განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002792724
საქმე №1ბ/1057-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - ლ-------------–--ის;
ადვოკატ - თ----------–--–---–ის,მსჯავრდებულ - ვ----–------–---–ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ ვ----–------–---–ის და მისი ადვოკატის თ----------–--–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ვ----–--------------------–---–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–--------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-------------------------–----–----–-------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,18--ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 მაისის განაჩენით:
ვ----–------–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,18--ე მუხლის პირველი ნაწილიდან, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18--ე მუხლის პირველი ნაწილზე;
ვ----–------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18--ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით (დაზარალებულ თ-----------–---–ის ეპიზოდი);
ვ----–------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18--ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით (დაზარალებულ რ-----------–---–ის ეპიზოდი);
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას დაზარალებულ თ-----------–---–ის ეპიზოდისთვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დაზარალებულ რ-----------–---–ის ეპიზოდისთვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ----–- აბუაშვილს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
ვ----–------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 01 დეკემბრიდან.
ვ----–------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ვ----–------–---–მა ჩაიდინა გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის და მისი ახლობლის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა (ორი ეპიზოდი).
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 26 ნოემბერს, ვ----–------–---–ი მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა ყოფილ მეუღლეს - თ-----------–---–ს, რომელიც იმყოფებოდა ქ-------–--–--------------------–-----------------------------------------ში და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვა ფულადი თანხის - 2000 ლარის გადაცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, რომ მოკლავდა მას და მისი ოჯახის წევრებს - მამას, ძმებს და დედას. ვ----–------–---–ის ქმედების შედეგად თ-----------–---–მა განიცადა მორალური სახის ზიანი.
2018 წლის 28 ნოემბერს, ვ----–------–---–ი მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა ყოფილი მეუღლის მამას - რ-----------–---–ს, რომელიც იმყოფებოდა ქ. თბილისში, მ---–---------------------------------ში და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვა ფულადი თანხის - 2000 ლარის გადაცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკლავდა მას და მისი ოჯახის წევრებს. ვ----–------–---–ის ქმედების შედეგად რ-----------–---–მა განიცადა მორალური სახის ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ვ----–------–---–მა და მისმა ადვოკატმა თ----------–--–---–მა, რომლებმაც მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 მაისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის დაუსაბუთებელი და საქმეზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ვ----–------–---–ის ბრალეულობას.
აპელანტების განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაზიარებული იქნა ბრალდების მხარის დაუსაბუთებელი პოზიცია, რომელიც ეყრდნობა მხოლოდ ვ----–------–---–ის ყოფილი მეუღლის - თ-----------–---–ის, მისი ყოფილი სიმამრის - რ-----------–---–ის ჩვენებებსა და უკანონოდ მოპოვებულ ფარულ ჩანაწერს, თუმცა არ დაინტერესებულა ვ----–------–---–ისა და იმ მოწმეთა ჩვენებებით, რომლებიც საპირისპიროს ადასტურებენ. ასევე, არ გაკეთებულა აქცენტი პოლიციის თანამშრომელთა ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებზე და არ იქნა გათვალისწინებული არასრულწლოვანთა ინტერესები, რომლებიც შეილახა ვ----–------–---–ის დაკავების დროს. ამასთანავე, დაცვის მხარე ეჭქვეშ აყენებს ვ----–------–---–ის დაკავების კანონიერებას და განმარტავს, რომ დაკავების დროს სახეზე არ იყო სსსკ-ის 171-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი.
აპელანტი მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიაში მიმდინარეობს დავა მსჯავრდებულის არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე. მსჯავრდებული წლების განმავლობაში ზრუნავს შვილებზე, რომლებიც მასთან ცხოვრობენ. სოციალური სამსახურის მიერ შესწავლილი მასალების საფუძველზე კი დადასტურდა, რომ არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, დედის საცხოვრებელი მათთვის შეუსაბამო იყო. დაცვის მხარის განმარტებით, სწორედ აღნიშნული გარემოება გახდა საფუძველი თ-----------–---–ს განცხადებით მიემართა სამართალდამცავებისთვის; იგი ცდილობს ვ----–------–---–ს ბრალი დასდოს არარსებულ დანაშაულში და ამ მეთოდით წაართვას შვილები. აპელანტი უთითებს დაცვის მოწმეების - ნ----------–---–ის, ვ----–------–---–ის და ა---------------ის გამოკითხვის ოქმებზე და განმარტავს, რომ აღნიშნული მტკიცებულებებს თანახმად, თ-----------–---–ი ანალოგიური საფუძვლით არაერთხელ დაემუქრა ვ----–------–---–ს დაჭერით.
აპელანტი ყურადღებას ამახვილებს საქმეზე მტკიცებულების სახით დართულ ელ.დისკზე არსებულ ჩანაწერზე და აღნიშნავს, რომ აღნიშნული მტკიცებულება ცნობილი უნდა ყოფილიყო დაუშვებლად, ვინაიდან იგი მოპოვებული იქნა კანონის მითხოვნათა დარღვევით.
გარდა აღნიშნულისა, აპელანტი მხარე ყურადღებას ამახვილებს მოწმის სახით დაკითხული გ---------------–---–ის ჩვენებაზე და განმარტავს, რომ მისი ჩვენებიდან გამომდინარე, ვ----–------–---–ი ითხოვდა სახლის გადასახურ მასალას, რომელიც მას კანონიერად ეკუთვნოდა, ხოლო მის ნაცვლად მასალა წაიღო რ-----------–---–მა. შესაბამისად, იგი ითხოვდა კუთვნილ თანხას და გამოძალვას ადგილი არ ქონია.
აღნიშნულისა და საჩივარში მითითებული სხვა გარემოებებზე მითითებით, დაცვის მხარე ითხოვს, პირველი ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და ვ----–------–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებულებმა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლეს მისი დაკმაყოფილების თაობაზე;
პროკურორმა ლ-------------–--ემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად. პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სრულყოფილად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება; განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად, კერძოდ, წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად:
დაზარალებულმა თ-----------–---–მა სასამართლო სხომაზე განმარტა, რომ ვ----–------–---–ზე დაქორწინდა 2006 წელს, თუმცა მეუღლესთან ნორმალური ურთიერთობა არასდროს ჰქონია. ვ----–- იყო ალკოჰოლური სასმელის ხშირი მომხმარებელი, რის გამოც იყო აგრესიული და მუდმივად ქონდათ კონფლიქტი. ვ----–------–---–ის მხრიდან ასევე ხშირად ჰქონდა ადგილი ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის გამოც მის მიმართ რამდენჯერმე გამოიცა შემაკავებელი ორდერი. თ-----------–---–ის განმარტებით, ვ----–------–---–ი გაჩერებაზე დახვდა და სცადა ხელით შეხებოდა, რის თაობაზეც მიმართა პოლიციას. ვ----–------–---–ი მუქარისთვის მისცეს პასუხისგებაში, თუმცა მისი მკაცრად დასჯა არ მოუთხოვია. საწინააღმდეგოდ აღნიშნულისა, ვ----–------–---–მა 2018 წლის 26 ნოემბრიდან დაიწყო მობილური ტელეფონით სისტემატური მუქარა. იგი ითხოვდა თანხას 2000 ლარის ოდენობით და ასახელებდა გაუგებარ ვერსიას, თუ რატომ უნდა გადაეხადათ ვ----–------–---–ისთვის თანხა, კერძოდ, თითქოს მამამისმა - რ-----------–---–მა მოიპარა მისი კუთვნილი თუნუქის სახურავი, რომლის ანაზღაურებასაც ითხოვდა. აღნიშნული თანხის გადასაცემად დრო მისცა 10 იანვრამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, რომ მამამისს - რ-----------–---–ს „ჩააკითხავდა ხალხი“ და დაინახავდა, რაც მოუვიდოდა. თ-----------–---–ის ჩვენების თანახმად, თუ ვ----–------–---–ს მოთხოვნილ თანხას არ გადაუხდიდნენ, ამოხოცავდა ყველას და მამამისთან ერთად ახალ წელს გლდანის ციხეში შეხვდებოდნენ. მოწმემ განმარტა, რომ გაუსაძლისი სიტუაციის გამო, განცხადებით მიმართა პოლიციას, ვინაიდან ვ----–------–---–ის მუქარას აღიქვამდა რეალურად. დაზარალებულის განმარტებით, უკვე განქორწინებული იყო მეუღლესთან, როდესაც ამ უკანასკნელმა სცადა, მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინა. აღნიშნულმა ძალიან შეაშინა და ფიქრობს, რომ ვ----–------–---–ის მუქარა რეალური იყო. დაზარალებულმა დაადასტურა ვ----–------–---–თან საუბრის აუდიოჩანაწერის ნამდვილობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მხარის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა დაზარალებულ რ-----------–---–ის გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმად: მისი ქალიშვილი - თ-----------–---–ი 2006 წლიდან იმყოფებოდა ვ----–------–---–თან ქორწინებაში. დღეის მდგომარეობით, თ-----------–---–ი განქორწინებულია ვ----–------–---–თან და ყავს ახალი ოჯახი. როგორც შვილისგან - თ-----------–---–ისგან შეიტყო, ყოფილი მეუღლე - ვ----–------–---–ი ხშირად უკავშირდებოდა მობილურ ტელეფონზე, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და მის მიმართ ახორციელებდა სხვადასხვა სახის მუქარას, რის გამოც 2018 წლის მარტის თვეში, ვ----–------–---–ი დაკავებული იქნა თ-----------–---–ის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე. ვ----–------–---–ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 2000 ლარის ოდენობით. 2018 წლის 28 ნოემბერს, იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლში, მდებარე: თბილისი, მთაწმინდის რაიონი, დ-------------ი, რა დროსაც, ვ----–------–---–ი, მისი კუთვნილი მობილური ტელეფონით დაუკავშირდა და მოსთხოვა, რომ გადაეხადა მისთვის გირაოს თანხა 2000 ლარის ოდენობით, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, რომ მოკლავდა, გადაწვავდა და გააქრობდა დედაბუდიანად. იმავდროულად, ვ----–------–---–მა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ვ----–------–---–ი აცხადებდა, რომ, ვინაიდან იგი თ-----------–---–ის განცხადების საფუძველზე დააკავეს, გირაოს თანხა სწორედ თ-----------–---–ს უნდა გადაეხადა. მეორე დღეს, 2018 წლის 29 ნოემბერს, მობილური ტელეფონით კვლავ დაუკავშირდა ვ----–------–---–ი, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და კვლავ მოსთხოვა ფულადი თანხა 2000 ლარის ოდენობით, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, რომ მოკლავდა თავად მას და მისი ოჯახის წევრებსაც. რ-----------–---–ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, ვ----–------–---–მა მას ორჯერ მოსთხოვა ფულადი თანხა. როგორც რ-----------–---–მა განმარტა, ვ----–------–---–მა თ-----------–---–საც მოსთხოვა ფულადი თანხა და მასაც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, სთხოვდა, რომ მამა-შვილს ერთად ეშოვათ ფული და მიეტანათ მისთვის, წინაამდეგ შემთხვევაში დახოცავდა ორივეს. ასევე როგორც შვილისგან იცის, ვ----–------–---–ი თამარს სთხოვდა, რომ დაკავშირებოდა იტალიაში მყოფ დედასაც და მას გამოეგზავნა ვ----–------–---–ის მიერ მოთხოვნილი ფულადი თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამოასვენებდნენ იტალიიდან. თ-----------–---–ის გადმოცემით, ვ----–------–---–მა თანხის გადახდის ვადად დაუსახელა დრო - 2019 წლის 10 იანვრამდე. რ-----------–---–ის გამოკითხვის ოქმით ასევე ირკვევა, რომ მანაც და თ-----------–---–მაც ვ----–------–---–ის მიერ მათი მისამართით განხორციელებული მუქარა აღიქვეს რეალურად, რის გამოც თ-----------–---–მა 2018 წლის 01 დეკემბერს განცხადებით მიმართა პოლიციას, სადაც დაიწყო გამოძიება ფულადი თანხის გამოძალვის ფაქტზე.
დაზარალებულ თ-----------–---–ის მიერ განხორციელებული აუდიოჩანაწერითა და მისი კრებსითი ამონაწერებით დადგენილია, რომ ვ----–------–---–ის მხრიდან ცალსახად ქონდა ადგილი თ-----------–---–ისთვის და რ-----------–---–ისთვის ფულადი თანხის გამოძალვის ფაქტს, ხოლო თანხის გადაცემაზე უარის შემთხვევაში, ბრალდებული უშვერი სიტყვებით ლანძღავს და ემუქრება დაზარალებულს როგორც პირადად მისი (თ-----------–---–ის), ასევე ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით. საუბრის დროს ვ----–------–---–ი ემუქრება თ-----------–---–ს მამის - რ-----------–---–ის სიცოცხლის მოსპობით და სთხოვს მისცეს მისი ნომერი: ვ----–------–---–ი - „მე შენთან მოვბრძანდი და მომიტანთ მაგას, როგორ მომიტანთ იცი, როგორც ლამაზათ. ეხლა აბლაბუდას ვეტყვი შენი დედას მო...ვ მეთქი, ის თქვენ დაგიპირისპირდებათ და როგორ არ მომიტანთ მაგ ფულს დედას მოგი...თ მერე რო იცოდეთ“; ვ----–------–---–ი: „...დედა არ გეყოლებათ, არა პასუხი მაინტერესებს დედა ისედაც არა გყავთ რა..“. ვ----–------–---–ი: „...თუ არ დაუშვა და თუ შენც ზედ არ მიყვე ჩემი კარგი მო...ნ. გეუბნები გადამიხადეთ ეგ ფული...“. „...ხო დაურეკე ეხა იმ მინ....ს მამაშენს და უთხარი ეგ ფული გადასახდელი გვაქ. დედაშენსაც დაურეკე, ყ....ზე მკიდია, იანვრის თვეში ეგ ფული უნდა ავიღო გაიგე, ათამდე მაქსიმუმ...“.
საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2019 წლის 26 თებერვლის #8-/ფ დასკვნის თანახმად, ჩატარებული კომპლექსური ანალიზის შედეგად გამოსაკვლევად წარდგენილ აუდიოგრამებს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნებათ. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი სატელეფონო აუდიოჩანაწერები გაშიფრულია ტექსტობრივად და ექსპერტიზას ერთვის დანართის სახით. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ აუდიოჩანაწერებში მოსაუბრე ქალისა და მამაკაცის ხმები, კერძოდ: C----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- იდენტურია ხმის ნიმუშში მოსაუბრე თ-----------–---–ისა და სასამართლო სხდომის ოქმში მოსაუბრე ვ----–------–---–ის ხმისა. საქმის არსებითი განხილვისას, მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი ე------------–-–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ---------------–---–მა განმარტა, რომ მუშაობდა დიდგორის რაიონის გამგეობაში, გამგებლის თანაშემწედ. 2012 წლის 19 აგვისტოს, სეტყვის შედეგად დაზარალდა დ-------------ი და კიკეთი. სეტყვამ გაანადგურა სახლების სახურავი და ნათესები, რის გამოც შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც შეისწავლა ყველა ოჯახი და დაითვალა ზარალის ოდენობა. აღნიშნულის შემდეგ გამოცხადდა ტენდერი და ტენდერში გამარჯვებულმა ფირმამ უზრუნველყო დაზიანებული სახურავების შეცვლა, ხოლო დარჩენილ ოჯახებს გადაეცათ გადასახური მასალა. მოწმემ დაადასტურა, რომ რ-----------–---–ს გადაეცა 10-15 ცალი თუნუქის სახურავი. გ---------------–---–ის განმარტებით, დაზარალებული ოჯახი განცხადებით მიმართავდა გამგეობას, რომლის შესწავლის შემდეგაც, კომისიის დასკვნის საფუძველზე, მას ინდივიდუალურად გადაეცემოდა თუნუქის სახურავი, ხოლო მასალის მიღების ფაქტი ხელმოწერით დასტურდებოდა. მოწმემ განმარტა, რომ არ ყოფილა შემთხვევა, მესამე პირს წაეღოს სხვისთვის განკუთვნილი დახმარება. მოწმემ ვ----–------–---–ი დაახასიათა დადებითად.
საქართველოს შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-3 განყოფილების გამომძიებელ - ავთანდილ ფოლადაშვილის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 1 დეკემბერს, მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ვ----–------–---–ი ყოფილ მეუღლეს - თ-----------–---–ს სძალავდა ფულად თანხას. ბრალდებული იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე - ქ. თბილისში, დ-------------ში, ვ-–----–----–-------------ში და აპირებდა მიმალვას. აღნიშნულის თაობაზე მოწმემ პატაკით აცნობა ხელმძღვანელს.
ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, 2018 წლის 1 დეკემბერს, 21:55 საათზე ქ. თბილისში, დ-------------ში, ვ-–------–----–-------------ში დაკავებულ იქნა ვ----–------–---–ი.
საქართველოს შსს გლდანი ნაძალადევის სამმართველოს მე-3 განყოფილების გამომძიებელ მ-----–--------–---–ის ჩვენებით, 2018 წლის 1 დეკემბერს, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ქ. თბილისში, დ-------------ში, ვ-–----–----–-------------ში, მან, გ-----------------–---–თან და რ----------------–----თან ერთად დააკავა ვ----–------–---–ი, რომელსაც დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია. დაკავების ოქმი შეადგინა რ----------------–---მ, რომელსაც ვ----–------–---–მა გაუგებარი მიზეზით ხელი არ მოაწერა. მას გადაეცა დაკავების ოქმის ასლი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მისი დაკითხვის ოქმში დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი და 2018 წლის 1 დეკემბრის ნაცვლად მითითებულია 2 ნოემბერი.
საქართველოს შსს გლდანი ნაძალადევის სამმართველოს მე-3 განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის - რ----------------–---ს ჩვენების თანახმად, 2018 წლის 1 დეკემბერს, ქ. თბილისში, დ-------------ში, ვაჟა - ფშაველას 25 ნომერში დააკავეს ვ----–------–---–ი, რომელსაც განუმარტეს უფლებები და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. ბრალდებულს დაკავების ოქმის ასლი გადაეცა, თუმცა ამ უკანასკნელმა ოქმზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა. რ----------------–---მ დაკავების ოქმი პირადად შეავსო და მასში შეტანილი ყველა მონაცემი სწორია. ვ----–------–---–ის დაკავების შესახებ ბრალდებულის დედას მაშინვე შეატყობინეს იქვე მყოფმა პოლიციის თანამშრომლებმა. მოგვიანებით, პირადადაც ესაუბრა ვ----–------–---–ის დედას და შეატყობინა მისი დაკავების თაობაზე. როგორც მოწმისთვის ცნობილია, ვ----–------–---–ის არასრულწლოვანი შვილები ჩააბარეს ბებიას. დაკავების ოქმის შედგენა დაიწყო დ-------------ში და დასრულდა პოლიციის განყოფილებაში.
ბრალდებულ ვ----–------–---–ის დაკავებასთან დაკავშირებით სასამართლოს განმარტება მისცა საქართველოს შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-3 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა გ-----------------–---–მა. მოწმის განმარტებით, ბრალდებულს დაკავებამდე განემარტა უფლებები, ხოლო ვ----–------–---–ის არასრულწლოვანი შვილები ჩააბარეს ბებიას და დაკავებული გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.
ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 2 დეკემბერს, საქართველოს შსს გლდანი - ნაძალადევის სამმართველოს მე-3 განყოფილების გამომძიებელ ლ-–------–----ა და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ბ----------------–-–---–ის მიერ, ც---–-------–---–---ან ამოღებულ იქნა ვ----–------–---–ის მობილური ტელეფონი, „სამსუნგის“ ფირმის, შავი ფერის, რომელშიც მოთავსებულია სიმბარათები ნომრებით: 8-------------------------------------------------.
ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, 2018 წლის 25 დეკემბერს, საქართველოს შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-3 განყოფილების გამომძიებელ ლ-–------–---- მიერ, თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოთხოვილ იქნა ბრალდებულ ვ----–------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის #0----------- საქმეზე, ბრალდებულის წინასასამართლო სხდომის განხილვისას არსებული სასამართლო სხდომის აუდიოჩანაწერები, 6 ცალ ელექტრონულ დისკზე.
ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, 2018 წლის 27 დეკემბერს, საქართველოს შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-3 განყოფილების გამომძიებელ ლ-–------–---- მიერ, თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოთხოვილ იქნა ბრალდებულ ვ----–------–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის #0----------- საქმეზე ბრალდებულის პირველი წარდგენის სასამართლო სხდომის აუდიოჩანაწერი, 1 ცალ ელექტრონულ დისკზე.
ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, 2018 წლის 26 დეკემბერს, საქართველოს შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-3 განყოფილების გამომძიებელ ლ-–------–---- მიერ, დაზარალებულ თ-----------–---–ისგან გამოთხოვილ იქნა, მის კუთვნილ მობილურ ტელეფონში არსებული, მასსა და ბრალდებულ ვ----–------–---–ს შორის არსებული საუბრების ჩანაწერი, რომელიც მოთავსდა ერთ ცალ დისკზე.
საქართველოს შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-3 განყოფილების გამომძიებლებმა - ლაშა ყიფშიძემ და ბ----------------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა.
მტკიცებულებათა ნუსხაში 5.1. და 5.3. პუნქტში მითითებულინივთიერი მტკიცებულებები - სასამართლოდან გამოთხოვილი დისკები, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
ვ----–------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ სატელეფონო საუბარის დროს ყოფილ მეუღლეს და სიმამრს არ დამუქრებია, მხოლოდ კუთვნილ თანხას მოითხოვდა მათგან. კერძოდ, გამგეობამ მას გამოუყო თუნუქის სახურავი, რომელიც სიმამრმა - რ-----------–---–მა მიისაკუთრა. მისივე განმარტებით, ექსპერტიზის დასკვნა არასწორია, რადგან მას თ-----------–---–ისთვის მუქარის შემცველი სიტყვები არ უთქვამს; დაკავებისას დაირღვა მისი უფლებები, რადგან გამომძიებლებმა არ განუმარტეს უფლება - მოვალეობები და არ გადასცეს დაკავების ოქმის ასლი; ასევე არ მისცეს დარეკვის საშუალება.
დაცვის მხარის მოწმეებმა - ა---------------ემ და ნ----------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტეს, რომ ვ----–------–---–ი არის კარგი და მზრუნველი მამა, მშვიდი და გაწონასწორებული პიროვნება და წარმოუდგენელია, მას გამოძალვა ჩაედინა. მათ განმარტეს, რომ თ-----------–---–ის ოჯახს მატერიალურად ძალიან უჭირდა და ბრალდებული მათ ფულს ვერ გამოძალავდა. მოწმეებმა დამატებით განმარტეს, რომ ვ----–------–---–მა ნამდვილად მიიღო თუნუქის სახურავი გამგეობისგან.
ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებები გახლავთ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული და გამოკვლეული მტკიცებულებები, რომელთა შეფასების საფუძველზე სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ვ----–------–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,18--ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. განაჩენის გამოტანისას სასამართლო ხელმძღვანელობს და ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში მკაცრად გაწერილ კრიტერიუმებს და მოთხოვნებს, რომლებიც იცავენ პიროვნებას უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდების შემთხვევაში დამნაშავედ გამოცხადებისაგან. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლში მითითებულია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს პალატა აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულელების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ასევე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
პალატა ყურადღებას გაამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებაზეც, რომლის მიხედვითაც არ არის სავალდებულო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (Suominen v. Finland, პუნქტი 34; Van de Hurk v. the Netherlands, პუნქტი 61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (Georgiadis v. Greece, პუნქტი 43).
პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მსჯელობას, რომ თითქოსდა საქმეზე არ არის წარმოგდენილი არათუ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ თუნდაც ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რაც მიუთითებდა ვ----–------–---–ის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაზე. დაცვის მხარის აღნიშნული მსჯელობა აშკარად ტენდენციური და მტკიცებულებებთან შეუსაბამოა, რის გამოც გაზიარებული ვერ იქნება. ზემოთ მოყვანილი მტკიცებულებების უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თვალსაზრისით შეფასების შემდეგ პალატა მიდის დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, სანდო, სარწმუნო და ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას. სახეზეა ყველა ის ნიშანი, რაც ახასიათებს აღნიშნულ დანაშაულს და რაც აუცილებელია მითითებული ბრალდებით პირის მსჯავრდებისათვის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18--ე მუხლით კრიმინალიზებულია გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების გადაცემის ან ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან მათი ნივთის განადგურების ან დაზიანების, ანდა მათთვის სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების, ან სხვა ისეთი ცნობის გავრცელების მუქარა, რომელმაც შეიძლება არსებითად დააზიანოს მათი უფლებები. გამოძალვის საგანს წარმოადგენს როგორც ქონება, ისე ქონებაზე უფლება, რომლის თანახმადაც, განსაზღვრული ქონებრივი უფლება ან ქონებით სარგებლობა დამნაშავეზე გადადის. გამოძალვის ობიექტური შემადგენლობა გამოიხატება დამნაშავის მიერ ქონების მესაკუთრის ან ქონების მფლობელის მიმართ მოთხოვნაში, გადასცეს მას ნივთი ან მასზე უფლება, ასევე ქონებით სარგებლობის უფლება. ამდენად, გამოძალვის დროს ქმედების განხორციელების მთავარ მიზანს წარმოადგენს პირის მიერ სხვისი ქონების დაუფლება. ხოლო ამ მიზნის მიღწევის ხერხი არის მუქარა. გამოძალვა ფორმალური შემადგენლობის მქონე დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება და დამთავრდებულია დამნაშავის მიერ დაზარალებულისათვის მოთხოვნის წაყენების მომენტიდან, რომელსაც თან ახლავს მუქარა, ხოლო მიაღწია თუ არა დამნაშავემ გამიზნულ შედეგს, არ აქვს ქმედების კვალიფიკაციისათვის არსებითი მნიშვნელობა.
მოცემულ შემთხვევაში პალატა ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე, რომლის თანახმადაც სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა დაზარალებულების თ-----------–---–ის და რ-----------–---–ის ჩვენებები, ვინაიდან ისინი დაინტერესებულნი არიან ვ----–------–---–ის დასჯით და არარსებული დანაშაულის დაბრალებით ცდილობენ მამისათვის შვილების წართმევას. ვ----–------–---–ის მხრიდან ადგილი ქონდა მისი კუთვნილი თანხის მოთხოვნას და არა გამოძალვას. პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის აღნიშნული არგუმენტაციის გაზიარების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით დგინდება განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებები.
პალატა განმარტავს, რომ რათქმაუნდა, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დაზარალებულთა ჩვენებებს, მათ თანმიმდევრულობასა და შესაბამისობას საქმეზე დადგენილ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან. დაზარალებულმა თ-----------–---–მა საკმაოდ დამაჯერებლად და ლოგიკურად გადმოსცა მსჯავრდებულის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების დეტალები. განმარტა, რომ ყოფილი მეუღლე ვ----–------–---–ი უკავშირდებოდა ტელეფონით და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, თუკი მოთხოვნილ 2000 ლარს დათქმულ ვადაში არ გადასცემდა. ასევე ფიზიკური განადგურებით ემუქრებოდა მისი ოჯახის წევრებს, რაც რეალურად აღიქვა და გადაწყვიტა სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიემართა.
ანალოგიური თანმიმდევრობით და დამაჯერებლობით განმარტა განვითარებული მოვლენები გამოკითხვის დროს რ-----------–---–მა, რომელმაც მიუთითა, რომ 2018 წლის 28 ნოემბერს დაუკავშირდა ყოფილი სიძე ვ----–------–---–ი და მოსთხოვა გადაეხადა მისთვის გირაოს სახით შეფარდებული თანხა 2000 ლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა მოკვლით. 29 ნოემბერს იგი კვლავ დაუკავშირდა, მიაყენა სიტყვიერი შეურაცყოფა და კვლავ მოსთხოვა თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა, რომ მოკლავდა მასაც და მისი ოჯახის წევრებსაც. მანვე განმარტა, რომ როგორც შეიტყო, ვ----–------–---–ი უკავშირდებოდა მის შვილს - თ-----------–---–ს და სიცოცხლის მოსპობის მუქარით სთხოვდა თანხას.
პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის საფუძველი იმისათვის, რომ ეჭვი იქნეს შეტანილი დაზარალებულთა გულწრფელობაში, ვინაიდან ერთობლიობაში, განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დაზარალებულები არიან თანმიმდევრულნი, საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს ასახავენ სრულყოფილად და ზედმიწევნით. კერძოდ, მათ აშკარად მიუთითეს ვ----–------–---–ზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირებზე და განმარტეს, რომ სიცოცხლის მოსპობის მუქარით სთხოვდა თანხას 2000 ლარის ოდენობით.
პალატას საფუძვლიანად მიაჩნია დაზარალებულთა განმარტებები ვ----–------–---–ის მხრიდან არსებული მუქარის განხორციელების შიშზეც. მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული მუქარის ინტენსივობისა და სიხშირის გათვალისწინებით, სავსებით ლოგიკურია, რომ დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ისინი იმყოფეობდნენ ზეწოლის ქვეშ, ამოძრავებდათ საკუთარი თავისა და ოჯახის დაცვის მიზანი და სწორედ იმის გამო, რომ ვ----–------–---–ი მათ თავს არ ანებებდა და უწესებდა ვადას თანხის გადასახდელად, მიმართეს სამართალდამცავ ორგანოებს.
უსაფუძვლოა დაცვის მხარის განმარტება თ-----------–---–ის მიერ შვილების დაბრუნების მოტივით ვ----–------–---–ისათვის დანაშაულის დაბრალებასთან დაკავშირებით. აღნიშნული არგუმენტაციის გაზიარების საფუძველი პალატას არ გააჩნია, ვინაიდან გარდა დაზარალებულთა ჩვენებებისა, სახეზეა ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ვ----–------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენას გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს. მათ შორისაა თ-----------–---–ისაგან გამოთხოვილი ინფორმაცია, მის კუთვნილ მობილურ ტელეფონში არსებული თ-----------–---–ისა და ვ----–------–---–ს შორის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერები. აღნიშნული ჩანაწერით დასტურდება, რომ ვ----–------–---–ის მხრიდან ადგილი აქვს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით თანხის გამოძალვას. ჩანაწერის თანახმად, ვ----–------–---–ი თ-----------–---–ს ეუბნება - ,,დედა უნდა მოუ...ა, თუ არ დაუშვა და შენც ზედ არ მიყვე“, ,,...ათამდე ფული მქონდეს მინიმუმ“. აღნიშნული ჩანაწერის ნამდვილობა დადასტურებულია ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით.
პალატა აქვე ყუადღებას გაამახვილება დაცვის მხარის პოზიციაზე - თ-----------–---–ისაგან გამოთხოვილი ინფორმაციისა და მასზე ჩატარებული ექსპერტიზის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის არგუმენტაციის გაზიარების საფუძველი არ არსებობს. მითითებული მტკიცებულებები მოპოვებული იქნა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით (სსსკ-ის 136-ე; 1432-14310 მუხლები), მტკიცებულებამ გაიარა სასამართლო კონტროლის ეტაპი და ცნობილი იქნა დასაშვებ მტკიცებულებად, შემდგომში კი რაიმე ახალი გარემოება, რაც ეჭვის ქვეშ დააყენებდა მის სანდოობას, არ გამოვლენილა.
ამრიგად, საქმის არსებითი განხილვისას არ ყოფილა გამოკვლეული არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ თ-----------–---–ს რაიმე სახის ინტერესი გააჩნდა მსჯავრდებულების მიმართ, რის გამოც მან იცრუა სასამართლოს წინაშე და ამოძრავებდა ვ----–------–---–ის უმიზეზოდ დასჯის სურვილი.
დაცვის მხარე ასევე ყურადღებას ამახვილებს მოწმის სახით დაკითხული გ---------------–---–ის ჩვენებაზე და განმარტავს, რომ რ-----------–---–მა წაიღო ვ----–------–---–ის კუთვნილი სახურავი და სწორედ აღნიშნულ თანხას, სრულიად სამართლიანად ითხოვდა იგი. პალატა ვერც ამ ნაწილში გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტებს, ვინაიდან მოწმე გ---------------–---–მა ცალსახად და დამაჯერებლად განმარტა, რომ მასალის გაცემა ხდებოდა პიროვნებაზე ინდივიდუალური განცხადების საფუძველზე, ამასთან ვერ გაიხსენა შემთხვევა, როდესაც მესამე პირს გადაცემოდა კონკრეტული პირის მიმართ განსაზღვრული დახმარება. შესაბამისად, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომლის მიხედვითაც სასამართლოს არ გააჩნია სამართლებრივ ლოგიკაზე დამყარებული საფუძველი იფიქროს, რომ რ-----------–---–მა მიითვისა ვ----–------–---–ის კუთვნილი მასალა, რომლის ღირებულების ანაზღაურებასაც ითხოვდა იგი.
რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებს ვ----–------–---–ის დაკავების უკანონობასა და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის დაუსაბუთებლად გამოყენებასთან დაკავშირებით, პალატის მიერ გაანალიზებული იქნა აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებული წერილობითი მტკიცებულებები, შესწავლილი იქნა დამკავებელი პოლიციელების მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებები და მივიდა დასკვნამდე, რომ ამ კუთხით კანონმდებლობის მოთხოვნათა არსებით და უხეშ დარღვევას ადგილი არ ქონია. ამ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ საფუძვლიანი მსჯელობა იქონია პირველი ინსტანციის სასამართლომ, რასაც პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს.
ამდენად, პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები და აღნიშნავს, რომ ვ----–------–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული დასკვნები სრულ შესაბამისობაშია საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან და საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. სახეზეა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ, რომ მსჯავრდებულმა ვ----–------–---–მა ჩაიდინა გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის და მისი ახლობლის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა (ორი ეპიზოდი), დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 18--ე მუხლის პირველი ნაწილით და მან პასუხი უნდა აგოს ჩადენილი დანაშაულისათვის.
რაც შეეხება მსჯავრდებულის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით განხაზღვრული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამაძიმებელი გარემოებები, დამნაშავის პიროვნება, სასჯელის კონკრეტული ზომის განსაზღვრის სამართლებრივი საფუძვლები და დანიშნა სამართლიანი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 მაისის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ვ----–------–---–ის და მისი ადვოკატის თ----------–--–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 28 მაისის განაჩენი;
ვ----–------–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,18--ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18--ე მუხლის პირველი ნაწილზე;
ვ----–------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18--ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით (დაზარალებულ თ-----------–---–ის ეპიზოდი);
ვ----–------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18--ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით (დაზარალებულ რ-----------–---–ის ეპიზოდი);
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას დაზარალებულ თ-----------–---–ის ეპიზოდისთვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს დაზარალებულ რ-----------–---–ის ეპიზოდისთვის დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ----–------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
ვ----–------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 01 დეკემბრიდან.
ვ----–- ა----–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულებები:
თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოთხოვილი ინფორმაცია 06 (ექვსი) ცალ ელექტრონულ დისკზე; თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოთხოვილი ინფორმაცია 01 (ერთი) ცალ ელექტრონულ დისკზე; დაზარალებულ თ-----------–---–ის ხმის ნიმუში 01 (ერთი) ელექტრონულ დისკზე, თ-----------–---–ისგან გამოთხოვილი ინფორმაცია 01 (ერთი) ელექტრონულ დისკზე - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
ც---–-------–---–---ან ამოღებული ვ----–- ა----–---–-ს მობილური ტელეფონი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-3 განყოფილებაში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს, საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე