განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.05.2019
საქმის ნომერი
330210018002385839
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
21.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე N2ბ/400-19 21 მაისი, 2019 წელი

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - ლევან გვარამია

მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი

გელა ქირია

 

სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი

 

აპელანტი – საქართველოს გენერალური პროკურატურა;

წარმომადგენელი – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო;

 

მოწინააღმდეგე მხარე – ი-–----------------–---–-;

წარმომადგენელი - ლ----------------–---–-;

 

თავდაპირველი მოპასუხეები - ზ------------–-–---–-, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი;

 

წარმომადგენელი - ანა ქურდიანი (შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი);

 

დავის საგანი - ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ი-–----------------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. ყადაღისაგან გათავისუფლდა ავტოსატრანსპორტო საშუალება BMW 318 I, სანომრე ნიშნით A------, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ნომერი W---------------- და მოსარჩელე ი-–----------------–---–- ცნობილი იქნა ავტომანქანის მესაკუთრედ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. პირველი ინსტანციის სასამართლო არ მიუთითებს უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე;

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2017 წლის 27 ნოემბრის #85597 წერილით ირკვევა, რომ სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია:

 

1. 01/09-09-04255 სააღსრულებო საქმე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 05.12.2008 წლის N1/3659 განაჩენის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად ზ------ ა---–-–---–ს დაეკისრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

2. A12001801 სააღსრულებო საქმე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 06.12.2011 წლის N1/5849-11 განაჩენის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად ზ------ ა---–-–---–ს დაეკისრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

3. A16061964 სააღსრულებო საქმე, საპატრულო პოლიციის მიერ 15.06.2016 წელს გაცემული ეი170874 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად ზ------ ა---–-–---–ს დაეკისრა ჯარიმა და/ან საურავის სახით 1 000 ლარის გადახდა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

აღნიშნული ინფორმაცია დასტურდება ასევე თბილისის სააღსრულებო ბიუროს

19.04.2017წ, 04.05.2017წ და18.07.2017წ. წერილებით. ამასთან, თბილისის სააღსრულებო ბიუროს 03.04.2018წ. #A16061964-014/006 წერილით დგინდება, რომ სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2012 წლის 27 ივლისს, 2013 წლის

01 მაისს და 2016 წლის 29 ივლისს ყადაღა დაედო და დაკავებაზე გადაეცა მოვალის - ზ------ ა---–-–---–ის სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანა BMW 318 I, სახ. ნომრით A------ (ს.ფ. 27-31).

 

2.3.1998 წლის 22 აპრილს ზ------ ა---–-–---–ის მიერ ი-–-- ბ-------–---–ის (იგივე ი-–----------------–---–-) სახელზე გაცემულია ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე - BMW

318 I, სანომრე ნიშნით A------, ძრავა - 8661359, შასი N410108661359, მინდობილობა განკარგვის უფლებით. (ს.ფ. 18-19)

 

2.4. ის გარემოება, რომ ავტომანქანა შეძენი-–-- ი-–------- ბ-------–---–ის მიერ და იმყოფება მის მფლობელობასა და საკუთრებაში, დგინდება ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ფლობით, თავად მოსარჩელის ახსნა-განმარტებით და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის მინდობილობით, საქართველოს შსს-ს მიერ გაცემული ცნობით და საშვით. ამასთან, სათანადო მტკიცებულება რაც ეჭვქვეშ დააყენებდა სადავო ავტომობილზე მოსარჩელის კუთვნილების ფაქტს მოპასუხეს არ წარმოუდგენია.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.5. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.

 

ამავე კანონის 44-ე მუხლის (ყადაღის საგანი) პირველი პუნქტით, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი.

 

ხსენებული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, იძულებით აღსრულება დასაშვებია მხოლოდ სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოვალის კუთვნილი ნივთების რეალიზაციის გზით.

 

განსახილველ შემთხვევაში, იძულებით მოვალეს წარმოადგენს ზ------ი ა---–-–---–ი, რაც გამორიცხავს სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად იმ პირების კუთვნილი ქონების აღწერასა და რეალიზაციას, რომლებიც სააღსრულებო ფურცელში არ არიან მითითებული მოვალეებად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ავტომობილის სავალდებულო რეგისტრაციას ითვალისწინებს ”საგზაო მოძრაობის უსაფრთოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 31.01.07წ. #150 ბრძანებით დამტკიცებული ”მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების” შესახებ ინსტრუქცია. სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ნორმატიული აქტების რეგულირების სფეროს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. აღნიშნული უზრუნველყოფის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს ”საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” კანონის მე-9 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნა, რომლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალება, მისაბმელი, ნომრიანი აგრეგატი ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას. სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია არ წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივ აქტს. ამ ვალდებულების განხორციელება წარმოადგენს მხოლოდ ერთ-ერთ აუცილებელ პირობას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის და არა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის. ავტომანქანა არის მოძრავი ნივთი და მასზე ვრცელდება მოძრავი ნივთის შეძენისათვის დადგენილი წესები.

 

2.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს საკუთრების უფლება მყიდველს ქონებაზე, მიაწოდოს მასთან დაკავშირებული საბუთები და საქონელი.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სადავო ავტომობილის მესაკუთრე არის მოსარჩელე ი-–----------------–---–-, რომელიც არ აგებს პასუხს ზ------ი ა---–-–---–ის ვალდებულებებზე, რაც უკანონოს ხდის ყადაღას მის კუთვნილ ავტომობილზე.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის მითითებით, სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, აღმასრულებელმა მოვალე მხარეს გაუგზავნა გაფრთხილება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე. ამავე კანონის თანახმად, აღმასრულებელმა დაიწყო მოვალის ქონების მოძიება, ყადაღის დადება.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2012 წლის 27 ივლისს, 2013 წლის 1 მაისს და 2016 წლის 29 ივლისს ყადაღა დაედო და დაკავებაზე გადაეცა მოვალის სახელზე რიცხული რეგისტრირებული ავტომანქანა BMW 318 I, სახ. ნომერი 549. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 191 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოვალეთა რეესტრი არის ფულადი მოთხოვნის აღსრულების უზრუნველყოფამდე წარმოებული საშუალება - სისტემატიზებული ელექტრონული ერთობლიობა მონაცემებისა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა და სხვა ორგანიზებულ წარმონაქმნთა შესახებ, რომელთა მიმართაც აღსრულება დაიწყო 2010 წლის 1 იანვრიდან, გარდა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოვალისა. პირი მოვალეთა რეესტრში შეიტანება დაუყოვნებლივ, მას შემდეგ რაც მის წინააღმდეგ დაიწყება სააღსრულებო წარმოება. კანონის შესაბამისად, აღმასრულებელმა მოვალე მხარე დაარეგისტრირა მოვალეთა რეესტრში. ამავე კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსი-–-- განახორციელოს: ა) გადახდევინება; ა.ა) მოვალის ქონებიდან მასზე ყადაღის დადებით და ქონების გაყიდვით. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის განმარტებით, აღმასრულებელმა კანონის სრული დაცვით განახორციელა სააღსრულებო მოქმედებები.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალება - BMW 318 I-ის, სანომრე ნიშნით A------, ყადაღისაგან გათავისუფლება და ავტომანქანის მესაკუთრედ ცნობა. მოსარჩელის მითითებით, სადავო ავტომანქანა 1998 წლის 22 აპრილს, ზეპირი გარიგების საფუძველზე შეიძინა მოპასუხე ზ------ ა---–-–---–ისაგან, რომელმაც ნამდვილი უფლების საფუძველზე, 3500 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, პირდაპირ მფლობელობაში გადასცა ავტომანქანა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. მოსარჩელის მითითებით, ავტომანქანა დღემდე არ აღურიცხავს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში მის სახელზე.

 

4.2. დადგენი-–--, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაშია 01/09-09-04255 სააღსრულებო საქმეები: - თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 05.12.2008 წლის N1/3659 განაჩენის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად ზ------ ა---–-–---–ს დაეკისრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; - A12001801 სააღსრულებო საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 06.12.2011 წლის N1/5849-11 განაჩენის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად ზ------ ა---–-–---–ს დაეკისრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; - A16061964 სააღსრულებო საქმე, საპატრულო პოლიციის მიერ 15.06.2016 წელს გაცემული ეი170874 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად ზ------ ა---–-–---–ს დაეკისრა ჯარიმა და/ან საურავის სახით 1 000 ლარის გადახდა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

დადგენი-–--, რომ მითითებული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2012 წლის 27 ივლისს, 2013 წლის 01 მაისს და 2016 წლის 29 ივლისს, ყადაღა დაედო და დაკავებაზე გადაეცა მოვალის - ზ------ ა---–-–---–ის სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანა BMW 318 I, სახ. ნომრით A------ (იხ. ტ.1, ს.ფ. 27-31).

 

4.3. საქმის მასალებში წარმოდგენი-–-- 1998 წლის 22 აპრილს ზ------ ა---–-–---–ის მიერ, ი-–-- ბ-------–---–ის (იგივე ი-–----------------–---–-) სახელზე გაცემული მინდობილობა, განკარგვის უფლებით, ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე - BMW 318 I, სანომრე ნიშნით A------, ძრავა - 8661359, შასი N410108661359, (ს.ფ. 18-19)

 

4.4. პალატის შეფასებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ სააპელაციო საჩივარში წარმოდგენილი არგუმენტები მოკლებულია დასაბუთებას და გაზიარებული ვერ იქნება. კერძოდ, აპელანტი მიუთითებს სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონზე და აღნიშნავს, რომ აღმასრულებელმა კანონის სრული დაცვით განახორციელა სააღსრულებო მოქმედებები, რაც განსახილველ შემთხვევაში არ წარმოადგენს განხილვის საგანს, არამედ სასამართლოს შეფასების საგანია სადავო ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლით - მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ამ ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით და ვინ, ე. ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებანი (მტკიცების ტვირთი).

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპზე უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რათა განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანათი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს სადავო ავტომანქანაზე, ი-–----------------–---–-ს საკუთრების უფლებას. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დასადგენად სასამართლომ სწორად მიუთითა მოსარჩელის მიერ ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ფლობის ფაქტზე, ავტომანქანასთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე - საქართველოს შსს-ს მიერ გაცემული ცნობა, საშვი, მინდობილობა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, რაიმე მტკიცებულება ან დასაბუთებული არგუმენტი აპელანტს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.

 

4.5. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობის განსაზღვრის მიზნით არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ამგვარი ურთიერთობის გადასაწყვეტად უნდა შემოწმდეს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის წინაპირობები, რომლითაც დადგენი-–--, რომ საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ნორმის მე-2 ნაწილით კანონმდებელი ამომწურავად ადგენს შემთხვევებს, საკუთრების გადაცემის იურიდიული შედეგის დადგომისათვის თუ რა განიხილება ნივთის გადაცემად, ასეთად კი, მიჩნეულია შემდეგი: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება.

 

საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები ამომწურავადაა დადგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომელიც ერთმანეთისაგან განასხვავებს მოძრავ და უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის სამართლებრივ რეჟიმს. ამავე კოდექსის 186-ე-197-ე მუხლებით განსაზღვრულია რა მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის საფუძვლები, ეს წესები თანაბრად ვრცელდება ყველა მოძრავ ნივთზე და იგი არ ადგენს მოძრავ ნივთზე საკუთრების შესაძენად სავალდებულო რეგისტრაციას (იხ. სუსგ-ებები: Nას-914-954-2011, 27 ოქტომბერი 2011 წელი; №ას-658-625-2014, 5 დეკემბერი, 2014 წელი).

 

სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ (მრავალთა შორის იხ. მაგ: სუსგ №ას-1777-1755-2011, 4 ივნისი, 2012 წელი).

 

განსახილველ შემთხვევაში დადგინდა, რომ ავტომანქანა შეიძინა ი-–------- ბ-------–---–მა და იმყოფება მის მფლობელობასა და საკუთრებაში (იხ. საქმის მასალები, ასევე ტ. 1, ს.ფ. 18-22).

 

რაც შეეხება, „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონს, პირველი მუხლის შესაბამისად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძველს. აღნიშნული კანონით იმპერატიულად დადგენი-–-- სატრანსპორტო საშუალებათა სავალდებულო რეგისტრაცია, რაც თავისთავად არ წარმოადგენს ნივთზე საკუთრების წარმოშობის საფუძველს. რეგისტრაციის განხორციელება არ წარმოადგენს სამოქალაქოსამართლებრივ აქტს, იგი მხოლოდ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძველს ქმნის და თავისი არსით ადმინისტრაციული სამართლის სფეროს განეკუთვნება“ (იხ. სუსგ. Nას-914-954-2011, 27 ოქტომბერი 2011 წელი).

 

4.6. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“’ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ანდა ქონების შესანახად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია, აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.

 

სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი მიჩნეულია მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება.

 

მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო ი-–----------------–---–-ს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან იგი ზ------------–-–---–-ს საგადასახადო დავალიანებასთან მიმართებაში, რომლის აღსრულების მიზნითაც მოხდა ქონების დაყადაღება, წარმოადგენს მესამე პირს, რის გამოც, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა ვერ განხორციელდება მისი ქონების რეალიზაციის ხარჯზე.

 

4.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა მიდის იმ დასკვნამდე, რომ აპელანტმა ვერ უზრუნველყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ შესაბამისი, მტკიცებულებებით გამყარებული დასაბუთებული პრეტენზიის წარმოდგენა. ის დასაბუთება, რაც აპელანტმა შესთავაზა სასამართლოს არ იძლევა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისათვის საკმარის საფუძველს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა);

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობი-–-- განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ლევან გვარამია

 

მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი

 

გელა ქირია