განაჩენი

სისხლის სამართლის 22.07.2019
საქმის ნომერი
050100119002965439
ინსტანცია
თარიღი
22.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 0501001190029-5439

საქმე №1/ბ-419-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

12 ივლისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა-–-- ს------ს ძე ტ--------ის მიმართ, დაბადებული: 199- წლის 05 ნ--------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 3----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ოზურგეთი, ს------------- ქ.# 8/46

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ა-–-- ტ--------მა ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვი- ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლი- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვი- ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლი- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2015 წლიდან ა-–-- ტ--------ი და ი- ფ----–---–ი დაოჯახდნენ და იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2018 წლის ბოლოს, უსაფუძვლო ეჭვიანობის გამო ა-–-- ტ--------სა და ი- ფ----–---–ს შორის დაიძაბა ურთიერთობა.

2018 წლის დეკემბრის თვეში დაახლოებით შუადღისას, ა-–-- ტ--------მა ოჯახის წევრს - მეუღლეს ი- ფ----–---–ს, უსაფუძვლო ეჭვიანობით განაწყენებულმა საცხოვრებელ სახლში, მდებარე ოზურგეთში, ს------------- ქუჩა 8, ბინა 46, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ აგინა, ეძახა უწმაწური სიტყვები და ერთხელ დაარტა გაშლილი ხელი სახეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2015 წლიდან ა-–-- ტ--------ი და ი- ფ----–---–ი დაოჯახდნენ და იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში, 2018 წლის ბოლოს, უსაფუძვლო ეჭვიანობის გამო ა-–-- ტ--------სა და ი- ფ----–---–ს შორის დაიძაბა ურთიერთობა. 2018 წლის 20 მარტს, დაახლოებით 19:00 საათზე არასრუწლოვანი შვილების 2--------- წელს დაბადებული ა-----– ტ--------ის და 1--------- წელს დადაბეული დ-----– ტ--------ის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრს, მეუღლეს - ი- ფ----–---–ს უსაფუძვლოდ დაუწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. ი- ფ----–---–მა მის მეუღლეს თავშეკავებისკენ მოუწოდა, რის გამოც განაწყენებულმა ა-–-- ტ--------მა საცხოვრებელ სახლში, მდებარე ოზურგეთში, ს------------- ქუჩა 8, ბინა 46, ი- ფ----–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ მოქაჩა თმებში და ერთხელ დაარტა ხელი თავში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის განაჩენით ა-–-- ტ-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელებიდან, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მსჯავრდებულ ა-–-- ტ--------ს საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

 

მსჯავრდებულ ა-–-- ტ--------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 20 მარტიდან, 2019 წლის 28 მარტამდე.

 

მსჯავრდებულ ა-–-- ტ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდა.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი რ----- შ----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ ა-–-- ტ--------ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რაც დაკავშირებული იქნება პატიმრობასთან. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებელი. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ორი ეპიზოდით გათვალისწინებული დანაშაული, რითაც დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. ამდენად, დანიშნული პირობითი მსჯავრით ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ა-–-- ტ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ა-–-- ტ--------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ი--------–---–----------------–---–--------–--------------------------------–-------------------------–---–-- გამოკითხვის ოქმებით, ა-–-- ტ--------ის დაკავების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ა-–-- ტ--------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი, თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ა-–-- ტ--------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- შ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ა-–-- ტ-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელებიდან, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მსჯავრდებულ ა-–-- ტ--------ს საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ ა-–-- ტ--------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 20 მარტიდან - 2019 წლის 28 მარტამდე.

 

მსჯავრდებულ ა-–-- ტ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. ა-–-- ტ--------ის (პ/ნ 3----------) მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების _ გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ფარგლებში ყადაღადადებული გ---–----- ტ--------ის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული, უძრავი ქონება, მდებარე ოზურგეთი, თ----------------–---- ქუჩა N8, ბინა 46, საკადასტრო კოდით - N 2------------------, გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების გაწევა დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გურიის პრობაციის ბიუროს.

 

ნივთმტკიცება - "CD" დისკი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე