განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #330100117001871804
საქმე №1ბ/926-19
(გამოძიების №092200416005)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 ივლისი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი
სხდომის მდივანი - სოფიკო კაპანაძე
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-------------–---;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - ნ----------–---, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–-----------------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ--------------------–----------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------------–-------------------------------------ში);
კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები - თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით; 2) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სასჯელი: დანაშაულთა ერთობლიობით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებული - მ------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–------------–-, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ--------------------------–------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ--------------------–------------ში);
კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები - თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით; 2) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სასჯელი: დანაშაულთა ერთობლიობით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ადვოკატი - თ----------------;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მ-----------ის ბრალდების ეპიზოდი:
1. სასამართლომ დაადგინა:
მ------------მ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ფულადი თანხების მოტყუებით დაუფლება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
მანვე, ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2012-2015 წლებში მ------------ მუშაობდა სსიპ - ს--–---–-------------------------------------------------------------–---–---------------------------------–------------------------------–---–------------–---–-------------------------–---–-----ს პოზიციებზე. მისი, როგორც ოპერატორის უფლებამოსილებას წარმოადგენდა საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთიან პროგრამაში პენსიონერებთან დაკავშირებული მონაცემების შეყვანა, როგორიცაა მათთვის პენსიის თანხის ჩარიცხვის აღდგენა, პენსიის ჩარიცხვის შეჩერება და შეწყვეტა, გარდაცვალება და ა.შ, ხოლო როგორც სპეციალისტის / უფროსი სპეციალისტის უფლებამოსილებაში - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სპეციალისტის მიერ მისთვის გადაცემული პენსიონერთან, დაკავშირებული დოკუმენტაციის სპეციალურ წიგნში გატარება, მისი შესაბამისი ხელმოწერით დამოწმება და შემდგომში უკან დაბრუნება. მ------------მ გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად ჯგუფურად განიზრახა ყალბი მინდობილობების გამოყნება იმის თაობაზე, რომ თითქოს წარმოადგენდნენ სხვადასხვა პენსიონერების მინდობილ პირებს; ხოლო შემდგომ აღნიშნული ყალბი დოკუმენტების ს----–-------------–-“ წარდგენის გზით მოტყუებით დაუფლებოდნენ სახელმწიფოს მიერ პენსიის სახით გამოყოფილ დიდი ოდენობით ფულად თანხებს.
მ------------მ გამოიყენა 2012-2015 წლებში დამზადებული ყალბი მინდობილობები, კერძოდ: 2013 წლის 10 თებერვლით დათარიღებული N--------- (ინდ. ნომერი 5-------------) მინდობილობა, 2015 წლის 20 მარტით დათარიღებული N--------- (ინდ. ნომერი 7-------------) მინდობილობა, 2013 წლის 15 მარტით N--------- (ინდ. ნომერი 5-------------) მინდობილობა, 2014 წლის 15 სექტემბრით დათარიღებული N--------- (ინდ. ნომერი 2-------------) მინდობილობა, 2015 წლის 3 აგვისტოთ დათარიღებული N--------- (ინდ. ნომერი 4-------------) მინდობილობა, 2014 წლის 20 ივლისით დათარიღებული N--------- (ინდ. ნომერი 2-------------) მინდობილობა, 2013 წლის 7 სექტემბრით დათარიღებული N--------- (ინდ. ნომერი 2-------------) მინდობილობა, 2012 წლის 7 სექტემბრით დათარიღებული N--------- (ინდ. ნომერი 5-------------) მინდობილობა, 2014 წლის 20 ივლისით დათარიღებული N--------- (ინდ. ნომერი 2-------------) მინდობილობა, 2013 წლის 6 სექტემბრით დათარიღებული N--------- (ინდ. ნომერი 2-------------) მინდობილობა იმის თაობაზე თითქოს მ------------ წარმოადგენდა ვ-–------------–-----ის, მ-----–-----------ის, ლ--------------ს, ფ--------------------ის, ა------------ის და ს---–-------------–--ის მინდობილ პირს;
ასევე, 2015 წლის 5 აგვისტოთ დათარიღებული N--------- (ინდ. ნომერი 4-------------) მინდობილობა, 2014 წლის 25 სექტემბრით დათარიღებული N--------- (ინდ. ნომერი 2-------------) მინდობილობა, 2015 წლის 20 სექტემბრით დათარიღებული N--------- (ინდ. ნომერი 7-------------) მინდობილობა, 2014 წლის 23 მაისით დათარიღებული N--------- (ინდ. ნომერი 2-------------) მინდობილობა, 2015 წლის 3 ივნისით თარიღებული N--------- (ინდ. ნომერი 7-------------) მინდობილობა, 2015 წლის 5 თებერვლით დათარიღებული N--------- (ინდ. ნომერი 7-------------) მინდობილობა, 2015 წლის 5 აპრილით დათარიღებული N--------- (ინდ. ნომერი N--------------) მინდობილობა, 2014 წლის 5 მარტით დათარიღებული 1-------- (ინდ. ნომერი 2-------------) მინდობილობა, 2013 წლის 4 თებერვლით დათარიღებული N--------- (ინდ. ნომერი 5-------------) მინდობილობა იმის თაობაზე, თითქოს შ--------------–--ე წარმოადგენდა ე-----------------ს, მ--–--------------ს, ვ-–------------–-----ის, მ----–-----------ს, ფ--------------------ის, ს---–-------------–--ის და თ-------------–------ს მინდობილ პირს.
ასევე 2012 წლის 10 დეკემბრით დათარიღებული N--------- (ინდ. ნომერი 5-------------) იმის თაობაზე, თითქოს მ----------–--ე წარმოადგენდა ე-----------------ს მინდობილ პირს;
ასევე 2013 წლის 2 აგვისტოთ დათარიღებული N--------- (ინდ. ნომერი 2-------------) მინდობილობა, 2013 წლის 11 მარტით დათარიღებული N--------- (ინდ. ნომერი 2-------------) მინდობილობა, 2014 წლის 5 მაისით დათარიღებული N--------- (ინდ. ნომერი 2-------------) მინდობილობა იმის თაობაზე თითქოს ტ-------------–--–--ა წარმოადგენდა გ-----------------ის ფ--------------------ის და ლ--------------ს მინდობილ პირს.
2012-2015 წლებში, ზემოაღნიშნული ყალბი მინდობილობების ს----–-------------–-“ წარდგენის გზით, მ------------ გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად ჯგუფურად, მოტყუებით დაეფლა სახელმწიფოს კუთვნილ 48 423.6 ლარს.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
მ-----------ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენას გარდა თავად მსჯავრდებულის აღიარებისა, ასევე ადასტურებს საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებები: დაზარალებულის წარმომადგენლის დ---------------–---–-------–-----------–---------–---–----------------–-–---–-------------------–-----------------------------–----------–---–-–---–----------------------------------------–--------–------–--------–---–-------------------------–--------------–----–--------------------------------–-–---–ის, შ--------------–--ის, ტ-------------–--–--ას, მ----------–--ის ჩვენებები/გამოკითხვის ოქმები, 2016 წლის 14 აპრილის სს „-–---------------“ შიდა აუდიტის დეპარტამენტის შუალედური დასკვნა, 2015 წლის 5 ნოემბრის N4------------- საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ გაცემული ყალბი სანოტარო აქტი, 2016 წლის 28 აპრილის ამოღების ოქმი, 2016 წლის 19 მაისის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი, 2016 წლის 19 მაისის CD დისკის დათვალიერების ოქმი, 2016 წლის 31 მაისის სს „-–---------------“ შიდა აუდიტის დეპარტამენტის შუალედური დასკვნა, 2016 წლის 14 ივნისის ამოღების ოქმი, 2016 წლის 14 ივნისის CD დისკის დათვალიერების ოქმი, 2016 წლის 8 აპრილის საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ნოტარიუსთა პალატის პროკურორისადმი მიმართვა, 2016 წლის 4 ივლისის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი, 2016 წლის 18 ივლისის ამოღების ოქმი, 2016 წლის 25 ივლისის ამოღებული დოკუმენტაციის დათვალიერების ოქმი, 2016 წლის 12 დეკემბრის CD დისკის დათვალიერების ოქმი, 2016 წლის 12 დეკემბრის CD დისკის დათვალიერების ოქმი, 2----–-–------------ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის ბრძანება, 2----–-–---------–---- საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის ბრძანება, 20---–-–--------–---- საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური სუბსიდიების სააგენტოს უფროსის ბრძანება, 2017 წლის 25 მარტის ამოღებული დოკუმენტაციის დათვალიერების ოქმი, 2016 წლის 22 აპრილის CD დისკის დათვალიერების შესახებ ოქმი, 2----–-–---------------- საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გამოძიებისადმი მიმართვა, 2----–-–---------–---- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის წერილი, ამოღებული ვიდეოჩანაწერები.
3.საპროცესო ნორმათა დაცულობა:
ადვოკატის უშუალო მონაწილეობითა და მსჯავრდებულ მ-----------ის წინასწარი თანხმობით მსჯავრდებულსა და საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გ-------------–---ს შორის, გაფორმდა საპროცესო შეთანხმების ოქმი, რასაც ეთანხმება ზემდგომი პროკურორი.
პროკურორმა გ-------------–---მ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებულ მსჯავრდებულ მ-----------ის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.
სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა გ-------------–---მ, მსჯავრდებულმა მ------------მ, ასევე მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ---------------მა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 211-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობას თან ერთვის მსჯავრდებულის წერილობითი განცხადება (რომელსაც ხელს აწერს მსჯავრდებული და მისი ადვოკატი), სადაც დადასტურებულია, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა მსჯავრდებულმა ნებაყოფლობით, ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა, სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით სააპელაციო პალატამ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა მსჯავრდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს მსჯავრდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქმის მასალებისა და მსჯავრდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია და წარმოდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები. ამასთან, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია.
სასამართლო დარწმუნდა, რომ:
§ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე;
§ საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და მსჯავრდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს;
§ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს;
§ მსჯავრდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა;
§ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება;
§ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს;
§ მსჯავრდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ;
§ მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია, მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ის საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის;
§ მსჯავრდებულისათვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებები: ა) დაცვის უფლება; ბ) საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; გ) სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება;
§ მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს;
§ საპროცესო შეთანხმებაში ასახულია მსჯავრდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა;
§ მსჯავრდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობს საქმის მასალებს;
§ მსჯავრდებული აცნობიერებს მისთვის კანონით მინიჭებულ გარანტიას, რომლის მიხედვითაც მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას;
§ მსჯავრდებულს გაცნობიერებული აქვს ნებისმიერ დროს სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანამდე საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება, რომ უარის თქმას არ სჭირდება ადვოკატის თანხმობა, ხოლო განაჩენის გამოტანის შემდეგ საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმა დაუშვებელია;
§ მსჯავრდებული აცნობიერებს მის უფლებას საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის შემთხვევაში მის მიერ მიცემული ჩვენების მის საწინააღმდეგოდ გამოყენების დაუშვებლობის შესახებ;
§ მხარეები აცნობიერებენ მათ უფლებას სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანამდე შეცვალონ საპროცესო შეთანხმების პირობები.
სააპელაციო პალატამ აგრეთვე გამოიკვლია, რომ მსჯავრდებულსა და მის ადვოკატს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცება მსჯავრდებულს ასევე არ უზღუდავს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და მისი დამატებითი ოქმებით მინიჭებულ უფლებებს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნაცვლიშვილისა და ტოგონიძის საქმეზე (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Natsvlishvili and Togonidze v. Georgia, პარ. 90) აღნიშნა, რომ ევროპული სისხლის სამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, ბრალდებულმა მიიღოს მსუბუქი სასჯელი ან სასჯელისაგან გათავისუფლდეს დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (აგრეთვე იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Slavcho Kostov v. Bulgaria, პარ. 17; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Ruciński v. Poland, პარ. 12.) და რომ ამ პროცესში არაფერია შეუსაბამო კონვენციის მოთხოვნებთან. პირიქით, იგი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საპროცესო შეთანხმება, მისი სწორად გამოყენების შემთხვევაში, გარდა სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებისა და სასამართლოებისა და მხარეთა გადატვირთულობის შემცირებისა, შესაძლოა აგრეთვე იყოს მსუბუქი სასჯელების გამოყენებისა და, შესაბამისად, პატიმართა რაოდენობის შემცირების კარგი შესაძლებლობა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მითითებულ საქმეში (პარ. 91) მიიჩნია, რომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით სისხლის სამართალწარმოების შემცირება ხდება, თუმცა აღნიშნული არ შეიძლება დარღვევად ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად (აგრეთვე იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Scoppola v. Italy (no. 2), პარ. 135). იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Scoppola v. Italy (no. 2), პარ. 135-136; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1993 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Poitrimol v. France, პარ. 31; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე Hermi v. Italy, პარ. 73).
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საპროცესო შეთანხმებისთვის აუცილებელია შემდეგი პირობების დაკმაყოფილება: ა) ბრალდებული სრულად უნდა აცნობიერებდეს საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს და სამართლებრივ შედეგებს და მისი თანხმობა საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე უნდა იყოს ჭეშმარიტად ნებაყოფლობითი; ბ) სასამართლომ ჯეროვნად უნდა შეამოწმოს და გამოიკვლიოს საპროცესო შეთანხმების პირობები და იმ გარემოს სამართლიანობა, რომელშიც მხარეები მათზე შეთანხმდნენ. ამასთან, მნიშვნელოვანია სასამართლოს მიერ აღნიშნული გარემოებების ღია სასამართლო სხდომაზე გარკვევა (იხ.: დასახელებული გადაწყვეტილება - ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ, პარ. 91, 92, 95).
იმ გარემოებების გასარკვევად მსჯავრდებული რეალურად აცნობიერებდა თუ არა ზემოჩამოთვლილ უფლებებს, გარანტიებსა და პირობებს სააპელაციო პალატა უშუალოდ დარწმუნდა მსჯავრდებულთან საკონტროლო შეკითხვების დასმის შედეგად. სააპელაციო პალატას აღნიშნული ვალდებულება არ ატარებდა ამ უფლებების განმარტებისა და თანხმობის მიღების ფორმალურ ხასიათს. მსჯავრდებულმა საპროცესო კოდექსიდან გამომდინარე სასამართლოს მიერ დასმულ ყველა შეკითხვასა და დამატებით კითხვებზე ადეკვატური და დამაჯერებელი პასუხი გასცა. სააპელაციო პალატამ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა ღია სასამართლო სხდომაზე ადვოკატის მონაწილეობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გ-------------–--ის შუამდგომლობა, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს.
ნ----------–--ის ბრალდების ეპიზოდი:
4. სასამართლომ დაადგინა:
ნ----------–---მ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ფულადი თანხების მოტყუებით დაუფლება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
მანვე ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ნ----------–--- 2012-2016 წლებში მუშაობდა სსიპ - ს--–---–-------------------------------------------------------------–---–---------------------------------–------------–---–-------------------------–---–-----ს პოზიციებზე. მის უფლებამოსილებას წარმოადგენდა მოქალაქეთა კონსულტაცია, შესაბამისი განცხადებების მიღება და რეგისტრაცია, პენსიის დანიშვნაზე და აღდგენაზე გადაწყვეტილების მიღება, მოქალაქეთა კორესპოდენციაზე შესაბამისი რეაგირების მოხდენა და სხვა.
ნ----------–---მ გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად ჯგუფურად განიზრახა ყალბი მინდობილობების გამოყენება, იმის თაობაზე, რომ თითქოსდა წარმოადგენდნენ სხვადასხვა პენსიონერების მინდობილ პირებს, ხოლო შემდგომ აღნიშნულის ყალბი დოკუმენტების ს----–-------------–-“ წარდგენის გზით მოტყუებით დაუფლებოდნენ სახელმწიფოს მიერ პენსიის სახით გამოყოფილ დიდი ოდენობით ფულად თანხებს.
ნ----------–---მ 2012-2016 წლებში, გამოიყენა ყალბი მინდობილობები, კერძოდ:
2013 წლის 7 მარტით დათარიღებული N--------- (ინდ. ნომერი 2-------------) მინდობილობა, 2013 წლის 10 ოქტომბრით დათარიღებული N--------- (ინდ. ნომერი 2-------------) მინდობილობა, 2015 წლის 20 აგვისტოთ დათარიღებული N--------- (ინდ. ნომერი 4-------------) მინდობილობა, 2015 წლის 21 ოქტომბრით დათარიღებული N--------- (ინდ. ნომერი 4-------------) მინდობილობა, 2015 წლის 10 დეკემბრით დათარიღებული N--------- (ინდ. ნომერი 4-------------) მინდობილობა, 2015 წლის 20 ოქტომბრით დათარიღებული N--------- (ინდ. ნომერი 4-------------) მინდობილობა იმის თაობაზე თითქოს ნ----------–--- წარმოადგენდა ა-–------------------–--–---–-------–------------------–-----------------------------------------------–---------------------------–------------ს მინდობილ პირს.
ასევე, 2013 წლის 7 აგვისტოთი დათარიღებული N--------- (ინდ. ნომერი 2-------------) მინდობილობა იმის თაობაზე თითქოს ე--------------–-–---–ი წარმოადგენდა ტ-------------------ას მინდობილ პირს.
ასევე, 2014 წლის 19 აგვისტოთი დათარიღებული N--------- (ინდ. ნომერი 2-------------) მინდობილობა, 2014 წლის 5 ოქტომბრით დათარიღებული N--------- (ინდ. ნომერი 2-------------) მინდობილობა, 2015 წლის 15 აგვისტოთი დათარიღებული N--------- (ინდ. ნომერი 4-------------) მინდობილობა, 2014 წლის 19 აგვისტოთი დათარიღებული N--------- (ინდ. ნომერი 2-------------) მინდობილობა, 2015 წლის 20 აგვისტოთი დათარიღებული N--------- (ინდ. ნომერი 4-------------) მინდობილობა, 2015 წლის 3 ოქტომბრით დათარიღებული N--------- (ინდ. ნომერი 4-------------) მინდობილობა, 2015 წლის 4 დეკემბრით დათარიღებული - N--------- (ინდ. ნომერი 4-------------) მინდობილობა იმის თაობაზე, თითქოს ც-------------ე წარმოადგენდა რ----------–-------------------------–---ს, ტ-------------------ას, ბ-–----–-------–---–----------------------------------–--------------------------------------–----ს მინდობილ პირს.
ასევე 2012 წლის 7 ოქტომბრით დათარიღებული N--------- (ინდ. ნომერი 5-------------) მინდობილობა, 2013 წლის 10 მარტით დათარიღებული N--------- (ინდ. ნომერი 5-------------) მინდობილობა, 2013 წლის 11 აგვისტოთი დათარიღებული N--------- (ინდ. ნომერი 2-------------) მინდობილობა, 2012 წლის 11 დეკემბრით დათარიღებული N--------- (ინდ. 5-------------) მინდობილობა, 2013 წლის 14 სექტემბრით დათარიღებული N--------- (ინდ. ნომერი 2-------------) მინდობილობა, 2013 წლის 15 სექტემბრით დათარიღებული N--------- (ინდ. ნომერი 2-------------) მინდობილობა, 2012 წლის 10 ოქტომბრით დათარიღებული N--------- (ინდ. ნომერი 5-------------) მინდობილობა იმის თაობაზე თითქოს გ---–--------------–ი წარმოადგენდა პ---–----------------------------------–--------–----–-------–---–----------------–------------------------–------–---–---------------------------------ის მინდობილ პირს.
ასევე, 2015 წლის 20 ნოემბრით დათარიღებული N--------- (ინდ. ნომერი 4-------------) მინდობილობა, 2015 წლის 5 ნოემბრით დათარიღებული N--------- (ინდ. ნომერი 4-------------) მინდობილობა, 2013 წლის 9 მარტით დათარიღებული N--------- (ინდ. ნომერი 2-------------) მინდობილობა, 2016 წლის 29 იანვრით დათარიღებული N--------- (ინდ. ნომერი 4-------------) მინდობილობა, 2013 წლის 4 თებერვლით დათარიღებული N--------- (ინდ. ნომერი 5-------------) მინდობილობა, 2012 წლის 25 ივლისით დათარიღებული N--------- (ინდ. ნომერი 5-------------) მინდობილობა, 2012 წლის 25 ივლისით დათარიღებული N--------- (ინდ. ნომერი 5-------------) მინდობილობა, 2015 წლის 26 ოქტომბრით დათარიღებული N--------- (ინდ. ნომერი 4-------------) მინდობილობა იმის თაობაზე, თითქოს ზ-----------–--ე წარმოადგენდა ი------–----------–-------------------------------–-----–---–----------–---------ს, თ-------------–------ს, ტ-------------------ას, ლ----------------------------------ს მინდობილ პირს.
ასევე, 2012 წლის 25 თებერვლით დათარიღებული N--------- (ინდ. ნომერი 5-------------) მინდობილობა იმის თაობაზე თითქოს ი------------- წარმოადგენდა თ--------------------ის მინდობილ პირს.
2012-2016 წლებში, ზემოაღნიშნული ყალბი მინდობილობების ს----–-------------–-“ წარდგენის გზით, ნ----------–--- გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, ჯგუფურად, მოტყუებით დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ 67 541,9 ლარს.
6. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილის განაჩენით:
ნ----------–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ნ----------–---ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ - მსჯავრდებულების ადვოკატმა თ---------------მა.
7. მხარეთა პოზიციები:
აპელანტმა სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა მ-----------ის მსჯავრდების ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილის განაჩენზე სააპელაციო საჩივრის განხილვაზე, ხოლო ნ----------–--ის მიმართ ითხოვა დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა, ვინაიდან ნ----------–--- აღიარებს და გულწრფელად ნანობს ჩადენილ დანაშაულს, იგი წასწრებული არ ყოფილა დანაშაულზე და თანამშრომლობდა გამოძიებასთან - უდავოდ გადახა მტკიცებულებების ნაწილი, აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და სურს აანაზღაუროს ზიანი, რისი შესაძლებლობაც ამ ეტაპზე არ გააჩნია.
მსჯავრდებულმა მ------------მ აღიარა ჩადენილი დანაშაული და დაეთანხმა მოთხოვნას.
მსჯავრდებულმა ნ----------–---მ აღიარა ჩადენილი დანაშაული და დაეთანხმა მოთხოვნას.
მეორე მხარის - პროკრურორ გ-------------–--ის პოზიციით თბილისის საქალაქო სასამართლოს წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილის განაჩენი ნ----------–--ის მსჯავრდების ნაწილში არის კანონიერი და დასაბუთებული, რაც შეეხება ნ----------–--ისთვის სასჯელის შემსუბუქებას, ამასთან დაკავშირებით, გამოხატული პოზიცია არ დაუფიქსირებია.
სააპელაციო პალატამ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილის განაჩენზე სააპელაციო საჩივარი განიხილა მხოლოდ ნ----------–--ის სასჯელის ნაწილში.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე, განაჩენი ნ----------–--ის მიმართ გასაჩივრებულია მხოლოდ დაცვის მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნ----------–--ის ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით (დაზარალებულის წარმომადგენლის დ---------------–---–-------–-----------–---------–---–----------------–-–---–-------------------–-----------------------------–----------–---–-–---–----------------------------------------–--------–------–--------–---–-------------------------–--------------–----–--------------------------------–-–---–ის, შ--------------–--ის, ტ-------------–--–--ას, მ----------–--ის ჩვენებებით/გამოკითხვის ოქმებით, 2016 წლის 14 აპრილის სს „-–---------------“ შიდა აუდიტის დეპარტამენტის შუალედური დასკვნით, 2015 წლის 5 ნოემბრის N4------------- საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ გაცემული ყალბი სანოტარო აქტით, 2016 წლის 28 აპრილის ამოღების ოქმით, 2016 წლის 19 მაისის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით, 2016 წლის 19 მაისის CD დისკის დათვალიერების ოქმით, 2016 წლის 31 მაისის სს „-–---------------“ შიდა აუდიტის დეპარტამენტის შუალედური დასკვნით, 2016 წლის 14 ივნისის ამოღების ოქმით, 2016 წლის 14 ივნისის CD დისკის დათვალიერების ოქმით, 2016 წლის 8 აპრილის საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ნოტარიუსთა პალატის პროკურორისადმი მიმართვით, 2016 წლის 4 ივლისის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით, 2016 წლის 18 ივლისის ამოღების ოქმით, 2016 წლის 25 ივლისის ამოღებული დოკუმენტაციის დათვალიერების ოქმით, 2016 წლის 12 დეკემბრის CD დისკის დათვალიერების ოქმით, 2016 წლის 12 დეკემბრის CD დისკის დათვალიერების ოქმით, 2----–-–------------ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის ბრძანებით, 2----–-–---------–---- საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის ბრძანებით, 20---–-–--------–---- საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური სუბსიდიების სააგენტოს უფროსის ბრძანებით, 2017 წლის 25 მარტის ამოღებული დოკუმენტაციის დათვალიერების ოქმით, 2016 წლის 22 აპრილის CD დისკის დათვალიერების შესახებ ოქმით, 2----–-–---------------- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გამოძიებისადმი მიმართვით, 2----–-–---------–---- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის წერილით, ამოღებული ვიდეოჩანაწერებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 და 22 მაისის განაჩენები) გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მსჯავრდებულ ნ----------–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე სახის გარემოება, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, რომლითაც მსჯავრი დაედო ნ----------–---ს ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს ნ----------–--ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, რა ზომის სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს მის მიზნებს.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ნ----------–--ის პასუხისმგებლობის გამოხატულად შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევით არ დადგენილა.
სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნის დროს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ნ----------–---მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ასევე გასათვალისწინებელია მისი ხანდაზმული ასაკი, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, პირადი და ეკონომიკური პირობები, ქმედების ჩადენის ანგარებითი მოტივი, ბრალდებულის ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება (ბრალდებულის მტკიცე სურვილი, მისწრაფება მოტყუებით დაუფლებოდა დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხებს), ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს, ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს, ასევე ნ----------–--ის გულწრფელ მისწრაფებას, აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, რაც დღეის მდგომარეობით ვერ ხერხდება მისი მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო და ყველა ზემოაღნიშნული გარემოების ერთობლივად შეფასების შედეგად, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ნ----------–--ის მიმართ გამოყენებული იქნას - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნებიდან სამართლიანობის აღდგენის მიღწევა, რაც პირველ რიგში დაკავშირებულია დაზარალებულის სამართლიან დაკმაყოფილებასთან (ზიანის ანაზღაურებასთან), მეტად შესაძლებელია მსჯავრდებულის თავისუფლებაში ყოფნის პირობებში. ამასთან, სასჯელის სხვა მიზნების - მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და დანაშაულის ჩადენის ზოგადი და კერძო პრევენციის გათვალისწინებით, როდესაც სასჯელი არ უნდა გახდეს წამახალისებელი, არამედ უნდა იყოს დამაფიქრებელი, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ნაწილის პირობითად ჩათვლა იქნება ზომიერად მკაცრი ღონისძიება, რაც არ წაახალისებს მსჯავრდებულს, არამედ პირიქით დაეხმარება მას გააცნობიეროს მისი დანაშაულის შედეგები და შესაძლებლობისთანავე იზრუნოს ზიანის ანაზღაურებაზე.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი.
ამდენად, ვინაიდან, ნ----------–--ეს ჩადენილი აქვს მძიმე კატეგორიის დანაშაულები და არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი ყველა წინაპირობა, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ნ----------–--ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასჯელიდან - 6 წლით თავისუფლების აღკვეთიდან და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელიდან - 3 წლით თავისუფლების აღკვეთიდან, ნ----------–---ს 1/3 ნაწილი უნდა ჩაეთვალოს პირობითად, რაც არის სამართლიანი და ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).
ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. ამდენად, ნ----------–---ს საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, რა დროსაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთამ უნდა შთანთქას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას გამოსაცდელი ვადა უნდა იყოს არანაკლებ ერთი და არაუმეტეს ექვსი წლისა. სასამართლოს ნ----------–--ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან და მისი პიროვნებიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიაჩნია, პირობითად ჩათვლილი სასჯელის გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 წელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-215-ე მუხლებით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გ-------------–--ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
დამტკიცდეს პროკურორსა და მსჯავრდებულ მ------------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილის განაჩენში.
მ------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 4 წელი.
მ------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2016 წლის 23 დეკემბრიდან 2016 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით და 2019 წლის 10 აპრილიდან 2019 წლის 19 ივლისის ჩათვლით და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მსჯავრდებულ მ-----------ის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ მ-----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
ნ----------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 4 წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 წელი, ჩაეთვალოს პირობითად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 2 წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 1 წელი, ჩაეთვალოს პირობითად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, საიდანაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, 4 წელი განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 2 წელი, ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 წელი.
ნ----------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2016 წლის 23 დეკემბრიდან - 2016 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდის შემდგომ, კონტროლი მსჯავრდებულ ნ----------–--ის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ ნ----------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 25 დეკემბრის განჩინებით ბრალდებულ ნ----------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს სახით განსაზღვრული თანხის 20000 (ოცი ათასი) ლარის სანაცვლოდ ქონებაზე დადებული ყადაღა და ყადაღა მოეხსნას: ნ----------–--ის (პირადი N-----------) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: ქ----------------–-–---–------------------------------------------------,(ყოფ გ---–-–---–------------------------–--------------------–--–---------------), საკადასტრო კოდით N-------------------) გირაოს თანხის ექვივალენტურ წილს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი მ-----------ის მიმართ არ საჩივრდება გარდა, შემდეგი შემთხვევებისა:
მსჯავრდებულს უფლება აქვს, განაჩენის გამოტანიდან 15 დღეში თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანონ საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე სასამართლოს განაჩენის გაუქმების შესახებ, თუ: ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.
თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია, დარღვევის გამოვლენიდან 1 თვეში თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.
განაჩენი ნ----------–--ის მიმართ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი