----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთავალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. იარაღთან დაშკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1 (ერთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ბ----ი მ----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 12 თებერვლიდან და 2019 წლის 18 აპრილამდე.

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ბ----ი მ----–---–-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი შემთხვევის ადგილის ფოტოცხრილი CD დისკზე, დარჩეს საქმეში სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე